ორი მოწმე (ნაწილი 2--11)
-კარგიიი_დაბნეულმა მოიქექა კეფა დაჩიმ_მოდი პირველ კითხვას მე დავსვამ, საიდან გაქვთ ეს საჩუქრები? თქვენი ფულით ფაქტია ვერ იყიდიდით. -18 წლის რომ გავხდი, აღმზრდელმა გადმომცა_ერთად თქვეს დებმა და ერთმანეთს გადახედეს. -ანუ ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ ვიღაც თქვენი ნაცნობია, არამგონია ასეთ ყელსაბამებს ყველას უგზავნიდნენ, კიდევ რა გახსოვთ ბატონზე ან ბავშვთა სახლში გატარებულ დროზე?_ნინა ჯერ კიდევ ფიქრობდა და წარსულს იხსენებდა ლილიამ რომ უცებ თქვა. -მე არაფერი, მხოლოდ ის, რომ განსაკუთრებით სასტიკად მეპყრობოდნენ, თუ ვინმეს დავეხმარებოდი, ორივეს გვცემდნენ, ყველანაირი ჩემი მოქმედება ბოლოს ჩემი ცემით სრულდებოდა, ბოლოს ისე აკეთებდნენ ადამიანის დახმარების სურვილი მიქრებოდა, მაგრამ ვძლიე თავს. -ზუსტად იგივე ნაირად ვიზრდებოდი მეც, ოღონდ ახლა რომ დავფიქრდი რაღაც კიდევ იყო, აქამდეც მახსოვდა, მაგრამ ჩემთან არ ვაკავშირებდი. ერთხელ, ერთი გაროზგვის შემდეგ ვინამაც დამსაჯა ტელეფონზე ლაპარაკობდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავიგონე „ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც თქვენ გვიბრძანეთ ბატონოო“, აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება, ახლა ბატონმა მიიქცია. -ნინა, მეტი არაფერი გაგიგონია? -არა დაჩი, ვწუხვარ, იცი როგორ მინდა დახმარება, მაგრამ მეტი არაფერი. -კარგი, ესეიგი ყველაფრის თავი და თავი ეს ბატონია, რომელიც თქვენთანაა დაკავშირებული, იქნებ თქვენი ნათესავია? სხვაგვარად ვერ ვხვდები ზუსტად თქვენ, დები რატომ უნდა აერჩიეთ. -ალბათ მართალი ხარ დაჩი, მეც მაგას ვფიქრობ, სამწუხაროა მშობლებზე რომ არაფერი ვიცით_დამწუხრებულმა გადახედა ნინას_თუმცა მე გადავწყვიტე ასე ყოფილიყო, იმედგაცრუებას ასე ჯობდა_ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა ლილიას დაკარგული სამი წელი. ხელი მოხვია გიორგიმ ნინას თანაგრძნობის ნიშნად, რომელსაც თავი ჩაეხარა ამჯერად გულწრფელი ცრემლი რომ დაემალა. ნანობდა, როგორ არ ნანობდა, ახლა რომ გაიცნო და შეიყვარა და მთელი გულით ნანობდა დაკარგული წლების გამო, იქნებ რომ მოსულიყო ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო? -ლილ, მოულოდნელი რომ არ იყოს, კიდევ ერთ სტუმარს ველოდებით. -კიდევ? ვის დაჩი? ვიცნობ? -როგორ არიცნობ, შენნაირი ჯიუტი და გაუგონარია_სიცილი აუტყდა დაჩის და კარზეც გაისმა ზარის ხმა. -ვაიმეე, არ მჯერაა, ჩემი ყვავილი გოგოოო_ყველას სიცილი აუტყდა ლილიას აღფრთოვანებულ შეძახილზე ნინას გარდა, ეჭვიანობის ტალღამ ისე დაუარა მუშტები შეეკრა. -როგორ ხარ ჩემო გოგო? ორი დღეა ვერ დაგირეკე და შენი ხმის ლომკა მქონდა_სიცილითვე დაუწელა ლოყები სტუმარმა და ოთახისკენ წამოყვა_აუ როგორ მაინტერესებს გაბერილი როგორი იქნებიიი. -ჰმ, მოგიყვა ხომ ჩემმა ჭორიკანა ქმარმა? კიარ მაცადა მე მეთქვა, შენი ნათლულია ბოლო ბოლო. -რაა? მართლა? ვაიმე არ არსებოოობს, აი ჩემი და ხართქო ტყუილა კიარ გეძახდიიი_გახარებული მოეხვია ლილიას და კინაღამ კოცნით დაახრჩო. ნინას მომუშტული ხელები არ შეუმჩნევია ლილიას ისე დაეხსნა გოგოს და სხვებს გადმოხედა:-ვინც არ იცნობთ, გეშინოდეთ, ქალბატონი კესანე ბათუმიდან, რომელმაც ისე გასკვანჩა ბატონი დავითი, რომ თავის დახსნის შანსიც კი არ მიცა. -რა არანორმალური ხარ_ლილიას სიცილი გადაედო და ისევ მოეხვივნენ ერთმანეთს, მართლაც ისე გაუგეს ერთმანეთს დებივით გახდნენ, ყოველდღე საუბრობდნენ და დროს როგორც კი გამონახავდნენ ერთმანეთთან ჩადიოდნენ. -თუ სწორად მივხვდი კესანე მე შემცვლის?_ ქმარს მიუჯდა ლილია და კესანეც გვერდით დაისვა. -ხო ლილ, სხვა გზა არაა, აქ ბევრს ისევ ვერ ვენდობით და კესანე ხომ იცი. -ძალიან კარგი, ნინასთან ერთად მოგიწევს მუშაობა რესტორანში, ერთმანეთსაც გაუგებთ იმედია_ერთმანეთს გააცნო გოგონები და შეამჩნია ნინას სახე როგორც უყურებდა კესანეს. -აბა კესო, სად მუშაობ? გამოცდილება გაქვს?_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ნინამ. -აუ ძალიან გთხოვ ოღონდ კესო არა რა, არ მიყვარს სახელს რომ მიმოკლებენ. სიმართლე რომ გითხრა, ამ საქმეში პროფესიონალი არ ვარ, ადრე აქ ვცხოვრობდი, მამა მომიკლეს და მის საქმეს დაჩი იძიებდა, მე ცალკე დავიწყე და ბოლოს ერთმანეთს რაღაცის გარკვევისას შევხვდით და ერთად გავაგრძელეთ. -უი როგორ გავს თქვენი ისტორიები ერთმანეთს, ჩემმა დამაც მასე გაიცნო_ყველას გასაგონად გამოკვეთა ჩემი და და დაჩის ჩაცინებაც გამოიწვია. -ხო ვიცი, უკვე მომიყვა ლილიამ, ისეთი კარგი ისტორიაა მკვლელობას რომ არ ეხებოდეს. შეკრული წარბებიდან უყურებდა ნინა და გიორგის მოჭერილმა ხელმა აგრძნობინა, რომ ზედმეტი მოდიოდა. ცოტა კიდევ ისაუბრეს საქმეზე და დაიშალნენ, კესანე ლილიასთან დარჩა, ნინა გიორგიმ წაიყვანა, დემნამაც მის ოჯახს მოკიდა ხელი, დანარჩენები თავ თავის გზაზე წავიდნენ. ორი დღე სიახლის გარეშე გავიდა, კესანემ მუშაობდა დაიწყო, თუმცა როგორც ჩანდაჭურჭლის მრეცხავი სახლს იცვლიდა და მთელი დღე ამაზე ესაუბრებოდა კლიენტებს და დამკვეთს. ოთხ დღეში ლილიას პირველი ვიზიტი უწევდა გინეკოლოგთან, 12 კვირის ხდებოდა და პირველი ეხოსკოპია უწევდა, აქამდეც არ ყოფილა მინასვლეი და ახლა უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც ორსული. გახარებულმა ჩაკეტა ბინის კარები, ცოტა ხანში პატარას გულისცემას მოისმენდა, დაჩი უკვე საავადმყოფოს შესასვლელთან უცდიდა, ისიც ისე იყო აღელვებული ერთი საათით ადრე მივიდა სამსახურიდან იქ დაგიცდი მირჩევნიაო. გასაღებები ბრელოკს ატრიალებდა ლილია ისე გავიდა სადარბაზოდან და მაშინვე შედგა, იქვე გაღებულ მინივენში შეშინებული ნინა მოჩანდა და თავი გაუქნია გაიქეციო, ვერ მოასწრო, მაშინვე წინ აეტუზა შავებში ჩაცმული ბიჭი და მანქანისკენ გაუქნია თავი. -ქალბატონო, გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონი გელოდებათ_ხელი გაუწვდინა მანქანისკენ და ჩაჯდომისკენ მოუწოდა. ახლა ვერ გაიქცეოდა, რომც შეძლებოდა ნინას მაინც არ მიატოვებდა, თანაც ძალით რომ დაეკავებინათ ბავშვის შეეშინდა, მშვიდობიანად გაყოლა ამჯობინა, თანაც ცნობისმოყვარეობა კლავდა ვინ იყო ეს ბატონი. უჩუმრად მოხსნა ბრელოკიდან ლილიას ყვავილის ფორმის დასაკიდებელი და იქვე დააგდო, ამითი დაჩი რაც საჭირო იყო მიხვდებოდა და ძებნას დაუწყებდა, მერე კი მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და ხელი მოუჭირა დას გასამხნევებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.