შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან... თავი 10


22-06-2018, 01:01
ავტორი katiusha
ნანახია 2 649

ნინიკო და თეკლა სახლიდან გამოვიდნენ და ფეხით გაუყვნენ ქუჩას.საღამომდე ბევრი რამე უნდა მოესწროთ,პირველ რიგში ნიშნობისთვის კაბა ეყიდათ შესაბამისი ატრიბუტით და მერე დანარჩენი რაღაცეები.აიჩემეს მარტო წავალთო და გიორგიც წინააღმდეგი არ წასულა,უბრალოდ მიაძახა ფრთხილად იყავი საყვარელო, მზეა და ძალიან არ გადაიღალო,პასუხად ცოლმა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ეზოს კარიც გაიხურეს.მალე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გავიდნენ.კაბის არჩევას დიდი ხანი მოანდომეს, მაგრამ ორივე კმაყოფილი დარჩა. მერე გადაწყვიტეს კაფეში დამსხდარიყვნენ და ყავა დაელიათ, თან დაესვენათ.
-მოდი გიორგის და სანდროს დავურეკოთ და დღეს ცოტა გართობის უფლება მივცეთ თავს.-თქვა ნინიკომ.
-შენთვის არ შეიძლება ხმაურიან ადგილებში სიარული და გადაღლა.-უპასუხა თეკლამ, -მაგრამ გასეირნება შეიძლება. კარგი იდეაა.,ნინიმ ტელეფონი მოიმარჯვა და ქმარს დაურეკა.მანაც მოუწონა იდეა და დაჰპირდა მალე მოვალთ მისამართი მომწერეო
- გიორგი ისე ეხმარება სანდროს როგორც საკუთარი ძმას, კარგად გაუგეს ერთმანეთს. გაეცინა თეკლას.
-ასეც უნდა იყოს.აბა როგორ ცოლის დას ათხოვებს და სხვა რა გზა აქვს.-აჰყვა ნინიც.- ნახევარ საათში მოვლენ.-ტელეფონი მაგიდაზე დადო
-ნინი იცი თავიდან ვბრაზობდი ქორწილი რომ ჩაშალე და გაიქეცი. ვბრაზობდი რომ დათოს ვიღაცის ინტრიგების გამო თმობდი,მაგრამ ახლა ვხვდები რომ ცხოვრებაში ყველაზე კარგი არჩევანი გააკეთე.
-თავიდან მეც ძალიან მეშინოდა, მაგრამ გიორგი ისეთი კარგი აღმოჩნდა,ისეთი თბილი და მოსიყვარულე, რომ ის ტკივილი ერთიანად დამავიწყა.
-ნიი, რაღაც უნდა გკითხო. მაშინ შენ თქვი რომ ის არ გიყვარდა და არ იცოდი რას გრძნობდი მის მიმართ, ახლა თუ იცი რას გრძნობ? გიყვარს?
-თეკლა ახლა კი არა დიდი ხანია უკვე სიგიჟემდე მიყვარს, -ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა.
-ძალიან მიხარია მეგობარო. მე კიდევ ვნერვიულობდი, არ მინდოდა კიდევ ერთი შეცდომა დაგეშვა.
-ეს შეცდომა არ არის,ეს ყველაზე კარგი რამეა რაც კი ცხოვრებაში მქონია და ცხოვრებას ჩემთვის უჩუქებია. იცი მისი გაცნობისას როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? მაშინვე მივხვდი რომ ის ჩემთან რაღაცით ძალიან ახლოს იყო,საკუთარ ქორწილში, როცა მეგონა რომ დათოზე თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული,მისმა ღიმილმა ისე დამაბნია ერთი წუთიტ ყველა და ყველაფერი დამავიწყა,ყველაზე ძალიან მიყვარს მისი ღიმილი,მარტო ჩემი რომ არის,მარტო ცემთვის რომ იღიმის განსაკუთრებულად, მაშინ მივხდი რომ ენით აღუწერელი რაღაც მაკავშირებდა მასთან.
-შენ თავდავიწყებით ხარ შეყვრებული ჩემო დაო,ბეწედი დაარტყა საბოლოოდ თეკლამ და გაჩუმდა,რადგან გიორგის და სანდროს მოჰკრა თვალი და დაუძახა. ისინიც მათკენ გამოემართნენ და გვერდით მიუსხდნენ საყვარელ ქალებს.
-აბა რა იდეა გაქვთ? -იკითხა გიორგიმ
-ჯერჯერობით გვშია მამიკო,გემრიელად ვისადილოთ, მერე კი სადმე გავისეირნოთ.-უპასუხა ნინიკომ და მუცელზე მოისვა ხელი.
-იქნებ კინოში წავიდეთ?-წამოაყენა იდეა სანდრომ
-კარგი აზრია.-დაეთანხა ყველა.
გიორგიმ ოფიციანტს დაუძახა და შეკვეთა მისცა, მის მოლოდინში კი საუბარი განაგრძეს.
-აბა მორჩით ყველაფერს?
-კი სანდრო მზად ვართ, თქვენ? ჰკითხა თეკლამ
-ჩვენც ყველაფერი მზად გვაქვს.-პასუხი დევდარიანმა გასცა,-ასე რომ კარგ დროს გავატარებთ.
-კი მაგრამ ეს ხომ ქორწილი არ არის. ეს მხოლოდ ნიშნობა. უფრო კარგ დროს ქორწილში გავატარებთ. -უპასუხა ნინიმ. -ბევრსაც ვიცეკვებთ.
- შენ და ცეკვა?-გაეცინა გიორგის. -მოდი ჯერ ფრთხილად იყავი ასე ჯობია.
-რატომაც არა გიო, მე ავად არ ვარ.-უპასუხა ნინიმ
-ვიცი, მაგრამ მაინც ჯობია სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
სადილი გემრიელად მიირთვეს. მერე კინოში წავიდნენ.კომედია შეარჩიეს და ბევრიც იცინეს,დრო მხიარულად გაიყვანეს. საღამოს სახლში დაღლილები დაბრუნდნენ,მაგრამ ენერგია ჯერ კიდევ შემორჩენოდათ ნიშნობისთვის....
******************************************
ირაკლიმ სახლში მიაცილა ქეთა. მანქანა ეზოში გააჩერა და ორივენი ჩუმად იყვნენ. ქეთას მანქანიდან გადასვლა და მისი დატოვება უჭირდა.
-ნეტავ გიორგის რა რეაქცია ექნება ჩვენს ამბავს რომ გაიგებს.
-არ ვიცი და ძალიან მეშინია მისი რეაქციის.
-მეც. მაგრამ არამგონია რომ წინააღმდეგი იყოს მითუმეტეს რომ შენ მისთვის ახლობელი ადამიანი ხარ და ძალიან გენდობა.
-სწორედ ამაშია საქმე რომ მენდობა. როგორ ვუთხრა შენ შენი და ჩამაბარე რომ მიმეხედა და მე ის შემიყვრდა თქო. -საკუთარ თავზე ბრაზობდა ირაკლი.
-დამშვიდდი, მე დაველაპარაკები თუ გინდა.
-არა, ეს ჩემგან უნდა გაიგოს.-მოუჭრა მან.
-არ შემოხვალ?
-არა, სახლში წავალ. მინდა დღევანდელზე დავფიქრდე და კარგად ავწონ-დავწონო ყველაფერი.
-გთხოვ ირაკლი. ელენესაც გაუხარდება შენი ნახვა, რამდენიმე დღეა გკითხულობს.
-მაშინ მხოლოდ ცოტა ხნით და მალე წავალ....
ელენე მოწყენილი იჯდა სავარძელში და ძიძას არ ელაპარაკებოდა. ის კი ეხვეწებოდა რომ საჭმელი ეჭამა.პატარა უარობდა. ირაკლის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და წამოხტომა სცადა მაგრამ მიხვდა რომ ხელი აწუხებდა და ისევ თავის ადგილზე დარჩა. ირაკლიმ კალთაში ჩაისვა,თავზე მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი და ლოყაზე აკოცა. ელენეც ჩაეხუტა.
-რატომ არ მოდიოდი ჩემს სანახავად?-უსაყვედურა მან.
-არ მეცალა პატარა. მაგრამ გპირდები რომ დღეიდან ყოველდღე გნახავ. -დაჰპირდა
-მე მინდა რომ შენ ჩემი მამიკო გახდე. -უთხრა მან.-მე არ მყავს მამა . ბაღში ყველას მამიკო აკითხავს და მეც მინდა მყავდეს. ხომ გახდები ჩემი მამა?-გულუბრყვილოდ ჰკითხა ელენემ
ქეთა და ირაკლი დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეპასუხათ მის კითხვაზე.
-ელენე ირაკლი დაღლილია და ორივეს ძალიან გვშია. თან როგორც ვიცი შენც არ გიჭამია საღამოს. ამაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა ვივახშმოთ.-უპასუხა დედამ
-თქვენ მე მატყუებთ, არ გინდათ მამა მყავდეს. -ატირებას არაფერი უკლდა ბავშვს
-კარგი, კარგი არ იტირო, ვიქნები შენი მამა. ოღონდ ეხლა წავიდეთ და გემრიელად ვივახშმოთ. პატარა სახეგაბადრული მოეხვია ირაკლის.

********************************
ნიშნობისთვის მზადება ნინიკოს სახლში თიტქმის დასრულებულიყო.გოგიმ სასმელის საკითხი მოაგვარა, გიორგი ძირითადად მსახურებს დასტრიალებდა თავს და მათ მუშაობას აკონტროლებდა. ნინი თეკლას ეხმარებოდა მომზადებაში და ამხნევებდა, ის ძალიან ნერვიულობდა. სანდროც მოვიდა მშობლებთან ერთად, ნიშნობამ მშვიდ გარემოში ჩაიარა ყველანაირი წესის დაცვით, მომავალი წყვილი დალოცეს და მიულოცეს ეს დღე. ქორწილის დღეც დათქვეს და შეთანხმდნენ რომ დიდ ქორწილს არ გადაიხდიდნენ...
მეორე დღიდან უკვე ქორწილისთვის შეუდგნენ მზადებას. ნინიკო სულ მეგობრის გვერდით იყო. მიუხედავად იმისა რომ უჭირდა სიარული. გიორგიც უკან დაჰყვებოდა ორივეს და ამხნევებდა. ლამაზი კაბა შეარჩიეს ყველას ძალიან მოეწონათ. გადაწყდა რომ სახლში გადაიხდიდნენ ქორწილს ღია ცის ქვეშ.
ახლოვდებოდა მშობიარობის დროც და ნინიკოს ეშინოდა ქორწილამდე არ ემშობიარა. მითუმეტეს რომ ხშირად აწუხებდა ტკივილები.. როგორც ქორწილს ელოდნენ ასევე ელოდნენ ყოველდღიურად პატარებსაც უკვე. ქორწილში ირაკლი და ქეთაც დაპატიჯეს. ელენეს ხელი მოურჩა და ისინიც ქორწილის წინა დღეს ჩამოვიდნენ. საღამოს მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ.მხიარულება სუფელდა დოლიძებში,ერთადერთი ირაკლი იჯდა დაძაბული.მეგობართან უნდოდა დალაპარაკება და ვერ მოეხერხებინა ეს.ბოლოს ნებისყოფა მოიკრიბა და დევდარიანს მიმართა
-შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ?
-კი რა თქმა უნდა ახლავე, ეზოში გავიდეთ. -უთხრა მან და წამოდგა. -ჩვენ მალე დავბრუნდებით. ვერ შეამჩნია როგორ გადაუვიდა ფერი სახეზე ქეთას, ნინიკომ მაშინვე შეამჩნია მის სახეზე გამოხატული ცვლილება და გვერდით მიუჯდა.
-რა მოხდა ქეთა? სახეზე ფერი არ გადევს?- გადაუჩურჩულა
-არაფერი დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა.
-მაგრამ ასე არ არის და ამას მივხვდი, კომპანიაში რამე მოხდა?
-არ ვიცი ეს როგორ გითხრა. მიჭირს ამაზე საუბარი და არც კი ვიცი ეს როგორ ვთქვა. მე და ირაკლის ერთმანეთი გვიყვარს.
-მართლა? რა კარგია. წამოიძახა ნინიმ და უცბათვე გაჩუმდა დანარჩენებს რომ გადახედა.-ძალიან კარგი ამბავი მითხარი.
-კი, მაგრამ რომ არ ვიცი ჩემ ძმას როგორი რეაქცია ექნება ამაზე? ძალიან მეშინია.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება გიორგი მიეჩვევა ამას. არ გაბრაზდება....

მეგობრები ეზოში გავიდნენ, სკამებზე ჩამოსხდნენ და საუბარი დაიწყეს.
-აბა რა უნდა გეთქვა?
-მერიდება ამაზე საუბარი და ვიცი რომ შეიძლება ვერც გამიგო.
-კი მაგრამ ასეთი რა არის რომ ვერ გაგიგო?-გაუკვირდა დევდარიანს
-მე შეყვარებული ვარ გიორგი.-როგორც იქნა თქვა ირაკლიმ
-ეს ხომ ძალიან კარგი ამბავია,მერე ამის თქმა გრცხვენოდა? ვინ არის?
-სწორედ ესაა პრობლემა. არ ვიცი ეს როგორ დამემართა. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ვიცი შენთან არ ვიქნები მართალი.
-არ მეტყვი ვინაა ის ქალი? უკვე ვნერვიულობ.
-მე ქეთა მიყვარს. -როგორც იქნა სათქმელს თავი მოაბა ირაკლიმ. გიორგი დაიბნა და არ ელოდა ასეთ პასუხს. ვერ წარმოიდგენდა თუ ამას ეტყოდადა გაბრაზდა. თვითონაც არ იცოდა საიდან მოუვიდა ასეთი აზრი,ვერ გაითვალისწინა რომ ხანდახან უნებურად წამოსროლილი სიტყვებით ყველაზე მეტად ვტკენთ გულს მეგობრებს
-მე შენ ჩემი და ჩაგაბარე და შენ ასე მიპასუხე? ასე მიღალატე?-ხმას აუწია მას.
-ვიცი შევცდი ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაგვიგე, მასაც ვუყვარვარ,მასაც ხომ აქვს ბედნიერების უფლება? -ირაკლიმ სასოწარკვეთილმა შეხედა.
-თქვენ ორივემ ეს როგორ გამიკეთეთ? არ ველოდი არც ერთისგან. -იმეორებდა ის. -დღეიდან არ დამენახო იცოდე. აღარ ხარ ჩემი მეგობარი. გაბრაზებული ადგილს მოსწყდა და სახლში შევიდა.ოთახში მსხდომთ ჩაუქროლა და საძინებელი ოთახისკენ წავიდა. ირაკლი ადგილზე დარჩა.არც უფიქრია შესვლა შიგნით
-რაღაც მოხდა. იჩხუბეს ალბათ. წამოხტა ქეთა და გარეთ გავარდა ირაკლისთან. ნინი მეუღლესთან ავიდა ოთახში. გიორგი საწოლზე იჯდა და ხმას არ იღებდა.მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა. თავი მხარზე ჩამოადო და მიეხუტა.
-რა მოხდა საყვარელო? ასე რატომ ხარ?
-ორივემ მიღალატა.-წარმოთქვა მან
-ვინ ორივემ? რა ღალატზე ლაპარაკობ? სიყვარული ღალატი და დანაშაულია?
გაოცებულმა შეხედა მეუღლეს: -შენც იცოდი და არ მითხარი?
-ახლა გავიგე. წეღან ქეთამ მითხრა, ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა. ასე ნუ ხარ. ხომ იცი რომ ორივე კარგი ადამიანია და ბედნიერებას იმსახურებენ. განა რა დაშავდა იმით რომ ერთმანეთი შეუყვარდათ?-ჰკითხა ნინიკომ
-ის დაშავდა რომ მე მას ძმად ვთვლიდი,ქეთა არ უნდა შეყვარებოდა. ის დად უნდა მიეღო? ვერ ხვდები ამას? -გაღიზიანდა გიორგი.
-მაგრამ, თქვენ არც ძმები ხართ და არც ქეთაა ირაკლის და. ასე რომ ეხლა წახვალ,ორივეს ბოდიშს მოუხდი და შეურიგდები. ადექი.-მისი წამოყენება სცადა ნინიკომ
-ნინი ასე ნუ მელაპარაკები და აღარასოდეს გაბედო ამ საკითხზე ჩემთან ლაპარაკი. არ ვაპატებ. -ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი.გოგო ამას არ მოელოდა და თვალებზე ცრემლები მოადგა. გიორგის ხომ ასე არასოდეს მიუმართავს მისთვის და არც დაუყვირია.
-თუ ასეა დათოც შენი მეგობარი იყო და არ გქონდა უფლება მისი საცოლე შეგყვარებოდა.-არ დაუთმო დოლიძემაც,გაბრაზებულმა მიაძახა. მოტრიალდა კარისკენ წავიდა და ცრემლები ჩუმად მოიწმინდა. ამ სიტყვებმა თითქოს წყალი გადაასხესო გიორგის,გველნაკბენივით წამოხტა და ნინის კართან დაეწია. ხელით მოატრიალა და მოეხვია.
-მაპატიე, ასე არ უნდა მომემართა. მაპატიე გთხოვ. ძალიან გავბრაზდი.
-ასეთი არასოდეს მინახიხარ,-უკვე ტიროდა ნინი
-ნუ ტირი გთხოვ, ხომ იცი ვერ ვიტან შენ რომ ასე ხარ. გეფიცები ეს პირველი და უკანასკნელი იყო. აღარასოდეს განმეორდება.-ბიჭმა ცრემლები მოსწმინდა სახიდან.
-არ მინდა ის კაცებს დაემსგავსო ცოლებს რომ უყვირიან და მონებივით ჰყავთ. მინდა ერთმანეთი გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ და გვესმოდეს ერთმანეთის. ქეთასაც გაუგე. ამდენი ხანი ქმარს გლოვობდა. ახალგაზრდაა ჯერ კიდევ და მას აქვს უფლება საკუთარი ცხოვრება მოიწყოს, ბედნიერი იყოს, ელენეს მამა ჰყავდეს...
-ვიცი ეს მისთვის არასოდეს დამიშლია, მაგრამ მაინცდამაინც ირაკლი?
-რა ქნან,სიყვრაულს ვერ დადეგმავ.თან ამაში დამნაშავე შენც ხარ, განა შენ არ უთხარი რომ ერთად ემუშავათ? განა შენ არ შეატოვე მათ ამხელა კომპანიის საქმეები? ეს შენი დამსხურებით მოხდა და ახლა მათ ნუ უბრაზდები.
-ჩემი ჭკვიანი ცოლი.მართალი ხარ.ჩემი ბრალია. მითხარი ჩემი სიტყვები შენს წინაშე როგორ გამოვასწორო?
-ახლა წახვალ და ორივეს ბოდიშს მოუხდი და შეურიგდები. წასასვლელად ემზადებიან. მე კი მინდა ხვალ ისინი ქორწილში იყვენ.
-მაგრამ, შენ დამპირდი რომ დათოს არასოდეს აღარ ახსენებ.
-გპირდები. მითუმეტეს ეს მეც არ მინდა. ახლა კი წადი.- ნინიკომ ძალით გაუშვა გიორგი დასთან და მეგობართან სალაპარაკოდ.
ისინი გასასვლელთან იდგნენ და გოგის ემშვიდობებოდნენ. ირაკლის მძინარე ელენე ეჭირა ხელში და კარიდან გადიოდა როცა გიორგის ხმა მოესმათ.
-მოიცადეთ, სად მიდიხართ ამ შუაღამისას?
-მეგობარმა მითხრა რომ ამ სახლში ჩემი ადგილი არ არის და სასტუმროში მივდივარ,-უპასუხა და ზურგი შეაქცია. ქეთაც უკან აედევნა.
-მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით, ზედმეტი მომივიდა, დარჩით არ წახვიდეთ.-თქვა მან
-გაპატიო?რისთვის?რისთვის დავრჩეთ თუ ჩემი ძმა ამ ურთიერთობის წინააღმდეგია? -ჰკითხა ქეთამ
-არ ვარ წინააღმდეგი. უბრალოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის, თვითონაც არ ვიცი რა დამემართა და ამდენი სისულელე საიდან მომივიდა თავში, -დამნაშავე ბავშვივით თქვა გიორგიმ. -ზედმეტი მომივიდა. შენ ყოველთვის ჩემი და იქნები, შენ კი ყოველთვის ჩემი მეგობარი, ელენეს კი ქვეყნად საუკეთესო მამა ეყოლება.
-შენ ამას სერიოზულად ამბობ? -ჰკითხა დაბნეულმა ქეთამ
-კი სერიოზულად ვამბობ. მინდა მთელო ცხოვრება ბედნიერებს გხედავდეთ. მითხარით კიდევ რა გავაკეთო? რითი გამოვასწორო ჩემი საქციელი?
-არაფერი, უბრალოდ მომეხვიე.-უთხრა ქეთამ და და-ძმა ერთმანეთს გადაეხვია. მერე ირაკლის ჩამოართვა შერიგების ხელი და შინ შეიყვანა ორივე.
-რადგან ყველაფერი კარგადაა და წარმატებით დასრულდა თქვენი შერიგება მოდი ავღნიშნოთ ეს ამბავიც და ერთად ვივახშმოთ, თან რამდენიმე ჭიქაც დავლიოთ.-თქვა გოგიმ
-მამა ხვალ ქორწილია, დასვენება გვინდა ყველას. არ დალიოთ ბევრი.-სთხოვა ნინიმ
-ჩემო ძვირფასო მეუღლევ დღეს მომეცი უფლება რომ ჩემს სიმამრთან ერთად დავლიო პირველად იმდენი რამდენიც მინდა. დღეს ჩემი და აქაა და ვიცი თეკლასთან ერთად კარგად მოგხედავს.-თქვა გიორგიმ და სუფრასთან მივიდა. დანარჩენებიც მას მიყვნენ უკან. გოგი უკვე სასმელს ასხავდა ჭიქებში.
-აბა გოგოებო ეს საღამო ჩვენია მამაკაცების და ნება მოგვეცით დღეს ერთ-ორ ჭიქაზე მეტი დავლიოთ.
-ანუ ესენი მალჩიშნიკს იწყობენ?
-სიძე გვაკლია დაო.სიძე.მის გარეშე კი არ გმოვა ეს ამბავი.-თქვა გიორგიმ და ჭიქა ასწია.-ბატონო გოგი დღეს მე ვიქნები თამადა თუ შეიძლება?
-მომესწრო სიძე.-გაიხუმრა გოგიმ და უფლება მისცა სადღეგრძელო ეთქვა.
-ჩემს თამადობას ტრადიციული სადღეგრძელოებით არ დავიწყებ და იმედია არ მიწყენთ. მინდა დღეს ჩვენი შეკრების ყველაზე დიდი მიზეზი - ჩვენი სიყვარული დავლოცო. სიყვარულის ამ ლამაზ გრძნობას გაუმარჯოს. როცა არ იცი როდის მოვა, რამდენ ხანში, მაგრამ მოვა,აუცილებლად მოვა სრულიად გაუაზრებლად. ხვდები რომ მის გვერდით სხვანაირი ხდები, შენი ცხოვრება შეიცვალა, მას უკვე აღარ ხედავ შავ-თეთრი ფერებით, ხვდები რომ სამყარო სხვანაირი ხდება.ფერადდება. შენ ცხოვრებას მის გარეშე აღარ აქვს აზრი.მისისთ სუნთქავ და მისით არსებობ.. კსიტყვებით ალბათ ვერ გადმოვცემ ბოლომდე ამ გრძნობას. ამიტომ ამ ჭიქით ჩემი და ნინის სიყვარულს. თეკლას და სანდროს სიყვარულს. ახლა უკვე ჩემი დის და ირაკლის სიყვარულს გაუმარჯოს. ბატონო გოგი თქვენ სიყვარულს გაუმარჯოს, რასაც თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ გრძნობთ და კიდევ ჩემი პატარა კუდრაჭა ელენეს და მომავალი ვაჟკაცების სიყვარულს გაუმარჯოს.-ღიმილით წარმოთქვა გიორგიმ
-გაუმარჯოს-თქვა ყველამ ერთად და ნინიკოს გარდა ყველამ დალია ღვინო. კაცებმა ქეიფი გააგრძელეს, გოგოებმა კი მისაღებში გადაინაცვლეს საჭორაოდ და უკვე თითქმის შუაღამე იყო როცა დასაძინებლად წავიდნენ....



№1  offline წევრი Crazy dreamer

Dzalian kargia yovel tavshi dzalian did sirbos vgrdznob xolmee
Warmatebebi velodebi axal tavs

 


№2  offline წევრი katiusha

Crazy dreamer
Dzalian kargia yovel tavshi dzalian did sirbos vgrdznob xolmee
Warmatebebi velodebi axal tavs

Didi madloba <3

 


№3  offline წევრი katiusha

mirandaa31
რა საყვარლობა იყო ❤️ იმაზე გამეცინა გიირგიმ რომ უთხრა ირაკლის ჩემი მეგობარი აღარ ხარო პატარა ბავშვივით :დ ველოდები ახალს ❤️

ხოო მამაკაცური სიამაყე :)

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

როდის გააგრძელებთ ისტორიას?

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფი

ძაან კარგი ისტორიაა მაგრამ,ძაან აგვიანებთ დადებას...

 


№6  offline წევრი Crazy dreamer

ახალი თავი როდის იქნება? heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

რატო აღარ დებთ შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent