შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 25


15-04-2017, 23:36
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 273

სასტუმროს კიბეებს ჩაუყვა და ბარში შეიდა.შორიდან შეათვალიერა იქაურობა და იქვე ახლოს ზურას მოჰკრა თვალი.სწრაფი ნაბიჯებით მისკენ გაემართა და გვერდით მიუჯდა.
-გამარჯობა - მიესალმა ღიმილით ზურა და აკოცა
-გამარჯობა
-წავედით?
-ხო
ბარიდან გავიდნენ და რესტორნისკენ გაემართნენ.რამოდენიმე წუთში უკვე მაგიდასთან ისხდნენ და ვახშმობდნენ,თან ერთმანეთს თავიანთ ამბებს უყვებოდნენ.
-როდის მიდიხარ? - ჰკითხა ზურამ
-ხვალ ვაპირებ.შენ?
-მაზეგ მივდივარ მე - ზურამ ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო - მომიყევი შენზე რამე,რამდენი ხანია არ მინახიხარ
-რა მოგიყვე,არ ვიცი
-საქართველოში აპირებ დარჩენას?ან რამდენი ხანი იყავი საზღვარგარეთ,მომიყევი
-არა,ცოტა ხნით ვარ.ბოლო 2 წელი არ ვყოფილვარ,სულ სიარული მიწევს.ისედაც,უკვე მიჭირს აქ გაჩერება,მინდა ბევრი რამის ნახვა მინდა.შენ რას შვრები?
-მე ძველებურად,განათლების სამინისტროში ვარ ისევ - ზურა წამით შეჩერდა და საუბარი გააგრძელა - ისე,ხშირად მახსენდები ხოლმე - მარიამს სერიოზული გამომეტყველებით შეხედა
-მეც
-შეყვარებული გყავს?
-კი
-მომიყევი
-29 წლისაა,ლექსო ჰქვია.პილოტია და კარგი ადამიანია
-რამდენი ხანია,რაც ხვდები?
-2 წელია - მარიამს უხერხულობაში აგდებდა ლექსოზე საუბარი.
ცოტა ხანს საუბარი განაგრძეს და მალე ზურას უკნიდან ვიღაცის ხმა მოესმა.
-ზურა - გაისმა კაცის ხმა,რომელშიც გაოცება შეიმჩნეოდა.კაცს თან ქალი ახლდა გვერდით.
გაკვირვებულმა ზურამ უკან მიიხედა და გაეღიმა
-ვახო - ფეხზე ადგა ზურა - როგორ ხარ? - ხელი ჩამოართვა
-კარგად,შენ როგორ ხარ?რას აკეთებ აქ,რა ხანია არ მინახიხარ
-სამსახურის საქმეებზე ვარ.შენ რას აკეთებ?
-რა დამთხვევაა,მეც მაგიტომ ვარ.რა ლამაზი მეუღლე გყოლია - თქვა მომღიმარმა ვახომ.ასაკობრივი სხვაობა აშკარად შეიმჩნეოდა,თუმცა მაინც მისი ცოლი ეგონა.მარიამმა უხერხულად,ღიმილით შეხედა ჯერ ვახოს,შემდეგ ზურას.ზურასაც გაეცინა.
-არა,ჩემი ცოლი არაა.მეგობარია
უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.სიტუაცია ისევ ვახომ გაანეიტრალა.
-ააჰ,მაინც ლამაზია - თქვა ვახომ
-მადლობა - შეიფერა მარიამმა
-კარგი.ეხლა მე დაგტოვებთ,მეგობრები მელოდებიან.ზურა,ძალიან გამიხარდა შენი ნახვა.იმედია არ დაიკარგები.აუცილებლად შემეხმიანე და ჩვენებურად ვიქეიფოთ
-აუცილებლად.მეც გამიხარდა შენი ნახვა
-სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - მიმართა ვახომ მარიამს
-ჩემთვისაც
-კარგად იყავი,აუცილებლად დაგირეკავ - უთხრა ზურამ და სტუმარს დაემშვიდობა
-რა სასიამოვნო კომპლიმენტი იყო - უთხრა ღიმილით ზურამ და მარიამს თვალებში უყურებდა.
-რა?შენი ცოლიაო,რომ გკითხა?
-ხო - გაეღიმა ზურას.მარიამმაც გაიცინა.
ის იყო,ზურას ხელსახოცი უნდა აეღო,რომ მარიამმაც მაგ დროს ასწია ხელი და ღვინის ბოთლი მაგიდაზე დაიქცა,წითელი ლაქები კი მარიამის წითელ კაბაზე მუქ ფერად დაეტყო,ზურას კი თეთრ პერანგზე წითლად დაეტყო.
-ვაიმე,მაპატიე,ჩემი ბრალი იყო
-არა,მე მომიხვდა ხელი.ბოდიში - მოუბოდიშა ზურამ - წამოდი გაივდეთ,წყლით მოვიშოროთ.
ზურა და მარიამი ადგნენ და საპირფარეშოში შევიდნენ.ონკანი მოუშვეს და ტანსაცმლის გასუფთავება დაიწყეს.ხმას არცერთი არ იღებდა და წყლის ხმის მიუხედავად,მაინც უხერხული სიტუაცია იყო.ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ და მოულოდნელად ზურამ მისი სხეული ხელებში მოიქცია და გამალებით დაუწყო კოცნა.მარიამმაც ძლიერად მიიკრა თავისკენ.ცოტა ხანში მარიამი მიხვდა,რომ ონკანიდან წამოსული წყალი ზურგს უსველებდა.ტუალეტის ნიჟარაზე იჯდა და ფეხები ზურას წელზე ჰქონდა მოხვეული.სწორედ ახლახანს ზურასთან ერთად ორგაზმი განიცადა და გამოფხიზლდა თუ არა,მაშინვე შეიწრორა ზემოთ აწეული კაბა.ზურამ გახსნილი შარვალი და ტანსაცმელი მოიწესრიგა.
-ჩემთან ავიდეთ - უთხრა ზურამ
-კარგი
მალე ტუალეტიდან გავიდნენ და ზურას ნომრისკენ გაემართნენ.გზაში ხმას არცერთი იღებდა.როგორც იქნა ოთახს მიაღწიეს და შესვლისთანავე დაწყებული საქმის გაგრძელებას შეუდგნენ.ზურამ კაბა რამოდენიმე წამში გახადა.კაბა იატაკზე აღმოჩნდა.ამასობაში მარიამმა მისი პიჯაკის ღილები გასხნა.ისიც კაბასთან ერთად იატაკზე დადგდო და მალე ორივე შიშველი აღმოჩნდა.მარიამი ზურგზე სწრაფად დააწვინა,თვითონ მის ზემოდან მოექცა და ყელში დაუწყო კოცნა,მკერდამდე ჩავიდა და ოდნავ უკბინა,შემდეგ მასში შევიდა და ორივეს ერთდროულად აღმოხდა კვნესა.მალე ორივემ კულმინაციას მიაღწია,წეღანდელის შემდეგ მეორედ,შემდეგ მესამედ,მეოთხედ,მეხუთეს.ბოლოს ერთმანეთს ჩაეხუტნენ,მიუხედავად დაღლილობისა და სიცხისა.
-მენატრებოდი - უთხრა მარიამმა და მისი მკერდიდან თავი აიღო,იდაყვზე დაყრდნობილი იწვა და ზურას უყურებდა.ამჯერად საუბრის დაწყების,მითუმეტეს ამის თქმის ინიციატივა მარიამმა გამოიჩინა.ზურასთვის კი ეს ბევრს ნიშნავდა.
-მეც მომენატრე - შეხედა და გაუღიმა ზურამ.მისკენ მიიწია,აკოცა და უფრო ძლიერად მოეხვია - ის ბიჭი გიყვარს?
-არ ვიცი.მომწონს,მაგრამ სიყავრულით არ მიყვარს.შენს გამო?
-ჩემს გამო? - გაკვირვებით ჰკითხა ზურამ
-შენ მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ - თავზე აკოცა ზურამ - ვინმე გყვარებია სხვა?
-შენს გარდა არავინ მყვარებია - გაეღიმა მარიამს - შენ?
-შენი ტოლი რომ ვიყავი,ჩემი ცოლი მიყვარდა,მაგრამ ისე ძალიან არა,როგორც შენ მიყვარხარ.ისე,ეხლა რომ გიყურებ,მიუხედავად იმისა,რომ გაიზარდე და დიდი დრო გავიდა,მაინც ისევ ისეთი პატარა ხარ,ოღონდ მარტო ეხლა - ღიმილით უთხრა ზურამ.მარიამსაც გაეღიმა.
-ისე,დროში და ასაკში ავცდით ერთმანეთს და დასანანია - უთხრა ზურამ
-ხო
უცებ ტელეფონის ხმა გაისმა.მარიამის ტელეფონი იყო.ახლა ის ურეკავდა,ვისი დარეკვაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა.ლექსო იყო.ზარს უპასუხა.
-გისმენ
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ როგრორ ხარ?
-მეც კარგად.მომენატრე.ხვალე მოდიხარ ხო?
-ხო
-კარგია.დაკავებული ხომ არ ხარ?
-არა.დაღლილი ვიყავი და მეძინა
-უი,მაპატიე.მიდი,გააგრძელე ძილი და ხვალე გნახავ.ღამემშვიდობის
-ღამემშვიდობის - მარიამმა ყურმილი დაკიდა და ჩაბნელებულ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
-ხვალ მიდიხარ? - ჰკითხა ზურამ
-ხო
-დარჩი კიდეც რამდენიმე დღე
-დარჩი რა,მეც აქ უნდა ვიყო
-ხვალე დავრჩები მაშ და ზეგ წავალ.ზეგ საქმეებიც მაქვს და ვერ დავტოვებ ეგრე
-კარგია
ცოტა ხანს ჩუმად იწვნენ.შემდეგ მარიამს ზურას მკერდზე ჩაეძინა.ზურამ შენიშნა და შუბლზე აკოცა.თვითონაც დაძინება დააპირა ისე,რომ არც განძრეულა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent