შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 16)


26-06-2018, 00:16
ავტორი Stranger things
ნანახია 1 419

ღრმად ჩავისუნთქე და მამაჩემის პალატის კარი შევაღე. მამა მშვიდად იწვა და ჭერს მიშტერებოდა, შეცვლილი იყო, თმა მეტად გაჭაღარავებოდა, თვალების გარშემო შავი წრეები ერტყა, მეტად გამხდარი იყო, კარის ხმაზე ჩემსკენ გამოიხედა, წამით თითქოს მის თვალში ნაპერწკალი გაკრთა და ჩახლეჩილი ხმით იკითხა:
-ელენა?

თავი 16
-მამა!-სასწრაფოდ მივვარდი და მონატრებულს ძლიერად მოვხვიე ხელები.-ვიცოდი,რომ გახსოვდი მა...
-ექიმო!-დაიძახა მამაჩემმა.-ვინ ბრძანდებით ქალბატონო,მომაშორეთ ხელები თუ შეიძლება და მიბრძანდით ჩემი პალატიდან-მითხრა მკაცრად და უხეშად მომიშორა.-ექიმო!-დაიძახა ისევ.
-მამა,მაა...კი მაგრამ შენ ხომ მიცანი...-უნებურად წამომივიდა ცრემლები.
-არ ვიცი ვინ ბრძანდებით,მაგრამ თუ ახლავე არ გახვალთ აქედან...-უეცრად,აპარატმა რომელზეც იყო მიერთებული ხმაური დაიწყო და მამაჩემმაც, ის ხელი რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში უხეშად მიჭერდა გულზე მიიდო, სახე გაუფითრდა და პირი დააღო, რომ ჰაერი ჩაენსუთქა.
-ექიმო!-ახლა მე დავიძახე და კარებისკენ გავემართე.
პალატაში ექიმები და მედდები შემოცვივდნენ და ერთ-ერთმა ხელით მიბიძგა გასასვლელისაკენ, ნოე კედელს მიყრდნობოდა, როდესაც დამინახა სწრაფად მომიახლოვდა და ხელები მომხვია...თავზე მეფერებოდა და მამშვიდებდა.
მალე პალატიდან ყველა გამოვიდა, ჩვენთან მხოლოდ ექიმი გაჩერდა.
-როგორაა?
-ახლა მდგომარეობა სტაბილურია.
-რა მოხდა?
-მაღალი ემოციური შოკის ბრალი იყო, მე ხომ გაგაფრთხილეთ რომ...
-მან მიცნო ექიმო,სახელით მომმართა...-გავაწყვეტინე მე.-მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა არ ვიცი...
-ქალბატონო ელენა, მამათქვენს ამნეზია აქვს მის მეხსიერებაში მოგონებების გაელვებებია...მოკლედ მამათქვენმა მხოლოდ წამით გაიაზრა ვინ იყავით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გიცნოთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მის მდგომარეობას და დიდად დამავალებთ,თუ აქ გარკვეული დროის მანძილზე აღარ მობრძანდებით, ხომ ხედავთ ეს მისთვის საზიანოა.
-მას ახლა ნაცნობი გარემო სჭირდება, ჩვენთან უნდა იყოს!
-მანამ სანამ მთლიანად არ გამოვიკვლევთ,ვერ გავწერთ, ამიტომაც გთხოვთ მოერიდოთ მასთან კონტაქტს...მაპატიეთ ახლა კი უნდა დაგტოვოთ.-თქვა და წავიდა.
მე პალატის კარი გავაღე, ცოტა ხანი ვუყურებდი მამას,რომელსაც მშვიდად ეძინა, მივედი შუბლზე ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე:
-ესეც გაივლის, ერთად ყველაფერს შევძლებთ,მიყვარხარ მაა...
პალატის კარი სასწრაფოდ დავხურე და გასასვლელისაკენ გავწიე.
-აქაურობას იცნობ?-ვკითხე ნოეს.
-კი...ხშირად ჩამოვდივარ...
-სადმე ბარში წავდეთ.
-ელ,უმჯობესი იქნება თუ დაისვენებ.
-ახლა სასტუმროში წასვლა არ მინდა, გთხოვ რაა...
ნოემ უთქმელად დაძრა მანქანა და მალე პატარა შენობის წინ გააჩერა, გადავიდა და ახლა მე დამეხმარა გადასვლაში.სიბნელე იყო, რაც ძალიან მომწონდა, პირდაპირ ბართან მივედი.
-რამე ძლიერი დამისხით.-ვთხოვე ბარმენს და მაღალ სკამზე ჩამოვჯექი.
-თქვენი პირადობის მოწმობა თუ შეიძლება.
ჯანდანდაბა...
ნოემ საკუთარი პირდადობის მოწმობა მიაწოდა.
-ასე შეიძლება?-ჰკითხა მან.
-თქვენთვის კი, მაგრამ როგროც ჩანს მისთვის არა.-თავით ჩემსკენ ანიშნა.
-ახლა მისმინეთ!-ერთიანად მომინდა ბრაზის ამონთხევა.-გუშინ გავიგე,რომ მამაჩემი რომელიც ამდენი ხანი მეგონა რომ მკვდარი იყო ცოცხალია, სასწრაფოდ გამოვფრინდი, რომ დრო არ დამეკარგა, შემდეგ მამაჩემთან მივედი, მას კი ამნეზია აქვს და ჩემს დანახვაზე ლამის იმფაქტმა დაარტყა, ექიმმა გამომლანძღა, მისვლა ამიკრძალა და ახლა შენ მეუბნები რომ ამ ყველაფრის შემდეგ ორი ჭიქა ტეკილაც არ მეკუთვინს, იმის გამო რომ დედამ ერთი წლით ადრე არ გავჩნდი?!
ბარმენმა ჯერ ნოეს,შემდეგ მე შემომხედა,ალბათ ჩემ სახეზე ამოიკითა რომ არ ვიტყუებოდი და ბოლოს ორი ჭიქა გადმოდგა.
-ამას თუ გაიგებენ გამაგდებენ...-ჩაიბუტბუტა თავისთვის და ჭიქებში სასმელი დაასხა.
-ახლა რას აპირებ?-მკითხა ნოემ ერთი ჭიქის შემდეგ.
-ჯერ ისე დავთვრები,რომ ჩემი სახელიც დამავიწყდეს და ხვალ წავალ აქედან.
-წახვალ?-გაუკვირდა ნოეს.
-ექიმს ვეტყვი რომ ყველაფრის გამოსაკვლევად ორ კვირას ვაძლევ, შემდეგ ისევ ჩამოვალ და მამას სახლში წავიყვან...შენ რას აპირებ?
-რაზე მეკითხები?
-აქ ხომ საქმეები გაქვს.
-მქონდა... -დააზუსტა.-ტარიელი მოაგვარებს ყველაფერს.
-არ მინდოდა ჩემს გამო...
-ამზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ.-შემაწყვეტინა და მკაცრად გამომხრდა.
-მადობა.-თავი ჩავხარე და ჩემს ჭიქას ჩავაშტერდი.- ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
-მიხარია,რომ მამაშენი ცოცხალია.-ხელი დამადო, მაგრად მომიჭირა, შემდეგ ტუჩებთან მიითტანა და თბილად მაკოცა.- შენ ბედნიერებას იმსახურებ.
-ვისურვებდი ისინიც კარგად ყოფილიყვნენ...-დედას და ბიძას გახსენებაზე სინანულით გავაქნიე თავი.-მაგრამ ისე გაგვიმართლა, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.
-შეგვიძლია კიდევ რამდენიმე დღით დავრჩეთ.-შემომთავაზა მან.
-არ ვიცი.-თავი გავაქნიე.-არ მინდა ლიზა დიდ ხანს დავტოვო...
-ელ, ის დიდი გოგოა, დედამისიც მასთანაა შენ კი ცოტა გართობა გჭირდება.
-რა მთავაზობ?-ვთქვი და სახით ხელს დავეყრდენი.
-ექსკურსიას ბერლინში.-ხელები დემონსტრაციულად გაშალა.
-კარგი.-დავთანხმდი უცებ, ამ დღეებში იმდენი რამ მოხდა რომ რამდენიმე დღე ბერლინში ახლა სუფთა ჰაერის ჩასუნთვასავით იქნებოდა ჩემთვის.
-იდეალურია.-გამიღიმა ნოემ და თავის ჭიქას დასწვდა.
რამდენიმე სათის შემდეგ ბერლინის ქუჩებში დავსეირნობდი და სულაც არ მაწუხებდა ის ფაქტი რომ სიმთვრალისაგან ფეხზე ძლივს ვიდექი.
-ჭკვიანი ხარ.-დავასკვენი მე და ნოეს გავხედე.
-რა შეატყვე?-გაეცინა მას.
-მე ვერ გავთვალე,რომ დავთვრებოდით და ფეხით წასვლა მოგვიწევდა.-ნოეს არჩეული ბარი ჩვენი სასტუმროდან რამდენიმე მეტრში იყო.
-ძალიან მთვრალი ხარ.-გეცინა მას.
-სასტუმროში რა გვინდა,წამო გავისეირნოთ.-ხელი ჩავკიდე და გზის მეორე მხარეს გადავიყვანე,როცა უკვე სასტუმროში შედიოდა.
-არა ელ, შენი ძილის დროა.-მითხრა და ხელზე დამქაჩა რომ უკან მივებრუნებინე.
-როგორც იტყვი დედიკო.-ენა გამოვუყავი და ჩემს ბავშვურ საქციელზე მე თვითონ გამეცინა.-წამო რაა!
-სად?
ტაქს ხელი დავუქნიე, ჯერ მე ჩავჯექი და ნოეც იძულებული გახდა ჩამჯდარიყო.
-საით?-გვკითხა ტაქსის მძღოლმა.
-ჩვენ ტურისტები ვართ.-გავუღიმე მე.-აქაურიბას კარგად არ ვიცნობთ და ძალიან გვინდა სადმე გავერთოთ, თქვენ რას გვირჩევთ?
-დღეს რამდენიმე ადამიანმა მთხოვა ერთიდაიგივე კლუბში მიყვანა.
-მაშინ ჩვენც იქით მივდივართ.
ნახევარ საათში მანქანა დიდი შენობის წინ გაჩერდა,სწრაფად გადავიხადე, ნოეს ხელი მოვკიდე და სულ ბუზღუნით ჩავაყენე რიგში.ცოტა ხანი იდგა და მიყურებდა, ბოლოს ამოიოხრა, ხელი მომკიდა, რიგიდან გამოვიდა, დაცვას მიუახლოვდა, მათ თავი დაუკრათ და ისინც უხმოდ გაეცალნენ გასასვლელს,რომ ჩვენთვის შესვლის საშუალება მოეცათ.
-კი მაგრამ...-დავიბენი.
-ჩემი მეგობრის კლუბია, აქ ბევრს ვიცნობ, ნახევარი ცხოვრება გრმანიაში მაქვს გატარებული.-ამიხსნა მოკლედ.
-მაგარია.-ვთქვი აღტაცებით.
-პოლი გაგიჟდება.-ჩაიცინა და ერთ-ერთი მაგიდისაკენ გამიძღვა, სადაც კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამინი იჯდა და მშვიდად საუბრობდა.-პოლ!-დაუძახა ნოემ ერთ-ერთს.
-ნოე...-კაცი თავიდან დაიბნა,მაგრამ თანდათან მისი სახე ღიმილმა მოიცვა.-დაკარგულო!-ფეხზე წამოხტა და ნოეს გადაეხვა.-მეჩვენები?!
-მომენატრე ძმაო.-უთხრა ნოემ და ახლა სხვებს გადაეხვია.
-ბიჭებო გაიცანით ეს ელენაა...-ჩემზე ანიშნა.-ეს გადარეულები კი, პოლი, იონასი და ბენი არიან.
-სასიამოვნოა-მითხრა პოლმა და იმის მაგივრად რომ ხელი ჩამოერთმია მაგრად ჩამიკრა გულში.
-როდის ჩამოხვედი?-ჰკითხა ბენმა ნოეს,როდესაც დავსხედით.
-დღეს...დამიჯერებ თუ გეტყვი რომ საქმეებზე არ ვარ?-სიცილით გადახედა მეგობარს.
-არ დაგიჯერებ.-ხელები ასწია ბენმა.
-ელენას ჰქონდა საქმეები და მე უბრალოდ გამოვყევი.
-მიკვირს აქ მოსვლა რომ გაგახსენდა.-თქვა პოლმა.
-მე არა, ყველაფერი მისი დამსახურებაა.-ნოემ მე გამომხედა.
-ანუ თქვენ უნდა გიმადლოდეთ ახალგაზრდა ლედი,-ხმა დაინაზა იონასმა.-რომ წლების უნხავი მეგობარი გვანახეთ. -ამ სიტყვებზე ნოეს მიუტრიალდა და მისი ხმაც ისე უეცრად შეიცვალა რომ ყველას სიცილი აგვიტყდა.
-ტარიელიც აქაა?-იკითხა ბენმა.
-არა, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩამოვა.-უპასუხა ნოემ.- ის კი დამიჯერეთ ყოველ დღე აქ იჯდება.
ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, როგორც აღმოჩნდა ნოე მათ ბავშვობიდან იცნობდა.
-ორი წუთში დავბრუნდები.-ჩავჩურჩულე ნოეს, ბოდიში მოვიხადე და საპირფარეშოში გავედი. სახე მოვიბანე და ცოტა გამოვფხიზლდი, შემდეგ შეძლებისდაგვარად მაკიაჟიც გავიკეთე და მაგიდასთან დავბრუნდი, სადაც ბიჭები ახლა უკვე სერიოზული სახეებით ისხდნენ და საქმეზე საუბრობდნენ.
-ჯერ არ ვიცით რა აქვს ჩაფიქრებული მაგრამ იმ კაცს არ ვენდობი.-ამბობდა ბენი.
-რამე გაარკვიეთ?—იკითხა ნოემ.
-ყველაფერი კარგადაა დამალული, მისი წარსული არაფერზე მიგვანიშნებს და არც ის ვიცით საიდან აქვს ამდენი ფული.-თქვა პოლმა.
-სანამ შეთანხმებას გააფორმებ ჯერ ყველაფერი კარგად გაარკვიე.-უთხრა ნოემ.
მე რომ დამინახეს ცოტა დაიბნენ, მაგრამ მალევე გახალისდნენ და გართობა განვაგრძეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent