შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლქვაძის ქალო მიყვარხარ! (საცდელი)


25-06-2018, 02:39
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 2 307

სიყვარული სიგჟეა, ამბბობენ პირველ სიყვარულს ყველაზე დიდი ძალა აქვს და შენში ყველაზე დიდ ხანსაც ეს გრძნობა ბუდობსო. დიახ სიყვარული ყველაზე დიდი და ამავდრულად გიჟური გრძნობაა, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მეც მიყვარდა და დღემდე მიყვარს. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ნორმალურად არც კი ვიცოდი როგორი გრძნობა იყო სიყვარული. ბავშობის სიყვარულმა გული მატკინა მიწასთან გამასწორა, მაგრამ მე ისევ მიყვარს. ყველაფერი წლების წინ დაიწყო. მაშინ 12 წლის ვიყავი, პირველად 12 წლის ასაკში გავიგე რა იყო სიყვარული. ლუკა საჯაია ბიჭი, რომლისთვისაც მაშინ თამამად შემეძლო სიცოცხლეც კი დამეთმო. ჩემზე 2 წლით იყო უფროსი, თავიდან მართლაც ბედნიერად დაიწყო ყველაფერი შემდეგ კი ის საფრანგეთში გაუშვეს საწავლებლად მე კი აქ დავრჩი. მას ჰქონდა არჩევანის გაკეთების საშვალება და მან საფრანგეთი არჩია. იმ დღეს, როდესაც მიდიოდა არც კი დამემშვიდობა თუმცა მეც იქ ვიყავი. წლები ველოდი, რომ რაიმეს მომწერდა ან ერთ დღესაც დამირეკავდა, მაგრამ არაფერი მომხდარა არცერთი ზარი არცერთი შეტყობინება და მივხვდი, რომ უბრალოდ დამივიწყა. დღეს ზუსტად 12 წელი გავიდა მისი წასვლიდან თუმცა მე დღემდე ისევ ველოდები.
- ანა... უკვე ერთი საათია გეძახი შენ კი სადღაც დაფრინავ. ფიქრებიდან მეგობრის ხმამ გამომარკვია.
- ბოდიში.. უბრალოდ დღეს 12 წელი გავიდა მისი წასვლიდან. თავი დავხარე და შევეცადე თვალებზე მოწოლილი ცრემლები დამემალა.
- ჩემო ლამაზო, გთხოვ დღეს აღარ იტირო. მუდარა ჩამდგარი ხმით მეუბნება მეგობარი.
- ელენე არ შემიძლია, მას დღემდე ველოდები. საერთოდ ჩამოვა თუ არა ესეც არ ვიცი. ცრემლებს გასაქანს ვაძლევ და მეგობარს ძლიერ ვეხვევი.
- დამიჯერე შენს ცრემლებად არ ღირს, ამდენი წელია შესტირიხარ და სულ ტყუილად. ჩემო სიხარულო შენს თვალზე ცრემლი აღარ დამანახო რა... ცრემლებს მწმენდს და გულში მაგრად მიკრავს.
საღამომდე ვისაუბრეთ მე და ელენემ. ცოტა გავისეირნეთ და გულიც გადავაყოლე. ქუჩაში მივდიოდით. მის სახლთან დიდი ჟრიამული იყო ყველა რაღაცას გაიძახოდა. ლუკას დედა ბოლო ხმაზე იძახდა ჩემი ბიჭი დამიბრუნდაო. მაშინ უბრალოდ ადგილზე გავქვავდი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა ან მართლა დაბრუნდა თუ არა ლუკა საქართველოში.
იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმის მოსმენა მქონდა. დედაჩემიც გაკვირვებული მიყურებდა მთელი დღე. მამასთანაც ვისაუბრე ცოტა და ბოლოს ოთახში წავედი.
***
დილით ძლივს ავწიე ბალიშიდან თავი, გუშიდელ საღამოს გონებიდან სამწუხაროდ ვერ ვიშორებდი. სააბაზანოში ნახევარ საათზე მეტხანს ვიყავი. მომზადებისთვისაც არ დამითმია დიდი დრო, შავი კლასიკური შარვალი, თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი მოვიცვი. დილით არასდროს ვჭამდი და ისე გავდიოდი, მართალია დედა ამის გამო ძალიან წუხდა და ხშირად მაფრთხილებდა რაღაც მაინც მეჭამა მე კი ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი შემოვიფარგლებოდი: „-დედიკო შენ არ იღელვო, რამეს შევჭამ“. იმ დილით ჩემი მანქანით ჩავიარე ლუკას სახლთან. გარეთ იდგა და ტელეფონზე საუბრობდა, საოცრად იყო შეცვლილი და დაკაცებული. სამსახურშიც ასე ფიქრებით მივედი და მოსმენისათვის მზადება დავიწყე.
- დილამშვიდობის ქალბატონო ანა. ყველაფერი მზადაა ნახევარ საათში საქმის მოსმენა დაიწყება. აისტენტმა ყველაფერი მითხრა და კაბინეტში მარტო დამტოვა.
ახლა მეტად საინტერესო საქმე მელოდა როგორიც იყო განქორწინება. სასმართლოში როგორც ყოველთვის ორივე მხარე ცდილობს საქმე სათავისოდ გამოიყენოს და ხშირად ეს ბინძურ თამაშებშიც გადასდით ხოლმე. არაერთი საქმე მომიგია და არც ამჯერად დამიზოგავს თავი. ყველანაირად ვცდილობდი მთელი პროცესის განმავლობაში არ მეფიქრა არაფერზე და ძილის სურვილიც დამეიგნორებინა. მოსამართლემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სასრგებლოდ გამოიტანა განაჩენი და მეც გახარებულმა დავტოვე სასამართლოს შენობა. სახლში დაბრუნებამდე ელენესთან შესახვედრად სანაყინეში წავედი. როგორც ყოველთვის ელენე დათქმულ დროს მოვიდა და საყვარელი ნაყინიც შეუკვეთა.
- როგორ ხარ ?
- კარგად ელი შენ?
- დღეს უამრავი საქმე მქონდა, სიმართლე გითხრა მთელ დღე შენზე ვფიქრობდი.
- ნუ ნერვიულობ თუ სადმე შევხვდები შევეცდები საკუთარი გრძნობები ვაკონტროლო.
- არ მინდა ისევ ბნელ ოახში შეიკეტო, აღარ მინდა ძველი ანას დაბრუნება.
- ის წავიდა. მტკიცედ განვუცხადე მეგობარს ის რისიც თავადაც არ მეჯერა.
ბევრი ვისაუბრეთ, ლუკას თემაც ასე თუ ისე განვიხილეთ და უკვე გასვლას ვაპირებდით როდესაც ნაცნობი ბარიტონი მისწვდა ჩემს სმენას.
- ბოლქვაძე?! ხმა ისე გაისმა ადგილზე გავიყინე.
- დიახ მე ვარ. უცებ შევბრუნდი და თავის ისე დაჭერა ვცადე თითქოს ლუკა ვერ ვიცანი.
- შეცვლილხარ, დაქალებულხარ, რაც მთავარია კიდევ უფრო გალამაზებულხარ. შემფასებლური მზერით მათვალიერებდა ის.
- რათქმაუნდა წლები გავიდა და აბა როგორ?! მკაცრი ტონით დავიწყე საუბარი.
- ანი.. გაიცანი ეს ჩემი შეყვარებული ლილიანაა. მისმა იტყვებმა საბოლოოდ შემაზიზღა თავი, რადგან ამდენი წელი ტყუილად ველოდი და არანორმალურივით მიყვარდა.
- გამარჯობა.. ფრანგულად დავიწყე საუბარი მე.
- გამარჯობა.. ისიც მომესალმა და სულ ე იყო ჩვენი დიალოგი, მერე უბრალოდ ავდექით მე და ელენე და წამოვედით.
სახლში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საღამოს მშვიდად ვატარებდი დასთან და მამიდაშვილთან ერთად, მაგრამ სიმყუდროვე კარებზე ზარის ხმამ დაარღვია მეც იძულებული გავხდი კარი გამეღო, კარს უკან კი საჯაია იდგა და ძველი და ჩემთვის ასე ძლიერ საყვარელი ღიმილით მიყურებდა.
-არ გამოხვალ? ძველი დრო გავიხსენოთ ცოტა ვისაუბროთ. შემომთავაზა ბიჭმა.
-კარგი, გამოვალ და ვიაუბროთ. მეც დავეთანხმე და სახლის კარი გავიხურე.
-აბა როგორ ხარ? რას საქმიანობ? საუბარი დაიწყო ლუკამ.
-ბოლო პერიოდი ყველაფერი კარგადაა, ადვოკატი ვარ და რაც ვმუშაობ ჯერ არცერთი საქმე არ წამიგია. შენ?
-მე აქედან წასვლისას ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და საკმაოდ კარგ საფეხბურთო სკოლაშიც შევედი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ფეხბურთი არ იყო ის რაც მართლა მინდოდა და ახლა უკვე არქიდექტორი ვარ.
- მიხარია, რომ ჩამოხვედი.
- მეც, სიმართლე გითხრა აქაურობა ძალიან მომენატრა ყველა ადგილთან რაღაც ისტორია მაკავშირებს.
-ჰოო, აქაურობა მოგონებების ბუდეა ჩემთვის.
-ეს ადგილი მახსოვს პირველად სიყვარული აქ აგიხსენი. საჩვენებელი თითი დიდი ხისკენ გაიშვირა და მაშინვე მეც ჩამკაწრა გული.
-უნდა წავიდე. მხოლოდ ეს ვუთხარი და აცრემლებული გამოვვარდი სახლში...
_____________________
მოგესალმებით ყველას <3 ახალი ისტორიით დავბრუნდი ბოდიშს გიხდით პატარა თავისთვის შემდეგისთვის უფრო დიდ თავს დავდებ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეს გოგო ძალიან სუსტი მეჩვენება.... იტირო კიარა ისეთები უნდა ჩაუტარო თავბედი უნდა იწყევლოს თორმეტი წლის წინ რო წავიდა...იტიროს არა კვახი.. ეს კიდე რა უყიფარია მიადგა სახლში და დაუწყო გახსენებები.. აქამდე სად ეგდო არ ახსოვდა?! უაზროდ ნუ ატირებ ამ გოგოს ისედაც თორმეტი წელი რო შეტიროდა ისიც სანანებელი უნდა ქონდეს..
იმედია არ დააგვიანებ და მალე დადებ

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

ანი ანი
ეს გოგო ძალიან სუსტი მეჩვენება.... იტირო კიარა ისეთები უნდა ჩაუტარო თავბედი უნდა იწყევლოს თორმეტი წლის წინ რო წავიდა...იტიროს არა კვახი.. ეს კიდე რა უყიფარია მიადგა სახლში და დაუწყო გახსენებები.. აქამდე სად ეგდო არ ახსოვდა?! უაზროდ ნუ ატირებ ამ გოგოს ისედაც თორმეტი წელი რო შეტიროდა ისიც სანანებელი უნდა ქონდეს..
იმედია არ დააგვიანებ და მალე დადებ

მადლობა რომ წაიკითხე <3 მალე დავდებ უფრო დიდ და საინტერესო თავს მადლობა რომ წაიკითხე და საკუთარი აზრი გამიზიარე

 


№3  offline წევრი black angel555

კი გააგრძელე საინტერესოა

 


№4  offline წევრი ჟიზელი

ოღონდაცა "საშვალება" აღარ დაწერო რა.ისე მომხვდა თვალში,ისეეე რომ...
რაც შეეხება ისტორიას...
12 წლის ასაკში შეგიყვარდეს და 12 წელი ელოდო...გიყვარდეს ძველებურად?
ჩემთვის ცოტა გასაკვირი რამეა...
ისე გოგო პერსონაჟი,ასეთი პროფესიით,პიროვნულად სუსტი მეჩვენა.
ზოგადად მშრალია ჩემთვის ეს ნაწერი,ეცადე მეტი წერო ემოციებზე...
თუ რა თქმა უნდა, გინდა,რომ ასე წერო.

 


№5  offline მოდერი Mathew

შინაარსი მაათლა ძალიანნკარგია.ცადე არ იჩქარო და არც მოვლენები დააჩქარო.
დამიჯერე ასე გრძნობებიც გაოჩნდება და უფრო დაიხვეწები.
ანა სუსტი გოგნაა,მაგრამ ვიცო რომ ფეხზე დააყენებ.
ლუკა კი,როგორც ზევიით ამბობნ თავხედი.
მაგრამ არაუშავს,პირიქით ეს უფრო დიდ ხიბლს შემატებს.
ძაალიან გამიხარდა და მიხვდები შენ რატომაც.
წარმატებები ჩემო გოგო და ძაალიან დიდი მადლობაააა ^^

 


№6  offline წევრი Crazy dreamer

black angel555
კი გააგრძელე საინტერესოა

მადლობა აუცილებლად გავაგრძელებ

ჟიზელი
ოღონდაცა "საშვალება" აღარ დაწერო რა.ისე მომხვდა თვალში,ისეეე რომ...
რაც შეეხება ისტორიას...
12 წლის ასაკში შეგიყვარდეს და 12 წელი ელოდო...გიყვარდეს ძველებურად?
ჩემთვის ცოტა გასაკვირი რამეა...
ისე გოგო პერსონაჟი,ასეთი პროფესიით,პიროვნულად სუსტი მეჩვენა.
ზოგადად მშრალია ჩემთვის ეს ნაწერი,ეცადე მეტი წერო ემოციებზე...
თუ რა თქმა უნდა, გინდა,რომ ასე წერო.

აუცილებლად გამოვასწორებ ყველლაფერს <3 ნაწერში მეტ ემოციას ჩავდებ რათქმაუნდა მადლობა რომ წაიკითხე და მიმითითე როგორ დავწერო უკეთ მართლაც გამოვასწორებ ყველაფერს <3

mirandaa31
ცუდი არარის. უფრო მეტი ემოცია მინდა ))) ეს გოგო სუსტი მეჩვენება, ლუკა კიდევ თავხედი. ვნახოთ აბა ველოდები როგორ განავითარებ მოვლენებს. გელოდები და ცოტა დიდ თავს თუ დაამტებ უკეთესი იქნება, წარმატებები ❤️

მადლობა რომ წაიკითხე <ე შევეცდები ყველაფერი გამოვასწორო და მეტად უკეთესი და დიდი თავი შემოგთავაზოთ <3

Girl with pretty smile
შინაარსი მაათლა ძალიანნკარგია.ცადე არ იჩქარო და არც მოვლენები დააჩქარო.
დამიჯერე ასე გრძნობებიც გაოჩნდება და უფრო დაიხვეწები.
ანა სუსტი გოგნაა,მაგრამ ვიცო რომ ფეხზე დააყენებ.
ლუკა კი,როგორც ზევიით ამბობნ თავხედი.
მაგრამ არაუშავს,პირიქით ეს უფრო დიდ ხიბლს შემატებს.
ძაალიან გამიხარდა და მიხვდები შენ რატომაც.
წარმატებები ჩემო გოგო და ძაალიან დიდი მადლობაააა ^^

გადავწყვიტე რაღაც მაინც გამეკეთებინა ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა რომ წაიკითხე და აუცილებლად გამოვასწორებ ყველა იმ შეცდომას რაც ამ თავში დავუშვი <3

 


№7  offline წევრი Kalina

ამ გოგოს მგონი რაღაც სჭირს,
რაღაც დაავადება.
არ მახსოვს სახელი, მაგრამ ნიშნავდა ერთ პიროვნებაზე მიკედლებას, მიჯაჭვულობას და მუდმივი მარტოობის შეგრძნებას.
რატომღაც, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

უი, სახელიც გავიხსენე BPD (Bipolar Personal Disorder) ჰქვია.

შენ წარმატებები :))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline წევრი Crazy dreamer

მარიკუნაა♥️
ამ გოგოს მგონი რაღაც სჭირს,
რაღაც დაავადება.
არ მახსოვს სახელი, მაგრამ ნიშნავდა ერთ პიროვნებაზე მიკედლებას, მიჯაჭვულობას და მუდმივი მარტოობის შეგრძნებას.
რატომღაც, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

უი, სახელიც გავიხსენე BPD (Bipolar Personal Disorder) ჰქვია.

შენ წარმატებები :))))

მადლობა, რომ წაიკითხე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent