შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეთექვსმეტე თავი)


25-06-2018, 20:50
ავტორი murachashvili
ნანახია 3 675

ცუდი ამინდი დაემთხვა ბუღას დასაფლავების დღეს. მიუხედავად თოვლისა მაინც დიდი რაოდენობის ხალხს მოეყარა თავი, ცერემონიალზე მყოფთა რიგი გაგარინის მოედნიდან იწყებოდა და თავს ერთ წერტილში, მგალობლიშვილის ქუჩის გზაჯვარედინზე იყრიდა. ალაყაფის ჭიშკარი გაეხსნათ. ეზო შემსვლელ-გამსვლელით იყო სავსე. ყოველ კუთხე კუნჭულში ყვავილების თაიგულები დაელაგებინათ, იმდენად ბევრი მიხაკი იყო ბოლოს ვერ შენიშნავდი. ვის არ ნახავდით იქ. სხვადასხვა სფეროსა და დაჯგუფების წარმომადგენლები ჯგუფ-ჯფუფად მდგომნი აკვირდებოდნენ ერთმანეთს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, იყვნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელნი, რომელთა შორისაც ძნელი იყო ვერ შეგენიშნა ამაყი სახით მომზირალი გიორგი მაღლაკელიძე. იქვე იდგნენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გვარდიელები, ოდნავ მოშორებით მხერდიონელები. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, შავებში ჩაცმულ შავი სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად იდგნენ მსახიობები და მომღერლებიც.
სამძიმარზე შემსვლელ კოლონას ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა ჩვენი ოთხეულიც.
- დედას გეფიცები, თავი მავზოლეუმში მგონია. - საკაცის ოთხივე კუთხეში მდგომ შავი ჩოხით შემოსილ ახალგაზრდებს შეშფოთებულმა შეხედა ლაშამ.
- ლენინობას აღარაფერი აკლია, - არ ჩამორჩა ნინო. ხელოვნური, დამწუხრებული სახით დააცქერდა საკაცეზე გადაფარებულ საქართველოს დროშას - გული მერევა, ხელი ამათაც უნდა ჩამოვართვათ?!... - ირონია ვერ შეიკავა ჭირისუფალში მდგომი ჯაბასა და გია შალიკაშვილის დანახვაზე.
- ზედმეტი ხმა არ გავიგო!... - თვალების ბრიალით გამოხედა დათუნამ.
- ასეთი რამე პირველად ვნახე! - იქვე მდგომ სამგლოვიარო აღჭურვილობით შეკაზმულ შავ ბედაურსა და მხედარს გაოცებული უმზერდა ლაშა.
- რომ გეკითხა, ყაჩაღიო და კი კრძალავენ ეროვნული გმირივით. - ხალხის ტალღაში გაჭირვებით იკვლევდა გზას ბოჭორიშვილი.
- კომუნისტებიც ასე იქცეოდნენ, ადამიანს კლავდნენ და შემდეგ თავადვე მთელი პატივით მარხავდნენ. - ჩუმად დუდუნებდა ლაშა.
- რაღაც ზედმეტად შემოგიტია ისტორიის ცოდნამ! - აფხუკუნდა ქალიშვილი.
- ნინო! - ისევ შეუბღვირა დათუნამ.
- გეუბნებოდი, ამათი წამოყვანა არ შეიძლება მეთქი! - ისე საუბრობდა ტატო, თითქოს დანარჩენები იქვე არ იდგნენ.
- რატომ, თქვენისთანა ფარისეველი რომ არ ვარ?! - გაწიწმატდა ბოჭორიშვილი.
- საღი აზრის შენარჩუნება ფარისევლობა არაა! - ხელი უხეშად სტაცა დათუნამ და გაკაპასებული მეგობარი გვერდით დაიყენა.
- არა, ხომ? საქართველოსთვის დაღუპული გმირები კაცმა არ იცის სად და როგორ დამარხეს, აქ კი ბუღას... - თვალები ცრემლებით აევსო ნინოს.
- იტირე, იტირე. მადლია, მიცვალებულს ცრემლი უხდება! - ირონიულად იცინოდა ლაშა.
- საკმარისია, ზედმეტ ყურადღებას ვიქცევთ! - შორიახლოს მდგომი შავოსნების მტრული მზერა არ გამოჰპარვია ტატოს.
- როგორ ფიქრობთ, ბუღა სასაფლაომდე რომ არ გავაცილო, ეწყინება?! - მიამიტი სახით აფახუნებდა თვალებს ნინო.
- გადაიტანს როგორმე... - აფხუკუნდა ლაშა და სიცილის დასამალად ტყუპის ცალს ამოეფარა.
- ეს ორი არასერიოზული გაათრიე აქედან, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! - მუქარით გამოხედა მათივე ხუმრობაზე აფხუკუნებულ წყვილს დათუნამ.
- ამ მარაზმში მონაწილეობა აღარ მსურს, ისედაც სამეცადინო მაქვს. ჩემთან დაგელოდებით!
დაცვის თანხლებით წინ ჩავლილ შალიკაშვილსა და ჯაბას სიძულვილით გახედა გოგონამ და პროცესიის გაყოლის ნაცვლად საკუთარი სახლისკენ აიღო გეზი. ერთი კი გამოხედეს ბიჭებმა, თუმცა მისი შეჩერება აზრადაც არ მოსვლიათ.
სახელმძღვანელოები გაეშალა სამზარეულოში. შეშის ღუმელში უკანასკნელი მშრალი, ხის ნაჭერი შეაგდო, შედარებით ნედლი ნაჭრები ღუმელს ქვემოდან შეულაგა გამოსაშრობად და ისევ წიგნებს მიუბრუნდა. სასიამოვოდ წკაპუნობდა შეშა. ფეხებზე პლედ მოხვეული უკვე მერამდენედ კითხულობდა ტექსტს, თუმცა აზრებს თავს მაინც ვერ უყრიდა. ფიქრებით სულ სხვაგან, ნუცუბიძის ქუჩის კუთხეში, გიგინეიშვილის ხალხით სავსე ეზოში ტრიალებდა. მოგონებებმა მწვავე ტკივილად დაუარა მკერდში, ხელები თვალებზე ისე აისვა, თითქოს არარსებულ ცრემლებს იწმენდდა. ახლა ყველაზე მეტად სურდა ტირილი, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებდა. გაკერპებულს კარგა ხანია ცრემლიც გაშრობოდა.
- რა იქნებოდა, რომ?!...
დრო აშკარად ერთ ადგილას გაიყინა. თითქოს გაჩერდა და ჯიუტად მხოლოდ ერთ წერტილს უტრიალებდა. ბოჭორიშვილი ცალსახად უარყოფდა რეალობას და ისევ და ისევ წარსულს უკირკიტებდა. იქ ეძებდა გამოსავალს, იქ ეძებდა ხსნას, მისაღებიდან ისევ ესმოდა ნინას მოგუდული ქვითინი, თუმცა ახლა ტირილს ვეღარ უშლიდა.
- სადაა სამართალი?! - ვინ იცის მერამდედ სვამდა ამ კითხვას.
ვერ გეტყოდათ ასე რამ იმოქმედა. ყელში მოაწვა ბოღმა და საკუთარი უსუსურობა ცრემლებად რომ ვერ გადმოღვარა სიმწრით, მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი მაგიდის ზედაპირს.
- გავგიჟდები, ასე საბოლოოდ შევიშლები! - აცახცახებულმა წამოკრიფა გაშლილი წიგნები და ეზოდან გავარდა.
სად მიდიოდა? არსად. უბრალოდ გარბოდა. უმისამართოდ. გულამოვარდნილი მიიწევდა წინ. ქუჩის ბოლოში ესოდენ ნაკოწიწებმა მხნეობამაც უმტყუნა, მუხლებზე დაეშვა, არ აწუხებდა არც სისველე, არც თოვლჭყაპი მკერდში წიგნებ მიხუტებული ატირდა. მთელი ძალით უჭერდა თითებს წიგნებს, მთელი ძალით იკრავდა მკერდში თითქოს ასე ცდილობდა ტკივილის დაამებას.
- გოგონა, კარგად ხარ? - მხარზე ფრთხილმა შეხებამ მოიყვანა აზრზე.
ასაკიანი შავოსანი ქალბატონი შეწუხებული სახით დასცქეროდა აცახცახებულს.
-ა?! - უმეტყველო თვალებით ახედა ქალს.
- ცუდად ხარ? წამოდგომაში დაგეხმარო? - ისევ ჩაეკითხა უცნობი.
- არა. არა. - სიმწრით ჩაეცინა გოგონას.
- ასე აპირებ ჯდომას? - ხმა გაუმკაცრდა ქალს.
ახლაღა გაიაზრა, საკუთარი მდგომარეობა. შერაცხადის შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებდა, არეულმა წელი ძლივს აითრია, გაჭირვებით წამოდგა ნინო.
- ტკივილის მართვას თუ არ ისწავლი, მოგერევა. - მისკენ აღარ გაუხედავს, ისე გააგრძელა უცნობმა გზა.
სიცივემ დაუარა სხეულში. აცახცახებული მობრუნდა და ნელი ნაბიჯით ისევ შინ დაბრუნდა. რა სჭირდა, ასე რა აგიჟებდა?
- მგონი ვცდივდები! - ნერვიულ კანკალს ვერადა ვერ იჩერებდა.
მშველელის ძებნაში თვალებს უაზროდ ატრიალებდა, იგივე ქუჩა, იგივე სახლები, ყველაფერი ისეთი ნაცნობი, ისეთი მშობლიური, მაგრამ მაინც საოცრად გაუცხოებული. საკუთარ თავში დაკარგული ეძებდა, ნეტა რას, ნეტა ვის?
შორიდანვე შეავლო თვალი სახლს. დათუნას სახლის დახურულ დარაბებს. სადამდე მივიდოდა, გაუძლებდა? არასოდეს ასე მძაფრად არ უგრძვნია მონატრება. იქნებ დაასრულოს, იქნებ თავადვე...
- მერე, ნინა?! ეგოისტი ვარ! - საკუთარი ფიქრების, საკუთარი უსუსრობის კიდევ ერთხელ შერცხვა, თავი უარყოფის ნიშნად გააქნია და სწრაფი ნაბიჯით საკუთარი ეზოსკენ გაემართა.
თუმცა მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. მისი სახლიდან მამაკაცების სიცილის ხმა ესმოდა.
- კარგი, ნინა, ახლა ხელახლა ნუ მომკლავ! - აშკარად ქვითინებდა მოხუცი და რაღაცას ბუტბუტებდა, სიტყვებს ვერ არჩევდა ნინო, მაგრამ ბებიის მოფერებას მაინც ცნობდა.
- მამა?! - გაფიქრებისაც შეეშინდა. სიმწრით დახუჭა თვალები რომ ზმანება არ გამქრალიყო.
- ღუმელი დაუნთია, ჯერ კიდევ თბილია, ის ახტაჯანა სადღაა?! - ამჯერად მეორე ხმა ჩაენაცვლა.
- შეუძლებელია! - მორიგი იმედგაცრუების შიშით ჭიშკრის კარი ხელის კანკალით გახსნა. თვალები რამდენიმეჯერ დახუჭა და გაახილა. არ ეჩვენებოდა. აცახცახებული წონასწორობის შესაკავებლად ისევ კარს დაეყრდნო. ინვალიდის ეტლთან დახრილი სამხედროს ფორმიანი თბილად იკრავდა მოხუცს გულში. დამჭკნარ, დანაოჭებულ თითებს უკოცნიდა ცრემლებად დაღვრილ დედას. თუმცა წყვილი ეზოში მარტო არ იყო. ზურგით მდგომი მეორე სამხედრო ფორმიანი წვეროსანი ხელჯოხზე დაყრდნობილი ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ოთახებში დააბოტებდა და ნინოს ეძებდა. გამხდარ, აწოწილ მამაკაცს ტანზე ნათხოვარივით ედგა ერთდროს მისივე ფორმა. შავი მოზრდილი თმა კულულებად მოუჩანდა სამხედრო ქუდში. კარის გახსნის ხმაზე ოდნავ გვერდულად შემობრუნდა, უძრავად გაჩერებულ გოგონას სულ ორიოდე წამით შემფასებლურად მიაჩერდა და ღიმილმაც გაუპო ბაგე.
თვალებს არ უჯერებდა ბოჭორიშვილი. წინ მდგომ წვეროსნებს გაოგნებული მისჩერებოდა და მღელვარებისგან ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ ბედავდა.
- ნინო! - აცახცახებული შვილი მთელი ძალით ჩაიხუტა ზურამ - ჩემი ნინო! - ცრემლებით სავსე თვალებს უკოცნიდა მონატრებულს - სველი ხარ?! ვერა და ვერ გასწავლე თბილად ჩაცმა!... - ჩუმად დუდუნებდა მამაკაცი, მაგრამ მისი საყვედური არ ესმოდა გოგონას, ბედნიერი ეხუტებოდა და ცდილობდა ფილტვები მთლიანად შეევსო მონატრებული სურნელით.
- ჩემი ჯერიც დადგება?! -მხიარულად იცინოდა გიგა.
- მართალია გიჟია ეს ბიჭი, მაგრამ მაინც არა უშავს. - სიცილით უჩურჩულა ზურამ, ისედაც გაწეწილი თმა კიდევ უფრო აუჩეჩა - აბა, დედაჩემო, რა გვაქვს სადილად? - ეტლის შეგორებაში დაეხმარა ნინას.
თვალი მაინც გაექცა ვაჟის მკლავებში მოქცეულ გატრუნული შვილისკენ, გულმა რეჩხი უყო, როცა დაიანახა როგორ უკოცნიდა მონატრებულ ტუჩებს გიგა. საკუთარ ეჭვიანობაზე გაეცინა და ისევ მაცივარში შეყო თავი. ნინო კი, სახე ალეწილი, აწითლებული ორივე ხელით ძლიერად, ისე ეხუტებოდა, თითქოს ისევ დაკარგვის ეშინოდა.
- არ ვიცოდი ასეთი სენტიმენტალური თუ იყავი! - ჩვეული ირონიით ცდილობდა გიგა მღელვარების დამალვას - მეგონა იცოდი, ბიჭებმა არ გითხრეს? ჩემებს ერთი კვირის წინ გავაგებინე! - ქალიშვილის წყენა ვერ იგრძნო - მეგონა იცოდი! - ისევ და ისევ ვნებიანად ეჩურჩულებოდა ვაჟი.
იმ საღამოს ისევ ახმაურდა ბოჭორიშვილების ეზო. სამეზობლოს ძველი ჩვეულებისამებრ ისევ ღუმელთან მოეყარა თავი. გიგა რა თქმა უნდა საკუთარ ოჯახში აღნიშნავდა შინ მშვიდობით დაბრუნებას. თურმე სულაც არ სჭირდებოდათ ბევრი, დაკარგული, კარგა ხნის დავიწყეული ბედნიერება ორივე ოჯახში დაბრუნებულიყო, იყო მილოცვები და კეთილი სურვილების ზღვა.
სევდა გამქრალიყო უმცროსი ბოჭორიშვილის თვალებში. მეგობრებში მჯდომი მალი-მალ აპარებდა თვალებს სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი მამისკენ, ბედნიერებასა და სიმშვიდეს მონატრებულს ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ეძინა მშვიდად, თუმცა გატყუებთ, იმ ღამითაც ცრემლებით ნამავდა ბოჭორიშვილი საკუთარ ბალიშს, ბედნიერების ცრემლებით.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

როგორც იქნააააა
ბედნიერი ვარ....

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
როგორც იქნააააა
ბედნიერი ვარ....

როგორ გამაცინე, მადლობ kissing_heart

 


№3  offline წევრი crete20

რაღაცნაირად მიყვარს ეს მოთხრობა ????????????

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

crete20
რაღაცნაირად მიყვარს ეს მოთხრობა ????????????

როგორ გამახარე რომ იცოდე kissing_heart დიდი მადლობა

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც ყოველთვის ანა თქვენს სტილს არ კარგავთ და სასწაულად შეგიძლიათ წერა.თურმე სამი თავი არ მქონდა წაკითხული და ახლა აღარ მინდოდა ბოლო თავამდე მისვლა და დასრულება.მიხარია წერას რომ აგრძელებთ
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
როგორც ყოველთვის ანა თქვენს სტილს არ კარგავთ და სასწაულად შეგიძლიათ წერა.თურმე სამი თავი არ მქონდა წაკითხული და ახლა აღარ მინდოდა ბოლო თავამდე მისვლა და დასრულება.მიხარია წერას რომ აგრძელებთ

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა heart_eyes ოზომოდ მიხარია შენი სიტყვები. იმედია გავამართლებ მოლოდინს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent