შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრა (5)


21-06-2018, 21:26
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 782

ძალიან უყვარდა მეტი რომ არ შეიძლებოდა ისე, საოცარი გრძნობაა სიყვარული, ცხოვრებას მხოლოდ ნათელ ფერებში ხედავ და არაფრის გეშინია, საოცრებაა შეიგრძნო საყვარელი ადამიანის სურნელი, როდესაც მას უყურებ მის საოცარ ზღვისფერ თვალებში იძირები და კვდები მისი შეხების სურნელით. ზურას ბინაში ავიდნენ... ხმის ამოღება ვერ მოასწრო ისე მიეკრო მამაკაცი მის ტუჩებს,მოძრაობის უნარც კი წაერთვა ქალბატონს სიამოვნებისგან .მის ზემოდან მოექცა და ყელში ნაზად დაუწყო კოცნა, კისრიდან მკერდზე ჩაუყვა, სამოვნებისგან ამოიკრუსუნა, გაეღიმა, ტუჩის მოძრაობით მიხვდა, რომ ნამდვლად გაეღიმა, ნელა და ნაზად უკოცნიდა ხან ყელს ხან კიდევ მკერდს,სიამოვნებსგან გაიყუჩა,მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს წარმოსთქვამდა,თურმე როგორ ჰყვარებია მხოლოდ ახლა მიხვდა ზურა. ნელ-ნელა აააცურა ხელები მის წელზე და რითმულად დაუწყო თითებით თამაში,მთელი სხეული დაუკოცნა ,ძალიან ნაზი იყო, აქაც კი ეტყობოდა, რომ ქალს უდიდეს პატივს სცემდა, სხეული რომ დაასრულა სახეზე გადაინაცვლა და ცხვირზე ხმაურით აკოცა,შემდეგ ნიკაპზე, შუბლზე მხოლოდ ტუჩებს არ შეხებია,იფიქრა გააქტიურებულიყო და პირდაპირ ტუჩებში ეძგერა არეშიძე, იგრძნო როგორ გაუხშირდა მასაც გულისცემა, კაცი იყო და ალბათ ძალიან უჭირდა თავის გაკონტროლება, ცალი ხელი უკანალზე მოუჭირა და მასაც მეტი რა უნდოდა სიამოვნებისგან კინაღამ სული განუტევა,გრძელ, გარუჯულ ფეხებზე დაუსვა ხელები და ახლა უკვე მის ფეხებშუა მოექცა, კოცნა შეწყვიტა და ამღვრეული თვალებით ჩამხედა,ქალბატონმაც თავი დაუქნია და მანაც კოცნა განაგრძო ,საცვლები წამებში შემოაცალა და გაშმაგებული ბიძგებით შევიდა მასში ,ოფლით დაცვარული გადაწვა გვერდზე და გადახედა სანდრას, გაუღიმა, გადმოიხარა და თავზე აკოცა,მკლავებში მოიქცია ქალბატონი, უღიმოდა და უსაზღვო ბედნიერებას განიცდიდა, ამ წუთებში ის ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახლდათ დედამიწის ზურგზე.

-ბედნიერების გჯერა? - მისკენ გადმოიხარა მამაკაცი და ყურში ჩასჩურჩულა

-ბედნიერების? მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან. მჯერა,რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მჯერა სასწაულების.

-საოცარი გოგო ხარ, ბედნიერი ვარ რომ არსებობ და ჩემს სიყვარულს არ გაურბიხარ, მიმიღე ისეთი როგორიც ვარ და არ ცდილობ შემცვალო.- გაუღიმა

- ვისწავლე როგორ ვიცხოვრო და შევხედო სამყაროს. განა უბრალოდ განზე გავდგები და ვუყურებ – არასოდეს გავექცევი ცხოვრებას, არც სიყვარულს, არც არაფერს, არც შენ.. - მასაც გაეღიმა და მოეხვია.

-ნეტავ შემეძლოს სულ შენს გვერდით ასე ყოფნა, მომბეზრდა გამუდმებით ყველაფერზე ფიქრი და ნერვიულობა, დავიღალე, მინდა ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო- წამოდგა და სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი - მაშინ წავიდა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, თან ისე წავიდა, რომ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. - თავი ხელებში ჩარგო- ძალიან მეტკინა მაშინ, სიტყვებით შეუძლებელია იმ განცდის აღწერა რაც მაშინ დამეუფლა.

-ძალიან გიყვარდა? - ტუჩი მოიკვნიტა, გული ეტკინა მის გამო

-ძალიან, წარმოუდგენლად, თუმცა არ გვინდა ახლა ამ თემაზე საუბარი, მაგრად არ გამისწორდება შენს ყოფილზე რო მებაზრო ახლა - გაეცინა და მოეხვია

-სიმართლე გითხრა არც მე მსიამოვნებს, იმედი მაქვს აღარ მოგვიწევს ამაზე მეტად საუბარი - სახე მოეღრიცა

-ის უკვე წარსულია, ახლა კი შენ ხარ ჩემი მომავალი და მხოლოდ შენზე მინდა საუბარი - ტუჩებზე ნაზად დაუსვა ხელი

-რატომღაც დემეტრე წინააღმდეგია ჩვენი ურთიერთობის -ტუჩი მოიკვნიტა და დამნაშავის თვალებით გადახედა მამაკაცს

-ჰო, ეგ ვიცი, და შენ რას ფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე? - გაეღიმა

-არ მეტყობა რასაც ვფიქრობ? სრულიად შიშველი ვწევარ შენს გვერდით და შენი აზრით რას უნდა ვფიქრობდე?
-იმას რომ გიჟდები ჩემთან სექსზე, არა კი ვიცი რომ საოცარი ვარ - თავი ამაყად გააქნია, ორივეს გაეცინა
- როგორი ნარცისი ხარ - მოუღიტინა და გადაიკისკისა
-დარჩები ჩემთან?- დასერიოზულდა მამაკაცი
-ვმუშაობ, თორემ სიამოვნებით - ტუჩები გაილოკა
-მოგწონს მანდ მუშაობა? - ხელები დაუკოცნა
-ჩემი ოცნების პირველ საფეხურზე უკვე ავედი- გაეცინა- ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, ყოველთვის მინდოდა სხვებზე მეზრუნა- ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი რამაა რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. როდესაც სხვაზე ვზუნავ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ის შეგრძნება, რომ ვიღაცის სიცოხლე გადაარჩინე, უბრალოდ საოცრებაა.
სმენა გადაცვალა, მიუხედავად იმისა რომ ახლახანს დაიწყო მუშაობა, ლევანის და ლიზას გავლენა ყველგან ჭრიდა, მასთან გადაწვიტა ღამით დარჩენა.

პერანგი ჩაიცვა და საწოლის ერთ კიდეზე მოკალათდა,სააბაზანოდან გამოვიდა წელზევით შიშველი და საწოლის თავისუფალი ადგილი დაიკავა ჯაჭვლიანმა, აგიჟებდა ეს კაცი,ძალიან სექსუალური იყო, როგორ უნდოდა ისევ მოხვეოდა, მაგრამ ლოდივით იწვა ზურაბი და არ ინძრეოდა,ბალიში გაისწორა და წამოჯდა,რა დააძინებდა,ცეცხლის ალი ეკიდა,ტუმბოზე დადებულ წიგნს დასწვდა არეშიძე,ეტყობა ვაჟბატონი კითხულობს გაიფიქრა, სანათი აანთო და წიგნი გადაშალა,საინტერესოდ იწყებოდა,უნდოდა ზურა გაღზიანებულიყო. უეჭველია,რომ სინათლე შეაწუხებდა. წრიალი დაიწყო,ცოტახანში კი გადმოხედა სანდრას
-ამ შუაღამე გადაწყვიტე კითხვა?-ოდნავი ღიმილით ჰკითხა
-ხო აბა რა ვქნა სხვა გასართობი მაინც არ მაქვს-მხრები აიჩეჩა და ისევ წიგნს ჩააშტერდა
-ოჰ, უკვე მოიწყინა ჩემმა ქალბატონმა? - გაოცდა ზურა და მოუღიტინა გოგოს
-შენს ქალბატონს ძალიან მოშივდა- ცხვირი აიბზუა და თითებს დახედა
-რას მიირთმევს ჩემი ღვთაება ? -გადაიხარხარა და გოგოს გადახედა
-სუში მინდა საშინლად
-ღადაობ?
-რა თქმა უნდა! - ორივეს ერთხმად გაეცინა
მთელი ღამე ერთმანეთის ალერსში გაატარეს, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ბევრი რამ იყო, რაც მათ ერთად ყოფნაში ხელს უშლიდა. რაო სიყვარული აშტერებსო? ჰო ზუსტადაც ასე დააშტერა სანდრას ღიმილმა, მას როცა ვხედავდი ირგვლივ სამყარო ჩერდებოდა და მხოლოდ ისინი იყვნენ. ეშინოდა, საშინლად ეშინოდა რომ ისიც მიატოვებდა და გულს ისევ დაუსერავდა, თუმცა იმედი ჰქონდა რომ სანდრა ასე არ გაიმეტებდა.
არაოსდეს ჰყვარებია არეშიძეს ისე, რომ სიცოცხლე შეეგრძნო,თვითონ სიყვარულზე იყო შეყვარებული, წიგნებში გადმოცემული სიყვარულის ისტორიები ყოველთვის აფორიაქებდა და ზაფრავდა.
დილა არაჩვეულებრივად დაიწყო, ისევ ზურამ დაასწრო გაღვიძება, იღიმოდა და ელოდა მის გაღვიძებას. ისაუზმეს, ცოტახანში სანდრა სახლში წავიდა, გზად ლიზასთან უნდა შეევლო, მანქანიდან წყლის საყიდლად გადავიდა და იქვე მდებარე სუპერმარკეტში შევიდა. მის წინ რიგში ქალი და ბავშვი იდგნენ, ბავშვი დაახლოებით 5-6 წლის თუ იქნებოდა და დედას სთხოვდ არომ მისთვის ტკბილეული ეყიდა, თუმცა დედა ისეთი საშინელი გამომეტყველებით უყურებდა ბავვშვს რომ მაშინვე გაჩუმდა და შეშინებულმა თავი დახარა, ქალს ეტყობოდა რომ ძალიან ცივად ექცეოდა ბავშვს. ზოგადა სანდრასთვის ბავშვი ყველაზე დიდი საოცრება იყო ამქვეყნად, ყველაზე მეტად მათი სევდიანი სახის დანახვა სძულდა, ბავშვის სახეზე ყოველთვის ღიმილი და ბედნიერება უნდა იყოსო ასე ამბობდა ხოლმე! ტკბილეულობა იყიდა და გასასვლეში დაეწია ქალსა და ბავშვს
-ეს გამომართვი პატარა გოგონა - გაუღიმა და მოეფერა
-არაა საჭირო -უხეშად მოიშორა ქალმა და ბავშვს უბრძანა უკან გაჰყოლოდა
-ის ხომ ჯერ სულ პატარაა? მიეცით უფლება გამომართვას ტკბილეული
-ვერ გაიგე რა გითხარი? ! არ სჭირდება! -შეუღრინა ქალმა- წამოდი! -ახლა ბავშვს დაექაჩა- ბავშვმაც მუდარის თვალებით გადახედა სანდრას და უკან მიჰყვა.
ბავშვები ძალიან უყვარდა, როგორც კი მათზე ძალადობის ფაქტებს ხედავდა ტვინში სისხლი ექცეოდა და ბრაზი ახრჩობდა, მზად იყო ბავშვზე მოძალადე საკუთარი ხელებით დაეხრჩო.
გზაში მხოლოდ იმ პატარა გოგოზე ფიქრობდა და ბრაზი ახრჩობდა, მანქანა გააჩერა და საჭეს ხელი გამწარებულმა დასცხო.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! - ისევ მწარედ დასცხო საჭეს ხელი, თუმცა იმდენად იყო გამწარებული რომ ტკივილი ვერც კი იგრძნო.
გაახსენდა თავისი ბავშვობიდან ყველაზე მწარე მოგონებები, რომლებზეც არასოდს არავისთან უსაუბრია, დედამისი მასზე ხშირად ძალადობდა როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, ხშირად სვამდა და მთვრალი ჯავრს ბავშვზე იყრიდა, სანდრას დედა მოდელი იყო, რომელიც მხოლოდ კარიერაზე ფიქრობდა სანდრა კი უბრალოდ დაუგეგმავი შვილი, რომელიც არც დედას უნდოდოდა და არც მამას. 6 წლის იყო როდესაც დედამისმა ხელი მხოლოდ იმიტომ დასწვა, რომ სკოლიდან მოსულმა ბავშვმა სთხოვა მისთვის საჭმელი ეჭმია. საშინლად ბრაზობდა, როდესაც იხსნეებდა მომხდარს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო მაინც ახსოვდა მწარე მოგონებები ბავშვობიდან.
სახლში დაძაფრული დაბრუნდა, წყალი გადაივლო და ლექციებზე წავიდა. უნივერსიტეტიდან გამოსულს ისევ გვალია „გაეჩითა“
-მიხარია შენი ნახვა - ღიმილით აესვეტა წინ გვალია, რომელიც ხელში კრიალოსანს ნერვიულად ატრიალებდა
-ჯეკო, გამარჯობა- გაეცინა სანდრას
-როგორ ხარ მშვენიერო - მასაც გაეცინა და ნიკაპი მოისრისა
-ოჰო,! ეს რამე ახალია ჯეკო? - თავი გააქნია სანდრამ ღიმილით
-რა იყო? არ მოგწონს? ახალი სახელი შეგარქვი - მხრები აიჩეჩა და ძმაკაცებს გადახედა, რომლებიც აფხუკუნებულები ძლივს იკავებდნენ სიცილს
-მშვენიერია, მომწონს, კარგი ახლა უნდ აგავიქცე, მეჩქარება ცოტა დრო მაქვს- სწრაფად გადაკოცნა და ადგილს მოსწყდა.
სანდრა ბავშვთა განყოფილებაში მუშაობდა, საღამოს მას მოუწია ისევ მუშაობა, რამდენიმე დღე ისე გავიდა ზურასგან ისევ არაფერი ისმოდა, აღარც სანდრას ქონდა მისი ხვეწნის თავი და ნერვები. დაიღალა ვირაცისთვის ყურადღების თხოვნით, საშინლად დაიღალა, უკვე ძალაც აღარ ჰქონდა. გადაწვიტა ცხოვრების დინებას მიჰყოლოდა. რამდენიმე კვირა გავიდა, ისევ მორიგე იყო ქალბატონი, ზურა სულ რაღაცას იმიზეზებდა, არასოდეს ეცლა ასანდრასთვის ყოველთვის რაღაც საქმეები ჰქონდა. გადაუდებელში პატარა გოგონა შემოიყვანეს რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანდრას მისი დანახვისას გული შეეკუმშა, ბავშვი საშინლად იყო ნაცემი, ფეხი მოტეხილი ჰქონდა და სხეულზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა, მიუხედავად ამისა გოგონა მაინც ძალიან ლამაზი იყო, მისი დიდრონ ყავისფერ თვალებში საოცარი სევდა იგრძნობოდა, თითქოს ადამიანებისგან შველას ითხოვდა და ევედრებოდა მათ, რომ დახმარებოდნენ.
მაშინვე აღმოუშინეს პირველადი დახმარება, მოგვიანებით კი პალატაში გადაიყვანეს. მის მოსაკითხად კი არავინ მოსულა.
-კარგად იმუშავე სანდრა, ყოჩაღ! -შეაქო განყოფილების მთავარმა ექიმმა
-მასთან არავინ მოსულა?- გული შეეკუმშა და სევდიანი თვალებით გადახედა პატარას, რომელიც გულისმომკლავად გამოიყურებოდა, მისი შემხედვარე გულგრილი არავინ დარჩებოდა.
-ჯერ-ჯერობით არავინ- ამოიხვნეშა ბატონმა სერგიმ- ნეტავ მანახა ეს ვინ დამართა !
სიბრალულით გადახედა გოგონას და მასთან მივიდა, ნატკენ სხეულზე ხელი დაუსვა ფრთხილად და მისი პაწაწინა ხელები ხელში მოიქცია. ცრემლები ახრჩობდა, ვერ იტანჯა პატარების ტანჯვას.
მთელი ღამე მასთან გაატარა, ყველასთან მშობელი იყო მის გარდა, მასთან არავინ იყო, სრულიად მარტო ებრძოდა ტკივილს, გაახსენდა სანდრას ის ბოროტი ქალი, რომელთან ერთადაც დაინახა ბავშვი და ბრაზი მოერია.
გადაღლილმა დაარსულა თავისი სმენა და სახლში წავიდა, ძილის დროც კი არ ჰქონდა, წყალი გადაივლო და უნივერსიტეტში წავიდა. ლექციებზე გათიშული იჯდა, გამოსვლისას გოგონები დახვდნენ.
-როგორ გამახარეთ- დაქანცული მოეხვია დაქალებს
-რას გავხარ? ბოლოს როდის გეძინა? - შეიცხადა ნინიმ და ელენს გადახედა გაოცებულმა
-არ მახსოვს, გეფიცებით მალე მოვკვდები - კისერზე ჩამოეკიდა გოგონებს, გასასვლელთან ისევ გვალია და მისი „ბანდა“ შეეჩეხათ
დაინახა თუ არა ჯეკომ სანდრა სიგარეტი მაშინვე ურნაში მოისროლა და მისკენ დაიძრა
-როგორ ხარ? - თვალის გასწორებას ვერ ბედავდა, მასთან ლაპარაკის დროს ყოველთვის იბნეოდა.
-კარგად ჯეკო, შენ ?- გაუღიმა არეშიძემ
-ნორმალურად რა- თავი მოიქექა და გაეცინა- გცალია ცოტხანით?
-რა ხდება? - გაეცინა სანდრას და გოგონებს გადახედა
-საქმე მაქვს- ტუჩი მოიკვნიტა და ნიკაპი მოისრისა უხერხულად
ამასობაში სანდრას ტელეფონმაც დარეკა, ზურა იყო, მაშინვე დაავიწყდა გვალია და ტელეფონს ეცა
-გისმენ- აფორიაქდა, დაიბნა, წამოახურა სახეზე
-ვის ელაპარკები! - თითქმის უყვირა
-რა?- ვერ მიხვდა რაში იყო საქმე
-მოტრიალდი აბა
მის უკან იყო, მანქანაში იჯდა და იქიდან უყურებდა, დაუფიქრებლად წავიდა სანდრა მისკენ, არც გოგონებისთვის უთქვამს რამე
-აქ რა გინდა?- აქოშინებული მივარდა მანქანასთან
-ჩაჯექი -თავით ანიშნა ჩამჯდარიყო.




№1  offline წევრი Mariammmo

რა კარგიაა ^_^
ძალიან ძალიან მომწონს ^_^
იმედია მომდევნო თავი მალე იქნება <3

 


№2 სტუმარი ნინიკო1997

მომწონს , იმედია მალე დადებ შემდეგ თავს &_&

 


№3 სტუმარი სტუმარი shorena

დადებთ ეხლა შემდეგ თავს,თუ ეს მოღხრობაც დავიკიდო უკვე???

 


№4 სტუმარი uhuu

kvela mcerals sheidzleba kondes problema da gavides tveebi da ver dados mara shen rogor unda gendos kacii ori motxrobis gardaa araferi gakvs damtavrebuli.upasuxismgeblo xar saertod nugar cer

 


№5  offline მოდერი Anye-Any

ისტორია გრძელდება, დღეს დაიდება მომდევნო თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent