შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთადჩი


2-04-2018, 21:48
ავტორი დაინასო
ნანახია 1 211

1_ლი აპრილი, 21:28 ვზივარ და ვფიქრობ რა შეიძლება დავწერო.რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს,ახლა ვერ ვფიქრობ ვერაფერზე და არ მაქვს არანაირი იდეა ,როგორ შეიძლება განვავითარო მოვლენები. უკვე, შამგლისფერებულია დაშეიძლება ითქვას,უფრო მეტიც. მთას ბინდი ჩამოსწოლია,შავი,შიშისმომგვრელი. ნისლი–მთის ფიქრი,განცდა და წუხილი დღევანდელ მდგომარეობასთან,რომელსაც ჯერ კიდევ,ვერ შეგუებია. მთა ხომ დაუდგრომელი,წმინდა და უცოდველია.ის არის ბევრის მნახველი,ბევრი გმირის სისხლი დაქცეულა მის კალთებზე,რომელსაც ვერ იხდენს და ცდილობს მის ჩამორეცხვას. და აი ისიც, უა ბუჩუკური, პიროვნება,ვინც მთის კალთებზეა გაზრდილი და შეიძლება ითქვას,მთის შვილია . მას უსიტყვოდ ესმის მთის და მთასაც –უასი. ასეთი ურთიერთობა ხომ დედა–შვილს აქვს, როცა მშობელს შვილის უსიტყვოდ ესმის.უას ბევრჯერ გაუზიარებია თავისი დარდი მთისთვის,რადგან ბუნება საუკეთესო მსმენელია.ის არის მთის მოტივებზე გაზრდილი, ნამდვილი ვაჟკაცი და ვერ ეგუება ახლანდელ დროებას ,შეხედულებებსა თუ ხალხის აზროვნებას.მას აღაშფოთებს ეს ყველაფრი,ცდილობს გამოსწორებას , მაგრამ მხოლოდ მას,არაფერი გამოსდის.და მთაც თითქოს ყოველ საღამოს მასთან არის და თავის მხარდაჭერას ნისლითა თუ წვიმით გამოხატავს,თანაუგრძნობს და ცდილობს უთხრას, დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი არ გასწირავს საქართველოს ,რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მოიხსენიება. მთაში ისეთი მკაცრია ხალხი, როგორიც არსად და თითქოს ამაშიც ბუნება მხარს უბამს ადამიანს თავისი მკაცრი ამინდით,შეუპოვარი მდინარეებითა და დაუდგრომელი მთებით. იყო მთის შვილი ეს თავისთავად საოცრებაა,რადგან მხოლოდ მთას შეუძლია გაზარდოს წრფელი,მართალი და ნამდვილი,ჭეშმარიტი ადამიანი. ბუნება მბრძანებელია და ამავე დროს –მონაც.სამყაროში ყოველთვის არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ბუნებაც ამას თავისთავად გადმოსცემს ჭექა–ქუხილით,წარღვნით,სეტყვით.
უა არის დაახლოებით 17–18წლის ჭაბუკი,მხრებამდე კულულა,ოქროსფერი თმით, ზღვისფერი თვალებითა და ალვის ხესავით ტანით.მთადჩი,როგორც წესი,ბავშვებს მშობლები მთისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით ზრდიან ,მაგრამ საოცრება ის არის რომ ეს „სიმკაცრე“მათთვის არაფერია,რადგან ეს ყველაფერი გასისხლხორცებული აქვთ. უას ოჯახი პატარა სახელმწიფოა.მას ჰყავს და–მექო,ძმა–კრუა,დედა–აგუნდა და მამა–ხთისო. ბერიკაცი ხთისო უკვე ხნიერი მამაკაცია.ის ე.წ პერტაი ბერია, ეს ტიტული მთადჩი ბევრს ნიშნავს,რადგან თემთა საბჭოს პერტაი ანუ გონიერებით განთქმული კაცები შეადგენენ.ეს თემთა საბჭო შეიძლება შევადაროთ დღევანდელ სასამართლოს,რა თქმა უნდა,ეს ცუდი შედარებაა,რადგან თემთა საბჭოში არ ხდებოდა ისეთი „ჩაწყობები“ და „ბინძური საქმეები“,როგორიც–სასამართლოში. მთა ხომ მაღლა,ღმერთთან ახლოს არის და როგორ შეიძლება იქ ცუდი რამ მოხდეს? გათენდა...ციდან ღრუბლები გადაიყარა და მცხუნვარე მზემ გამოანათა მთის პიკიდან. მშვენიერ, სიცოცხლით სავსე დილა იყო. ხალხი ფუსფუსებდა.კაცები ნახირში იყვნენ, ცხვარ–ძროხა ჰყავდათ საძოვრებზე წაყვანილი. კაცებისგან დროებით მიტოვებულ ოჯახებს ბიჭი შვილები უძღვებოდნენ სანამ მამა,ოჯახის უფროსი ნახირიდან დაბრუნდებოდა. ახლა სათიბის პერიოდია. ბალახი უნდა მოთიბონ და საქონელს საზამთროდ შეუნახონ. ეს ძალიან რთული საქმეა.მთელი დღე პაპანაქება სიცხეში მათ უწევთ მინდორში ყოფნა და ბალახის მოთიბვა.დრო და დრო დიაცებიც ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს. მხოლოდ მოთიბვა არ არის საკმარისი,მას შეგროვება და ბულულზე აგება უნდა. ამ რთულ საქმეს კიდევ ართულებდა მზე. მზე,ოხ,ეს ოხერი.თითქოს დაუბიათ და ადგილს ვერ იცვლისო.მთელი დღე არც კი იჩრდილებდა და მინდორში მყოფ ხალხს გულს უწუხებდა. მექომ თავის ძმებს სათიბზე საჭმელი წაუღო,სადაც ერთ ბიჭს მოჰკრა თვალი,და ბიჭმაც დაინახა ის. აი,სწორედ აქ იწყება დიდი ისტორია.



№1  offline წევრი mariamiiiii

გაააგრძელე აუცილებლად გელი !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent