შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი თვალები სამყაროს ანათებს 1


26-06-2018, 20:18
ავტორი innako
ნანახია 1 780

ისეთი განცდა მაქვს ,თითქოს ჩემი ცხოვრება ერთი და იგივე , გაუჩერებელი კადრია, რომელშიც ნიკა თუ ნიკასთან დაკავშირებული მოვლენები სხეულის ყველა ნაწილს ეხება ,დიდ შიშნარევ სიამოვნებას შეუნიღბავად ტოვებს , მიდის და კვლავ უკან ბრუნდება.
ვზივარ და ვფიქრობ , როგორ დავწერო ისე ,რომ ყველა ადამიანში აღფრთოვანების გრძნობას იწვევდეს ის , რასაც მხოლოდ ჩემი ?-- ალბათ მხოლოდ ჩემი ჰქვია.
ხანდახან ეს ყოყველივე მინდა მხოლოდ აქ , ინასთან მოკვდეს , რათა ჩემი ცხოვრების ერთადერთი განძი სიყვარული ყველასგან დავიცვა , მაგრამ რა ვუყოთ ადამიანის დაუოკებელ სურვილს ყველაფრით გამოირჩეოდეს მეორისგან თუ ამის შანსი საკმაოდ დიდი აქვს ?
შესაძლებელია ბევრს ეს განაცხდი ხმამაღალი მოეჩვენოს , მწერალი ამპარტავან , თვითდაჯერებულ ხეპრედ შემრაცხოს ,მაგრამ მე უდიდეს იმედს ვიტოვებ შეძლებთ პატიებას, სწორედ იმ პატიებას , რომლის ძალაც რომ მქონოდა აღარავის მოგიწევდათ არც ერთი წუთის გაცდენა ამ ისტორიის წაკითხვაში , თვალის გადავლებასა თუ კრიტიკაში ...ის უბრალოდ ჯერ მაინც არ იარსებებდა, გაგრძელდებოდა და ოდესმე ბევრად უფრო საინტერესოდ დასრულდებოდა , ვიდრე ახლა , სამი წერტილით, გაუგრძელებლობის საკმაოდ დიდი პერსპექტივით.
მართალია ზემოხსენებული სიტყვებით თქვენთვის ჩემი ამბის ბოლომდე გაზიარების სურვილის გამოწვევას ვცდილობდი , მაგრამ ამას ვეღარ ვახერხებ , მინდა მალე მოგიყვეთ ყველაფერი, რაც გულში დაგროვდა და დიდ ლოდად გადაქცევაც მოახერხა.
ზამთარის სუსხიანი დღე იყო , სახლში უაზროდ ვიჯექი, მიუხედავად იმისა ,რომ გარეთ ყურება , სამყაროსადმი ინტერესი უზომოდ დიდი მაქვს , ამასაც კი ვერ ვახერხებდი ფანჯარასთან მივსულიყავი და თეთრებში შემკული არემარის ცქერით მაინც მიმეღო სიამოვნება, ვთვლიდი რაღაც სხვა ჭირდებოდა 15 იანვარს. ახლაც სასაცილოდ მაგონდება ეს დღე “Tinder”-ის შექმნას , „Google”-ში უსაყვარლესი ფისუნას ფოტოს ძებნას ,აპლიკაციაში გარკვევასა და სასურველი ტიპის ძებნაში უამრავი ბიჭის „დამაჩებაში“ რომ გაცდა.
წამები არ იყო გასული ,როცა „ჩარლი ჩაპლინმა“ მომიწონა. იმ დღის ფორიაქი უფრო გამიმძაფრდა , ვთვლიდი ეს იმან გამოიწვია ,რომ მას ჩარლის ჩემთვის ფავორიტი ფოტო დაემატებინა , უმალვე, სიამოვნებით გავიხსენე ის მომენტი , როდესაც წლების უკან ეს სურათი შემთხვევით აღმოვაჩინე ერთერთი სტატიის ფონად ,სადაც ყველაზე ცნობილი კომედიური მსახიობი საოცარ ფრაზას ამბობს : „ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე.“ მოგონებებისგან თავის დაღწევამ ფიქრი გამიჩინა: ნუთუ ისიც ასე თვლის ? ნუთუ ისიც ასეთი კარგია ? აუცილებელ საჭიროებად ჩავთვალე უცნობი ბიჭის გაცნობა , მიუხედავად იმისა , რომ ჩემზე ბევრად დიდი იყო და მე წარმოდგენაც კი არ მქონდა მანიაკს , ჩვეულებრივ , გართობის მოყვარულ ტინდერელს თუ ნამდვილ ადამიანს ვუკავშირდებოდი.
დიალოგი მალე კამათში გადაგვეზარდა უწყინარი ფრაზების ფონზე:
-ინა სამედიცინოზე სწავლობ?
- კი მაქვს ბედნიერება.
- რა უბედურებაა, პაციენტზე მეტი ექიმი ხართ.
მართალია მასთან დაუსრულებელმა კამათმა ნერვები ისე მომიშალა , აპლიკაციის წაშლაც კი გავიფიქრე, მაგრამ წამიერად დავრწმუნდი რომ უცნობი ის იყო, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი , იგი ჩემი ნიკა იყო , ჩემი ყველაზე უცნაური , უსაყვარლესი ნიკა , რომელიც ქუჩაში რომ დამენახა ვერც კი ვიცნობდი მარტივი მიზეზის გამო , ჩარლი ჩაპლინი აშკარად ვერ იქნებოდა.
მან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ უფრო აქტუალური სოციალური ქსელი(გამოცნობა არ გაგიჭირდებათ) ”Facebook” მთხოვა . არ დაგიმალავთ პირველად ფოტოების ნახვით დიდად მოხიბლული ვერ დავრჩი , მაგრამ ერთ დღეში იმდენი მოახერხა, რომ დილით გაღვიძებულს, მასზე განსაკუთრებული კაცი არ მეგულებოდა ამ გალაქტიკაზე.
ის საოცრად განათლებულია ყველა სფეროში , მას ყველაზე ადეკვატური , ნებისმიერი სიტუაციისთვის იდეალურობის დონემდე შესაბამისი ქმედებები აქვს , მან იცის როგორ მართოს ყველაფერი მის ირგვლივ , იგი უდიდესი გამოწვევა იყო ჩემი ,რადგან როდესაც გავიზრდებოდი მინდოდა არა მამოლოგი , არამედი ნიკა გამოვსულიყავი.
ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მანიპულატორმა ერთ საღამოს დამირეკა და როცა პირველად მისი ხმა მოვისმინე, ხავერდოვანი დახვეწილი ტემბრიც კი ჩემი გახდა .არასდროს არ დამავიწყდება ის დღე, იგი ყაზბეგში იყო , მე გარეთ ვსეირნობდი თურმე მის სახლთან.
ერთ თვის თავზე ერთმანეთთან შეხვედრა გადავწყვიტეთ .თბილისიდან ქუთაისში დაბრუნებულს , ის მომავალში „ჩვენ“ ადგილზე მხვდებოდა.3 საათზე მეტხანს გული გამალებით მიცემდა, თმას უაზროდ ვივარცხნიდი , მაკიაჟს კი ყოველ 5 წუთში ერთხელ ვისწორებდი.
მარშუტკიდან ჩემი ჩამოსვლა ზუსტად დაემთხვა მის მოსვლას, უცებ ისე შემეშინდა ვინატრე უკან დაბრუნება, მაგრამ საკმარისი იყო მასთან მიახლოება და ჩახუტება , ყველაფერი გაქარწყლდა , ჩემი სამყარო კი საბოლოოდ ნიკად იქცა.
მრავალი საინტერესო წარსულში განხორცილებული დიალოგებისა თუ მონოლოგების ფონზე, ჩვენ ისე ვსაუბრობდით, როგორც დიდი ხნის ნაცნობები , განვიხილეთ ყველაფერი დაწყებული თავისი ნათესავის სკოლაში მოხვედრის ამბით დამთავრებული ჩემი სამომავლო გეგმებით. ვუყურებდი და მიკვირდა , როგორ შეეძლო ყველა თემა ასე ხატოვნად დაეკავშირებინა ერთმანეთთან ისე ,რომ ვერც გაიაზრებდი დრო როგორ მირბოდა. ძალიან მომინდა ძალიან დავკვირვებოდი მის თვალებს ,რადგან ისინი საოცარ სინათლეს ასხივებდნენ, ერთ ადგილზე არცერთი წამით ჩერდებოდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ , თითქოს ყველაფრის შესრუტვა უნდათ რაც კი მათ ირგვლივააო.
იმ დღეს მივხვდი: მისი თვალები სამყაროს ანათებდა.



№1  offline წევრი ჟიზელი

ერთ დღეში სოციალური ქსელით გაცნობილ ადამიანზე მსგავსი წარმოდგენების შექმნა ჩემთვის ალოგიკური რამეა და ზოგადად, როგორცვე შეხვდა ,მაშინვე რომ ჩათვალა ,რომ მისი თვალები სამყაროს ანათებდა, მეორე ალოგიკური რამ.
თუმცა ,ეს იმას არ ნიშნავს , რომ ისტორია ცუდია ან რამე მსგავსი.
გააგრძელე წერე

 


№2  offline წევრი innako

ჟიზელი
ერთ დღეში სოციალური ქსელით გაცნობილ ადამიანზე მსგავსი წარმოდგენების შექმნა ჩემთვის ალოგიკური რამეა და ზოგადად, როგორცვე შეხვდა ,მაშინვე რომ ჩათვალა ,რომ მისი თვალები სამყაროს ანათებდა, მეორე ალოგიკური რამ.
თუმცა ,ეს იმას არ ნიშნავს , რომ ისტორია ცუდია ან რამე მსგავსი.
გააგრძელე წერე

:D :D :D მეც ალოგიკური მეჩვენებოდა , მაგრამ... მაგრამ...მაგრამ...

 


№3  offline წევრი innako

mirandaa31
მაგრამ.. მაგრამ... გინდა თქვა რომ ეს ისტორია შენზეა და რეალურია?? ))) მაინტერესებს ძალიან ;)

ჯერ ყველაფერი წინააა

 


№4  offline წევრი innako

ჰაიკო
მე ის უფრო მაინტერესებს სხვა ისტორიები რატომ არ გაქვს დასრულებული.

აღარ ვაპირებდი აღარაფრის დაწერას გარკვეული მიზეზების გამო . ეს დასრულდება და თან ალბათ ბოლოც იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent