შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუფლებო სიყვარული (სრულად)


23-06-2018, 21:16
ავტორი The Dreamer
ნანახია 10 433

ფეხით მივუყვებოდი ქუჩას.. ტელეფონიც დამჯდარა და გათიშულა.
ლამპიონები ძლივს ანათებდნენ,მე კი სიბნელის მეშინოდა.. გზაზე ტაქსიც კი ვერ დავინახე..
ფეხის ხმა მომესმა,უკან მივიხედე ვიღაც მოდიოდა სწრაფი ნაბიჯით.. შემეშინდა და ფეხს ავუჩქარე,მანაც აუჩქარა.. უკვე მივხვდი მდევარი ამეკიდა.. ნეტა რა უნდოდა ჩემგან? ფული?ძვირფასეულობა? ტელეფონი? რაც უფრო სწრაფად წავედ,მით უფრო მოუმატა მანაც ნაბიჯს..
ბნელ კუთხეში შევუხვიე რადგან მეგონა ასე დავემალებოდი,მაგრამ იქ კიდევ ერთი მელოდა.. პირზე ხელი ამაფარა და ხელები გამიკავა.. მდევარმაც ამ კუთხეში შემოუხვია.. კივილი მინდოდა მაგრამ ვერ ვკიოდაი.. გული მისკდებოდა შიშდან..
-სიბნელეშიდაც კი ჩანს შენი სილამაზე.-აღნიშნა ერთმა და ლავიწის ძვლებიდან ჭიპამდე თითით დაუყვა..
-არც ამდენად სექსულური მეგონა,მაგრამ..-კბილებაკაწკაწებულმა დაამატა მეორემ..
სახეში დამარყა და ძირს დავვარდი,თავი ძლიერად დავარტყი,,ცოტახანში ბლანტი სითბო ვიგრძენი,როგორც ჩანს თავი გამიტყდა.. ერთი ხელებს მიკავებდა მეორე კი ზემოდან გადამაჯდა და ტუჩებზე ლოშვნა დამიწყო,უხეშ ხელებს მკერდზე მიფათურებდა.. როგორც შემეძლო ვეწინააღმდეგებოდი.. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი,ხელზევუკბინე და დავკაწრე მაგრამ საპასუხოდ კიდევ ერთხელ,მაგრამ ამჯერად ძლიერად ჩამარტყა.. არ გავთიშულვარ.. აზრზე ვიყავი.. მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგებოდი.. უბრალოდ გაუნძრევლად ვიწექი.. თვალებიდან ცრემლების ნაკადი არ წყდებოდა.. ხმამაღლა ვიკივლე როგორც კი შანსი მომეცა.
-ვიღაც მოდის ამ ძუკნას ხმაზე..-შეშფოთებული მოვარდა მეორე,კივილისათვის ისევ ძლიერად დამარტყეს და ამჯერად გავითიშე..
არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიწექი სველ და ცივ ასვალტზე,მაგრამ გონს რომ მოვედი იისინი აღარ დამხვდნენ.. არც მშველელი მოსულა ჩემთან,როგორც ჩანს ბედის ანაბარა ვეგდე შუა ქუჩაში,თავგატეხილი და ნაცემი.
ნაბრძოლები ისეთი დაღლილი ვიყავი ადგომის თავიც არ მქონდა..
ტელეფონიც გათიშული იყო და ვერ ვრეკავდი..
ნერვებიდან მაკანკალებდა.. ტუჩიდან სისხლი მომდიოდა,ასევე თავიდან რადგან ასპალტზე დამარყმევინეს.. კარგად ვერ ვხედავდი..
არ ვიცოდი სად წავსულიყავი.. როგორმე ძალა უნდა მომეკრიბა და განათებულში გავსულიყავი.. იქნებ ვინმეს მოექცია ყურადღბა,რადგან მეტის გაძლება აღარ შემეძლო..
სასოწარკვეთას მივეცი.. საკუთარი თავი მეზიზღებოდა რადგან მეტად ვერ შევეწინააღმდეგე მოძალადეებს..
ხელიც ძალიან მტკიოდა,როდესაც ზურგს უკან ძლიერ დამიჭირეს და გადამიწრიახეს,შესაძლოა მომტყდა..
ავდექი.. უკან.. ეკლესიისაკენ წავედი იმ იმედით რომ ვინმე დამხვდებოდა..
იქამდე მისულს საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი,რადგან კარები დაკეტილი დამხვდა..
„-ესეც შენი უფალი და მისი სახლი!“ წავისისინე და კიბეზე ნელა დავჯექი..
ყველაფერი მტკიოდა..
ბოლოს გზაზე გავედი მინდოდა გამვლელი მანქანა გამეჩერებინა,მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო და ერთი-ორი მანქანა თუ ჩაივლიდა ისიც ყურადღებას არ მაქცევდნენ როცა საღ ხელს დახმარების საჭიროების ნიშნად ვაქნევდი..
ლამპიონთან ჩამოვჯექი და ძლიერად მოვხვიე ხელი „ბოძს“..
მთელი სხეული მიკანკალებდა,მეგონა მოვკვდებოდი..
მანქანამ რომელმაც წამის წინ ჩამიარა,მკვეთრი მუხრუჭი „დაარტყა“ და უკანა სვლით დაიძრა.. შემდეგ მძღოლი გადმოვიდა.
-ქალბატონო კარგად ხართ?-ხმაზე თავი ავწიე.. თვალები გავუსწორე და ამ მდგომარეობაში რომ დამინახა შეშფოტებული სახით შემომხედა.-ქალბატონო.. -აღმოხვდა მას.. ტელეფონი აიღო და სასწრაფოში დარეკა..-თუ გნებავთ მანქანაში დაბრანდით,აქ წვიმს და ცივა..-დასახმარებლად ხელი გამომიხოდა მაგრამ ცუვად შევიშმუშნე და ხელი გავწევინე..
სასწრაფოს პატრულის ეკიპაჟიც მოჰყვა უკან.. როცა სახელი და გვარი გაიგეს მაშინვე დაურეკეს ვიღაცას,როგორც ჩანს მამას,რადგან დაახლოებით ოც წუთში.. სანამ პოლიცია დეტალებს არკვევდა მამას მანქანა ჩვენს წინ გაჩერდა..
-მამა..-ვიკივლე და ძლივს ავდექი რომ ჩავხუტებოდი.. ვტიროდი,მოურიდებლად.. არ შემეძლო გაჩერება.. ბოლოს სასწრაფოს მანქანაში დამაჯინეს და დამამშვიდებელი გამიკეთეს
გონს საავადმყოფოს პალატაში მოვედი.. ცალი თვალით ვერ ვიხედებოდი.. ხელი მოვისვი და დოლბანდით მქონდა გადახვეული..
ხელიც თაბაშირში მქონდა..
პალატაში ექთანი შემოვიდა..
-ქალბატონო კესო თავს როგორ გრძნობთ?
-საშინლად..
-ცხადა,საშინელი ნაცემი ხართ.თქვენს ექიმს დავუძახებ და ის გაგაცნობთ თქვენს მდგომარეობას..
რაოდენიმე წუთში მათე შემოვიდა პალატაში,მამასთან ერთად..
მალევე ჩემი ექიმიც შემოჰყვა მათ..
-იქნებ მარტო დაგვტოვოთ ბატონებო,პაციენტს უნდა გავესაუბრო.-უთხრა ჩემმა ექიმმა.
-ქეთი მე პაციენტის ქმარი ვარ,ეს კი მამა.. სრული უფლება გვაქვს აქ ყოფნის.-უთხრა მათემ..
-იყვნენ..
პალატაში კვლავ შემოვიდა ექთანი და მათეს სასწრაფო ოპერაციაზე გასვლა მოუწია
-კარგი როგორც თქვენ გინდათ..-ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო..-მცირედი ტვინის შერყევა გაქვთ,თავის ძლიერი დარტყმისას,მარჯვენა ხელი მოტეხილი, მთელი ზურგი დალურჯებული.. სექსუალური ძალადობა არ გამოვლინდა.. ცემისა და დაზიანებების მიუხედავადავად ნაყოფის შენარჩუნება მოვახერხეთ..-ბოლომ განსაკუთრებით მიიპყრო ჩვენი ყურადღება.. განსაკუთრებით კი მათესი..
-ქეთი დარწმუნებული ხარ?-იკითა მამამ
-კი.. ძალიან პატარაა.. ორი სამი კვირის იქნება,თუმცა სისხლის ანალიზმა მოახერხა დადგენა.. ასეთი პატარა რომ არის პლაცენტა ამის გამო არ მოხდა დაზიანება.
ახლა ყველაზე ნაკლებად „დედობა“ მინდოდა.. განა ჩემგან რა დედა უნდა გამოსულიყო..
ბაქართან ყოველთვის ვიცავდი თავს.. ეჭვი არ მეპარებოდა რომ ეს მათეს ბავშვი იყო,თუმცა არ ვაპირებდი მის დარწმუნებას,ახლა არაფრის თავი არ მაქონდა..
რამოდენიმე დღე დამტოვეს საავადმყოფოში,შემდეგ კი სახლში გამწერეს.. ჩემი ბავშვობის სახლში,რომელსაც მათე სასახლეს, მე კი ციხესიმაგრეს ვუწოდებდი..
ანტიდეპრესანტების ნებართვა არ მომცეს ექიმებმა,რადგან ნაყოფს დავაზიანებდი..
თუმცა მისი გაჩენა არც კი მინდოდა..
ცხოვრების სურვილი დავკარგე..
მცემეს.. სასიკვდილოდ ქუჩაში მიმაგდეს და რის გამო?
ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი დაიწყო..
დეპრესიამ მომიცვა..
ოთახი მთლიანად ჩაბნელებული მქონდა და იქედან არ გავდიოდი.. ან თუ გავიდოდი ძლივს მივლასლასებდი..
ოჯახის წევრებს უჭირდათ ჩემი ამ დღეში დანახვა,თუმცა მათ არ ვესაუბრებოდი..
მათე რამოდენიმეჯერ მოვიდა,მაგრამ არ მინდოდა მისი დანახვა..
ყველა და ყველაფერი მძულდა..
-დე შეიძლება შემოვიდე?-ოთახის კარებზე დედამ მომიკკუნა..
-შემოდი..
-არ გინდა გამოხვიდე?
-არა
-ცოტა რომ ვისაუბროთ რას იტყვი?
-და რაზე? იმაზე როგორ მივედი ამ დონემდე?
-არა..
-აბა ბავშვის მოშორებაზე?
-არა რა თქმა უნდა.. დედა შენ ხარ.. შენ გადაწყვიტე როგორ უნდა მოიქცე,არავინ ჩაერევა შენს გადაწყვეტილებაში.. თანაც ისეთი გარეგნობის მშობლები ეყოლება დარწმუნებული ვარ ბავშვიც უზადო გეყოლებათ..მიუხედავად იმისა რომ არ ვარ მზად „ბებია“ დამიძახონ.. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას მის აღზრდაში.. შენს წინაშე დაშვებული შეცდომების გამოსასყიდად..
-დედა.. მე რაღაც გადავწყვიტე იმ დღეების მანძილზე,რაც ოთახში ვარ..
-გისმენ დედი..
-გადავწყვიტე მონასტერში წავიდე.. მთელი ორსულობა იქ მინდა გავატარო,თუ ნებას დამრთავენ იქ დავრჩები.. მეეჭვება ბავშვისთვის კარგი დედა ვიყო,ამიტომ შენთან.. ამ სახლში იქნება.. პერიოდულად მეც მნახავს..
-დედი ეს სერიოზული ნაბიჯია.. შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა,ლამაზი და სიცოცხლით სავსე ხარ..
-მე არაფერში გამიმართლა ცხოვრებაში.. გავიზარდე თუ არა პრობლემები მაშინვე თავს დამატყდა.. სწორია ასეთ სტრესში გზიდან არ გადაუხვიო.. მე გადავუხვიე.. ქმარსაც ვუღალატე,მხოლოდ იმიტომ რომ მინდოდა ჩემი წილი ბედნიერება როგორმე მეპოვა.. ვიფიქრე რომ ბაქართან დროთა-განმავლობაში ურთიერთობას ავაწყობდი.. ის ისეთი მზრუნველობით მექცეოდა,მის თვალებში ვხედავდი რომ ვუყვარდი,მაგრამ მე მათეზე ვიყავი გაგიჟებული და მის მეტს ვერავის ვამჩნევდი.. ახლა საკუთარ თავზე მერევა გული.. როგორ შეიძლება მათემ მაპატიოს,როცა საკუთარ თავს ვერვპატიობ.. ყოველთვის ბავშვის შეხებისას გულში გაივლებს მისია თუ არა ბავშვი.. შესაძლოა ჩუმად დეენემიც კი გააკეთოს..
ამ ტივილისთვის ვეღრა გავიმეტებ დედა,ისედაც ბევრი გადაიტანა ჩემს გამო..
-აჯობებს ჯერ მათეს დაელაპარაკო ამ თემაზე.. მიმძიმს ამის მოსმენა,რადგან დიდ წილად მე ვარ შენს უბედურებაში დამნაშავე..
-დედა მათემ არ იცის ჩემი ორსულობის ამბავი,ექიმიც გავაფრთხილე არ ეთქვა და მამას შიშით დაგვთანხმდა.. ასე რომ ნურცშენ ეტყვი.. ძალიან გთხოვ..
-კარგი,ვეცდები არ ვუთხრა.. მაგრამ ქვემოთ,ბაღში გელოდება და ჩადი.. თავად უთხარი ყველაფერი..
ფანჯრიდან გავიხედე და მათე დავინახე.. სწრაფად მოვიცვი ატლასის ხალათი და მასათან ჩავედი..
ჩემკენ გამოიწია,თუმცა მე უკან დავიხიე და მოკარების უფლება არ მივეცი..
იქვე მდგარ „შეზლონგზე“ ჩამოჯდა.. მე მის მოპირდაპირე.. თავი ჩახარა,ხელებს შორის მოიქცია.. სიტყვებს ეძებდა სათქმელად..
-არაფერს იტყვი?-
-მაპატიე..-მისი გაბზარული ხმა ყურებში ჩამესმა..
-შენ რა შუაში ხარ?-მხრები ავიჩეჩე
-მე რომ არ მეთხოვა მამა ნიკოლოზისათვის..
-საკმარისია მათე..თავს ტყუილა იდანაშაულებ,თანაც მე შენთვის რაღაც მაქვს სატქმელი.. მე გადავწყვიტე მონასტერში წავიდე.-ყურებს ვერ დაუჯერა მან..
-ვიცოდი რომ თავი დაარტყი მაგრამ არ მეგონა ტვინის ის ნაწილი თუ დაგიზიანდა რომელიც ჯერ ისევ გიმუშავებდა.. შენ ხოო არ აფრენ გოგო? რის გამო? ვიღაც ნაბიჭვრის გამო? დასკვნა წავიკითხე სექსუალური ძალადობის ნიშნები არ არის..
-მათე ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.. მე.. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ,შეიძლება ფიქრობ რომ სისულელეა ჩემი ეს გადაწყვეტილება,მაგრამ მე ასე მსურს.. ჩემი წილი ბედნიერება აქ არ არის,იქნებ იქ.. ჩემს სულზე ზრუნვა დამეხმაროს..
-კესო მონაზვნად უნდა აღიკვეცო?-ირონიულად მკითხა.მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე..-მერე შენი სექსუალური ცხოვრება.. იქ არ მოგცემენ სექს პარტნიორების ყოლის უფლებას.-მთელი ძალით გავარტყი სახეში..
-შენი დანახვა არ მინდა მათე.. ჩვენი ქორწინება იმ წამსვე დასრულდა როგორც კი გაფორმდა,მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ.. ჩვენ ერთმანეთიც კი აღარ გვიყვარს,უბრალოდ აკვიატებაა ეს ყველაფერი.. ჩემთვის აზრი დაკარგა ამ სიტაციამ.. ვიღაც ნაგავმა ხელი ასწია ჩემზე,მის ჭუჭყიან ხელებს მთელს სხეულზე მისობდა და მკოცნიდა.. ეს სექსუალური ძალადობა არაა? თუ მაინც და მაინც სასქესო ორგანოს შეხებით განისაზღვრება ეს ყველაფერი? მე მძულს საკუთარი პიროვნება და მინდა ამიერიდან მხოლოდ უფალს მიუძღვნა ჩემი ცხოვრება!
-კესო არ გამოვა.. მე მიყვარხარ,შეიძლება შენთვის უკვე სულ ერთია ეს გრძნობა,მაგრამ ვერ მოგცემ უფლებას კიდევ ერთხელ დამთმო,როცა შეიძლება ამ სიტუაციის გამოსწორება.. ნება მომეცი მე დაგავიწყო ის ტკივილი რაც განიცადე.. ვიცი კესო,რომ ბევრი რამ გადაიტანე ჩვენი გრძნობის გამო,შეცდი.. მაგრამ შეუცდომელი ვინ არის? მე შემიძლია ყველაფერი დავივიწყო ნეგატიური და მხოლოდ შენით ვიარსებო.. შენ ეს არ შეგიძლია? მაშინ არც არასოდეს გყვარებივარ.. შენ ჩემს გამო ერთ ნაბიჯსაც არ დგამ და ეს სულს მიხუთავს..
-არ მაქვს შენი სიყვარულის უფლება მათე.. ამიტომ მინდა გავიქცე.. ჩემი თავის მეშინია,რომ ერთ დღესაც ვიეჭვიანებ თუნდაც უმიზეზოდ,შენ კი ჩემს წარსულს გამახსენებ.. სხვა ქალის სუნამოზეც ვერაფერს ვიტყვი რადგან სათქმელი შენც გექნება ჩემს წარსულზე..
-და გგონია რომ ასე იქნება?
-დარწმუნებული ვარ მათე, კმათის დროსაც არ დაივიწყებ ჩემს ცოდვილ ცხოვრებას..
-მე მზად ვარ ყველას და ყველაფერს დავუპირისპირდე შენს გამო.. მზად ვარ ყველაფრისათვის შენი დაკარგვის გარდა..
-მინდა.. შენთან მშვიდი ცხოვრება..
-კესო მიყვარხარ..
-მეც მიყვარხარ მათე..-ჯიბიდან პატარა ბეჭედი ამოიღო..
-ამის ჩუქებას იმ საშინელ ღამეს ვაპირებდი,მაგრამ ახლა გაჩუქებ.. უფრო სწორედ შემოგთავაზებ..
-კესო ცოლად გამომყვები?..-გამიკვირდა და გამეცინა..
-მე ხომ ისედაც შენი ცოლი ვარ?..
-ეგ ისე მოხდა რომ ვერ გავაანალიზეთ.. მე კი ყველაფრის თავიდან დაწყებას გთავაზობ.. აბა რას იტყვი თანახმა ხარ?
-ამ კითხვაზე მას შემდეგ გიპასუხებ რაც ახალ ამბავს გეტყვი..
-გისმენ..
-ორსულად ვარ..-მათე გაჩუმდა.. ახლა ის დრო იყო ასაკი მეთქვა,რომ ამოესუნთქა მაგრამ არ ვუთხარი(ალბათ ყველაფრის გაუარესებას ველოდი)
-მოიცა.. მამა გავხდები?-სიხარულით შესძახა..
-იქნებ შენ არ არის..
-კესო.. და რა ხნის ორსული ხარ?
-ორი სამი კვირის..
-ანუ ბავშვი ჩემია,იმ სგან ვერ იქნები.. თუ მასთან ბავშვი გენდომებოდა,ამას გაცილებით ადრე გააკეთებდი და არა მაშინ როცა ჩემთან იწექი..
-ამით შენს თავს არწმუნებ?
-კესო და შენ უფრო კარგად იცი.. თუმცა ეს საუბარი ეჭვს მიჩენს რომ ჩემი ცოლობა არ გინდა.
-ვფიქრობ ბავშვი შენია,რადგან ბაქართან ბოლო ორი თვის მანძილზე არ მქონია კონტაქტი.. და მე მინდა რომ შენი ცოლი ვიყო.-მათე ჩამეხუტა..
დიდხანს ვიდექით სულელებივით ჩახუტებულნი ტრიალ მინდორში..
ორსულობის პერიოდი დედასთან ვცხოვრობდით,რადგან რთული ფეღმძიმობა მქონდა,მათე კი სულ მუშაობდა..
ახალი სახლი ვიყიდეთ იმავე უბანში სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ..
მუცელი ნელ-ნელა მეზრდებოდა,გულში კი სითბო მეღვრებოდა რადგან ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა ჩემს სხეულში,როგორ მოძრაობდა..
ნელ-ნელა მატეს მიმართაც დავთბი.. თუმცა ის უმორჩილესად იტანდა ჩემს ხასითს.. ერთ მომენტში რომ ვიცინოდი,მეორე წუთს კი ტირილით ქვეყანას ვაქცევდი.. უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი და ღამით ვაღვიძებდი ისეთი სურვილებით რომელიც საღად მოაზროვნე ადამიანს თავში არასოდეს გაუელვებდა..
ყოველი ჩხუბის შემდეგ(სადაც მე ვიწყბდი ჩხუბს რა თქმა უნდა უმიზეზოდ და მის მაგივრადაც პასუხს მე ვცემდი ჩემს თავს) ბარგს ვალაგებდი და დედაჩემთან გადავდიოდი.. დავმშვიდდებოდი იქ.. და ისევ უკან მოვდიოდით.. მათე კი ღიმილით მიღებდა სახლის კარებს.
-რა ქენი საყვარელო ჩემოდანი გაასეირნე?-და მე ვებღვირებოდი.. ბევრჯერ ისევ უკან შევბრუნებულვარ და მას შევუჩერებივარ..-როგორი სულელი მყავხარ..
მატემ გაიგო ვის გამო მოხდა ის რაც მოხდა.. მართა.. მან ჯვრისწერის შემდეგ დაურეკა მამას და ახალი ამბავი გააგებინა,მე კი თავიდან მომიშორა..
მართამ საუბარში აღიარა რომ ის ხალხი ვინც მე სასტიკად გამისწორდა მისი დაქირავებული იყო,ამიტომ ყველა ციხეში ჩაჯდა..
..........
-საყვარელო სად ხარ?-დამიძახა მათემ როცა სამსახურიდან სახლში მოვიდა..
-აივანზე ვარ..-გავძახე მე და ისიც მაშინვე გამოვიდა,ჩემს გვერდით დაჯდა და მხარზე დამადო თავი..
-საერთოდ არ მიძინია.. ორი სასწრაფო ოპერაცია გავაკეთე ღამით.წყალს გადავივლებ და დავიძინებ.. შენ გინდა რამე?
-არა საყვარელო.. დაისვენე..
გავაცილე მომღიმარი სახით საძინებელში..
ცოტა შეუძლოდ ვიგრძენი თავი და სახლში შესვლა დავაპირე..
სავარძლიდან ავდექი თუ არა სისველე ვიგრძენი.. ქვემოთ დავიხედე და წალი დავინახე.. მაშივე კივილი დავიწყე..
-მათეეე..
-მათეეე
-მათე..-ბოლოს როგორც იქნა იკადრა და გამოვიდა გარეთ..
-რა მოხდა კესო ძლივს დავდე ბალიშზე თავი..
-მგონი დაიწყო..
-რა დაიწყო?-გაკვირვებული შემომხედა
-მათე რა უნდა დაწყებულიყო და სერიალი.. მალე ჩემოდანი წამომიღე.. ვმშობიაროობ..
მათე მაშინვე შევარდა სახლში და მალევე შემობრუნდა...
-მაპატიე აქ დამრჩი..-ამაზე პასუხის გაცემის თავი არ მქონდა თორემ მიიღებდა..
ჩემოდანი საბარგულში ჩადო ,მე ჩამსვა მანქანაში და წავედით სამშობიაროში..
არასოდეს დამავიწყდება ნენეს ხმა,პირველი დანახვა,შეხება.. მისი ხელები,პატარა თითები.. როგორი დაუცველი იყო..
მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რა იყო ჩემთვის ბედნიერება..
მაშინ გავაცნობიერე ის დიდი ძალა რაც მე მათესთან მაკავშირებდა,ამ ძალას სახელი არ ჰქონდა თუმცა დღეს ნენე ვუწოდეთ..

პ.ს მაპატიეთ ამ ისტორიით ვინმეს იმედიი თუ გაგიცრუეთ..
თუმცა ვფიქრობ ყველა იმსახურებს მეორე შანსს..
არავინაა შეუცდომელი,სწორედ ამიტომ გქვია ადამიანები თორემ შეცდომებს რომ არ ვუშვებდეთ და უნაკლოები ვიყოთ უფალი სხვა სახელს დაგვარქმევდა..
მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.. თუ არ შეწუხდებით დააკომენტარეთ რომ შემდეგში გავითვალისწინო...
ყველას დიდი მადლობა



№1  offline წევრი Crazy dreamer

Dzalian kargiaa... Warmatebebi ratqmaunda yveka imsaxurebs meore shanss

 


№2  offline წევრი იზუკა

სიყვარულო ძალსა შენსა..მომეწონა..გამიხარდა რომ ერთად დატოვე..იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ამ ისტორიასთან დაკავშირებით მაგრამ მე ვთვლი რომ საუკეთესო გამოსავალი იყო ის რითაც დაასრულე ამბავი ????

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Es iyo zalian realuri istoria, cota meryevi adamianebit, yoveltvis mikvirda ratom arian ase orsulebii, me saertod arafris survili armqoniaaa, zalian mmomeconaaa, imedia maleve shemogvtavazeb axal istoriass

 


№4 სტუმარი ლია

კარგი გოგო ხარ,ისტორია მომეწონა.

იმედი მაქვს ახალ ისტორიას ასეთივე კარგს ჩქარა დაგვიდებ.❤❤❤

 


№5  offline წევრი richirichi

ძალიან კარგი დასასრულია.თან დროულიც იყო,არ მოუხდებოდა ძაან გაწელვა ამ ისტორიას.

 


№6 სტუმარი efwew

ძალიან პატარაა ცოტა განვითარება ჭირდება ისე ძალიან კარგი ისტორიაა

 


№7 სტუმარი სტუმარი eka

ძალიან მაოცებს ამ ხალხის აგრესია კესოს მიმართ, რა დააშავა ისეთი რაც მათეს არ დაუშავებია?? ან რა ქონდა საპატიებელი?? თუ უყვარდა მათეს ეთქვა დროზე, საოცარია კაცების ღალატი რომ ჩვეულებრივი ამბავია და ქალების არა

 


№8 სტუმარი Ani

Dzalian momewonaaa... martla saocrad wer. Imedia axali istoria male iqneba

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან,ძალიან მომეწონა.მიხარია რომ ბოლოს იპოვეს ერთმანეთი.კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ რამხელა როლს თამაშობს მესამე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent