შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუფლებო სიყვარული IV (სრულად)


22-06-2018, 21:53
ავტორი The Dreamer
ნანახია 4 478

„ლაუნჯ ბარში“ შეხვედრა მოქონდა დანიშნული თუმცა ბოლო წუთს კლიენტმა შეხვედრა გააუქმა,მე კი დავრჩი ყავასთან და თავისუფალ ერთ საათთან ერთად მარტო..
-კესო?..-მომესმა ნაცნობი ხმა და სული გამეყნა სხეულში.. დედნდარტყმულივით მივიხედე უკან და გული შემეკუმშა.. -აქ რას აკეთებ?მეგონა..-ვერ მოვედი აზრზე რა გამეკეთებინა.. უბრალოდ გაჩუმდა და პასუხს დაელოდა.
-აქ ვცხოვრობ.. ნუ ამ სასტუმროში არა,მაგრამ.. აქ ვარ.. ქუთაისში. შენ რას აკეთებ აქ?
-კომფერენცია მქონდა..
-ჰო რა თქმა უნდა.-თავი გადავაქნიე და სავარძლიდან ავდექი.მან კი შემაჩერა..
-თუ დრო გაქვს იქნებ ყავა დაგველია,ცოტა გვესაუბრა..-რაღაცნაირად სევდიანი მომეჩენა მისი თვალები,რომელიც მე სულს მიწრიალებდნენ..საათს დავხედე,თუმცა ზუსტად ვიცოდი რომ ერთი საათით მეცალა.
-ნახევარი საათი მაქვს.-ვთქვი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები.. არც კი მეგონა საქართველოში იყავი,არა თუ ქუთაისში.. აქ რა დაგრჩენია?
-დიზაინის სკოლა გავხსენი.. -გაიღიმა.
-კარგია,როგორც იქნა ოცნება აისრულე და შენს რეალურ გატაცებასაც მიხედე..
-რა საინტერესოა იმ ადამიანთან შეხვედრა ვინც იცის შენი ოცნებების და გეგმების შესახებ..-გავიცინე და ხედს გავხედე..
-იცი.. რაც მოხდა..
-მათე ძალიან გთხოვ,არ გვინდა ისევ წარსულში ქექვა.. მე მივხვდი რომ შენგან წასვლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გამართლებული საქციელი იყო.
მე მტკიოდა...მე არმინდოდა შენი გაშვება, მე სულ მენატრებოდი, მე ვიბრძოდი შენს გარეშე და არა შენთვის ან შენთან ერთად, მე ყოველთვის მათენდებოდა იმდენს ვფიქრობდი...მე ვიტყვი რომ აღარაფერი ვართ ერთმანეთისთვის ! ვერც კი მიხვდები რამდენად მტკივა ამ სიტყვების წარმოთქმისას სული.. მე ,,კარგად ვარ'' მე შემიძლია შენს გარეშე.ყველაზე მტკივნეული ის იყო რომ მე შენ მიყვარდი.. მაგრამ, ამ ტკივილისგან განვთავისუფლდი, და გთხოვ ნუღარასდროს მაგრძნობინებ რომ გიყვარდი რადგან ამას დავიჯერებ.
-კესო მე შენ არ მიყვარდი.. ახლაც მიყვარხარ და ვერასოდეს შევძლებ შენს გაშვებას. რაც არუნდა დრო გავიდეს.. დღე,კვირა თუ წლები.. ვიმედოვნებდი დაბრუნდებოდი და ვისაუბრებდით,მინდოდა მომეძებნე,მაგრამ „კვალს“ კარგად მალავ.-მიმანიშნა მართაზე და მამაზე..
-მათე შენ ლანა უნდა გიყვარდეს და არა მე.
-მაგრამ მე ლანა არ მიყვარს..
-მაშინ ცოლად რატომ მოიყვანე?
-ცოლად? ლანა ცოლად არ მომიყვანია
-და ბეჭედი..
-რა ბეჭედი? შენ წინასწარ გამოიტანე დასკვნები როგორც ყოველთის.. მას ძალიან მოსწონდა კულონი და მე უყიდე ჩვენი ურთიერთობის საპატივცემულოდ.მე მას უბრალო მეგობრობა შევთავაზე.. როგორ იფიქრე რომ იმ ღამის შემდეგ ლანას ხელს ვთხოვდი?
-ყველაფერი ამის მანიშნებელი იყო.. მართაც უცნაურად იქცეოდა.. მეგონა მან იცოდა.
-მართა? ეგ ის გველია,რომელსაც თავი მაშინვე უნდა გაუჩეჩქვო როგორც კი შესაძლებლობა გექნება..
-რა? მეგონა მეგობრობდით..-გაკვრვებულმა შევხედე..
-ვმეგობრობდით სანამ მისი რეალური სახე არ დავინახე..
-და რა მოხდა?
-სერიოზულად?-მათემ თავი გააქნია.. შემდეგ შემფასებლურად გამომხედა..-რადგან გეგონა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ლანა ჩემი ცოლი იყო,შენც ტყუილად არ იქნებოდი..
-ეგ რას ნიშნავს მატე?
-შენ..
-რა მე?
-ვინმესთან ხარ?
-შეიძლება ასეც ითქვას..
-მაგრამ მე გიყვარვარ..
-რა? არა..
-კესო ეს კითხვა არ იყო..
-ჩემი წასვლის დროა..-მან საათს დახედა..
-ჯერ კიდეევ გაქვს დრო.-ავდექი,მის საუბარს არ ვაქცევდი ყურადღებას.
-გამიხარდა შენი ნახვა მათე.-გასასვლელისაკენ წავედი და ისიც უკან გამომყვა..
-რადგან არ იშლი.. გაგაცილებ..
ლიფტიში მისი სუნამოს სუნმა თავბრუ დამახვია.. ვცდილობდი გონება მომეკრიბა და თავი ხელში ამეყვანა რაც შეუძლებლად მიმაჩნდა იმ მომენტში.. ალბათ ოდნავ მაინც რომ შემხებოდა თავს ვეღარ მოვერეოდი,ასე რთული ყოფილა განშორბის შემდეგ კვლავ მისი ხილვა..
ვიცოდი რომ ეს „დაუშვებელი“ იყო,მათემ ლიფტი გააჩერა და უკან სარკეზე მაიძულა მიწოლა.. ლამის გული ამომივარდა ისე ვნერვიულობდი მის გვერდით..
-მათე ძალიან გთხოვ.. ეს ..-სიტყვა არ დამასრულებინა და მაკოცა..-მათე არ შემიძლია..
ისევ არ მაცადა საუბარი.. გაშმაგებით მკოცნიდა და ცალი ხელით კაბაში შეძრომას ცდილობდა.. განსჯის უნარი სწორდ მაშინ დავკარგე როცა საცვლებში მისი ხელი ვიგრძენი..
არ ვიცი მის ნომრამდე როგორ მივაღწიეთ,იქ კი ამაღლებული გნცდებში გადავეშვით..
დილამ საღად აზროვნების უნარი დამიბრუნა.. მივხვდი ძალიან ცუდად ვიქცეოდი და უკვე ორი მამაკაცის საწოლში ამოვყავი თავი..
-თავი ნამდვილი კახპა მგონია,თავს საშინლად ვგრძნობ.. არ მინდოდა..
-კესო ჩვენ ეს ორივეს გვინდოდა.. შენ კახპა არ ხარ,ჩემი საყვარელი ქალი ხარ და მინდა სულ ჩემს გვერდით იყო.
-შენ შეიძლება მიჩვეული ხარ პარტნიორების ასე ხშირად ცვლას,მაგრამ..
-მაგრამ რა? იმ კაცს გიტყდება ვისთან ერთადაც ჟი$%&ობ?-გაღიზიანდა მათე..
-იცი?.. ნაგავი ხარ.-საწოლიდან ავდექი და სწრაფად დავიწყე ჩაცმა.
-მოიცა ნაგავი რატო ვარ? ასე არაა.. აბა და-ძმურად წევხართ ერთად თუ ვერ მივხვდი..
-ჰო.. მე მასთან ვ&$*ბ და ეს ძალიანაც მომწონს..
-მაგრამ ჩემთან გინდა ყოფნა.. ალბათ მასთან რომ წევხარ მე წარმომიდგენ,ღამით ეროტიულ სიზმრებში რამდენჯერ გინახივარ გამოტყდი..ალბათ დროდადრო ჩემი სახელიც კი წამოგცდება ხოლმე იმდენად გინდივარ..
-მათე..
-ეგ დედა მო%&*ლი რომ გამოტყდე შენს გრძნობებში სანამ რამე ამორალურს ჩავიდენ ხოლმე არ შეგიძლია? მერე დადგები და მლანძღავ.. ყველაფერს რომ აზრი ეკარგება მერე მეუბნები რასაც გრძნობ.
-შენ ყოველთვის იცოდი ჩემი გრძნობების შესახებ,ან ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამ საუბარს?-თავი გადავაქნიე და თმა სწრაფად ავიკარი..
-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის კესო..-სწრაფად ჩაიცვა შარვალი და გადაიცვა მაისური.
-მათე წარსულის დევნაში ვერ გავატარებ ჩემს მთელ ცხოვრებას..
-და სად დასდევ წარსულს? გასაგებია რომ გეგონა ცოლი მოვიყვანე და წახვედი,მაგრამ როცა გაიგე რეალურად რაც ხდება ახლა რა გიშლის ხელს?-ტელეფონმა დარეკა ბაქარი იყო..
-გისმენ ბაქარ..-მშვიდად გავეცი პასუხი და თან ფეხსაცმელი ჩავიცვი.
-სად ხარ?სახლშ არ მოსულხარ?
-კი .. მაგრამ დილით ადრე გამოვედი.ბაქარ მოგვიანებით გადმოგირეკავ.-ტელეფონი გავთიშე.
-ვინ არის ბაქარი?-ტელეფონი ამაცალა მათემ..
-ჩემი პარტნიორია.-წარმოვთქვი მტკიცედ.
-შენ ხო არ აფრენ? არა იცი საქმე რაშია?-მათე ძალიან გაღიზიანდა დაა მთელ ხმაზე მიბღაოდა..-დიდიხანია შენთვის ყურადღება არავის მოუქცევია როგორც საჭიროა და სულ აეშვი ხო? -ადგილს ვერ პოულობდა და თავადაც ცდილობდა დამშვიდებას მარამ არ გამოდიოდა.-მე .. მე მოგიყვან ჭკუაზე კესო!
-რა უფლებით?-ჩემს უტეხობაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და კედელზე მიმანარცხა,კისერში ხელი წამიჭირა და განრისხებული მიყვიროდა.
-აიშვი არა? გაბოზება მომინდომე შენი დედა მო@%&ნ? ყველანაირი უფლებით შემიძლია ახლავე მიგახრჩო.. სანამ ჭკუიდან არ გადამიყვან მანამდე არ მოისვენებ ხომ..-ვცდილობდი ხელი გაეშვა,მაგრამ უშედეგოდ.. ვერც ვსაუბრობდიი,თვალები ლამის გადმომცვივდა..
ხელი გამიშვა და ერთიანად დავეწაფე ხარბად ჰაერს.. იატაკზე მუხლებით დავვარდი და ხველება დამაწყებინა.. მათეს ვხედავდი როგორ შეაგროვა სწრაგად ნივთები და მკლავში წამავლო.. იძულებით ამაყენა ფეხზე,ყელზე პატარა,ატლასის შარფი თავისივე ხელით შემომახვია და მჭიდროდ მკერდზე მიკრული ნომრიდან გამიყვანა..
-რას აკეთებ?-წლივს წავილუღლუღე..
მან პასუხი არ დამიბრუნა.. ავტოსადგომზე გამიყვანა და მაიძულებდა მანქანაში ჩავმჯდარიყავი..
ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია,მაგრამ უშედეგოდ..
-კესო დაეგდე მანქანაში!-იყვირა ბოლოს და კარები ძლიერად მომიჯახუნა..
გზაზე გავედით.. ჩემთვის უცნობი გზით მივდიოდით,თუმცა სად არ ვიცი.. ბოლოს წარწერა „ქუთაისი“ გადახაზული რომ დავინახე ყველაფერი ნათელი გახდა..
-მათე..
-რა გინდა?-უხეშად მკითხა ისიე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-არ შემიძლია ასე უბრალოდ წამოვიდე.
-მეღადავები ტო?-ირონიულად გაიცინა..-ჩემგან ასე უბრალოდ დგებოდი და მიდიოდი და აი ნეტა იცოდე როგორ ახლა გინდა თუ არა ეს შენ..
-შენ ხომ შენი ცხოვრება გაქვს,რატომ არ მაცდი მე მქონდეს ჩემი?
-კესო ისევ ნერვებს მიშლი.
-მათე..
-კესო არ შემიძლია ვიდგე და გიყურო როგორ ინგრევ ცხოვრებას.. შენ ისევ ჩემი ცოლი ხარ და არ მსიამოვნებს როცა ვინმე სხვასთან ხარ ეს რა ცხადი არ არის?-ყურებს ვერ დავუჯერე..
-რა ცოლი? შენ ხომ ერთ წლის წინ ხელი მოაწერე საბუთებს?
-არ მოვაწერე! შენ დამიგფეგმე ცხოვრება რა გამეკეთებინა,მე კი შენს ჭკუაზე არასოდეს გავივლი მითუმეტეს ახლა! ასე რომ მოკეტე და იჯექი.
თავის სახლში მიმიყვანა..
დილით სამსახურში წავიდა.. მე კი სახლში გაჩერება არ მინდოდა..
სხვაგან სად წავიდოდი თუ არა ოფისში?
მართა ჩემს კაბინეტში მოკალათებული საბუთებს კითხულობდა..
კარებზე მივაკაკუნე,მას კი არც შემოუხეავს ისე გასცა განკარგულება..
-ყავა შემოიტანე..-ირონიულად ჩამეცინა
-როგორც მეტყვით შეფფ..-ჩემს ხმაზე თავი ასწია და სავარძლიდან წამოხტა
-კესოოო-შეჰკივლა და ძლიერად გადამეხვია..
-როგორ ხარ?-ვკითხე მე..
-ძალიანდ დატვირთული,არც კი მეგონა „შეფობა“ ამდენ პასუხისმგებლობასთან თუ იყო დაკავშირებული..
-გილოცავ ჩემს წრეში გაწევრიანებას.-შემდეგ ღია კარებში გავიხედე სადაც ორი ასისტენტის მაგიდა იდგა..-დაიმდენად გაგიძნელდა რომ ასისტენტი აიყვანე თანაც ორი?-რატომღაც ეს ამბავი მეტიჩრობაზე მიმანიშნებდა.
-ჰო,ასე გახდა საჭირო.. ზოგჯერ ვერც კი ვახერხებ აქ მოსვლას,ისინი კი ჩემს საქმეს აკეთებენ..-ამ სიტყვებით მართაზე თითქოს წარმოდგენა დავკარგე..
სწორედ ისეთი ადამიანი გახდა,რომელსაც თავიდანვე ვამბობდი,რომ მაღიზიანებდნენ.. ის იყო გმირი დედის,უკვე გამეტიჩრებული შვილი,რომელსაც შანსი მიეცა „მაღალ ლიგებში“ ეთამაშა,თუმცა მან „მოთამაშეები“ დაიქირავა ეს საქმე მის მაგვივრად აკეთოს..
თავი ვეღარ შევიკავე და შევუსწორე..
-ჩემს საქმეს!-სახე გამიმკაცრაა,მანაც მიხვდა რაღაც სისულელე გააკეთა
-რა?
-ჩემს საქმეს და არა შენს საქმეს..-არ ესიამოვნა მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
-ჰო რა თქმა უნდა.-გამიღიმა კვლავ,თუმცა მის ღიმილში აღარ იყო გულწრფელობა..-კესო საყვარელო.. ჩემი კომპანია,უფრო სწორად შენი კომპანია ხვალ წვეულებას მართავს იმედია მოხვალ..
-რა თქმა უნდა.. ეჭვი არ შეგეპაროოს..
დიდხანს არ გვისაუბრია.. მათეს სიტყვების შემდეგ, რატომღაც უკვე ყველაზე და ყველაფერზე მქონდა გული აცრუებული..
აღარავინ მინდოდა..
თითოეული სიტყვა მაღიზიანებდა..
ქუჩაში მივეხეტებოდი,არც არაფერზე ვფიქრობდი..
გზად იმ პატარა ტაძარს ჩავუარე,სადაც ჯვარი დავიწერე.. სადაც ჩემი მამაო მოღვაწეობდა..
შესვლა არ მინდოდა,მაგრამ ფეხებმა თავად შემიყვანეს შიგნით..
სანთელი ავანთე და მაცხოვრის ხატს ვუყურებდი..
უამრავი კითხვა მქონდა..
„-რატომ დამტოვა მარტო?“
„-რაც გადამხდა ნუთუ საკმარისი არ იყო?“
„-როდემდე უნდა დამეკარგა საყვარელი ადამიანები,რომ ეს საკმარისი ყოფილიყო?“
„-როდის დასრულდებოდა ჩემი ტანჯვა?“
-შვილო შემიძლია დაგეხმარო?-მომესმა სათნო ხმა.. მისკენ შევბრუნდი..-კესო შვილო შენ ხარ?-არ მეგონა თუ მიცნობდა,მაგრამ შევცდი..
-დიახ მამაო.. მე ვარ..-ხელზე ვემთხვიე.. მან კი ხელი მომკიდა და პატარა სარკმელთან მიმიყვანა სადაც აღსარებას იბარებს ხოლმე..
-შვილო შენს თვალებში სევდას ვხედავ.. რა ხდება შენს თავს? აღსარება რამდენი ხანია რა ჩაგიბარებიათ?
-საუკუნეა მამაო.. დამძიმებული მაქვს სული..სიყვარულის სახელით უმარავი შეცდომა დავუშვი, ძარღვებში სისხლიც კი აღარ მოძრაობს.. სული მეტინება და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს ეს ცოდვები..
-რა შეცოდე?მითხარი დაგეხმარები სულის ხსნა იპოვო..
-ქორწინება გაყალბებული საბუთებით გავაფორმე,ამაში კი თქვენც ჩაგითრიეთ.. ჯვრის წრიდან ორ საათში იძულებთ მივატოვე ქმარი და ამერიკაში წავედი.. როცა ჩამოვედი მოვინდომე უკან დამებრუნებია,მასთან ვიწექი იმის მიუხედავად რომ ვიცოდი სხვასთან იყო.. შემდეგ თითქმის მე ვაიძულე ხელი ეთხოვა ქალისთვის ვინც არ უყვარდა და ოფიციალურად გავშორდი.. სხვასთან ვიწექი,იმის მიუხედავად რომ ქმარი მიყვარდა, ამ პიროვნებას კი არც კი ვიცნობდი.. თუმცა მარტოობის შიშმა დამაბრმავა..ბოლოს ისევ ყოფილ ქმართან ვიწექი.. მშობლებთან ცუდი ურთიერთობა მაქვს..
ნახევარი საათის წინ კი მეგობარს ვაწყენინე.. ბიზნესი ჩავაბარე,, გავუჩინარდი ერთი წლით.. ახლა ვნახე და გავბრაზდი როცა კომპანიას თავისი უწოდა..-მამაო მისმენდა,დროდადრო სახე ეცვლებოდა..
-კესო შვილო.. ადამიანი შექმნილია ცოდვების დასაშვებად,წინააღმდედ შემთხვევაში ყველანი წმინდანები ვიქნებოდით.. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ როგორც ღმერთმა შეგვქმნა თავის სახად და ხატათ,ჩვენც მას მივემსგავსოდ მას.. დაუშვებელი შეცდომა გაქვს ჩადენილი.. პირველ რიგში,მშობელთან დაკავშირებით,მან შენ გაგაჩინა,აგღზარდა.. ცდილობდა უზრუნველი მოავალი შეექმნა,შენ კი მას ატირებ?რის გამო..-თავი გააქნია და განაგრძო.-იმრუშე.. ათი მცნების კანონიც დაგირღვევია.. თუმცა შენს შეცდომას კარგია რომ აცნობიერებ..ეცადე აღარასოდეს გაიმეორო.პატივი ეცი შენს თავს და არ მისცე მარტოობას იმის საშუალება იმასთან მიგიყვანოს, ვისაც არ ეკუთვნი.. გირჩევ დედათა მონასტერში წახვიდე ერთი კვრით მაინც,სული გაიწმინდე..-მასთან საუბარმა ცოტა დამამშვიდა..
სახლში რომ მივედი მათე უკვე მოსული დამხვდა,ჩემი დანახვა გაუკვირდა..
-მეგონა გაიქეცი..
-რა სასაცილოა..-ირონიულად წავილუღლუღე და დივანზე დავჯექი..
-სად იყავი?
-შენი საქმე არაა..
-რომ გეკითხები გოგო მიპასუხე! იცი ვერ ვიტან მსგავს რამეს.
-ტაძარში.. მამა ნიკოლოზთან.-ჩემმა პასუხმა გააკვირვა..
-შენ თვითონ მოიფიქრე იქ წასვლა?
-მათე..
-არა მართლა.. მიხარია შენც უტვინო თავამდე თუ რაღაც მივიდა..
-მათე..
-ანუ ჯერ კიდევ შემოგრჩა ნამუსი,სინდისი ან არა და ისევ ფარისევლობას აგრძელებ..
-საშინელი ადამიანი ხარ მათე..
-შენი წყალობით ვარ ასეთი კესო!მაიძულე რომ ცუდად მოგქცეოდი.
დილით მათე სამსახურში წავიდა.. დაახლოებით სამი საათისათვის ამანათი მივიღე უზარმაზარი მუყაოს ყუთით..
გავხსენი.. ოქროსფერი ბლისტიკებით მოჭედილი კაბა იყო,პატრა ყუთში მისი შესაფერისი ფეხსაცმელი,უფრო პატარა ყუთში კი ხელჩანთა..
ცოტახანში მათემაც დარეკა..
-მოემზადე საღამოს კომპანიის წვეულებაზე მივდივართ..
-შენ რა იცი წვეულებაზე?
-როგორ გგონია? მართამ დამპატიჟა. ჩვენ კი ერთად წავალთ..
-თავს ცუდად ვგრძნობ.. არ მინდა.
-კესო არ მიკითხავს! საღამოს მზად დამხვდი თორემ ვიჩხუბებთ!
წასვლა არ მინდოდა..ამიტომ არც მოვემზადე.. მათემ რომ დამინახა გაღიზიანდა და სევ ჩხუბი დაიწყო..
-ხომ გითხარი რომ მზად დამხვედროდი?
-არ მინდა წასვლა
-კესო მკვლელს ნუ გამხდი ძალიან..
-თავს ცუდად ვგრძნობ და არ მინდა საზოგადოებაში გამოჩენა..
-თუ ჩემთან ერთად არ გინდა გამოჩენა?
-საყვარელო მეუღლევ ან ახლავე ჩაიცმევ ან ამას მე გავაკეთებ და ძალიან გეტკინება!-მათე მაშინებდა..
აღარ იყო ის მათე.. ახლა სულ ჩხუბობდა და იმუქრებოდა,მართლა შემეშინდა.. ამიტომ წავედი და ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი..
-ასე ბევრად ჯობს.
-ასე ცუდად რატომ მექცევი მათე?
-გიკვირს? შენთან მშვიდად საუბარმა შედეგი არ გამოიღო,მიჩვეული ხარ ყველა თავს გველებოდეს და შენი ერთი ფეხის დაბაკუნებით წყდებოდეს საქმეები
მივედით თუ არა შესასვლელში პაპარაცების ობიექტივსაც არ გამოვრჩენილვართ..
პირდაპირ ბარისკენ ავიღე გეზი.. ჩემი საყვარელი წითელი ღვინის პარტნიორობით გავსცქეროდი სტუმრებს.. მათე კი ნაცნობებს ესაუბრებოდა.
-გამიხარდა რომ მოხვედი.-აღნიშნა მართამ.
-შენთან საუბარი მინდა გასულ დღეზე.. მინდა მაპატიო,ვიცი უსამართლო ვიყავი შენთან მიმართებაში..
-არაუშავს კესო.. ჩვენ დაქალები იმიტომ ვართ რომ ერთმანეთს შეცდომებს ვპატიობთ,თანავუგრძნობთ და სწორ გზას ვუჩვენებთ..
ჩვენთან ბაქარი მოვიდა(ისიც კომპანიის კლიენტია და შესაბამისად მოწვეული იყო)
-როგორ ხარ?სად დაიკარგე ეს დღეები.ან თბილისში თუ მოდიოდი რატომ არ მითხარი?
-ბაქარ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა.
-მაწყენინე,პირდაპირ გულში დამჭერი.-გაიცინა და სასმელი შეუკვეთა.-უბრალოდ მომენატრე.. ვიფიქრე რომ შეგვიძლია ისევ გავერთოდ.
-არა.. აღარ შეგვიძლია! საერთოდ ჯობს თუ ერთმანეთთან მხოლოდ საქმიან ურთიერთობას დავიჭერთ და თუ ესეც არ იქნება მით უფრო კარგი.
-დაუნდობელი ხარ.
-ნუთუ?
-კარგი კესო.. შენ მერე მოგხედავ,ახლა საქმეები მაქვს.-გამიღიმა ირონიულად და წავიდა
ნუთუ მხოლოდ „ძველებური გართობის“ დანიშნულებით უნდა ვყოფილიყავი?
აუზთან გავედი,მინდოდა ცოტა ხასიათზე მოვსულიყავი მაგრამ იმდენად ტრ&%ში ვიყავი რომ ხასიათზე ვერაფერი მომიყვანდა..
მართა მოვიდა ჩემთან,თუმცა სიტყვა არ უთქვამს,უბრალოდ ვიდექით სასმელის ჭიქით ხელში..
ისევ უგემოვნო ლუქმა მიიპყრო ჩემი ყურადღება..
ძალიან მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმეი( რომელსაც ხუმრობით ციდან სამ მეტრზედაც კი ეძახიან),წითელი ვულგარული კაბა და წითელი პომადა.. რა საკვირველია ეს ლანა იყო.. ის კი რას აკეთებდა ამ წვეულებაზე არ ვიცი.. მისი დანახვა არ მინდოდა ამიტომ მართასთან ერთად მარტო დავტოვე და სტუუმრებს შევუერთდი..
მაგდას(კომპანიის ერთ -ერთი კლიენტი) ვესაუბრებოდი როცა ლანა მომიახლოვდა,ამიტომ კლიენტს დავემშვიდობე და ლანას მივაქციე ყურადღება.. არ ვიცი მათემ და მართამ რა იფიქრა,მაგრამ როცა ერთად დაგვინახეს,მაშინვე ჩვენთან გაჩდნენ..
-თავს მარიდებ საყვარელო?-მკითხა ლანამ.
-ვცდილობ.. არ ვიცოდი დისკომფორტს თუ განიცდიდი ჩემი უყურადღებობით.-გავუღიმე თავაზიანად..
-ვიცი! ვიცი კესო ვინც ხარ და რაც ხარ.-ცოტა უცნაური სიტყვა იყო,მათემ კი გააწყვეტინა..
-საკმარისია ლანა.. წავედით!-მკლავში ჩაავლო მათემ მაგრამ მან გააშვებინა
-შენ გაჩერდი!-ლანა უკვა სასმელის სუნით ყარდა.. ვეცადე არ მეპასუხა და ზურგი ვაქციე თუმცა მკლავში წამავლო და თავისკენ შემატრიალა..
-რომ გელაპარაკები მომისმინე!-იყვირა მან..
-ლანა მთვრალი ხარ,შენთან საუბარს არ ვაპირებ..
-მე ვაპირებ.. შენ ცხოვრება დამინგრიე კესო.. გამოჩნდი თუ არა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე.
-ჩემთან არ უნდა განიხილავდე ლანა შენს ცხოვრებას.. მე შენთვის არაფერი დამიშავებია..
-როგორ არაა.. შენ მე მისი თავი წამართვი..-ხელი გაიშვირა მატესაკენ.. მისი ქცევები უკვე საზღვარს სცდებოდა..
-ის შენ არასოდეს გეკუთნოდა და ამიტომ ვერც წაგართმევდი..
-ლანა.. მაღალი ქუსლებით შენს დაბალ ინტელექტს და დონეს ვერ აიმაღლებ.. საცოდავი ხარ! კაცს თავს აცოდებ იმის ნაცვლად რომ მოხიბლო? მხოლოდ მახინჯ ქალებს ეპარება ეჭვი საკუთარ ქმარში,მე კი მხოლოდ სხვის ქმრებში შემაქვს ეჭვი.. ეს არის ჩვენს შორის განსხვავება.თუმცა...ის შენი ქმარიც კი არ არის..-ზურგი ვაქციე და წავედი..
მალევე მართა მომადგა ცნობისმოყვარე თვალით..
-იცოდი რომ ისინი არ დაქორწინებულან?-მკითხა მან..
-შენ იცოდი.. იცოდი და არ მითხარი.. იქაც განგებ გამიშვი,იცოდი მათე რომ უნდა დაშორებოდა ლანას,საჩუქარზეც იცოდი და მეც გამიშვი ბაქართან ერთად ზუსტად იმ რესტორანში გვერდით მაგიდასთან.. მიცნობ,იცოდი ავფეთქდებოდი და მათეს არ მოვუსმენდი..-ახლა ყველაფერი მახსენდებოდა..-იმის თქმის ნებაც კი არ მომეცი რომ იძლებით გამიშვა მშობლებმა ამერიკაში.. რატომ მართა?
-რა?-შეცბუნდა,არ მოელოდა რომ მასში ეჭვს შევიტანდი..
-არა.. არ თქვა ვიცი.. შენ ის.. გიყვარს და არ გინდა ჩემს გვერდით ხედავდე.. ამიტომ დგები ყოველთვის ჩვენს შორის?-ზიზღის გრძნობა დამეუფლა..-ამიტომ ვერ გიტანს მათეც? გამოუტყდი სულელო არა? გეგონა ზედ ჩამოგეკიდებოდა? მაინც როდის?..
-რა როდის?
-როდის მოგეცა მაგხელა გამბედაობა რომ ჩემი ქმრის შეყვარება გაბედე? ან როდის გამოუტყდი რო გიყვარს?.. როცა ლანა მიატოვა და მეც გზიდან ჩამოგშორდი?
-მათეს არც კი იცნობდი როცა მე შემიყვარდა.. შემდეგ კი როცა გაგიცნო.. ყველაფერს აკეთებდა შენთვის.. კი,ძალა მოვიკრიბე ამდენი წლის მერე და ვუთხარი,მაგრამ მაგ სულელს იმდენად ყავხარ შესისხლხორცებული მაიცნ შენზე ფიქრობს,თუნდაც წლებით მიატობვო..-თვალები ცრემლებით აევსო,მეც..
-მეზიზღები მართა.. შენი უაზრო შეთქმულებები რომ არა,დღეს მე და მათეს იდეალური ურთიერთობა გვექნებოდა..-ყველაფერი ვერ ვუთხარი რასაც ვფიქრობდი,რადგან მე მას ოდესღაც დაქალს ვუწოდებდი..
მათეს არც კი დაველოდე ისე წავედი სახლში..
მას შეაგვიანდა,მე ვერ მოვისვენე ..ყოველივე ახსნა-განმარტებების გარეშე წავედი დედათა მონასტერში.. ვფიქრობდი რომ უფალი უფრო დამეხმარებოდა ყველაფრის გაანალიზებაში..
მთელი კვირის განმავლობაში ჩემთვის მძიმე განრიგით ვიცხოვრე.. დილის ხუთ საატზე იწყებოდა ჩემი დღე ლოცვით,შემდეგ ფიზიკური სამუშაო. ისევ ლოცვა,რასაც ისევ მძიმე ფიზიკური შრომა მოსდევდა.. ისევ ლოცვა და რა საკვირველია შრომა.. მზის ჩამავალ სხივებს გამოვემშვიდობებოდით თუ არა ლოცვას ვიწყებდით და შემდეგ ვიძინებდით..
ეგზოტიკურ და მრავალფეროვან საკვებს ნაჩვევი გამიჩირდა ნიორზე და მჭადზე გადავლა..
საოცრად მოვიკელი.. თუმცა ამაზე დარდი ვის ჰქონდა..
პირველი ორი დღე გამიჭირდა..
შემდეგ სულზე დავიწყე ფიქრი,რომეს დამეხმარებოდა..
ერთ კვირას მეორე მიჰყვა მონასტერში.. მეორეს მესამე..
თითქმის სამი კვირა შევასრულე მონასტერში.. კიდევ მინდოდა დარჩენა,მაგრამ დედაო მოვიდა და სასაუბროდ თავის ოთახში შემიყვანა..
-შვილო.. კარგია რომ აქ დარჩენის სურვილი გაგიჩნდა.. დაივიწყე რომ არასოდეს გიმუშავია და ჩვეულებრივი მოკვდავივით ეწევი მძიმე შრომას.. ყველა ამჩნევს რომ ცდილობ ხსნა იპოვო.. ვფიქრობ შენ უკვე მზად ხარ საერო საქმეს დაუბრუნდე..
-ძალიან გთხოვ ნუ გამაგდებთ.. როცა მზად ვიქნები მე თავად წავალ..
-დღეს მამა ნიკოლოზმა დარეკა,შენი მეუღლე მისულა მასთან და უთხოვია შენი მისამართის გაგება.. უნდა რომ გნახოს.. კარგად დაფიქრდი,ესაუბრე მეუღლეს და გადაარჩინე ურთიერთობა.. ნუ მისცე ეშმაკს უფლებას თქვენი ოჯახი გახლიჩოს..-ოჯახი არასოდეს ვყოფილვართ,მაგრამ ის მართალი იყო.. წადი მამა ნიკოლოზთან და ის დაგელაპარაკება როგორც მამა.
თბილისში დავბრუნდი თუ არა მამა ნიკოლოზან წავედი..
-შვილო უფალი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს რასაც ვერ დაძლევ..
-როგორ დავძლიო მამა ნიკოლოზ,ვიცი მათე ვერ მიტანს,ასეც რომ არ იყოს ღალატს მაპატიებს?
-მე ვესაუბრე მათეს.. ის კარგი ბიჭია,იცის შეცდომების ფასი.. რადგან არ გეშვება შეუძლია გაპატიოს..
-რით აღარ დასრულდა ამდენი გამოცდა,რით ვერ გამომცადა ღმერთმა?
-ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება.. ტყუილად იყავი მონასტერში ამდენი ხანი? ვერაფერი ისწავლე? ვერაფერი გაიგე? თუ რადგან მე გითხარი შენც წადი მოვალეობის მოხდის მიზნით? არ გეტყობა რომ შენ გესმის შენი თავის და ღმერთის..
-მაპატიეთ მამაო..
მამა ნიკოლოზმა თავი გადააქნია და სარკმელთან დამტოვა..
გარეთ ნაწვიმარი იყო,ცა უკუნითი ღამის ფერი იყო სადაც დროდადრო გაიელვებდა და მთლიან თბილისს ანათებდა..
ფეხით მივუყვებოდი ქუჩას.. ტელეფონიც დამჯდარა და გათიშულა.
ლამპიონები ძლივს ანათებდნენ,მე კი სიბნელის მეშინოდა.. გზაზე ტაქსიც კი ვერ დავინახე..
ფეხის ხმა მომესმა,უკან მივიხედე ვიღაც მოდიოდა სწრაფი ნაბიჯით.. შემეშინდა და ფეხს ავუჩქარე,მანაც აუჩქარა..




პ.ს თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია,თუმცა წინა ტავს ვფიქრობ ზედმეტად კრიტიკულად მიუდექით.. ზოგმა "ოჯახში" შეშვება არ შეშვების საქმეც კი წამოჭრა.. მინდათ გითხრათ რომ ეს არის ისტორია ისეთ რიალობაზე როელიც დღეს ძალიან არის გავრცელებული..
პ.ს.ს ყველას თქვენი მოსაზრება გაქვთ... გინდათ?-წაიკითხავთ.. გინდათ არა..



№1 სტუმარი დგგგ

ვინც გინდა იმან მიმტკიცეთ ამის შემდეგ ეს გოგო არ არისოოო, სუფთა კახპაააა, იმედია მათესთან არ დარჩებააა, მე მათეს ადგილზე არ ვაპატიებდიი ქალბატონმა ერთი წელი წავიდა იგულავა კაცთან რომელსაც არც კი იცნობდააა, ასეთი უტვინო ქალი ჯერ არ მინახავს, არ ვიცი მათეს კიდევ როგორ უყვარს თან უთხრა ვინმესთან არ დაწვეოოო მაგრამ ქალბატონს თურმე სექს პარტნიორი უნდააა, დებილია მართას თავი ამართია. ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში მათე დაზარალდააა სულ წავიდეს საქართველოდან და ვინმე მისი შესაფერისი ნახოს.

 


№2 სტუმარი Nini

კარგია ????????მალე დადე შემდეგი თავი ☺️☺️❤️❤️

კარგია..მალე დადე შემდეგი თავი ☺️☺️❤️❤️

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგია. მართასნაირი ქალები მრავლად არიან არც კესოა ანგელოზი მაგრამ მართასგან მაინც შორსააა. მე მომწონს ეს თემა და ამიტომ ვკითხულობ და არაფრის გამო არ ვაპირებ კითხვა შევწყვიტო <3 წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი .....

იცი რა არ მესმის ამ ადამიანების ვინც ასეთ კომენტარებს წერთ,,მათემ უთხრა სხვასთან არ დაწვეო და ის მაინც დაწვა"და ამდროს მათე ლანასთან რომ ერთობოდა ეგ არაფერი ჰო? საერთოდაც როცა გიყვარს აზრი არ აქვს კაცია თუ ქალი მხოლოდ ის ერთი უნდა გინდოდეს და მხოლოდ იმ ერთთან უნდა გინდოდეს ყველაფერი,მაგრამ გულ ნატკენ ცხოვრებისგან გამწარებულ ქალს ოჯახისგან დაჩაგრულს სიყვარულით გულმოკლულს შესაძლებელია შეცდომები გაეპაროს და სრულიად მარტო მყოფმა სექს პარტნიორიც გაიჩინოს გამოდით ხალხო ამ აზროვნებიდან რომ ქალი მონაა ეს ასე არა ქალი სამყაროს ცენტრია

 


№5 სტუმარი Mariami

Kaxpaa keso aba ra aris me im bichs ufro vamartleb mates.

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

მეხუთე თავი ვერ ვნახე.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა ძალიან????მეხუთე თავი ვერ ვნახე და არ დადებულა ჯერ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent