შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანუკვარი სიმშვიდე (სრულად)


26-06-2018, 11:33
ავტორი Autumn Girl
ნანახია 4 478

მომიკითხა და მაგიდასთან დაჯდა.
-პირდაპირ საქმეზე გადავალ, არ მინდა თავი მოგაბეზრო.
-როგორც გინდა
-გეგა გეგეჭკორს იცნობ ხო?
დავინახე როგორ დაეჭიმა საბას ყელზე ძარღვები, თუმცა მშვიდად დამეთანხმა.
-იმდღეს თიკას გაუჭედა, დაუპადიეზდა და ამასაც შეეშინდა.
მოკლედ, მინდა, რომ ეგ და მაგის სასტავი აღარ გაგვეკაროს
-მოვუვლით მაგათ მე და ბიჭები.
მიკვირდა როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს, სიბრაზისგან სახეზე ალმური ასდიოდა.
-უი, ნიკუშა როგორ არის?
-გუშინ გამოწერეს
-ავუვლით დღეს
-ენატრება ძაან
-იმასაც
ნიკუშას და ანჩის (სინამდვილეში ანანო, თუმცა ყველა ასე ვეძახით, ნიკუშას გარდა) ერთმანეთი მოსწონდათ, მაგრამ რაც მე და საბა დავშორდით ვეღარ გააგრძელეს რა. წინა კვირას ნიკუშა დაჭრეს. ანჩიმ იმდენი ინერვიულა რამის მიუწვა გვერდით, საავადმყოფოში.
-შენ რას შვრები, არავინ გყავს?
-გამეცინა - ვინ უნდა მყავდეს?
-ხო, რავიცი
-კაი, საბ, წავედი, მადლობა
-კაი რა, რა მადლობა

***

-გაგიხეთქე ტელეფონი, სად იყავი?
-საქმეები მქონდა
-საქმეები მქონდა - გამომაჯავრა ანჩიმ
-ამას რა ჭირს? - შევხედე თიკას, რომელიც აშკარად არ გვისმენდა
-ჰეიიი
-რა? - გაოცებულმა იკითხა თიკამ
-აქ ხარ?
-გეგამ ბოდიში მომიხადა
-რა?
-ლაჩარი... - ვთქვი ჩემთვის, რაც გოგოებს არ გამორჩენიათ
-რაღაც იცი და გვიმალავ ხო?
-არ თქვა, რომ ლუკას უთხარი
-არაა
-აბა?
-საბას
-რაა?
-მოიცადე, შენ რა, საბას შეხვდი?
-ხოო, რა იყო
-მერე?
-რა მერე?
-რა უთხარი?
-რა მნიშვნელობა აქვს, შედეგი სახეზეა
-მოვაგვარებდი მეთვითონ - მითხრა თიკამ
-რას მოაგვარებდი გოგო, ვერ ხარ შენ
-რომელი ვართ აქედან დალაგებული
-ეგეც მართალია
-ნინ
-ხოო
-ვერ დამაჯერებ, რომ აღარ გიყვარს
-ვიინ?
-რა ვიინ გოგო, საბა
-ეგრე მეტყობა? - სახე ხელებში ჩავრგე
-რომ შეურიგდე? - მორიგი სისულელე დაახეთქა თიკამ
ისეთი სახით შევხედე, ხელები ასწია - ჩემითო
-ნიკუშასთან არ ავიდეთ?
-როგორ იცი ხოლმე ეს თემის შეცვლები რაა ნინი, ავიდეთ, ავიდეთ...

***

-ვაა, ესენი ვინ მოსულან, გვიკადრეთ გოგოებო? - სიცილით მოგვესალმა ლუკა და სამივე გადაგვკოცნა
-დაჭრილი საით გყავთ?
-ოთახში წევს, შედით
ნიკუშა მოვიკითხეთ, მერე კი თვალის ჩაკვრებით დავტოვეთ მე და თიკამ ოთახი. ვიცოდით, ანჩი ამის გამო მოგვკლავდა, მარა მაინც.

***

-რამე უნდა დამემართოს, შენ, რომ მნახო?
-ნუ ამბობ ეგრე
-აბა როგორ ვთქვა?
-...
-ანანო...
-ანჩი მეთქი, ანჩი, მერამდენედ უნდა გითხრა ეს
-რამდენჯერაც არ უნდა მითხრა, მაინც ანანოს დაგიძახებ, ხო იცი არა
-...
-მოდი ჩემთან
-ნწ!
-აბა მე მოვიდე?
-კი!
-ნაკერები, რომ გამეხსნება?
-რა? უი, ხოო. იწექი, იწექი, მე მოვალ - დაბნეული ბავშვივით იქცეოდა ანჩი. თუმცა რა, არ იყო თუ?
-ჩემი ჯიუტი გოგო!

***

აივანზე გავედი მოსაწევად, ლუკაც გამომყვა
-ნიინ
-ხო
-როდემდე უნდა იყოთ ასე?
-არვიცი...
-აუ რაა, ხო გიყვართ ისევ ერთმანეთი. რას აიჩემეთ, რომ ურთიერთობა გაგიცივდათ, ვეღარ უგებდით ერთმანეთს და მსგავსი სისულელეები, ვინ გითხრათ გაფიცებ?
მე ტირილი ამიტყდა
-აუ კაი რა ნიინ, არ მინდოდა ესე გამოსულიყო... უბრალოდ ხო იცი არა, ნერვები მეშლება უსამართლობაზე. თქვენი ერთად არ ყოფნა უსამართლობაა, მეტი არაფერი რა...
-ნახევარი წელი გავიდა ლუკა, გესმის? ნახევარი წელი...მეექვსე თვეა და კიდევ ვერ ვეგუები იმფაქტს, რომ დავშორდით
-კაი, დაწყნარდი ნინ, არ მინდოდა რა... ბოდიში

***

უნივერსიტეტიდან დაღლილი გამოვედი, ნაცნობი ხმა, რომ მომესმა. ნაცნობი რა, საბას ხმას ყველაში გამოვარჩევდი.
-ნინი, როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მეც ეგრე
-წამოდი გაგიყვან
არ დამიწყია ქაჯობა და უხმოდ ჩავუჯექი მანქანაში.
-აქ საიდან?
-საქმეზე ვიყავი რა
-ააა
-როგორ მიდის სწავლის საქმეები?
-როგორც ყოველთვის კარგად, შენსკენ?
-ძველებურად
-ის ლექტორი კიდევ გიბურღავს ტვინს?
-არაა, შემეშვა
-უი, რატოომ?
-აღარ მომწონს შენი თემებიო
გამეცინა
ადრე თემებს სულ მე ვუწერდი ხოლმე. ეს ლექტორიც აქებდა და აქებდა, ზედმეტადაც კი აძლევდა ხოლმე დავალებებს.
ამასობაში მივედით კიდევაც, დავემშვიდობე და სახლში შევედი.
-არ მითხრა, რომ რიგდებით
-ტყუილად გიხარია დე, უბრალოდ სახლში მომაცილა
-მაშინაც უბრალოდ სახლში მომაცილა იყო და მაგით დაიწყო ყველაფერი
-მაშინ სხვა დრო იყო
-ნინი მისმინე. ხომ იცი როგორ გვიყვარხარ მე და მამაშენს, მაგრამ ასეთს ვერ გიყურებთ, მთელი დღე დაღვრემილი და სევდიანი დადიხარ. ვიცი შენთვის ძნელია, მაგრამ ეცადე მაინც, ჩვენთვის ეცადე.
აცრემლებული ჩავეხუტე დედაჩემს და მიხაროდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დედა მყავდა!

***

-სად ხარ ? - ტელეფონში ჩამყვირა თიკამ
-რა გაყვირებს გოგო? მეძინა შენც კიდე, სად უნდა ვიყო
-დროზე ადექი, ნიკუშასთან ვართ ყველანი
-ისიც მანდაა?
-კი
-ხოდა არ მინდა
-ნინი ახვლედიანო ან ახლა ამოხვალ ან დაივიწყე ჩვენი ამდენწლიანი მეგობრობა - საუბარში ჩაერთო ანჩი
-უიმეე, ეს ნამუსზე აგდება კარგად გამოგდით
-10 წუთში აქ იყავი, გელოდებით

***

-ნინი როგორ ხარ? - კარები მომღიმარმა საბამ გამიღო
-არამიშავს, შენ?
-მეც
მაგიდასთან ანჩისა და თიკას შორის ჩავჯექი. წინ საბა მეჯდა. ზედ არ შემოუხედავს მთელი საღამო, გამოლაპარაკებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. უხასიათოდ ვიჯექი, ბოლოს კი საერთოდ წამოვედი.

***

-ნინი, როგორ ხარ?
-კარგად,ანრი,შენ? - ჩემი კურსელი შემხვდა მარჯანიშვილზე
-მეც კარგად. საით?
-დაქალთან მივდიოდი
-წამო გაგაცილებ, რამდენი ხანია არ მინახიხარ
-რა რამდენი ხანი, ანრი, კურსელები ვართ
-უი ეგ სულ დამავიწყდა
უაზროდ ჩავედით თიკას სახლამდე. დავემშვიდობე და სადარბაზოში შესვლა გადავწყვიტე, რომ შემომაბრუნა, ლოყაზე მაკოცა, სწრაფად ჩამეხუტა და ნახვამდისო - მითხრა.
ვერაა ეს მგონი ხო? მისი ასეთი საქციელი მეუცნაურა, მაგრამ დავი*იდე

***

მერე იყო ვითომ შეხვედრები ამ ანრისი. კიდევ კარგი ყოველ დამშვიდობებაზე ისე არ იქცეოდა, როგორც მაშინ, თორემ სულ გავაფრენდი. ძაან თავს მაბეზრებდა,მაგრამ ბიჭებისთვის არ მინდოდა თქმა, გაუიასნებდნენ, ესეც როგორც ფულიანი მამიკოს გატუტუცებული შვილი არ დაუთმობდა და ატყდებოდა ერთი ამბავი. ეს ყველაფერი კი ჩემს გამო, რომ მომხდარიყო ნამდვილად არ მინდოდა.

***

მორიგი შეკრება ნიკუშასთან.
-ვაა ვინ მოსულა?
-გვიკადრე ნინუშ?
-რამე ხდება და არ ვიცი? - გაკვირვებულმა ვიკითხე მე.
გოგოებმა თავი გააქნიეს - არც ამათმა არ იცოდნენ რა ხდებოდა
-უბანში ხმები მალე ვრცელდება
-გასამხიარულებლად ამოვედი და თუ ჩემი ნერვების მოშლა გინდათ, პირდაპირ მითხარით და წავალ. - გაოგნებული ვიყავი მათი საქციელით
-რა იყო ანრიმ ვერ გაგამხიარულა? - მკითხა საბამ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში კუთხეში იდგა და ეწეოდა
-არაა ეგ შენი საქმე - ირონიულად მივუგე.
-კაი რა, ნინი, ანრი? ის გამო*ირებული ანრი? - შემომხედა ვაკომ
-რას გადაეკიდეთ ამ ანრის?
-შენ ნორმალური ხარ გოგო? აღარ შეხვდები და ეგაა - მომიხაზა თორნიკემ
-ჩემი ცხოვრებაა და მე გადავწყვეტ ვის შევხვე და ვის არა
-ამის დედაც - გამწარებული გავარდა საბა სახლიდან.

***

იმ ღამეს ანრი ტრამვატოლოგიურში შეიყვანეს. არ ამბობდა ვინ ცემა, მაგრამ კითხვა რათ უნდოდა? ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ერთი მე ვიყავი დაბნეული და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ერთხელ მოვინახულე ანრი, მოვალეობის მოხდის მიზნით. საბა არ გამოჩენილა. სულ ავირიე.

***

-კაი ნინ, ნუ ტირი რა
-ისევ უყვარხარ ხო იცი
-ვუყვარვარ არა ის
-აბა რას ცემა ის ბიჭი, რამის შემოაკვდა ხელში
-არვიცი
-აუ დებილი ხარ რა
-ნუღარ მიმატებთ გთხოვთ
იმ დღეს ძლივს დამაწყნარეს გოგოებმა. მერე სახლებში გავუშვი. მე კი მთაწმინდაზე ავედი. “ჩვენს” ადგილას მივედი. ეს მე დავარქვი ასე. მთელი თბილისი მოჩანდა. მე და საბა ხშირად დავდიოდით ხოლმე აქ. ნაცნობი სურნელი მთელ სხეულში გავრცელდა. მეგონა მომეჩვენა და ამ ადგილს ჰქონდა შემორჩენილი სანდროს არომატი, თუმცა მივხვდი, რომ შევცდი, როგორც კი შეხება ვიგრძენი. ღმერთო როგორი ცივი იყო.
-აქ რას აკეთებ?
-არ ვიცი - ჩემი ხმა მეთვითონ ძლივს გავიგე
-გაცივდები
-გადარდებდეს ეხლა შენც რა
-მადარდებს
-არ გადარდებს
-მაშინ რატომ ავახვევინე იმ სასტავს თბილისიდან?
-თიკას გამო
-რატომ დავდიოდი ნიკუშასთან შეკრებებზე?
-შენი მეგობრებიც არიან ისინი
-რატომ წევს ახლა ის ტრამვატოლოგიურში?
-პრინციპის საკითხია
-რატომ მიყვარხარ ისევ?
-...
-მიდი, მიპასუხე აბა
-არვიცი
-როგორ მოხდა? ნინი ახვლედიანი - ყველაზე მაგარი გოგო, რომელიც არასდროს არ თმობს პოზიციებს და არასდროს არ ტყდება კითხვაზე ვერ მცემს პასუხს. ხომ გინდოდა ამის მოსმენა, ხომ გინდოდა მეთქვა ისევ, რომ მიყვარხარ და ისევ მადარდებ, ხომ მოიხმინე? ახლა, რაღა გინდა?
-არვიცი - ტირილი ამიტყდა და თავი ხელებში ჩავრგე. ასეთი სუსტი ჩემი თავი არასდროს მენახა.
-სულელო
თავისი ხელები მომხვია და მაგრად ჩამიხუტა.
-საბა
-ხოო
-მეც ისევ მიყვ...
-ეგ ისედაც ვიცი
ბოლოს მხოლოდ მის სურნელს და სითბოს ვგრძნობდი. სითბოს, რომელიც გამოდიოდა მისი სხეულიდან. და აი ამ მომენტში ვიპოვე მე ჩემი
სანუკვარი სიმშვიდე.

***



№1 სტუმარი basketista

აუუუ ნეტა მე როდის ვიპოვი ჩემს სანუკვარ სიმშვიდეს? smile
კარგი იყო ხო იცი შენ. მაგარი გოგო ხარ kissing_heart heart_eyes

 


№2  offline წევრი ჟიზელი

მეც მინდა ჩემი სანუკვარი სიმშვიდე :დ

 


№3  offline წევრი Autumn Girl

[center][/center]
ჟიზელი
მეც მინდა ჩემი სანუკვარი სიმშვიდე :დ

მალე იპოვი შენც იმედია smiley heart_eyes

basketista
აუუუ ნეტა მე როდის ვიპოვი ჩემს სანუკვარ სიმშვიდეს? smile
კარგი იყო ხო იცი შენ. მაგარი გოგო ხარ kissing_heart heart_eyes

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Sayvarloba iyoo

 


№5  offline წევრი Autumn Girl

Qeti qimucadze
Sayvarloba iyoo


მიხარია თუ მოგეწონათ blush heart_eyes

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სათაური უხეშად მომხვდა თავში, ალბათ, დამთხვევაა :)

 


№7  offline წევრი Autumn Girl

tasusuna
სათაური უხეშად მომხვდა თავში, ალბათ, დამთხვევაა :)


არვიცოდი შენს ისტორიასაც თუ იგივე ერქვა pensive

 


№8 სტუმარი tata

ძან პატარა იყო ???? ისე გაცნობის ისტორიდაან რო დაგეწყო კარგი იქნებოდა ????

 


№9  offline წევრი Autumn Girl

tata
ძან პატარა იყო ???? ისე გაცნობის ისტორიდაან რო დაგეწყო კარგი იქნებოდა ????

მადლობა, რომ წაიკითხე. შემდეგში დიდს დავდებ აუცილებლად innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent