შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (ნაწილი 2 --12)


25-06-2018, 14:45
ავტორი naattii
ნანახია 1 827

გოგონების გასაკვირად, სრულიად ჩვეულებრივ, ორ სართულიან სახლში მივიდნენ, სამაგიეროდ არ გაკვირვებიათ შიგნით კბილებამდე შეიარაღებული დაცვა. ბიბლიოთეკის მაგვარ ოთახში შეიყვანეს და დაცდა თხოვეს. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ოდნავ ჭაღარა შეპარული თმიანი კაცი გამოჩნდა, მაღალი ისედაც იყო, მაგრამ იმდენად თავდაჯერებული და ამაყი ნაბიჯებით მოდიოდა გოლიათი გეგონებოდათ. გოგონები მათ შორის მსგავსებამ ისე გააოგნა ხმას ვერ იღებდნენ.
-გამარჯობათ ახალგაზრდებო, როგორც იქნა შევხვდით_საერთოდ არცერთ მარცვალში ჩანდა სითბო, გეგონებოდა მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრობსო იმდენად ცივი ხმა ჰქონდა.
-თქვენ... თქვენ...._ვეღარც დააბოლოვა მუდამ გაბედულმა ნინამ.
-ახლა არ მითხრა ენა ბლუც ვარო, შენს აღმზრდელს არაფერი უთქვამს. მე დიმიტრი ჭანკვეტაძე ვარ, მამათქვნი.
-აქამდე სად იყავი?
-ოჰ ძალიან გთხოვ, სენტიმნტების გარეშე, როგორც მე ვერ აღგიქვამთ შვილებად ისე იქნებით თქვენც_ხელის აქნევით წამოდგა სკამიდან_ ეს ბიზნესია, არანაირი ნაზი გრძნობა, მაგრამ როგორ მოახერხეთ, რომ ასე სპეციალურად აღზრდილებმაც კი იმედები გამიცრუეთ?
-აგვიხსნი რა ხდება?
-ვიცოდი ლილია გამბედავი შენ რომ იქნებოდი, შენ დაში ორმაგად შევცდი_დანანებით გადახედა ნინას, რომელსაც უკვე თვალები აცრემლებოდა, თუმცა მალევე წამოდგა, ჩაახველა და ხმა გაიწმინდა:
-კარგი, რადგან სენტიმენტების გარეშე ვსაუბრობთ, თავიდან დაიწყე.
-კარგი, მაინც ვემზადებოდი ერთხელ მოყოლა რომ დამჭირდებოდა. მოკლედ, დედათქვენი მკვდარია, ნუ ბოლომდე გულახდილი ვიქნები მე მოვკალი, მინდოდა ჩემთვის ბიჭი გაეჩინა, მაგრამ ნინაზე მშობიარობის შმდეგ საშვილოსნო ამოაჭრეს, სიმართლე გითხრათ მიყვარდა და სხვისგან შვილი არ მინდოდა, ამიტომ დავჯერდი ორ გოგოს და დედათქვენი მშვიდად გავისტუმრე. მერე ჩაგაბართ, ეგღა მაკლდა მტრებს ჩემ შვილებზე გაეგოთ და მერე ვითომ დასაშანტაჟებლად გამოეყენებინეთ, ამიტომ აღმოჩნდით საბავშვო ბაღში, სადაც ჩემი დავალებით ისე გზრდიდნენ როგორც მაწყობდა და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ერთმა ოჯახი იპოვა და ვითომ მათი შვილი გახდა, მეორე კი, მას შემდეგ რაც და მოვუკალი საერთოდ გათხოვდა. შენი ქმარი, ვაღიარებ ბეწვზე გადამირჩა, თუმცა მაინც არ აქვს დიდი დრო დარჩენილი, აი შენი და კი საკმაოდ იოლი იყო_ნინას გადახედა ბოლოს_სხვათაშორის ლილია, მიხარია შვილი რომ არ გყავს, მართალი დედათქვენის მერე სიტყვა სიყვარული აღარ შემიმჩნევია, მაგრამ მკვლელი ბაბუის წოდება არ მხიბლავს_არხეინად მოუკიდა სიგარეტს და ფანჯარა გამოაღო.
-ხო, ახლა მეც მიხარია რომარ ვიჩქარე_შვებით ამოისუნთქა ლილიამ და პირველად თქვა გულში მადლობა გინეკოლოგთან რომვერ მოასწრო მისვლა.

კიდევ ბევრი რამ განიხილეს, როგორც აღმოჩნდა, ბატონი დიმიტრი ავად იყო და მისი ბიზნესის შთამომავლობისთვის დატოვებას აპირებდა, მაგრამ ორი კვირა მისცა ორივე დებს ყველასგან თავისუფლები რომ დაბრუნებულიყვნენ უკან, თორემ დაემუქრა ძალით წამოგიყვანთო. როგორც წაიყვანეს გაოგნებული, ისევე დატოვეს ორივე ლილიას სადარბაზოსთან. ფეხზე ძლივს იდგნენ, ჯერ ბოლომდე ვერც იაზრებდნენ რა მოხდა. სახლში შესვლა ძლივს მოასწრეს დაჩი რომ გადაეხვია ორივეს. ხვდებოდნენ ბიჭი რაღაცას ეკითხებოდათ, მაგრამ არც ესმოდათ და ვერც იგებდნენ.
-დაჩი გვაცადე აზრზე მოსვლა და მოვყვებით, წყალი მომიტანე რა_ჩაწყვეტილი ხმით ამოილაპარაკა ლილიამ და სახე ხელებში ჩარგო.
მაშინვე წამოდგა დაჩი და ჭიქის გამოღებასთან ერთად მობილური მოიმარჯვა დემნასთან რომ დაერეკა, ერთ საათში მთელი ჯგუფი დივანზე იჯდა და მოსასმენად განაბულები იცდიდნენ. ლილიამაც აღარ დააყოვნა, ღრმად ამოიხვნეშა, დაჩის ხელი ჩაკიდა და დაიწყო.



--------------------------------------------------------
ვიცი რომ სასაცილოდ პატარა თავია, თუმცა მაპატიეთ, რაღაც ვერაფრით დავწერე დასასრული, სავარაუდოდ ხვალ დავასრულებ. მადლობა მოთმინებისთვის, ვეცდები იმედი არ გაგიცრუოთ....



№1 სტუმარი tata

Xo dzalian patara iseti ro comentasac ver vaketeb :ddd????

 


№2  offline მოდერი naattii

tata
Xo dzalian patara iseti ro comentasac ver vaketeb :ddd????

ვიცი, მაგრამ იმდენად არვიყავი დასასრულის ხასიათზე რაღაც სასწაული გამომივიდოდა და ასე ვამჯობინე :(

 


№3  offline მოდერი abezara98

ჰმმ... რა შემიძლია ვთქვა იმის გარდა, რომ შემდეგ თავს ველოდები blush

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ვთქვი მამა იქნებათქო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent