შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და კატა! (სრულად)


27-06-2018, 01:56
ავტორი Mtirala
ნანახია 4 270

ამბობენ, კატა იქ წევს, სადაც ტკივილს გრძნობსო.

***
ჩემი კატა, ტუსია, მუდამ გულზე მაწევს.
ალბათ, გრძნობს როგორ მტკივა გული, როგორი სევდა და ნაღველი მაწევს, ზუსტად გულზე.
სახლში, როგორც ყოველთვის, მხოლოდ მე და ტუსია ვართ.
ოჯახი არასდროს მყოლია, ან მყავდა და მე ვერ ვამჩნევდი. საშინელ ოჯახში გავიზარდე, მუდამ ჩხუბი და აყალმაყალი. როგორ ვიღლებოდი.
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ახალ ბინაში გადმოვედი.
აქ სიმშვიდეა, მაგრამ სიცარიელე...
სიცარიელე გულის სიღრმემდე აღწევს...
და ისევ...
გული საშინლად მტკივა.
მკლავზე მაცოცდება, შემდეგ გულ-მკერდს უახლოვდება და თავს მადებს.
დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ტუსიას ვუყვარვარ, მე მხოლოდ ტუსია მიყვარს.
ვგრძნობ, დედამიწაზე აღარ ვარ, ვინაცვლებ ძალიან ლამაზ სამყაროში... თვალებს ვხუჭავ და მორფეოსის სამყაროში ნაზად ვეშვები.
ისევ ჩამეძინა...
ფაქტია, ამ კატას საოცარი ნიჭი აქვს, როდესაც მეხება მუდამ ვითენთები და ძილი მერევა.
ჯანდაბა, ისევ ვიგვიანებ.
მომიწევს ჩემი მძინარა არსება მეზობელს დავუტოვო.
ოხ, როგორ ვერ ვიტან მას.
ჩემი მეზობელი, რეზო საშინელი ადამიანია. მუდამ მეღრინება, საშინელ ოინებს მიწყობს და ცდილობს მუდამ შემაშინოს.
და რაც მთვარია, კატები საშინლად სძულს, მაგრამ როცა იძულებული ვარ, მასთან გამყავს ჩემი ტუსია.
ხელჩანთას ვიღებ, მეორე ხელით კატა ამყავს და ვცდილობ, კარები მოხერხებულად ჩავკეტო. როგორღაც ვახერხებ.
რეზო ჩემი ბინის მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი ბინის ნომერი სამი ექვსიანისგან შედგებოდა.
მე გამიმართლა, ჩემი ბინა 665 ნომერია.
ყოველთვის მეუბნებოდა, შენ დამთარსე და მაგის ბრალიაო, მაგრამ მე რა შუაში ვარ?!
გეუბნებით, რეზო ეშმაკია.
მის კარს ვუახლოვდები და ზარს ვრეკავ.
კარს უცნობი, დაახლოებით 22-23 წლის ბიჭი მიღებს . ძალიან ბევრჯერ მინახავს წელსზემოთ შიშველი ადამიანი, მაგრამ ეს?!
-უკაცრავად, თქვენ?!
მეკითხება ძალიან ბოხი ხმით.
-რეზო მინდოდა, მგონი, ბინა შემეშალა, უკაცრავად.
თავს ოდნავ ვხრი, გამობრუნებას ვაპირებ, მაგრამ...
-რეზი, შენთან არიან.
ღმერთო, ასეთი ბოხი ხმა, როგორ აქვს?!
რა თქმა უნდა, ბინიდან საშინელი ხმები გამოდის, ამ "რეზიმ" რა აღარ შეიწირა საკითხავია.
-ვაუ, ელისაბედ! როგორ ხარ?
აი, გამოჩნდა, ჩემი ძალზედ საძულველი პიროვნება. ჩემთვის -რეზო, ამ სიმპათიური არსებისთვის - რეზი.
ის 21 წლის, კარგი გარეგნობის ბიჭია. ჩემზე საკმაოდ მაღალია, ულამაზესი, მწავნე თვალები აქვს. მის წამწამებზე და წარბებზე სულ ვიბოღმები. კუპრივით შავი თმა, შავი წარბ-წამწამი და მწვანე თვალები... იცი როგორ უხდება?!
მაგრამ რად გინდა? ხასიათი აქვს მტრისას.
ამ ბინაში სამი თვის წინ გადმოვედი, სიცოცხლე გამიმწარა ამ არსებამ.
გადმოსვლისას, დაგეხმარები ნივთების შეტანაშიო და ჩემი სანათი დაამტვრია. ხო, მეც ვიფიქრე, შემთხვევით დაიმტვრა-მეთქი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მითხრა, ძალით დავაგდეო.
ორი კვირა არ იყო გასული, სახლში გვიან ვბრუნდებოდი, სადარბაზოში რაღაც თეთრი შევამჩნია. ვიფიქრე, მომელანდა-მეთქი, მაგრამ მოჩვენება, ჩემი საყვარელი მეზობრელი, რეზო წამშივე გამომიხტა და მთელი ეზო სირბილით შემომატარა. მას შემდეგ გვიან აღარ ვბრუნდები სახლში.
ერთხელ წყალი გადამასხა, მეორედ სახეში ფქვილი შემაყრა, მესამედ კატა მომპარა და ასე.
გეუბნებით, სიცოცხლე გამიმწარა!
-კარგად, რეზო, შენ?
-რავი, არამიშავს. რამე საქმე გაქვს?
კატას ამრეზით დახედა და მკვლელი თვალებით შემომხედა.
-აუ, გეხვეწები, დღესაც დაიტოვე ტუსია და აღარ გთხოვ მეტს.
კატის თვალებით შევხედე, ეს ყველაზე ჭრის, მაგრამ რეზო ყველა არ არის. განსაკუთრებით, მას ხომ კატები სძულს.
-მეასედ მეუბნები მაგას, ამ კვირაში.
ეცინება და კატას მაინც მართმევს, უხეშად.
-დაჩი, ჩაიბარე ეს სიმახინჯე.
მიმართავს რეზო იმ სიმპათიურობის განსახირებას და კატას ესვრის. რეზოს ბედი, რომ დაიჭირა, თორემ მივასიკვდილებდი.
-წადი, ჩემო სიყვარულო, თორემ აგვიანებ.
-ენას ამოგაცლი, შე იდიოტო.
ვემუქრები და კიბეზე ვეშვები.


***
-ჯანდაბა, ვის გაუგია ბინაში წვეულების მოწყობა? მეზობლებს, რომ აწუხებს ვერ ხვდება?
ჩუმად ვბუზღუნებ და ნერვები მეშლება რეზიზე. ხო, რეზი-ზე. იმდენი მიჩიჩინა რეზოს ნუ მეძახიო, რაღა მექნა, მეც დავიღალე.
ჩემი ტუსია მაინც მოვძებნო, იქნებ ჩამეძინოს.
-ტუსია, ტუუ-სიი-აა. ციუ, სად ხარ?
ხმამაღლა ვეძახი და იმის იმედად ვარ, რომ გაიგონებს და გამოჩნდება.
მთელ სახლს ვაბრუნებ, სად არ ვეძებ. მაგიდების და სკამების ქვეშ, გარდერობში, მისაღებში, სამზარეულოში, აბაზანაში, სარდაფშიც, მაგრამ ვერსად ვაგნებ. ეზოც მოვიარე, "ციუ"-ს ძახილში, მაგრამ...
ერთადერთი იმედი მრჩება - რეზი!
კარებს ვაღებ და მთელი სისწრაფით ვაბრახუნებ კარზე. კარს ძალიან ლამაზი გოგო აღებს, გრძელი ფეხები აქვს, კარგადაც აცვია და, მთავარი, ასი ტონა შპაკლი არ უსვია. შემშურდებოდა, მაგრამ მაგის დრო არ მაქვს.
-უკაცრავად, გოგონი.
ვამბობ და გვერდს ვუვლი. ახსნის თავი არ მაქვს, რეზი უნდა მოვძებნო.
ჯანდაბა, ამ მაშხალას როგორ ეცეკვება?!
რეზის მაჯაში ხელს ვკიდებ, მის გაოცებულ სახეს ვაიგნორებ და აბაზანაში მივათრევ.
-რა იყო, ჩემზე ძალადობას აპირებ?
დამცინის! ჯანდაბა, რეზი!
-კი, ვაპირებ, მაგრამ მანამდე ჩემი ტუსია მომაძებნინე, გთხოვ.
მადლობა ღმერთს, რეზიმ კარგად იცის როგორ მიყვარს ჩემი კატა. მასში ერთი კარგი თვისება აღმოვაჩინე, როცა ადამიანს ვინმე ან რამე უყვარს, ამ სიყვარულს უდიდეს პატივს სცემს. ახლა, მაჯაში ის მავლებს და დივანზე მსვამს. მუსიკას თიშავს და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდებს. მიკვირს, ვიცოდი რომ დამეხამრებოდა, მაგრამ ასეთ საქციელსაც არ მოველოდი.
ოთახში მხოლოდ რამდენიმე ვრჩებით. მე, რეზი, დაჩი და ის ლამაზი გოგო, კარში რომ გამეჩხირა.
-ვაუ, მისტერ სიმპათიურება'ვ, შენც აქ ხარ?!
ვუცინი დაჩის და თვალს ვუკრავ.
-უკაცრავად, მაგრამ შეყვარებულს ნუ "მახევ".
იცინის გოგონა და დაჩის მხარზე ეკვრის. ასეც ვიცოდი! ასეთი ბიჭი და ასეთი გოგო მარტო არ იქნებოდნენ.
-მაგარი წყვილი ხართ, მე მოვკვდე.
ოდნავ ვიღიმი და რეზისკენ ვატრიალებ თავს. ველოდები, როდის დავიწყებთ ჩემი კატის ძებნას.
ცხოვერებაში პირველად,
მიღიმის...
გულწრფელად, მთელი გულით.
-ანუ, კატას ვეძებთ.
იძახის რეზი და სახლს ავლებს თვალს, იქნებ აქ შემოიპარაო. მთელ ბინას ვატრიალებთ, მაგრამ უშედეგოდ. აივანზეც ვათვალიერებთ, მაგრამ ჟრუანტელი მივლის.
შიშს ვგრძნობ...
იქნებ ის არსება, რომელიც სიგიჟმედე მიყვარს, დაიკარგა.
ან ვეღარასოდეს ვნახავ.
იქნებ ისევ მარტო დავრჩე.
არა, არა, პანიკებში შეიძლება ჩაავარდე.
-არ ინერვიულო, ვიპოვი, მართლა.
ცხოვრებაში პირველად ვხედავ, სერიოზულ რეზის.
და ცხოვრებაში პირველად,
ვგრძნობ როგორი იდეალური ხმა აქვს.
ტელეფონის ზარის ხმა მესმის, დედაჩემია. წელიწადში ერთხელ ვახსენდები, და ისიც მაშინ, როდესაც ფული სჭირდება. ვითიშავ, შემდეგ ტელეფონს ელემენტს ვუღებ და სანაგვე ურნაში ვაგდებ. რეზის არ უკვირს, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასე ვიქცევი. ხშირად დაუბრუნებია კვების ელემენტი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მჭირდება.
ეზოში გავდივართ.
ნატალიას, როგორც დაჩი ეძახის მას, ბიჭის ჟაკეტი აცვია.
დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი სუნამო ასხია, მაგრამ სიგარეტის მყრალი სუნის გამო არ იგრძნობა და რა თქმა უნდა, დაჩისია.
კატის კნავილი მესმის, ვხტები და რეზის ვანიშნებ, "უეჭველი" ჩემი ტუსიაა-მეთქი.
ძალიან მაღალ ხეზე ამჩნევს ნატალია, ყველაზე მაღალ ტოტზე შემოსკუპებულა ჩემი კატა, და მგონი, ჩამოსვლის ეშინია. რამდენიმე წუთი ვეძახი, იქნებ ჩამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, ძალიან შეშინებულია.
-ჩემი ტუსია, ჩემი კატა.
ვბღავი და ვცდილობ ცრემლები შევიკავო, მართლა ძალიან მიყვარს, მის გარდა მართლა არავინ მყავს.
რეზი მხარზე ხელს მისვამს,
ოდნავ,
ძალიან შეუმჩნევლად,
გვერდულად მეხუტება და ლოყაზე სველ კოცნას მიტოვებს.
ჯანდაბა, რეზი.
მალევე მშორდება და ხეს უახლოვდება. მგონი, აძრომას ცდილობს. არა, შეუძლებელია, ძალიან მაღალი ხეა. ვცდილობ, გავაჩერო, მაგრამ არ მისმენს და აძრომას განაგრძობს.
ერთი ტოტი, მეორე ტოტი...
მესამე,
მეოთხე...
ღმერთო, ძალიან მაღლაა.
მეხუთე,
მეექვსე...
-ფრთხილად, არ ჩამოვარდე.
ტოტი ტყდება, შეშინებული ოდნავ ვკივი.
ჩემს რეაქციაზე იცინის.
უახლოვდება კატას, მაგრამ ტუსია ძახილს არ იგონებს.
მართლა, მეშინია.
"ჯანდაბა, რეზი, კატა ჭირში წასულა, არ ჩამოვარდე."
ვფიქრობ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ.
მეცხრე,
მეათე,
მეთერთმეტე...
და...
კატას ხელში იყვანს.
-ტუსია, შე ალქაჯო, აქ როგორ ამოხვედი.
იცინის რეზი და თავზე ეფერება კატას. მეგონა კატები არ უყვარდა.
ამოვისუნთქე...

***
იმ დღის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.
რეზი ახლა კატას დიდი სიხარულით იტოვებს, როცა სცალია, რა თქმა უბდა. მასთან ყავის დასალევად და საჭორაოდაც ხშირად გავდივარ.
მაგრამ საშინელ ოინებს არ მაკლებს.
ისევ ვიგვიანებ... ღმერთო, როგორი დაბდურა ვარ.
კატას ხელს ვავლებ და რეზისთან მივაქანებ. კარზე ვაკაკუნებ, მერე ზარს ვაჭერ ხელს. სად ჭირში ხარ, რეზო?!
-რეზო, რეზოოო, რეზი, რეზიკო.
კარზე ვაბრახუნებ. სახელურს ვაწვები, ღიაა. უცნაურია, მაგრამ ამის დრო არ მაქვს.
კარს ნელა, ქურდულად ვაღებ, თითქოს რაღაცას ვიპარავ.
ერთი, ორი, სამი...
ტყლაპ...
თავზე რაღაც წებოვან სითხეს ვგრძნობ, საშინელი სუნი ასდის.
კატა ხელიდან მისხლტება და ჩემ მოპირდაპირედ მჯდომარე ადამიანისკენ მიემართება.
როგორი მოღალატე ყოფილხარ, ტუსია, მაგრამ შენზე უარესი ეს არაადამიანია.
ჯანდაბა, რეზი.
-მოგკლავ, მე მოვკვდე, თუ არ მოგკლა.
საშინლად ვბრაზდები და რეზისკენ გაავებული ვექანები. დათხაპნილ ხელებს მასიურზე და თმაზე ვუსმევ. თმებში ვწვდები და რაც შემიძლია, მთელი ძალით ვქაჩავ.
-შე მართლა, პატარა ალქაჯო, გამიშვი ხელი.
გამწარებული ღრიალებს და ცდილობს მომიშოროს, მაგრამ იმდენად ნერვებმოშლილი ვარ, კიდევ უფრო ვახტები და ძირს ვაგდებ.
ვიღლები...
ისიც...
ერთმანეთის გვერდი-გვერდ ვწევართ.
ორივეს სიცილი გვიტყდება.
-როგორ ვერ გიტან, რეზი. შენ გამო დავიგვიანე, საყვარელი პერანგიც გამიფუჭე და ჩემი ძლივს დავარცხნილი თმა რას გავს.
-მეც ვერ გიტან, ელისაბედ. შენ გამო, შენი გამწარებით მიღებული სიამოვნება ვერ შევიგრძენი. თან, ჩემზე იძალადე.
დამცინის! ჯანდაბა, რეზი!

***
ვიცი,
ვხვდები,
დარწმუნებული ვარ,
ვგრძნობ...
მაგარ შარში ვარ...
მაგრამ რეზი...
ჯანდაბა!
რეზი როგორ მიზიდავს.

***
კარზე ზარია.
ალბათ, კატა მომიყვანა რეზიმ.
უცნაურია, მაგრამ ცოტა ხნით გავასეირნებ, გულს გადავაყოლებ და მოგიყვანო.
ტუსიას ხელში მაჩეჩებს, მიღიმის და ზურგს მაქცევს.
-ოჰ, შემაქციე ზურგი, რა გიჭირს.
ვეძახი და კარს ვაჯახუნებ.
უჟმური.
ჩემს საქმეებში ისე ვეფლობი, კატა სულ მავიწყდება.
ფეხებზე მეფერება და ცდილობს სავარძელზე ამოძვრეს, მაგრამ არ ვანებებ. ცოტა ხანში, მაინც ახერხებს და კალთაში მიწვება. თავზე ვეფერები, მერე ზურგზე, მუცელზე,
კისერზე...
და ვამჩნევ.
ყელსაბამზე რაღაც ფურცელია მიკრული.
ვაძრობ და ორად გადაკეცილ ფურცელს ვშლი.

"მე, შენ და კატა,
ელისაბედ.
თბილი ოჯახი, ელისაბედ."

მისი ოჯახი ვარ,
რეზის ოჯახი ვარ.
კატას დავყურებ და მეღიმება.
-მე, შენ და რეზი, ერთი ოჯახი ვართ, ტუსია.
მეცინება.
ფურცელს ვიღებ, ვწერ, ორად ვკეცავ და ტუსიას ყელსაბამზე ვაკრავ.
სახლიდან გამოვდივარ, კატას რეზის ბინის წინ ვსვამ და ზარს ვრეკავ.
ჩემს სახლში შევრბივარ.
ბედნიერებისგან ვიღიმი და საწოლზე ვეშვები.

***
-ღმერთო, ეს რა იყო, ელისაბედ?!
რეზი კატასთან ერთად ნელი ნაბიჯებით შემოდის და ბოხი, სერიოზული ხმით მეკითხება.
-რეზი, ტუსიას უყვარხარ.
იცინის.
-შენ?
-რა - მე?!
-შენ გიყვარვარ?

***
ამბობენ, კატა იქ წევს, სადაც ბედნიერბას გრძნობსო.
ჩემი კატა, ტუსია, მუდამ გულზე მაწევს.

***
"რეზი, ოჯახი სიყვარულია.
მიყვარხარ."


_დასასრული_


-------------
ჩემგან პაწუკელა ისტორია თქვენ, სიურპრიზად.
ძალიან მიყვარს კატები და იმედია თქვენც :))
ველი კრიტიკას, შენიშვნებს და კომპლიმენტებსაც :)))

არ მჯერა და ვერ დავიჯირებ.
დიდი ხანია საიტზე არ ვყოფილვარ, საერთოდ არც შემოვსლუვარ.
და ასე მოულოდნელად, ჩემთვის ცოტა რთულია.
ეს საიტი ჩემთვის ოჯახია, იყოვდა მუდამ იქნება,
მაგრამ გულს ხანდახან ოჯახიც გვტკენს...
ძალიან მაკლდით, მიყვარხართ და არ დაგტოვებთ <3



№1  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, რა კარგი იყო, ღმერთო ♡♡♡ თავიდან მეგონა დაჩი იყო ლიზასთვის შექმნილი, მაგრამ აშკარად რეზი უფრო შეეფერება ^^ ძალიან მომეწონა და რასაც ჰქვია, გამბადრა ♡♡♡

 


№2  offline წევრი Mtirala

abezara98
ვაიმეე, რა კარგი იყო, ღმერთო ♡♡♡ თავიდან მეგონა დაჩი იყო ლიზასთვის შექმნილი, მაგრამ აშკარად რეზი უფრო შეეფერება ^^ ძალიან მომეწონა და რასაც ჰქვია, გამბადრა ♡♡♡

ღმერთოო, როგორ გამახარე. როგორ გამაბედნიერე.♡
დაჩი კარგი ბიჭი მყავს, მაგრამ რეზი ჯობია :))))
მე შენს კომენტარს ვკითხულობ გაბადრული, ძალიან დიდი მადლობა♡
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი კეროლაინი

ძალიან კარგი იყო <3 ყოჩაღ

 


№4  offline წევრი Mtirala

fotoxelovneba
ძალიან კარგი იყო <3 ყოჩაღ

ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო <3
ძალიან გამახარე♡
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი ჟიზელი

რას უნდა დავაბრალო,რომ როცა რამე მსგავსს ვკითხულობ, ცრემლები წამომცვივდება-ხოლმე.
დამამშვიდე და მითხარი,რომ ნორმალური ადამიანი ვარ და არა იდიოტი :დ
რა საყვარლობა რამე იყო, ვაა :(((

 


№6  offline წევრი Mtirala

ჟიზელი
რას უნდა დავაბრალო,რომ როცა რამე მსგავსს ვკითხულობ, ცრემლები წამომცვივდება-ხოლმე.
დამამშვიდე და მითხარი,რომ ნორმალური ადამიანი ვარ და არა იდიოტი :დ
რა საყვარლობა რამე იყო, ვაა :(((

ვაიმეე, ძალიან მიხარია შენი ცრემლები :)))
ნორმალური ადამიანი შეიძლება არა, მაგრამ ძალიან საყვარელი კი ხარ. <3
ძალიან გამახარა და გამაბედნიერა შენმა კომენტარმა.
უღრმესი მადლობა <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline წევრი Barbare ❤

gimiliani saxe damitova shenma pawukela istoriam ❤️^_^

 


№8  offline წევრი Mtirala

Barbare ❤
gimiliani saxe damitova shenma pawukela istoriam ❤️^_^

ღიმლიანი სახე დამიტოვა შენმა პაწუკელა კომენტარმა ❤❤
ძალიან დიდი მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline წევრი Ålways

რა დროს სერბეთი-ბრაზილიაა
(ნუ ბრაზილია მაინც იგებს/მოიგებს მაგრამ :დდ)
ჰოდა, ვსიო რეზი მიყვარს!!
ნუ იცი რო მე და კატები ძაან შორს ვართ, მაგრამ აქ ავიტანე ;დ
ელისაბედის არ ვიცი და მგონი მეც შემიყვარდა "ჩვენი" რეზო❤️
აღარ გავწელავ და გეტყვი რო ძაან თბილობა და ტკბილობა იყო (კატის მიუხედავად :დ) ❤️

 


№10  offline წევრი Mtirala

ჰაიკო
ვაა რა მაგარია

მიხარია, რომ მოგეწონა ❤

Ålways
რა დროს სერბეთი-ბრაზილიაა
(ნუ ბრაზილია მაინც იგებს/მოიგებს მაგრამ :დდ)
ჰოდა, ვსიო რეზი მიყვარს!!
ნუ იცი რო მე და კატები ძაან შორს ვართ, მაგრამ აქ ავიტანე ;დ
ელისაბედის არ ვიცი და მგონი მეც შემიყვარდა "ჩვენი" რეზო❤️
აღარ გავწელავ და გეტყვი რო ძაან თბილობა და ტკბილობა იყო (კატის მიუხედავად :დ) ❤️

მართლაც რა დროს ფეხბურთია :)))
ბრაზილიამ მაინც მოიგო :))))) <3
ვიცი, რომ კატები საშინლად არ გიყვარს და ამიტომ უფრო მიხარია, რომ წაიკითხე ❤
რეზიკოს შენ გჩუქნი :))) ხო, იცი შენთვის სულ საუკეთესო მსურს :დ <3
ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მახარებ და მაბედნიერებ ❤^^★
მიყვარხარ, ტყუპო (^_^)
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№11  offline წევრი Ålways

Mtirala
ჰაიკო
ვაა რა მაგარია

მიხარია, რომ მოგეწონა ❤

Ålways
რა დროს სერბეთი-ბრაზილიაა
(ნუ ბრაზილია მაინც იგებს/მოიგებს მაგრამ :დდ)
ჰოდა, ვსიო რეზი მიყვარს!!
ნუ იცი რო მე და კატები ძაან შორს ვართ, მაგრამ აქ ავიტანე ;დ
ელისაბედის არ ვიცი და მგონი მეც შემიყვარდა "ჩვენი" რეზო❤️
აღარ გავწელავ და გეტყვი რო ძაან თბილობა და ტკბილობა იყო (კატის მიუხედავად :დ) ❤️

მართლაც რა დროს ფეხბურთია :)))
ბრაზილიამ მაინც მოიგო :))))) <3
ვიცი, რომ კატები საშინლად არ გიყვარს და ამიტომ უფრო მიხარია, რომ წაიკითხე ❤
რეზიკოს შენ გჩუქნი :))) ხო, იცი შენთვის სულ საუკეთესო მსურს :დ <3
ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მახარებ და მაბედნიერებ ❤^^★
მიყვარხარ, ტყუპო (^_^)

მორჩა, დღეიდან მწვანეთვალება რეზო ჩემია, ხელი არ დაედოს! ❤️
მიყვარხარ,
მიყვარხარ,
მიყვარხარ.
პ.ს დიახაც, ვერ მოიგებდა თუ რა ;დ ^_^

 


№12  offline წევრი Mtirala

Ålways - არ დაედება ხელი, დამრეწმუნე :)) ვგიჟდები შენზე ♥

mirandaa31
აუ რა საყყვარლობ იყო. ამ ისტორიამ დამაფიქრა კატა ხომ არ მოვიყვანო? ისე კარგად გყავს გამოყენებული ისტორიაში მეც მომანდომე :დდ კარგი პატარა თბილი ტკბილი ისტორია გამოვიდა. ყოჩაღ ❤️

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამახარე ♥
დამერწმუნე, კატა იმდენად თბილი არსებააა, აუცილებლად შეგიყვარდება,
თან მითუმეტეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ზედ გაწევს და სითბოს გიზიარებს ♥♥
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№13  offline წევრი Mtirala

ელპინი
შენი მონაწერი რომ დამხვდა, სასწაულებრივი მეგონა.
ვფიქრობდი, ჯერ კიდევ ადრეა და არ უნდა-მეთქი, მაგრამ ის კითხვა, რომ დაგესვა ჩემთვის, არ გაპატიებდი.
დრო იყო უკვე!
აღარც ერთი წუთი გქონდა დასაკარგი.
ან ზოგადად, რატომ უნდა დავკარგოთ ხოლმე დრო...
სწორად მოიქეცი!

ვფიქრობ, ვფიქრობ და მგონი, ჩემი სიძულვილი ცოტა გაქრა კატების მიმართ, მაგრამ მაინც საშინელი ცხოველია.
ზატო, თვალები აქვს ძაან მაგარი.
და მწვანე თუა, მით უმეტეს.
ეს დაჩი და მისი გრძელფეხება ვაფშე არ მომეწონა მე.
და რეზო თავიდან ცოტა ასაკიანი ტიპი მეგონა.
რატომ, არ ვიცი.
მაგრამ ისეთი გულჩვილი და საყვარელი იყო, რა გავაკეთო, ნუ.
და ელისაბედი ცოტა შენ მეგონე, მგონი.
ძალიან საყვარლობა იყო!
პატარა შენსავით და თბილი.
სასიამოვნოდ მიდიოდა თხრობა. არაფერი ზედმეტი და შეცდომებიც არა.
ხოდა, მადლობა შენ ამისთვის.

შენზე რაღა უნდა ვთქვა?!
ოქრო რომ ხარ, ვიცით ყველამ, ელამ, ბელამ, გელამ, ლელამ.
ძაააააააააააან (ვერ ვიტან ასე დაწერილს, მაგრამ აქ, სხვაგვარად ვერ გამოვხატავ) მიყვარხარ და გკოცნი ბევრს, პატარა!
მიხარია, რომ დაბრუნდი!

ვიცოდი, დრო იყო უკვე.
მიუხედავად იმისა, რომ შენთან ვიყავი, მაინც მაკლდი, ოდნავ.
ახლა, ისევ შევივსე ნოსტალგიაც და მონატრებამაც გადამიარა.
უკვე ვიცი, რომ კარგად მოვიქეცი.

შენც გძულს კატები?! :)))))
თვალები მართლა სასწაული აქვს, მაგრამ ძილი უფრო ძალიან მაგარი იცის.
შევჭამ :))))))
დაჩი და თავისი გრძელფეხება ინტრიგა იყო მარტო. :დ
ასე იყო გათვლილი, რეზო ასაკიანი უნდა ჰგონებოდა მკითხველს და? ერთადერთი აღმოჩნდი, მგონი. :)))
საყვარელი და ოდნავ გულჩვილი ბიჭები ძალიან მომწონს.
ბიჭს გული უნდა ჰქონდეს კარგი :დდდდშ
ელისაბედი მგავდა, ძალიან.
მიხარია, რომ მიმამსგავსე.
ჩემი პირევლი ისტორიაა, რომელიც წაიკითხე (მგონი) და ამიტომ ამ კომენტარმაც უსაზღვროდ გამახარა და გამაბედნიერა.
ძალიან დიდი მადლობა ყველფრისთვის.

შენც, რომ ოქრო მყავხარ?!
ეგეც იცის ყველამ, ელამ და გელამ :))))))))
მეც ძააააააალიან მიყვარხარ, ჩემო წიწილა.
მეც მიხარია, დაბრუნება,
დიდოო. ♥
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№14  offline მოდერი bla.ell

ჯერ ხო კატებზე ვგიჟდები და მერე მეც რომ ელისაბედი მქვია მომეწონა ჩემი სეხნია რომ იყო მთავარი გმირი,უსაყვარლესი ისტორია იყო ძალიან მომეწონა❤❤❤❤კიდევ ველი შენს გამოჩენას ახალი ისტორიით,წარმატებას გისურვებ საყვარელოოheart_eyes

 


№15  offline წევრი Mtirala

bla.ell
ჯერ ხო კატებზე ვგიჟდები და მერე მეც რომ ელისაბედი მქვია მომეწონა ჩემი სეხნია რომ იყო მთავარი გმირი,უსაყვარლესი ისტორია იყო ძალიან მომეწონა❤❤❤❤კიდევ ველი შენს გამოჩენას ახალი ისტორიით,წარმატებას გისურვებ საყვარელოოheart_eyes

ვაიმე, ელისაბედ, როგორი კარგი სახელი გქვია :))) ❤
მალე რამდენად გამოვჩნდები არ ვიცი, მაგრამ შენ რომ ძალიან გამახარე და გამაბედნიერე, ვიცი. ❤
ძალიან დიდი მადლობა, სიხარულო და
ბედნიერება'ვ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№16 სტუმარი სტუმარი liza

აუუუუ რა საყვარლობაა heart_eyes აი ძააან საყვარლოაბაააააააააა

 


№17  offline წევრი izabella

ძალიან საყვარელი და პოზიტიური ისტორია იყო. <3 <3

 


№18  offline წევრი Mtirala

სტუმარი liza
აუუუუ რა საყვარლობაა heart_eyes აი ძააან საყვარლოაბაააააააააა

ვაიმე, ლიზა, ძალიან დიდი მადლობა ^^
გამახარე და გამაბედნიერე ^^ ❤

izabella
ძალიან საყვარელი და პოზიტიური ისტორია იყო. <3 <3

იზაბელა, შენც ძალიან პოზიტიური მუხტი გაქვს ^^
უღრმესი მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№19 სტუმარი სტუმარი მოცინარი

მართლა სკოლკა ლეტ სკოლკა ზიმ რა!
ანტონიმო, მო მე ნა ტრეეეე !
ხო გითხარი რომ "ცოტა ზაან" მაგრად წერ? არა? მაშინ ახლა გეუბნევი.
მართლა, ცოტა ზაააააააან მაგარი ხარ!
მიყვარს, ვგიჟდები კატებზე <3
ამჟამად სახლში 5 კატა მყავს და საგიჟეთია, მაგრამ მაინც ვყვარობ <3
სასაცილო ისაა რომ ამ კატებიდან ერთს ტუსია ქვია :დდდდ (რომელიღაც ანიმეში ვნახე კატას ერქვა და მომეწნა :))
საყვარლობა იყო <3
რეზი, თუ რეზო თუ როგორცაა, მიყვარსმიყვარსმიყვაარს <3
მართლა ზაან საყვარელია <3
ელისაბედი კიდევ ჩემ თავს მივამსგავსე და ნუ საოცრება იქნება, ეგ ფაქტია
ისე, დაჩიზე და ნატალიაზეც მინდა რამე :დდ მესაყვარლა ეს წყვილ და, რა ვქნა?
მოკლედ, ჩემო ანტონიმო.
ბომბა არ რა ისტორიების წერაში <3

 


№20 სტუმარი სტუმარი მოცინარი

სტუმარი მოცინარი
მართლა სკოლკა ლეტ სკოლკა ზიმ რა!
ანტონიმო, მო მე ნა ტრეეეე !
ხო გითხარი რომ "ცოტა ზაან" მაგრად წერ? არა? მაშინ ახლა გეუბნევი.
მართლა, ცოტა ზაააააააან მაგარი ხარ!
მიყვარს, ვგიჟდები კატებზე <3
ამჟამად სახლში 5 კატა მყავს და საგიჟეთია, მაგრამ მაინც ვყვარობ <3
სასაცილო ისაა რომ ამ კატებიდან ერთს ტუსია ქვია :დდდდ (რომელიღაც ანიმეში ვნახე კატას ერქვა და მომეწნა :))
საყვარლობა იყო <3
რეზი, თუ რეზო თუ როგორცაა, მიყვარსმიყვარსმიყვაარს <3
მართლა ზაან საყვარელია <3
ელისაბედი კიდევ ჩემ თავს მივამსგავსე და ნუ საოცრება იქნება, ეგ ფაქტია
ისე, დაჩიზე და ნატალიაზეც მინდა რამე :დდ მესაყვარლა ეს წყვილ და, რა ვქნა?
მოკლედ, ჩემო ანტონიმო.
ბომბა ხარ რა ისტორიების წერაში <3

 


№21  offline წევრი Mtirala

სტუმარი მოცინარი
მართლა სკოლკა ლეტ სკოლკა ზიმ რა!
ანტონიმო, მო მე ნა ტრეეეე !
ხო გითხარი რომ "ცოტა ზაან" მაგრად წერ? არა? მაშინ ახლა გეუბნევი.
მართლა, ცოტა ზაააააააან მაგარი ხარ!
მიყვარს, ვგიჟდები კატებზე <3
ამჟამად სახლში 5 კატა მყავს და საგიჟეთია, მაგრამ მაინც ვყვარობ <3
სასაცილო ისაა რომ ამ კატებიდან ერთს ტუსია ქვია :დდდდ (რომელიღაც ანიმეში ვნახე კატას ერქვა და მომეწნა :))
საყვარლობა იყო <3
რეზი, თუ რეზო თუ როგორცაა, მიყვარსმიყვარსმიყვაარს <3
მართლა ზაან საყვარელია <3
ელისაბედი კიდევ ჩემ თავს მივამსგავსე და ნუ საოცრება იქნება, ეგ ფაქტია
ისე, დაჩიზე და ნატალიაზეც მინდა რამე :დდ მესაყვარლა ეს წყვილ და, რა ვქნა?
მოკლედ, ჩემო ანტონიმო.
ბომბა არ რა ისტორიების წერაში <3

ვაიმე!
ანტონიმო, ისე მომნატრებიხარ მეც :))
კატები ისე მევასება, რომ არ ვიცი, რა.
5 არა, მაგრამ ერთი მყავს :)))))
ვაიმე, ანიმეებს შენც უყურებ? დაკა ხელი :დდდდდ
რეზიკო და ელისაბედი მართლაც ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან.
მაგრამ რა მოგახსენო მათ მეგობრებზე :დდდ
არამგონია დაჩიზე და ნატალიაზე რამე დავწერო, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო :დდდდ
ვიფიქრებ და მუზა თუ მომიფრინდება ამ ზაფხულს აუცილებლად დავწერ :)))

ბომბა ხარ ისტორიების წერაშიო - არავის უთქვამს!
მომწონს ასეთი კომპლიმენტები!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent