შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეთხუთმეტე თავი)


20-06-2018, 18:21
ავტორი murachashvili
ნანახია 3 142

საკუთარ კაბინეტში იჯდა ჩაფიქრებული შალიკაშვილი და დაცვის უფროსის მიერ მიწოდებულ საქაღალდეს ჩაჰკირკიტებდა. ფოტო მასალაზე გამოსახული იყო სულ რამდენიმე დღის წინ ნანახი მოზარდები. თითქოს არაფრით საინტერესო, არაფრით გამორჩეული ბიოგრაფიით, თუმცა ნინოს მონაცემებმა მაინც მიიპყრო მისი ყურადღება. მშობლები, დედა: ნატო ბოჭორიშვილი - გარდაცვლილი, მამა: ზურაბ ბოჭორიშვილი - გარდაცვლილი. თვალი მათი დაბადების თარიღებისკენ გაექცა, მამაკაცი სულ რაღაც ორიოდე წლით იყო მასზე დიდი, ქალი კი მისი ტოლი. უჰაერობამ შეაწუხა, პიჯაკი გაიხადა, ყელში წაჭერილი მაისურის ღილი მკერდამდე შეიხსნა, მკლავები დაიკაპიწა და ისევ ფოტოებს მიუბრუნდა.
- დამთხვევაა?! - შუბლს ისრესდა ჩაფიქრებული მამაკაცი და დაცვის უფროსისგან ხელახლა ისმენდა აწ უკვე გარდაცვლილი წყვილის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას.
- იცნობდი?! - უფროსის შეწუხებული სახე არ გამორჩენია მამაკაცს.
- ძმაკაცები არ გვეთქმოდა, თუმცა ერთი სკოლელები ვიყავით. ერთმანეთს პატივს ვცემდით და შენ წარმოიდგინე, ნაწილობრივ ვმეგობრობდით კიდეც.
- ნაწილობრივ?!
- მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გზით წავედით, ერთმანეთს მაინც პატივს ვცემდით. თუმცა რუსეთში წასვლის შემდეგ აღარ მინახავს. მისმა მეუღლემ, კი... უკვე მერამდენედ სიცოცხლეს ამ ოჯახს უნდა ვუმადლოდე! - გულწრფელი დანანებით აღნიშნა შალიკაშვილმა.
სიტუაციაში უკეთესად გასარკვევად, ალბათ, კარგი იქნებოდა, სულ ორიოდე სიტყვით შევხებოდით გია შალიკაშვილსა და ბუღას. არც მეტი არც ნაკლები, მამაკაცები ერთმანეთის კარის მეზობლები იყვნენ. გიას რაც თავი ახსოვდა, ახსოვდა ბუღაც. თანატოლები, მათი უბნელებისა და თანატოლების მსგავსად, ჯერ ერთ ბაღში დადიოდნენ, შემდეგ ერთ სკოლაში ერთსა და იმავე კლასში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ რიგდებოდნენ, ერთმანეთთანაც კამათობდნენ, მაინც ფაქტი იყო, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ჩერდებოდნენ. წარმოუდგენელი იყო ეს ორი ვინმეს ცალ-ცალკე ენახა. ვინ მოსთვლის რამდენ ჩხუბსა და ქუჩურ გარჩევაში მიუღიათ მონაწილეობა, უმეტესად არც იცოდა დაპირისპირების რეალური მიზეზი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო არც კითხულობდა, რაც მთავარია ბუღას ჭირდებოდა.
უყვარდა მისი ხოზიკა, მრგვალი მეგობარი გიას და ბრმადვე ენდობოდა. ასე იდგნენ ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის იმედად. ხელი მარცხენა მხარეს დაიდო, თითის ბალიშებით ისევ იგრძნო წლების წინ მიყენებული ჭრილობის კვალი. მოვარდისფრო ზოლად ისევ ემჩნეოდა ბუღას ნაცვლად მარცხენა მხარეს, მკერდის გასწვრივ მიყენებული ჭრილობა. ახლაც პირვანდელივით აეწვა და ისევ ეტკინა.
საინტერესოა უფრო მეტად როდის ეტკინა, როცა დანა დაარტყეს მკერდში, თუ სამიოდე დღის წინ, როცა უცნობმა გოგონამ უამბო დაგეგმილი ღალატის შესახებ?! არადა, მაშინ წლების წინ, ექიმების თქმით დაჭრილ 25 წლის გიას გადარჩენის შანსი არ ქონდა, მისთვის ოპერაციის გაკეთება ვერავინ გაბედა. თუმცა მაინც გამოჩნდა მხსნელი, ერთი სიფრიფანა, ახალბედა ქირურგი, რომელიც საოპერაციოში შესვლაზე მეუღლემ დაითანხმა. დიახ, გია შალიკაშვილი დამწყები ქირურგის წყალობით გადარჩა.
- ერთი შეხედვით ხომ დიდი არაფერი, ერთი გამხდარი გოგო იყო, მაგრამ როგორც ექიმი საოცრებას ახდენდა. - ღიმილით აღნიშნა - თუმცა რომ არა ზურა, ნატო საოპერაციოში შემოსვლას არ გარისკავდა. მაშინ პირადად მომინახულა ბოჭორიშვილმა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მისი შვილის მსგავსად, გამაფრთხილა. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა, რომ ჩემი საუკეთესო, ბავშვობის მეგობარი არაკაცი იყო. ახლაც მახსოვს ის სიბრაზე, რაც მაშინ დამეუფლა. სულ მატყუარა ვეძახე. არადა, მართალი ყოფილა. მე კი ამის მისახვედრად ლამის ოცი წელი დამჭირდა.
- ახლა როგორ მოვიქცეთ, ასე უმოქმედოდ დაველოდოთ? - ინტერესით ჩაეკითხა მამაკაცი.
- დაველოდოთ, ჩვენი რა მიდის?!

მარტო დარჩენილი გიას საკუთარი ოთახი ჩაებნელებინა, ფიქრებით ისევ ნინოს ნათქვამს უტრიალებდა. გამორიცხულია, ამ ყველაფერს მისით ნამდვილად ვერ მოიფიქრებდა. ფანჯარასთან მდგომი თვალებ დაწვრილებული უმზერდა ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ავტომობილებს და აშკარად ახალ გეგმას სახავდა.
ერთ კვირაზე მეტი გავიდა მათი შეხვედრის შემდეგ. ნინო ისევ ჩვეული რეჟიმით აგრძელებდა მასწავლებლებთან სიარულს. საღამოს ისევ ხვდებოდნენ ბიჭები და სახლში ერთად დაბრუნებაც ხომ საერთო ტრადიციად ექცათ. იმ დღესაც ერთად მოდიოდნენ ვაჟა-ფშაველაზე.
- პროსპექტით გავლას მოკლეზე, ნუცუბიძის ქუჩით ავიდეთ! - უჩვეულოდ დაიჟინა დათუნამ.
ერთი კი ახედა გაჯიუტებულ მეგობარს ნინომ, თუმცა ბიჭებისდა გასაკვირად წინააღმდეგობა არ გაუწევია. საუბრობდნენ, იცინოდნენ, წამიერად ისიც კი იფიქრეს, რომ შეიძლება ოდესმე ისევ დაებრუნებინათ სიმშვიდე და ბედნიერება, თუმცა ტაშკენტის ქუჩის კუთხეს მიუახლოვდნენ თუ არა, ღიმილიც გაუქრათ სახიდან. მოზრდილი ალაყაფის კარები გაეხსნათ, უჩვეულოდ ბევრი ხალხი ირეოდა გიგინეიშვილის ეზოში.
- რა ხდება, ტო? ხომ არ მივიდეთ?! - მეგობრებს გახედა დათუნამ, თუმცა ახლოს მისვლა აზრადაც არ მოსვლიათ.
მიუხედავად სურვილისა ადგილიდან არ დაძრულან, გაფითრებულმა გოგონამ ერთი კი გახედა ქვემოდან, თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა თავის შეკავება მაინც შესძლო, წონასწორობის შესანარჩუნებლად უხმოდ გაუყარა ხელმკლავი გვერდით მდგომ ტყუპს და თავდახრილი გაჰყვა. ბოჭორიშვილის შემხედვარე ბიჭებმაც დაკარგეს ხალისი, ხმას არც ერთი აღარ იღებდა.
- ნეტა რა ხდებოდა, ხომ მშვიდობაა?! - უკვე მგალობლიშვილის ქუჩის კუთხეში მყოფმა კრიჭა შეკრულმა გოგონამ როგორც იქნა დუმილი დაარღვია - იქნებ მივბრუნდეთ, გავიგოთ?!... - მუდარით მომზირალს ხმა ურთოდა.
- სულელი ხომ არ ხარ, ამ სიცივეში?... - ქალიშვილის თხელ ქურთუკს ეჭვით შეხედა ლაშამ.
- აუ, ეხლა ტირილი არ დაიწყო, ტო... გინდა საბოლოოდ გამარეკინო?! ახლავე ჩავალ იმ დედანატირებ ქუჩაზე...
- არ გინდა, სახლში რომ წავალთ, მაშინ გავიაროთ და ვიკითხოთ! - უკვე წასასვლელად მომზადებულ ძმას მიაძახა ლაშამ.
- ამას რა მოასვენებს, ხომ გაგვიგიჟდა?! - ირონიულად ეცინებოდა ტატოს, თუმცა ახლა ნინოს მისთვის აღარ ეცალა.
გოგონამ ცრემლებით სავსე თვალები გააყოლა იქვე მდგომ ორ სილუეტს. სწრაფი ნაბიჯებით რომ შორდებოდნენ ბუღას სახლის წინ გაჩერებულ ავტომობილს. თითქოს არაფერი შეცვლილიყო ნაცნობ ქუჩაზე, ერთი კი გამოხედეს მამაკაცებმა და ვიწრო ჩიხში ლანდებივით გაიძურწნენ. შალიკაშვილის ეზოსთან ისევ იდგა ნაჩუქარი ავტომობილი, აშკარად წასასვლელად ემზადებოდა გია, აივნიდან მითითებებს აძლევდა ეზოში მყოფ დაცვის თანამშრომლებს, უფროსის ლოდინში ავტომობილი დაექოქა ერთ-ერთ ბიჭს და მოთმინებით ათბობდა მოტორს.
გაიხსნა მოპირდაპირე მხარეს არსებული სახლის კარიც, გაჩახჩახებული ჰოლიდან გამოჩნდა გაპრანჭული საშუალო ასაკის ქალი, რომელიც მაგიდაზე ხილით სავსე ლანგარს დგამდა, იქვე დარბოდა ხუთიოდე წლის თმახუჭუჭა გოგონაც. სულ რამდენიმე წამი საკმარისი აღმოჩნდა ბუღას ოჯახური იდილიის დასანახად. უჩვეულოდ ეტკინა ნინოს, რაღაც ჩაწყდა. თუმცა თბილ, ტყავის ლაბადაში შემოსილი ბუღა შენიშნა თუ არა, გული ბრაზით აევსო.
- თქვენ კიდევ აქ ხართ?!- ირონიულად გაუცინა მტრულად მომზირალ გოგონას.
პასუხს რა თქმა უნდა არ დაელოდა, აივანზე მდგომ მომღიმარ ძმაკაცს მისალმების ნიშნად ხელი აუწია და საკუთარ ავტომობილში მოთავსდა.
- ეს კაცი ნაგავი რომაა, მხოლოდ მე ვხედავ? - კბილებში ზიზღით გამოსცრა ნინომ.
- ნუ გეშინია, შარის გუდავ, ჩვენც ვამჩნევთ! - ხელით მსუბუქად უბიძგა ტატომ.
- იმან რატომ არ დამიჯერა?! - წყენით ახედა ზემოდან მომზირალს.
- იქნებ დაგიჯერა კიდეც?- გაწიწმატებული გოგონას წასასვლელად უბიძგა დათუნამ.
- რა ეტყობა ამას დაჯერ... - სიტყვის დასრულება არ დასცალდა გამაყრუებელმა გრუხუნმა შესძრა შენობები.
სადღაც წყლის მილიც გასკდა და შადრევანივით ამოასხა ცივმა წყალმა. თუმცა ეს არავის ადარდებდა. ერთმანეთის მსგავსი ავტომობილებიდან ერთ-ერთი შავ კვამლში გახვეულიყო. აფეთქების ძალას ავტომობილის ძარა შუაზე გაეგლიჯა. ქალის გამკივანმა კივილმა გადაფარა აფეთქების ხმა. ეზოდან გამოიშალნენ დაცვის თანამშრომლებიც. უშედეგოდ ცდილობდნენ გარდაცვლილისგან დარჩენილი სხეულის ნარჩენების გადმოტანას. ვიღაც მიმოფანტულ ორგაოებს ეძებდა. შოკირებული, თვალებგაფართოებული უმზერდა ნინო სულ რამდენიმე წუთის წინ ცოცხალ ბუღას. გულის რევაც კი იგრძნო, როცა შორიახლოს დავარდნილი ნივთში ტყავის ქურთუკიანი ადამიანის ხელის მტევანი ამოიცნო. აცახცახებულმა ისევ ზემოთ აიხედა საკუთარი სახლის აივანზე მდგომი, მოაჯირზე დაყრდნობილი გია შალიკაშვილს გულგრილად უმზერდა ამაზრზენ სანახაობას და მისთვის თვალის არიდება აზრადაც არ მოსდიოდა.
მელევე გავრცელდა უბანში ხმა, რომ ბუღას ნაცვლად იმ დღეს გია შალიკაშვილი უნდა მომკვდარიყო. როგორ და რანაირად, არავინ იცოდა, ვერავინ იტყოდა ეს შემთხვევით იყო თუ კარგად დაგეგმილი, მაგრამ რატომღაც მეგობრებმა ორიოდე დღით ადრე ავტომობილებს ადგილები შეუცვალეს. აფეთქების დროს შალიკაშვილის ეზოსთან ბუღას ავტომობილი იდგა. აბსოლიტურად იდენტურ ავტომობილებზე დამნაშავეებს აზრად არ მოსვლია სარეგისტრაციო ნომრებისთვის ყურადღების მიქცევა. ავტომობილების შეცვლა ბუღასაც გამორჩა, გამოვიდა და ყოყმანის გარეშე შალიკაშვილის ავტომობილში მოთავსდა. ბედის ირონია იყო თუ რა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, შალიკაშვილისთვის დაგებულ მახეში ახლა ბუღა იწვოდა.
ჯერ კიდევ შოკში მყოფი ნინო საკუთარ საძინებელში იწვა ემბრიონის პოზაში. იქვე, მისაღებში ისხდნენ ბიჭებიც.
- მკვლელობის მოწმეობაღა გვაკლდა! - უწმაწურად იგინებოდა ტატო.
- როგორ გგონია, ჯაბას ხელი ურევია?
- აბა, მე ხომ არ ავწევდი ჰაერში?! - ძმას გახედა ღრენით.
- იქნებ გიამ? - საკუთარი ეჭვი ხმამაღლა გააჟღერა დათუნამ.
- ვინც არ უნდა ყოფილიყო, რა მნიშვნელობა აქვს?! - მიამიტურად იკითხა ლაშამ.
- სხვაობას ვერ ხედავ?! - ბრაზი ვეღარ დამალა ტატომ - თუ გიაა გადარჩენის შანსი გვაქვს, თუ ჯაბა...
- ეს ყველაფერი შალიკაშვილმა დაგეგმა. რა ნაგავიც ბუღა იყო, ისვეა მისი მეგობარიც!.. - მწოლიარემ გასძახა ოთახში მოსაუბრე ბიჭებს ნინომ და თავზე გადაიფარა პლედი, თითქოს ასე ცდილობდა პრობლემებისგან დამალვას.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სადღაც ასეთ განვითარებას ველოდი გია შალიკაშვილისაგან. ნინო მართალია მის პიროვნებასთან დაკავშირებით, ზურა ამ დროს ხომ იყო ცოცხალი? საინტერესოა გ ეგ ას და ზურას გამოჩენისას ნინოს რეაქცია, სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახლა თავებს, ზალიან მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
სადღაც ასეთ განვითარებას ველოდი გია შალიკაშვილისაგან. ნინო მართალია მის პიროვნებასთან დაკავშირებით, ზურა ამ დროს ხომ იყო ცოცხალი? საინტერესოა გ ეგ ას და ზურას გამოჩენისას ნინოს რეაქცია, სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახლა თავებს, ზალიან მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება <3

მართალი ხარ, ზურა ამ დროს ცოცხალია, თუმცა ჯერ ხომ გარდაცვლილი გონიათ? ვნახოთ შალიკაშვილთან მიმართებით რამდენად გამართლდება ნინოს და თქვენი პროგნოზი. მგონი თბილისში განვითარებული მოვლენები სულაც არ იქნება ექსტრემს მოკლებული smile უზომოდ მიხარია, რომ კითხულობ და ელი kissing_heart დიდი მადლობა

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძლივს გამოვცდით აფხაზეთის დაძაბულობას მაგრამ აქაც რა ამბებია დედაა. ხომ იცით რომ მოუთბენლად გელით და მთელი ულით გკითხულობთ. ძალიან საინტერესოდ წერთ...

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
ძლივს გამოვცდით აფხაზეთის დაძაბულობას მაგრამ აქაც რა ამბებია დედაა. ხომ იცით რომ მოუთბენლად გელით და მთელი ულით გკითხულობთ. ძალიან საინტერესოდ წერთ...

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. სამწუხაროდ დიდად დალაგებული სიტუაცია არც დედაქალაქში იყო. რაც აისახა კიდეც ისტორიაზე.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარინა

კიდევ უფრო საინტერესო მოვლენები ხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent