უუფლებო სიყვარული III (სრულად)
მონატრებული კოცნა.. ლამის სული დავლიე მის მკლავებსში.. მაშინ გავიგე პირველად მისგან ფრაზა.. „-უნამუსოდ ლამაზი ხარ“..-და ისევ განაგრძო კოცნა.. ვნება გაღვივდა.. ნელ-ნეტა ტანსაცმელი ერთიმეორეს მონაცვლებით ცვიოდა იატაკზე და სრულიად შიშველი წამის მეასედში აღმოვჩნდი საწოლზე.. კოცნით დაუყვა კისრიდან ქვემოთ.. მე კი სიამოვნებისაგან კვნესა აღმომხვდა.. დილით როცა გავიღვიძე,მივხვდი შეცდომა დავუშვი.. არ უნდა მიმეცა უფლება მოახლოების,თუნდაც თავად ღალატს დაჩვეული ყოფილიყოს.. ავდექი,შხაპი მივიღე და სამზარეულოში გავედი.. ყავა მოვიმზადე და საათს დავხედე.. თერთმეტი საათი სრულდებოდა.. მათე უკვე სამსახურში იქნებოდა,მე კი ორ საათზე შეხვედრა მქონდა დანიშნული.. სახლში გავლას და მომზადებას მოვასწრებდი.. დრო ისე მალე გავიდა რომ ვერც კი მოვასწარი ნორმალურად მომზადება ისე გავიქეცი შეხვედრაზე,სადაც ერთ-ერთი ფიქრმის აქციების განაწილებას ეხებოდა საქმე.. დაახლოებით ოთხსაათაანი შეხვედრის შემდეგ როგორც იქნა ამოვისუნთქე.. -უკაცრავად ქალბატონო კესო..-მომმართა ჩემმა ერთ-ერთმა კლენტმა. -გისმენთ..-საბუთებს მივანებე თავი. -შეიძლება უფრო მშვიდ გარემოში ვისაუბროთ? -ამაზე მშვიდ გარემოს საქმეზე სასაუბროდ სად ვნახავთ ბატონო ბაქარ? -და იქნებ ნება დამრთოთ თქვენთან ერთად.. ერთი ლამაზი საღამო გავატარო?-მართამ თვალები დამიბრიალა დათანხმდიო. -იცით?..განრიგს შევამოწმებ და პასუხს გაგაგებინებთ.-ზურგი ვაქციე და მართასთან მივედი.. მე და მართა ჩვენი ოფისისკენ მივდიოდით.. ის დსაეჭვოდ დუმდა.. მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ თავს იკავებდა.. -მართა გელოდები როდის მეტყვი იმას,რასაც მიმალავ.. -რატომ არ დათანხმდი ბატონ ბაქარს შეხვედრაზე.. ის ისეთი სიმპათიური მამაკაცია თანაც მდიდარი.. -მაგრამ მე სხვა მიყვარს,თანაც არ მჭირდება ვინმეს სიმდიდრე.. -დათანხმდი ჩემი ხათრით.. სცადე მასთან ურთიერთობა იქნებ მოგეწონოს.. ძალიან გთხოვ..-მისი ასეთი მიდარა საეჭვო მომეჩვენა,მაგრამ არაფერი ვუთხარი რადგან ვიცოდი არ უნდოდ მათეს ცხოვრება გამერთულებინა.. -კარგი.. ვცდი,მაგრამ რა გამოვა არ ვიცი ან გამოვა თუ არა საერთოდ რამე.. -მოდი მე შენს განრიგს გადავხედავ და ადგილსაც დაგიჯავშნით..-ძალიან მონდომებული იყო მართა.. საღამოს რვა საათზე ერთმანეთს ერთ-ერთ ძალიან ძვირადღირებულ და ცნობილ რესტრანში შევხვდით,სადაც თავს ხშირად „ელიტარული“ საზოგადოება იყრიდა და უბრალო შამპანიურიც კი რომელიც ჩვეულებრივ სუპერმარჯკეტში ოცი ლარი ღირს ამ რესტორანში ასორმოცდაათი ლარი უნდა.. რა საკვირველია მე არ ვსვამ შამპანიურს,მირჩევნია შავი ღვინო რომელიც თავისებურ,სასიამოვნო გემოს ტოვებს.. მშვიდი და სასიამოვნო საღამო იყო.. ჩემი საღამოს პარტნიორი კი უდადოდ სანტერესო პიროვნება აღმოჩნდა,თუმცა ჩემი გონება სხვაგან ქროდა.. -მაპატიეთ ქალბატონო კესო,თვალს ვერ გწყვეტთ ისეთი ლამაზი ბრძანდებით. -მადლობა ბაქარ,მაგრამ ჯობს სახელით მომმართო ჩვენ ხომ არაოფიციალურ შეხვედრაზე ვართ?-ვუთხარი და ღვინო მოვსვი.. -იცით?.. ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთს მაგონებთ.. თმით „გეას“ გავხართ,მასაც წითური თმა ჰქონდა.. სილამაზით „აფროდიტას“, მებრძოლო და დაუზარელი ბუნებით „ათენას“.. რადგან მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე მოდი „თემიდასაც“ ნუ დავივიწყებთ.. -როგორც ჩანს ბერძნული მითოლოგია გიტაცებთ,მაგრამ ცდებით.. უფრო „ჰეკატეს“ მამსგავსებენ.. ისიც წითური,სასიამოვნო გარეგნობის ქალღმერთი იყო,რომელიც ჯადოქრობისა და წღვდიადის სახელით იყო ცნობილი.. -როგორც ჩანს თქვენც კარგად იცით ეს საკითხი.. -რა საკვირველია.. ხშირად ვმოგზაურობ და ვეცნობი ისტორიებს,მითოლოგიებს და ვსტუმრობ ღირსშესანიშნაობებს. ვვახშმობდით და სასიამოვნოდ ვსაუბრობდით,როცა ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა სტუმარმა მიიპყრო.. ამ რესტორნისთვის შეუფერებელი „ლუქით“,ეს ლანა იყო.. ასევე უგემოვნო მაკიაჟით.. მას უკან კი ძალიან სიმპათიური და მომხიბლავი მატე მოჰყვებოდა.. თავაზიანად სკამი გამოუწია.. ის ნამდვილი ჯელტმენი იყო,ვიღაც „ტეტას“ გვერდით.. ვეცადე არ შევემჩნიე მათ.. რამოდენიმე ხანში ლანა საპირფარეშოში გავიდა,მათემ კი ჯიბიდან პატრა,წითელი ყუთი ამოიღო.. ლამის ინფაქტი მივიღე რომ წარმოვიდგინე ცოლობა უნდა ეთხოვა მისთვის.. ახლა გასაგები იყო რატომ დამიჯავშვნა მართამ აქ მაგიდა და რატომ იქცეოდა მტელი დღე უცნაურად.. უნდოდა ჩემი თვალით მენახა ყველაფერი.. მართამ ორი ვარიანტი მომცა.. ერთი რომ მათი ნიშნობა ჩამეშალა და მათესათვის მებრძოლა,ან ბაქართან ერთად მშვიდად მეცხოვრა და მათესათვისაც მიმეცა შანსი თავისი გზით ევლო.. ახლა ჩემი გადასაწყვეტი იყო რას ავირჩევდი.. როდესაც ლანა ბრუნდებოდა მაგიდასთან შემამჩნია და ხელი დამიქნია თითქოს მომესალმას მზგავსი,ცხადია ყოველივე ამის შემდეგ მათემაც შემამჩნა,იმის შემდეგ კი თვალი არ მოუშორებია.. ვახშამი დავასრულეთ და საპირფარეშოში გავედი მაკიაჟის შესასწორებლად,იქედან რომ გამოვედი მათე დავინახე კარებზე მიყუდებული და მე მელოდებოდა.. რომ დამინახა ირონიულად გაიღიმა,წარბებზე ხელი გადაისვა და ჩემს ფეხს მიაშტერდა.. -როგორც ჩანს ფეხი იმდენად კარგად გაქვს,რომ სახლიდანაც გამოხვედი და პაემნებზეც არ ამბობ უარს.. -შენ წარმოიდგინე და გუშინ ღამით აღმოვაჩინე,რომ სექსშიდაც არ მიშლის ხელს..-წავისისინე და გვერდის ავლა ვცადე მაგრამ დამიჭირა -მასთან დაწოლას აპირებ? -რატომაც არა? შენ თუ გაქვს უფლება გქონდეს შენი პირადი ცხოვრება,მე რატომ არ უნდა მქონდეს?.. -არ მინდა რომ მასთან ან ნებისმიერ სხვასთან დაწვე.. -რატომ მათე?გიყვარვარ? ჩემთან გინდა? თუ ასეა მაშინ შენს ჯიბეში რას აკეთებს ბეჭედი,რომელიც მე რომ არ დაგენახე უკვე ლანას თითზე იქნებოდა.. -შენ ჯერ ისევ ჩემი ცოლი ხარ..-იმის მაგივრად რომ ეთქვა მიყვარხარ და მჭირდბიო მხოლოდ ეს მოაფიქრდა.-ჩვენ ვიქორწინეთ და ხელის გაწერა არ მომხდარა.. -მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია მათე? მხოლოდ იმის რომ მე შენი ცოლი ვარ? -შენ რომ გეთქვა შენი გრძნობების შესახებ კესო ახლა ეს საუბარი არ იქნებოდა. -როდის მეთქვა?სულ ლანას გვერდით იყავი,შუაღამით ბრუნდებოდი სახლში იმ იმედით რომ უკვე მძინარე დაგხვდებოდი.. თუ სექსის დროს მეთქვა? -თუ შენი გრძნობები რეალურია და რამეს წარმოადგენს უნდა გეთქვა.. -მე მოულოდნელი და უბრალო ურთიერთობის მჯერა,მეტიც მე მწამს იმ ბედნიერებს რომელიც სკოლის ასაკში განვიცადეთ.. ორი უბრალო ბავშვი ვიყავით რომელთაც მოულოდნელად შეუყვარდა.. არ შეიძლება ყველაფერს ბრძოლა სჭირდებოდეს.. მე სიყვარულში ვარ და არა ომში,ვერ ვიბრძოლებ მამაკაცისთვის თუნდაც ის მიყვარდეს მთელი არსებით.გინდა შენთვის ქალებმა ერთმანეთი დაჭამონ? წარმატებებს გისურვებ,მაგრამ მე არ ვარ ერთ-ერთი მათგანი.ბაქარზე იეჭვიანე? მის გვერდით სულ შენზე ვფიქრობდი იმ წამამდე როცა შენს ხელში ბეჭედი დავინახე.ახლა კი სერიოზულად დავფიქრდი მისთვის შანსის მიცემაზე.. -ამას ჩემს საეჭვიანოდ ამბობ.. -არა მათე.. გავაცნობიერე.. მე იმდენად სულერთი ვარ შენთვის,რომ ლანას ხელს თხოვ.. ამას გადავიტან როგორც ბევრი რამ გადავიტანე.. ბაქარი შენ არ გგავს და სწორედ ეს აძლევს უპირატესობას ჩემთან..-ხელი აგვაშვებინე და უკვე ცივი მზერით შევხედე.-განქორწინების საბუთებს ხვალვე მიირებ.-ერთი ნაბიჯი გადავდგი და მოვბრუნდი.-შენ კი ბედნიერ მომავალს გისურვებ მის გვერდით..-ხესავეთ იდგა.. ვერ ინძრეოდა.. მე კი სწრაფი ნაბიჯით დავბრუნდი დარბაზში.. არ ვიცი ჩემგან რას მოელოდა.. სცენებს?მე არ ვარ სკანდალისტი.. მე ვარ ქალი რომელიც თუ ვერ გრძნობს სითბოს და დაფასებას მაშინ იქ წამითაც არ გაჩერდება.. ბაქარს მადლობა გადავუხადე საღამოსთვის და სახლში შევედი.. ბევრი ვიფიქრე ჩემს მომავალზე.. ამერიკიდან რომ მოვდიოდი ვფიქრობდი ჩემი და მათეს საერთო მომავალზე,ახლა კი გზა მის გარეშე უნდა გამეგრძელებინა.. მთელი ღამე არ დამეძინა,ბოლოს მობილური ავირე და ყველაზე საშინელი ზარი განვახორციელე.. -მამა..-წარმოვთქვი როცა ტელეფონს უპასუხა. -კესო,საყვარელო.. კარგად ხარ? -შენთან საუბარი მინდა მამა.. -კარგი ახლავე მოვალ.. -არა! არ მოხვიდე.. უბრალოდ ტელეფონზე მელაპარაკე.. -კარგი.. როგორც გინდა..-გაუჭირდა ამის მოსმენა.. -მამა განქორწინების საბუთები მინდა სასწრაფოდ,ისე რომ ხვალ დილით მათე დადიანს გაუგზავნო და ამ საქმეს პირადად შენ მიხედო. -ხომ მშვიდობა გაქვს? -კი. -კარგი.. მივხედავ და შენი დოსიედანაც გავაქრობ ამ ფაქტს. -როგორც საჭიროდ ჩათვლი მამა.. -როდის გნახავ? -იმედია დიდიხნის შემდეგ.. დილით ჩავიცვი და სამსახურში წავედი.. მართა ახლოსაც არ მეკარებოდა.. ალბათ ეშინოდა ჩემი რეაქციის,ფიქრობდა რომ მასზე გავბრაზდებოდი.. არ ვიცი რას ფიქრობდა ზუსტად.. სამსახურში თითქმის ყველა საქმეს მივხედე,როცა კაბინეტის კარებზე კაკუნის შემდეგ თავი ბაქარმა შემოჰყო. -მობრძანდი ბაქარ.-თავაზიანად მივმართე და სავარძელზე ვანიშნე დამჯდარიყო.მოკითხვის შემდეგ ბაქარს ვკითხე. -საქმესთან დაკავშირებით მოხვედი? -არა.. უბრალოდ შემოვიარე.. მთელი ღამე ვერ დავიძინე და სულ შენზე ვფიქრობდი.. -ახლა თავბრუს მახვევ?-გავუღიმე მე.. -არა.. თავბრუს შენ მახვევ.. ძალიან მომეწონა შენთან ერთად დროის გატარება,სამწუხაროა რომ შენ ასეარ ფიქრობ.. -მეც მომეწონა საღამო და დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი.-ვეცადე გულწრფელი ვყოფილიყავი. -კესო შენ იცი რომ მე ბიზნესმენი კაცი ვარ..-ავისმომასწავლებლად ჟრერდა დაწყება..-მე ქუთაისში მივდივარ გარკვეული დროით რადგან ამჯერად დრო დადგა ქვეყნის მეორე დედაქალაქსაც და როგორც ამას თავად ქუთაისელები უწოდებენ „მამაქალაქის“ განვითარების. ვიცი რომ გთხოვო ჩემს გამო არ წამოხვალ,თანაც საკუთარი ბიზნესი გაქვს და ჩვენ მხოლოდ ერთხელ შევხვდით. მე კი რეალისტი ვარ და ვიცი შენ არასოდეს მიიღებ ჩემს შემოთვაზებას,რომელიც არც კი გამიკეთებია..-გამეღიმა.. ესეც ჩემი მეორე შანსი.. ესეც გზა,რომ მათეს და მისდამი გრძნობებს თავი დავაღწიო. -მე ოპტიმისტი ვარ.. შენს წინადადებაზე რომელიც არ შემოგითავაზებია მე აუცილებლად და მეტიც დიდი სიამოვნებით დაგთანხმდებოდი,მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ,თუ არ შემომთავაზებ.-თვალები გაუბრწყინდა.. -და კესო წამომქვები ქუთაისში რათა ერთად განვავითაროთ ქალაქი ჭირში თუ ლხინში,ჯანმრთელობასა და ავადმყოფობის მიუხედავად?-რაღაც მხრივ ქორწინების ფიცივით ჟღერდა,რაზეც კიდევ ერთხელ გამეცინა.. -თანახმა ვარ..-ორივეს გაგვეცინა და ჩვენს ხმაურზე ცნობისმოყვარე მართაც შემოვიდა. -მართა საყვარელო საბუთები მოამზადე.. -რა საბუთები?-ბაქარს გავხედე.. -საღამოს გამომიარე,მზად დაგხვდები და წავიდეთ.-თავი დამიქნია და წავიდა,მე კი მართას მივუბრუნდი.. -რა ხდება კესო? -შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.. შენ რომ არა გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებდი,მადლობა რომ ამიხილე თვალები.. შენი მოცემული შანსიდან მე მეორე ავირჩიე.. დღეს განქორწინების საბუთებს მიიღებდა მათე და ამიერიდან მშვდად იცხოვრებს ჩემგან დამოუკიდებლად.. -მიხვდი რატომაც მოვიქეცი ასე? -რა თქმა უნდა მართა.. გადავწყვიტე ცხოვრებას მივხედო.. მე და ბაქარი ქუთასში მივემგზავრებით რათა ქალაქზე ვიზრუნოთ და ვინ იცის იქნებ ჩემი სულიც განიკურნოს.. -მიდიხარ?-შეიცხადა მან -კი მივდივარ.მე მჭირდება ახალი შესაძლებლობები და ყურადღების გადატანა.. -ბაქართან ერთად კესო? -და რა ვქნა მართა? დავჯდე და ვუყურო ჩემს თვალწინ როგორ ბედნიერობს „ორი ჩიტი“ როცა მე სიყვარულისაგან საგიჟეში გამაქანებენ? -ოფისს შენ ჩაიბარებ.. მე კი ხანდახან გესტუმრები და თუ მზად ვიქნები დავბრუნდები დედაქალაქში. -და ფიქრობ რომ ასე ტკივილს გაიყუჩებ?-მკითხა მან -სულის ტკივილს მართა ვერაფერი გამიყუჩებს.. -მინდა ბედნიერს გხედავდე კესო.. -ვიქნები..-გადავეხვიე მტელი ძალით..-ოდესმე ვიქნები.. ოფილიალური დოკუმენტები მოვამზადე და სახლშ წავედი ბარგის ცასაწყობად,იქ კი მათე დამხვდა კიბეზე ჩამომჯდარი.. ერთი ამოვიფრუტუნე და გასაღები გადავატრიალე.. სახლში შევედი თუმცა კარები არ დამიკეტავს რადგან ისიც უკნ მომყვებოდა.. ჟურნალის მაგიდაზე საბუთები დაყარა და განრისხებული სახით შემომხედა.. -ეს რა არის? -არ ვიცი,მაგრამ ვვარაუდობ შენი ბედნიერების გასაღებია.. -კესო! -რა გნდა მათე?-თან ჩემს საქმეს ვაკეთებდი.. ჩემოდანი გადმოვიღე და ბარგის ჩაწყობა დავიწყე.. უცნაური სახე მიიღო.. -სადმე მიემგზავრები? -კი. -გარბიხარ? -არა -აბა რას აკეთებ? განქორწინების საბუთებს მიგზავნი,მერე ბარგს ალაგებ და მიდიხარ.. -მათე შენ იმდენი ხანი მიძახოდი რომ სამყარო ჩემს გარშემო არ ბრრუნავს,რომ დაგავიწყდა არც შენ ხარ სამყაროს ცენტრი.. მინდა ბედნიერი ვიყო ეს ასეთი გაუგებარია? -მაგრამ ჩემს გარეშე? -შენ ხო არ „გაციებს“ ბიჭო?.. გუშინ გოგოს ხელი თხოვე და ახლა რა ნამუსით მოდიხარ ჩემთან და მთხოვ ახსნა -განმარტებებს?-გამოვედი წყობლებიდან. -ხელი მოაწერე საბუთებს და სამუდამოდ დავასრულოდ ბავშვური ზღაპარი. -კესო მე შენ მჭირდები.. -მათე.. მასთან რატომ ხარ? რა მოგწონს მასში? -როცა ის იღიმის,ყველაფერი მავიწყდება და უბრალოდ ბედნიერი ადამიანი ვხდები..მეც შემიძლია მისი გაბედნიერება და არ უჩნდება იმის განცდა რომ უკეთესს იმსახურებს ვიდრე მე ვარ.. ის ყოველთვის დაიცავს ჩვენს ურთიერთობას და ვიცი არასოდეს დაიხევს უკან. „ის შენ არ გგავს და ამით უპირატესობას ფლობს“.-ბოლო სიტყვებზე გამეცინა. -ის მე ვერასოდეს დამემგვანება და მეტიც შენ ისეთ ადამიანს ვერ „გამოზრდი“ როგორიც მე ვარ.. ბედნიერი ხარ უჩემოდ? ხომ ხედავ რომ ძუკნასავეთ არ ვცდილობ ცხოვრება დაგინგრიო მიუხედავად იმისა შენ ჩემს ერთ სიტყვას ელოდები და მზად ხარ ეგ შენი „ბედნიერება“ დათმო.. მე ვიცი ნებისმიერ დროს რომ დავბრუნდე.. მოვიდე შენთან თუნდაც ხუთი შვილი გყავდეს და ერთი სიტყვა გითხრა,მაშინვე ჩემს მკლავებში აღმოჩნდები და ეგ „ბედნიერება“ არც კი გაგახსენდება.. კი მე ძუკნა ვარ,რომელმაც იცის რა გემართება როცა მე მხედავ,მაგრამ მაინც გტოვებ რადგან მე „უკეთესს“ ვიმსახურებ!-მინდოდა გული ტკენოდა რათა ჩემზე გულაცრუებულს აღარასოდეს გავხსენებოდი და თავისი ცხოვრებისათვის მიეხედა.. სიტყვა არ უთქვამს..-ის შენთვის იბრძოლებს... მე შენთვის არა,მაგრამ უშენობისთვის ვიბრძოლებ!ყველაფერი დამთავრდა მათე..-გინებით გაიჯახუნა სახლის კარები.. იქვე კუთხეში ჩავიკეცე და ტკივილისაგან სახე დამემანჭა.. ის საშინელი ტყუილი რომ თითქოს ყველაფერი დამთავრდა სულმდაბლობა და სრული სიმახინჯეა.. ამას მე თავადაც კი ვერასოდეს დავიჯერებ რომ როდესმე შეიძლება ჩვენ ორ შორის რაიმე დასრულდეს.. ვერ წარმომიდგენია ამდენი ხნის სიყვარულის შემდეგ ,როცა საკუთარ თავთან მარტო დავრჩები ვთქვა „აღარ მიყვარს“.. ვიცი ვუყვარვარ,მაგრამ სიამაყე და მამაკაცური თავმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას ეს აღიაროს.. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა მებრძოლა.. განა ნამდვილ სიყვარულს ბრძოლით მოიპოვებ? თუ გიყვარს და უყვარხარ უბრალოდ არაფერი ჩადგება ორ ადამიანს შორის.. ჩვენს შორის კი მტელი პლანეტარული სისტემა აღმოჩნდა არა თუ უამრავი ხალხი.. ძალა მოვიკრიბე,ბარგის ჩალაგება დავასრულე და გავემგზავრე ხანგრძლივ „მოგზაურობაში“ ქუთაისისაკენ,რომელიც არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა.. სამ საათში უკვე წარწერა „ქუთაისიც“ გამოჩნდა.. ყველაზე კარგი სასტუმრო „თეთრ ხიდთან“ ახლად გახსნილი „ბესთ-ვესთი“ არმოჩნდა,როგორც ვვარაუდობსი რამის ქუთაისსში მხოლოდ ეს სასტუმრო და ბაგრატის ტაძარი ანათებდა.. თბილისთან შედარებით პატარა,უსახურ უბანს ჰგავდა და მხოლოდ ერთი პატარა ქუჩა იყო მისი ინტერიერი,სადაც მარიონელა და საკურა აღმოჩნდა.. მეტი? არაფერი.. ვერც კი ვიაზრებდი საიდან უნდა დამეწყო,რადგან ქალაქს ყველაფერი აკლდა.. -რაზე ფიქრობ?-მკითხა ბაქარმა,როცა ტერასადან გავყურებდი „მოუვლელ“ ქალაქს.. -ყველაფერზე.. -ცდილობ გაიგო საიდან დაიწყო?-ნამდვილად გამოიცნო ჩემი აზრები.. -და რისი გაკეთება შეგიძლია ქალაქისათვის? -საერთოდ ყველაფრის,მაგრამ როგორც ინტერნეტით ირკვევა იურიდიული „მიკრო“ კომპანიებით სავსეა ქალაქსი,თუმცა დიზაინი აკლია ყველას და ყველაფერს.. -მაშინ დიზაინს მიხედე.. მე კი შენთან საქმიან ურთიერთობას დავიჭერ და არქიტექტურაშიც შევიტან იმ ილემენტებს რომელსაც შენ მირჩევ..-ჩემს წინ იჯდა და საოცრად ნათელ გეგმებს სახავდა.. -თანახმა ვარ.. ცოტახნის სიჩუმის შემდეგ კვლავ განვაგრძეთ საუბარი.. -კესო.. რეალური მიზეზი მაინტერესებს რატომ გამომყევი ქუთაისში. -თავგადასავლები მჭირდებოდა,რათა არ მეფიქრა წარსულზე.-მიხვდა წარსულში ვიღაცას ვგულისხმობდი.. -არ ვიცი რამდენად შორეულ წარსულს გულისხმობ,მაგრამ მინდა რომ ჩემს გვერდით იყო,ყოველგვარი მოვალეობის გარეშე.. -შემოთავაზება კარგია,მაგრამ შეჩვევას იწვევს. -ჰო.. მართალი ხარ,ამავდროულად კი „წარსულის“ დავიწყებას.მე არ გაძალებ არაფერს,შენ თავად გადაწყვიტე და არ მითხრა.. თავად მივხვდები შენს მოსაზრებას..-ბაქარი ადგა,შუბლზე მაკოცა და წავიდა.. ბევრი ფიქრი საჭირო არც გამხდარა. ის მართალი იყო,მე წარსულს დვივიწყებდი ან ვერ დავივიწყებდი,მაგრამ არ მომიწევდა უაზრდო პაემნებზე სიარული.. უაზრო საუბრები და უამრავი ტყუილის მოსმენა.. როგორც თავისუფლი ქალის თვალით დანანას ქალაქში უამრავი სიმპათიიური მამაკაცია,რომელმაც იცის რა არის „კარგი“ და „უფრო კარგი“..მაგრამ გოგონებიც არიან ძალიან ლამაზები,რომლებსაც თავი პრინცესები ჰგონიათ და უკანმოუხედავად „ახვევინებენ“ ბიჭს რომელსაც ის მართლა მოეწონა,შემდეგ კი წუწუნებენ რომ ისინი არავის აინტერესებს.მაგრამ არიან გოგონები „დატვირთული“ რეჟიმით,საქმიანი გამომეტყველებით,რომლებიც ყველაზე ბრაზობენ თუ კი ნელა დადის,თუ ლამაზად გამოყურება,თუ რამეს აკეთებს იმაზედაც კი ბრაზობენ.. სამყაროზე გაბრაზებულებს კი ავიწყდებათ უბრალო ჰიგიენა.. ალბათ ამას თბილისში ვერ ვამჩნევდი,თორემ იქაც იქნებიან მსგავსი დამიანები.. აქ კი ყველაფერი თვალნათლივ ჩანს რადგან „პატარა“ „ერთი ციდაა“ ეს ქალაქი.. ყველა- ყველას იცნობს,ეგ კი არა დიდი პაპიდან მოყოლებული გამოკითხავენ ხოლმე ამბებს შეხვედრისას.. დრო ძალიან ჩქარა გადიოდა რადგან მთელი დღეები საქმეში ვიყავით ჩართული.. შეხვედრები მერიაში,პარლამენტში და კიდევ უამრავ უწყებაში რათა მოგვეპოვებინა მხარდაჭერა.. რამოდენიმე კვირაში მეც ქუთაისელად ვგრძნობდი თავს.. თბილისთან ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტე და ჩემთვის ერთი პატარა,ლამაზი სახლი შევარჩიე სადაც ხშირად მსტურობდა ბაქარი.. ზოგჯერ მარტო,ზოგჯერ კი ქუთაისელი მეგობრების გარემოცვით.. ნელ-ნელა თავს ვიმკვიდრებდი და უკვე მსიამოვნებდა რომ მეც ამ ხალხის ნაწილს წარმოვადგენდი. მე ვიყავი თავისუფალი ქალი,რომელსაც ჰყავდა იდეალური სექს პარტნიორი და მეგობარი ბაქარის სახით,ჩვენ არ გვაკავშირებდა ერთმანეთის მიმართ გრძნობები და მოვალეობები.. არ ვიცი მამაჩემი დრო და დრო თუ მამოწმებდა,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩარეულა.. მომწონდა ბაქარის გვერდით დრის გატარება,თუმცა ჩემი გრძნობები მატეს მიართ არც კი განელებულა.. ხშირად ვფიქრობდი რომ შეცდომას ვუშვებდი თუკი სხვა მიყვარდა და დროს სრულიად სხვა ადამიანთან ვატარებდი,თუმცა ამ ყველაფერს იმით ვამართლებდი რომ მე სრულიად თავისუფალი ქალი ვიყავი და რასაც მინდოდა იმას გავაკეთებდი და ვისთან ერთადაც მინდოდა.. მას (მათეს) კი ის რომ დაუჟინია „ჩემი სიყვარულისთვის უნდა იბრძოლოო“ (რასაც იმით ვხსნი რომ როცა ამერიკაში გამიშვეს ისე რომ მას ვერაფერი ავუხსენი,ნაწყენი დარჩა და მისი ნდობის მოსაპოვებლად რამე უნდა მომემოქმედებინა.. ამ საკითხში მას ვერ ვამტყუნებდი..) ბაქარი ღამით წავიდა,რადგან დილით ორივეს მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა და „ერთმანეთი“ გონებას გვიფანტავდა და მხოლოდ სექსუალურ ფანტაზიებს გვიღვიძებდა.. თითქმის სერთო საქმეებს შევეშვით,თუკი რიმე მნიშვნელოანი საჭიროება არ მოითხოვდა ისე საქმეზე აღარ ვსაუბრობდით.. ვხვდებოდი ნელ-ნელა გრძნობები უღვივდებოდა,მაგრამ ამას არ აღიარებდა და არც მე ვაძლევდი საშუალებას ამ თემაზე თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა..ხშირად მჩუქნიდა ძვირადღირებულ საჩუქრებს და მაცნობდა თავის საახლობლო წრეს. „ლაუნჯ ბარში“ შეხვედრა მოქონდა დანიშნული თუმცა ბოლო წუთს კლიენტმა შეხვედრა გააუქმა,მე კი დავრჩი ყავასთან და თავისუფალ ერთ საათთან ერთად მარტო.. -კესო?..-მომესმა ნაცნობი ხმა და სული გამეყნა სხეულში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.