შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუფლებო სიყვარული II (სრულად)


20-06-2018, 15:18
ავტორი The Dreamer
ნანახია 5 014

როგორც იქნა კლუბიდან გავედი და მანქანამდე მივედი,როცა მკლავზე ძლიერი მოჭერა ვიგრძენი.. ძლიერი ბიძგისაგან რომ არ წავქცეულიყავი ცალი ხელით გულზე მიმიკრა,მეორეთი კი მანქანის გასაღები უხეშად წამგლიჯეს.. სუნამო მეცნო.. ეს სურნელი მე შევურჩიე სკოლის პერიოდში,როგორც ჩანს რაღაც-რაღაცეები უცვლელი დატოვა..
-შენი საქმის გამკლავება კარგად გეხერხება.-მიმანიშნა ძველ წყენაზე.
-საჭესთან დაჯდომის უფლებას ვერ მოგცემ კესო.-ნელ-ნელა ხელი გამიშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ჩემზე ღელავ?
-არა.. იმ ხალხზე ვისაც შესაძლოა რამე დაუშაო.. ტაქსით გაგიშვებ.
-არა!მანქანა მჭირდება.
-რატომ ჯიუტობ?
-მათე გასაღები დამიბრუნე და დაბრუნდი შენს გოგოსთან.
-შენთან საუბარს აზრი არ აქვს! დაჯექი და წაგიყვან..
-და შენი გოგო?
-ეგ შენი საქმე არ არის.-მეორე მხარს გამიღო კარები და ჩამსვა,თავად კი საჭესთან დაჯდა..
ვერ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა ასე თუ ჩაივლიდა.. მე მთვრალი ვარ და მას მივყავარ სახლში..
მანქანას საშუალო სიჩქარით მართავდა.. ვუყურებდი და ვფიქრობდი.. „-ეს მართლა ის მათეა? ეს ჩემი მათეა?“.. ძალიან შეცვილი იყო.. აგრესიულობით აღარ იყო სავსე..
თვალები საწოლში გავახილე..
თავი იმდენად მტკიოდა,რომ არ დამიწყია ფიქრი სახლამდე როგორ მოვაღწიე,ან საწოლში როგორ აღმოვჩნდი..
სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი,ძლიერი ყავა გავიმზადე და აივანზე გავედი..
დავინახე ჩემი მანქანა,იმ ადგილზე არ იდგა სადაც ყოველთვის ვაყენებ(დეტალებს ვაქცევ უმნიშვნელვანეს ყურადღებას).
ყავა ვსვამდი როცა ნიავმა დაუბერა და ნაცნობმა,სასიამოვნო სურნელმა ნესტოები ამიწვა..
ელდანაკრავივით უკან მივიხედე და აივნის კებთან მდგარი მათე დავინახე,რომელიც მიყურებდა.. შიშისაგან ყავა ზედ გადამესხა და კივილით ავდექი სავარძლიდან,ის კი არც გარყეულა.. მშვიდი ნაბიჯით დაჯდა ჩემს გვერდით მდგარ სავარძელში და ხედს გახედა..
-და აქ რატომ ცხოვრობ ? შენ ხომ სასახლე გქვს.
-კი,თქვენ კი იმდენად აგიმაღლდათ თვითშეფასება რომ „გიტდება“ აქ ყოფნა?
-არა.. უბრალოდ გამიკვირდა..
-შენ დამაწვინე?
-კი,რადგან ფეხზე ვერ დგებოდი ისეთი მთვრალი იყავი და კართან ჩაგეძინა..-თვალებზე ხელი ავიფარე სირცხვილისაგან.
-რატომ დარჩი?
-არ ვაპირებდი უბრალოდ ტახტზე ჩამოვჯექი და ჩამეძინა..
-წარმომიდგენია იმ კლუბის გოგონასთა როგორ შერცხვებოდი რომ დაგძინებოდა.
-კესო!
-კარგი ვჩუმდები.. იცი?.. გამიხარდა შენი ნახვა მათე..
-ამის შემდეგ მეტყვი რომ მოგენატრე,ყოველ ღამე ჩემზე ფიქრობდი და გრძნობა მორეულს ბევრჯერ გიტირია?-მკითხა ირონიულად.-თუ ამერია თანმიმდევრობა?
-მართლა გამიხარდა მათე,უსაშველოდ მენატრებოდი,ყოველ ღამე შენზე ფიქრებში ვათენებდი.. ცრემლებისაგან დაწითლებული თვალებით ბევრჯერ სასწავლებელშიც ვერ წავსულვარ..საშინელი დეპრესია მქონდა.არ ვიცი შენ როგორ იყავი,თუმცა მაინტერესებს ახლა როგორ ხარ..
-კარგად ვარ.. როგორც ამბობენ ყოველი ახალი წიგნის წაკითხვისას,ისევე როგორც თითოეულ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ ჩვენ ვიცვლებით,რაღაცას ვსწავლობთ.. შენთან ურთიერთობის შემდეგ კი ცხოვრების აზრი დავკარგე,თანაც ისე რომ ვერც კი მივხვდი რა მოხდა.. სად უნდა მეპოვე,დაბნეული ვიყავი,განადგურებული და წაშლილი... ახლა?.. ახლა ცხოვრებას ვაგრძელებ.
-კარგია..
-იცი.. აჯობებს წავიდე კესო,ნელ-ნელა ბრაზი მერევა.. მე კი არ მინდა კამათი,მითუმეტეს მასთან ვინც ჩემთვის უმნიშვნელოა.-ის ადგა,მე კი არც გავნძრეულვარ.. ზუსტად ვიცოდი რომ მისთის უმნიშვნეო არ ვიყავი,თუმცა უკვე გაბრაზდა და უნოდა ჩემთვის ისეთი რამე ეთქვა რაც გულს დამწყვეტდა.
შხაპი მივიღე,მოვწესრიგდი და სამსახურში წავედი სადაც თითოეული თანამშრომელი მთელი ენერგიით შრომობდა,თითქოს ცხოვრების საწყისი სწორედ ეს ოფისი იყო.. აქედან მიედინებოდა მჩქეფარედ ცხოვრება..
მართამ დამინახა თუ არა ყავის ფინჯანთან ერთად კაბინეტში შემომიერთდა..
ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდა და უპირობოდ ელოდა ჩემგან სიახლეებს..
-რა ქენით?-მკითხა სულწასულმა,როცა არაფერი ვუთხარი.
-არაფერი..
-რა გითხრა?
-ისე იჭერდა თავს თითქოს უმნიშვნელო ვარ,მე კი ძარღვებში სისხლი გამითბა,სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და მინდოდა მეგრძნო მისი ჩახუტება,მისი მკლავების სითბო თუმცა ამდენს ვერ გავბედავდი და საერთოდ „ბრენდი“ რომ არა საერთოდ მის წინაშე გამოჩენასაც კი ერ გავბედავდი..
-ვხედავ რომ ისევ გიყვარს.
-ნუთუ როდესმე ეჭვი შეიტანე ან შენ ან მან.. განა რამე შანსი რომ მქონოდა არ დავრჩებოდი მის გვერდით?ჩემმა მშობლებმა გაიგეს რომ საბუთები გავაყალბეთ და ჯვარი ისე დავიწერეთ.. გგონია მამაჩემი რომ არ დამმუქრებოდა მათეს დაჭერით,წავიდოდი? ან რატომ არ მოგწერეთ რომელიმეს?.. უბრალოდ არ მინდოდა თქვენი მომავალი ეჭვქვეშ დამეყენებია.. წასვლა გადავწყვიტე მართა,რადგან ეს ყველაზე სწორი და ერთადერთი გამოსავალი იყო.. თქვენი (მათე,მართას,ნიკას-მათეს მეჯვარე) მომავლის დანგრევას ვარჩიე ჩემი სიყვარული გამეწირა და თუ ის(სიყვარული) ნამდვილი იქნებოდა წლებსაც გაუძლებდა,თუმცა შევცდი.. მას აღარ ვუყვარვარ..
-შენ ეს ყველაფერი მათეს უთხარი?
-არა..
-არც უთხრა,არ დაიჯერებს.. დაგცინებს „მოწამეს“ გიწოდებს.. უბრალოდ ეცადე თავიდან გამონახო საერთო ენა..თავიდან მოიპოვო მისი ნდობა.. დარწმუნებული ვარ მასაც უყვარხარ და სწორედ ამიტომ არ მოყავს ცოლად ლანა.-ეს სახელი ცივად მომხვდა ყურში,როგორც ჩანს მაინც ჰქონია ვინმესთან იმდენად გრძელვადიანი ურთიერთობა,რომ შესაძლოა ცოლადაც კი მოეყვანა..
-არ ვიცი არაფერი იმის გარდა,რომ მე არავისთვის ვიბრძოლებ,თუნდაც ჩემი დანაშაული იყოს ურთიერთობაში.. არ მინდა ვინმეს „ბედნიერება“ დავუნგრიო და ჩემი დაბრუნებით სკანდალების აუარებელ რაოდენობას საფუძველი ჩაეყაროს.. ახლა კი საქმეს მივხედოთ..
-კესო..
-მართა მე ჩემი სათქმელი გითხარი,შეგიძლია შენს მეგობარსაც ასე გადასცე,რომ მე არ ვაპირებ მის ცხოვრებაში ჩარევას..
კლიენტის დაცვის საქმეს მთელი ყურადღებითა და ძალსხმევით „ჩავუჯექი“.თთქმის მთელი კვირა ოფისში ვაღამებდი და ვათენებდი..
საათს დავხედე ღაის თორმეტი საათი სრულდებოდა,თუმცა სახლში წასვლა ჯერ ისევ ძალიან ადრე იყო.. სამზარეულოში გავედი და ყავის მომზადება დავიწყერადგან სულ მარტო ვიყავი და ვერავის ვთხოვდი მომზადებას..
კრების ხმა გავიგონე და მისი მიმარულებით გავიხედე..
-მართა აქ რას აკეთებ?
-ვერ მოვისვენე და დასახმარებლად მოვედი თანაც საჭმელი მოგიტანე..-მაგიდაზე დააწყო ბურგერები..-როგორ ცხელა,ჩვენ კი კონდენციოერი გაგვიფუჭდა..-მართამ აივნის კარები გააღო და გრილმა ჰაერმა მაშინვე მოიცვა კაბინეტი..
იმდენად მესიამოვნა გრილი ჰაერი რომ აივანზე გავედი..მართაც გამომყვა.. არ ვსაუბრობდით უბრალოდ სიმშვიდით ვტკბებოდით.. უცებ პატარა კნუტის ხმა გავიგონეთ..
-ეს რა კატაა?-ზიზღით თქვა მართამ..
-მგონი კნუტია და სად არის?-აივნის მოაჯირს დავეყრდენი და გადავიწიერომ დამენახა..
-არ გადავარდე..
-ნუ გეშინია მართა,მაგრამ იმ პატარას იქ ვერ დავტოვებ..-ფეხზე ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე.
-რას აპირებ?-მკითხა განცვიფრებულმა..-კესო შენ ხო სიმაღლის გეშინია.
-ჰო მაგრამ ეს პატარა ძალიან მეცოდება..-მოაჯირს მეორე მხრიდან მოვექეცი და ვეცადე კნუტამდე მივსულიყავი..-მართა აივანზე იდგა და ჩემი ხელი ეჭირა,რომელიც მოაჯირზე ძლიერად მქონდა ჩაჭიდებული..
როგოც იქნა პატარა,რიჟა კნუტს ხელი ჩავავლე და აივანზე გადავსვი რომ ხელი ამისხლტა და უკან გადავეშვი.. ჩემდა უნებურად კივილი ამომხდა.. გონება არ დამიკარგავს,არც ისე მაღლიდან გადავარდი,თუმცა ფეხი კი ძლიერ მტკიოდა..
მართა კნუტით ხელში კივიით ჩამოვიდა ჩემთან.. ხალხიც შეგროვდა და მე ისევ გავწითლდი სირცხვილისაგან.. ამხელა ბიზნესის ხელმძვანელი პატარა ცინგლიანი კატის გამო ასფალტზე „გაიშხლართა“..
მაშინვე სასაწრაფო მოვიდა და მითხრეს რომ ფეხი მქონდა მოტეხილი და აუცილებელი იყო საავადმყოფოში გადაყვანა..
ტკივილგამაყუჩებელი რეანომიბილშივე გამიკეთეს და ჩამეძინა..
საავადმყოფოში გამოვფხიზლდი როცა ფეხზე გიფსს მიკეთებდნენ,გვერდით მართა მიდგა..
-როგორ ხარ?-მკითხა მან
-მტკივა..
პალატაში სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ცისფერთვალება ექიმი..
მართას შეხედა,შემდეგ მე...
-მითხრეს რომ შენ მიბარებდი,რა მოხდა?-ჰკითხა მართას ჩემზე თვალ მოუშორებლად..
-უბრალოდ გაგაგებინე,რომ აქ ვართ.-მხრები აიჩეჩა მართამ.
-რა დაემართა?-თითქოს მე არ ვყოფილიყავი იქ ისე ჰკითხა მას და არა მე.
-პატარა,ცინტლიანი კნუტის გამო აივნიდან გადავარდა..
-მისი ეს ყველაზე მზრუნველი ხასიათი არ შეცვლიალა?..
-არა მათე..
-უკაცრავად მეც აქ ვარ.-ვიყვირე გაღიზიანებულმა.
-ჰოდა კიდევ დიდხანს მოგიწევს ყოფნა.-ირონიულად გაიცინა მან.-მეგონა რამე სერიოზული მოხდა.. უბრალოდ კატოს ფეხისთვის შემაწუხე მართა? სერიოზულად?
-როდის გაწერენ ხო არ იცი?
-გავიგებ..
იმ ღამით დარჩენა მომიწია.. თითქმის არ მეძინა.. ზურგი მტკიოდა,როგორც მითხრეს ზურგი დაბეჟილი მქონდა.
შუაღამით პალატის კარები გაიღო და მათე შემოვიდა,რომ დამინახა მღვიძავდა სახე შეეცვალა.. ალბათ ისე უნდოდა დაეხედა ჩემზე და გასულიყო..
-არ გძინავს?
-ვერ ვიძინებ ზურგი მტკივა.. შენ რამე გინდოდა?
-უბრალოდ მინდოდა მეთქვა,რომ დილით გაგწერენ.. თუმცა მოსვენებულად უნდა იყო.. ბევრი მოძრაობა არ შეიძლება.ვინმეს დაურეკე რომ წაგიყვანონ..
-მადლობა რჩევისთვის.. მარტოც მვხედავ თავს..
-კესო რას მიხედავ თავს,ფეხზე ვერ ადგები.. ზურგიც დაზიანებული გაქვს.. კიდევ კარგად გადარჩი,შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით უარესად დამთავრებულიყო.. ახლა ზრუნვა გჭირდება..
-ვერავის დავურეკავ,განსაკუთრებით კი ოჯახს..
-მეგონა..
-სულ ტყუილად გეგონა. ახლა მეძინება,შეგიძლია გახვიდე.
დილით მართა მოვიდა..
მას უკან მათე შემოჰყვა..
-მზად ხარ წასასვლელად?-მკითხა მან..
-მე დაგეხმარები კესო.-შემომთაზა მართამ
-შენ სამსახურის საქმეში მომეხმარები.. ისევ დედაჩემს დავურეკავ..
-ხუმრობ?-შეიცხადა მართამ.-როგორმე გაუმკლავდებით საქმეს,დედაშენს ნუ დაურეკავ.
-მაშინ ექთანს ავიყვან..
-შენი საქმე ჯერ არ არის იმდენად აწყობილი რომ ექთნის დაქირავება შეძლო.
-და რაგავაკეთო მართა?-უკვე გავღიზიანდი.. მათ კვლავ რაღაცეებს ჯღაბნიდა ანკეტაში.
-მათეს შეუძლია მოგხედოს.-მითხრა ღიმილით.. მე და მათემ კი ერთდროულად შევხედეთ მართას და ვიყვირეთ
„-რა?“
-შენ ხომ ჭრილობის დამუშავება მოგიწევს,გარდა ამისა საჭმლის მომზადება,გადაადგილება ერთი ოთახიდან მეორეში?-მკითა მე.. შემდეგ მათეს გახედა.-შენ კი ამხელა კაცი ხარ,თანაც სამედიცინო განათლებით და არ შეგიძლია ერთ პატარა,სუსტ და ლამაზ გოგონას დაეხმარო?
-მართა..
-რა მართა? მისცემ უფლებას დაურეკოს დედამისს,როელიც ყოველ მომენტს სათავისოდ გამოიყენებს? შენ ხომ იცი მათე ეს?..
-ტყუილა ცდილობ მართა.. მე არ მჭირდება მომვლელი..
ბოლოს იმდენი გველაპარაკა,რომ ტვინი შეგვიჭამა ორივეს და მათეს კიდევ პალატიდან უკან გაეკიდა ამ თმაზე საუბრით.. რა საკვირველია მინდოდა ჩემს გვერდით წამოსულიყო,მაგრამ არა იძულებით.. ეს მისი სურვილი უნდა ყოფილიყო და არა ვინმეს ძალდატანების შედეგი..
მალევე პალატაში მათე შემოვიდა ეტლით.. ცდილობდა არ შემჩნეოდა რომ მართამ აიძულა ჩემთან მოსვლა..
-წასვლის დროა..
-მაინც დაგითანხმა?-ვკითხე ირონიულად.
-ის ხომ მართაა..
-იცი?.. არც მე მინდა წამოხვიდე,თანაც იძულებით.. უბრალოდ ტაქსში ჩამსვი და თავად მივხედავ ჩემს საქმეს..
არაფერი უთქვამს.. ხელი შემაშველა და სავარძელში ჩავჯექი.საავადმყოფო ასე ინვალიდივით გავიარე და სახეზეც ხელი მქოდა აფარებული.. უკვე გასასვლელთნ ვიყავით.. კარებშიც გავედით და მან ეტლი გააჩერა.
-აბა რომელი ტაქსი გინდა?-მკითხა და გაიცინა.წამოდგომა ვცადე,მაგრამ კვლავ იმედგაცრუებული დავეში სავარძელში.
სიტყვა აღარ უთქვამს უბრალოდ ხელში ამიტაცა და თავიცი მანქანისაკენ წამიყვანა.. ჩამსვა და უსაფრთხოების ღვედიც კი თავისი ხელით შემიკრა.. მისმა სუნამომ თავბრუ დამახვია..
ცოტახნით გზას გავხედე და აღმოვაჩინე რომ სულ სხვა გზაზე ვიყავი...
-იცი.. ეს გზა ჩემ სახლთან არ მიგვიყვანს..
-იცი?.. ეს გზა ჩემს სახლთან მიდის.
-მაგრამ..
-შენ რა გგონია,რომ შენს სახლში გადმოვალ?
-მე ჩემი პირადი ნივთები მჭირდება..
-მართა იზრუნებს ამ საკითხზე და თუ რამე პრეტენზია გაქვს ისევ მას მიმართე ან რამე მოახერხე,მაგრამ მე ნუ შემაწუხებ წუწუნით.-ძალიან უხეშად გამოუვიდა,ამიტომ აღარ გავაგრძელე.. მიხვდა რაც მჭირდა მაგრამ ისიც გაჩუმდა
სახლში ხელში აყვანილი შემიყვანა და სავარძელში ჩამსვა..
კომფორტულად მოკალათების შემდეგ გადავწყვიტე საუბარი დამეწყო..
-მგონი აჯობებს სახლში წავიდე.. არ არის აუცილებელი აქ დავრჩე..
-აუცილებელია.-მითხრა მოკლედ.
-არ მინდა ურთიერთობა გაგიფუჭდეს საცილესთან ჩემს გამო..-ეჭვისთვალით შემომხედა,მაგრამ განგებ არ თქვა არაფერი რომ უფრო მეტად შევეწუხებინე ცნობისმოყვარეობას.-დიდიხანია ერთად ხართ?
-კესო,მგონი არაეთიკურია ამ თემაზე შენთან საუბარი.. რამოდენიმე დღე დარჩები და მოგხედავ, სამსახურიდან შვებულება მაქვს,მაგრამ სულ აქ არ ვიქნები.იმედია იმდენად გაიზარდე,რომ სახლში მარტო დარჩენის არ გეშინია.-ზურგი მაქცია და რომელიღაც ოთახში შევიდა.
შხაპის მიღების შემდეგ გამოიცვალა,თავისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა ლეპტოპთან ერთად და წავიდა.. ვერ ვთხოვდი დარჩენას,ან საერთოდ რატომ თვლიდა რომ ჩემზე ზრუნვა ევალებოდა არ ვიცი.. საინტერესოა მართამ რა უთხრა ისეთი..
მთელი დღე მეძინა,საჭმლის ჭამის სურვილიც კი არ მქონდა..
რომ გავიღვიძე გადავწყვიტე მისი ლეპტოპი „გადამექექა“,რადგან მაინტერესებდა ყველაფერი მასზე..ცოტახანში მართაც მოვიდა..
ყავა გაამზადა და ჩემს გვერდით დაჯდა როცა საუბარი უნდა დაგვეწყო კარები გაიღო და მათე შემოვიდა სწრაფი ნაბიჯით,ჩვენსკენ არც კი გამოუხედავს,მის უკან კი ქერა,ციდფერთვალება,თხელი ტანის გოგო შემოჰყვა. უხერხულად მოავლო თვალი სასტუმრო ოთახს და მზერა ჩვენზე შეაჩერა.შემდეგ მართა ადგა და მისკენ გაემართა.
-როგორ ხარ ლანა?-გადაკოცნა და ჩვენთან მოიწვია.-წამოდი ჩემს მეგობარს გაგაცნობ.
სიმართლე ვთქვა გული დამწყდა რომ ასეთ ლამაზ ქალს ხვდებოდა,საერთოდ „ყოფილების“ „ახლანდელებს“ საშინელი გარეგნობა აქვს,მაგრამ ლანაზე იგივეს ვერ ვიტყოდით..
-ლანა..-თქვა და ხელი გამომიწოდა..
-კესო..-ვთქვი და მეც გავუწოდე ხელი..
ამასობაში მათეც დაბრუნდა და ქერათმიანს გვერდით მომღიმარი და კმაყოფილი სახით ამოუდგა..
-წავიდეთ?-ჰკითხა ლანას.
-იქნებ შემოგვიერთდეთ? ლანა ხომ ჩვენი სარძლოა და უკეთ გავიცნობდით.. იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.. ვინ იცის..-თქვა აბეზარმა მართამ,თუმცა „სარძლოს“ ხსენებაზე ლანას სახე შეეცვალა.. თითქოს განათდა.. მაგრამ პირველად გაიგონა,მათესაც არ ესიამოვნა ამ სტატუსით მისი მოხსენება,თუმცა ჩემს გამო თავი შეიკავა რამე ეთქვა..
-სხვა გეგმები გვაქვს.-თქვა მათემ..
-საყვარელო იქნებ დავრჩეთ.. მეც მინდა გოგოების ახლოს გაცნობა,განსაკუთრებით კი კესოსი რადგან ის საშინლად ლამაზია და შენ მის გვერდით უნდა იცხოვო რამოდენიმე დღე..-თითქოს ხუმრობაში თქვა ლანამ,მაგრამ აშკარად დაეტყო რომ ეჭიანობდა.. ის კი თავისი „ახლანდელის“ ექს შეყვარებულის სიმახინჯეს ელოდა..
-რგორც გინდა..-მხრები აიჩეჩა მათემ და სავარძელში ჩაჯდა..
-მე ყავას მოვიტან..-თქვა მართამ და სამზარეულოში გავარდა.
ჩემი სამედიცინო ისტორიას გაცნობით დაიწყო ლანამ,რომ დარწმუნებულიყო „საქმროს“ არაფერი ემუქრებოდა..
-დიდიხნით ხარ ჩამოსული?-მკითხა ლანამროგორც ჩანს ცოტა იმფორმაცია შეუგროვებია“ ჩემზე.
-ვფიქრობ დიდიხნით ვარ..
-შენი ბინა არ გაქვს?-ძალიან ცუდი ტონი იყო ეს კითხვა,მაგრამ გავატარე..
-ჯერ არა,თუმცა ვიმედოვნებ რომ ისევ დავიკავებ „ჩემს“ ადგილს..-მან მხოლოდ გამიღიმა..
-მარტო მე ვსაუბრობ.-იუხერხულა მან და მათემ გაუღიმა.
-თუ გინდა წავიდეთ.-შეთავაზა ისევ.
-არა რატომ?-შეეწინააღმდეგა ლანა
-როდის გექნებათ ნიშნობა?იცოდე მატეო ჩენ არ გამოგვაპარო.-აცანცარდა მართა.. მათემ კი თითქოს ძალიან სასაცილო რაღაც თვქვა ძალით გაიღიმა და იმწამსვე დასერიოზულდა.
ცოტა ისაუბრეს,მაგრამ მხოლოდ მართამ და ლანამ.. მე და მათე ჩუმად ვისხედით და თვალებს გაურკვეველი მიმართულებით ვაცეცებდით და მხოლოდ „კი“ „არა“ არვიცი“ „ჰო“.. -პასუხებით შემოვიფარგლებოდით..
ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის მისი სხვა ქალის გვერდით დანახვა,თუმცა მისი თვალები იმდენად ჩემი იყო,რომ ვეღარ ვუძლებდი..
თავი შევიკავე..
ისინი წავიდნენ..
მართაც მათ გაჰყვა..
იმ ღამეს საერთოდ არ მძინებია.. ყველაფერი მტკიოდა.. განსაკუთრებით კი სინდისი არ მაძლევდა მოსვენებას.. მე თავად წავედი,ბავშვური შიშის გამო მივატოვე და ახლა,სხვის გვერდით ვხედავ.. რომ არ წავსულიყავი „გაყალბებისა“ და უძულებით ქორწინებაშ დასდებდნენ ბრალს და ვინ იცის რამდენი ხნით ჩასვამდნენ ციხეში..
დაახლოებით დილის ოთხი საათი იყო როცა მათე სახლში მოვიდა..
-რატომ არ გძინავს?
-ვერ დავიძინე..
-და რატომ?!-გაღიზიანებული იყო.. როგორც ჩანს იჩხუბეს.. მიზეზი არ ვიცი მაგრამ არც ისე რთული მისახვედრი იქნებოდა..-მე წავედი დავიძინე.
რამოდენიმე დღე მიეწყო ისე რომ თითქმის ვერც ვხედავდი მას.. რამოდენიმე წუთით შემოირბენდა და ისევ გარბოდა.. თავს ცუდად ვგრძნობდი,უფრო უხერხულად,რადგან მან წამომიყვანა რომ მოევლო ჩემთვის და აღმოჩნდა რომ მე ვუვლიდი მის პირად ნივთებს..
უფრო და უფრო კარგად ვხდებოდი.. უკვე მართა ნებას მრთავდა სამსახურის საქმეებში ჩავრეულიყავი.. მესენჯერით საკომფერენციო ოთახში ვერთვებოდი და კლიენტებთან გასაუბრებასაც ვაწარმოებდი..
-იმედია მალე შეგხვდებით..-ამ სიტყვებით დამემშვოდობა,რაც მეუცნაურა.არცერთ კლიენტთან არ ვიჭერ იმაზე ახლო ურთიერთობას ვდრე ეს საქეს სჭირდება.
ყურადღება არ მივაქციე და ტელეფონი გავთიშე..
ბარგის ჩაწყობა დავიიწყე,რადგან დილით ვაპირებდი სახლშ დაბრუნებას.. ვერღარ ვუძლებდი მის ცივ სახეს.. ლანაც იმაზე ხშირად დადიოდა ვდრე ალბათ სხვა შემთხვევაში.. თვს ცუდად ვგრძნობდი რომ მათ შორის ძუკნასავეთ ვდგებოდი.
მათე ცოტა ადრე დაბრუნდა სახლში,ყურადღება არ მივაქციე და ჩემი საქმიანობა განვაგრძე,ის კი ირონიულად იღიმოდა..
-რა მოხდა?-ვკითხე მე
-ისევ გარბიხარ?
-არა.. ჩემს სახლში მივდვარ,მგონია რომ ამის დრო მოვიდა.
-ექიმი მე ვარ..
-მაგრამ ჩემი არა.. შენ სხვას მკურნალობ,მთელი აქ ცხოვრების განმავლობაში თავს იმაზე ზედმეტად ვგრძნობდი ვიდრე ოდესმე.. ოდნავ სითბოს გამომჟღავნებისიც კი გეშინოდა ჩემთან,მაგრამ ლანას ისე ესაუბრები და უღიმი,თითქოს მის წინაშე დნები..
-ეჭვიანობ?
-მე.. არა..-უცებ გავიაზრე ჩემი ნათქვამი სიტყვები..-რატომ უნდა ვიეჭიანო?-მან გამიღიმა და ჩემს ჩემოდანს თავი დააფარა..
-კი ეჭვიანობ კესო.. ყოველთვის როცა ლანა მოდის შენს თვალებში ვხედავ ამას..
-და თუ ხედავ რატომ მოდის ის აქ და თუ ის უნდა მოდიოდეს მე რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ?-უკვე ისტერიჩკა ძუკნასავეთ ვიქცეოდი მაგრამ გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდიი.
-გინდა რომ ის არ მოვიდეს?-მისი ხმა დათბა,ხმასთან ერთად მანძილიც შეცირდა ჩვენს შორის და მე გული გამალებით მიცემდა..
-მე..-სიტყვა არც კი დამასრლების ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს..
მონატრებული კოცნა..
ლამის სული დავლიე მის მკლავებსში..
მაშინ გავიგე პირველად მისგან ფრაზა..
„-უნამუსოდ ლამაზი ხარ“..-და ისევ განაგრძო კოცნა..
ვნება გაღვივდა.. ნელ-ნეტა ტანსაცმელი ერთიმეორეს მონაცვლებით ცვიოდა იატაკზე დააა..



პ.ს მოცულობაზე იმედია აღარ შემედავებით.. :D ეს ხუმრობით და აბა რას იტყვით ისტორიაზე?
პ.ს.ს ბოდიში რომ დილით ვერ დავდე გამოცდაზე ვიყავი და მოსვლა შემაგვიანდა..
მიყვაარხართ ყველანი მე თქვენ პოზიტივით მავსებთ..



№1  offline წევრი naniko mindia

Rogor gamixarda chaujdevi exla ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი tamuna.s

მართას საქციელი არ მომეწონა, რს საცოლედ გამოცხადება რა იყო, თყ ამ სრატყსით ლანას გაცნობა უნდოდა, ამას თვითონ მათე გააკეთებდა, ან რა ნიშნობაო. თითქოს სპეციალურად კრსოსთვის რომ ჰული ეტკინა, ამიტომ ამახვილებდა ყურადღებას მათ უტთიერთობაზე. არც ის მომეწონა მათეს არ უთხრა დაგცინებსო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მართას არ უნდა ამათი შერიგება

tamuna.s
მართას საქციელი არ მომეწონა, ეს საცოლედ გამოცხადება რა იყო, თუ ამ სტატუსით ლანას გაცნობა უნდოდა, ამას თვითონ მათე გააკეთებდა, ან რა ნიშნობაო. თითქოს სპეციალურად კესოსთვის რომ გული ეტკინა, ამიტომ ამახვილებდა ყურადღებას მათ ურთიერთობაზე. არც ის მომეწონა მათეს არ უთხრა დაგცინებსო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მართას არ უნდა ამათი შერიგება

 


№3 სტუმარი ნია

გთხოოოოოვ რა ლანა მოაშორე ამ ორს, სხვა დანარჩენი კი ძალიან მომწონს. ამის მერე მაინც ლანასთან თუ განაგრძო შეხვედრა უნამუსო ბიჭი იქნება

რას ქვია წასვლის მიზეზი არ უთხრაო? ეს რა მეგობარია საერთოდ? რანაირი რჩევაა? მე მართას ადგილას მივიდოდი მათესთან და ვეტყოდი ესე შეემთხვა კესოს და იცოდე თქო, ის კი ამ დროს მის საცოლეზე ლაპარაკითაა გართუი! ვერ ვიტან ეგეთ ვითომ მეგობრებს! კესოს და მათეს რაც გადაატანინა ოჯახმა ესეც ეყოფათ ახლა ლანა და მართა მოაშორე

 


№4  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria kargi wyvilia, ❤️❤️❤️veli shemdegs tavs
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი elena gavasheli

არავინ არ მოაშორო თორემ ვიცი მთელი ისტორია აგერევა ეს გოგოები თავის როლს ასრულებენ ამ ისტორიაში საჭირო არია აბა წარმატებები და შემდეგი თვი მალე დადევი

 


№6 სტუმარი სტუმარი რუთენა

ძალიან კარგი ისტორიაა <3 წარმატებები <3

 


№7 ახალბედა მწერალი tasusuna

ეს ისტორია არ არის სრულად, ამიტომ, არ უნდა მიუთითო ეს.
სათაურზე დაწერე მეორე თავი.

 


№8  offline მოდერი The Dreamer

tasusuna
ეს ისტორია არ არის სრულად, ამიტომ, არ უნდა მიუთითო ეს.
სათაურზე დაწერე მეორე თავი.

მადლობა საყვარელო.. კიდევ კარგი მთხარი heart_eyes kissing_heart

 


№9  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგია, არ ვაპირებ რომელიმე გმირი გავაკრიტიკო რადგან ავტორი შენ ხარ და თავად უკეთ იცი რას და როგორ დაწერ, მოცულობაც შენზეა... ძალიან კარგი ნაწერი იუო არამარტო ეს არამედ ძველბიც წარმატებები <3 როცა მოიცლი დადე <3

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Ubralod getyvi, zalian magaria da moutmenlad velodebi shemdeg tavsss

 


№11 სტუმარი ლია

შენი ფანი ვარ.
ძალიან მიყვარს შენი ყველა ისტორია.
ამ ახალმა მოთხრობამ ძალიან დამაინტერესა.დიდხანს არ გვალოდინო .

 


№12  offline წევრი richirichi

სიამოვნებით ვკითხულობ ეხლა ამ ისტორიას და თითქოს ვისვენებკიდეც.კარგი წერის სტილი გაქვს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent