განგსტერების სამოთხე (32)
განგსტერების სამოთხე 32 გასვიანების სახლში სიჩუმე ხოლო ეზოში სიბნელე სუფევდა..კაბინეტში მჯდომიარე დემეტრე გასვიანი ღრმა ფიქრებში იყო წასული..ელოდა ბაბუამისთან დიალოგს და იმედოვნებდა,რომ თავის შურისძიებას უფრო მიუახლოვდებოდა..ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა-შემოდით-გასცა ბრძანება და კარშიც გიორგი გამოჩნდა-ყველაფერი წესრიგშია. შეგვიძლია წავიდეთ. -ძალიან კარგი წავიდეთ-წამოდგა და კიბეებით ჰოლში ჩავიდა..ბიჭებიც თან ახლდნენ. -წავედით!-გასასვლელად მოემზადნენ,როდესაც კიბეზე ფეხსაცმლის კაკუნი შემოესმათ. -რამე ხოარ გავიწყდება? -ან ვინმე? ბიჭებმა კიბეებზე აიხედეს ხელში კი ანანო და ელენე შერჩათ. -ფიქრობდი,რომ სახლში დავრჩებოდით?-ჩაიცინა ელენემ და ცინიკურად გადახედა დემეტრეს. -იმედი მქონდა.-ამოიხვნეშა დემეტრემაც. -საკმარისია ლაპარაკი. ვაგვიანებთ.წავედით.-ანანომ ელენეს და დემეტრეს შორის მანძილი გადაჭრა და მანქანისკენ წავიდა. ელენეც კარისკენ წავიდა,როდესაც მის თითებს გასვიანის თითები ნაზად შეეხო და მის ძლიერ ხელში მოიქცია დემეტრემ გოგონა თავისკენ შეატრიალა და სიმკაცრის გარეშე თუმცა სერიოზულად უთხრა: -რამე სისულელე არ გააკეთო,ეს მართლა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. -შენ ვერ მიმითითებ რაუნდა გავაკეთო. შენი აზრები შენს საცოლეს მოახვიე.-გოგონამ თავისი ხელი გამოსტაცა და მკაცრად გავიდა სახლიდან. დემეტრემ თვალი გააყოლა და თავში ხელი იტაცა...ეს ქალი ჭკუიდან შლიდა. მანქანები ბარის წინ გაჩერდნენ..მანქანიდან ჩამოვიდნენ და მცველების თანხლებით კარისკენ წავიდნენ..დარბაზი სავსე იყო განგსტერებით და მაფიის წევრებით..ჩურჩული მაშინვე შეწყდა,როდესაც გასვიანმა დარბაზში შეაბიჯა..შემაღლებულ ადგილას ამაყად დადგა და საზოგადოებას მიმართა. -პირველრიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ მობრძანებისთვის.-დარბაზში შეძახილები და ტაშის ხმა ატყდა,თუმცა გასვიანმა ხელი აწია,რომ ბრბო დაეწყნარებინა-მე ყველა მაფიის წარმომადგენელს დავუკავშირდი ადა აქ მოსვლა ვთხოვე,რადგან ძალიან სერიოზული რაღაც იწყება.- დემეტრე დარბაზს ათვალიერებდა,მაგრამ ბაბუამისს ვერსად ამჩნევდა.-მაგრამ იქამდე სანამ ამ მოვლენაზე ვისაუბრებ მინდა გავამჟღავნო ის ორი ადამიანი,რომელც აქ დგას,თუმცა ლიდერად მაინც არ მაღიარებს.-ხალხმა ჩურჩული დაიწყო-სიწყნარე!-ტონს აუწია დემეტრემ-ვიცი,რომ ბევრი თქვენგანი ძალიან დიდ პატივსსცემთ ბაბუაჩემს თემურს. ამიტომაც თუ ახლავე გადმოხვალთ ჩემს მხარეს არცერთი თქვენგანი არ აღმოჩნდება საფრთხის წინაშე.ასევე ყველათქვენგანმა იცის,რომ ამ ორგანიზაციის ლიდერობა მემკვიდრეობით მერგო ოჯახისგან,რაც იმას ნიშნავს,რომ ჩემამდე მამაჩემი ირაკლი იყო ლიდერი იქამდე სანამ მას და დედაჩემს..ბიძაჩემი არ მოკლავდა..ვიცი ამის არ გჯერათ,მაგრამ მე მტკიცებულება მაქვს,რომ ლევანი დგას ამ საშინელი მკვლელობის უკან! ბაბუაჩემმა ეს უკვე იცის და გზაშია,რომ ეს თქვენც დაგიმტკიცოთ..ახლა კი ვიდეოს გაჩვენებთ სადაც მტკიცდება,რომ ლევანია მკვლელი.-დარბაზში ჩოხქოლი არყდა,სანამ გიორგი ვიდეოს რთავდა..ვიდეოს ყურების შემდეგ მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა. -ამის გაკეთება როგორ შეეძლო?! -ამისთვის დაისჯება! -ნუთუ ეს მართალია? და ირაკლი მართლა მან მოკლა?! ასეთი ტექსტები ისმოდა მთელს დარბაზში.. -ახლა ეს ყველაფერი თქვენი თვალით ნახეთ..მე ბრძოლას ვიწყებ და ეს პატარა ბიჭის შურისძიება არ გეგონოთ ეს არის სამართალი! ორგანიზაციის სამართალი..ლევანმა წესები დაარღვია,მან ლიდერი მოკლა ახლა კი როგორც თქვენი ლიდერი შემომიერთდით ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის,რომ ორგანიზაციას სამართალი მოვუტანოთ. ელენე უყურებდა მამაკაცს,რომელიც მის თვალში უძლეველი იყო..მისი ტონი,მისი მანერები,მისი სიმკაცრე მისი თვალები,რომლებიც ხალხს თითქოს აჰიპნოზებდა, ის იყო მამაკაცი,რომელმაც ელენეს ცხოვრება თავდაყირა დააყენა..ელენე ამას ჭკუიდან გადაყავდა..იცოდა,რომ წინ დიდი საფრთხე ელოდა,მაგრამ თავს მის გვერდით დაცულად გრძნობდა..იცოდა,რომ... თუმცა ფიქრი საშინელმა ფაქტმა ჩაუხშო ის კაცი,რომელიც ასე ძლიერ შეუყვარდა სხვა ქალს ეკუთვნოდა..გონებაში ის მოგონება ამოუტივტივდა,როგორ მოხვია მძინარე დემეტრემ ხელები და დაპირდა,რომ არავის მისცემდა უფლებას მისთვის რამე ევნოთ...გულში სითბო ჩაეღვარა და ამავდროულად ტკივილი იგრძნო..ტკივილი რომელიც თავად მიაყენა დემეტრემ მას მაშინ როდესაც სალომეზე დაინიშნა..ელენემ ცრემლები ვეღარ შეიკავა თუმცა მალევე შეიმშრალა.ამ დროს გიორგის მობილურმა დაურეკა და ლაპარაკის დროს სახე გაუკრთა.. -დემეტრე-ფრთხილად მიმართა მეგობარს. -ჰმ? გიორგიმ რაღაც გადაუჩურჩულა.. დემეტრეს სახე წამში შეეცვალა..ელენე მიხვდა,რომ რაღაც საშინელება ხდებოდა,რადგან დემეტრეს თვალებში მწუხარებამ,იმედგაცრუებამ და სიბრაზემ დაისადგურა. -რამოხდა?!-იკითხა ანანომ. -ბაბუა...-თავი დახარა დემეტრემ. -ბიჭებო,ელენე წავედით!-გასვიანმა ბრბოს დაუყვირა-ეს შეხვედრა გადაიდო. მანქანებით შემთხვევის ადგილას მივიდნენ..დემეტრე მანქანიდან გადაფრინდა და სწრაფად მიირბინა იქამდე.ყველგან სისხლი იყო ელენე ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა..თუმცა შემდეგ თემურის გვამს დახედა. ანანო თავზე ედგა და ტიროდა..დემეტრეს ცალი ხელი ანანოზე ქონდა მოხვეული და აწყნარებდა,თუმცა თვითონაც დანგრეული იყო. ამდროს ალეკო გამოჩნდა,რომელიც მხარში დაჭრილი იყო..გასვიანმა ეჭვისთვალით გადახედა..თუმცა ერეკლემ მასთან მიირბინა და მანქანის სავარძელზე ჩამოსვა. -მამა! კარგად ხარ? რამოხდა? დემეტრე მამაშვილისკენ წავიდა. -ბატონო დემეტრე..ბატონი თემური..ძალიან ვწუხვარ..ვეღარაფერი შევძელი,ძალიან ბევრნი იყვნენ და ჩვენს მანქანას დაესხნენ თავს და.. -მამა ყველაფერი კარგად იქნება,თავს ნუ გადაიტვირთავ! მოგვიანებით მოგვიყევუ რა მოხდა ახლა კი ექიმს გაესინჯე. -ერეკლე არა,ბატონ დემეტრეს უნდა ვუთხრა რამოხდა. ეს უბრალოდ...-კაცმა ტკივილისგან ამოიღმუვლა და მხარზე იტაცა ხელი-ჯანდაბა! -ალეკო საკმარისია..ერეკლე მართალია. მოგვიანებით იყოს..უნდა წავიდეთ სანამ პილიცია მოვა. -ნიკუშა გოგონები სახლში მიიყვანე! მათე ექიმს დაურეკე და სახლში მოსვლა სთხოვე,გიგი ბაბუაჩემის სხეულს მიხედე,ერეკლე მამაშენიც საზლში მიიყვანე. -გასაგებია-ყველა თავისი საქმის კეთებას შეუდგა. -და გიორგი -ვიცი დეპარტამენტში გზატკეცილი ვიდეოს ვნახავ რამოხდა..დისკზე ჩავწერ და მოვიტან-გიორგი წავიდა. დემეტრე მისი მადლიერი იყო,რომ უსიტყვოდ უგებდა. დემეტრე დალეწილ მანქანას უყურებდა და იცოდა,რომ ლევანის თვალდაუხუჭავად მოკლავდა. ელენე ოთახში გაგიჟებული დადიოდა..ამდენი დრო დავხარჯეთ,რომ თემური დაგვერწმუნებინა,როგორც იქნა მის წინააღმდეგ მივდივართ და ასე უცბად ყველაფერი ჩაიშალა..დავუღალე რეპტილიას მოსმენით! ამ ყველაფერს ახლა ჩემი მეთოდებით გავაკეთებ! არმაინტერესებს მოეწონება თუარა! ეს ჩემი ბრძოლაცაა და უფლება მაქვს ჩემი ბერკეტებიც გამოვიყენო! დემეტრე კაბინეტში იჯდა და ჩვეულებრივ ვისკი და სიგარეტი ეჭირა..ოთახში მათე შევიდა,და უთხრა,რომ ექიმი მოვიდა..ასევე უთხრა,რომ ნიკუშამ ბაბუამისის სხეული ჩვენს ერთერთ კაცს ჩააბარა,რომელიც სხეულს გამოიკვლევს.დემეტრემ დათას ამბავი იკითხა რაზეც დადებითი პასუხი მიიღო ის ხვალ უკვე აქ იქნებოდა დანტესთან და ენზოსთან ერთად. მერე კი მათე დაითხოვა და თვითონაც დახუჭა თვალები: ალეკოს ოთახში ექიმმა ჭრილობა შეუხვია.. -გნადლობთ ქალბატონო. -ხვალ დავბრუნდები,რომ შეგამოწმოღ ბატონო ალეკო. -მოუთმენლად დაგელოდებით!-უხამსად შეათვალიერა გოგონა. ექიმმა ოთახი დატოვა.. -მაგარი ნაშაა. -სერიოზულად მამა? შენ დაგჭრეს და ახლაც ქალებს უყურებ?! -მხოლოდ ერთხელ ვცოცხლობთ,შვილო-გაიცინა ალეკომ. -ხო...მართალია. ახლა რამოხდება? -რაზე ამბობ? -იცი რაზეც...არიყო აუცილებელი ასე მოქცეულიყავი..სალომემ ძალიან ინერვიუკა.დიდი შრომა დამჭირდა,რომ დამეწყნარებინა და სახლში დარჩენა გადაეწყვიტა,აქ მოსვლა და შენი ნახვა უნდოდა. -ჩემი ძვირფასი გოგონა...მოგვიანებით დავურეკავ.და რათქმაუნდა ასე უნდა გამეკეთებინა სხვა შემთხვევაში დემეტრე არ დამიჯერებდა. -ჭრილობაზე არ ვამბობ. ზოგადად ვამბობ..სწორი მხარე დაიჭირე? დემეტრემ რომ გაიგოს რაც ხდება მთელს ოჯახს ამოგვწყვიტავს. -შენ რა მაკრიტიკებ? ეს გადაწყვეტილება ჩვენი ოჯახისთვის მივიღე.ლევანი ამ ბრძოლას უეჭველად მოიგებს! მე კი მომავალზე ვზრუნავ.. ლევანმა უკეთესი პოზიცია შემომთავაზა მის ორგანიზაციაში. თანაც შენ,რომ უკეთესი პოზიცია გეჭიროს,მაგალითად კიკვაძის ადგილი..სხვის მხარეს გადასვლა არ მოგვიწევდა. -მე ისედაც კარგ პოზიციაზე ვარ! და ქორწილზე რას იტყვი? იცი,რომ სალომე უზომოდაა დემეტრეზე შეყვარებული! როგორ ფიქრობ არ შეგიძულებს თუ გაიგებს,რომ მისი “ქმრის” მოკვლას ცდილობ? -სალომეზე არ ვღელავ რასაც მამიკო ეტყვის იმას გააკეთებს! -ხო აბა რა! როგორც იტყვი! -ერეკლე! ჩვენი ოჯახი გაიმარჯვებს..ზურგს ნუ შეგვაქცევ! მე ასეთი კაცი არ გამიზრდია! -ვიცი,არ ინერვიულო..გავასწოროთ მიწასთან ყველაფერი. შემდეგი დღე დილის 10 საათი. სტუმრების ოთახის კარზე კაკუნი მოისმა და შიგნით გასვიანმა შეაბიჯა..რაღათქმაუნდა ერეკლეს თვალებიც მას უყურებდა ისევე როგორც ალეკოსი..დემეტრე საშინელ განწყობაზე იყო თუმცა მაინც ამაყად იდგა. -ბატონო დემეტრე,რა პატივია-ალეკომ საქოლიდან წამოდგომა სცადა,მაგრამ გასვიანმა ხელის მოძრაობით ანიშნა,რომ ადგილზე ყოფილიყო თან დაჟიმებით მის მხარს აკვირდებოდა. -კარგად ვარ უბრალო ნაკაწრია-გაიცინა ალეკომ,მაგრამ სიცილი ტკივილში გადაეზარდა,როდესაც ამ “ნაკაწრმა” თავი შეახსენა. -მამა! ხომ გითხარი იწექი-თქო-შენიშვნა მისცა ერეკლემ. -კარგად ვარ,ნუ ღელავ. -წავალ ვნახავ ექიმი თუ მოვიდა-გასვლისას დემეტრეს შეხედა-უკაცრავად-თქვა ერეკლემ და ოთახი დატოვა. -ეს როგორ მოხდა?! ალეკომ ამოიხვნეშა-მაპატიეთ ბატონო დემეტრე..ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა..ვერცკი შევნიშნეთ,როგორ შემოგვიტიეს. -თავიდან დაიწყე ყველაფრის მოყოლა. -დიახ...სახლიდან წამოვედით,მანქანაში ვისხედით დაახლოევით 30 წუთი ვმგზავრობდით თქვენთან მოვდიოდით შეხვედრაზე,როდესაც ცოტა ხალხმორიდებულ ქუჩაზე შევუხვიეთ,თეთრი მანქანა სწრაფად მოგვიახლოვდა და წამისმეასედში ფანჯრიდან თავს დაგვესხნენ.. -როგორ დაუშვით,რომ ერთი მანქანა მცველებით სავსე არ წაიყვანეთ? -ბატონმა თემურმა არმოინდომა მათი წამოსვლა,მან თქვა,რომ ეს საჭირო არ იყო...თავდამსხმელებმა კარგად იცოდნენ რას აკეთებდნენ. ჯერ მძღოლს ესროლეს შემდეგ კი უკვე ჩვენ მოგვადგნენ..მხარში დამჭრეს,როდესაც ბატონ თემურს ვიცავდი,თუმცა შენმდეგ ბატონ თემურს ტყვია თავში მოხვდა..შემდეგ მანქანამ მიმართულება დაკარგა და ბოძა შეეჯახა,თავის დაძვრენას ვცდილობდი და შემდეგი შეტევისთვის ვემზადებოდი,თუმცა ისინი წავიდნენ,რადგან ბატონი თემური უკვე მკვდარი იყო.. და მე ვერაფერი შევძელი-ალეკო მოჩვენებით გაბრაზდა და თვაკები სევდიანად დახარა. -რამდენი იყვნენ? ვინმე გეცნო? -არა. უკვე სიკვდილს ველოდი,და მათთვის არ შემიხედავს. ათამდე იქნებოდნენ..თუმცა მათი ლაპარაკი მოვისმინე. -რა თქვეს? -ის,რომ დავალება შესრულებული იყო და შემდეგ წავიდნენ. -ეს ინფორმაცია ვერდამეხმარება! -მაპატიეთ ბატონო დემეტრე..ბაბუათქვენის დაცვაში ჩავფლავდი. დემეტრე კიდევ აპირებდა კითხვების დასმას მაგრამ კარი გაიღო და ოთახში ათსანტიმეტრებიან ქუსლებზე,მოკლე კაბაში და დეკოლტეში გამოწყობილი სალომე შემოვარდა..ცრემლები სდიოდა და მამამისთან მიიჩქაროდა. -მამა კარგად ხარ?-სრუტუნით ჩაეხუტა ალეკოს. ალეკოც გადაეხვია თავის საამაყო ქალიშვილს-ჩემო პატარა..კარგად ვარ. ჩემზე ნუ მერვიულობ..დემეტრე სალომეს უყურებდა და ხვდებოდა,რომ მამამისი ყველაფერს ერჩივნა და რასაც ეტყოდა ყველაფერს შეასრულებდა. -ამისთქმა როგორ შეგიძლია?! რამის მოგკლეს!-გოგონა ტირილს აგრძელებდა-როცა ერეკლემ დამირეკა აქ მოსვლა მინდოდა,მაგრამ მითხრა,რომ უკეთესი იქნებოდა თუ სახლში დავრჩებოდი. -ჩემო პატარა გოგონა-ალეკომ შვილს თავზე ხელი გადაუსვა-შეხედე უბრალოდ ნაკაწრია,ხედავ? სალომემ ცრემლები შეიმშრალა-მიხარია. -თუ შენი ძმა და ბატონი დემეტრე დროულად არ მოვიდოდნენ არცკივიცი რა შეიძლებოდა დამმართნოდა. სალომე დემეტრეს მაგრად ჩაეხუტა. -დიდი მადლობა,დემეტრე. -ჰმმ-დემეტრემ მისი მოშორება სცადა,მაგრამ ოთახში ერეკლე შემოვიდა ექიმთან ერთად. -ექიმი მოვიდა. ქრისტინე ოთახში შევიდა და დემეტრე შეათვალიერა სალომე მოხვეული თურთ. -კარგი..ალეკო მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ. ახლა კი შენს თავს ექიმს დავუღმობ,რომ შეგამოწმოს. -როგორც ინებებთ ბატონო დემეტრე. დემეტრე ოთახიდან გამოვიდა და სალომეც კაკუნით გამოეკიდა. -აბა როგორ ხარ? ბაბუაშენზე გავიგე ძალიან ვწუხვარ. -ხო. ამის დრო არარის ახლა. -თუ შემიძლია რამეთი დაგეხმარო აქვარ და... -ვაიმე რა საყვარლობაა.. დემეტრე და სალომე უკან შეტრიალდნენ და საკმაოდ სექსუალურად ჩაცმული იაზვურად მომღიმარი ელენე დაინახეს. დემეტრეს სახე შეეცვალა და ელენე აათვალიერა. -სალომე რაღაც დაგივარდა.-უთხრა ელენემ..სალომემაც ძირს დაიხედა. -შენი თავმოყვარეობაა-ელენემ სარკაზმულად გაიღიმა-ოჰ,მოიცადეთ..ის არც გქონია. -ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი აქ თუ იქნებოდი ისევ ალბათ ისევ შარს ეძებ. -როგორც ყოველთვის..მაგრამ დარწმუნებული იყავი,რომ ამჯერად ვერც შენი ძმა და ვერც შენი სიყვარული-ელენემ დემეტრეს შეუბღვირა-ვერ გადაგარჩენენ. -მოკეტე,ბ**ო ელენეს მთელ სხეულზე ალი მოედო. -ახლა როდესაც გიყურებ ვხვდები,რომ ეჭვიანობა გიხდება. -რაო?! -ვხედავ ჩვენი პატარა საუბარი დაგავიწყდა. შნე გგონია,რომ დამამცირე,მაგრამ დაგავიწყდა მე რა სიმაღლეზე ვდგავარ და შენ რაზე. -ახლა მაგ ქუსლებს რო გადაგამტვრევ მერე დაეშვები. ელენემ სალომესკენ გაიწია. -მოდი დაასრულე შენი საქმე სანამ სექსუალური ცხოვრების კრიზისი გაგივლის.იქამდე კი მაპატიე,ჩემი და დემეს ქორწილი მაქვს დასაგეგმი,ასე არარის საყვარელო?-სალომემ დემეტრეს ხელმკლავი გამოსდო და ჩაეხუტა. დემეტრე ჩუმად იდგა და ელენეს უყურებდა. -სალომე საკმარისია-დემეტრე გოგონა მოიშორა და ელენეს სევდიანად შეხედა. -თუ ეს გინდა კიბატონო,მისთვის დრო მაინც არ გვაქვს. -სახლი ტკბილი სახლი! დერეფანში დათა გამოჩნდა. -ჩემი დანახვა არ გიხარიათ?-დათას უკან ენზო და დანტე ედგნენ. -მოგესალმებით მეგობრებო!-თქვა დანტემ. -დიდიხანია არ გვინახიხართ-დაამატა ენზომ. -დანტე,ენზო კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-დემეტრე მათთან მივიდა და ხელი ჩამოართვა. -მიხარია,რომ აქ მეგობრის დასახმარებლად ვარ.-უთხრა დანტემ და გაუღიმა. -აბა როდის ვიწყებთ?-თქვა ენზომ. -მალე მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა ამაზე კაბინეტში ვილაპარაკოთ.-იტალიურად უთხრა დემეტრემ. -ჰეი ძმაო-დანტემ ენზოს გადახედა-შეხედე აქ ვინ არის ჩვენი ყვავილი! -გამარჯობა..მიხარია თქვენი ნახვა-მათ ელენე მიუახლოვდა. -ისევე მშვენივრად გამოიყურები როგორიც მახსოვხარ.-ენზო მასთან მივიდა და ხელზე აკოცა. -ნამდვილად ვეთანხმები ჩემს ძმას-დანტემაც აკოცა ხელზე და გაუღიმა. სალომე ბოღმით უყურებდა ელენეს და დათამ ეს შეამჩნია. -რამოხდა სალომე? შენც გინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა? -მოკეტე იდიოტო!-შეუღრინა გოგონამ დათას. -ძმაო გავიგე შენი თავი ვიღაც გოგოსთვის მიგიძრვნია..ვინ არის ის უმშვენიერესი?-კითხა დანტემ დემეტრეს და ელენეს ღიმილით გადახედა. -მე!-წამოიძახა სალომემ.დანტეს გაუკვირდა -ის რეპტილიას სიყვარულია-ელენემ კვლავ შეუბღვირა დემეტრეს-რა შემიძლია ვთქვა? გველები ერთმანეთს კარგად ეწყობიან. დემეტრე ხმას არ იღებდა ხვდებოდა ელენეს სიბრაზის მიზეზს და მისი ესმოდა კიდევაც. -ოჰ,მე ვიფიქრე,რომ თქვენ-დანტემ ელენეს კიდევ ერთხელ გადახედა ოღონდ ამჯერად გაკვირვებულმა. -დანტე,ენზო კაბინეტში წავიდეთ და ვილაპარაკოთ-შეაწყვეტინა დემეტრემ. -კიბატონო.-უთხრა ენზომ. -იმედიმაქვს მოგვიანებით შევხვდებით ყვავილო და-დანტემ სალომეს ალმაცერად გადახედა-სალომე.სალომე მქვია. -სალომე..კარგი. სალომე დემეტრეს კისერზე ჩამოეკიდა. -მოგვიანებით გნახავ,საყვარელო.-უთხრა და მის ტუჩებს ისე სწრაფად დააცხრა გეგონება ვინმე ართმევდა. ელენე აკანკალდა და სხვა მხარეს გაიხედა..ნერვებს სათითაოდ იკავებდა. დემეტრე მოშორდა.-დაკავებული ვარ-შეტრიალდა და კაბინეტისკენ აიღო გეზი დანტეც და ენზოც მას გაყვნენ. -დაკავებული ვარ ნიშნავს ზრდილობიანად-არა გმადლობს.-გაიცინა დათან. სალომემ დათას მუცელში ჩაარტყა. -ეს შენი საქმე არარის! -მეტკინა. სულ რატომ მირტყავ?! -იმიტომ,რომ იმსახურებ! ელენე შეტრიალდა და წასვლა უნდოდა როცა სალომეს ხმამ შეაჩერა. -სად მიდიხარ ძუკნა? გულის გამთელებას ცდილობ? -არა,საფლავები უნდა მოვამზადო,რომ შიგნით ვიღაცვიღაცეები ჩავაწვინო არ ინერვიულო, ადგილს შემოგინახავ.-ელენემ გაიცინა და გზა განაგრძო. -შე პატარა!-სალომეს უნდოდა თავსდასხმოდა ელენეს მაგრამ დათამ შეაკავა. -ოჰ, სალომე გაიგონე? მამაშენი გეძახის. ელენე დერეფანს სიცილით გაუყვა. დათამ სალომე ხელი მაგრად ჩაკიდა და სტუმრების ოთახისკენ წაათრია. -გამიშვი იდიოტო! ჭკუა უნდა ვასწავლო! -შემდეგისთვის გადადე. ამავდროულად კაბინეტში დემეტრე მეგობრებს ინციდენტის შესახებ უყვებოდა. -აი ეს მოხდა გუშინ.. -კევანიზე ეჭვობ არა? -განხილვაც არ ჭირდება,რომ ის იყო. -უნდა დავამტკიცოდ,რომ ის იყო.აბსურდია! ფაქტების გარეშე არ დაგიჯერებენ. -ვიცი,რომ მან ჩემი დამამტკიცებელი საბუთების შესახებ გაიგო ვიდეოზე და ყველაზე რთულ მომენტში დამარტყა. ახლა უნდა დავამტკიცო,რომ ის იყო.. -ძიება დაიწყე? -ახლა გიორგი კამერებს ამოწმებს და ვნახავთ რა იქნება. გიორგი კაბინეტში სწრაფად შევარდა -დემეტრე პრობლემა გვაქვს. პ.ს სულ ეს იყო თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.