შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამომყევ ქალავ(თავი მეოთხე)


22-06-2018, 00:23
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 273

საზაფხულო ბანაკის საზეიმო გახსნიდან ერთი კვირის თავზე, ცა გულყვითელა კვერცხივით გადაიბზარა უხიაგად და შიგნეულობა ერთიანად მოთქვიფა მწვანედ აღაჟღაჟებული დედამიწის თავზე.

ნაძვნარში ჩამაგრებულ, აქა-იქ წითელ საღებავაღეღილ გრძელ სკამზე მთლიან სიგრძეზე გაშოტილიყო თაფლისფერთმიანი ბიჭი და გულზე ხელშემოდებული,უგუნებოდ მისჩერებოდა მაღლა მონარნარე,გალაღებულ ფრინველთა ფერხულს.
კუშტად მომზირალს გულ-მუცელი ნელა აუდ-ჩაუდიოდა შავი პერანგის ქვემოდან ,თითქოს დაღვრემილი განწყობა სუნთქვას უშლისო მოდუნებულ,ჩამოღვენთილ სხეულს.

უცნაურად მოღრუბლულიყო იმ დღეს მისი გონება.

მტკნარი და მდორე,განმარტოებული შეგრძნებები,მისთვის სრულიად სხვა გემოსი გახდა სულ რამდენიმე საათის წინ. მაშინ ,როცა იმ გულზვიადი შავგვრემანის ალაკრულ თვალებს წააწყდა,სანამ გოგონა ალაყაფის კარებს გოროზი მზერით გადასწევდა და მუქი ყავისფერი,გრძელი ნაწნავის ჩამოშლით გართული მის უკან მყისიერად გაუჩინარდებოდა. იმ მომენტში,
პეტრეს ადუღებულ,შემოძარცვულ შიგნეულობას ბინდთან ერთად შეეზილა დამარილებული,დამლაშებული ფიქრი ,რომ არაფერი იყო იმაზე უფრო მელოდიური,ვიდრე ირინას ჩამოთლილი თითების უგზო-უკვლო თარეში საკუთარსავე ნაწნავებზე და ამის გაცნობიერებისას, მისი გული კიდევ უფრო,გვარიანად ჩამოამძიმა ახლად ამოღეღილმა , მანამდე სიფრიფანა მჭახე გრძნობამ.

მუსიკის დაწერა მოუნდა საშინლად.
გონება აუქავდა.
თვალები აეწვა.
რაღაც ვერ იყო იმ დღეს მწყობრში.

- მასზე ფიქრებს ბედავს ბერეტას გული თავხედი... _ ფიქრებში წასულს თავზე მთელი მონდომებითა და იშვიათი,ლამაზი ხმით წააღიღინა კრწანისამ.
- ისევ ნუ დაიწყე რა! _თხოვნასავით გაისმა მობეზრებული პეტრეს ხმა.
- აგერ უკვე ხუთი წუთია მოგჩერებივარ და ხომ გატყობ,რომ თვალში ბინდი გაქვს და გულში ნაღველი?!
- კრწანისა, გეყოფა-მეთქი !
- სად არის ახლა? რომ დაინახავ,ასე უთხარი - გიცან! გიცან ჩემო მკველოთქო! თუმცა შენ მაგისი სახება ყოველ დროს და ყოველგან დაგდევს უკვე, _ ფხუკუნი ატეხა ახლადგამომცხვარმა პოეტა ფაფახიანმა.
- რაის მკვლელიო?! _ ვერ მიუხვდა მეგობარს სიმართლეშეპარული ხუმრობისაგან ბრინჯივით გაბნეული პეტრე.
-კაცი ნაწუწნ კანფეტს დაგამსგავსა და აბა რა ბრალი უნდა წავუყენო მაშ?
- ბიჭო,შენ მეტი სახუმარო არა გაქვს? არ მომწონს-მეთქი ეგ გოგო,რას გადამეკიდე?
- ვაი შენ და ვუი მე,რომ ყველაფერს ვამჩნევ და ყველაფერს ვხედავ ! _ კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ბიჭმა და წარბშეკრულ პეტრეზე ხელგადახვეულმა ეშმაკური მზერითა და ბრიყვი ღიმილით გვერდულად დაუწყო ყურება კრიჭაშეკრულს.
- რას ამჩნევ შე ქათამო,რას?!
- ეჰ ჩემო პეტრე! პირადი გრძნობების გარეშე ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა!_ ქალისმაგვარი ხმით წაიწრიპინა კრწანისამ და ბერეტას შხუილით მოქნეული სილა როხროხით აიცილა ოსტატურად.
- ნუ ბოდიალობ,თუ ძმა ხარ რა! _ გულწრფელად შეუღონდა სახე დაცინვის ობიექტს.
- ნუ უარყოდ მაინც ! წეღან ისეთი სახე გქონდა, ჩემი რაღაცები გამახსენდა,ყურადღებას ნუ მომაქცევთო,თვალებით გვეუნებოდი ყველას. აი,მე მაგალითად ასეთი სახე მაშინ მაქვს,როცა შეყვარებული ვარ ან ქეიფისას,სულ ცოტა ბევრი დავლიე და შეყვარებუკი გამახსენდა. ნასვამი შენ არა ხარ და ესე იგი, ის გოგო გიყვარს!
- აუჰ,რა მეცნიერული დასკვნა დამიდო! _ბრაზით გაიბერა ბერეტიანი. ხმელზე უფრო ხმელ ფაფახიანზე კი არა,საკუთარ თავზე ბრაზით გაიფოფრა . რანაირად უნდა შეყვარებოდა გოგო,რომელიც იმ დღის მერე აღარც კი დალაპარაკებია,რაც ემოციური ცრემლისღვრით დემონსტრაციულად დატოვა სასადილო?! მართალია, თავს ნამდვილად დამნაშავედ გრძნობდა,რომ ათი წლის ბიჭივით მოიქცა იმ მედიდურად მომზირალ გოგოსთან საუბრისას და იმის მერე, რამდენჯერაც დაინახავდა,იმდენჯერ წამოუვლიდა ხოლმე პირში ფოლადის საზიზღარი გემო,მაგრამ განა ასეთი იყო სიყვარული?! სინამდვილეში ხომ კრწანისას ჰაერზე ნამდვილად არ დაუწყია სიცილ-ხარხარი ამ თემაზე.
წინა ღამით , რყევა-ნჯღრევით გამოაღვიძა ბიჭმა მოპირდაპირე საწოლში უშფოთველად მძინარე პეტრე და კმაყოფილებისაგან ერთიანად მომრგვალებული,აკიაფებული თვალებით საზეიმოდ ამცნო - ორი ახალი ამბავი მაქვს შენთვისო. თავიდან ის უთხრა, კბილებს აღრაჭუნებ ხოლმე ძილში და დამიკრიჭე აბა, რამდენად ალესილი გაქვს,იმიტომ რომ,მეორე ამბავს რომ გეტყვი,მეშინია გაავებულმა არ დამგლიჯოვო. თაფლისფერთმიანის გამომეტყველებაზე ხორხოცს რომ მორჩა, დიდი ზარზეიმით წამოაძახა,სულ რამდენიმე წუთის წინ,გინდ დაიჯერე გინდ არა, ირინას სახელი ბევრჯერ გაიმეორეო ძილში.
ელდა ეცა პეტრეს,მატყუებო დაუჩემა და ძლივს მოიშორა აბეზარი ხმელა იმ ღამით,მაგრამ თავად განცვიფრებისგან ყბამონგრეულს აღარც დასძინებია დილამდე.

აი,ამას ერქვა ბეჭებზე დაგდება.

რა ხდებოდოდა მის თავს?! წამდაუწუმ რატომ გასცრიდა ხოლმე ტანში ირინას თმისთვის შეხების სურვილისაგან,რამდენჯერაც გოგოს დაინახავდა ? სიზმარშიც ხომ მთელი რუდუნებით დაუსვა ხელი მის შავ-შავ დალალებს.
ნუთუ მართლა მკერდში ჩაბუდებული ყრუ ტკივილით იწყებოდა სიყვარული?!

აშკარა იყო, საკუთარ თავთან გაავდრებული დიალოგის განმავლობაში ჩამოაღამდა გორაკზე გამოკიდებულ ბელეტაჟ ბინებს. შევერცხლილმა,კოკისპირულმა წვიმამ ააშიშხინა გამოფიტულ მიწაზე შემოღეღილი მზის მძაფრი სიმხურვალე და ცხელ-ცხელი ოხშივარი აადინა იქაურობას.
პეტრე ადგილიდან არ დაძრულა.
გოგო ბანაკში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.
კარგად იცოდა ეს ,რადგან მოგრძო სკამი პირდაპირ გაჰყურებდა ჭიშკარს.
ფეხისთრევით მიუახლოვდა მწვანე კრინის ნაჭერს და ზურგით მიყრდნობილს,ის იყო შიშმა აუწვა საფეთქლები,რომ შავგვრემანის მოზომილი ძახილი გაისმა ეზოს გარედან და გულმოფონებული ბიჭიც მყისვე წამოიჭიმა კარის წინ.
- ხატია-მეთქი! ხატია ! ,_ წამით გაიყურსა წესებისდამრღვევი , _ ვაიმე ,არ მოსულა, _ მღელვარებამ გადაჰკრა ქალის ტირილშეპარულ ხმას. - ღმერთო! ახლა რაღა ვქნა?!
- ვინ არის მანდ?! _ მოთმინების ძაფი გაუწყდა პეტრეს და ვითომც ვერ მივხვდიო, თავი მოიკატუნა.
- შეგიძლია კარი გამიღო?_ გოგონას ხმაში იმედი გაღვივდა და მაღალ ნოტაზე გაიჟღერა შეკითხვამ.
- უცხოებს შიგნით არ ვუშვებთ,სწორედ ამიტომაც არის ჩაკეტილი! _უნებური ღიმილი შეეპარა ბიჭს სახეზე.
- პეტრე?!
- ირინა!
- შეგიძლია კარი გამიღო?
- არა ,დარჩი გარეთ.დაიძინე მანდ!
- გამიღე-მეთქი.
- რატომ? შენ ხომ მუდამ ისეთი თვალებით მიყურებ,თითქოს გინდა,რომ ადგილზე გამაცამტვერო?
- მართლა გამიღე რა,გთხოვ! _ კარსიქიდან საწყლად აბღავლდა გოგო. ბერეტიანს ელდა ეცა და საკეტი მთელი მონდომებით გადასწია,რომ ირინას სახე რაც შეიძლებოდა სწრაფად დაენახა.
- რა მოგივიდა ადამიანო?!
- წავიქეცი და აი,ნახე, _ ამოისლუკუნა ერთიანად გალუმპულმა შავთმიანმა და გადაყვლეფილი ხელი დააჩვენა ბიჭს.
- უჰ, რამხელა ჭრილობა გაქვს,სიკვდილს ხარ გადარჩენილი! _ თავი გადააქნია ღიმილშეპარულმა ბიჭმა.
- ნუ დამცინი მახინჯო! _შეუღრინა გოგომ.
- მახინჯო?! _ გულწრფელად გაეცინა ბიჭს. რაღაცნაირად გულზე მოელამუნა გოგოს სამაგიეროდ გადასახდელი წამოსროლილი სიტყვა.
- დიახაც, მახინჯო,უტაქტო,ველურო ! _ კიდევ უფრო გაახელა ირინამ ბერეტიანი.
- მაშ, მასე არა? _ დამაშვრალი გაუხდა პეტრეს მოზღვავებული წყურვილი და მხეცივით დაეტაკა შავთმიანის დანაწვიმ ტუჩებს.
ირინა მთლად გადაირია.
გაშმაგებით ჩააფრინდა მის სახეზე მარწუხებივით შეზრდილ ბიჭის ხელებს და თავი გაინთავისუფლა თუ არა,ნატკენი ხელი უთავაზა სახეში გაცოფებულმა.
-როგორ გაბედე, არამზადა?_ მუჭით მოიშორა ბერეტიანის შეგრძნება მის სხეულზე,მაგრამ ვერაფერიც ვერ დააკლო გავარვარებულ მკერდს.
- ახლა მოგიწევს ისეთი სევდით იარო,როგორიც ველურისა და მახინჯის კოცნაა,ლამაზო! _ მედგრად დადგა პეტრე,მიუხედავად იმისა,რომ კინაღამ თავადაც მუხლები მოეკვეთა ემოციებისგან.
შავთმიანს კრინტი აღარ დაუძრავს.
ამღვრეული თვალებით დაადგა ბილიკს.
დამცირებულად ,გაქილიკებულად იგრძნო თავი.
- ირინა! _ შეცვლილი ხმით დაუძახა და როცა მიხვდა,რომ გოგონა არ შეჩერდებოდა,ძალით შემოაბრუნა თავისკენ.
- ახლა რაღა ჯანდაბა გინდა? კიდევ უნდა მაკოცო? პირველი აღარ იქნება და აღარ დავიბნევი.აი,მერე კი მართლა ჩაგილურჯებ თვალს!_ მუქარით დაიღრინა შავთმიანმა. პეტრე პირველობის შეგრძნებამ კიდევ უფრო გააგულადა,ღიმილით ამოიხვნეშა და ირინას წინ ჩაიმუხლა.
- უბრალოდ, ფეხსაცმელზე შნური გაქვს შეხსნილი, _ გამოკვანძა თუ არა წითელი შნურები, წამოდგომასთან ერთად თითები აატარა გოგონას დაბუჟებულ, დახორკლილ ფეხს.
- ირინა!
- რა? _ მექანიკურად გაეპასუხა წამით ცოცხლების სიაში აღარ მყოფი შავთმიანი.
- შენს წარმოსახვაში ჩემი კოცნის სქემის დახაზვას აზრი არ ჰქონდა. ვიცი,რომ დღე და ღამ ამაზე ოცნებობდი.

გოგოს სახე აელეწა. ისეთი სიმკვირცხლით გაქანდა საკუთარი კოტეჯისაკენ, პეტრემ ძლივს მოჰკრა თვალი მის სილუეტს.
- არა გაქვს საქმე კარგად,ჩემო თავო!_თავი გადააქნია სიცილით.

ის ღამე ორივესთვის ინსომნიის ხანგრძლივ თავგადასავლად იქცა.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეს ვინ გამოჩენილა. როგორ გამახარე. წინა ისტორიას რა უქენი, შეწყვიტე? ახალსაც იგივე ბედი ელის თუ დაასრულებ? როგორ მიყვარს შენი წერის მანერა, როგორ მინდა ხშირად გიხილო ამ საიტზე. დაველოდები ახალ თავს❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ანნა

როგორ ველოდებოდი, შენ არ იცი ❤️

 


№3  offline წევრი ჟიზელი

Chikochiko
ეს ვინ გამოჩენილა. როგორ გამახარე. წინა ისტორიას რა უქენი, შეწყვიტე? ახალსაც იგივე ბედი ელის თუ დაასრულებ? როგორ მიყვარს შენი წერის მანერა, როგორ მინდა ხშირად გიხილო ამ საიტზე. დაველოდები ახალ თავს❤

მე ის მიხარია,რომ გახსოვარ.თან როგორ მიხარია. ვეცდები არ დავაგვიანო.
წინა ისტორია ჩემთვის ძალიან,ძალიან პირადულია და ამიტომ,ამ ეტაპზე ძალას ვეღარ ვპოულობ ,რომ გავაგრძელო. დიდი იმედი მაქვს,მოვერევი ჩემს თავში რაღაც -რაღაცებს და გავაგრძელებ ^^

სტუმარი ანნა
როგორ ველოდებოდი, შენ არ იცი ❤️

უჰ, როგორ გამახარე ^^ იმედია იმედები არ გაგიცრუა ამ თავმა ^^ ავდექი და ცამოწმენდილზე დავწერე ერთ საათში :დდ

 


№4 სტუმარი მარტინენკო

აუ აუუ აუუუ აუუუუუუუუ...
როგორ გელოდებოდი,მეთქი სად გაქრა. ცოტაც და უნდა მიმელანძღე შე მოდღლეზილო ქალო.
არ მეყო კაცო,რა პატარა თავი იყო. რა იყო ესა ჰა?
ვაიმე, პეტრეს შეუყვარდა როგორც ჩანს, მაგრამ ირინა მე ის გოგო არ მგონია წამწამებიი ააფახულოს მალევე :DDD გელოდები იცოდე,წარმოდგენაც არ გაქვს,რა კარგად წერ !

 


№5  offline წევრი ჟიზელი

მარტინენკო
აუ აუუ აუუუ აუუუუუუუუ...
როგორ გელოდებოდი,მეთქი სად გაქრა. ცოტაც და უნდა მიმელანძღე შე მოდღლეზილო ქალო.
არ მეყო კაცო,რა პატარა თავი იყო. რა იყო ესა ჰა?
ვაიმე, პეტრეს შეუყვარდა როგორც ჩანს, მაგრამ ირინა მე ის გოგო არ მგონია წამწამებიი ააფახულოს მალევე :DDD გელოდები იცოდე,წარმოდგენაც არ გაქვს,რა კარგად წერ !

ვაიმე !! გავიბერე ახლა სიხარულით. უზომო მადლობა,რომ ასეთი კარგი ხარ და კითხულობ ჩემს ნაჯღაბნს. გეფიცები,მეც არ ვიცი ან პეტრე რას ითხოვს ან ირინას რა უნდა :დ

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელ,შენს მუზას უთხარი ხშირად მოგაკითხოს <3 კარგია ძალიან <3

 


№7  offline წევრი ჟიზელი

ტერიკო ,გადავცემ აუცილებლად :დ
დიდი მადლობა ^^

 


№8  offline წევრი ჟიზელი

mirandaa31
შენ მუზას რომ დავემუქრე უშველა ალბათ :დ წარმოდგენაც არ გაქვს რა ძალიან მაგრად წერ. მალე მინდა ახალი თავი. საზიზღარი პეტრე :დ ❤️

შეუცაცხანე ხოლმე დრო და დრო ':დდ ნამდვილად კარგად წაადგა მუქარა

 


№9  offline წევრი ჟიზელი

ჰაიკო
ჟიზელ შნური რა არის?:D:D კარგია,კარგი :)

"შნურუკი" რომ არ დავწერე,მაგაზეც მადლობელი ვარ ჩემი თავის :დდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent