შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარასოდეს დაგკარგავ (მეოთხე თავი)


22-06-2018, 12:58
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 381

მშვენიერი დილა გათენდა. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი. მალევე ავდექი და სააბაზანოში შესვლა გადავწყვიტე.
-დილამშვიდობისა.
-იკა? შემაშინე. დილამშვიდობისა.
-როგორ ხარ?
-კარგად თავად?
-მეც კარგად. კარგი მე მისაღებში გავალ. მგონი თქვენობით მიმართვის ეტაპი გავიარეთ. ლოყაზე მაკოცა და შევიდა.
-ღმერთო ჩემო ეს ბიჭი მალე მომკლავს მგონი. მისი შეხება გულს ისე მიფორიაქებს მგონია გული გამისკდება.
მთელ დღეებს სასიამოვნოდ ვატარებდით. არ მეგონა ასეთი თბილი და მოსიყვარულე პიროვნება თუ იყო. თუმცა როგორც ამბობენ ,,წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო" ერთ საღამოს მარისთან გადავედი, გოგოები უნდა შევკრებილიყავით, თუმცა ყველას რაღაც საქმე გამოუჩნდა და მხოლოდ მე და ის შემოვრჩით.
-ტეს კარგად ხარ?
-კი რატომ მეკითხები?
-არაფერი უბრალოდ რაღაც ჩაფიქრებული მეჩვენები.
-არაფერი ისეთი.
-ტეს ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ იცი?
-და რაში გამოიხატება ეს?
-კარგა ხანია ნორმალურად არ გვისაუბრია. მისმინე შენსა და იკას შორის რაღაც არის ხო?
-მარი, კი რაღაც ნამდვილად არის და მგონია რომ მალე გავგიჟდები იცი,
-ტესა რაღაც უნდა გითხრა.
-მარი ყველაფერი კარგადააა? ხომ კარგად ხარ? მაპატიე რომ შენთან სასაუბროდ ვერ ვიცლიდი.
-ტეს ირაკლი გიყვარს?
-მარი, მოიცა შენ რა ის... მისმინე მე არ ვიც....
-არა არა არასწორად გაიგე. უბრალოდ გკითხე.
-კი თან ძალიან. იცი რა საყვარელია?
-ტესა, არ მინდა რომ მაგ პიროვნებას დაუახლოვდე
-მოიცა და რამე პრობლემაა ისეთი რაც მე არ ვიცი?
-ტეს ჯერესერთი შენზე უფროსია თითქმის 7 წლით. გარდა ამის მგონია რომ მაგ პიროვნებას საერთოდ არ იცნობ.
-მარი მისმინე იკა ვიცნობ არამგონია რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რაც უპატიებელი. შეცდომებს ყველა ვუშვებთ გესმის? მაგრამ პატიება უნდა შეგვეძლოს.
-ტესა იცი რომ ყოველდღე სვამს? და ეგ კიდევ ყველაფერი არ არის. მისმინე ამის მოყოლა არ შემიძლია, მაგრამ იცოდე რომ შენ ჩემთვის დასავით ხარ და მინდა ყოველთვის ბედნიერი იყო.
-კარგი რა მარი. მაგას ვერ დავიჯერებ. ალბად ჭორია.. კარგი უნდა წავიდე. მაპატიე.
კარგი, მაგრამ გთხოვ დაფიქრდი. მინდა ბედნიერი იყო.
ცოტა არ იყოს მოვიწყინე. მარი ასეთი არასოდეს მინახავს. მართლა დასავით იყო ჩემთვის და მისგან ასეთ რამეს არ ველოდი, თუმცა მაინც ჭორი მეგონა იკაზე ასეთი ამბის გაგება.
-როგორ ხარ პაწაწუნა?
-არამიშავს შენ?
-რამოხდა? სად ხარ?
-არაფერი მარისთან ვიყავი ახლა სახლში მივდივარ შენ?
-ძალიან კარგი. მეც სახლში ვარ. ცოტა არ იყოს დავიღალე.
-მომენატრე იკა.
-მეც პაწაწუნა. თუ გინდა ახლავე შენთან გავჩნდები.
-კარგი რა. მოიცა კარზე ზარია. ( ღმერთო ჩემო ამ ბიჭა საერთოდ გააფრინა? მართლა ორ წამში როგორ მოვიდა?)
-გამარჯობა ტეს როგორ ხარ?
-შენ? შენ აქ ასე მალე?
-ჩუ. ( მითხრა და მაკოცა)
-შენ რა გაგიჟდი? ეს რომ ვინმეს დაენახა.
-არ დაუნახავთ და პანიკას ნუ შექმნი გთხოვ.
-ტესა ვინ არის ბიჭები მოვიდნენ?
-მე მარტო ვარ ლევანი ბიძია. გამარჯობა.
-მოდი იკა. დანარჩენები სად არიან?
-გზაში არიან. მოვლენ ალბად მალე... ტეს შეგიძლია ყავა მომიდუღო?
-შოკში ვარ. ღმერთო ახლა არ მოვკვდებოდე და.
-ტესა გესმის?
-ბოდიში იკა რამე მითხარი?
-ხო შეგიძლია ყავა მომიდუღო?
-ახლავე. ნალექიანი თუ უნალექო?
-ნალექიანი იყოს.
-და შაქარი?
-ერთი.
-კარგი ახლავე მოვალ. მამას და ბიჭებს საქმეები ჰქონდათ და საღამოს ბიჭები ჩვენთან დარჩნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი როცა ჩემთან ახლოს იყო ვერც წარმოიდგენთ. როგორც კი დავწექით იკასგან შეტყობინება მივიღე.
-უსაყვარლესი ხარ ტეს.
-კარგი რა იკა. ეს შენ ხარ ყველაზე კარგი.
-ორი წუთით გამოდი უნდა ჩაგეხუტო.
-იკა კარგი რა ერთ დღეს მართლა დაგვინახავენ და მერე არ ვიცი რა მოხდება.
-ტესა ორ წამს გთხოვს ერთ საათს ხომ არა?
-კარგი ხო.. გავედი და გულში მაგრად ჩამიკრა. ისე გამალებით უცემდა გული..
-ამის მიზეზი შენ ხარ პაწაწუნა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში მიყურებდა.
-იკა მაშინებ... თქმაც ვერ დავასრულე მაკოცე. შემეშინდა და უცებ მოვიშორე. იკა რას აკეთებ??
-მიყვარხარ გესმის?.. მაპატიე თუ შეგაშინე... კარგი მიდი დაიძინე.
-ღმერთო ეს ბიჭ გადამრევს მე.... ეგრე ხო მე შენ გაჩვენებ შეშინება როგორი უნდა. მეორე დილით ადრე გავიღვიძე. იკას ოთახში ჩუმად შევიხედე, ლაშა გასული იყო... უცებ მივედი ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე..
-გოგო რას აკეთებ? ვინმეს რომ დავენახეთ?
-არ დაგვინახეს. ეს ხომ მხოლოდ ორი წამი იყო...
-მე შენ გაჩვენებ.
დღე შესანიშნავად მიდიოდა. ჩემსა და იკას სისულელეებზე მეცინებოდა. სკოლიდან სახლშ ცოტა არ იყოს დაღლილი მივედი. მართლა არაფრის თავი მქონდა და დასვენება გადავწყვიტე, როდესაც ჩემებმა დამიძახეს.
-ტესა ერთი წუთით მოდი.
-დედა? მამა? რამე მოხდა?
-დაჯექი ტესა.
-მაშინებთ იცი?
-შენ და ირაკლის რა ურთიერთობა გაქვთ?
-არაფერი მამა ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
-მართლა? 24 საათი მეგობარს წერ? მისმინე შეეშვი მაგ პიროვნებას. შენ საერთოდ არ იცნობ როგორი წარსული ჰქონდა. არაფერი იცი მასზე.
-მამა კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ. მაგ პიროვნებას შეეშვები. და კიდევ ერთი. დღეიდან მობილური აღარ გაქვს..

კარგია? აქვს აზრი გაგრძელებას? ველი კომენტარებს <3



№1 სტუმარი qeti

Dzalian kargia veligagrdzelebas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent