შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {9}


22-06-2018, 17:31
ავტორი lile-eli
ნანახია 5 559

9.

როგორც კი სიბნელემ, ფერი იცვალა და ფანჯრიდან ლურჯი ფერი ნელ-ნელა იცრიცებოდა, თორნიკეს გაეღვიძა, ისევ მოფერების სურვილი გაუჩნდა სხეულის, რომელიც მის მხარზე იწვა, თავი მკერდზე ედო და წაბლისფერი თმა მთელ სიგრძეზე ზურგს უფარავდა.. ბედნიერებისგან გაეღიმა, ამ ღიმილით დახედა მის სახეს, რომელიც ნიკაპით ააწვინა, გოგონამ წარბები შეკრა, მაგრამ არ გაღვიძებია, თავი ისევ კომფორტულად დადო, დადიანის მკერდზე, მამაკაცმა მეტად მონდომებით მოხვია მკლავები და ღრმად სუნთქვდა მისი თმის სურნელს..
ტუმბოზე დადებული ტელეფონი განათდა და ფრთხილად აიღი ხელში, შეტყობინება გახსნა:
-"ბატონო თორნიკე, შეკვეთა ჩამოვიდა და ერთ საათში აქ იქნება: მანქანაც და ბეჭედიც".
-"გასაგებია, მოვალ."
უხმო რეჟიმზე ჰქონდა ტელეფონი და ანასტასიას არაფერი გაუგია, სანამ ანა გაიღვიძებდა სურდა მისთვის საჩუქარი სახლში მიეტანა, ერთი საათი ჰქონდა დრო და ამ დროს მის ყურებაში ატარებდა, ტელეფონი დადო და ისევ მოხვია ხელი სიფრიფანა სხეულს, რომელიც სრულყოფილება იყო მისთვის და არამარტო...
რადენიმე წუთი მისით და მასზე ფიქრით იღიმოდა დადიანი, წინა ღამის დეტალებს იხსენებდა, ბოლოს როდის განიცადა მსგავისი შეგრძნება "ბედნიერება" აღარც კი ახსოვს, ალბათ ნიკას დაბადება რომ ახარეს..
გოგონას ზურგზე, გრძელი თითები ჩაატარა და თმაში ახლართა, სურვილმა სძლია და მძინარს ტუჩები დაუკოცნა, როცა კოცნით გული იჯერა, ადგა და აივანზე გავიდა, სიგარეტის ბოლში გაეხვა ფიქრებთან ერთად, რომელიც მისი და ტასოს ცხოვრება იქნებოდა. იცოდა რომ აწი მხოლოდ მისით იცხოვრებდა და მისით დაიწყებოდა დილა, საღამო კი მისით დასრულდებოდა და ეს მოსწონდა, გოგონა რომელიც მთელი მისი არსებით იზიდავდა მისი იყო, ამით მთელს სხეულს სითბო ეხვეოდა და დადიანის თვალები, ლური ფერით აღიქვამდა დილას..
დღის შუქი ნელ-ნელა ძალებს იკრებდა და ფერს იბრუნებდა, ოთახში დაბრუნდა, მაჯის საათს დახედა, მოემზადა გარდეორბის ოთახშივე და გასვლისას კარს ხელი უშვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა საწოლთან და მძინარ ტასოს შუბლზე აკოცა. ისევ ისე როგორც პირველად, მთელი გრძნობით და გაუღიმა გოგონას უნაკლო სახეს, რომელიც ჯერ კიედევ არ აპირებდა გაღვიძებას..
ნატალია ნერვიულობით ადგილს ვერ პოულობდა და ნანობდა კიდეც თავის საქციელს, რომელიც ჩადენის შემდეგ გაიაზრა, მაგრამ კიბეზე მომავალი თორნიკეს დანახვამ სულ დაავიწყა სინანული და თავიც კი.
-შვილო რატომ ადექი? ხომ მშვიდობა?
-მალე მოვალ.
-რა მოხდა დედა? ხომ მიდიხართ დღეს?
-არ მისაუბრია ტასოსთან.
-კარგი მაშინ სანამ წახვალთ, ეს გადაეცი. ესეც საგვარეულო ბეჭედია..
-არა დედა, შენ აჩუქე, მისი საჩუქარი ახლა უნდა მოვიტანო.
ქალს გაუღიმა, ძლიერი ხელები მოხვია და საფეთქელთან აკოცა.
-კარგი შვილო...
ხმა გაუწყდა ქალს და თავისთვის ჩაილაპარაკა:
-"დედა" დამიძახა, მადლობა უფალს, რომ ბენიერია ჩემი შვილი..
ცრემლები გადმოსცვივდა ქალს, რომელიც ჯერ კიდევ საფეთქელზე ისვამდა ხელს, რომელზეც თორნიკემ აკოცა და სახლიდან გავიდა.
სამზარეულოში მოფუსფუსე თინასთან მივიდა ნატალია და თვითონაც დაიწყო კეთევა, ისეთი ბედნიერი იყო თორნიკეთი, რომ ქალს აღარაფერი გახსენებია მთელი დღე..
დაღლილობამ ყველას დაატყო თავისი ხელი, საკმაოდი გვიანი იყო, ნიცამ რომ გაიღვიძა და თავს იწესრიგებდა სარკესთან, უჯრაში წერილი, რომ იპოვა.. რეზიგან მიწერილი, რომ იყო მალევე მიხვდა და სიბრაზისგან სულ წამოენთო, მაგრამ შეეცადა დედას და მამას ეს არ გაეგოთ, რადგან დადიანებთან ყველა მიწვეული იყო, ამიტომ ცოტა ადრე გადაწყვიტა მათთან მისვლა, ჯერ ტასოსთან სურდა საუბარი და შემდეგ მიიღებდა ზომებს, ყველას მოელაპარაკა, რომ ანას უნდა მიეხმაროს მოწესრიგებაში და ცოტა ადრე უნდა მივიდეს დადიანებთან, არავის ეჭვი არ გასჩენია, რადგან იქ წასვლის მიზეზს ყოველთვის პოულობდა, რაც ანა სახლში აღარ ჰყავდათ..
ანასტასიას სხეულის სიმძემ შეაწუხა, გვერდი იცვალა, მაგრამ ტკივილმა უმატა, გულიც ერეოდა და თავიც სტკიოდა, ძლივს აიყოლა ტანი და წამოჯდა, დივნის სავარძელზე მიფენილ კაბას შეხედა, შემდეგ ტანზე დაიხედა და დასვრილი საწოლიც შეამჩნია, დენდარტყმულივით წამოხტა და მძიმედ გადაყლაპა მომდგარი ბურთი, რომელიც ვერაფრით მოიშორა ყელიდან, სიმწრისგან თხელ საბანს ტანზე იკრავდა და საწოლს თვალს არ აშორებდა... უშედეგოდ ცდილობდა გახსენებას რა მოხდა ღამით, იმის გააზრება რომ თორნიკესთან იწვა, თან ისე რომ არ ახსოვს, საკუთარ თავზე გაბრაზდა და გულის რევის შეგრძნება გაუმძაფრა, აბაზანაში ძლივს შეასწრო, მთელი მონდომებით იბანდა ტანს და დიდი ხნით იდგა დუშის ქვეშ..
თორნიკემ მანქანა ეზოში სადგომზე დააყენა, ისე რომ არავის დაენახა, სანამ ტასო არ ნახავდა, ბეჭედი კი შარვლის უბეში ჰქონდა. ოთახში ისე ავიდა არავის შეუმჩნევია სახლში, თორემ ბიჭებმა ყველაფერი იცოდნენ, რას უმზადებდა ცოლს, მათი უჟმური უფროსი..
ოთახში შესულს, აბაზანიდან ხმა მოესმა და აბაზანის კარს გაუღიმა, რადგა ანა იქ იყო. სარკესთან იდგა საათს იხსნიდა დადიანი, ანასტასიამ აბაზანის კარი, რომ გააღო და თორნიკეს ზიზიღით სავსე თვალებით შეხედა, სუნთქვა გაუხშირდა, სიბრაზისგან ვერ ზომავდა ისე უჭერდა პირსახოცის კუთხეებს ხელს, რომ არ დავარდნოდა და თითები სულ დაწითლებული ჰქონდა:
-როგორ ხარ ტასო?
მისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ცივმა პასუხმა შეაჩერა, მთასავით კაცი.
-შენ როგორ ფიქრობ?
-...
წარბები შეკრა დადიანმა და იმაზე სწრაფად მიხვდა, მისი გამოხედვის მიზეზს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება.
-ნანობ?
-რას ჰქვია ვნანობ? რატომ გააკეთე ეს?
იმ წუთას მხოლოდ ტასოს თავმოყვარეობაზე ფიქრობდა და სხვაზე არაფერზე, არ სურდა ტასოს თავი დამცირებულად ეგრძნო, ამიტომ მხოლოდ თავის თავზე აიღო ყველაფერი.
-მთვრალი ვიყავი ტასო.
გული საშინლად შეეკუმშა ამ სიტყვებზე და სძულდა თავი, რომ სიტუაციით ისარგრბლა..
-შენ ხომ დამპირდი თორნიკე?..
ხმა გაუწყდა ანას და ცრემლებით დაეცვარა სახე.
-აღარ მოხდება ტასო, გპირდები..
-აწი რაც არ უნდა მოხდეს არაფერი შეიცვლება!
ეს სიტყვები ისე უხეშად თქვა, თორნიკეს სახეზე ჩვეული ცივი გსმომეტყველება დაუბრუნდა..
ოდნავ ღია კარში მდგომი ნიცა, რომელიც ნატალიამ აუშვა ოთახში ანასთან, რადგან თორნიკე ჯერ კიდევ გასული ეგონა. ყველაფერი გაიგო, სხეულის კანკალითა და ტირილით ჩადიოდა კიბეზე, თომა რომ შეხვდა კიბის ბოლოს და ნიცას ცრემლებზე გაგიჟების ზღვარზე იყო:
-ნიცა ... რა მოხდა?
-ჩემი ბრალია, მე მეგონა უყვარდა.. თომა მეგონა ბედნიერი იქნებოდა და უბედურია.. ჩემი ანა უბედრია..
-ნიცა რას ამბობ ვერ გავიგე!
მკლავებში ჩაავლო ხელები და კანკალისგან მობუზულ სხეულს დააკვიდა, განმარტების მოლოდინში.
-ანა ბედნიერი არ არის და ჩემი ბრალია...
-ნიცა ნიცა, ფუი...
გონება დაკარგული გოგონა ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა, ეკატერინეც და ნიკაც იქვე იდგნენ, ქალს ნიცას ბედი ეწია, ყველაფერი გაიგო რაც ნიცამ თქვა, თომას ყვირილზე კი ყველანი მისაღებში მოგროვდნენ. სანამ გონზე მოსულს საუბარს დააწყებინებდნენ ნიცამ დაალაგა აზრები, მიხვდა რომ ამ ეტაპზე ანას ცხოვრებაში რეზი უნდა გაქრეს და არა თორნიკე, ამიტომ დაიხასა გეგმა რომ ანასტასიას თავი შეაცოდოს და მამასთან თქმით იმანიპულიროს.. ამაში ნიკოლოზ დადიანი გარია, როგორც კი მარტო დაიგულა, ყველაფერი უამბო, წერილიც აჩვენა და მიმტანიც უთხრა, რომ პატარა ბიჭი იყო, რომელიც სალონთან ანას დაეჯახა:
-რატომ ხარ დარწმუნებული, რომ იქ მისცეს წერილი?
-იმიტომ რომ სხვაგან მე ვახლდი და აუცილებლად გავიგებდი!
-კარგი დაგეხმარები.
-დავეხმარებით მათ!
-რაში?
-იმაში, რომ ორი უჟმური ერთად ცხოვრობდეს სიბერემდე, სიყვარულით!
-თუ ანას არ უყვარს?..
-უყარს ნიკა და ძალიან, უბრალოდ ანას გააზრება უჭირს დაფიქრება სჭირდება, მაგრამ რეზი ბრეგვაძის გარეშე!
-გასაგებია!
დაითანხმა ნიკოლოზ დადიანი, რომ ექიმთან უნდა წაეყვანათ..
საავადმყოფოში დადიანის დახმარებით მისი სისუტის შესახებ ალაპარაკდა ექიმი, ნიცას თომა, თორნიკე და ანა გაჰყვნენ მხოლოდ, ანასტასიამ კიდევ ერთი შოკი მიიღო. მარტო როცა დარჩნენ ნიცამ უთხრა:
-ყველაფერი ვიცი და ჩემი ბრალია. ვიცი რომ არ გიყვარს და უბედური ხარ მასთან.
ანსტასიამ ძალიან განიცადა დის ჯანმრთელობის ამბავი და სცადა თავი ემართლა, უმცროსმა აბაშიძემ, ამით ანა ანკესს წამოაგო და ცოტა იმსახიობა კიდეც, მაგრამ ეს იმიტომ გაათა რომ რეზისთან მისასვლელი გზა სამუდამოდ უნდა გადაეკეტა და ნიცას ეს კოზირი იმ წუთას სჭირდებოდა, ამაში ნიკოლოზ დადიანი ეხმარებოდა, მისი დარწმუნება არ გასჭირვებია, რადგან ანაზე ნიკა ისევე იყო შეყვარებული, როგორც ნიცას უყვარდა უკვე თორნიკე.
-ნიცა არასწორად გაიგე..
ცრემლები წამოსცვივდა ანასტასიას და ამით ნიცამ ინანა კიდეც, მისი ქმედება, თუმცა მაინც აგრძელებდა.
-რა გავიგე არასწორად?
-მე..მე ბავშვი არ მინდა ჯერ და იმაზე ვკამათობდით.
პირველი რა ტყუილიც მოაფიქრდა ეს იყო. ნიცაც უცებ წამოჯდა, რადგან ანასგან ტყუილი ცოტა სასცილო იყო, მაგრამ რადგან მიხვდა რომ დარჩენას აპირებს დადიანთან ეს უკვე კარგია და ვითიმ დამშვიდებულმა უთხრა:
-კარგი რა ანნ მერე მაგას რას უთანხმებ? ადექი და იყიდე წამალი.
-მერე?
გაოცებისგან პირი დააღო ანამ.
-ვითომ არ რჩები.
მხრები აიჩეჩა ნიცამ.
-ღმერთო რა გარყვნილი ხარ და საიდან იცი ამდენი?..
-ეს შენ რატომ არ იცი, ის რაც უნდა იცოდე ანასტასია აბაშიძევ?. გითხარი შეეშვი მაგ წიგნებს მეთქი, იქ მასეთები არ წერია ხომ ხედავ?!
-ნიცა არავის უთხრა გთხოვ, მითუმეტეს მამას..
-მე არავის ვეტყვი შენ კი იყიდე ის წამალი.
-სად ვიყიდო? ერეკლე დამყვება ყველგან და საბა.
-მე მოგიტან.
უკვე სიტუაციით ერთობოდა ნიცა, რადგან მისი კონტროლის ქვეში იყო.. თორნიკე პალატაში რომ შევიდა ანამ ნაძალადევად გაუღიმა და საწოლიდა წამოდგა.
-როგორ ხარ ნიცა?
-უკეთ და აქედან თუ წამიყვან კარგად გავხდები.
-კარგი წავიდეთ.


სახლში მისულებს აბაშიძეები სრული შემადგენლობით სასახლეში დახვდათ, განერვიულებული დიანა და დავითი დაამშვიდეს, ნიცას თვალს არ აშორებდა თომა, ძალიან ნერვიულობდა სისუსტის გამო და აზრად არ მოსვლია, რომ ახლად დამეგობრებული და-ძმის შეთქმულება იყო ყველაფერი..
სუფრასთან დალოცვები და ხუმრობები მედგრად აიტანა ანასტასიამ, შემდეგ საჩუქრების ჩუქებით გაგრძელდა საღამო, რომელიც მანქანის ჩუქებით დასრულდა, რაც ნიკას დამსახურება იყო, უმცროსი დადიანი შევარდა მისაღებში და ხმამაღლა დაიწყო საუბარი:
-ანასტასია, ის თუ შენთვისაა გავსკდები გულზე!..
-რაა?
გაოცებისაგან ფეხზე ადგა გოგონა.
-ავტო სადგომში რომ დაგას ის!
-და რა დგას?
-თორნიკე იტყვი რამეს, თუ ჩემით გავიგო?
-ტასოს დაბადების დღის საჩუქარია!
-ვაიმე უკვე იუბილეც? დედა ცუდად ვარ.. მეც მინდა ქმარი!
-ნიცა გაჩუმდი! აქ მაინც შეიკავე თავი!
დიანამ უჩქმიტა მკლავზე გოგონას, თორნიკემ წამიერი ღიმილით შეხედა ნიცას და ანას მიუბრუნდა:
-ნახავ?
-მე?...
-აბა რა ნახავს, უფრო სწორად ვნახავ!
და გავარდა გარეთ პატარა აბაშიძე, რომელიც ნიკა დადიანთან ერთად იცინოდა.. საჩუქრის ნახვამ ყველა გააოცა .. Porsche Cayman-ის ნახვას არავინ ელოდა, მათ შორის არც დადიანები. ნიცა სუნთქვა შეკრული იდგა და ყველას გასაოცრად გაჩუმებულიც, ანა ვერ იაზრებდა რომ მისი იყო მანქნა, რომელიც სადა ლენტით იწონებდა თავს, შინაგანად ძალიან იყო გაბრაზებული და თავს ძალას ატანდა, რომ არ შეემჩნია თორნიკესადმი გაბრაზება, ნიკა აბაშიძემ, ჯერ კიდევ ჩუმად მყოფ ნიცას, ხელი მოხვია და გვერდულად დახედა:
-ნიცა ხომ მშვიდობა გაქვს? თქვი რამე...
-სასწრაფოდ ქმარი მინდა მეც!!!!!
ფეხები დააბაკუნა და ყველას თვალი მოავლო, იქ მდგომი თომა იმ წუთას შეამჩნია, შერცხვა, რადგან თომა წასული ეგონა და ვერ იფიქრებდა, რომ მას ესმოდა მისი ნათქვამი..
თომას ღიმილი არ მოშორებია სახეზე, მისი მიზეზით, რომ გოგონამ დაიმორცხვა გაუხარდა, ბედნიერი იყო იმით რომ ნიცას ყურადღება დაიმსახურა..

ჟურნალ-გაზეთები და ტელევიზიის ერთეული ნაწილი დადიანისა და აბაშიძის ქორწილზე საუბრობდა, გააფთრებული უყურებდა ლევან ჩიჩუა ტელევიზორს და სიბრაზისგან არხის გადამრთველი კედელს მიახეთქა, გაბრაზებული შევარდა ოთახში სადაც დედამისი იჯდა სავარძელში და ისიც ტელევიზორს უყურებდა, რომლის დიდი წვლილი იყო, ლევანისა და ნატალიას სიყვარულის დანგრევისა:
-კმაყოფილი ხარ ნინო?!
სიბრაზისგან ხმას ვერ აკონტროლებდა ლევანი დედასთან, უემოციო სახით ახედა შვილს, რომლის სახემ ძალიან შეაშინა
-რა მოხდა შვილო?
-შენი ბრალია ყველაფერი, შენ წამართვი ის ქალი და მომავალი, რომელიც მასთან ერთად უნდა მქონოდა, ახლა ზიხარ და შურის თვალებით უყურებ მის ბედნიერ მომავალს, რომლებიც ყოველთვის იმაზე ბედნიერები არიან ვიდრე ოდესმე ყოფილა ვინმე.
-რატომ ვერ შეძლი და რატომ დაუთმე ის გოგო? ახლა ხომ არ ჩავრეულვარ?
-იმაზე მეტად უგულო ხარ ვიდრე იყავი, ვერ ხვდები რა ცოდვა გაქვს ჩემსა და ნატასლიას წინაშე ჩადენილი, არცერთი მისი ცრემლის ფასი არ ხარ დედა!
-გაჩუმდი!
-არასოდეს შემადარო მას!
-ვერასოდეს შეგადარებ, რადგან ის ჯერ დედაა და შემდეგ ქალი! შენ კი მხოლოდ ავტორიტეტი, რომელიც ისე შემოგეცალა, რომ არარაობად იქეცი.
-როგორ მიბედავ ამდენს, ან რა ცოდვებზე მელაპარაკები შენ, რომელსაც ცოდები იმდენი გაქვს შენს შვილებს და შვილიშვილებსაც გაჰყვებათ!
-შენ მაინც ვერ შეგედრები ნინო! შენი არჩეული ცოლი ახლა გვერდში უნდამედგეს და სად არის?
-ის რაც შენ უნდა მოაგვარო ცოლთან მე ნუ მსაყვედურობ!
-დედა იმას გსაყვედურობ, რომ ნატალიას როცა ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც შენი მოგონილი იყო და წამლები ძალით უკეთეს, მერე ისე მოაწყვე რომ თითქოს მე აღარ მიყვარდა, არჩევანის წინაშე დამაყენე..
-რატომ ამირჩიე?..
გამომცდელად ჰკითხა და წყობიდან გამოსულს დააკვირდა. ღრმად სუნთქავდა, როცა დაცვოს ბიჭი მივიდა, ახალი ამბით.
-ბატონო ლევან პოლიცია გეძებთ და უნდაგავიდეთ!
უკანა გასასვლელისკენ წაიყვანა კაცმა, რომელსაც კითხვები დააყარა და მალევე გაერკვა სიტუაციაში..

დავითი საავადმყოფოში იყო და ექიმებმა დიდი იმედი ვერ მისცეს შალვას გამოჯანმრთელების, თუმცა კრიზისული პერიოდის ვადა ჯერ კიდევ იყო.
სახლში მისულს ახალი ჩამოსული ბებია და ცქრიალა სება შეეგებნენ, ისადილეს, ისაუბრეს და სამსახურში წავიდა, ნიკას და თორნიკეს უნდა დალაპარაკებოდა, მაგრამ რადგან სახლში სტუმრები ჰყავდათ არ ჩქარობდა მათთან საუბარს, ჯერ კიდევ გზაში იყო საავადმყოფოდან დაურეკეს გონს მოვიდა პაციენტი და გკითხულობსო. სასწრაფოდ მიბრუნდა და რეანიმაციაში შეიყვანა ექიმმა:
-დათა, მოდი..
-შალვა როგორ ხარ?
-მისმინე, მე შეიძლება ვერ გამოვძვრე...
საუბარი უჭირდა მამაკაცს.
-ჩემს სახლში, ამ მისამართზე..
ფურცელი მისცა სადაც გაურკვევლად ეწერა, რომელიც სისხლით იყო დასვრილი, მისი ნივთებიდან იყო აშკარად..
-მეხსიერების ბარათი მაქვს, შესასვლელში სარკის უკან და იქ არის ინფორმაცია, რაც ლევანის დაჭერაში დაგეხმარება..
აპარატის გამაყრუებელმა ხმამ, ოთახი მოიცვა და დათა აიძულეს იქიდან გასულიყო, სიბრაზისგან სახეზე ვენები დაბერვოდა, ტელეფონზე ნომერი აკრიფა და პროკუროს უთხრა მისმართი, სადაც ინფორმაცია ინახებოდა და დაპირდა განყოფილებაში მისვლას...

ყველა თავის სახლს, რომ დაუბრუნდა და დადიანების სასახლეს სიჩუმე დაეპატრონა, უმცროსმა დადიანმა, ნიცას თხოვნით, თორნიკეს წერილი აჩვენა და სიტუაცია აუხსნა, იმ დღეს მომხდარიც უამბო, მაგრამ ცოტა მსუბუქად, ჯერ საბას და რატის უნდა მოხვედროდათ, ამიტომ ისინი დაიბარა, ისეთი თვალებით უყურებდა, ორივე მიხვდა, რომ უკვე იცოდა წინა დღის მომხდარი:
-რა მოხდა გუშინ?
-როგორც ვხვდები უკვე იცი.
საბამ არ შეიმჩნია გამჭვირვალე ცივი მზერა და ისე დაჯდა, რატის ხმა არ ამოუღია, თომაც და ნიკაც იქვე იყვნენ.
-რატომ არ ვიცი და რატომ გაუშვით?!
-ეს ანას უნდა ეთქვა და მან მთხოვა..
-იცი რომ შეგეშალა?
-არ შემშლია თორნიკე, მე მისი ნდობა უნდა მოვიპოვო და ამისთვის ასეთ უმნიშვნელო დეტალებზე ვერ ვიჭორევებ, იცი რომ ამას თვითონ გეტყვის, როცა საჭიროდ ჩათვლის და შენი არ შეეშინდება.
-ამაზე რას მეტყვი?
-ეს რა არის? იქ ეს არ ჰქონია, მე შევამომე,
რატიმ წაიკითხა და ისევ დადო გაოცებულმა. საბაც გაოცებული უყურებდა ურცელს, თორნიკე კი მიხვდა რომ საბა მართალი იყო, ანას ნდობა მას დაკარგული ჰქონდა და ვინმეს უნდა ჰქონოდა, საბა კი საუკეთესო ვარიანტი იყო..
-იმ ბავშვმა მისცა!
საბამ დასკვნა გააკეთა, ამან ნიცას ვარიანტი გაამყარა, თომას გაეღიმა და სიამაყით ამოუშვა ფილტვებიდან დაგუბული ჰაერი..
ოთახში ასულ თორნიკეს, ანა სავარზელზე მჯდომი დახვდა და ცრემლებ დანამული იყურებოდა, ჯერ კიდევ სუსხიან ამინდში, ღია აივნის ხედისკენ. თორნიკემ მისი სახე, რომ დაინახა იფიქრა აღარ შევაწუხებო, მაგრამ მისი თვალები ისეთი ზიზღით უმზრდნენ, რომ თავი ვეღარ შეიკავა, პატარა მაგიდაზე ფურცელი დადო და დაჟინებით დაუწყო ყურება გოგოს, რომლის გაოცებულმა თვალებმა შეანათა მამაკაცის ნაცრისფერ თვალებს, რომელმაც ცივად დაუარა სხეულში, პირველად შენიშნა, რომ თორნიკე ასე უყურებდა..
-არაფერი გაქვს სათქმელი?!
-საიდან გაქვს?
-იმას ხომ ხვდები, რომ ვისია ეს?!
-რეზისია, ვიღაც ბავში დამეჯახა სალონთან და იმან მომცა..
სიბრაზისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა და ისე წარმოსთქვა:
-ვერ გაიგო, რომ შეგეშვას და ახლა გაიგებს!
კარისკენ ასულს, ანა დაეწია:
-თორნიკე გთხოვ არაფერი დაუშაო, მე არ შევხვდები, არასოდეს..
-აპირებდი?...
ამ კითხვამ ისე დააბნია, რომ თითქოს თანხმობას ჰგავდა მისი, პასუხი. ცივად გაიღიმა მამაკაცმა და კარი გაიჯახუნა ისე რომ გოგონა, მის ხმაზე შეხტა..

რეზის პოვნა არ გასჭირვებიათ დადიანის ბიჭებს და ის იმდენად გაბრაზებული იყო, რომ ნახვისთანავე დაარტყა ბრეგვაძეს, ისე რომ თავი ვერ შეიკავა და იატაკზე დაცემული საყელოთი წამოაყენა, სავარძელზე დაახეთქა, წინ დაუჯდა და ცივი ხმით დაიწყო:
-აღარ დამჭირდეს შენი ნახვა მეტად! აქედან ისე აორთქლდი, რომ შენი ლანდი არ გადამეყაროს არსად, ანასტასიას სახელი კი საერთოდ დაივიწყე!
-ქვეყნიდან წავალ თუ ფულს მომცემ..
-რამდენი!
-50 ათასი.
-მიუგდეთ!
ადგა და ოთახი ისე დატოვა, არავისთვის არ შეუხედავს, იქვე მდგომ ნიკას ტელფონმა დაურეკა, დათა ახალი ამბით მათთან შეხვედრას ითხოვდა მან დადიანებს ყველაფერი უამბო და სიტუაცია ისე წარიმართა, რომ ლევანს ეძებდნენ, მან სახლიდან გაქცევა მოასწრო და რეზის სახლში მივიდა, რადგან ის სახლში არ იყო, მისაღებში ელოდა, მალევე მივიდა შოთაც, რომელსაც იგივე საფრთხე ემუქრებოდა და რეზის დახმარება სჭირდებოდათ, თუმცა ლევანს ინფორმაცია ჰქონდა, იმის შესახებ, რომ რეზმი ფული გამოართვა დადიანს, მათი ანგარიშების ხელის ხლება შეუძლებელი გახდა, ამიტომ რეზი უნდა გამოეყენებინა ორივეს.
სახლში მისულ რეზი ბრეგვაძეს მისღებში ორი „ბოსი“ და რამდენიმე შეიარაღებული ბიჭი დახვდა, შიში არ შეუმჩნევია:
-რა სტუმრემი მყოლია.
-დაჯექი მასპინძელო!
არც ჩიჩუა დარჩა ვალში მის ცინიზმს.
-გისმენთ.
-აქედან უნდა წავიდეთ, შენი ფული და საბუთები გვინდა, რომელიც იცი საიდანაც უნდა მოიტანო!
რეზი მალევე მიხვდა, რომ ყველაფერი იცოდნენ მასზე, ისევე როგორც მან იცოდა, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ ორივეს, ამიტომ სიტუაცია მას უნდა ემართა..
-ესენი გავლენ?
-არა!
-კარგი, სასმელს მოვიტან და გეგმაზე ვილაპარაკოთ.
ადგა ბრეგვაძე და უკან გაყოლილი დაცვის წევრის თანხლებით, სამზარეულოდან სასმელისა და ჭიქების გატანა დაიწყო სათითაოდ, სანამ ყველაფერი გაიტანა, ბოლო გასვლილსას სამზარეულოში გაზის ჩამრთველს თითი გადაკრა, სამზარეულოს პატარა ფანჯარას ახედა, რომელიც მუდამ ღია ჰქონდა, საათს დახედა და მომღიმარი სახით შევიდა მისაღებში.
ბევრი საუბრისა და გულმოდგინე გეგმების შემდეგ, დაარწმუნა, ოდნავ შემთვრალი სტუმრები, რომ ეხმარებოდა ადგა საპირფარეშოში შევიდა. სადაც პატარა ფანარაში გაძვრა და სამზარეულოს ფანჯარასთან დადგა, სანთებელას ცეცხლი მოუკიდა და კევის საშუალებით ანთებული ღია ფანჯარაში ისროლა...
მეორე დღეს, თორნიკესთან კაბინეტში ნიკამ კარი შეგლიჯა და ისეთი სახით დაყარა გაზეთები, რომ უფროსმა დადიანმა გაუაზრებლად აიღო მიმოფანტული ნივთები, რომლებიც ძალიან ეჯავრებიდა და ვერასოდეს იტანდა ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.. ნიკამ კი ტელევიზორი ჩართო სადაც იგივე ინფორმაციას გადმოსცემდნენ, ცეცხლში გახვეული სახლი და მისთვის საძულველი სახელი და გვარი „რეზი ბრეგვაძე“ ტრიალებდა ყველა არხზე, ასევე ტრილაებდა მისი სახლი, რომელიც ცეცხლში იყო გახვეული და კარგად ჩანდა, როგორ იწვოდა ირგვლივ ყველაფერი...


პ.ს. პატარაა მაგრამ, ორი დღე ვერ დავდებ და ამიტომ გადავწყვიტე დამედო.
გელოდებით შეფასებებით, დიდი მადლობა ინტერესისა და იმ დრისთვის,
რასაც მე და ჩემს ისტორიას გვითმობთ.



№1 სტუმარი ლიკ ლიკ

აუუ ეხლა თორნიკეს დააბრალებს ტასო :(( ცოტა მეტი მათი ურთიერთობა რაა, ასევე მალე შემდეგი

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

ნატალია ცუდად მოიქცა ესე არ უნდა მოქცეულიყო რადგან ანა და თორნიკეს ურთიერთობა მათი საქმეა ..... მმთლიანობაში მართლა კარგია ... ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი lile-eli

ლიკ ლიკ
აუუ ეხლა თორნიკეს დააბრალებს ტასო :(( ცოტა მეტი მათი ურთიერთობა რაა, ასევე მალე შემდეგი

დიდი მადლობა, რომ კითხულობ და მიზიარებ მისაზრებას. იქნება მალე მეტი ტასო და თორნიკეც.. ორი დღე ვერ მოვახერხებ, თუმცა ვეცდები.

სტუმარი nina
ნატალია ცუდად მოიქცა ესე არ უნდა მოქცეულიყო რადგან ანა და თორნიკეს ურთიერთობა მათი საქმეა ..... მმთლიანობაში მართლა კარგია ... ველოდები შემდეგ თავს

მიხარია რომ მოგწონს.
მეც გეთანხმები, რომ ნატალია ცუდად მოიქცა, ამას ძალიან ნანობს...

 


№4 სტუმარი llllllll

Dzalian kargia , magram jobs sikvarulis istoriebi metad ikos ❤ vegar vdzleb ????

 


№5  offline წევრი lile-eli

llllllll
Dzalian kargia , magram jobs sikvarulis istoriebi metad ikos ❤ vegar vdzleb ????

მადლიბა დიდი და ვეცდები გავითვალისწინო. :)

 


№6 სტუმარი Nia

Gelodebi sayvareloo???? rodis ikneba axali tavi ? Velodebi moutmenlad

 


№7 სტუმარი სტუმარი Lika

Mec velodebii ;((((

 


№8  offline წევრი lile-eli

დიდი მადლობა რომ ელოდებით, ხვალ დავგებ აუცილებლად.

 


№9 სტუმარი K allsksksksk

Sad xar amdeni xani ra aris rogori cudi gogo xar ra wesia ? Rodis dadeb axal tavs ricxvi daawere

 


№10  offline წევრი lile-eli

K allsksksksk
Sad xar amdeni xani ra aris rogori cudi gogo xar ra wesia ? Rodis dadeb axal tavs ricxvi daawere


ვიცი, მესმის და მაპატიე.. ავტვირთავ მალე. რიცხვი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, დიდი ბოდიში ამისთვის. მადლობა რომ კითხულობ.

 


№11  offline წევრი maviwyara

საინტერესოა როგორ განვითარდევა მოვლენები
--------------------
M.N

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent