შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბოსი მონსტრია (სრულად)


24-06-2018, 12:14
ავტორი Nanaga
ნანახია 22 805

ჩემი ბოსი მონსტრია
მიუხედავად დიდი მცდელობისა, ძილი შეებრუნებინა, მაინც გაეღვიძა. ჯერ ნელა გაახილა თვალები, შემდეგ სწრაფად დაახამხამა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადაწვდა.
' აუ ორი საათია, ამაღამ ისევ ვერ დავიძინებ რაა '
თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხასიათ გაფუჭებული წამოდგა საწოლიდან, უცბად მიალაგა და ღიღინით შევიდა სააბაზანოში.
სააბაზანოდან გამოსულს, გემრიელმა საჭმლის სუნმა აუწვა ცხვირი, სწრაფად გამოიცვალა და სამზარეულოშ მიაშურა. დედას ლოყაზე აკოცა და უკნიდან მიეხუტა.
- რას ააგემრიელე აქაურობა დედიჯან? - სიცილით კითხა და თხლად დაჭრილ კიტრს წაეტანა
- ოხ თეო, რა პატარა მაიმუნი ხარ - გაუცინა დედამ და მაცივრიდან რაღაც გამოიღო - მადამ ბოვარს, მამაშენიც მოვა და ვისადილოთ.
- წუხელ მორიგე იყო? - ყბა გამოტენილი გემრიელად მოკალათდა დივანზე და ფეხები შემოალაგა
- არა მორიგე არ იყო, სასწრაფოდ გამოიძახეს ახალგაზრდა ბიჭი შეიყვანეს საოპერაციოდ და დაურეკეს, ესეც ხო იცი გავარდა მაშინვე - ჩაიცინა ლიამ და სუფრაზე თეფშები გააწყო
- ირაკლი სადღა გავარდა ამ დილაუთენია? - ძმის დანაკლისი იგრძნო თეონამ და მაინც ეჭვის თვალით მოათვალიერა იქაურობა
- შეყვარებულთან დღეს ისვენებენ და - შეყვარებულის გაგონებისას თეონას ლუკმა გადასცდა და ლამის დაიხრჩო, ხველებისგან ხმა შეცვლილმა და თვალებ გაწითლებულმა იკითხა
- რა შეყვარებული? როდიდან ჰყავს მაგას შეყვარებული? - გულწრფელად გაუკვირდა, რაღაც სერიოზული რომ იყოს აუცილებლად ეტყოდა ირაკლი, ძალია ახლო მეგობრები და და-ძმა არიან, ერთმანეთს არაფერს უმალავენ.
- რავიცი, თვითონ ასე თქვა და პატარა ხომ აღარ არის მე გავუკონტროლო - დაიბნა ლიაც.
'' მოვკლავ მაგ გნიდა ბავშვს '' გაიფიქრა და ტელეფონს დაწვდა, ერთხელ დარეკა, ორჯერ, სამჯერ და როდესაც არ უპასუხა ირაკლიმ, ბოროტულად ჩაიქირქილა. მიხვდა მთლად შეყვარებულის ამბავი არ იყო.
საკეტისა და კარის გაღების ხმა როგორც გაიგო, მიხვდა რომ მამა დაბრუნდა. ბავშვობიდან ასე იყო, ყოველთვის ცნობდა ვინ მოდიოდა. ირაკლის გიჟური შემოვარდნები ჰქონდა სახლში, წკაპ წკუპ და თვალის დახამხამებაში ჩნდებოდა, ლიას ერთი საათი მაინც სჭირდებოდა, იქ მეზობელი გამოელაპარაკებოდა და კარებიც ნელ ნელა იღებოდა. თამაზს (მამას) მშვიდად და სწრაფად შეეღო კარის გაღება. ამიტომაც ზუსტად იცოდა რომ მამა შემოვიდოდა და არც შემცდარა. უმალ მიეჭრა კარს და მონატრებულ მშობელს ჩაეხუტა.
- ჩემო ღამე ნათევო მოხუცო - ლოყები გაუწელა და გემრიელად აკოცა. მოხუცი სულაც არ იყო, 50 წლამდე იქნებოდა მაგრამ თეონა ბავშვობიდან ამით აბრაზებდა.
- მამას მაიმუნი - ცხვირზე წაეთამაშა და საყვარელი ცოლისკენ გაემართა.
მრგვალ მაგიდას შემოუსხდნენ, თეონამ წარბები აათამაშა და საყვარელ მადამ ბოვარს გემრიელად წაწვდა. მაგიდას რაც შეეხება, ასეთი ტრადიცია ჰქონდათ, ყოველთვის მრგვალი, თამაზს არ სურდა თავში ჯდომა და ამიტომ სულ ამბობდა, ოჯახში ყველა თანასწორები ვართო. ამიტომ ადგილი ყოველთვის თანასწორი იყო.
- თეონა - მშვიდი ტონით დაიწყო თამაზმა საუბარი - შენი ძილის გრაფიკი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. იცოდე ამით თავს იზიანებ - დაარიგა შვილს ჭკუა, პროფესიიდან გამომდინარე, თამაზი იყო პროფესორი, მეტად ღირსეული და პატივსაცემი, თეონას კი მამის სამედიცინო დარიგებები უკვე მობეზრებული ჰქონდა და არხეინად განაგრძო ჭამა.
- ვიცი მა, მაგრამ ისეთ საინტერესო ფილმს ვუყურებდი ვერ მოვწყვიტე თვალი - თვალები ააფახულა და ტუჩები მოიწმინდა
- დაგირეკეს იმ სამსახურიდან? - მოურიდებლად იკითხა და თეონას გამომცდელად მიაშტერდა.
არ გამოპარვია შვილის უსიამოვნო მზერა და გადატრიალებული თავი, თეონა ძალიან მაგარი პიარ მენეჯერია, სამწუხაროდ ერთი თვის წინ მისი უფროსი შავ ბიზნესში გამოიჭირა და უმალ დატოვა სამსახური, ყველაზე მეტად ეზიზღება უსამართლობა და იქ ნამდვილად ვერ გაჩერდებოდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, ვერსად ვერ ''შეძვრა'' და ჯერ კიდევ ეძებდა ისეთ სამსახურს, რომელსაც ნორმალური პირობები ექნებოდა და რა თქმა უნდა ყველანაირად სუფთა.
- არა მაგრამ რაღაც გამოჩნდება მა, ხო იცი ასე არ გავჩერდები - თავს ინუგეშებდა
- და რატომ არ გინდა მე დაგეხმარო? ხომ იცი ერთი ჩემი სიტყვა და ყველაფერი მაგრად იქნება - მამა გამუდმებით სთავაზობდა დახმარებას თუმცა თეონა სასტიკ უარზე იყო, ერჩივნა ყველაფრისთვის თვითონ მიეღწია
- მამა, ისედაც საუკეთესო ბაღი და სკოლა მქონდა, რეპეტიტორები და უამრავი თანხა ჩემს მოსამზადებლად, საუკეთესო უნივერსიტეტი, შენ როგორც შეგეძლო ყველანაირად მეხმარებოდი, ახლა 24 წლის ვარ და ჩემით მინდა რაღაცას მივაღწიო, ხომ იცი ეს არა? - თბილად ესაუბრებოდა - ვიცი, რომ შეგიძლია ერთი სიტყვით მოაგვარო, მაგრამ არ მინდა. ხომ იცი ამ ჩაწყობებს და ნეპოტიზმს ვერ ვიტან, არ მინდა რა. რაღაცას ვიპოვი - ბოლოს უკვე მობეზრებულმა ჩაილაპარაკა
- ვიცი მაგრამ მე შენზე ვნერვიულობ, ხომ ხედავ ძილის გრაფიკი დაგერღვა, არც არაფერია ისეთი და მომეცი უფლება სანამ ცოცხალი ვარ მაქამდე მაინც ვიყო შენი პატრონი, რაში გჭირდება ეს ყველაფერი, მე ვიცი ისედაც შენ ყველაფერი შეგიძლია მაგრამ დაუმსახურებელს ხომ არ გთავაზობ, კარგი კადრი ხარ და კარგ ადგილზეც შემიძლია რომ ჩაგსვა - არ ნებდებოდა თამაზი - უბრალოდ დამიჯერე ამ ერთხელ, მაღალ თანამდებობას არ გთავაზობ, ნელ-ნელა დაიწყებ და მერე შენით ახვალ, უარს არ მივიღებ იცოდე - უფრო და უფრო უტევდა შვილს.
ლია მშვიდად უსმენდა მამა შვილის დიალოგს, არასდროს ერეოდა თამაზის გადაწყვეტილებაში, არც შვილებს აძალებდა რამეს, იცოდა კარგი აღზრდილი შვილები ჰყავდა და ამიტომაც არასდროს ერეოდა მათ არჩევანში. ამჯერადაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
თეონა კი იმდენად შეწუხებული იყო მამის თხოვნით, უარი ვეღარ უთხრა და საბოლოოდ დასთანხმდა.
- კარგი, მაგრამ იცოდე. - გამაფრთხილებელი ტონი შეურია სიმშვიდეს - არანაირი პრივილეგია არ მინდა, მშვიდად ვიქნები ჩემთვის და შენი პატივის ცემის მიუხედავად, მეც ისე მომექცევიან როგორც ნებისმიერ უცხოს, ხომ იცი პრობლემატური არ ვარ, ჩემთვის მთავარია პატიოსნება. იყოს დაბალი თანამდებობა - საბოლოოდ ამცნო მამას გადაწყვეტილება და თამაზიც გახარებული წამოდგა სუფრიდან. ახლობელს დაურეკა, როგორც გაირკვა ლადოს, ეს ორი ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ლადო ბიზნესმენი იყო, თუმცა უმეტესს მაინც შვილი მართავდა, თვითონ ძირითადად უცხოეთში მოღვაწეობდა, თამაზს დიდი ხნის წინ ჰყავდა თეონას ვარიანტი შეთავაზებული მეგობრისთვის, მანაც კარგად იცოდა თეონას ხასიათი და შეპირდა რომ აუცილებლად დაელაპარაკებოდა შვილს.
მთელი დღე უაზროდ გაიწელა, თამაზს კიდევ ერთხელ დაურეკა ლადომ, ამცნო რომ ყველაფერი მზად იქნებოდა. ისიც უთხრა, შვილიც თანახმა იყო. მოკლედ ძალიან მარტივად მოგვარდა თეონას უსამსახურობა. მეორე დღისთვის დაიბარეს, დრეს კოდიც აუხსნეს, რომ აუცილებლად კლასიკური უნდა ყოფილიყო.
- გინდა გამოგყვე? - მზრუნველი ტონით შეაპარა თამაზმა, თუმცა უკვე იცოდა თეონას პასუხი
- მამა, კარგი რაა! ხომ იცი, ისედაც რომ დიდად არ მსიამოვნებს ეს სიტუაცია და ახლა ნუ მიმიყვან მთლად ხელით. - საკუთარ სიტყვებზე გაეცინა.
საღამოს საუკეთესო მეგობარი, თიკა ნახა და ყველაფერი დეტალურად მოუყვა, თიკაც ეხვეწებოდა ხოლმე ჩემთან წამოდიო მაგრამ ეს ჯიუტად საკუთარ აზრზე რჩებოდა.
- აი რა მნიშვნელობა აქვს მითხარი? ისედაც სულ მასე არარის? ვიღაც თუ გყავს ადამიანს მაგარია, იმდენი წვალება არ გჭირდება მაინც - თიკა თავის აზრზე რჩებოდა, ამ ორის აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავდებოდა, თიკა დამყოლი იყო და მისთვის ვიღაცის ყოლა პრივილეგია იყო, თეონა კი ამას არ ამართლებდა.
დილით ძალიან ადრე გაიღვიძა, მოწესრიგდა და სახლიც მალე დატოვა, არ სურდა პირველ დღეს დაეგვიანებინა.
არც თუ ისე მაღალი შენობის წინ გაჩერდა და ჯაშუშივით შეიპარა შიგნით. მიმღებში გოგონა აკრული ღიმილით და დაზეპირებული ტექსტით დახვდა
- გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მაგიდიდან ამოხედა და კალამი გვერდზე გადადო.
- გამარჯობა, მე ბატონ ლევანთან მაქვს შეხვედრა. სამსახურის თაობ - არ დასცალდა სიტყვის დამთავრება, გოგონა ფეხზე წამოფრინდა, არც თუ ისე მაღალი იყო მაგრამ ქუსლები ძალიან მაღალი ადამიანის ვიდს აძლევდა. რეცეფშენიდან სწრაფად გამოვიდა და თეონას ხელი გაუწოდა.
- დაიხ, თქვენ ალბათ თეონა ბაქრაძე ხართ, ხომ?
- კი მე ვარ - მორიდებულად გაიღიმა და მას გაჰყვა
- ბატონი ლევანი უკვე გელოდებათ - მისი კაბინეტისკენ ანიშნა და თვითონ ღიმილით უკან დაბრუნდა.
თეონამ მადლობა გადაუხადა და გეზი პირდაპირ ლევანის კაბინეტისკენ აიღო.
ფრთხილად დააკაკუნა და როგორც კი ნებართვა მიიღო მაშინვე შევიდა.
მაგიდასთან ძალიან მოხდენილი, ალბათ 35 წლამდე მამაკაცი იჯდა, წარბებ შეჭმუხნული იყურებოდა, აშკარად ეტყობოდა საბუთებს განიხილავდა. ფეხზე წამოდგა და ქალს მიესალმა
- გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ხმა საოცრად შეუვალი და გამყინავი იყო, თეონას უცბად გააჟრიალა კიდეც და ინანა, მამას რომ დასთანხმდა. ამ სიამაყითა და აზრებით გატენილ გოგოს, ხმა ლამის გაუწყდა შიშისგან, მისმა ხმამ გაყინა და დაამუნჯა. ძლივს მოაბა სათქმელს თავი
- გამარჯობათ, მე თეონა ბაქრაძე ვარ, დღეს შეხვედრა გვქონდა - მშვიდად და შეწუხებულმა ჩაილაპარაკა
მამაკაცის გაკვირვებული მზერა, უცბად ჩანაცვლდა ირონიით და ზიზღით.
- აჰ გასაგებია, მოდი მოდი დაჯექი - სკამზე ანიშნა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა თვითონ.
- მამამ მითხრა შენზე. - თეონას მოეწონა მამაკაცის უშუალობა და პირდაპირ შენობით ფორმაზე გადასვლა, თუმცა თვითონ მაინც მოერიდა
- დიახ - მხოლოდ მშვიდად დაეთანხმა და მის საუბარს დაელოდა
- მარტივად გაგაცნობ ყველაფერს, ანუ რაც მე მევალება რომ შენ გითხრა. დანარჩენზე მარიკა მოგხედავს. პრობლემა არაფერი გვაქვს არავისთან და ვერც ვერავინ ვერაფერზე შემედავება - ამაყად და ირონიულად წარმოთქვა, გამოკვეთილად - პირდაპირ გეტყვი ვერ ვიტან ძალით რომ ასაქმებენ ხალხს და მეც მამას არ შევეწინააღმდეგე, ვერ გავუტეხე ხომ ხვდები - აქ კი საშინლად შერცხვა - იმედი ნუ გექნება, რომ ჰოპლა და მაგარ თანამდებობაზე მოხვდები, შენც ისე იქნები როგორც სხვები, არანაირი პრივილეგიები. შენზე ვიცი ისედაც ყველაფერი, ვიცი რომ ნორმალური კადრი ხარ - მთელი საუბარი თეონასთვის ისედაც ტანჯვა და ნერვების ფასი იყო, მაგრამ ნორმალური კადრიო რომ თქვა ლამის ტვინში სისხლმა აასხა, ნორმალური კი არა ერთ-ერთი საუკეთესო! თუმცა მშვიდად უსმენდა მამაკაცს და ნერვიულობას და ბრაზს თითების ერთმანეთთან დაჭერით ანეიტრალებდა
- ანუ, მე რა უნდა გავაკეთო? - დაიბნა საბოლოოდ.
- აი მარიკას დაეხმარები ხოლმე, რასაც ის გეტყვის იმას გააკეთებ, უცხოელები ჩამოდიან ხშირად, მოუყვები ჩვენზე და გააცნობ ყველაფერს. - ღიმილით და მოგებულმა ჩაილაპარაკა ლევანმა. ალბათ ფიქრობდა, მალე მოიშორებდა ამ გოგოს და ნაწყენი არავინ დარჩებოდა.
- ანუ მარიკასთან ერთად ვიჯდები ხომ? - საშინლად არ ესიამოვნა ეს სიტუაცია
- არა, გექნება შენი კაბინეტი. იქიდან იმუშავებ, რამე რომ დაგჭირდება მე არ შემაწუხებ, მარიკას კითხავ, ეტყვი. მე მხოლოდ სერიოზულ დეტალებზე მომაცდინე, ისედაც ბევრი საქმე მაქვს, დღესვე დაიწყე, ხომ შეგიძლია? - თეონამ თავი დაუქნია და ისევ გაისუსა - მაგ ქვედაბოლოს კიდევ ცოტა დაგრძელება არ აწყენდა - მიუთითა და თვალი ჩაუკრა.
თეონას უნდოდა ხმამაღლა გაეცინა, თუმცა თავი შეიკავა.
- ჩემს ქვედაბოლოს რას ერჩით? - უნებლიედ დაიხედა, კაბა არ იყო მოკლე, მუხლზე მჭიდროდ შემოჭერილი ჩვეულებრივი მაღალ წელიანი კლასიკური. მიმღებში სავარაუდოდ მარიკას უფრო მოკლე კაბა ეცვა მაგრამ რატომღაც აქცენტი მაინც თეონაზე გაკეთდა, რა თქმა უნდა მიხვდა რასაც ერჩოდა და სანამ ლევანი რამის თქმას მოასწრებდა თვითონვე დაასრულა მისი კითხვა - დიახ გასაგებია, ყველაფერი გავიგე.
თავი დაუქნია ლევანმაც და თეონამ კაბინეტი დატოვა, შვებით ამოისუნთქა. თავიდან ნერვები მოეშალა მის ასეთ საუბარზე, მერე კი უბრალოდ გაატარა და მართლა მოუნდა გაცინება, თუმცა ლევანმა ისეთი რაღაცები თქვა, რასაც თეონა არ იმსახურებდა, მაგრამ ჯერ არ იცნობს და იმედია სიტყვებს უკან წაიღებს.
- ვაიმე, ხომ კარგად ხართ? - ფეხზე წამოდგა მარიკა, - სახეზე ფერი არ გადევს
- კი კარგად ვარ, უბრალოდ დამცხა იქ და - მოიტყუა და ტუჩზე იკბინა, ასე იცის როდესაც იტყუება.
- ლევანი ცოტა უხეშია - მიუხვდა მარიკა ყველაფერს - მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგი და კეთილია, მართლა! აი ნახავ მალე - ბავშვურად გამოუვიდა
- ხო რავიცი, ჯერ გულის სიღრმეში არ ჩავსულვარ - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ისევ მარიკას გაყვა.
ქერათმიანმა ყველაფერი აუხსნა, კაბინეტიც აჩვენა, ისიც აუხსა, რომ ეს კაბინეტი მან მოაწყო და შეეძლო თავის გემოზე გადაეკეთებინა. დეტალურად აღუწერა ყველაფერი, საბუთებიც მისცა და მალე დატოვა მარტო.
თეონამ თვალი მოავლო ყველაფერს, მარიკას საკმაოდ კარგი გემოვნება აღმოაჩნდა, შესაცვლელი არაფერია, პრინციპში რომც ყოფილიყო თითს არ დაადებდა, ლევანმა ისეთი პანიკები ატეხა და ამაზე წარმოდგენა არ სურდა რას იზამდა. მთელი დღე რაღაცებს კითხულობდა კომპანიაზე, საბუთებს ათვალიერებდა, ესიამოვნა რომ მართლაც სუფთა იყო. დღეს შესვენების გარეშე მუშაობდა, უკეთ სურდა გაეგო ყველაფერი თან ძალიან მალე. ვინ მოვიდოდა, ვინ წავიდოდა ყველაფერი აინერესებდა, ვისთან ექნებოდა შეხვედრა და ასე შემდეგ.
მისი მობილური აწრიალდა.
- ხო მა გისმენ - მხიარულად ჩასძახა ტელეფონში.
- რას შვრები აბა თეო, როგორ მიდის მანდ საქმეები? მოგეწონა ლევანი? - დაუფარავად კითხა შვილს.
მოგეწონა ლევანიზე ფხუკუნი აუტყდა.
- კი მამ, ძალიან კარგი ბიჭია, ოქრო ოქრო - საკუთარ ირონიულობაზე ეცინებოდა.
- ძალიან კარგი, ახლა რას აკეთებ?
- ახლა ვმუშაობ, საღამოს გნახავ კარგი და დეტალურად მოგიყვები ყველაფერს, ირაკლი მოვიდა? - მოიკითხა ძმა
- არ ვიცი, მე სამსახურში ვარ. მგონი მეგობრებთან ერთადაა, კარგი თეონა წავედი და საღამომდე, ჭკვიანად.
დაემშვიდობა და გაუთიშა.
მთელი დღე ისე გავიდა, ვერც იგრძნო.
ყველაფერი დეტალურად შეისწავლა, რამეს თუ ვერ გაიგებდა ან უფრო ღრმად მოუნდებოდა ცოდნოდა, მაშინვე მარიკას ეკითხებოდა, ისიც ყველაფერს უხსნიდა დაუღალავად.
საღამოს პირდაპირ თიკას შეხვდა საყვარელ ლაუნჯში. გემრიელად წაიხემსა და თიკაც მოთმინებით ელოდა სიახლეს.
- ვაიმეე, დროზე მომიყევი ახლა რა ხდება. რა ვერ მორჩი ჭამას? - ხელები ჰაერში აატრიალა და მოწყვეტით მიეყუდა პუფს.
- ჩვეულებრივი შოკია გეფიცები, ტიპი მონსტრია. თან ძალიან ჩვეულებრივი სისხლის მწოველი მონსტრია - გაეცინა.
- კაი? რაო ამისთანა რომ ასე ერთი შეხედვით გამოიტანე დასვკნა? - დაინტერესდა თიკა და უფრო გამხიარულდა
- გეფიცები ისეთი ქაჯურად და მონსტრულად დამხვდა რომ რავიცი..
თიკას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ისიც უთხრა თვითონ რა რეაქციები ჰქონდა, როგორ იდგა დამფრთხალი ქათამივით.
თიკამაც მაგრად იხალისა და უწინასწარმეტყველა ახლო მომავალი, მაგრად გაგიჭირდებაო.
მალევე დაიშალნენ. სახლში მისულს მხოლოდ დედა დახვდა.
ვინაიდან ძილის გრაფიკი არეული ჰქონდა, ძალიან ეძინებოდა. წყალი გადაივლო და პირდაპირ ლოგინში შეხტა.
დილით ისევ ძალიან ადრე გაიღვიძა. მოემზადა, ამჯერად კაბა აღარ ჩაუცვამს და კლასიკური შარვალი სცადა. რა იცის იქნებ გრძელ კაბაზე უთხრას ძალიან გრძელიაო და ოქროს შუალედის ძებნის თავი არ აქვს.
ამჯერად გუშინდელივით არ გაუმართლა და სასწაულ საცობში მოყვა, კიდევ კარგი ადრე გამოვიდა სახლიდან თორემ ნამდვილად დააგვიანდებოდა. ერთხანს იფიქრა ავდგები და მეტროთი წავალო, მაგრამ მალევე გათავისუფლდა გზა და თეონაც დამშვიდდა.
შენობაში შესვლისთანავე მიესალმა მარიკას, გოგონაც ღიმილით შეეგება.
- ძალიან დაიგვიანე, ეს ხომ შენი მეორე დღეა - ისევ მოესმა ცივი და გამყინავი ხმა.
როგორ შეუძლია ამ ბიჭს ხასიათის ასე ცვლა, ხან ცივი ხმით ლაპარაკობს, ხან ჩვეულებრივი, ხან ირონიული. ჯერ თბილი არ იცის როგორი ხმა ექნება.
თეონამ მაჯის საათს დახედა. 11 ს ორი წუთი იყო.
- უკაცრავად, სულ ორი წუთით - თავი ჩაღუნა და საკუთარი საქციელის გაუკვირდა.
- ორი წუთიც საქმეა. მეორედ აღარ განმეორდეს. - ისევ გაყინა ხმა ბირკაძემ და კაბინეტში შევიდა.
'' აუ, ამის კაპრიზებს რა გაუძლებს ახლა '' გაიფიქრა თეონამ და თვითონაც ოთახში შეიძურწა.
თეონასთვის მთელი კვირა ზედმეტად ემოციური აღმოჩნდა.
ლევანი ხან რა მიზეზს ეძებდა და ხან რას, ოღონდ გოგონა გაემწარებინა და რამე მწარე ეთქვა. ყველაფერზე უკმაყოფილო იყო, ყველაფერს წუწუნით უდგებოდა და მაინც თეონას პროფესიონალიზმს აკრიტიკებდა.
თეონა ყოველ დღიურად ეძებდა სამსახურს, დარწმუნებული იყო ამ პირობებში ნამდვილად ვერ გაჩერდებოდა, უბრალოდ ახლა თავი რომ დაანებოს, მამას ძალიან ეწყინება და შესაბამისად არ უნდა ლევანთან ჩხუბი და აყოლა, თორემ მიუჩენდა საკადრის ადგილს. თავში ავარდნილი და უტაქტო, აი რას ფიქრობდა ბაქრაძე მამაკაცზე.
- თეო - ნაზად შეაღო მარიკამ კარები - ლევანმა სასწრაფოდ შემოვიდესო - ანერვიულებულმა ამცნო.
თეონაც წამოდგა დაეჭვებული. ლევანი არასდროს ეკონტაქტება სამსახურის ტელეფონით, ყოველთვის მარიკას ავალებს ამბის მიტან-მოტანას.
თეონამ ნაზად დააკაკუნა ორჯერ, შემდეგ კი შევიდა და ლევანის გაბრაზებულ თვალებს გადააწყდა.
- რამე მოხდა? - არხეინად ჩაილაპარაკა და მამაკაცის წინ დაჯდა.
- დღეს აზიელების წარმომადგენელმა მითხრა, რომ ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობა არ სურს. მაგათ შენ შეხვდი, იქნებ ამიხსნა რა მოხდა რომ უარი განაცხადეს? - ლევანი სადაცაა იფეთქებდა, ჯერ თავს იკავებდა.
- არ ვიცი, მართლა ყველაფერი კარგად მიდიოდა. იქნებ თვითონ გითხრან რა არ მოეწონათ? - არა ნაკლებ გაბრაზდა თეონაც, თითქოს ის ყოფილიყო დამნაშავე რამეში. მან ყველაფერი სწორად გააკეთა.
- გოგო ხომ არ მეკაიფები შენ ჰა? - გამყინავმა ხმამ გამოცრა კბილებში - შენ უნდა დაგერწმუნებინა ისინი, ეს შენი მოვალეობა იყო, თუმცა შენ ხომ არ ხარ პროფესიონალი, რას გედავები - გესლიანად ჩაილაპარაკა და სივრცეს თვალი გაუსწორა
თეონა მის ნათქვამზე აილეწა, ლამის თავზე გადაამტვრია ყველაფერი. პლუსი ის აქვს რომ ნერვებს ადვილად იოკებს და სიბრაზეს არ ავლენს, მაქსიმალური სიმშვიდიდ აუხსნა.
- ლევან, მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, პირობებიც ძალიან ეფექტური და კარგი აღმოჩნდა მათთვის, მაგრამ ალბათ რომელიმე კონკურენტმა უფრო დაბალ ფასში შეაპარა. ჩემი ბრალი არაფერი არ არის და ძალიან გთხოვ ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი ნუ გეპარება. ჯერ გაგერკვია რა არ მოეწონათ და შემდეგ გადმოსულიყავი იერიშზე - მეტი სითამამით დაუღრინა მამაკაცს.
- ჩანს როგორ კარგადაც დაარწმუნე. ახლა დამტოვე - არც მან დაააკლო უხეშობა.
თეონა უხმოდ ადგა, კაბინეტი დატოვა და ხელები მუშტად შეკრა.
არა ეს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ეს ბიჭი ასეთი ეგოისტი, უტაქტო და დაუფიქრებელი იყოს? თეონა რა შუაშია, თუ იმ უჯიშო აზიელებს არ სურთ თანამშრომლობა. ეტყობა ისინიც მიხვდნენ ლევანის ხასიათს.
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა გაბრაზებულს - როგორ შეიძლება ეს ბიჭი ასეთი უტაქტო იყოს? - კითხა მარიკას და ხელები გაბრაზებულა აათამაშა მხრებზე.
- რა მოხდა? რა სახე გაქვს? - მარიკაც შეშინდა.
თეონამ ყველაფერი მოუყვა და ძალიან მაგრად გამოლანძღა ლევანი.
- თეო, არ გეწყინოს რასაც გეტყვი და არც ქედმაღლობაში არ ჩამითვალო მაგრამ ლევანმა რატომ აგითვალწუნა? ანუ, მე თბილად და კარგად მექცევა, შენ კიდე სულ გიბღვერს, გებავშვება და.. ხომ მიხვდი? - მარიკა ძალიან საყვარელი გოგოა, თეონას მის ბავშვურობაზე გაეცინა, იმდენად გულწრფელად შეწუხდა თეოს მდგომარეობაზე გოგონა, სახეზეც კი ყოველი ემოცია ნათლად აღებეჭდა.
ბაქრაძემ ყველაფერი მოუყვა, თუმცა ისიც აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის შოვნაში მიეხმარნენ, მაინც კარგი კადრი იყო და ამას ყველა აღიარებდა.
- გასაგებია გასაგებია - სიცილით ჩაილაპარაკა მარიკამ - არ აჰყვე კარგი? მიხვდება მაშინ თავის დანაშაულს და დარწმუნებული ვარ შენთანაც მოლბება.
მთელი დღე ხმა აღარ გაუცია ლევანისთვის.
ბოლოს ერთმანეთს მხოლოდ გასვლისას შეეფეთნენ, თუმცა ლევანმა მხოლოდ თავი დაუკრა და უმალ გაეცალა. ხვალ დასვენების დღე აქვს, რა ბედნიერებაა!
უკვე დააწყო გეგმები, რას გააკეთებს და როგორ.
თიკასაც ნახავს, რამდენი ხანია ნორმალურად არ ულაპარაკია. მაღაზიებშიც გაივლის, სამსახურსაც მოძებნის უკეთესს, მოკლედ ისეთი ცეცხლი გოგოა, ყველაფერს მოასწრებს.
ცხელი აბაზანა და ქაფის არომატული სურნელი, ზედმეტად ესიამოვნა. მისთვის ეს საუკეთესო განტვირთვაა. ყველანაირი ცუდი ფიქრი დაივიწყა.
დილით იმდენ ხანს იძინა, სანამ ყველაფერი არ ასტკივდა ძილისგაან.
მაინც ბედნიერი იყო დასვენებით, ღიღინით დაალაგა ოთახი. შემდეგ მთლიან სახლში ბავშვივით იბოდიალა, არავინ რომ არ დახვდა უსიამოვნოდ გააკრაჭუნა კბილები. სად უნდა წასულიყვნენ ყველანი. თუმცა თამაზი ალბათ მუშაობს, ექიმებისთვის ხომ დასვენება არ არის. ირაკლი ალბათ სადღაც გაშპა, ლია კიდევ მეზობელთან იქნება.
ინტერნეტს მოავლო თვალი, ყავა დალია და ტელეფონიც აწრიალდა.
- ხო დედა, სად ხარ? - მხიარულად ჩასძახა ტელეფონში.
- თეო, გუშინ თქმა დამავიწყდა, დღეს ნატო გადმოვა და პატარა ვაჩეს დაგიტოვებს, თვითონ რაღაც საქმე აქვს და უარი არ უთხრა რა.
ვაჩეს ხსენებისას ტვინში სისხლი ჩაექცა, იმდენად გაუხარდა.
ნატო თეონას ბიძაშვილია, ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ, შემდეგ ნატო გათხოვდა და კავშირი მაინც დაიკარგა. ვაჩეზე კი გიჟდება, გეგმები სასწრაფოდ შეცვალა და გადაწყვიტა მთელი დღე პატარა ბუნტის თავისთვის მიეძღვნა.
- ვაიმეე, რა მაგარია. როდის მოვლენ? - მხიარულად შესძახა და სიამოვნებისგან ცახცახი აუტყდა.
- წესით უკვე უნდა მოვიდნენ, ჭკვიანად იყავით დე, ბავშვს რამე არ დამართო - სიცილით გაუთიშა შვილს.
სად ნახა ამ ქალმა თეონას უჭკუობა ან ბავშვებთან უწესრიგობა. გადაირევა კაცი.
რამოდენიმე წუთში მართლაც გაისმა კარზე ზარის ხმა, თეონა აღელვებული მიიჭრა და როდესაც საყვარელი ბიძაშვილი და უფრო საყვარელი პატარა ვაჩე დალანდა წარბებ შეჭმუხნული, მაშინვე გიჟივით გამოაღო კარები.
- როგორ მომენატრე - ატიტინებულმა ჩაილაპარაკა და ნატოს მოეხვია, შემდეგ ვაჩეს დაუკოცნა ლოყები.
- თეო, შენთან როგორი შერცხვენილი ვარ - ჩაილაპარაკა ნატომ, როდესაც ოთახში შევიდნენ.
- დიახაც ხარ, ასე უნდა დამეკარგო გოგო? შენი ქმარი საერთოდ არ დამენახოს. ან სულ მუშაობს, ან სულ შენთან ერთადაა. - სიცილით ჩაილაპარაკა, ნატოს ქმარი და თეონა კურსელები იყვნენ, სწორედ აქედან გაიცნეს ერთმანეთი ნატომ და რეზიმ. რეზის თეონასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრული და გულწრფელი. ბოლო დროს კი საერთოდ ვეღარ ახერხებდნენ ნახვას, ვეღარც ბავშვის და ვეღარც ბიძაშვილ-მეგობრის.
- გეფიცები სულ მუშაობს მართლა. ხანდახან სახლშიც ძლივს ვხედავ - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
- შენ როგორ ხარ? ვაიმე რამხელაა ეს პატარა მაიმუნი - მოთამაშე ბავშს გახედა და უმალ მიიჭრა მასთან
- რავიცი რა ვარ მეც, დღეს გამოკვლევებზე მივდივარ, ბავშვი კიდე ვერსად დავტოვე
- რა გამოკვლევები? ხომ მშვიდობაა? - გულწრფელად შეშფოთდა თეონა ბიძაშვილის ნათქვამზე
- კი მშვიდობაა, მგონი.. უბრალოდ ძალიან გადავიღალე, მგონი სიცხეზე ალერგია მაქვს და მაინც მინდა ექიმმა მნახოს, რეზისთვის არ მითქვამს ტყუილად არ მინდა ინერვიულოს, მაგისიანებთან კიდე ხომ იცი სიტყვას ვერ დაძრავ, აირაზმებიან და დაიწყებენ ვაიმე შვილო, ვუიმე შვილო - სიცილით ჩაილაპარაკა.
- ხოო, ძალიან კარგი ხალხია - თეონამაც შეაქო რეზის ოჯახი
- კი კარგები არიან, უბრალოდ ზედმეტად პანიკიორები და ახლა ტყუილად კიდევ არ მინდა რომ ინერვიულონ.
გოგოებმა კიდევ იჭორავეს ცოტა ხანი, შემდეგ ნატო წავიდა და დარჩა თეონა ვაჩესთან.
ვაჩე იყო არაჩვეულებრივი ბავშვი. ყველაფერი ესმოდა იდეალურად, არასდროს ყოფილა მტირალა და თეონასთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ერთი ეგაა ხშირად ვერ ნახულობდა.
ხან ითამაშეს, ხან მულტფილმს უყურეს, ბოლოს მაინც ვეღარაფერი რომ ვეღარ მოიფიქრეს, გადაწყვიტა ბავშვი მუშტაიდის ბაღში წაეყვანა.
ვაჩეც ძალიან გახარებული და ენერგია მოზღვავებული დარბოდა აქეთ იქით.
ატრაქციონიდან ატრაქციონზე დაარბენინებდა თეოს, თეონაც ძალიან ბედნიერი უსრულებდა ყველა სურვილს. ბავშვები ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ვაჩე!
უამრავი სურათი გადაიღეს, ვაჩე ისე პოზიორობდა, თითქოს პორტფოლიოს ფოტოსესია ჰქონოდა. შემდეგ გემრიელი ნაყინიც მიირთვეს.
ბოლოს ერთ სკამზე მიესვენა ენერგია გამოცლილი თეონა, ვაჩე კი ისევ აქტიურად თამაშობდა პარკში.
- თბილისი იმაზე პატარაა ვიდრე მე წარმომედგინა - ნაცნობმა გამყინავმა ხმამ იძულებული გახადა უკან მიეხედა. მის წინ პატარა ბავშვით ხელში ასვეტილი ლევანი იდგა, რომელიც ძალიან საყვარლად იღიმოდა და თან ამავდროულად ცივ აურას გამოსცემდა.
- რა მოხდა, ენა გადაყლაპე? - ღიმილით შეაპარა არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვები თეონას და ბავშვი ხელიდან დასვა, პატარა კი მაშინვე ვაჩესთან მიიჭრა.
- გამარჯობა ლევან, როგორ ხარ? - გაკვირვებულმა, თუმცა უცერემონიოდ ჩაილაპარაკა. ეცადა ანერვიულებული იმპულსები და შეკუმშული დიაფრაგმიდან წამოსული ტკივილი დაეიგნორებინა.
- კარგად, აქ რას აკეთებ?
- ბავშვი მყავს გამოყვანილი, შენ რა გინდა აქ? - ძალიან უაზროდ დაიწყო მათი დიალოგი.
- მე ძმისშვილი წამოვიყვანე. ბავშვი ვინ განდო შენ? - სიცილით ჩაილაპარაკა - თუ ბავშვთანაც ისე იქცევი როგორც საქმესთან.. რავიცი - მაინც წაისისინა.
ვერ გაიგო რას ერჩის ამ გოგოს! რას აითვალწუნა. თუ ასე გაგრძელდება, თეონას სათუთი ბუნება ნამდვილად ვერ გაუძლებს.
- იცი რაა. თუ რაღაც ვერ გამოვიდა მე ნუ მაბრალებ, ბავშვი კიდე ჩემია და არავის ნდობა არ მჭირდება - იმდენად არ ესიამოვნა ლევანის ასეთი გამოხტომა, გადაწყვიტა ურცხვად მოეტყუა. ლევანმაც უცბად არ გადაამოწმოს სიმართლე.
ლევანმა თვალები დაიწვრილა, შემდეგ უნებურად სახე ჩამოეკრუნჩხა მაგრამ ისევ ღიმილი აიკრა
- სივში რომ არ გიწერია ოჯახზე არაფერი? - ღიმილით სცადა თეონასთვის სიმართლის გამოტყუება
- ხო, დაშორებულები ვართ, მაგ ინფორმაციის მისათითებელი პუნქტი კიდევ იქ არ არის - ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი
- მაგრამ არც არავის უთქვამს და... - პატარა ბავშვივით აიტუზა ლევანი
- ოხ ლევან, ვის რა უნდა ეთქვა? - გაეცინა თეონას და მისკენ წამოსული ვაჩე გულში ჩაიკრა.
- რაო დე? დაიღალე? - შუბლზე ეამბორა პატარა ვაჟკაცს და ოფლიანი თმები შუბლზე გადაუწია.
- საერთოდ არ გგავს - ისევ ცივი ხმით ჩაილაპარაკა ლევანმა
- ხო ვიცი, ალი კვალი მამამისია - თეონას საკუთარ ტყუილზე გაეცინა, არადა ბავშვი მამა კი არა მთლიანად დედას გავს, გამოხოხებული ნატოა. ნატო აქ რომ იყოს, მაშინვე უცხო თვალიც კი მიხვდება დედის ვინაობას.
- და ქმარს რატომ დაშორდი?
- რავიცი, ვერ გავუგეთ ერთმანეთს და ასე სჯობდა - მხრები აიჩეჩა თეომ.
- ოჰ, ეს ხართ რა ახალგაზრდები, გათხოვდებით და მერე იძახით ''ვერ გავუგე'' - გამოაჯავრა ბირკაძემ
- ისე ამბობ თითქოს შენ მყავდე 60ს მიღწეული, მთელი ცხოვრება განვლილი მოხუცი - გაეცინა
- არა მაგრამ ცოლის მოყვანას ნამდვილად არ ვაპირებ - თვალი ჩაუკრა
- რატომ? არ მითხრა რომ ქალები ბუზებივით არ გეხვევიან - მართლა გაუკვირდა
- ნუთუ ასეთი სიმპატიური ვარ? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები
- არაუშავს რა - არადა როგორ ესიმპატიურება ეს მამაკაცი! მთლიანად ვნებაა! მოსიარულე ვნება!
- ცოლი არ წარმომიდგენია, იმდენად ვარ საქმეს მიჩვეული, თან ხომ ხედავ როგორ ინგრევა ოჯახები - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ბოლო წინადადება - კარგი გოგოს პოვნა კიდევ ისეთი რთულია
- ხო. კარგი კაცის პოვნაც რთულია, ისეთის რომელიც მონსტრი არ არის - გაეცინა, ნამიოკი ჩაურტყა მაგრამ სავარაუდოდ ლევანი ვერ მიხვდა.
მალე ნატომაც დაურეკა, უთხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო, ნახევარ საათში ვიქნებიო და გაუთიშა.
- უნდა წავიდე - შეუტრიალდა ლევანს, რომელიც ურცხვად ათვალიერებდა ქალის სახეს.
- კარგი, ხვალ ხომ მოხვალ სამსახურში? - დღეს რატომღაც არ იკბინება ეს ბიჭი. ეტყობა კარგ ხასიათზეა.
- კი მოვალ. - გაუღიმა და ვაჩესთან ერთად ნელი ნაბიჯებით დაუყვა პარკს.
- თეო - უკნიდან დაუძახა ლევანმა, მომენტალურად შედგა და თავი ოდნავ მიატრიალა მისკენ - მართალი იყავი, აზიელებს უფრო იაფასიანი მომსახურება უნახავთ, ბოდიში რომ შენში ეჭვი შევიტანე.
ოჰოო ეს ბომბი იყო. თეონა მხოლოდ ღიმილითა და თავის დაკვრით შემოიფარგლა და სახლის გზას გაუდგა.
როგორ შეიძლება ადამიანი ერთ წამს კარგ ხასიათზე იყოს, მეორე წამს კი უხეში.
ლევანის ცვლილება საკმაოდ შესამჩნევია, თვით ამპარტავნებამ ინება და ბოდიში მოუხადა.
მთელი დღე ფიქრობს მის ბოდიშზე.
მთელი დღე.
'' იქნებ ახლა მაინც მომექცეს ნორმალურად '' ფიქრობდა და თან იღიმოდა.
'' რაში გაინტერესებს როგორ მოგექცევა? მანდ დიდ ხანს დაარჩენას მაინც არ აპირებ და'' გამოეხმაურა ალტერეგო.
'' მერე რა, რამდენი ხანიც ვიქნები, კარგი მოქცევა კი არ მაწყენს '' შეუბღვირა საკუთარ ალტერეგოს.
უკვე ფიქრებში თავის თავს ელაპარაკება, მგონი მართლა გაგიჟდება მალე.
დილით უფრო მხნემ და ბედნიერმა გაიღვიძა. სამსახურში წასვლაც აღარ ეზარება.
იმაზე მოკლე კაბა ჩაიცვა, რაც პირველ დღეს.
რა მოხდა მერე, მარიკასთვის თუ შესაძლებელია და სხვა თანამშრომლებისთვის, თეონაც ხომ ადამიანია, თან ცხელა.
ღიმილიანმა შეათვალიერა საკუთარი თავი.
'' თუ თამაშია, იყოს თამაში'' ეშმაკურად ჩაილაპარაკა და ქუსლების კაკუნით დაუყვა კიბეებს.
- მეძახდი? - ნელა შეაღო ბაქრაძემ კარები და მამაკაცის წინ აისვეტა.
- კი დაჯექი - ხელით ანიშნა და მობილურზე ორ წუთიანი საუბრის შემდეგ ქალს მოუბრუნდა - დღეს საღამოს შეხვედრა გვაქვს, ამჯერად იაპონელი ინვესტორები არიან
- იმედია რამე თუ არ გამოვიდა ისევ მე არ დამაბრალებ - სისინით გაახსენა წარსულის შეცდომა
- ნუ ითარსები რა - სიცილით აიქნია ხელი - რამე კლასიკური კაბა გაქვს თუ ჯერ მაღაზიებში შევიაროთ? - სერიოზული სახით იკითხა ბირკაძემ.
'' შევიაროთ '' ამ სიტყვამ გადატრიალება მოახდინა თეონას თავში.
დიდი სიამოვნებით ისეირნებდა მამაკაცთან ერთად მაღაზიებში, თუმცა არა, აქ დროებითაა.
- სერიოზულად მეკითხები? - ეჭვნარევი ღიმილით იკითხა, უმალ მიიღო მამაკაცისგან თავის დაქნევით გამოწვეული კი. - ლევან, ქალი ვარ და რა თქმა უნდა მექნება. - გაეცინა - რომელი საათისთვის?
- 8 სთვის, სახლში გაგიყვან მოემზადე და საღამოს ისევ გამოგივლი. გეხვეწები საბუთები მოამზადე თან რა, უნდა გადავცეთ.
- და მარიკა რატომ არ მიგყავს? - ცოტა არ იყოს და გაუკვირდა, ასეთ საქმეებს მარიკა აგვარებს
- მარიკა შენნაირი პროფესიონალი არ არის - ირონიულად ჩაიქირქილა და ფეხზე წამოდგა.
თეონას არ ესიამოვნა, რა თქმა უნდა მიუხვდა სათქმელს.
კაბინეტიდან რამოდენიმე საბუთი აიღო, ტელეფონი ჩანთა და ლევანთან ერთად დატოვა შენობა.
- ბავშვს ვისთან ტოვებ ხოლმე? - სრულიად მოულოდნელად იკითხა, უკვე დავიწყებულიც ჰქონდა ეს ტყუილი.
- ბაღში და შემდეგ დედასთან - ღიმილით ისევ იცრუა
- ყოფილ ქმართან რა ურთიერთობა გაქვს?
- ჩვეულებრივი, ყოფილი სწორედ ამიტომაა - მიხვდა რისკენაც უმიზნებდა.
ცოტა არ იყოს და უკვირს, ასე რომ დაინტერესდა მამაკაცი მისი პირადი ცხოვრებით.
ბოლო ხანებში ურთიერთობა საგრძნობლად დააწყეს, თუ არ ჩავთვლით ლევანის გამოხტომებს ხანდახან. ეჩვენება რომ ზედმეტად იჭრება მის პირადში, ხანდახან ისეთ საქმეებს ავალებს, რაც მარიკას მოვალეობაა. გრძნობს, რომ მამაკაცი მას უკვე ზედმეტად ენდობა და ისეთი დეტალებიც კი გაუმხილა, რომელიც უბრალო თანამშრომელმა არ იცის. თუმცა მაინც არ სურს ზედმეტად გაიხსნას, ბოლოს და ბოლოს ეს სამსახური დროებითია. სურს თვითრეალიზება მოახდინოს და უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს.
სახლამდე ხმა არცერთს აღარ ამოუღია.
მხოლოდ თავის დაკვრით დაემშვიდობა და დროებითო მიაძახა.
- ოჰ როგორ მოხდა სახლში ხარ? - სიცილით აკოცა ძმას როგორც კი სახლში შევიდა
- დღეს პონტი გამემაზა - მხრები აიჩეჩა და ისევ ლეპტოპში ქექიალი განაგრძო.
- აუ თეო - მოულოდნელად მიაძახა - დაბადების დღისთვის რა საჩუქარი გაგიხარდებოდა? - თავი არ აუწევია ლეპტოპიდან
- როგორც მახსოვს ჩემი დაბადების დღე დეკემბერშია - სიცილით ჩაილაპარაკა და ყავა ჭიქებში დაასხა.
- ოო სერიოზულად გეკითხები, ბიჭისგან რომელიც მოგწონს, რა საჩუქარი გაგიხარდებოდა? - წარბები უფრო დააჭირა უმცროსმა ბაქრაძემ
- რავიცი, ყველას ინდივიდუალური ხასიათი აქვს, მე მაგალითად გამიხარდებოდა რამე გოგოშკური, მისი გემოვნებით შერჩეული, რა ხდება იკუნა ჰაა? - წარბები აათამაშა და წინ აესვეტა - რამეს მალავ? - უფრო ეშმაკურად დაიწყო საუბარი
- დასამალი არც არაფერია, ერთი გოგო მომწონს - ბედნიერმა ამოილაპარაკა და კუთვნილი ყავა მოსვა
- ოჰ რომეო რომეო - თეატრალურად გაშალა ხელები - მერამდენე გოგო უნდა მოგეწონოს პატარა კაზანოვა? როგორ არ დაიღალე ამდენი რომანით, ნუთუ არ კმარა ამდენი გატეხილი გული - ზედმეტად თეატრალურად საუბრობდა და ირაკლის სიცილის მიზეზიც მალე გახდა
- აი ნახავ, ეს ბოლოა, ამჯერად სერიოზულია - თვალი ჩაუკრა.
ცოტახანი კიდევ ისაუბრეს, შემდეგ საათს დახედა და მიხვდა, რომ მოსამზადებელი იყო. ჯერ საბუთები შეკრა და თან გადახედა, რამე არ გამოეპაროს თორემ ლევანის ყბიდან რა ამოვა.
ისევ ლევანის კითხვა გაახსენდა კაბაზე, ნეტა რა შეატყო კაბის უქონლობის?
'' ან იქნებ შენთან ერთად მეტი დროის გატარება უნდა? '' საკუთარი ალტერეგოც კი ინტრიგნულად უდგება ამბავს.
'' რაღაც არამგონია, ალბათ იხუმრა ''
დიდი ხანი იტრიალა სარკესთან, მართლა აქვს ქალური წიკები და რა ქნას?!
როგორც იქნა ააარჩია შესაფერისი კაბა, არ იცის რატომ მაგრამ მაინც გულით უნდა ლევანზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
'' შენ ხომ არ მოგწონს შენი უფროსი? '' - ისევ შეაკრთო საკუთარმა ალტერეგომ
'' ნუ სულელობ, ეგ ხომ მონსტრია '' - ინსტიქტურად აირიდა საკუთარი ფიქრი.
ლევანმა დათქმულ დროს მოაკითხა, გაბრწყინებული დაწვდა მობილურს და ღიმილით ჩაიკითხა მესიჯი.
- კარგად გამოიყურები - მანქანის კარი ჯენტლმენურად გამოაღო და ახლად მოკიდებული სიგარეტი მომენტალურად გადააგდო.
გზა და გზა გრძნობდა მამაკაცის მწველ მზერას, თეონა კი ჯიუტად არიდებდა მის გამოხედვას თავს.
- ამჯერად რა კონტრაქტი სურთ? - ბოლოს სიჩუმე ისევ მან დაარღვია.
- პროდუქციის რეალიზება სურთ, იმედია პირობებს კარგად აუხსნი, ვნახოთ რამდენად პროფესიონალი ხარ - ირონიულად გადახედა ქალს და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა რესტორანთან.
- ვნახოთ, ვნახოთ - ჩაიღიმა და გადმოვიდა.
იაპონელების წარმომადგენელი ქალი იყო, ახლა მიხვდა რატომ წაიყვანა თეონა.
ქალები მაინც კარგად გაუგებენ ერთმანეთს.
ყველა დეტალი განიხილეს, ლევანი მხოლოდ უსმენდა თეონას და ღიმილით აყოლებდა თვალს მის მანერებს.
თეონაც ყველაფერს უხსნიდა დაუღალავად, ცდილობდა რამე საკითხი გაურკვეველი არ დარჩენილიყო. გრძნობდა ლევანის კმაყოფილ მზერას, იაპონელებიც კმაყოფილები ჩანდნენ.
წარმომადგენელი დრო და დრო იაპონურად საუბრობდა და ყველაფერს უფროსებთან აზუსტებდა, ისინი კი ყველაფერზე თავს უქნევდნენ და კმაყოფილი ღიმილით ათამაშებდნენ პატარა სახეს.
- იცით - ღიმილით დაიწყო წარმომადგენელმა საუბარი, გოგო იქნებოდა თეონას ასაკის - მოეწონათ მათ თქვენი პირობები და აინტერესებთ როდის შეიძლება კონტრაქტის დადება?
თეონამ კმაყოფილი მზერით გადახედა ლევანს და ანიშნა რომ მისი ჯერი იყო.
- ძალიან კარგი, არ ინანებენ, აუხსენით ესეც - ღიმილით ჩაილაპარაკა ლევანმა - ხვალ უკვე შეგვიძლია კაბინეტში გავაგრძელოთ საუბარი, კონტრაქტს შევადგენ და შუადღისთვის შეეძლებათ ამ ამბისთვის ოფიციალური სახის მიცემა.
მათი საუბარი კიდევ ცოტახანს გაგრძელდა, იაპონელებმა აღნიშნეს რომ ძალიან მოსწონთ საქართველო და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. მალე დაიშალნენ და საბოლოოდ თეონა ისევ ლევანის მანქანაში აღმოჩნდა.
- მგონი უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი, არა? - მომგებიანი ღიმილით გადახედა ქალს
- ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი იმედია აღარ გეპარება - ირონიულად გაიღიმა
- არც არასდროს შემპარვია, უბრალოდ სტიმულს გაძლევდი - გაეცინა და გზიდან გადაუხვია.
- ოჰ რამხელა პატივია, თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა ბატონო ლევან - გულწრფელად გაეცინა.
ლევანმა მანქანა ჰიპერმარკეტის წინ გააჩერა.
- რას აპირებ? - გაკვირვებული სახით გადახედა მანქანიდან გადასულ ლევანს და კითხვა ფანჯრიდან ესროლა.
- მენდობი?
- კი გენდობი - არც დაფიქრებულა ისე უპასუხა.
მამაკაცმა ირონიულად ჩაიღიმა და მარკეტში შევიდა.
უკან პარკებით დაბრუნდა და ყველაფერი უკან დააალაგა.
- და სად მივდივართ არ იტყვი? - ახლა უკვე ლევანის ქუჩურ ქეიფზე ეცინებოდა თეონას.
- ხომ მენდობი? ხოდა პირობას გაძლევ მოგეწონება.
მანქანამ თბილისის ზღვისკენ აუხვია.
- მეტი ფანტაზიის უნარი არ გაქვს ამხელა ბიზნესმენ კაცს? - გაეცინა და მანქანიდან გადმოვიდა
- რატომ? ზღვის ხმა, მშვიდი გარემო, ლამაზი ხედი, გაიხედე ძეგლები რა ლამაზად ჩანს - ხელით ანიშნა - კარგი ჰაერი და მარტო ჩვენ - გაეღიმა და ნაყიდი პროდუქტები კომფორტულად დაალაგა სანაპიროზე.
- რავიცი, შენგან უფრო რამე სერიოზულს ველოდი - გულწრფელად გაიღიმა და მამაკაცის გამოწვდილ ლუდის ბოთლს დაწვდა.
- არ მიყვარს მასეთი სიტუაციები, მირჩევნია სადმე ჯიგრულ სიტუაციაში ვიყო, მაგალითად ახლა, შენთან ერთად - ნაზად დაუსვა ხელის ზურგი ლოყაზე.
თეონა დენდარტყმულივით შეიშმუშნა. მამაკაცის ცვლილება და რეაქცია საკმაოდ მოულოდნელი იყო.
- ჩემი გაგდების სურვილი აღარ გკლავს? - ირონიულად ჩაილაპარაკა და სცადა შექმნილი დისკომფორტი გაეფანტა
- ვნახოთ, ყველაფერი ხვალინდელ დღეზეა დამოკიდებული
- ახლა შენ ითარსები - გაახსენა საკუთარი ნათქვამი
- ბავშვი მარტო დატოვე სახლში? - ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის
თეონა დაიბნა და ერთიანად დაიძაბა.
- არა მამამისთან არის დღეს - უკვე ინანა, ერთ პატარა ტყუილს, ამხელა ამბავი მოყვა
- დაურეკე და მოიკითხე - ჯიუტად არ ეშვებოდა მამაკაცი
- ახლა ვერ დავურეკავ, ეძინება ბავშვს - თეონაც ჯიუტად არ თმობდა პოზიციას
- მაშინ შენს მეუღლეს დაურეკე და ბავშვის ამბავი გაიგე
- ლევან რა გინდა? - მობეზრებულმა კითხა და გახედა - მითხარი პირდაპირ
- მეე? მე არაფერიც არ მინდა, უბრალოდ მაინტერესებს ბავშვი როგორაა - არხეინად ჩაილაპარა, თუმცა კარგად გრძნობდა თეონას აღელვებას
- კარგად არის, არაფერი არ უჭირს, ახლა სძინავს დარწმუნებული ვარ - ტონით მიახვედრა, რომ ზედმეტი მოსდიოდა.
- დამშვიდდი, რატომ მეჩხუბები? - გაეცინა და თეონას გაღიზიანებული მზერით უდიდესი სიამოვნება მიიღო.
- არ გეჩხუბები - ბაქრაძეც უცბად დარბილდა - უბრალოდ შენი ქცევა მაკვირვებს ხანდახან
- და რა არის გასაკვირი? - ხმა დაისერიოზულა
- ის რომ ხანდახან საშინლად მექცევი, მერე უცბად ჩემი პირადით ინტერესდები, ახლა აქ ვსხედვართ. ხანდახან მგონია რომ არანორმალური ხარ - ნაწყენმა ჩაილაპარაკა და სივრცეს გახედა
- საშინლად არ ვიქცეოდი, უბრალოდ არ მსიამოვნებს როდესაც ვიღაც ჩემს საქმეში ერევა და კადრების აყვანა დაქვეითებას მთხოვენ
- და მაშინ უარი გეთქვა, მე გაიძულე რომ სამსახურში აგეყვანე? - შერცხვენილმა და გაბრაზებულმა მიახალა სათქმელი
- ხომ გითხარი, მამამ ძალიან მთხოვა და ვერ ვაწყენინე - ისევ მშვიდად საუბრობდა ბირკაძე
- მერე მიხვდი რომ არ ვიყავი ცუდი ვარიანტი ხო? - მისი სიმშვიდე გადაედო და აკისკისდა.
- უკეთესებიც არსებობენ - ირონიულად ჩაილაპარაკა და თავი აარიდა.
სახლში მალე დაბრუნდა, ისევ ლევანმა მიაცილა და მანამ არ დაძრა მანქანა, სანამ აივნიდან არ ანიშნა მშვიდობიანად ავედიო.
მეორე დღეს იაპონელები და მათი წარმომადგენელი მართლაც მივიდნენ, კონტრაქტი ლევანთან ერთად შეადგინა და წარმატება კიდევ ერთხელ იგემეს.
მთელი კვირა გაურბოდა ლევანთან საუბარს.
აღარც ბირკაძე იჩენდა მაინცდამაინც ინიციატივას, საქმეები უამრავი იყო და ერთმანეთისთვის არ ეცალათ. მხოლოდ საქმეზე საუბრით შემოიფარგლებოდნენ და ამით მთავრდებოდა დიალოგი.
დასვენების დღეს ისევ გემრიელად გამოიძინა, დილით თიკა დაადგა და უსაყვედურა, შენ საერთოდ აღარ გცალია ჩემთვისო.
შუადღისას კი ნატას დაურეკა და ბავშვის დაბადების დღე მიულოცა.
- მადლობა ღმერთს გაგახსენდა - მხიარულად ჩასძახა ტელეფონში - დღეს ხომ აუცილებლად ამოხვალ საღამოს? ძალიან ახლო წრე ვიქნებით, ოჯახის წევრები და რამოდენიმე მეგობარი, თან ახალი ამბავი მაქვს და მინდა რომ ყველას ერთად გაგიზიაროთ
- აუ რა ახალი ამბავი?? - ამ გოგოს მოთმენის უნარი საერთოდ არ აქვს.
- მოდი და გაიგებ, წავედი ახლა და გელოდები.
მთელი დღე ვაჩეს საჩუქარს არჩევდა.
ვერაფრით მოიფიქრა, რითი შეიძლებოდა ბავშვის გახარება, თუმცა ბოლოს მაინც საბავშვო სექციიდან ტომ სოიერის თავგადასავალს დაავლო ხელი.
ვაჩე გიჟდება ზღაპრებზე, წიგნებზე და ჩათვალა, რომ მისი ასაკისთვის იქნებოდა იდელაური, პირველი წიგნი.
საჩუქარი ლამაზად შეაფუთინა, თან სათამაშო დაურთო და კმაყოფილმა დატოვა მოლი.
საღამოს კი გამოპრანჭული ავიდა ბიძაშვილთან.
სტუმრებს მიესალმა, მართლა ძალიან ახლო წრე იყო, თან სულ ახალგაზრდები. ყველას იცნობდა და ზუსტად იცოდა რომ არ მოიწყენდა.
- რადგან შენ გვიკადრე და მოხვედი - მხიარულად გადაეხვია რეზი მონატრებულ მეგობარს და უკვე ნათესავს.
- რა უნამუსო ხარ, გილოცავ პატარის დაბადების დღეს, მინდა რომ სულ ასეთ ბედნიერებს გიყურებდეთ. ხომ იცი ძალიან მიყვარხართ? ბოლოს და ბოლოს სიძე ხარ რა - გაიცინა და კიდევ ერთხელ გადაეხვია.
მონოტონურ სადღეგრძელოებს მოყვა სასიამოვნო თრობის გრძნობა და უაზრო სიმსუბუქე.
რატომღაც თავში ლევანმა გაუელვა.
მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი ურთიერთობა აქვთ და თავიდან ძალიან ცუდად დაიწყეს, მაინც სიამოვნებს მასთან ერთად ყოფნა, მასზე ფიქრით კი უფრო გაურკვევლობაში იგდებს თავს.
ალბათ ყველაფერი სასმელის ბრალია. საკუთარ ფიქრზე გაეცინა.
- მეგობრებო - მშვიდად დაიწყო ნატამ საუბარი - იცით, რომ ახლა აქ ყველანი ჩემთვის ძალიან ახლო, თბილი და ტკბილი ადამიანები ხართ. დღეს ვაჩე 4 წლის გახდა, მშობლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ვიცი რომ ყველას ძალიან გიყვართ ეს პატარა მაიმუნი, მეც უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა თქვენთან ერთად ვარ და მიხარია, რომ დღეს ჩემს სიხარულს, ჩემი შვილის სიხარულს და რეზის სიხარულს იზიარებთ. იმედია ყოველთვის ასე ვიქნებით, მიხარია ჩემი ოჯახი და მაბედნიერებს თქვენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი - საუბრისას თან ეღიმებოდა - ვიცი, ცოტა არეულად ვსაუბრობ და თქვენც დაგაბნიეთ. - ისევ გაეღიმა და რეზის მოუხმო - რეზი, გილოცავ ჩვენი პირველი სიხარულის, ჩვენი სიყვარულის შედეგის დაბადების დღეს. ძალიან მიყვარხართ ორივე, უფრო სწორად ძალიან მიყვარხართ სამივე - უცბად გაჩუმდა, ყველა დაიძაბა. - მაგრამ ამჯერად გპირდები რომ ისე აღარ გაგაწვალებ, როგორც პირველი ორსულობისას - გაეცინა და გაშტერებულ მეუღლეს მოეხვია.
- მოიცა... შენ.. - რეზი დაიბნა და ცრემლიანი თვალებით ლუღლუღებდა. უცბად გაითავისა ყველაფერი და ბოლო ხმაზე შესძახა ''აეე'' ეს იყო უფრო სიხარულის და ბედნიერების შეძახილი, გაკვირვების და უზომო სიამოვნების.
ყველამ გაიხარა, მერე ისევ მოყვა შამპანურების გახსნა, უფრო მეტი სილაღე და ბედნიერება.
- შენ რა ცუდი ვიღაც ხარ - ბედნიერი სახით ამოუდგა თეონა ბიძაშვილს - იმ დღეს გაიგე და არ მითხარი არა? - ლოყები დაუკოცნა და მუცელზე წაეთამაშა
- რა გინდა, ასე ხომ უფრო ეფექტურია? - ნატაც ბედნიერი სახით კისკისებდა.
მოულოდნელად ვიღაცამ შემოაღო კარები, სავარაუდოდ ხმაურში ვერავინ გაიგო ზარის ხმა.
თეონამ სამზარეულოდან გამოიჭყიტა.
ეს იყო შოკი.
თავზარი.
მიწა გასკდა.
ჩაიტანა.
არა სიზმარია. ნამდვილად სიზმარია.
ბევრი არ დაულევია, უბრალოდ რამოდენიმე ჭიქამ ცოტა მოთენთა და მოადუნა.
შანსი არ არის ახლა აქ ხედავდეს.
უეჭველი ეჩვენება.
ხო ეჩვენება.
წეღან რომ ფიქრობდა ეტყობა გონებაში დარჩა.
თვალები დაახამხამა, დახუჭა, ყურებზე ხელი აიფარა, იჩქმიტა მაგრამ მაინც არ გაქრა.
ობიექტი ჯერ რეზის გადაეხვია, შემდეგ ნატას.
შემდეგ პატარა ვაჩე დაკოცნა.
შემდეგ პირდაპირ თეონასკენ წამოვიდა და მოურიდებლად აკოცა ლოყაზე. მერე ნაზად უბიძგა და აივნისკენ გაიყვანა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა და სიგარეტს მოუკიდა.
პასუხი არ გაუცია, მხოლოდ იდგა დარცხვენილი
- რაიყო ენა გადაყლაპე? - გაეცინა და ლოყაზე ნაზად დაუსვა ხელი
- კარგად, შენ როგორ ხარ ლევან?
- არამიშავს რა, როგორ ერთობი? - ისე ელაპარაება თითქოს თეონას არ გაუსაღებია ვაჩე მის შვილად და არ მოუტყუებუა, თეონას კი ნერვებმა უმტყუნა.
- ამდენი ხანი სიმართლე იცოდი და მატყუებდი? - შეტევაზე გადავიდა
- მე გატყუებდი კიდე? ეს შენ ხარ მატყუარა და ყველა შენნაირი გგონია - ზიზღით გამოსცრა კბილებში
- არ ვარ მატყუარა, შეგეძლო სიმართლე გეთქვა - არ თმობდა ჯიუტად.
- მატყუარა არ ხარ არა? - თეონამ თავი გაუქნია, ლევანი კი მისკენ მელასავით, ნელი ნაბიჯებით დაიძრა, - აბა რა ხარ? - ვნება მორეული ხმით ლაპარაკობდა, აშკარად ეტყობიდა რომ ნასვამი იყო, ალკოჰოლის, სიგარეტის და სუნამოს სუნი საოცრად მოქმედებდა თეონაზე.
- რა გინდა? - ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა, უკვე კედელზე იყო აკრული და ელოდებოდა ან ახლა აფეთქდება ლევანი ან ახლაო.
- შენ - ჩაილაპარაკა და ტუჩებზე ცხოველივით დააცხრა.
მერე ნელა აიკრა სხეულზე და ცალი ხელი თმაში შეუცურა.
ყბებზე ოდნავ მოუჭირა და კოცნაც უფრო მომთხოვნი გახდა.
ქვეყანა დაიქცა.
მიწა კიდევ ერთხელ გასკდა.
სასაცილო ის არის, რომ არც შეწინააღმდეგებია.
- უნდა წავიდე - ნერვიულად ამოილუღლუღა და კარებს დაწვდა
- წადი - ჩაიცინა ლევანმა და ახალ ღერს მოუკიდა.
დენდარტყმული გამოვარდა.
სახლში როგორ ავიდა არ ახსოვს, ემოციური შოკი გადაიტანა და თითქოს არცერთი გრძნობა აღარ ჰქონდა დარჩენილი.
''სიზმარია''
''გაიღვიძებ და გაგეცინა''
ფიქრობდა და თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს, შემდეგ კი სიზმრების სამყაროში გადაეშვა.
ორი დღეა სამსახურში არ მისულა, გაციება მოიმიზეზა.
სინამდვილეში კი არ სურს ლევანთან შეხვედრა, გაცდენაზეც მარიკას დაურეკა და მხოლოდ მას აცნობა, სთხოვა ლევანისთვის გადაეცა.
''ოდესმე ხომ მოგიწევს შეხვედრა'' არ თმობდა პოზიციას ალტერეგო.
ბაქრაძემ არც კი იცის რაზე უნდა ელაპარაკოს, საერთოდ რატომ დაიწყო იქ მუშაობა? ამდენი რაღაც ხომ არ მოხდებოდა.
'' რა სირცხვილია'' ფიქრობდა როდესაც ახსენდებოდა თუ რა უტიფრად ატყუებდა ლევანს. სინამდვილეში მამაკაცმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, უბრალოდ თეონას თამაშს აჰყვა.
''იქნებ საერთოდ არ ახსოვს რომ მაკოცა?''
'' რა სისულელეა მთვრალი არ ყოფილა''
ფიქრით უფრო იტანჯავდა თავს.
იქნებ სულ არ გაახსენოს ლევანმა ეს ინციდენტი?
ასე უფრო კარგი იქნება, ჩვეულებრივად განაგრძობენ მუშაობას.
ლევანის მიერ ნათქვამი ''შენ'' მაინც თავში უტრიალებს, ღმერთო რა საშინელებაა გაურკვევლობა! განსაკუთრებით თეონასთვის, სუპერ მოუთმენელი ადამიანისთვის. თეონა ის ტიპია, ვინც ყველაფერს სახელს არქმევს. მისთვის არაფერი არ უნდა იყოს გაურკვეველი თორემ მერე ფიქრები დატანჯავს.
ნელ-ნელა მოეშვა. ცოტახანი კიდევ იწრიალა საწოლში და ბოლოს კოტრიალით დაღლილი, მთქნარებით გაემართა სამზარეულოში, სადაც ლია ტოლმას ახვევდა.
- დეე მამა არ მოსულა?? - იკითხა და ყავა დაისხა.
- მაღაზიაშია ჩასული, ნატო რომ მეორეზეა ორსულად გაიგე? - ბედნიერმა ჩაილაპარაკა ქალმა და ქვაბს თავსაფარი დააფარა.
ცოტა არ იყოს, ეუცნაურა თეონას დედის კითხვა.
- რა გაგება უნდოდა, იქ არ ვიყავი? - ამ ამბავზე კი რა თქმა უნდა ისევ ლევანი გაახსენდა.
- უი სულ ამომივარდა გონებიდან. - ჩაიცინა ქალმა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
- ხომ კარგად ხარ? შენგან ასეთი რაღაცები მიკვირს - გულწრფელად შეშფოთდა დედის გულმავიწყობით
- კარგად ვარ კარგად, ეგ მამაშენთან არ დაგცდეს თორემ ხო იცი, გამომამწესებს საავადმყოფოში გამოკვლევებზე, დავიღალე ცხელა და დამავიწყდა, რაიყო? არ შეიძლება? - ცოტა წყენა შეეპარა ტონში.
- დამშვიდდი, ვინმე რამეს კი არ გეუბნება - ნაზად მოუთათუნა ხელი ლოყაზე, ცოტა გაუკვირდა დედის უცაბედი აფეთქება, მითუმეტეს ლია ძალიან გაწონასწორებული და მშვიდია.
სამზარეულოში უფროსი ბაქრაძე გამოჩნდა.
- სამსახურში აღარ დადიხარ? - სიცილით ჰკითხა ქალიშვილს და მოეხვია
- რაღაც გრიპის ნიშნები მქონდა და ლევანმა მითხრა არ მოხვიდეო რამოდენიმე დღეო - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ისევ მოიტყუა.
არადა როგორ ეზიზღება ეს ტყუილი, ამ ბოლო დროს კი უნებურად მაინც ტყუილის თქმა უწევს.
არადა რა საშინელებაა?! ერთ პატარა ტყუილს მოყვა ეს ყველაფერი და ახლა უწევს რომ გამუდმებით იცრუოს, მამას ვერ აუხსნის რაღაცებს, თან ნამდვილად არ უნდა მისი პირადი ინტიმური დეტალები გაანდოს ოჯახის წევრებს.
მთელი დღე როგორღაც გადააგორა, ხან წიგნი წაიკითხა, ხან ფილმს უყურა. ბოლოს როგორღაც ჩაეძინა, უფრო სწორად ისეთ მოსაწყენ ფილმს უყურებდა, ფიქრებში გაერთო და ძილიც იგემა.
მობილურის ხმამ შეაკრთო, ნომერს დახედა და ირაკლი მაშინვე იცნო.
- ხო ირა - ნამძინარევი ხმით უპასუხა.
- თეო, რას შვრები გღვიძავს? - ცოტა აღელვებულად მოეჩვენა ძმის ტონი
- რომ გელაპარაკები ესეიგი მღვიძავს, რა ალოგიკური ხარ ირა? - გაეცინა
- მომისმინე, მშობლები ხოარარიან ახლოს? - თეონა წამოჯდა და ერთიანად დაიძაბა
- არა რა ხდება? - ანერვიულებულად მოისვა კისერზე ხელი
- მომისმინე, ეხლა ვარ პირველ კლინიკაში, არაფერი სერიოზული არ არის უბრალოდ ავარიაში მოვყევით და მოდი რა, მაგათთან არაფერი არ დაგცდეს გეხვეწები.
- რაო? - უეცრად წამოიკივლა თეონამ - რას ქვია არავის არაფერი ვუთხრა? შენ ხომ არ გაგიჟდი? როგორ ხარ? - კითხვები მიაყარა და თან ცალი ხელით ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო
- ეეეე დამშვიდდი ახლა რა, კარგად ვარ უბრალოდ მოდი მთლად უპატრონოდ ნუ დამაგდებ - იცინოდა ტელეფონში და გაუთიშა.
თეონას ლამის ტვინი აუდუღდა, ნერვიულად ჩაირბინა მთელი ექვსი სართული და გამვლელ ტაქსს ლამის ჩააფრინდა.
მთელი 20 წუთი მხოლოდ იმას გაჰკიოდა დროზე დროზეო, ირაკლის ხმა კი ისევ ხალისიანი იყო მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდება სანამ არ დარწმუნდება.
საავადმყოფოში შესული, მაშინვე მიმღებში მივარდა და ძმის მდგომარეობა მოიკითხა.
- თქვენ ნათესავი ხართ? - ჰკითხა მიმღებში მჯდომმა გოგონამ
- დიახ და ვარ, ხომ კარგად არის? ნახვა შემიძლია?
- ერთი წუთით, ექიმს გაესაუბრეთ. - სადღაც დარეკა და მალე ექიმიც ჩამოვიდა. ამ დროის მანძილზე კი ნერვიულად დადიოდა თეონა წინ და უკან.
- ირაკლი ბაქრაძესთან თქვენ ხართ? - მაღალი ექიმი აესვეტა თეონას წინ, ახალგაზრდა ბიჭი მაგრამ საშინელი შესახედაობის, კუშტი წარბებით და შემაძრწუნებელი მზერით.
- დიახ მე ვარ, რა სჭირს? როგორ არის? წეღან ვესაუბრე და ნახვა როდის შემეძლება?
- დამშვიდდით, ახლა საოპერაციოში უნდა შევიყვანოთ, რამოდენიმე სისხლ ჩაქცევა აქვს და.. - ექიმს არ დაასრულებინა სიტყვა
- ვაიმე რა საოპერაციო? წეღან ველაპარაკე და კარგად იყო, მოიცათ ერთი წუთით, ღმერთო - თან ნერვიულად ლაპარაკობდა და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა - მამაჩემიც ექიმია, დავურეკავ, მანამ არაფერი გააკეთოთ - გამაფრთხილებელი ტონით დაუბარა ექიმს.
- მამა - ნერვიულად ჩასძახა როგორც კი უფროსი ბაქრაძის ხმა გაიგო - მამა მომისმინე, ირაკლი ჰყავთ საავადმყოფოში პირველში, ექიმი ამბობს საოპერაციოში უნდა შევიყვანოთო მე ვერაფერს ვიგებ, ირაკლის წეღან ველაპარაკე და კარგად იყო ჩქარა მიშველე რამე - საკუთარი ხმაც არ ესმოდა თითქმის
- თეონა დამშვიდდი, ექიმს მიაწოდე ტელეფონი - თეონამაც უმალ გაუწოდა ექიმს ტელეფონი და სუნთქვაშეკრული ელოდებოდა.
ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგო რას ამბობდა ექიმი და რა ტერმინებით საუბრობდა.
ირაკლის რამე რომ მოუვიდეს ვერ გადაიტანს.
ექიმის შეხებამ გამოაფხიზლა.
- ხელი უნდა მოაწეროთ რომ პასუხისმგებლობას თქვენ თავზე იღებთ, მამათქვენი ოპერაციაზე უარს ამბობს - არხეინად ჩაილაპარაკა ექიმმა, უფროსწორად ვითომ ექიმმა, ასეთი გულგრილი დამოკიდებულება არ შეეფერებოდა ექიმს. თეონამ ლამის სიბრაზისგან ცეცხლი გამოუშვა.
ექიმს გაჰყვა და მიმღებში რაზეც საჭირო იყო ხელი მოაწერეს.
რამოდენიმე წუთში თამაზი და ლიაც გამოჩნდნენ.
- ვაიმე ხალხო რა ხდება გამაგებინეთ რა? - ტიროდა თეონა და დედას ეხუტებოდა, - რატომ აღარ უკეთებენ ოპერაციას?
- სასწრაფოდ გადავიყვან ირაკლის და მე თვითონ ვნახავ რა სჭირს. შენ რომ გელაპარაკა ნორმალურად იყო? - ყველანაირად ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა თამაზს.
- კი, მშვიდად სიცილით მელაპარაკებოდა, კარგად ვარო გაიძახოდა - თან ტიროდა და თან აღარაფერი აღარ ახსოვდა.
თამაზი ექიმს დაელაპარაკა და გადაყვანაზე ნებართვა მიიღო.
თეონა მთელი ღამის განმავლობაში დადიოდა წინ და უკან, ამჯერად უფრო დამშვიდებული იყო, იცოდა მამასთან საშიში არაფერი იყო და ყველაფერს მოაგვარებდა.
- ლიკა, ერთი გაიგე რა მანდ საბუთებში იმ ექიმის სახელი და გვარია, ვინ არის და საიდან მოვიდა. - დაუბარა მიმღებში მჯდომ გოგონას.
ლია კი ხმასაც ვერ იღებდა, ნერვიულად უყურებდა იატაკს და უხმოდ ტიროდა.
- თეონა, ლია წაიყვანე და წადით - მზრუნველი ხმით გამოუდგა თამაზი შვილს - საოპერაციო არაფერია, იმ პრაქტიკანტს კიდე კარგად მოხვდება ცრუ ინფორმაციისთვის, რაღაცები აერია, დამშვიდდი ახლა და ნუ ტირი, წაიყვანე ლია და წადით, ირაკლი კარგად არის, მართლა გეუბნები - შვილს ამშვიდებდა და თან ცოლს თავზე ეფერებოდა.
- ხომ ყველაფერი კარგად იქნება თამაზ? - ძლივს ამოიღო ლიამ ხმა და მეუღლეს უფრო მიეხუტა.
- როდის მომიტყუებიხარ? - გემრიელად აკოცა ცოლს შუბლზე და ისევ პალატაში შევიდა.
ძალა გამოცლილები წამოვიდნენ სახლში, საწოლში შეწოლა და დაძინება ერთი იყო.
შუადღემდე ეძინა, თუმცა მაინც ფხიზლად იყო.
გრძნობდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, უბრალოდ ვერ ხვდებოდა ირაკლის ამბავი მართლა მოხდა თუ დაესიზმრა.
გიჟივით წამოვარდა საწოლიდან, თითქოს ვიღაცამ ხელი ჰკრა და გამოაღვიძა.
- დედა, რამე სიახლე ხომ არ არის? - მიხვდა, რომ უკვე კარგად იყო საქმე, ლიას სახეზე ფერი და ღიმილი დაბრუნებოდა
- კი ყველაფერი კარგად არის, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, იმ ექიმს კიდე რაღაცები შეშლია, უფროსწორად პრაქტიკანტი ყოფილა, მამაშენმა მითხრა არაფერიაო.
შემდეგ ირაკლისაც დაურეკა მაგრამ როდესაც თამაზმა უპასუხა, აუხსნა რომ ირაკლისთვის გადაღლა არ შეიძლებოდა და მისგან გაიგებდნენ სიახლეებს.
ღმერთს უამრავი მადლობა შესწირა.
გულმა მაინც ვერ მოუსვენა და გადაწყვიტა ძმა მოენახულებინა.
ყვავილები და ნატურალი წვენი აიტანა.
მამამისს ბევრი ეხვეწა და ორი წუთი მაინც შეუშვა.
- ეგ ვენოკი წინასწარ იყიდე არა? - ისევ მხიარული ხასიათით შეეგება ირაკლი.
- რა დეგენერატი ვიღაც ხარ, გუშინ კინაღამ მოვკვდი იცი? - თეონაც იცინოდა
- ვიცი მამამ მითხრა რა ამბებიც მომხდარა, მე უკვე გამაყუჩებლებით ვკაიფობდი, ხო იცი როგორი მოტაბლეტე ვარ - საკუთარ ნათქვამზე გაეცინა, რა თქმა უნდა ხუმრობდა.
- არაფერი შენ არ შეგცვლის.
რამოდენიმე წუთი კიდევ დაჰყო მასთან ოთახში, შემდეგ გემრიელად დაუკოცნა ლოყები, მამასაც დაემშვიდობა, ლიკასაც მადლობა მოუხადა და ფეხით დაუყვა ქუჩას.
ამ დროის მანძილზე, მხოლოდ ახლა გაახსენდა ლევანი.
რაღაცნაირად გული დასწყდა, არც კი მოუკითხავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
არა კი იცრუა მაგრამ ლევანმა ხომ არ იცის რომ მოიტყუა.
ალბათ თეონამ ყველაფერს ზედმეტი მნიშვნელობა მისცა და ზედმეტად დატვირთა.
სულ რამოდენიმე ნაბიჯიღა აკლდა კორპუსში შესასვლელად, როდესაც მოულოდნელობისგან გაშეშდა.
ნაცნობ მანქანასთან, მისთვის უკვე კარგად ნაცნობი მონსტრი იდგა.
ნელა მიუახლოვდა და წინ აესვეტა.
- გამარჯობა - ხმა წართმეულმა ჩაილაპარაკა.
- გაგიმარჯოს - არხეინად მიესალმა ლევანიც
- აქ რას აკეთებ?
- სამსახურში რატომ აღარ დადიხარ? - არაფრად ჩათვალა მისი კითხვა.
- იმიტომ რომ ვერ ვიყავი კარგად
- მერე მარიკა ჩემზე ახლობელია? - რას გულისხმობს ნეტავ?!
- შენ მითხარი თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ იქნება, არ შემაწუხოვო და - მსუბუქად აიჩეჩა მხრები და თავი გვერდზე მიატრიალა, თან გაახსენდა მამაკაცის პირველ დღეს ნათქვამი კანონი.
- ანუ თვლი, რომ მნიშვნელოვანი არ ხარ ჩემთვის? - ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელები წელზე მოხვია.
- რავიცი, ვაარ? - თეონაც უფრო გათამამდა მამაკაცის ქცევით
- შენი ძმა როგორაა? - ისევ არაფრად ჩააგდო მისი კითხვა, თეონა კი გაოგნებული დარჩა
- შენ რა იცი? მასე პატარაც არაა თბილისი
- კარგი რა, შენ გგონია ეს სამი დღე მართლა არ გაქცევდი ყურადღებას? ან მართლა დავიჯერე რომ ცუდად იყავი? უბრალოდ ვიცოდი ფიქრისთვის დრო გჭირდებოდა
ერთიანად გათბა მისი სიტყვების მოსმენისას.
ნამდვილად არ ელოდა მის გამოჩენას, ყურადღებას და ასეთ აღიარებას.
მგონი არ ცდებოდა ალტერეგო და მართლა უყვარს ეს სადისტი მონსტრი.
- კარგად არის, მადლობა - გაიღიმა და თავი ნერვიულად დახარა
- შენ როგორ ხარ? - სხვანაირი, უფრო დამთბარი ხმით კითხა და ცალი ხელით თმა გადაუწია.
- კარგად, შენ როგორ ხარ? - გაეღიმა და მის შეხებაზე უფრო გაიტრუნა.
- ბავშვი როგორ გყავს? - ირონოულად მაგრამ მაინც სიცილით კითხა
- გეყოფა ახლა - უცბად გაბრაზდა - სულ ეგ უნდა მახსენო?
- სულ არა მაგრამ ძალიან საყვარლად ბრაზდები, მე რომ მიყვარს ისე
ეს ბიჭი ან გიჟია, ან სპეციალურად თამაშობს თეონას გრძნობებზე.
- და შენ რატომ არ მითხარი სიმართლე? - შეუტია ბაქრაძემ
- რავიცი, მაინტერესებდა როდემდე გაძლებდი - მხრები აიჩეჩა - ისე რატომ მომატყუე?
- იმიტომ რომ დამცინე - ზედმეტად ბავშვურად გამოუვიდა
- ღმერთო რა სულელი ხარ - ცხვირზე დაჰკრა ხელი - მე შენ არასდროს დაგცინებ, არაფერზე და არადროს გაიგე? - მისი სახე ხელებში მოიქცია.
მერე ძალიან ნაზად დაწვდა ბაგეზე და ჯერ ქვედა ტუჩზე შეეხო ოდნავ, შემდეგ კი ნიკაპზე.
- ახლა ადი სახლში და ხვალ არ დააგვიანო, ჩემი გრძნობებით ნუ სარგებლობ, თორემ ისევ მონსტრი ბოსი გავხდები - გაეცინა და მსუბუქად მოუჭირა გვერდზე ხელი.
- შენ რა იცი, ეგ სახელი რომ შეგარქვი? - ამჯერად თეონასაც გაეცინა
- ნაკლები უნდა ილაპარაკო ხოლმე ჩემი კაბინეტის წინ. - თვალი ჩაუკრა და ხელგადახვეულმა, ნელა მიაცილა კორპუსამდე. შემდეგ შემოაბრუნა და რამოდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა
- ნუ იფიქრებ ნურაფერზე კარგი? - სითბო შეპარულმა ხმით უთხრა - უბრალოდ გრძნობას მიენდე.
ორი დღეა სამსახურში ნაძალადევად იღიმება.
სულ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ყველამ იცის მისი და ლევანის სახელ დაურქმეველი ურთიერთობის შესახებ.
მამაკაცი ყოველ წამს აწამებს, ხან რაზე დაუძახებს ხან რაზე.
მარიკას უბრალო მოკითხვაზეც კი ეჭვის თვალით უყურებს სიტუაციას.
ასე ვერ გააგრძელებს, ან სასწრაფოდ უნდა დატოვოს სამსახური ან ლევანთან უნდა შეწყვიტოს ეს რაღაცნაირი ურთიერთობა.
- ლევან - დაუკაკუნებლად შეაღო მისი ოთახის კარი და გრძელფეხება, ქერა ულამაზესი გოგოს დანახვისას ლამის კარებს აეკრა. სუნთქვაშეკრული უყურებდა და ეგონა თითქოს რომელიმე მოდური ჟურნალიდან იყო გადმოსული.
- მოდი თეო, დაჯექი - ხელით ანიშნა სავარძლისკენ
მათ კი საუბარი ისე განაგრძეს, თითქოს იქ არც არავინ ყოფილიყო. ზედმეტი არცერთს არაფერი უთქვამს, უბრალოდ საქმეზე საუბრობდნენ თუმცა თეონას მამაკაცის მიერ თბილი ტონით ნათქვამი თითოეული სიტყვა აღიზიანებდა გრძელფეხებას მისამართით.
ეჭვიანობს.
გამოიჭირა საკუთარი თავი.
რომ არა მისი მშვიდი ხასიათი და ქალური თავმოყვარეობა ალბათ ამ ქალს გაგლეჯდა შუაზე, ჯერ რანაირად ზის რა უბედურებაა!
- კარგად იყავი - ხელი ჩამოართვა გრძელფეხებამ ლევანს, შემდეგ თეონას მოუბრუნდა და მასაც კარგად იყავიო მიაძახა, რატომღაც მოეჩვენა რომ ზედმეტად ირონიულად დაემშვიდობა ლევანთან შედარებით.
ლევანი მის აწურულ სახეზე და გაბრაზებულ გამოხედვაზე მაშინვე ყველაფერს მიხვდა და სიცილით ჩამოუჯდა ქალს გვერდით, ხელი ნელა შეუცურა მაიკის ქვეშ და თეონაც დენდარტყმულივით წამოხტა.
- კაი ახლა არ მითხრა ვიეჭვიანეო - აგრძელებდა ქალის დაცინვას.
- და რატომ უნდა ვიეჭვიანო? - არც ამან დააკლო ირონია
- რავიცი შენს თავს კითხე, რატომ დგახარ ასეთი აბუზული
- არაფერიც რა. აქ საქმისთვის შემოვედი - სცადა მისი ეჭვიანი გამომეტყველება შეეცვალა
- ჯერ რომ სხვა საქმით დავკავდეთ და მერე გადავიდეთ შენს საქმეზე? - ვნებიანად უჩურჩულებდა ტუჩებთან და ნელ ნელა ყელში ჩავიდა, შემდეგ ისევ ტუჩებს ამოუყვა და გემრიელად დააცხრა.
- ასე ვერ გავაგრძელებთ - როგორც კი იგრძნო როგორ მოშორდა მამაკაცის სხეული, მაშინვე დრო იხელთა და შეაპარა
- როგორ ასე? - წელიდან არ იღებდა ხელს
- ლევან გაჩერდი რა - ხელი აიქნია და უკან დაიხია - როგორ და ასე, ეს სამსახურია და არ მინდა პირადი სამსახურში ავურიო.
- ისე მსჯელობ, გადაწყვეტილებაც მიღებული გექნება - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ქალს ცივად შეუშვა ხელი
- გადაწყვეტილი რომ მქონდეს პირდაპირ განცხადებას შემოგიტანდი - აკისკისდა - კარგი რა, შენც ხომ ხვდები რომ რასაც ვაკეთებთ არასწორია? - დამთბარი ხმით ჩაილაპარაკა და მამაკაცის წინ ჩამოჯდა
- რა არის არასწორი? ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი თუ მოსწონს არასწორია? - ბავშვური წყენით ჩაილაპარაკა და თვალებში ახედა
- არა, ეგ არა. უბრალოდ თანამშრომლების თვალში არასწორად ვიქცევით, არ მიყვარს ასეთი რაღაცები და მინდა ერთად მოვნახოთ გამოსავალი
- თავს თანამშრომლებისგან განსხვავებულად გრძნობ? ხელფასი მოგიმატე თუ შენიშვნები დაგაკელი? - ირონიულად ჩაილაპარაკა და ამჯერად ქალს წინ აეტუზა
- არა მაგრამ
- ხოდა არანაირი მაგრამ, მემგონი ჩემი ხასიათები ზუსტად გაქვს შესწავლილი, ჩემმა თანამშრომლებმაც იციან, რომ საქმეს და ურთიერთობებს ერთმანეთში არ ავურევ, სადაც საჭირო იქნება შეგაქებ, სადაც საჭირო იქნება იქ შენიშვნას მოგცემ, მაგაზე ნუ ინერვიულებ კარგი? ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ჩემია და არავის მივცემ უფლებას, ზედმეტად რამეში ჩაერიოს - ნაზად მოუსვა ხელი ლოყაზე და მხურვალე კოცნა აჩუქა.
ახლა კი დამშვიდდა, ზუსტად იცოდა, რომ ლევანი ზედმეტად კარგი იყო და არანაირი სანერვიულო არ ჰქონდა. მისმა სიტყვებმა იმოქმედა და თეონაც ერთიანად მოეშვა, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოხსნეს.
- ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ - ღიმილით აკოცა ლოყაზე და კარებში გაუჩინარდა.
ყველაფერი ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც ლევანმა უთხრა.
არანაირ შებოჭილობას აღარ გრძნობდა.
სამსახურში ყველაფერი თანასწორად მიდიოდა, ზედმეტს არაფერს აგრძნობინებდა თანამშრომლების თვალში, აი კაბინეტის მიღმა კი ნამდვილ შეყვარებულებად იქცეოდნენ.
- შენ და ლევანი ერთად ხართ არა? - გამოუცხადა აკისკისებულმა მარიკამ
- ასე ძალიან გვეტყობა? - უეცრად შეშფოთდა
- დამშვიდდი, სხვა არ ვიცი გატყობთ თუ არა მაგრამ მე შევამჩნიე
- ასე გამოდის - მხრები აიჩეჩა და ნატურალური წვენი ერთი შესრუპვით დააცარიელა.
- მართლა მიხარია თქვენი ამბავი, დედას გეფიცები გულწრფელად გამიხარდა, იმდენი ხანია ლევანი ასეთი ბედნიერი არ მინახავს - მოულოდნელად მოეღუშა სახე
- რატომ? - მიხვდა, რომ მარიკას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მაინც ვერ იხსნებოდა.
- თეო, რაღაცას მოგიყვები მაგრამ გთხოვ ლევანს არ აგრძნობინო რომ იცი კარგი? - თეონამაც თავი დაუქნია და მოსასმენად მოემზადა - ლევანთან დიდი ხანია ვმუშაობ, ალბათ ხვდები, რომ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, შეიძლება ამ ამბავს მე არ უნდა გიყვებოდე მაგრამ მართლა ძალიან მინდა რომ ბედნიერები იყოთ, მითუმეტეს ლევანი ძალიან კარგი ადამიანი და უფროსია, მოკლედ სამი წლის წინ ლევანმა ორ წლიანი ურთიერთობა დაასრულა, რაღაც პერიოდი ძალიან უჭირდა, ის გოგო მისი თანამშრომელი არ ყოფილა თუმცა ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, ზუსტ მიზეზს არასდროს ასახელებს თუმცა, ჭორიკანა გოგოებს რას გამოაპარებ, მოკლედ როგორც გავიგე ამ გოგომ უღალატა და ლევანმაც ზედმეტად განიცადა ეს ყველაფერი, ხოდა მართლა ძალიან მიხარია, რომ ახლა ისევ ბედნიერია, იმაზე ხალისიანია ვიდრე იყო ხოლმე. გული არ ატკინო კარგი? მართლა მეგობრულად გეუბნები, შენც გიყურებ და ვგრზნობ რომ შენც ბედნიერი ხარ, ამიტომ ხანდახან რამე წიკები თუ ექნება არ შეიმჩნიო. მე მართლა უზომო ბედნიერებას გისურვებთ ორივეს - მომღიმარმა ჩაილაპარაკა.
თეონა არ გაბრაზებულა მარიკას რჩევა-დარიგებაზე. პირიქით უფრო იგრძნო, ლევანის მიმართ პატივისცემა და სიყვარული. ნამდვილად არ სურს, ლევანმა მის გამო განიცადოს რაიმე ცუდი გრძნობა, თუნდაც წყენა და გულის ტკივილი.
მაქსიმალურ სითბოს იღებს მისგან და სურს, თვითონაც იგივე მისცეს, რასაც იღებს.
- ძალიან კარგი ხარ, რომ ეს ამბავი მითხარი. - მოეხვია და კიდევ უფრო დარწმუნდა მარიკას გულწრფელობაში.
გასაკვირი არც არის, იცის რომ მეგობრობენ და ესეც მასზე ღელავს.
სახლში ტრადიციულად ლევანმა მიაცილა, ძლივს მოშორდნენ ერთმანეთს.
გრძნობდა, როგორ ეფლობოდა ნელ-ნელა სიყვარულის მორევში და აცნობიერებდა იმასაც, რომ დასრულება არ უნდოდა.
მასთან განსაკუთრებით კომფორტულადაა. შეუძლია იყოს ის, ვინც რეალურად არის.
სახლში როგორც კი შევიდა, მაშინვე გაიხადა ფეხსაცმელები და სამზარეულოს მიაშურა. ლია რაღაცას ფუსფუსებდა, თამაზი კი სუფრის გაწყობაში ეხმარებოდა.
- რა ხდება? - გაკვირვებულმა იკითხა
- ახლა ვაპირებდი დარეკვას, რა კარგია რომ მოხვედი. ირაკლიმ დარეკა და გვამცნო, ჩემი შეყვარებული უნდა გაგაცნოთო, გაგვაფრთხილა სუფრები და რაღაც არ გაშალოთო - სასაცილოდ გააჯავრა შვილს ლიამ - მაგრამ ხომ იცი ჩვენი ამბავი, მოდი ახლა მომეხმარე და გავიგოთ ერთი ვინ მოახერხა ამ უდნობი ყინულის გადნობა - ისევ სიცილით და ბედნიერი ლაპარაკობდა ლია.
- რასამბობ? მართლა? რა მაგარია - გულწრფელად გაუხარდა თეონას ძმის ამბავი.
- ღმერთით მაგ ბიჭს საშველი დააადგება და რას ვჩივი - ღიმილით ჩაილაპარაკა თამაზმა.
ცეცხლი დაატრიალეს სამზარეულოში, ყველაფერი გაამზადეს. ლიას ძალიან უნდოდა დესერტიც მოესწრო, თუმცა თამაზმა არ დაანება და ლიას წინააღმდეგობის მიუხედავად, ტორტი ამოიტანა.
კარზე მშვიდი ზარის და ორი შეყვარებული წყვილის დანახვისას, მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა.
ირაკლი მართლა ძალიან შეყვარებული იყო.
- მოდით მოდით, კარებში რას დგახართ - სიცილით გადაეხვია ლია ჯერ მომავალ სარძლოს, შემდეგ კი შვილს.
შემდეგ თამაზმაც გაიცნო და თეონამაც.
ინა ძალიან კარგი გოგო იყო, ვიზუალურად უნაკლო და ხასიათებითაც შეუდარებელი.
- მამა ახლა გოგო არ დამიღალო კითხვებით რა - ბედნიერი და სიცილ ნარევი ხმით აფრთხილებდა ირაკლი მამას.
- ღმერთო ჩემო რა უხეში ხარ ხანდახან - სიცილით ჩაილაპარაკა ინამაც და თამაზის მიერ დასხმულ ღვინის ბოკალს მიწვდა.
მშობელი რის მშობელია, თუ ყველაფერი არ გაიგეს და არ გამოკითხეს.
ერთადერთი თეონა იჯდა და მშვიდად უსმენდა წყვილს, შემდეგ როცა მიხვდა, რომ ინა უკვე დაღლილი იყო შეკითხვებით, აივანზე გაიყვანა.
- შენზე ბევრი მსმენია მე - მოურიდებლად ჩაილაპარაკა ინამ და გაიცინა.
მოეწონა გოგონას უშუალობა და მიხვდა, რომ ძალიან ძალიან მალე დამეგობრდებოდნენ.
- მართლა? ირაკლი კიდევ არაფერს არ ყვებოდა, ნუ პრინციპში ამ ბოლო დროს ვეღარც ვხვდებით ისე ხშირად მაგრამ მაინც - თეონაც სიცილით აჰყვა.
- აუ მადლობა რომ გამომიყვანე, მოწევა მინდა რამდენი ხანია, თან რომ ვნერვიულობ განსაკუთრებით მინდება და, პრობლემა ხომ არ გექნება რამე? გთხოვ ოღონდ არ გამთქვა - ისევ აკისკისდა და მოუკიდა.
- არა რასამბობ, არც ჩემები არიან წინააღმდეგები, ყველაფერს ცივილურად უდგებიან
- მართლა ძალიან მომეწონეთ ყველა, სერიოზულად ოღონდ არ გეპირფერები - ისევ გაიცინა, თეონა უკვე იმდენად მოხიბლული იყო ინათი, რომ ირაკლის არასდროს აპატიებდა გოგონას თუ გულს ატკენდა
- მეც მართლა გეუბნები რომ უკვე შემიყვარდი, სად ნახე ეს ჩემი შტერი ძმა? ამისთანა გოგომ რა დღეში ჩაიგდე თავი - ინტონაციით მიახვედრა რომ ხუმრობდა
- უფ, მე ირაკლიმ ისე დამტანჯა, მის იქით გზა არ მაქვს
- მომიყევი გთხოვ რა? - ორი თითით ყელი გამოიწია და ისევ გაიცინა
- ირაკლის წლებია ვიცნობ, პირველად ვასკას დაბადების დღეზე ვნახე, ვასკა ხომ იცი ირაკლის ძმაკაცი? - თეონამაც თავი დაუქნია და აუხსნა, რომ ვასკა მისთვის მეორე ძმასავითაა - ხოდა მოკლედ პირველად დაბდების დღეზე ვნახე, მე და ანი, ვასკას და ვიყავით კლასელები, ხოდა ნუ ირაკლის ჩემზე ყველაფერი გაუგია დაწვრილებით, ერთი წლის განმავლობაში ჩემს სიახლოვეს ჩიტი ვერ ჭაჭანებდა, არადა ირაკლი არ ჩნდებოდა თვითონ, ჩუმად დასტოინად აგვარებდა ხო იცი როგორ სჩვევიათ ხოლმე ამისნაირ გიჟებს - ისევ გაიცინა - ხოდა მოკლედ ნელ-ნელა დამიახლოვდა, მეც რაღაც გრძნობები გამიჩნდა და მერე მითხრა ეს ყველაფერი, თავიდან გავბრაზდი მაგრამ მერე მივხვდი, იმდენად მიჩვეული ვიყავი, მის იქით ნამდვილად აღარ მქონდა გზა - თვითონვე გაეცინა ირაკლის სიგიჟეზე.
მალევე დაიშალნენ, ინა ყველას თბილად დაემშვიდობა, განსაკუთრებით თეონას.
ისიც გრძნობდა, რომ განუყრელები გახდებოდნენ.
მანამდე თავი გაიგიჟა, მოგეხმარებითო მაგრამ თეონამ და ლიამ არ დაანებეს.
- ღმერთო რა კარგი გოგოა, გაიხარებს ამის გამზრდელი - გულწრფელი და ბედნიერი ლაპარაკობდა ლია და თან მაგიდას ალაგებდა.
- ხო, ძალიან საყვარელია. ირაკლი ასეთი გინახავს ოდესმე? როგორი აჟიტირებულია
- კი კარგი გოგოა ნამდვილად, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლიც კაცურად მოიქცევა და არც ამ ამბავში არ ჩაიჭრება - მხოლოდ ეს თქვა თამაზმა, შემდეგ ცოლ შვილს დაემშვიდობა, ხვალ ადრე უნდა ავდგეო და ოთახში შევიდა.
თითქმის ჩაძინებული იყო თეონა, როდესაც მობილურის ზარმა გამოაღვიძა.
- ჩამოხვალ? შენს სახლთან ვარ - დამთბარი ხმით საუბრობდა ლევანი ტელეფონს მიღმა.
ერთიანად გათბა და ბედნიერებისგან დაიღვარა.
- ერთ წუთში მანდ ვარ - თეონამაც ჩასძახა ტელეფონში და ხუთივე სართული ჰაეროვნად ჩაირბინა.
- ისე რატომ არ გძინავს? - ქალის სხეულს გველივით მიეკლაკნა და სიცილით დაჰკრა ცხვირზე ხელი მას შემდეგ რაც მისი ბაგეები დააგემოვნა.
- რავიცი, გამაღვიძე და - არხეინად ჩაილაპარაკა და მამაკაცის კისერს მჭიდროდ მოჰხვია ხელები.
- ვერ გავძელი და მაინც შენამდე მომიყვანა გზამ - ღიმილით ლაპარაკობდა და თან საყვარელი ქალის თმებში ათამაშებდა თითებს
- რა გეშველება აბა ამის მერე? - სიცილით საუბრობდა და თან მის თითებს ეთამაშებოდა.
- ნუ დამცინი თორემ მიიღებ საკადრისს - სიცილში აიყოლია ლევანიც.
- იცი რა? მე შენ არასდროს, არასდროს გულს არ გატკენ - სახე დაისერიოზულა და როგორც კი მარიკას ნათქვამი გაახსენდა მაშინვე ყველაფერი გაიაზრა
- ვიცი, და მინდა შენც იყო ამაში დარწმუნებული - ღიმილმა გააპო ბაგეები - შენ ხარ ჩემი მშვიდი ბედნიერება.
- თეონა, გასაღების ასხმა არ გინახავს? რამდენი ხანია ვეძებ, სარდაფში მინდა ჩავიდე და ვერ ვპოულობ - შეწუხებულმა დაუკაკუნა ლიამ კარებზე, თან თვალებით ყველაფერს ათვალიერებდა, იქნებ სადმე იყოსო
- სადაც დევს ხოლმე იქ იქნება, ნახე უკვე უჯრაში? - ფეხზე წამოდგა და წინ გაიჭრა
- სად? - როგორ არ ეცადა, თუმცა ვერაფრით გაიხსენა
- შემოსასვლელში, კარადაში ბოლო უჯრაში იყო ხოლმე სულ - კარგად მოათვალიერა უჯრა და გასაღებების ასხმა რომ დაინახა გაუხარდა, თუმცა მაინც გაუკვირდა ლიას გულმავიწყობის ახალი გამოვლინება, ეს გასაღებები სულ აქ არის რაც თავი ახსოვს.
- ოხ რა ოქრო მყავხარ, უშენოდ რა მეშველებოდა - სიყვარულით მოუსვა შვილს ხელი და კარებში გაუჩინარდა.
‘’ რა დაემართა ამ ქალს ღმერთო ‘’ ეჭვნარები ფიქრობდა და ყავა დაისხა.
გადაწყვიტა, რომ მამას დალაპარაკებოდა. ადრეც ჰქონდა ასეთი გაფანტულობა მაგრამ ახლა ელემენტარულს რომ ვეღარ იხსენებს, გული უწუხდება. ტელეფონის ხმა გაიგო თუ არა, მაშინვე დაეძგერა, თუმცა იმედები გაუცრუვდა როდესაც თიკა იყო და არა ლევანი. არადა ლევანმა დილით გააფრთხილა, დღეს რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს გნახავო.
- რა იყო გოგო შენ? რა იშოვე ერთი რომ კაცი შვილს არ კითხულობ? - სიცილით ჩასძახა თავართქილაძემ
- დღეს თუ გცალია გნახავ, შენს თავს ვფიცავარ დარეკვას ვაპირებდი, თან იმდენი დამიგროვდა მოსაყოლი, ხო იცი ტელეფონზე და ინტერნეტით მაინც ვერა რაა, ჩვენებური ვერ არის - აჰყვა სიცილში თეონაც და როგორც კი დაქალის ‘’ ხოდა აბა გელოდები სახლში ვარო ‘’ გაიგო, მაშინვე მოწესრიგდა და წასასვლელად მოემზადა.
გზად სასუსნავები იყიდა, თიკასთვის ყველაფერი დეტალურად არ მოუყოლია, არადა როგორ აინტერესებს რას ეტყვის თიკა. ხოდა მოკლედ დღეს ბევრი საჭორაო აქვთ.
მონატრებულებმა როგორც კი ნახეს, კარებიდანვე შეაფრინდნენ ერთმანეთს. თიკა დიდი ხანია ცალკე ცხოვრობს, არადა ბავშვობაში გეგმავდნენ საცხოვრებლად ერთად გადასვლას. კლასელები არ ყოფილან მაგრამ უბნელები იყვნენ და ერთმანეთს ისე კარგად უგებდნენ, სხვა რომ ვერასდროს გაიგებდა. თიკა ძალიან გიჟი იყო და მისი სიგიჟე გადაედო თეონასაც. მანამდე იყო მშვიდი და ფუმფულა ბავშვი, ორი სიტყვის თქმის რომ ერიდებოდა.
ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, არცერთი დეტალი არ გამოუტოვებია, თანმიმდევრობით ულაგებდა და მეგობარიც წარბაწეული მაგრამ ძალიან ბედნიერი უსმენდა.
- ესეიგი შენი ბოსი მონსტრი აღარ არის არა? - მაინც ეცინებოდა თეონას მიერ მოფიქრებულ მეტსახელზე.
- არა აღარ არის, ძალიან საყვარელია - თეონა კი ლევანზე საუბრისას რომანტიული გოგოს იმიჯს იქმნიდა, თუმცა შექმნა არაფერ შუაშია, მომენტალურად მართლა ასეთი ხდებოდა.
- ღმერთო რა მაგარია სიყვარული, ვერ წარმოიდგენ როგორი სხვანაირი ხარ ახლა, ანუ იერიც შეცვლილი გაქვს და მართლა ძალიან მიხარია - დამთბარი ხმით ელაპარაკებოდა თიკა და გულწრფელად უხაროდა მეგობრის ბედნიერება.
- ნუ ჯერ სიყვარულამდე არც მისულა საქმე, უფროსწორად არც უთქვამს მსგავსი, მაგრამ ქცევებით ყოველთვის ამტკიცებს, რომ მისი ნდობა შეიძლება და ზუსტად ისეთია, როგორც მჭირდება გვერდში.
- ნუ გაართულებ ყველაფერს რა, აუცილებლად მიყვარხარ უნდა გითხრას? შენ თვითონვე აღიარებ რომ ასეთი მაგარია, ქცევებიც და ყველაფერიც კარგი აქვს და თან ამ მომენტს რა ჯობია. დატკბი რა და მოეშვი უაზრობებს - ხელის აქნევით ფრუტუნებდა და თან სამზარეულოში ფუსფუსებდა.
კიდევ ერთხელ რომ აზუზუნდა თეონას ტელეფონი, მაინც გაიფიქრა რომ ლევანი იქნებოდა, თუმცა შეცდა.
- თეო როგორ ხარ? - მხიარულად მოიკითხა ინამ.
- კარგად ინა, შენ როგორ ხარ? ირაკლი ხომ არ გაბრაზებს? - ცოტა არ იყოს და ინას ზარი გაუკვირდა.
- არა რასამბობ, მეც კარგად ვარ. რა ხდება ახალი? ისე დაგიკითხე მოსაკითხად, ამ დღეებში თუ გცალია სადმე გავიაროთ, მარტო ოჯახურ სადილებზე ხომ არ შეგხვდები - რა მხიარული გოგოა!
- სამსახურის მერე როცა გინდა, ძალიან მომენატრე მართლა ოღონდ.
- მეც და მოკლედ ამ დღეებში დაგირეკავ და გავიდეთ, გკოცნი აბა შენ იცი.
თიკა ირაკლის ხსენებაზე ცოტა დაიბნა.
- ინა ვინ არის? - წარბაწეული დააჩერდა მეგობარს
- ირაკლის შეყვარებულია და ორი კვირის წინ გაგვაცნო, ოღონდ ამჯერად ყველაფერი სერიოზულად არის
- მოკლედ შენს ძმას სერიოზულად აქვს, შენ სერიოზულად გაქვს, რა გინდა, ლია და თამაზი მაგრად იგულავებენ მომავალ წელს - მხიარულად გადაუშვა ჩიფსის ფირფიტა ყბაში.
ვერც კი შენიშნა ისე გავიდა დრო, რა მაგარია როდესაც გყავს საუკეთესო მეგობარი და შეგიძლია ყველაფერი გაუზიარო. თან ზუსტად იცოდე, შენი ბედნიერება მისთვისაც ბედნიერებაა. ძველი ამბებიც გაიხსენეს, იცინეს იტირეს და ბოლოს როგორც იქნა თეონამ საკუთარ სახლშიც მიაღწია.
საღამოსთვის დაპირებისამებრ ლევანმა გამოუარა და ახალი ამბავი ამცნო.
- ერთ ძალიან მაგარ ადგილას მიმყავხარ, დარწმუნებული ვარ მოგეწონება - სითბო ჩამდგარი ხმით ჩაილაპარაკა და თითის ბალიშები ნაზად დაუკოცნა.
- იმედია ამჯერად შავ ზღვაზე არა - სიცილით გაიხსენა ლევანთან პირველი საღამო.
- არა, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ავთოს გამოფენაა. ჩემი მეგობრებიც იქნებიან, თან შენს თავს გავაცნობ და მართლა გავერთობით, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
თეონას ძალიან აინტერესებდა ლევანის მეგობრები, ხომ იცით ადამიანი რა წრეშიც ტრიალებს, თვითონაც ისეთია. ხოდა დარწმუნებული იყო, რომ საღამო სასიამოვნოდ წარიმართებოდა.
სამწუხაროდ ზუსტად არ იცოდა რა სტატუსით გააცნობდა ლევანი თეონას თავს სამეგობროს, თუმცა ამაზე არ ღელავდა.
ამჯერად საერთოდ არ სურს ურთიერთობისთვის სახელის დარქმევა, ხვდება რომ ამის საჭიროება აღარ არის. ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია.
- ბევრი მეგობარი გყავს?
- ნახავ, რამოდენიმე მაგრამ ყველა საუკეთესო. შენ?
- რეზის და ნატას იცნობ, ერთი თიკაა. დანარჩენები უბრალოდ დრომ წაშალა ჩემი ცხოვრებიდან - სევდა ნარევი ხმით გაიხსენა ოდესღაც დიდი სამეგობრო წრე. არადა მაშინ ეგონა, რომ ყველაფერი მთელი ცხოვრება ასე დარჩებოდა.
- მასეთ წვრილმანებზე აღარ ინერვიულო კარგი? წასასვლელი აუცილებლად წავა, არც არის საჭირო ვინმეს რამე დააძალო. ალბათ ასე იყო საჭირო - მოწყენის მიზეზს მიუხვდა და მსუბუქად შეახო ბაგე მტევანზე.
მალევე მივიდნენ ერთ დიდ დარბაზში, ყველაფერი იმდენად ლამაზი ეჩვენა, გემოვნებით შერჩეული ფერები, ლამაზად განლაგებული ნახატები და ლამაზად შემოსილი სტუმრები.
- ლევან, როგორ გამიხარდა შენი დანახვა - მაშინვე გამოარჩია ხალხში მეგობარი, ლამაზი მართლა ძალიან ლამაზი ბიჭი მოდიოდა მათ წინ.
- ავთო, ძალიან მაგარია ყველაფერი, ხომ გეუბნებოდი ნიჭს ნუ ფლანგავ თქო? აი ყოჩაღ - ამაყად გადაკოცნა და შემდეგ ზურგზე ხელი ოდნავ მორტყა. - გაიცანი, ეს თეონაა. ის თეონა ვისზეც ამდენ ხანს ვყვებოდი - ამაყად გაიჯგიმა და ქალს წელზე ხელი მოხვია.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, მართლა საუკეთესო ყოფილხარ, არ შემცდარა ლევანი - ღიმილით გადაკოცნა.
თეონას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ესეიგი ლევანი ყვება მასზე. სანერვიულო არაფერი აქვს. უკვე დარწმუნდა, რომ ყველაფრად იდეალურია ეს მამაკაცი.
- ჩემთვისაც, ძალიან ლამაზი ნახატებია, მართლა გამორჩეულია. - მომღიმარმა შეათვალიერა ნახატები.
- ძალიან დიდი მადლობა, ჩვენები იქით არიან - ხელით ანიშნა ლევანს - მე უნდა დაგტოვოთ, თქვენ შეუერთდით მათ - შემდეგ თეონას მოუტრიალდა - ძალიან მიხარია შენი აქ ყოფნა, იმათთანაც არ მოიწყენ, გაიცნობ და მიხვდები. ახლა უნდა წავიდე, სხვებსაც სურთ მისტერ ნიჭიერებასთან საუბარი - სიცილით ჩაილაპარაკა და წყვილი დატოვა.
- ესეიგი ჩემზე ყვები ხოლმე მეგობრებში? - ღიმილით ჩასჩურჩულა ყურთან
- დასამალი არც არაფერი გვაქვს. - ვნებამორეულმა დაუტოვა კოცნა საფეთქელზე და მეგობრების წრესთან მიიყვანა.
- ლევან - სიცილით წამოვიდა საშუალო ტანის ბიჭი, - შენ თეონა იქნები ალბათ არა? - ამჯერად უკვე მართლა ძალიან გაუკვირდა, ყველამ იცის მის შესახებ.
- კი თეონა ვარ. - ღიმილით ჩაილაპარაკა
- სასიამოვნოა, მე ზვიო ვარ, - შემდეგ მეგობრებისკენ მიტრიალდა სათითაოდ გააცნო ყველა - ესენი კი ნიკა, ლაშა და ანი. ოფიციალურად მიღებული ხარ ჩვენს ჯგუფში - სიცილით გაიჯგიმა და ლევანს ხელი გადახვია.
სასაცილო ის იყო, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა თეონაზე. ანუ ცუდი არ იფიქროთ, უბრალოდ ყველამ იცოდა ლევანის გრძნობები თეონას მიმართ. ლევანს კი ერთხელაც არ უხსენებია მისი სამეგობრო, მხოლოდ გაკვრით ახსენა და ისიც დღეს.
თუმცა თეონას მაინც ძალიან უხაროდა. როგორც ფიქრობდა, არ შემცდარა. მართლა არაჩვეულებრივი წრე ჰყავდა. მთელი საღამო მათთან ერთად ტრიალებდა, როგორც გაარკვია, ანი ლაშას მეუღლე იყო, ისიც შემოსწრებული. ზედმეტად ნასიამოვნები დარჩა მათთან საუბრით. ზვიო ძალიან მხიარული იყო, ყველაფერზე შეეძლო სახუმარო თემა გამოენახა, ლაშა და ანი ზუსთად ერთნაირი ხასიათების, ორივე თბილი და ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულები, ნიკა კიდევ თეონას ძმის ასლი იყო. გულში ფიქრობდა, სახლში არ მეყოფოდა, აქაც ირაკლი მყავსო. რა თქმა უნდა ხუმრობით. ლევანი ქალს არ შორდებოდა, ისიც კი უთხრა, თუ დაიღლები ან მოგბეზრდება აქ ყოფნა წავიდეთო. თუმცა როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან ერთად ყოფნა მოგბეზრდეს?!
ნელ-ნელა დაიშალა ხალხი.
მოგვიანებით კი გადაწყვიტეს, სადმე წასულიყვნენ და აღენიშნათ ავთოს წარმატება. ავთო ბავშვობიდან ხატავდა და მისი ერთადერთი ოცნება იყო, პერსონალური გამოფენა. ამიტომ აღსანიშნი თემა ნამდვილად იყო. იქაც ისიამოვნა.
ყველანი ისეთი საყვარლები და რაღაცით გამორჩეულები იყვნენ, შეუძლებელია ლევანს ცუდი ადამიანი ჰყავდეს ახლოს.
- მოგეწონა საღამო? - სახლთან მდგომმა უჩურჩულა ყურთან და მომღიმარი დაეწაფა ტუჩებზე
- ძალიან, მართლა რა მაგარია ყველაფერი, და შენი მეგობრებიც ისეთი კარგები არიან. უბრალოდ მათ ჩემზე ყველაფერი იცოდნენ და ერთი ორი სიტყვით შენც მოგეყოლა რამე - სიცილით მაგრამ მაინც ნაწყენმა ჩაილაპარაკა.
- რაც მთავარია უხერულად არ იგრძენი თავი, ახლა ყველას პირადად იცნობ. დარწმუნებული ვარ სამომავლოდ ძალიან მაგრად ვიქნებით ჩვენ, მე შენ და ისინი. - ისევ ღიმილით საუბრობდა
- სამომავლო გეგმებს აწყობ და მე არაფერს მეუბნები ხო? - ღიმილით აკოცა ყელში.
- რა თქმა უნდა, პატარები ხომ აღარ ვართ? მაქვს გეგმები, სადაც შენთან ერთად ვარ მაგრამ სხვა სიტუაციაში და სხვა სტატუსით - თვალი ჩაუკრა და კორპუსამდე მიაცილა. - დაისვენე და ხვალ სამსახურში არ დააგვიანო, მაგდენის უფლებას არ გაძლევ იცოდე - სიცილით ჩაილაპარაკა და ქალის ბაგეებს დაწვდა.
მთელი ხუთი სართული ბედნიერმა და ღიმილიანმა აიარა, ეცადა მაგრამ ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.
‘’ სხვა სიტუაციაში და სხვა სტატუსით ‘’ ფიქრებში ჩაეძინა.
ძილშიც კი იღიმებოდა.
x
დღეები უაზროდ და ნელა იწელებოდა.
ლევანის გარეშე სამსახურიც კი ისეთი ცარიელია, არაფრის ნერვი და თავი არ აქვს.
ყველაფერს აკეთებს, ცდილობს ლევანთან არ შეიმჩნიოს მოწყენა მაგრამ მამაკაცი მაინც ატყობს. საქმეზე ძირითადად არ საუბრობენ რადგან თავს ძალიან კარგად ართმევს. ერთადერთი რაც აწუხებს ულევანობაა!
დედის ანალიზებისა და გამოკვლევის შემდეგ ცოტა დამშვიდდა, არც ალცჰაიმერი და არც არანაირი მსუბუქი სკლეროზი. უბრალოდ გადაღლილია და დასვენება სჭირდება, სადმე ბუნებაში და ქალაქგარეთ (როგორც თავად ლია ამბობს), დედის ჯანმრთელობამ ერთიანად მოადუნა, ახლა ის მაინც იცის, რომ წინ რაღაც საგანგაშო და საშინელება არ აქვს.
დაბადების დღის გადახდას საერთოდ არ აპირებდა, თიკამ და ირაკლიმ დაინიჟეს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერსო. ვიცით ახლა მოწყენილი ხარ მაგრამ ეს ხომ შენი დღეაო, მოკლედ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, ეს ორი გადარეული მაინც გააკეთებდა ყველაფერს და ბოლოს თეონას გარეშე გაერთობოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბადების დღეა.
- შენ ერთადერთი ის გევალება, ლამაზად ჩაიცვა და გამოიპრანჭო, ასეთი რთულია? - წუწუნებდა თიკა და ირაკლისთან ერთად ოთახში დადიოდა.
- ვაიმეე კარგით ხო ნუ შემჭამეთ, რაც გინდათ ის ქენით, თქვენგან მაინც ვერ დავისვენებ რა - აწუწუნდა თეონა და სიცილით გადაატრიალა თვალები
- ხომ გეუბნებოდი მე დავკერავ თქო? - წარბების თამაშით მიუტრიალდა ირაკლის და გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება.
- მოკლედ სტუმრების სიას გაგაცნობ - მხიარულად ჩაილაპარაკა ირაკლიმ - მე, თიკა, ნატა, რეზი, ინა და შენ, ახლობლები ვიქნებით სულ და თან მაგრადაც გაგვისწორდება
- მარიკა ჩაამატე რა, ჩემი თანამშრომელი. - ღიმილით ჩაილაპარაკა თეონამ
- კარგი იყოს, მოკლედ ხვალისთვის ყველაფერი იქნება მზად. - ამჯერად თიკა ჩაერთო და თან ბლოკნოტში რაღაცას იწერდა - ახალი ლაუნჯია და მოკლედ უნდა დავტესტოთ, იმდენი უნდა დავლიოთ თავები დავკარგოთ - ემოციურად საუბრობდა და ბავშვივით უხაროდა
- შენ ხომ არ დაგავიწყდა სიმთვრალის დროს რასაც აკეთებ? გინდა დათრობა? - ირონიულად საუბრობდა ირაკლი და თიკას აწეულ წარბზე და შეჭმუხნულ ტუჩებზე ხალისობდა
- იცი რას გეტყვი? ათი წლის წინ რაც მოხდა იმას ნუ გავიხსენებთ, თორემ გასახსენებელის მეტი რა მაქვს შენზე ღლაპო - მაინც აგრძნობინა ორ წლიანი სხვაობა, ირაკლიმ ხელები აზიდა დანებების ნიშნად და ღიმილით დატოვა სახლი.
მთელი დღე ხან რაზე აწვალებდა თიკა და ხან რაზე, ესეც დაღლილი პასუხობდა მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩაერთო სამზადისში.
- აი მესმის რომ ლევანი წასულია და მოწყენილი ხარ მაგრამ შენს დაბადების დღეზე როდის მოქცეულხარ ასე? შენი დღეა წარმოიდგინე აი შენი - ნერვებმოშლილი საუბრობდა თიკა
- კი თიკა, როცა თინეიჯერი ხარ გიხარია მაგრამ ასაკი რომ გემატება უკვე აღარ გხიბლავს - იცინოდა და ტელეფონს თითებს უსვამდა
- 25 წელი თუ ასაკია მაშინ 60 წლის ნაირამ რა უნდა ქნას, მეოთხე კრუგზე რომ გათხოვდა? - იცინოდა და თან ხალისით გაიხსენა ნაირა.
- ვაიმე ეგ არ ახსენო - როგორც იქნა თეონაც აიყოლია.
თიკამ და ირაკლიმ მართლაც ყველაფერი მოაგვარეს. მარიკას მისამართი და დრო გაუგზავნა და მიწერა ხვალ გელოდებიო.
ბედნიერი კითხულობდა პოსტებს, რომელსაც მეგობრები უწერდნენ. ყოველთვის ასე იყო, საჩუქრებზე მეტად მოლოცვები უყვარდა და უხაროდა.
ირაკლიმ მაინც ვერ მოისვენა და როგორც კი გადასცდა თორმეტს, მაშინვე ოჯახთან ერთად შემოვიდა ტორტით და ბუშტებით. მისი ძმაკაცები კი გარეთ ფეიერვერკებს ისროდნენ.
- გილოცავ, იცოდე მინდა რომ ყოველთვის ბედნიერი იყო და იცოდე, რაც არ უნდა დაგჭირდეს მე სულ შენს გვერდით ვიქნები - გემრიელად ჩაეხუტა დას და ლოყები აუწითლა.
- აუ რა გიჟი ხარ? - გახარებული გავარდა გარეთ და ულამაზეს ფეიერვერკს უყურებდა, შემდეგ ბიჭებმაც მიულოცა, მადლობა გადაუხადა და ისევ უკან შებრუნდა.
ირაკლი საჩუქარმა სულ გადარია, ყუთი რომ დაინახა და ნახვრეტები. მაშინვე მიხვდა რაც იქნებოდა. ბავშვობიდან გიჟდებოდა ძაღლებზე მაგრამ რატომღაც ყოლას სულ ერიდებოდა, რომ ვერ მოუარო რა ვქნაო.
- ღმერთო ირა, ძალიან მაგარი ბიჭი რომ ხარ იცი? - ცრემლებამდე მისული ლაპარაკობდა და პატარა ლაბრადორის ლეკვს ეფერებოდა, რომელიც შეშფოთებული და გაკვირვებული იყურებოდა.
- რას დაარქმევ? - მოსიყვარულე ხმით ჩაილაპარაკა და კარებს მიეყრდნო.
- მმმ. ირისი. მოუხდება არა? ირისი - კმაყოფილი საუბრობდა და თან პატარა არსებას კოცნიდა.
მშობლების მოლოცვისა და საჩუქრის შემდეგ საერთოდ დაკარგა მეტყველების უნარი.
- შენ იცი, რამდენად გენდობით მე და დედაშენი. შენ ჩვენი პირველი სიხარული ხარ, არასდროს შეგვპარვია შენში ეჭვი და არც არასდროს გაგიცრუებია ჩვენი იმედები. ვიცი შეიძლება ამას მე არ უნდა ვაკეთებდე და გინდა შენი შესაძლებლობებით მოიწყო ცხოვრება მაგრამ - ჩაილაპარაკა თამაზმა და ჯიბიდან ლამაზად შეფუთული ყუთი ამოიღო, თეონას გაუწოდა და მის რეაქციას დაელოდა.
გასაღები რომ დაინახა, უცბად გაიფიქრა ახალი მანქანაო, მაგრამ კარგად რომ დააკვირდა და ბინის ნომერი ამოიკითხა, კინაღამ სიხარულისგან გაგიჟდა.
- ეგ სახლი მამის და დედის სამახსოვროდ ყოველთვის დაგრჩება, თუ გინდა ცალკე გადადი, თუ გინდა დარჩი აქ. უბრალოდ არ დაგვივიწყო რადგან მოვხუცდით - სიცილით ლაპარაკობდა თამაზი და შვილის მიერ მოგონილ მეტსახელს გაუსვა ხაზი.
იმდენად უხაროდა ყველაფერი, არაფრის თავი აღარ ჰქონდა. სახლის ამბავმა მთლად გადაიყვანა ჭკუიდან.
მობილურს დახედა თუ არა, შეტყობინება დახვდა.
''gilocav planetis yvelaze kargo adamiano, shen xar chemi sauketeso da minda yoveltvis asetad darche ''
ცოტა არ იყოს, გული დასწყდა რომ არ დაურეკა. მაგრამ იფიქრა ალბათ რამე მნიშვნელოვან შეხვედრაზეა და როგორც მოიცლის დამირეკავსო.
რომ გეკითხათ, აღნიშვნა არ უნდოდა. მაგრამ ისე გაახარა საჩუქრებმა, ხალისი კი არა მთელი ერთი კვირა ბედნიერი სახით ივლიდა და მეტიც.
მთელი დღე სარკესთან ტრიალებდა, გაბადრული სახით დადიოდა.
საღამოს იმ ლაუნჯში დასხდნენ, სადაც თიკა ფიქრობდა.
ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, უბრალოდ ძალიან გული სწყდებოდა, ლევანმა რომ ვერ დაურეკა. არსად არ ჩანდა რომ თვითონ დაერეკა და მოეკითხა, თუმცა ხალისიანმა გარემომ, ცოტა ალკოჰოლმა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნამ მთლიანად ამოუგდო ცუდი ფიქრები. გაბერილ ნატას რომ უყურებდა სიხარულით იბადრებოდა. ტელეფონს მაინც ამოწმებდა ყოველ წუთას იქნებ დარეკოსო მაგრამ საღამოს უკვე გაბრაზებულმა და ნაწყენმა სულ დაივიწყა ლევანი.
დაბადების დღის დამთავრებას ცოტა აკლდა, როდესაც მიმტანმა რაღაც დიდი და თითქმის ძაფებით შეფუთული მიიტანა და თან მიულოცა, თან დააყოლა ესეც საჩუქარი ერთი უსაყვარლესი ადამიანისგანო. ჯერ გაუკვირდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, საჩუქარი გახსნა თუ არა მაშინვე თვალები შუბლზე აუვიდა.
საკუთარი პორტრეტი რომ დაინახა ზეთის საღებავებით დახატული, სიხარულისგან წამოიკივლა. შემდეგ ბარათიც რომ მიაწოდეს და ლევანისგან იყო, კინაღამ გაგიჟდა სიხარულისგან, ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა.
ტელეფონი აწრიალდა თუ არა მიხვდა, ლევანი იქნებოდა.
- გილოცავ, იმედია მოგეწონა ჩემი საჩუქარი და მაპატიე რომ მთელი დღე ვერ დაგირეკე. - ზედმეტად თბილი ხმა ჰქონდა, ისეთი რომელიც არასდროს მოსმენილი არ ჰქონია.
- იცი როგორ გამიხარდა? საოცრება ხარ გეფიცები, რა ლამაზია - ცრემლების შეკავება არც უცდია, მართლა ემოციებში იყო.
- საოცრება შენ ხარ, შეუძლებელია ნახატზე შენი ბუნების და სულის გადატანა, ყველაფერს კარგს იმსახურებ - ვნებამორეული და თბილი ხმით აგრძელებდა საუბარს.
- ყველაზე მეტად მინდა რომ აქ იყო ახლა. ვიცი ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, ძალიან დიდი მადლობა ლევან. ძალიან გამიხარდა
- იცი რაა? მაგ სურვილის ასრულებაც შეიძლება, ორი წუთი მოიცადე - სიცილით ჩაილაპარაკა და გათიშა.
ჯერ ვერ მიხვდა რა მოხდა, რატომ გაუთიშა და სცადა გადაერეკა.
მისკენ მომღიმარი და მომავალი ლევანი რომ დაინახა სიხარულისგან ლამის გაგიჟდა, დაუფარავად შემოაფრინდა მამაკაცს კისერზე და მთელი პერანგი დაუსველა ცრემლებით, ასეთი ემოციურია და რა ქნას.
ლევანი კი სახის ყველა ნაკვთს უკოცნიდა და თან ბედნიერი იღიმოდა.
- რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი? - ძლივს ამოილაპარაკა
- აბა რომ მეთქვა, ასეთი ეფექტური იქნებოდა? - ისევ ღიმილით ლაპარაკობდა
- ასეთი დაბადების დღე არასდროს მქონია, შენ ხარ სასწაული - ისევ მიეხუტა.
- სასწაული შენ ხარ და სწორედ ამიტომ მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ თეონა! - განსაკუთრებული სითბოთი ჩაილაპარაკა და ქალის სხეული უფრო აიკრა გულზე.
რატომღაც დარწმუნებული იყო, ლევანი ''მიყვარხარ''ს არ ეტყოდა. საქციელებით კი დარწმუნებული იყო მის სიყვარულში მაგრამ არ წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროებას ვერც ხედავდა, მაინც სასწაულად გაუხარდა ამ სიტყვების მოსმენა, თითქოს მეორედ დაიბადა.
- მე კიდევ შენ მიყვარხარ იმიტომ რომ ასეთი განსაკუთრებული ხარ, ჩემი განსაკუთრებული - ჩურჩულით ჩაილაპარაკა და მის მკლავებში გაინაბა.
- მინდა ხშირად გავიგო ეგ სიტყვები, ხომ იცი რა ხარბი ვარ - სიცილით ჩაილაპარაკა და ქალის ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა.
x
დაბადების დღის შემდეგ იყო თავის ტკივილი, აუ ნაბეღალი ამოიტანე, აუ მჟავე მაჭამე და სხვა კიდევ ცნობილი ფრაზები. თუმცა ლევანის ჩამოსვლა ყველანაირი თავის ტკივილი დაავიწყა. ძალიან კარგად ხვდებოდა, თუ რა ტკბილი ურთიერთობაც ჰქონდათ, მაგრამ ნამდვილად არ ეგონა მაინც ასე თუ გაახარებდა მამაკაცი.
ყველანაირ დადებით თვისებასთან ერთად, ისიც ემატება, რომ ძალიან კარგი სიურპრიზების კეთება იცის. აბა ვინ მოიფიქრებდა სხვა ამ ყველაფერს?! თუმცა როდესაც ლევანმა და ირაკლიმ ასეთ თბილ სიტუაციაში გაიცნეს ერთმანეთი, მაინც გაუხარდა.
სამსახურში ყველაფერი ძველებურად და წარმატებულად მიდიოდა. რადგან თეონას უკვე ჰქონდა საკუთარი შემოსავალი და სახლი, გადაწყვიტა ბავშვობის ბუდის დატოვება და ახალ სახლში გადასვლა. სახლი ბევრად ახლოს იყო მის სამსახურთან და ყველაფერთან ერთად დამოუკიდებლად ყოფნა მაინც ძალიან მაგარია, როდესაც შესაძლებლობა გაქვს, რატომ არ უნდა გამოიყენო?!
გადასვლის დღემდე არ სჯეროდა ლიას, რომ თეონა გადავიდოდა. ეგონა ან ახლა გადაიფიქრებს და ან ახლაო, თუმცა ვერაფრით რომ ვერ დაიყოლია დარჩენაზე, გემრიელად წამოიტირა და თან წუწუნებდა, მარტო რას გააკეთებო.
საბოლოოდ ყველაფერი თავის გემოვნებაზე მოაწყო, რაღაც-რაღაცებიც შეიძინა და ახალი წელი ახალ სახლში დაიწყო.
ახალ წელს სამსახურში ორ კვირიანი შვებულება აქვთ.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო ახარებს, თან იცის ლევანთან ერთად მოუწევს დროის გატარება, სადმე რომანტიულ და მშვიდ გარემოში.
საერთოდ არ აპირებს კამათს და უარის თქმას, იცის მამაკაცი არ შეცდება და ახალ წელსაც ისე გაატარებს, როგორც ნებისმიერ დღეს, როდესაც უზომოდ ბედნიერია.
- გუდაურში წავიდეთ, ახალი წლის ღამე იდეალური იქნება, ვუთხრათ მეგობრებს და ერთად წავიდეთ, შენ თუ გინდა რა თქმა უნდა, ან თუ უკეთესი იდეა გაქვს მითხარი - ინტერნეტში ათვალიერებდა ლევანი სასტუმროებს და თან მოჭუტული თვალებით საუბრობდა, რაც თეონა ცალკე გადავიდა, თითქმის ყოველ საღამოს სტუმრობს.
ყველაზე კარგი ის არის, რომ ზედმეტებში არასდროს გადადის და ზომა-წონა იცის! არ სჭირდება მუდარით სავსე თვალები ''ახლა არა''-ს მისახვედრად, ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. არც ასეთი ტიპი არ არის, თავი ვერ შეიკავოს. სრული კონტროლი აქვს საკუთარ თავზე.
- წავიდეთ, ძალიან მიყვარს თოვლი მაგრამ შენთან ერთად რომ ვიქნები უფრო მიხარია - ამაყად ჩაილაპარაკა და კისერზე თითები აუთამაშა.
მომდევნო დღეები სამსახურში საბუთების მოწესრიგებით დასრულდა. ახლა იცის, რომ ორი კვირა ნამდვილად აღარ მოუწევს დილით საცობში დგომა და ადრე ადგომა.
სანამ სასტუმროს ჯავშანს აიღებდნენ, ყველას შეეკითხა თუ რა გეგმები ჰქონდათ, ირაკლიმ და ინამ ერთხმად უარი განუცხადეს, ჩვენ გვირჩევნია ერთმანეთით დავტკბეთო. ნატა ორსულობის გამო ვერ მიდიოდა, რეზი კი მეუღლეს ნამდვილად არ დატოვებდა.
საბოლოოდ გუდაურში მოსიყვარულე წყვილი, თიკა, ზვიო, ლაშა და ანი წავიდნენ.
ორი მანქანით წავიდნენ, თიკა ძალიან დაუახლოვდა ლაშას და ანის, აი ზვიოსთან გამუდმებით კამათობდა.
ერთ ნომერში, რომ აღმოჩდნენ არც გაკვირვებია. მართალია ურთიერთობა ჯერ ფიზიკურ კონტაქტამდე არ მისულა, მაგრამ საერთოდ არ უქმნის დისკომფორტს იმაზე ფიქრი, რომ ლევანთან ერთად დაიძინებს ერთ საწოლში, ერთ ოთახში.
გოგოები ძალიან ხალისობდნენ, ერთმანეთს უგებდნენ. ანი იხსენებდა, როგორი გიჟი და გადარეული იყო ლევანი, თუ როგორ წამოყვნენ ლაშას და როგორ უხსნიდნენ სიყვარულს ლაშას ნაცვლად.
- მოიცადე, ლაშა საერთოდ არ ლაპარაკობდა? - კისკისებდა თიკა და სასწაულად სიამოვნებდა ანისთან და ასეთ სიტუაციაში ყოფნა.
- ლაშა ისეთი დაბნეული იდგა, მისი ძმაკაცები ლაპარაკობდნენ, თუ როგორ ვუყვარდი ლაშას და როგორ გიჟდებოდა ჩემზე - თვითონაც სიცილით ლაპარაკობდა - და ლაშა მარტო თავს მიქნევდა. ძალიან მორცხვი და სერიოზული ბიჭი მყავს მე - სიამაყიდ ჩაილაპარაკა და მისკენ მომავალ ქმარს გახედა.
- აუ რა მაგრები ხართ და როგორ უხდებით - ბედნიერი სახით ლაპარაკობდა თიკა, როგორც კი ზვიო შემოვიდა, მაშინვე გაწითლდა და სახე გადაატრიალა. თეონამ და ანიმ ერთმანეთს გადახედეს და მაშინვე ერთხმად ჩაიცინეს.
რა თქმა უნდა, მათ შორის ქიმიას ყველა გრძნობდა, ორის გარდა.
ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ, შავზე თეთრს ამტკიცებდნენ მაგრამ მაინც თვალებით ყოველთვის ეძებდნენ.
ახალი წლის საღამო იყო სასწაულად გიჟური.
ბრჭყვიალა თოვლის ფონზე განათებული ცა.
უამრავი ხალხი, გართობა, დალევა, ცეკვა და კიდევ ერთი ახალი წლის დასაწყისი ბედნიერებით!
- გილოცავ, მიყვარხარ და იცოდე სულ მეყვარები - გვარიანად შეჟუჟუნებული ჩამოეკიდა ლევანს კისერზე და მოურიდებლად აკოცა.
- მეც გილოცავ და მინდა მრავალ ახალ წელს შევხვდეთ ასე, ერთმანეთზე შეყვარებულები და ბედნიერები, მიყვარხარ! - ვნებიანად დაუჩურჩულა ყურთან და ყელში ცხელი კოცნა დაუტოვა.
თიკა და ზვიო, რომ სადღაც გაქრნენ, მაშინვე იყნოსეს სიტუაცია. სიცილით ლაპარაკობდნენ და მშვენიერი სახელიც მოუფიქრეს - ორი სულელი ბატი!
თითქმის გამთენიისას შევიდნენ ნომერში, ლევანი მაშინვე წამოწვა და მომენტალურად დაეძინა. თეონა კი სააბაზანოში შევიდა, მოწესრიგდა. დიდ ხანს ათვალიერებდა საკუთარ თავს და უზომოდ კმაყოფილი იყო წლის დასაწყისით.
საყვარელი ადამიანები ირგვლივ, იდეალურად ყოფნა ცხოვრებაში, არანაირი პრობლემა და მხოლოდ ბედნიერება! რა შეიძლება ამაზე მეტი ინატროს ადამიანმა? საათივით აეწყო ერთი მეორეს.
ოთახში დაბრუნებისას, ლევანი მშვიდად ფშინავდა.
მაშინვე შეწვა საწოლში და გაყინული ფეხები, მის ფეხებში ახლართა. მერე უკნიდან ჩაეხუტა და იგრძნო როგორ გაცხელდა ლევანის სხეული.
გაიღვიძა!
- ნუ მაიმუნობ - ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ქალის თითები, საკუთარ ხელში მოიქცია.
- ძალიან ბედნიერი ვარ - მშვიდი ხმით საუბრობდა და მხარზე აკოცა. როგორც იქნა იკადრა გადმობრუნება!
- რომ გამაღვიძე არ გეყო და ახლა ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა? - ვნებამორეული, თვალებამღვრეული საუბრობდა და ქალს ზემოდან უყურებდა, შემდეგ ღიმილიანი სახით ჯერ ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ტუჩებზე დაიხარა და ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები.
თეონას სხეულმა უჩვეულო სიმშვიდე განიცადა, თითქოს დიდი ხანია ამ მომენტს ელოდა.
- მინდა ახალი წელი ერთად ყოფნით დავიწყოთ, პირდაპირი მნიშვნელობით, ერთიანად - ჩაილაპარაკა და მოშიშვლებულ ლავიწებზე აკოცა, შემდეგ ზემოდან ამოხედა - მაგრამ ეს შენც უნდა გინდოდეს, უნდა ვიცოდე
- ლევან, მიყვარხარ და შენთან ერთად არაფერს ვინანებ - ამჯერად თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და მამაკაცი მსუბუქად მოქაჩა, ნაზად შეეხო ტუჩებზე.
მისი ქცევით გათამამებულმა, ერთი ხელის მოსმით შემოაცალა მაიკა, მოშიშვლებულ მკერდს დააკვირდა, ცალი ხელი ბარძაყზე მოუჭირა და ტუჩებით მისი ყელიდან, მკერდამდე გზა გაიკვალა.
სასწაულ სინაზეს იჩენდა, თითქოს ბუმბულივით ნაზ არსებას ეხებოდა, უხეში შეხება და მაშინვე გაქრებოდა, ან დაიშლებოდა.
თეონა კი, იმდენად ღრმად იყო სიამოვნების მორევში, იქიდან ამოსვლა საერთოდაც არ უნდოდა. ან როგორ იკავებდა ამდენ ხანს თავს?!
მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ტკივილი იგრძნო და ორგანიზმი დაიჭიმა, ლევანის შეხება თავსაც აკარგვინებდა და ტკივილსაც ავიწყებდა.
შემდეგ..
რამოდენიმე რითმული და ოდნავ უხეში ბიძგის შემდეგ, მთლიანად ავიდა მეცხრე ცაზე.
იმდენად სიამოვნებდა მასთან ყოფნა და მთლიანად შერწყმა, თვალებს დაჟინებულად აღარ ახელდა, არ სურდა ამხელა ბედნიერება სიზმარი ყოფილიყო.
მის ჩუმ ხმაურს, ლევანის გმინვა ემატებოდა და ოთახში სასიამოვნოდ დარღვეული სიჩუმე იდგა.
საბოლოოდ პიკზე ავიდა, როდესაც მენჯის კუნთები შეიკუმშა და ნერვულად დაიცალა.
რა თქმა უნდა, აქამდე არასდროს ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ამას არ ელოდა.
იცოდა, რაც იყო და წარმოდგენილიც ჰქონდა, როგორი იქნებოდა, მაგრამ ეს წარმოდგენასაც ცდებოდა და რეალობასაც!
ერთიანად მოეშვნენ, რამოდენიმე წუთი მძიმე სხეული აწვებოდა მკერდთან და სანამ საბოლოოდ არ იგრძნო, როგორ გამოჟონა სითბომ ფეხებიდან, მანამ ვერ მოვიდა აზრზე.
სიტყვის უთქმელად ჩაეძინათ ერთმანეთში ახლართულებს.
x
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ჰქონდათ, საერთოდ არ უნანია და პირიქით ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა, აქამდე რას ვკარგავდი დროსო. რა თქმა უნდა ხუმრობით. მათ ურთიერთობაში ახალი, რაღაც დაუფარავი გრძნობა გაჩნდა. დღისით სამსახური, საღამოს ერთად ყოფნა, მთელი დღე თბილი სიტყვები და ბოლოს ვნებიანი, შეშლილი ღამეები. უკვე იმდენად მიეჩვია ამ ყოველდღიურობას, არც კი უნდა გაფიქრება, რომ ოდესმე შეიძლება დასრულდეს. პირიქით, უფრო მეტი და მეტი უნდა, ეგოისტურად უნდა სულ მამაკაცთან გაატაროს დრო, თუმცა იცის რომ საქმე და ზოგადად ცხოვრება სურვილებისამებრ არ არის მოწყობილი. გუდაურიდან დაბრუნების შემდეგ, თიკამ და ზვიომ თბილისშიც გააგრძელეს ურთიერთობა. მართალია გამუდმებით კამათობენ, თუმცა აქვთ ისეთი ქიმია, რასაც თვითონ ეს ორიც ამჩნევს. ამიტომ ნელ-ნელა ცდილობენ ურთიერთობის აწყობას.
საერთოდ აღარ აქვს ურთიერთობაში არანაირი კომპლექსი, ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ ოჯახის შექმნაზე, ერთად გადასვლაზე და ასე შემდეგ. პრინციპში საჭირო არც არის, ლევანი თითქმის სულ მასთან რჩება და ამ ფაქტით მუდამ კმაყოფილია.
სამსახურშიც ყველაფერი იდეალურად აქვს, დედამისი თითქმის ხშირად და წუწუნით ურეკავს, სულ დამივიწყე და ჩემთან არ მოდიხარო.
ერთ საღამოს, ირაკლი და ინა ესტუმრნენ სახლში, კონიაკით და შოკოლადით.
მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო. წყვილი აშკარად ზედმეტად ბედნიერები ჩანდნენ. მალე ლევანიც შემოუერთდათ და როგორც იქნა სიახლე გააჟღერეს.
- მე და ირაკლი ვქორწინდებით - ბედნიერმა ამოილაპარაკა ინამ და მომავალი ქმრის ხელს ჩაებღაუჯა.
- რაააა? - ლამის გადაცდა, სიხარულისგან და შოკისგან ერთიანად აცახცახდა და ცრემლები მოაწვა თვალზე. ლევანი კი მის ასეთ რეაქციას სიცილით შეხვდა და წყვილს პირველმა მიულოცა.
- ხო, ასე გადავწყვიტეთ მოკლედ. მშობლებმა იციან, წეღან ვუთხარით. - არხეინად ლაპარაკობდა ირაკლი
- და როდისთვის აპირებთ? - ცნობისმოყვარეობით აბზიკა წარბები და დივნის საზურგეზე გადაწვა.
- ერთ ორ დღეში - ინაც ირაკლის ჭკუისაა.
- რა ერთ ორ დღეში? გაგიჟდით ხო?
- არა, დიდი ქორწილი არცერთს არ გვინდა, ჯვრისწერა ხელისმოწერა და პატარა სუფრა, ინა ვერ იტანს ქორწილებს და მე მითუმეტეს - კმაყოფილი და ამაყი ტონით საუბრობდა ირაკლი და თან გამუდმებით ინას თითებს კოცნიდა.
- მაგრები ხართ, მაგრად მოაბით თავი ყველაფერს მართლა - დამთბარი ტონით საუბრობდა ლევანიც - ჩემი დამხმარება თუ დაგჭირდათ, ხოიცით ნებისმიერ დროს მზად ვარ
- ხოდა ზუსტად ეგ გვინდა ჩვენც - წინ წამოიწია ირაკლი - რესტორნის ამბებს მოვაგვარებთ, შენ კიდე - თავის დას მიუბრუნდა - მინდა რომ დაეხმარო ყველაფერში, ქალურ ამბებში რა - სიცილით ჩაილაპარაკა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა
- შენი თქმა რომ დამჭირდება - თვალებით შეუბღვირა - რა თქმა უნდა ყველაფერში დაგეხმარები - ინას მისამართით ჩაილაპარაკა - როცა გინდა მაშინ დავიწყოთ.
ყველაფერი იმდენად მალე მოხდა, ვერც გაიაზრა.
ირაკლი ძმაკაცებთან ერთად დარბოდა და ყველა საქმეს აგვარებდა, არაფრით არ გადაახდევინა მამამისს ფული, მინდა მთელი ქორწილი ჩემი ხარჯებით იყოსო.
თეონა კი ინასთან ერთად დადიოდა და კაბებს არჩევდნენ. მართალია კატეგორიული წინააღმდეგია ინა, რომ თეთრი ტრადიციული კაბა ჩაიცვას, თან გრანდიოზული მაგრამ საბოლოოდ არჩევანი სადა, კლასიკურ შამპანურისფერ კაბაზე შეაჩერა. ზუსტად ისეთზე, ქორწილისთვისაც რომ გამოდგება.
ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივად იყო, ვერ გაიგებდი დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ თუ ქორწილისთვის.
- რა ვაჩუქოთ ახალდაქორწინებულებს? - მშვიდად საუბრობდა დივანზე მიწოლილი ლევანი და საყვარელი ქალის თმებში თითებს დააცურებდა.
- არ ვიცი, ხვალ თუ ვერ მოვიფიქრე ზეგ სულ ვეღარ მოვასწრებ, მე კიდე ჯერ არც ვიცი რა ვაჩუქო. - მობეზრებული და შეწუხებული საუბრობდა
- ხოდა, გაგიმართლა. მე ვიცი რაც უნდა ვაჩუქოთ. - სიამაყე შეპარული ხმით ჩაილაპარაკა ლევანმა და აივანზე გავიდა, თეონაც უკან მიჰყვა.
- შენ რა გაგიხარდებოდა ქორწილისთვის საჩუქრად? - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და ბოლი ფილტვებიდან ამოუშვა.
- ნუ გააჩნია, მე საერთოდ პომპეზურობის მომხრე არ ვარ, რაღაცით ვგავართ მე და ირაკლი, ასე ვიწრო წრეში გავაკეთებდი მეც და შემდეგ სამოგზაუროდ წავიდოდი სადმე.
- ხოდა ზუსტად, ორი კვირა იტალიაში, მემგონი უნდა გაუხარდეთ, საგზურს ვაჩუქებთ, ყველაფერს დაგეგმილს და დაჯავშნილს. - საკუთარი იდეით კმყოფილმა ჩაილაპარაკა და თან დაამატა - თან ყველაფერს ჩვენი კომპანია ანაზღაურებს და ზუსტად ვიცი ისე მოეწონებათ, მეორედ და მესამედაც გადაიხდიან ქორწილს - უკვე ხითხითებდა
- აუ რა მაგარი ხარ, თან რა კრეატიული - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მამაკაცის გამოშლილ ხელს საკუთარი დაახვედრა.
ქორწილის დღეს ინა ლამის შოკში ჩავარდა, ყველაფერზე სკეპტიკურად განეწყო, ვეღარ გაეგო უხდებოდა თუ არა კაბა, მაკიაჟი. არადა რომ გეკითხათ საერთოდ არ ნერვიულობდა, მაგრამ ფაქტის წინაშე როგორც კი აღმოჩნდა, მაშინვე აფეთქდა. ირაკლიც კი დატანჯა.
- გეფიცები იმაზე უფრო გამხდარი ხარ, ვიდრე მაშინ როცა ეს კაბა ვიყიდეთ - ამშვიდებდა თეონა როდესაც აწუწუნდა რომ გავსუქდი და კაბა აღარ მეტევაო.
- აუ ირაკლი მართლა კარგად ვარ? - ნერვიულად ტრიალებდა სარკის წინ
- აუ ნუ გადამიყვანე ჭკუიდან ინა რა, რა ბავშვივით ჭირვეულობ, კი კარგად ხარ და წავედი მე გარეთ ვიქნები. - შემდეგ ახლოს მივიდა და უკვე დამშვიდებულმა შუბლზე აკოცა - ყველაზე ლამაზი ხარ შენ!
მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ვიწრო წრე იყო, ყველა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და ისეთი აურა ტრიალებდა, ვერ მოიწყენდი.
ჯვარი სიონში დაიწერეს, ხელი მთაწმინდის ქორწინების სახლში მოაწერეს და საბოლოოდ რესტორანში გადაინაცვლეს. მიუხედავად იმისა, რომ მალე დაგეგმილი ქორწილი იყო და ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად იყო, მაინც საუკეთესო გამოვიდა. ინა არაჩვეულებრივი მოცეკვავე აღმოჩნდა, ირაკლი კი რა თქმა უნდა ლოხი და მოუქნელი. ისე სასაცილოდ იმანჭებოდა, ლევანი და თეონა კისკისებდნენ კენჭის გავლა არ დაემართოსო.
საბოლოოდ წყვილი მარტო რომ დაიგულეს ყოველგვარი მეჯვარეების გარეშე, მხოლოდ მაშინ მივიდნენ და კუთვნილი საჩუქარი გადასცეს.
- ღმერთო, არ არსებობს - ლამის წამოიკივლა ინამ და აცრემლებული თვალებით ჯერ ლევანს გადაეხვია, მერე თეონას და საბოლოოდ მეუღლის მხარზე ამოიტირა.
- აუ რა მაგრები ხართ თქვე გიჟებო - ბედნიერი თვალებით და ხმით საუბრობდა ირაკლი - ამ სიკეთეს და საჩუქარს არასდროს დაგივიწყებთ.
- მიხარია თუ მოგეწონათ, ახლა დაგტოვებთ და იცოდეთ რამე თუ დაგჭირდებათ კიდევ გიმეორებთ ყოველთვის თქვენთან მიგულეთ.
შემდეგ დატოვეს და მოცეკვავე წყვილებს შორის გაერივნენ.
თეონა კი ბედნიერი იყო იმით, რომ გვერდს ნამდვილი მამაკაცი უმშვენებდა.
შეეძლო რამე სუვენირი ეყიდა ან რაღაც მარტივი მოეფიქრებინა თუმცა მაინც უზომო ბედნიერება მიანიჭა წყვილს. არადა ნათელია ყველაფერი თეონას პატივისცემით და სიყვარულით ხდება. ზუსტად ეს უყვარს და აგიჟებს მამაკაცის ქცევები, კაცმა იცის სად როგორ უნდა მოიქცეს.
თან ყველაზე მეტად ის სიამოვნებს, მშობლების ბედნიერ თვალებს რომ უყურებს, ირაკლიც და თეონაც უზომოდ ბედნიერები არიან და მშობლებსაც მეტი რა უნდათ.
სახლში დაბრუნებულებმა იმაზე იკამათეს ხვალ წავიდოდნენ თუ არა სამსახურში.
თეონა აწიწმატებული იყო და ლევანს უღენდა რას იტყვიანო, ლევანი კი მის გამოხტომებს მშვიდად დ სიცილით ხვდებოდა. თან აყოლებდა რაც უნდათ ის თქვანო. საბოლოოდ ერთი დღე აიღეს და შეთანხმდნენ, რომ ამ ერთ დღეს ნაყოფიერად გამოიყენებდნენ და მთლიანად დაკავდებოდნენ სიყვარულით.
ჩაძინებულმა მამაკაცის თბილი ხელები და ტუჩები რომ იგრძნო, მაშინვე ჭყიტა თვალები და მისკენ გადაბრუნდა. გიჟდება ლევანის მოციმციმე თვალებში დანახულ სიყვარულის ჭინკებზე. გიჟდება მათ ურთიერთობაზე, უთქმელად რომ ესმით ერთმანეთის და ერთი ამოსუნთქვით რომ ხვდებიან ყველაფერს. საერთოდ გიჟდება ამ კაცზე, მის ხასიათზე, ქცევებზე და ქმედებებზე! ზუსტად იცის რომ სწორი არჩევანია, სულაც აღარ თვლის რომ მონსტრია, პირიქით როდესაც პირველად მოისმინა მისი თბილი ხმა, მაშინვე მოიშორა ფიქრები.
დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ლევანიც სწორედ იგივეს განიცდის.
- იცი რას ვფიქრობ? - ჩაიცინა და ქალის ტუჩებს ოდნავ შეეხო
- მითხარი - უყოყმანოდ ჩაილაპარაკა და თავი მკერდზე დაადო
- შენი ძმა მაგარი ვინმეა, ნახე რა უცბად მოაბა თავი ყველაფერს? კლასიკაა! გვაჯობა - ორაზროვნად ჩაილაპარაკა
- ხო, ირაკლი საერთოდ ჩემპიონია მასეთ იდეებში, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უცოლო და უტვინო იყო, ახლა კიდე - მხიარულად საუბრობდა და თან კისკისებდა, თუმცა ''გვაჯობა'' ტვინმა დააიგნორა და მერე გამოუშვა ცენტრში.
- ჩვენ როდის უნდა ავიღოთ ჩემპიონის ტიტული? - ქალის ზემოდან მოექცა და მის თვალებს დააკვირდა, შემდეგ ნაზად აკოცა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა
- რას გულისხმობ? - იცის რასაც გულისხმობს, ხომ ვამბობ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის და ახსნები არ სჭირდებათ მეთქი, მაგრამ ქალურმა ეშმაკობამ, ან უფრო გონებისა და ტვინის ბაგაბუგმა ათქმევინა
- ჩვენ როდის უნდა დავქორწინდეთ მეთქი? თუ ასე გავაგრძელოთ კიდევ დიდხანს ყოფნა, ერთმანეთზე გაგიჟებულებმა, ხან მე რომ დავრჩები შენთან და ხან შენ ჩემთან - ირონია გამოერია
- ანუ ცოლობას მთხოვ? - ერთიანად ააკანკალა და თვალებში ცრემლები მოაწვა, მართალია ცოტა სხვანაირად წარმოედგინა მაგრამ ახლა ამაზე საერთოდ არ ფიქრობს, ერთადერთი რაც გონებაში ტრიალებს ეს არის ლევანის სიტყვები!
- თუ გინდა ახლა გთხოვ ამ სიტუაციაში, თუ გინდა ორ კვირაში, რომ ჩამოვალ მაშინ გთხოვ, როგორც გინდა! მთავარია რომ თხოვნა კი არა მოთხოვნაა და უარი არ მიიღება. აბა როგორ გირჩევნია? - მომღიმარი დააჩერდა და ტუჩებით მისი თითების შესწავლა განაგრძო
- მე.. მე - ალუღლუღდა და პატარა ბავშვივით წამოიტირა - რა თქმა უნდა მინდა, უბრალოდ ისეთი მოულოდნელია ამის მოსმენა შენგან - ორივე ხელი მოხვია კისერზე და მთლიანად დაიკარგა მის სექსუალურ სხეულში.
- მე შენ მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე შენ ოდესმე წარმოიდგენ - რატომღაც ხასიათზეა ისეთზე, რომ აუცილებლად უნდა თქვას სიმართლე - პირველად რომ დაგინახე მაშინ მივხვდი რა ტკიბილია ცხოვრება - ღიღინით ჩაილაპარაკა და ქალის სხეულს მოეხვია, ნაზად დაუკოცნა ცრემლიანი თვალები - მაშინ რომ დაგინახე ჩემთან ატუზული, არ ვიცი რა დამემართა. მოსვენება დამაკარგვინე და მთლიანად შემოიჭერი ჩემში - თან ქალის სხეულის შესწავლას აგრძელებდა ხელებით და ნაზად ეფერებოდა - ისე მეშლებოდა ნერვები, გადავწყვიტე შენც გამებრაზებინე, მერე სულ ვნანობდი ეს ასე რატომ ვუთხარი ის ასე რატომ ვუთხარი თქო, ბოლოს ვაჩესთან ერთად რომ დაგინახე და გამომიცხადე ჩემი შვილიაო, კინაღამ სიცილი წამსკდა მაგრამ თავი შევიკავე, ვინატრე ოღონდ ახლა ვერ მიცნოს ვაჩემ თქო და დიდი ყურადღება არც მოუქცევია. მაინტერესებდა სადამდე გაგრძელდებოდა შენი თამაში, საბოლოოდ დამანგრია იმან, სამსახურში რომ აღარ გამოჩნდი და ვიფიქრე შეიძლება წავიდეს და სულ დავკარგო მეთქი. როდესაც შენს გვერდით ვარ, თავს რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ, შენი ბავშვური ხასიათებით, ჩამოყალიბებული და მშვიდი ხასიათებით, ქალური ხასიათებით, იმდენად ხარ ჩემში შემოჭრილი, მოსვენებას არ მაძლევ და მინდა რომ ეს სულ ასე იყოს. აი სწორედ ამიტომ მინდა იყო ჩემი ცოლი. მართალია მე შენ ცოლად უკვე გუდაურიდან აღგიქვამ და ოცნებას ფრთები შევასხი თუმცა რომ წარმოვიდგენ როგორ დაფუსფუსებ ჩემს ირგვლივ, როგორ ზრდი ჩვენ შვილებს და როგორ გქვია ოფიციალურად ჩემი ცოლი, მაინც ეგოისტურად მეტი და მეტი მინდება. მიყვარხარ და მინდა იცოდე, შენს იქით და აქეთ არავინ არ არსებობს ჩემთვის. - როდესაც დაამთავრა მონოლოგი ქალის ყელში ჩარგო თავი და მისი სურნელი ბოლომდე შეისრუტა, თითქოს წასვლამდე რაღაც მატერია სჭირდება წასაღებად და სურნელზე უკეთესი რა შეიძლება იყოს.
თეონა კი გაოგნებული ისმენდა და საერთოდ ვერ წარმოედგინა თუ ამას ლევანი ამბობდა.
- ხო და კიდევ, იმედია დიდი ხანია მიხვდი, რომ მონსტრი სულ არ ვყოფილვარ - სიცილით ჩაილაპარაკა და ოდნავ მბჟუტავი სინათლე ჩააქრო.
x
რამდენიმე დღეა საკუთარ თავს ვეღარ ცნობს. გამუდმებით დაღლილია, თავი და წელი სულ სტკივა და ყველაფერი ეზარება.
ხანდახან ფიქრობს ლევანის წასვლით გამოწვეული სტრესი მაქვსო, მაგრამ რაღაც ისე ვერ არის.
რამდენიმე დღიანი გადაცდენაც აქვს, არა ეს კი სულ ჰქონდა როდესაც აირეოდა და შლიფინად ჩაიცვამდა ხოლმე მაგრამ ახლა სულ სხვანაირადაა.
ხან თავბრუ ეხვევა და სული ეხუთება, ხან ყოველდღიური წვრილმანები, საქმეები აღიზიანებს და რაც მთავარია უსაზღვრო მონატრებას გრძნობს. რა თქმა უნდა, არ აპირებს ტელეფონში ძაგძაგი და წუწუნი დაიწყოს, ძალიან კარგად ესმის, რომ საქმეს ასე სჭირდება და მამაკაცის განერვიულება სულაც არ ესიამოვნება, მითუმეტეს თუ მიზეზი თვითონაა. ამიტომ ტელეფონში ყოველთვის მშვიდად ესაუბრება და შემდეგ მთელი დღე ცრემლად იღვრება. განსაკუთრებით სათუთი და მგრძნობიარე გახდა. თიკოსაც ყელში ამოუვიდა მისი ქცევები და როგორც კი დაწუწუნებას აპირებს მაშინვე თვალებაბრიალებული გადახედავს.
- სახლში ხარ? - შესავლების გარეშე ჩასძახა თიკომ
- კი, მოვედი სამსახურიდან რა ხანია, მოდიხარ? - თვალები გაუბრწყინდა
- მოვდივარ და ყავა გამიკეთე რა დროულად ოღონდ
ბედნიერი გაცუნცულდა სამზარეულოში, სამსახურში ყოველთვის ადრე რჩება საქმეებს მაგრამ მაინც იმ დრომდე რჩება, როდემდეც ლევანი. არ უნდა ადრე წამოვიდეს და მერე ვინმეს ათქმევინოს პრივილეგიით სარგებლობსო. ყავა მოადუღა და მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად დაალაგა. თიკას არ დაუგვიანია, მართლა მალე ავიდა და უცერემონიოდ მიესალმა თეონას, შემდეგ დივანზე გაწვა და ჩანთა იქვე მიაგდო. ისე იქცევა როგორც საკუთარ სახლში, თუმცა არც თეონას აქვს ამაზე პრობლემა, რამოდენიმეჯერ ერთადაც დარჩნენ.
- მშვიდობა გაქვს? - დაქალის ქცევით გამხიარულებულმა ჩაილაპარაკა და მის მოპირდაპირედ დაჯდა.
- კი მშვიდობა მაქვს, ჩანთიდან ფარმადეპოს პარკი ამოიღე რაღაც მოგიტანე და მინდა რომ დავრწმუნდე სიმართლეში - ხელის ზურგი შუბლზე მიიდო და ფეხები დივანზე აალაგა.
ღიმილით მივიდა ჩანთასთან და პარკი ამოიღო.
ორსულობის ტესტის დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა
- ორსულად ხარ? - ეჭვნარევი მზერით ჩაილაპარაკა და განზე გადგა
- მე არა, შენ ხარ და მაგას გავიგებთ თუ დროულად შეხვალ სააბაზანოში
- ჯერ ერთი ტესტი დილით კეთდება, მეორეც ორსულად არ ვარ - საკუთარმა სიტყვებმა დააეჭვა, როგორ ვერ მიხვდა აქამდე რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერი ემთხვევა, არადა ისეთი სიცხეები არ არის მზეს რომ დააბრალოს.
- ეგ ტესტი სამი დღის ვადაზეც აჩვენებს და დილა საღამოს მნიშვნელობა არ აქვს, მიდი ახლა აიღე სამივე და დადებითი პასუხი თუ არ იქნება ფანჯრიდან გადახტი, სხვა მიზეზი არ არსებობს შენი ცვლილების - დაუღრინა და ხელით ანიშნა საპირფარეშოსკენ.
ნიჟარის კიდეებს ჩააფრინდა და სამივე ტესტი წინ დაიდო.
ორმა ორი ხაზი აჩვენა, მესამემ მეორე ხაზი მკრთალად მაგრამ მაინც აჩვენა.
მომენტალურად გაიაზრა მდგომარეობა. აკანკალებული თითებით შეეხო ტესტს და თვალებთან ახლოს მიიტანა.
დამერწმუნეთ, ქალის ცხოვრებაში ამაზე ბედნიერი მომენტი არ არსებობს, მითუმეტეს როდესაც კარგი ქმარი, პარტნიორი და ადამიანი გიდგას გვერდში.
დედობრივი ინსტიქტი წინა პლანზე წამოიწია და თითები ოდნავ დაისვა მუცელზე.
უცბად გაიაზრა რომ მასში პატარა და ახალი სხეულია.
ბედნიერების გრძნობამ მოიცვა და ცრემლები ისევ ჩამისცვივდა.
დამშვიდებული გავიდა გარეთ და თიკას წინ მაგიდაზე სამივე ტესტი დადო.
დაქალმა ჯერ წარბაწეულმა გადმოხედა თეონას, შემდეგ წამოიწია და ტესტებს დააჩერდა, შეჭმუხნული წარბები და ბაგეები უცბად გახსნა, თვალები აეწვა ცრემლებისგან და ფეხზე წამოფრინდა.
- ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, ვაიმე რა მაგარია ღმერთო - ლაპარაკობდა და თან თეონას ეხუტებოდა
- არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა, ისეთ ემოციებში ვარ, მე საერთოდ არ მიფიქრია მართლა - ბედნიერი ლუღლუღებდა და მუცელზე თითებს ისვამდა
- ეიიი პატარა აქ ხარ?? - თითი დაუკაკუნა აცანცარებულმა თიკამ - თუ აქ ხარ და მისმენ იცოდე მე შენი ნათლია ვარ მაგრამ დეიდად გეკუთვნი - ლუღლუღებდა და თითებს აკაკუნებდა
- თიკა გეყოფა, ჯერ მხოლოდ ემბრიონია - აკისკისდა და ხასიათზე მოვიდა. თიკა აივანზე გავიდა მოსაწევად
- ლევანი როდის ჩამოდის?
- ორ კვირაში
- მანამდე ეტყვი თუ რომ ჩამოვა მერე?
- ხვალ ექიმთან წავალ გამომყევი და მერე მოვიფიქროთ ერთად როგორ და რა ხერხით ვუთხრათ - მეგობარს თვალი ჩაუკრა და ყავის ჭიქები აალაგა
ბევრი იჭუკჭუკეს, თეონამ ყელი გამოუწია და სთხოვა დღეს ისეთი დღეა უნდა დარჩეო, თან ხვალ უნდა გამომყვეო. მანამდე მარიკას დაურეკა და აუხსნა, რომ ვერ მივიდოდა სამსახურში. პრინციპში არც სჭირდება ახსნა მაგრამ უბრალოდ უყურადღებოდ რომ არ იყოს.
ძილის წინ ლევანსაც ესაუბრა, თეონას აჟიტირებული ტონი და ლაპარაკი უყურადღებოდ არ დარჩენია, თუმცა ამ უკანასკნელმა ეჭვები გაუფანტა ათასი სისულელით.
უკვე გრძნობს როგორი იქნება მომდევნო ცხრა თვე, ბავშვის დაბადება, აღზრდა, სწორ გზაზე დაყენება.
იმდენად ბედნიერია, ეშინია რომ სკარლეტ იოჰანსონივით ფილმიდან ლუსი არ აიმღვრეს და არ გაქრეს.
ათასმა იდეამ გაუარა თავში, თუ როგორ ეტყვის ლევანს.
ყველაზე მეტად მაინც ერთმა მოხიბლა, დაბადების დღეზე ეტყვის. მანამდე ჩამოსული იქნება და იმედია ვერ შეამჩნევს.
დილით ადრე ადგა, მოწესრიგდა, ყავა მოამზადა და ახალ გაღვიძებულ თიკას, რომელიც მთქნარებით მოდიოდა წინ დაუდო არომატული გამოსაფხიზებელი.
- აუ რა მაგარია, წარმოგიდგენია რა ბედნიერებაა? - მაშინვე ალაპარაკდა თიკა
- ჩემს თავზე ვბრაზდები რა, როგორ შეიძლებოდა ვერ მივმხვდარიყავი? - მაინც ღიმილით ჩაილაპარაკა
- კი მაგრამ გადაცდენა ან გქონია? მე შენი ხასიათის ცვლილებით მივხვდი და წელის ტკივილით, ხოიცი ჩემი და როგორი ორსულიც იყო იმის მერე ყველაფერი ზეპირად ვიცი - სიცილით გაიხსენა ანკა, რომელიც მესამე წელია საფრანგეთში გადასახლდა.
- გოგო მქონდა მაგრამ ხოიცი მე სულ ვცივდები და სულ მასე ვარ, მაგით რას მივხვდებოდი მასე მთელი ცხოვრება ორსული უნდა ვიყო, აი იცი როგორ მაინტერესებს როგორია? ან რამდენი ხნის ორსული ვარ, ერთი სული მაქ მივიდეთ ექიმთან და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხო - ბედნიერი საუბრობდა, ჯერ კიდევ უჭირს გაანალიზება რომ მალე დედა უნდა გახდეს.
მალევე მოწესრიგდნენ და სახლი დატოვეს.
ექოსკოპიის კაბინეტთან რიგი ეგონა არასდროს დასრულდებოდა, 15 წუთი საათებად გაიწელა და ბოლოს უკვე ნერვებმაც უმტყუნა.
როგორც კი მისი ნომერი აინთო ტაბლოზე, მაშინვე დაავიწყდა ნერვიულობა და თიკასთან ერთად შევიდა. ექიმმა წყვილს ეჭვნარევი მზერით გადახედა.
- მეგობრის დასწრება შეიძლება? - მიუხვდა თეონა ექიმს და მაშინვე გაუფანტა აზრები, ექიმმაც ლმობიერად გაიღიმა.
- იყოს, არ არის პრობლემა.
რამოდენიმე წუთი ათვალიერებდა ექიმი ეკრანზე გამოსახულ გაურკვეველ ფიგურებს, თან ექთანს რაღაცებს კარნახობდა.
- მოკლედ ასე ჩემო კარგო - ჩაილაპარაკა და საზურგეს მიეყრდნო. - ორსულობა კარგად მიმდინარეობს, ხუთი კვირის ვადაზეა, რაც მთავარია მილში არ არის და საშვილოსნოშია, მოკლედ ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად არის, მიმღებში რომ გახვალ იქ აღრიცხვაზე აგიყვანენ და ვიზიტებს და ყველაფერს აგიხსნიან. მოკლედ სანერვიულო არაფერი გაქვს, დაგიწერ სწორი კვების რეჟიმსაც და ეცადე თავი არ დაიტვირთო, ცოტა ზარმაცია ეტყობა იმიტომ რომ გვიან არის გადასული მაგრამ არაუშავს
- გულისცემას ჯერ ვერ მოვისმენ ხომ? - ნაღვლიანად მაგრამ მაინც აჟიტირებულმა ამოილაპარაკა და ეკრანს გახედა
- არა, ორ სამ კვირაში შეგეძლება მოსმენა.
მიმღებში გადაინაცვლა, ყველაფერი აუხსნეს დააკვალიანეს, სწორი კვების რაციონიც გამოართვა და ფაილში ჩადებული საბუთებით. ვიზიტებიც დაუგეგმეს და მოკლედ დამშვიდებული გამოუშვეს.
ეგოისტურად სწყდება გული, რომ პირველმა თვითონ და ლევანმა ვერ გაიგეს პატარის ამბავი.
- ისე რანაირი დედა ვიქნები, შენ უფრო მიხვდი ჩემს ორსულობას ვიდრე მე - ლაპარაკობდა და თან იცინოდა
- დამშვიდდი წინ კიდევ უამრავი ბავშვის ჩასახვას გაიგებ შენით - არანაკლებ კისკისებდა
სამსახურში უფრო ბედნიერი და აჟიტირებული მიდის.
დღეში სამოცი ჭიქა ყავის ნაცვლად ახლა უკვე ნატურალურ წვენებს სვამს, ძირითადა სახლში აკეთებს საკუთარი ხელით. ჭამითაც უკვე ნორმალურად ჭამს, ფასთფუდებს და ოხრობებს როგორც ლია ეძახის ხოლმე აღარ ეკარება. ცდილობს რამე ცუდის მიზეზი არ გახდეს.
ლევანს დიდ ხანს არწმუნებდა, აეროპორტში დაგხვდებიო თუმცა მამაკაცი დაჟინებულ უარზე იყო. გაბრაზებულმა გაუთიშა ტელეფონი და ცრემლებად დაიცალა. ლევანიც აწრიალებდა მის ტელეფონს და როგორც იქნა უპასუხა.
- თეონა რა გჭირს? - სიცილით ეკითხებოდა
- არაფერი რა უნდა მჭირდეს, მე ვიფიქრე დავხვდები თქო და შენ კიდე არა არაო - ტუჩები გადმოაბრუნა და გაბრაზებული საუბრობდა
- რა ხმა გაქვს იტირე? კაი რაა, ხო იცი არ მიყვარს რომ ტირი ხოლმე, გეფიცები პირდაპირ შენთან წამოვალ, იცი როგორ მენატრები? - ბოლო წინადადება ვნებიანად გამოკვეთა და თეონაც მოიყვანა ხასიათზე
სამსახურიდან დაბრუნებულს გემრიელმა სუნმა და სამზარეულოში ანთებულმა სინათლემ დააფიქრა. მაშინვე მიხვდა, რომ სახლში მარტო არ იყო. თიკა მშობლებთან ერთად საგურამოშია, ირაკლი და ინა არ დაბრუნებულან ვოიაჟიდან, ლევანი ჩამოსვლისას დაურეკავდა. ნელა შეიპარა და ქურდის ნაცვლად წარბებშეჭმუხნული ლევანი რომ დახვდა, ბედნიერებისგან შეჰკივლა. მერე სწრაფი ნაბიჯებით გაექანა გაღიმებულთან და მთლიანად შეახტა.
- რა იცი ხოლმე უცბად ჩამოსვლები, რატომ არ დამირეკე? - კოცნით გული რომ იჯერა მაშინვე დაიწუწუნა
- იმიტომ რომ ვგიჟდები შენს მოულოდნელად გახარებულ სახეზე და რეაქციებზე - მოწყვეტით აკოცა და ისევ აიკრა გულზე.
- ძალიან მომენატრე - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა და თითები მაიკის ქვეშ შეუცურა.
აღარ გავაგრძელებ იმაზე მოყოლას თუ რა დატვირთვა და მნიშვნელობა შესძინეს სამზარეულოს მაგიდას.
- დაბადების დღეზე რას აპირებ? - შეფარული ხმით ჩაილაპარაკა თეონამ და ''უფროსის'' წინ, სავარძელზე ჩამოჯდა.
- წელს ტრადიციას ვცვლი - საბუთებისთვის არ მოუშორებია თვალი
- რა ტრადიციას?
- აქამდე სულ მეგობრებთან ერთად ვხვდებოდი, ახლა მინდა მე და შენ ვიყოთ.
- ძალიან კარგი - გახარებულმა ჩაილაპარაკა და საკუთარ კაბინეტში გადაინაცვლა.
უკვე იცის როგორ უნდა ახაროს ახალი ამბავი. ერთი სული აქვს უთხრას, პრინციპში იცის მამაკაცის რეაქცია, ბავშვებზე ორივე გიჟდება, ქორწილზეც ჰქონდათ საუბარი ამიტომ სულ არ ფიქრობს რომ იჩქარეს. თავის დაცვა არცერთს უხსენებია არასდროს, ანუ ლოგიკურად მოლოდინი უნდა იყოს.
ლევანი არ არის ის ტიპი, იმედები რომ გაუცრუოს.
შუადღეს საგურამოდან დაბრუნებულ თიკას შეხვდა, ასე იციან. დიდ ხანს ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ, ეს პირველი შემთხვევააა როდესაც დასასვენებლად ერთად არ მიდიან.
- ისე შენ და ზვიო რას შვრებით? - აფხუკუნდა და თიკას რეაქციას დააკვირდა
- არაფერს, ხანდახან მაგიჟებს ეს ბიჭი რაა. ამასწინათ ქუჩაში ვასკასთან ერთად დამინახა, ანანოს ჰქონდა დაბადების დღე და მომეხმარე რამე შემარჩევინეო, ხოდა ამან რომ დამინახა წარბები შეკრა და ძაან უხეშად ალაპარაკდა, საღამოს ვიჩხუბეთ და მე ვუთხარი ჩემს პირადში ჩარევის უფლებას არ გაძლევ მეთქი. - გაბრაზებულმა ამოილაპარაკა
- ვეღარ გავიგე მოგწონთ ერთმანეთი, გიყვართ თუ რა ხდება საერთოდ?
- რავიცი?! თვითონ თევზივით აქვს წყალი ჩაგუბებული და მე ხომ არ ვათქმევინებ ძალის რამეს? არადა ხომ იცი მაგის ქცევები რასაც ნიშნავს და რომ არ აღიარებს უფრო მაგიჟებს.
- ისე მართლა უხდებით ერთმანეთს - დაქალს თითი დაჰკრა და გაიცინა.
დაბადების დღისთვის დიდ ხანს არჩევდა კაბას, საბოლოოდ გადაწყვიტა, შინდისფერი კლასიკური კაბა ჩაიცვას. მის სხეულის ფორმებს განსაკუთრებბით უსვამს ხაზს, თუმცა ოდნავ გამოზრდილი მუცელი მაინც ეტყობა, არადა სულ ოდნავაა მაგრამ თვითონ ხომ ამჩნევს და იცის?!
'' რომ იცოდე როგორ გელოდები დე'' - ბედნიერმა ჩაილაპარაკა და თითებით მოეფერა.
საღამოს ლევანმა გამოუარა, ტუჩები აუწითლა და მიულოცა.
როგორი საოცრად სიმპატიურია ეს კაცი, თეონას აგიჟებს! ყველანაირ სტილს იხდენს. თითქოს პირდაპირ მოდური ჟურნალებიდან არის გადმოსული.
მენეჯერი თავის რხევით მიესალმა და კუთვნილი ადგილი აჩვენა ვერანდაზე. ყველაფერი იმდენად ლამაზია და ეს განათებული თბილისის ხედი უფრო ალამაზებს ყველაფერს.
- ბედნიერი ვარ რომ შეგხვდი და შენთან ერთად ვარ - მოულოდნელად ამოილაპარაკა და მამაკაცს თითებით მიეფერა ლოყაზე, ლევანმაც დაუჭირა და ვნებიანად დაუკოცნა ბალიშები.
რამოდენიმე კლასიკურ სიმღერაზე იცეკვეს, საოცარი ჰარმონია და სიმშვიდე აქვს მის გვერდით. თითქოს სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, თან ეს ორსულობაც როგორ მგრძნობიარეს ხდის?!
მაგიდასთან დამჯდარმა, ჩანთიდან გრძელი და ვიწრო ყუთი ამოიღო.
ლევანმა ინტერესით შეათვალიერა ყუთი, წინ გრავირებული წარწერა ჰქონდა.
18.06.2016
წარბაწეული დააკვირდა და თეონას მიაჩერდა, მან უბრალოდ თავი დაუქნია და ანიშნა გახსენიო.
ნელა გახსნა და შიგნით არსებულ საჩუქარს რამოდენიმე წუთი დააკვირდა. მერე ბაგეები ღიმილით გაეხსნა და ამოიხვნეშა, თვალებში აშკარად ცრემლი უბრჭყვიალებდა მაგრამ არც უტირია და არც თეონას ნაირ რეაქციებში ჩავარდნილა. ნაზად მაგრამ აკანკალებულმა დაუსვა ორ ხაზს თითი და ბედნიერმა გაიცინა.
თეონა კი მის რეაქციებს ტელეფონით აფიქსირებდა და თან ბედნიერების ცრემლებს ღვრიდა.
- ამაზე მაგარს ვერაფერს მაჩუქებდი, თქვენ ხართ ჩემი ბედნიერება - სწრაფად წამოდგა და მადლიერად დაეწაფა ტუჩებზე.
იმას აღარ აღვწერ თუ როგორ იყო თეონას უაზრი ხასიათები, შუაღამეს გაღვიძება და ათასი სისულელის მოთხოვნა, ჩიტივით ფრთხოდა ყველაფერზე და საბოლოოდ მასთან უბრალო ხუმრობაც კი ყველას აეკრძალა.
მერე იყო ძალიან, ძალიან დიდი ბედნიერება.
პირველი გულისცემა.
პირველი ტირილი.
პირველი გაცინება.
პირველად წარმოთქმული გაურკვეველი ფრაზა და პირველად გადადგმული ნაბიჯები.
დედა და მამა ერთად.
ბევრი სიყვარული და ღამენათევი მშობლები.
- ბავშვმა დაიძინა - ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა და ქალს ზემოდან დააჩერდა.
- ხოდა უნდა ვისარგებლოთ მაგ პრივილეგიით - თვალი ჩაუკრა და მონატრებულს ტუჩებზე ველურივით დაეძგერა.
_________________

ამით მაინც შეგახსენებთ თავს, სანამ იისფერ სიყვარულს დავდებ <3 :D



№1  offline წევრი richirichi

მიყვარს ასეთი ისტორიები.ძალიან მომეწონა.ბრავო

 


№2  offline მოდერი abezara98

ვაუ, კარგი იყო blush მომეწონაა blush

 


№3  offline წევრი tamuna.s

იისფერ სიყვარულს კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? ასე თუ გაგვაწამებდი ლოდინით ჯობდა როგორც გქონდა დაწერილი ისე აგეტვირთა და გადაკეთება აღარ დაგეწყო. დავიტანჯე ლოდინით რა

 


№4  offline მოდერი Nanaga

დიდი ბოდიში მაგრამ ერთხელ უივე დავწერე იქ, რომ მაქვს ფინალური გამოცდები და შესაბამისად არც დრო მაქვს წერის და არც არანაირი მუზა არ მაქვს, ასე რომ ძალიან ვწუხვარ მაგრამ რაც არუნდა იყოს მკითხველისგან ასეთი ლაპარაკი ცუდია, მე უფრო მეჩქარება რომ დავდო

tamuna.s
იისფერ სიყვარულს კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? ასე თუ გაგვაწამებდი ლოდინით ჯობდა როგორც გქონდა დაწერილი ისე აგეტვირთა და გადაკეთება აღარ დაგეწყო. დავიტანჯე ლოდინით რა

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaaan sayvarlobaaa

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომეწონა.შესანიშნავია.გაიხარეთ.წარმატებებს გისურვებ.

 


№7 სტუმარი ნონა გონგლაძე

პოზიტიური სასიყვარულო ისტორიაა და სიამოვნებით წავიმითხე ველოდები ახალ ისტორიას????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები საინტერესო სახალისო თბილი და ტკბილი მომწონს ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები მიხარია შურიანი ხალხი არ გამოჩენილა დავტკბი ამ წყვილით ამ ნაწარმოებით მადლობა წარმატებები ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent