შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი " (თავი 18)


25-06-2018, 09:16
ავტორი teengirllove
ნანახია 2 686

თავი 18

სულ შავებში გამოვეწყვე ,რატომ თავადაც არ ვიცი, შავი სათვალე გავიკეთე ,კარები ჩავკეტე და ნელა დავუყევი სადარბაზოს კიბეებს ..არ მეჯერა ,არ მეჯერა რომ კვლავ ვნახავდი, ჯერაც სიზმარში მეგონა თავი, გული ცუდად მიფართხალებდა ,ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა,მაგრამ მაინც მივდიოდი,მივდიოდი კი არა მივქროდი, მივხტოდი..
აი ისიც ,აქ იყო, შორიდანვე შევამჩნიე ,ისევ ისეთი იყო :მაღალი,მხარბეჭიანი,წვერი ისევ დაბალზე ჰქონდა ,თმა კი მარჯვნივ გადავარცხნილი,ხელში სიგარეტი ეჭირა და ნერვიულად მოძრაობდა ..მანაც შემამჩნია ,მოტრიალდა და წამში შემომანათა თაფლისფერ თვალები,თბილი თვალები,დავინახე როგორ ჩაეღიმა ,ერთი ამათვალიერა და ჩემსკენ გამოექანა ,არ ვიცი რა დამემართა მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი,ვიდექი ქანდაკებასავით გაქვავებული და ველოდი როდის მოვიდოდა..
-ბარბი ! -ერთი დაიძახა ,წამში ჩემთან გაჩნდა და გულში ჩამიკრა ,ისევ ის სურნელი ასდიოდა ,ისევ ისეთი ნაზი კანი ჰქონდა ,ისევ ვიგრძენი საშინელი მონატრება -ბარბო,ჩემო ბარბარე ,ჩემო ერთადერთო ..ძალიან მომენატრე - მაგრად მომიჭირა მკლავები და კისერში მაკოცა რამდენჯერმე ..შემდეგ ხელი შემიშვა და უკან დაიხია ,ჩემს წინ შედგა ,დაბნეული თვალები მომანათა -რა გჭირს ,შენ არ მოგენატრე?
ხმას ვერ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა ,ვუყურებდი და ვერ ვიაზრებდი რომ ამდენი წელი გავიდა ,სულ მინდოდა მისი ნახვა ,როგორი არ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა ,მაგრამ ახლა როცა ფაქტის წინაშე დავდექი ბევრად უარესად ვიგრძენი თავი..ვერ შევაჩერე ,როგორ არ ვცადე მაგრამ მაინც ვერ შევიკავე ცრემლები
-რა გატირებს ,ჩემო ფერია ,ცრემლი არ დამანახო -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლი შუბლზე მომადო -ამიერიდან აღარასოდეს იტირებ, მე დავბრუნდი!-
დაბრუნდა ,ის დაბრუნდა ,ის აქ იყო, ჩემს წინ იდგა ,ისევ მეხებოდა ,ისევ ვუყვარდი,ისევ უნდოდა ჩემთან ..
-ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა?-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და მისი ხელები უხეშად მოვიშორე
-ბარბი..მე -დაბნეულმა შემომხედა
-რა შენ ნიკა ,რა შენ ?! რატომ გამოჩნდი ,რატომ მოხვედი,რა გინდა..ძლივს დავლაგდი, ძლივს დამიბრუნდა ხალისი, მაინც და მაინც ახლა რატომ მოხვედი?!
-ვერ გავძელი ბარბარე ,ეს ერთი წელი უშენოდ..-თავი გააქნია -ჯოჯოხეთში ვცხობრობდი, ყოველ დღე მინდოდა მენახე ,მაგრამ ვერ გპატიობდი,არ შემეძლო
-მაინც რა მქონდა საპატიებელი ?! მაინც რა მიჭირდა ,შენ ხომ არც მომისმინე ,არცკი დამელაპარაკე ,მეჩხუბე ,ცილი დამწამე ,დამადანაშაულე და წახვედი!!
-ვიცი,ვიცი ,ხო..მაპატიე ,გთხოვ
-შვილი მომიკლეს ,მამაჩემმა შვილი მომიკლა ,მუცლიდან გამომგლიჯა და სანაგვეზე გადააგდო, ჩემი გოგო ,ჩემი ანგელოზი მომიკლა !
-გოგო იყო?-სახე გაებადრა
-ხო..გოგო იყო,ჩვენი გოგონა ,პატარა ლამაზი გოგო,მაგრამ ჩამოყალიბებაც არ აცადა ბატონმა გურამმა ,ეგრევე მოკლა-ზიზღის გრძნობა დამეუფლა
-ბარბი,გეფიცები,დედაჩემის სიცოცხლეს ვფიცავ არ მინდოდა ,არ მინდოდა ასეთი განადგურებული დამეტოვებინე..დავინახე ,შენს თვალებში ტკივილი დავინახე ,მაგრამ მეც მტკიოდა ,მტკიოდა ჩვენი შვილი,ჩვენი გოგო მტკიოდა..
-შენ წახვედი ნიკა ,დამტოვე ,ახლა ესაა მთავარი..რატომ დაბრუნდი? -ისევ შემომანათა თაფლისფერი თვალები,ცრემლები ჩამდგარიყო მასში, ტკივლი დავინახე ,დიდი ტკივილი და მეც მეტკინა ,გული ჩამწყდა ..,
-უნდა დაგიბრუნო ,უნდა მაპატიო- ჩემი ხელები თავისაში მოიქცია
-არ გამოვა - მოვშორდი და უკან წავედი -დაგაგვიანდა ,ძალიან დაგაგვიანდა !
-ამას ნუ ამბობ
-მე დავინიშნე -დაბნეულმა შემომხედა ,განადგურებულმა ,სახეზე აესახა რაც გაიფიქრა
-რა? არ მჯერა ,მატყურბ
-ეს სიმართლეა ,მე დანიშნული ვარ ჩემს უფროსზე ,ძალიან მიყვარს ის და არ მოგცემ ჩვენი დაშორების უფლებას !
-მაშ დაინიშნე არა? -ნელა მომიახლოვდა -ესეიგი ძალიან გიყვარს ის შენი ბოსი და ბედნიერი ხარ ხო?
-კ..იი -ენა დამება ,ის კი უფრო მომიახლოვდა
-მაშინ მითხარი,მითხარი რატომ თრთი ისევ ჩემი დანახვისას,რატომ ვხედავ შენს თვალებში ისევ სიყვარულს ..რატომ ?
-თავი დამანებე ნიკა ,წადი,დაბრუნდი იქ სადაც იყავი,შემეშვი გთხოვ - მუდარით შევხედე და წამოსასვლელად მოვტრიალდი
-კარგი ,შეგეშვები - უკან დამეწია მისი სიტყვები -ოღონდ ორ კვირაში
-რა?- წამში შემოვტრიალდი
-ხო,მომეცი უფლება ორი კვირა შენთან ვიყო,თუ დავრწმუნდი ,რომ აღარ გიყვარვარ ,შეგეშვები -ორი წუთი სახეზე დავაკვირდი,სრულიად სერიოზული გამომეტყველებით იდგა და მიყურებდა
-რას ბოდავ ?-ამოვიოხრე -სისულელეა ,აქვე მოვგვარდეთ
-არა! -ხელები გულზე დაიკრიბა -ან ორ კვირას მომცემ ,ან არასდროს მოვაწერ განქორწინებას ხელს ! -ირონიულად გაიღიმა და თვალებში მომაჩერდა..
-კარგი - ცოტახნის ფიქრის შემდეგ ვუთხარი -ჯანდაბას ,იყოს ეგრე ..
-ძალიან კარგი..ხო და შენთან უნდა ვიცხოვრო
-რაააა ! შანსი არაა ,არ გამოვა ,დაივიწყე ,დემეტრე გაგიჟდება
-დემნასთან კარგი ურთიერთობა მქონდა ,დაგავიწყდა?
-მაგაზე არ ვიძახი,მე ჩემს საქმრო ,დემეტრეზე ვიძახი
-ოჰო,სეხნიები აგირჩევია ,სად მოძებნე ?-ირონიულად ჩაიცინა ,რაც უფრო მაღიზიანებდა
-ჩემს საქმროზე წესიერად ილაპარაკე -საჩვენებელი თითი დავუქნიე
-თორემ?
-განანებ ! -გაბრაზებული შემოვტრიალდი -წავედი ,სადაც გინდა იქ დარჩი ღამე ,მე არ დამიბარებიხარ აქ!

****
იქედან პირდაპირ დემნას თამაშზე წავედი, მართალია ახლა ამის ხალისი არ მქონდა ,მაგრამ ძმას გვერდით უნდა დავდგომოდი..დემეტრესთვისაც დროზე უნდა მეთქვა ნიკას ჩამოსვლის ამბავი,არ მინდოდა სხვისგან გაეგო..
-ვახ,ვახ ,მიხარია რომ მოხვედით -გახარებული გამოემართა დემნა ჩემსა და დემეტრესკნ
-რა სიმპატიური ხარ ძმაო - სიცილით ავათვალიერე , მოკლე შორტი და სპორტული მაისური ეცვა ,ძალიან უხდებოდა ფორმა
-of course baby -თვალი ჩამიკრა ,ახლა თვითონ ამათვალიერა - და შენ რა არის ,გასვენებაში მოხვედი ,თუ გლოვობ ,რა შავები ჩაგიცვავს?
-ასეთ ხასიათზე ვიყავი
-ხო,დღეს რაღაც ვერ არის -წელზე მომხვია ხელი დემეტრემ და თავისკენ მიმიზიდა
-რამე მოხდა?-სერიოზული სახით შემომხედა ,მივხვდი იგრძნო რაღაცას რომ ვუმალავდი
-არაა,არაფერი -თავი გავაქნიე და გავუღიმე -აბა შენ იცი,უნდა მოიგო იცოდე
-აბა რა -მანაც გამიღიმა და გადამეხვია -საღამოს ყველაფერს მომიყვები იცოდე !-ჩუმად მიჩურჩულა ყურში ,შემდეგ ხელი შემიშვა და გასახდელში შევიდა..
-წავედით?
-ხო ტირან ,წავედით
-ნუ მეძახი ხალხში მაინც მაგ სახელს-სახე დამანჭა
-კაი ხო -ხელი ავიქნიე და დარბაზში შევედი..

მატჩი ძალიან კარგად ჩატარდა ,ჩვენები იგებდნენ, დემნაც არაჩვეულებრივად თამაშობდა ,როგორც ყოველთვის ..მარიამი და გოგა გადამწყვეტი წითის დროს მოვიდნენ ,გვერდით დაგვიჯდნენ და ჩვენთან ერთად უყურებდნენ თამაშს
-აქ კარგი არაფერი მოხდება -ყურში მიჩურჩულა ტირანმა
-დამიჯერე ,ასეა საჭირო -ჩურჩულითვე ვუპასუხე და ყვირილით წამოვვარდი ფეხზე ,როდესაც ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი ქულა მოიპოვა ..-იესს,გავიმარჯვეთ ,უუუ !-ბოლო ხმაზე ვყვიროდი
-არ ვიცოდი ჩემი საცოლე ასეთი აზარტული თუ იყო - ღიმილით ამომხედა
-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემზე ჯაყელო
-ოჰ, მერე წინ მთელი ცხოვრება მაქვს ,გავიგებ როგორმე -თვალი ჩამიკრა ..

-აი ისიც -სიხარულით შევეგებე ჩემს ძმას -გილოცავ ლომო -კისერზე მოვეხვიე და მაგრად ვაკოცე ლოყაზე
-ოჰ ,კამეჩი აღარ ვარ?-ცალი წარბი ასწია
-ვნახოთ როგორ მოიქცევი
-გილოცავ -ხელი ჩამოართვა დემეტრემ
-გმადლობ - ღიმილით უპასუხა და ჩვენს უკან ,გარემოს მოავლო თვალი -მარი,არ მოსულა?
-კი, აი ისინიც - ხელი მის ზურგს უკან გავიშვირე ,ისიც წამში შეტრიალდა და ჩვენსკენ მომავალი დაინახა ,გოგასთან ერთად
-გილოცავ დემნა - მშვიდად მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა
-ეს ვინ არის?-კბილებში გამოსცრა ,თუმცა პასუხი თავადაც იცოდა , მაშინვე ხელი დაავლო მარიამს და სადღაც გააქროლა
-სად მიგყავს! -წამოენთო გოგა ,მათკენ უნდოდა წასვლა ,თუმცა გზა გადავუჭერი
-აცადე ,ილაპარაკებენ და მოვლენ..ისე შენ ჯობია წახვიდე !
-რა? შენ გოგო თავი ხომ არაფერს მიარტყი ,სად უნდა წავიდე -ხელი ამიქნია
-ჰეი ,ძმაო, ცოტა კორექტულად -წამოენთო დემეტრეც
-თორემ ! -არც გოგა ჩერდებოდა
-ძვლებს შეგიმოწმებ -კბილებში გამოსცრა დემეტრემ ,ხელი მომკიდა და გვერდით გამიყვანა ,ცოტა რომ დამშვიდდა იქვე ჩამოჯდა ,მეც გვერდით მივუჯექი
-კარგია ,რომ თავი აარიდე -მხარზე ჩამოვადე თავი
-შენ გეცი პატივი,თორემ ძვლებში დავშლიდი ,როგორ გაგიბედა ასე მომართვა
-კაი,დაივიწყე , არ ღირს გახსენებად - ჩემი ხელი აიღო და თავისაში მოიქცია
-როგორი ნაზი ხარ - ნელა გადაუსვა ცერა თითი კანს -და თან ალქაჯი -დაამატა ბოლოს
-ნუ ახლა ,ტირანთან ვერ მივალ მაგრამ...-არც მე დავაკელი სარკაზმი და უფრო ავეკარი მხარზე -დემეტრე ,რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ
-იცი,გუშინ საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი ,როცა დამირეკეს და ..
-ერთი წუთით -შემაწყვეტინა ,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და უპასუხა - დიახ..დიახ გისმეთ...დღეს?..ალბათ ჩემს მდივანს დაავიწყდა გაეხსენებინა...კარგით..მოვალ-ტელეფონი გათიშა და გაბრაზებულმა გადმომხედა -რატომ არ ვიცოდი დღეს შეხვედრა თუ მქონდა?
-ვაიმეე ,სულ დამავიწყდა -თავში წამოვირტყი ხელი -ბოდიში უფროსო
-რაზე ფიქრობთ ბარბარე ,შემთხვევით შეყვარებული ხომ არ ხართ?-ეშმაკურად გამიღიმა
-არაა ,საიდან მოიტანეთ -იგივე ეშმაკობით მივმართე
-რავიცი ,რავიცი - ხელი დამავლო და ტანზე ამიკრა
-რაღაც უნდა მეთქვა ,მგონი - თვალი თვალში გავუყარე
-მოიცდის - ნაზას მაკოცა,შემდეგ ხელი შემიშვა და ხარბად ჩეისუნთქა ჰაერი-უნდა წავიდე
-ვერ დაიცდი?
-ვერა ,მაგვიანდება ..
-კარგი მაშინ..
-კარგად - კოცნა გამომიგზავნა და წავიდა

***
-გამიშვი დემნა ,სად მიმათრევ !- ბოლო ხმაზე ყვიროდა ,დემნამ გასახდელის კარები შეაღო, შიგნით შევიდა და მაშინვე გაუშვა ხელ
-რა გაყვირებს?
-ეს რა საქციელი იყო,სად მომათრევდი!
-რატომ მოხვედი აქ ,მასთან ერთად?!
-შენ დაგვპატიჟე იდიოტო!
-მე შენ დაგპატიჟე და არა ის ! -ბოლო ხმაზე დაიღიალა
-მე გამომყვა,დიდი ამბავი !
-არ მომწონს ეგ ტიპი,არ მსიამოვნებს მასთან ერთად რომ ხარ!
-რატომ!
-იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ ! მხოლოდ ჩემი,გაიგე? - იღრიალა და კარადას მუშტი გასცხო
-რა?
-ხო,მე ..მიყვარხარ მარიამ ,ძალიან და ვერ ვიტან ასეთ ს**ებთან რომ გხედავ !
-გაიმეორე - დემნას სახე მის ხელებში მოიქცია
-მიყვარხარ !- ამ უკანასკნელმაც გაიღიმა და იგივე გაიმეორა -ძალიან ,ძალიან მიყვარხარ
-მერე შე მართლა კამეჩო,აქამდე სად იყავი?-სიცილით უთხრა
-გაჩუმდი და მაკოცე - გააჩუმა წამში და ხარბად დაეტანა მის ბაგეებს ,ხელი მაჰრად მოხვია წელზე და მთელი სხეულით აიკრა ..

****
- აჰ ძმაო, ძლივს მოგემატა ტვინი -ბედნიერმა გადავხედე ძმას და მასზე მიხუტებულ მარიამს
- ტვინი არა ,გამბედაობა
- გეყოთ ახლა დაქალებს ჩემი გაჭორვა
- გაჩუმდი შენ! - იდაყვი ვკარი -მიდი კარი გააღე
- აუუ,შენ გააღე რა
- ოფ,მეზარება ,მიდი რა, ძმა არ ხარ?
- რა შუაშია?
- თავშია !
- ოხ,კაით მე გავაღებ -ბუზღუნით წამოდგა მარიამი ფეხზე და კარის გასაღებად წავიდა
- შეყვარებულთან ნუ მეპასუხები ხოლმე -ბავშვური გაბრაზებით მითხრა დემნამ
- ეგ შეყვარებული ჩემი ბავშვობის მეგობარია ,ნუ მასწავლი რა ვქნა და რა არა-ენა გამოვუყავი -მარიამ ,გოგო ,ჩამოდნი კარებთან თუ რა ხდება?!-გავძახე დაკარგულ მეგობარს -ძმაო მგონი საცოლე მოგტაცეს
- ჰაჰა,კარგად ხუმრობ - დემეტრეც კარებისაკენ წავიდა
- სად გაქრით ხალხო, ვინ არის ასეთი -გაბრაზებული გავვარდი ,მაგრამ ზღურბლზე ნიკა რომ დავინახე წამში გავშეშდი -აქ რა გინდა?!
- ცოლთან მოვედი -ღიმილით შემოვიდა ნიკა სახლში,ჩემოდნები იქვე დააწყო, გაშტერებულ მარიამს და დემნას მიესალმა და ჩემსკენ დაიძრა
- ხომ გითხარი ჩემთან არ იცხოვრებ !-გაბრაზებულმა შევუღრინე
- ერთი წუთით -საუბარში ჩაება დემნა -რა ხდება აქ ?!
- ცოლის ძმავ ,მე დავბრუნდი ,როგორ მომენატრე -ღიმილით მიუბრუნდა
- კაი ერთი -ირონიული ღიმილით გახედა - წადი ახლავე! -ხელი კარისკენ გაიშვირა
- რა?
- წადი,გაეთრიე აქედან სანამ ძალით არ გამიყვანიხარ ! -ხელები მუშტებად შეკრა
- რა გჭირს ,მეგონა ვძმაკაცობდით
- ხო,ეს მანამ სანამ ჩემი და არ დააგდე აქ ,სანამ არ გაანადგურე და გააუბედურე !
- აგიხსნით
- ნიკა წადი ! შენი ცემა არ მინდა -კატეგორიულად მოსთხოვა
- კარგი -ერთი ამოიოხრა ,შემდეგ მე მიჩურჩულა - აღარ იფიქრო განქორწინებაზე - მერე დემნას გახედა ,ერთი ჩაეღიმა და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისაკენ..წამში დამიდგა დემეტრეს სახე თვალწინ, ნიკას თუ არ გავშორდებოდი მას ვერ გავყვებოდი,საწყალი თვალებით გადავხედე ,მანაც მომაგება თავფლისფერი სფეროები,შემდეგ შებრუნდა და სადარბაზოში გავიდა
- მოიცა! -წამოვიყვირე უცებ ,წამში ვიგრძენი ექვსი თვალი ჩემზე
- ბარბარე!-თვალები დამიბრიალა დემნამ -რას !
- გთხოვ ძმაო,ცოტახნით დარჩეს ,სულ ცოტახნით-მუდარით შევხედე
- გააფრინე?! -გაოგნებულმა შემომხედა მარიამმა
- ვიცი რასაც ვაკეთებ,გთხოვთ
- რაც გინდა ის ქენი,მერე არ ინანო - ხელი ჩაიქნია დემნამ და მარიამთან ერთად დატოვა ოთახი
- მე შენთან ვწვები? -ირონიული ღიმილით გადმომხედა
- არც იოცნებო, დივანზე დაწვები -ერთი შევუღრინე
- ეგეც მაწყობს -მხრები აიჩეჩა და ოთახში შევიდა.
-მოგიშორებ ორ კვირაში -ჩემთვის ამოვიოხრე და მას შევყევი



№1  offline მოდერი abezara98

რატომ, რატო, რატომ? რატომ უნდა აირიოს ისედაც ძლივს დალაგებული სიტუაცია ამ ტუტუცი და დეგენერატი ნიკას გამო? rage მოშორდეს მაქედან და სად უნდა იქ წავიდეს! triumph რატომ უნდა ეტკინოს გული დემეტრეს ამის უნამუსობის გამო? weary მარიამსა და დემნაზე გვეშველაა smile ველოდები გაგრძელებას და დემეტრესგან ნიკას ძვლების დათვლას smirk

 


№2  offline წევრი teengirllove

abezara98
რატომ, რატო, რატომ? რატომ უნდა აირიოს ისედაც ძლივს დალაგებული სიტუაცია ამ ტუტუცი და დეგენერატი ნიკას გამო? rage მოშორდეს მაქედან და სად უნდა იქ წავიდეს! triumph რატომ უნდა ეტკინოს გული დემეტრეს ამის უნამუსობის გამო? weary მარიამსა და დემნაზე გვეშველაა smile ველოდები გაგრძელებას და დემეტრესგან ნიკას ძვლების დათვლას smirk

მალე დავწერ შემდეგს და დავდებ

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გული ცუდს მიგრძნოოობს სასწრაგოდ უნდა დაელაპარაკოს ბარბარე დემეტრეს ასე როგორ შეიძლება... ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მარტო არ უნდა იღებდეს.... აუუ იმედია მალე ეტყვის რა

 


№4  offline მოდერი Mathew

ვაიმე ბემბიიი,მვოდვიარ თბილისშიი მელოდეეე!!
რაარი გოგო ეს?!
რას იზამ ახლა დემეტრე?!
დემე და ბარბი რომ დააშორო დაგაშორებ სიცოცხლესთანნნ!!
გადავირიე რაა!
რა უნდა ამ ნიკას?!
დაიკარგოს,წაეთრას,მოგვშორდეს რა.
ეჰ,იცოდე მალე დადე და ეს ორი არ დააშოროოო!!
კარგი,მიყბარხარ მაინც ხო იცი ბემბიკოო^^
არ დააშორო-მეთქი თორემ მოგკალიიი!!!!
გკოცნიი^^

 


№5  offline წევრი teengirllove

ანი ანი
გული ცუდს მიგრძნოოობს სასწრაგოდ უნდა დაელაპარაკოს ბარბარე დემეტრეს ასე როგორ შეიძლება... ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მარტო არ უნდა იღებდეს.... აუუ იმედია მალე ეტყვის რა

დაელაპარაკება იმედია :)

Girl with pretty smile
ვაიმე ბემბიიი,მვოდვიარ თბილისშიი მელოდეეე!!
რაარი გოგო ეს?!
რას იზამ ახლა დემეტრე?!
დემე და ბარბი რომ დააშორო დაგაშორებ სიცოცხლესთანნნ!!
გადავირიე რაა!
რა უნდა ამ ნიკას?!
დაიკარგოს,წაეთრას,მოგვშორდეს რა.
ეჰ,იცოდე მალე დადე და ეს ორი არ დააშოროოო!!
კარგი,მიყბარხარ მაინც ხო იცი ბემბიკოო^^
არ დააშორო-მეთქი თორემ მოგკალიიი!!!!
გკოცნიი^^

მეც მიყვარხარ ,მოვდი,მოდი გელოდები :)))

 


№6  offline წევრი teengirllove

ლათინო
ვაახ ბიჭოოს. უკვე მერამდენედ მაოგნებს ეს გოგო? ეს ჩემი გადმოვარდნილი თვალები არ შეგრჩება შენ. ნიკას გამოჩენა რომ დაძაბულობას შემოიტანდა ვიცოდი,მაგრამ ნიკას,ასეთ საქონლად ვერ წარმოვიდგენდი. ხო გაიგე რო არ უყვარხარ ადამიანო წადი რა ზღვაზეე. მომეწონა ეს ახალი თავი,კარგი იყო. დემნას და მარიამის ურთიერთობას ძლივს დაერქვა ახალი სახელი,მაგრამ ტირანი და ალქაჯი რო ერთმანეთს დაშორდნენ (რაც მგონია რომ ასე იქნება) გეფიცები ნიკას გავანადგურებ და იმ ორ კვირაში ცხრაასჯერ ჩავდებ მიწაში და ამოვიღებ!

:)))) რას ერჩი ნიკას ,იბრძვის სიყვარულისთვის :)) შენ კი მოკლავ ცხრაჯერ ..
მეც მაგას არ ვიძახი ? ადამიანი რო გეუბნება აარ მიყვარხარო,დაანებე რა თავი,რაღას ეტენები, მაგრამ ნიკამ ბარბარეს თვალებში ის მცირედი სიყვარული დაინახა მის მიმართ ,რაც დემეტრემ მაშინ სახურავზე

 


№7  offline წევრი qeti.ii

მოკლეედ,ბარბის ნიკაც უყვარს და დემეც,ბათ ისტორიის სახელიდან გამომდინარე დემე უფრო,ნუ ნიკა მომწონს,ერთადერთი ვარ მგონი :D მალე დადე წარმატებები

 


№8  offline წევრი teengirllove

qeti.ii
მოკლეედ,ბარბის ნიკაც უყვარს და დემეც,ბათ ისტორიის სახელიდან გამომდინარე დემე უფრო,ნუ ნიკა მომწონს,ერთადერთი ვარ მგონი :D მალე დადე წარმატებები

ki male davdeb..namdvilad ertaderti xar :))))

 


№9  offline მოდერი LurjTvala demoni

არა რა მე მომეწონა, ნიკაც მომეწონა მარიამიც დემნაც ბარბარეც და არა დემეტრე, დემეტრე საერთოდ არ მომეწონა ამ თავში.
ზუსტადაც მეტი ეკუთვნის ბარბის გარეშე რომ გაიგოს ყველაფერი, მეტიც არმინდა ზედმეტი თქვას.
ორი ცუთი ვერ გამონახა რომ შეყვარებულს დალაპარაკებიდა ამიტომ მეტის ღირსია რა.
ვაიმე როგორ მთელი თავით ჩავერთე საქმეში რა :დდდ
მკლავებ "აკაპიწე" ბული ვკითხულობდი.
მიყვარხარ მე შენ ჩემო გოგოვ ❤

 


№10  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
არა რა მე მომეწონა, ნიკაც მომეწონა მარიამიც დემნაც ბარბარეც და არა დემეტრე, დემეტრე საერთოდ არ მომეწონა ამ თავში.
ზუსტადაც მეტი ეკუთვნის ბარბის გარეშე რომ გაიგოს ყველაფერი, მეტიც არმინდა ზედმეტი თქვას.
ორი ცუთი ვერ გამონახა რომ შეყვარებულს დალაპარაკებიდა ამიტომ მეტის ღირსია რა.
ვაიმე როგორ მთელი თავით ჩავერთე საქმეში რა :დდდ
მკლავებ "აკაპიწე" ბული ვკითხულობდი.
მიყვარხარ მე შენ ჩემო გოგოვ ❤

aha ,meore adamianic shemogviertda visac nika moswons :))) mec miyvarxar

 


№11 სტუმარი tata

გველი დამპალი საქონნელი რა ორი კვირა აუტყდა? ისე რო იცოდეთ მაინც სასამართლოში რო განაცხადოს ამის შესახებ ბარბარე მოიგებს შიძლება გაიწელოს მაგრამ მაიმც მოიდებს;))

 


№12  offline წევრი Kalina

ნიკას ახსნა განმარტებას ველოდები...(წარბაწეული სახით)
რომ მოენატრა, ეგ უკვე კარგია.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№13  offline წევრი teengirllove

tata
გველი დამპალი საქონნელი რა ორი კვირა აუტყდა? ისე რო იცოდეთ მაინც სასამართლოში რო განაცხადოს ამის შესახებ ბარბარე მოიგებს შიძლება გაიწელოს მაგრამ მაიმც მოიდებს;))

xo kanonebshi ver verkvevi, magram gawelva ar mawyobs :))

მარიკუნაა♥️
ნიკას ახსნა განმარტებას ველოდები...(წარბაწეული სახით)
რომ მოენატრა, ეგ უკვე კარგია.

:))) avaxsnevineb

 


№14  offline წევრი teengirllove

mirandaa31
ძლივს დალაგდნენ და ახლა ისევ აირევიან. რას მიადგა ჩემონებით ეს კაცი. ოჰ როგორ მაინტერესებს ტირანი რას მოიმოქმედებს ❤️

davelodot tiranis nabijs :))

 


№15  offline წევრი khatia khatia

კაია დზაან დზანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent