შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი კავშირი (1თავი)


26-06-2018, 19:22
ავტორი keti27
ნანახია 1 558

ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა სკოლა დავამთავრე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი. სკოლის დამთავრება გარკვეულ სენტიმენტებთან არის ხოლმე ასოცირებული,თუმცა ჩემთვის ძალიან ადვილი აღმოჩნდა სკოლასთან გამომშვიდობება.ბოლოს სკოლის ეზოში ფეხი გამოცდების დღეს შევდგი.დიახ,გამოცდებმა დაუდო საფუძველი ჩემი და სკოლის გაყრას :დდ საბედნიეროდ ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და ახლა უკვე ატესტატიანი ვარ ^_^ გაწყდა ჩემი კავშირი სკოლასთან და დავიწყე ახალი ცხოვრება,სკოლის გარეშე..ახლა მხოლოდ ეროვნულებზე გადავერთე...ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდებზე საუკეთესო შედეგის დადება,რადგან ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს დავადგი თვალი და ძალიან მინდა იქ მოხვედრა.
...
მანამ გავაგრძელებ და თავს მოგაბეზრებთ ჩემს გამოცდებზე საუბრით,უცებ გაგეცნობით. :დდდ მე ქეით მილსი ვარ(აწ უკვე 18 წლის) ჯორჯიას შტატიდან. აქ დავიბადე და ძალიან მიყვარს აქაურობა.მყავს დედა,მამა და და.სამივე ძალიან მიყვარს და მათთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი.მყავს ერთი საუკეთესო მეგობარი,ქეთრინი,რომელსაც სულ რაღაც სამი წელია რაც ვიცნობ.ჩემზე ორი წლით პატარაა,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი დამეგობრებისთვის. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ძალიან ახლოს ვართ,ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით..თუმცა არის ერთი რამ,რაც ჯერ მისთვის არ მითქვამს..სწორედ ამის მოყოლას ვაპირებ თქვენთვის.მოკლედ მოგეხსენებათ აბიტურიენტობა,როგორი ერთფეროვანი და დამღლელია,უნდა იარო რეპეტიტორებთან და მთელი კვირის განმავლობაში დავალებები აკეთო.თითქმის ყველა დღე ერთნაირად მიდის,შაბათ-კვირის გარდა.მხოლოდ ამ დღეებში ვახერხებ დასვენებას და ქეთრინთან ნორმალურად შეხვედრას,თუმცა ეს რა შუაშია,მე რის მოყოლასაც ვაპირებ არც შაბათს მომხდარა და არც კვირას,ძალიან შორს,რომ არ წავიდე გეტყვით:
ოთხშაბათი დღე იყო...სამის წუთებზე გამოვედი სახლიდან და უჩვეულო არაფერი მომხდარა,მასწავლებელთან წავედი..სადღაც 2საათი ვიყავი იქ,ვიმეცადინე და წამოვედი დაღლილი. გავუდექი სახლის გზას.. როგორც ყოველთვის ისევ ჩვეული რიტმით მიედინებოდა ცხოვრება მანამ,სანამ მოკლე გზით არ გადავწყვიტე სახლში დაბრუნება.არ ვიცი რამ მიბიძგა,რომ განსხვავებული გზით წამოვსულიყავი,მითუმეტეს ხალხი არ მოძრაობს იქიდან თითქმის და ცოტა საშიშივით გამოიყურება,თუმცა სულ 5წუთის სავალია და მალევე გადიხარ მთავარ გზაზე,საიდანაც უკვე ძალიან ახლოსაა ჩემი სახლი.მოკლედ დავადექი ამ გზას და ნახევარიც არ მქონდა გავლილი,უკნიდან რაღაც ხმა რომ მომესმა.ცოტა შემეშინდა...წამიერად თავში ათასმა აზრმა გამიელვა,თუ რისი ხმა შეიძლება ყოფილიყო .. რაც უფრო ახლოვდებოდა ხმა,თანდათან ვრწმუნდებოდი,რომ სწორედ ის იყო რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და საბოლოოდ დავრწმუნდი,როცა ძაღლის ყეფა მომესმა.ცოტახანში თვითონ ძაღლიც გამოჩნდა...ახლა ნათელი გახდა ყველაფერი,ძაღლი მორბოდა ძალიან სწრაფად და ამიტომ ისმოდა ასეთი უცნაური ხმა.ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,არ ვიცოდი რა მომემოქმედა, გაქცევას აზრი არ ქონდა, უთუოდ დამეწეოდა,ამიტომ შეშინებული ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.რაც უფრო ახლოს მოდიოდა,უფრო მკვეთრად ჩანდა მისი სახე,მიუხედავად იმისა,რომ ძაღლებში დიდად ვერ ვერკვევი, მისი ჯიში ვიცანი,თეთრი ლაბრადორი იყო..საყელური ეკეთა და გამიხარდა,ვიფიქრე აქვე იქნება პატრონი და იმედია მალე ისიც გამოჩნდება და დაიჭერს-მეთქი.მართლაც ძაღლის უკან ადამიანის ფეხის ხმაც მოისმა და ცოტათი დავმშვიდდი,თუმცა რათგინდა .. მანამ პატრონი დაიჭერდა,ძაღლი მთელი სისწრაფით ჩემსკენ გამოექანა,შემომახტა თავისი თათებით და ამომაყირავა :დდდ ამ მომენტში მთელმა ცხოვრებამ ჩამიარა,ვიფიქრე ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი,მაგრამ ჩემდა გასაკვირად ძაღლმა კბენის ნაცვლად ლოკვა დამიწყო :დდ 15წამი გაგრძელდა ეს ყოველივე დაახლოებით და შესაძლოა უფრო დიდხანსაც ვყოფილიყავი ძაღლის თათებს ქვეშ,რომ არ გამეგო ახალგაზრდა ბიჭის ხმა:
-ბობი ჩემთან.
მე ვერ დავინახე სახეზე,მაგრამ ნამდვილად ძაღლის პატრონი უნდა ყოფილიყო,რადგან მისი ხმის გაგონებაზე ეგრევე მისკენ გაიქცა.როგორც კი მომშორდა შვებით ამოვისუნთქე და მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე ბიჭი,რომელიც ძაღლს საყელურზე თოკს აბავდა.წამოდგომა დავაპირე ბიჭმა რომ შემომხედა,მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა,მეც დავეყრდენი და უცებ წამოვდექი.
-მადლობა-ვუთხარი,ზრდილობისთვის გავუღიმე და ტანსაცმელი ჩამოვიბერტყე. ლაპარაკის გაგრძელებას აღარ ვგეგმავდი,მით უფრო იმ ყველაფრის მერე რაც ცოტახნის წინ მოხდა და გზის გაგრძელება დავაპირე..
-ბოდიში,თუ შეგაშინეთ.მეც არ ვიცი რა მოუვიდა,მოულოდნელად გამოიქცა და ვერ შევაკავე.ზოგადად ძალიან წყნარია და მეც გამიკვირდა რა დაინახა ასეთი,რომ გაგიჟდა.-მითხრა მომღიმარი სახით ბიჭმა.
-კი ძალიან საყვარელია,-ვუთხარი ცინიკურად-არ ვიცი რა დაინახა,მაგრამ პირდაპირ მე შემომახტა,-ცოტა დავუსერიოზულე.
-შეიძლება შენ დაგინახა.-გაიღიმა და პირდაპირ თვალებში დამიწყო ყურება.
მე დავიბენი,არ ვიცოდი რა მეთქვა.. ამიტომ რამდენიმე წამი ბიჭს მივაშტერდი და მხოლოდ ახლა შევნიშნე მისი ხუჭუჭა ოქროსფერი თმები,ოდნავ მაღალი ჩანდა ჩემზე და გარეგნობითაც არაუშავდა.
-დაგინახა და მოეწონე,-განაგრძო მან-ამიტომ აგედევნა.
მის ხმაზე უცებ გამოვფხიზლდი,ჩაფიქრებულმა ვერ გავიგე რა თქვა ბოლოს,ამიტომ მოკლედ მოვუჭერი:
-ბოდიში მეჩქარება,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.-საბოლოოდ გავუღიმე და გამოვბრუნდი,აჩქარებული ნაბიჯებით გავუდექი გზას.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.-მომაძახა უკნიდან.
მე პასუხი აღარ გამიცია,უბრალოდ გამეღიმა ჩემთვის და განვაგრძე გზა.
სახლში რომ მივედი ამ ბიჭზე და მის თეთრ ლაბრადორზე დავიწყე ფიქრი..არვიცი,ზოგადად ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა,მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო,რაღაც ამოუხსნელი..მისი სახე სულ თვალწინ მიტრიალებდა და გონებიდან ვერ ამოვიგდე.
-რა სისულელეა,როგორ უნდა მოგეწონოს ბიჭი,რომლის სახელიც არ იცი,-გავიფიქრე და შევეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება,გადავწყვიტე ქეთრინისთვის მიმეწერა,ამიტომ ტელეფონს დავუწყე ძებნა,მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვნე.
-ღმერთო,ოღონდ იქ არ დამვარდნოდა,-წარმოვთქვი სასოწარკვეთილმა.



№1 სტუმარი სტუმარი

ძალიან საინტერესოა.

 


№2  offline წევრი keti27

ჰაიკო
ესეიგი: ჯორჯიას შტატიდან არა, ჯორჯიის შტატიდან. 2 საათი ან 15 წამი არა, ორი საათი და თხუთმეტი წამი. სხვა მხრივ კარგია! მოცულობა გაზარდე აუცილებლად.

მადლობა, გავითვალისწინებ აუცილებლად.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

საყვარლობა და საიტერესოა ????ველოდები შემდეგ თავს????

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

au ra kargiaaa♥♥♥♥moutmenlad veli shemdeg tavs da maLe daadee♥♥♥

 


№5  offline წევრი keti27

სტუმარი თაკო
au ra kargiaaa♥♥♥♥moutmenlad veli shemdeg tavs da maLe daadee♥♥♥

ძალიან დიდი მადლობა ♥ ხვალ ან ზეგ აუცილებლად დავდებ გაგრძელებას ♥

 


№6  offline წევრი khatia khatia

კარგიაა დზაან

არაფერი არ აქ დასაწუნიიი grinning smiley satisfied
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent