შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი წარსული ბედნიერი მომავალი (თავი 2)


27-06-2018, 13:17
ნანახია 2 014

დღე ჩვეულებრივ დაიწყო. როგორც ყოველთვის მაღვიძარაზე 5წუთით ადრე ავდექი.მიუხედავად იმისა, რომ მაღვიძარაზე ადრე ვიღვიძებ, მაინც ვაყენებ ყოველ ღამით. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თითქოს მაღვიძარა საერთოდ არ მჭირდება და მას ვეჯიბრები. ეს უკვე წიკად მაქვს და იმით, რომ მარვიძარაზე ადრე ვიღვიძებ ვითომ მაგარი ვარ. ეს ნამდვილად მსიამოვნებდა, რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავი მაღვიძარას მაინც არ ვამარჯვებინებდი და მასზეე ადრე ვიღვიძებდი. ეს ალბათ სისულელედ მოგეჩვენებათ, მაგრამ მე გამორჩეული ვარ ყველაზე ყოველთვის. აბაზანასი შევედი წყალი გადავივლე. დილით უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი , მერე კი სამსახურში. მარტო უკვე ერთი წელია ვცხოვრობ. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ მარტო ვიცხოვროთ. მეც სამსახური დავიწყე და სახლი ვიქირავე. ვმუშაობ დიდ სუპერმარკეტში. ჩემი პროფესიით რათქმაუნდა ვერ დავიწყებდი მუშაობას ჯერ ხომ მესამე კურსზე ვარ, ამიტომ ეს სამსახური მაკმაყოფილებს. აბაზანიდან როდესაც გამოვედი ჩავიცვი შავი მაღალწელიანი დახეული ჯინსის შარვალი და თეთრი ტოპი. მაკიაჟი დიდად არ მიყვარს ამიტომ არ გავიკეთე. წითური ვარ და სახეზე სულ ჭორფლეი მაქვს. ვისაუზმე, ფეხზე ჩავიცვი წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე სახლში არ ვიქნები და საშინლად დავიღლები მაინც მაღლებზე დავდვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქალი რომელიც საშილად დამღლელი დღის შემდეგაც ისევ ამაყად მოაბიჯებს გზაზე და არავის აჩვენებს თავის სისუსტეს საოცრად ძლიერი და ძალიან კარგი საყურებელია, გავედი გარეთ და როგორც ყოველთვის გასაღები ჩანთაში ჩავაგდე. ფეხით სიარული მირჩევნია, რადგან მიყვარს ადამიანების დაკვირვება. ზოგი ადამიანი ბედნიერი სახით დადის, ზოგი ჩაფიქრებული, ზოგს ისეთი სახე აქვს თითქოს ერთი სული აქვს სახში მივიდეს , რომ ტირილი დაიწყოს ბოლო ხმაზე, ზოგიც თითქოს გაამწარესო და ვიღაც ხელში, რომ მოხვდეს ერთს გემრიელად უთავაზებს სიფათშიო. ამ ფიქრებში მივადექი ჩემს უნივერსიტეტსაც. როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ ჩაიარა ლექციებმა, ამიტომ არ მოგიყვებით რა მოხდა იქ და თავს არ მოგაბეზრებთ.
ახლა სამსახურში უნდა წავიდე. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ტელეფონი ამოვიღე და ჩავრთე Alan Walker – Faded ეს სიმღერა იმიტომ ავირჩიე, რომ როცა ამას ვუსმენ სულ რაღაცაზე ვფიქრობ და თან მამშვიდებს. 10 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მივაღწიე სამსახურამდეც, მძღოლს ფული გადავუხადე და შენობაში შევედი. მაშინვე შემამჩნია ჩემმა თანამშრომელმა და ჩემკენ წამოვიდა.
-აუუუ გოგო იციი იმ ბიჭმა მომწერაა- მითხრა აღტაცებულმა.
-კარგად შენ?- ვუთხარი და გამეცინა.- სანამ მაგას მეტყოდი მომსალმებოდი მაინც, გეკითხა როგორ ვარ? რავი ზოგადად ნორმალური ადამიანები ლაპარაკს ასე იწყებენ.
-და ჩვენ ნორმალურები ვართ?- მკითხა ინტერესით.
-არ ვართ მაგრამ ნორმალური ადამიანივით მაინც მოაჩვენე თავი.- ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა.- მერე რაო რა მოგწერა იმან?- ვკითხე.
-მოკლედ....- ყველაფერი მომიყვა რაც კი მოხდა, მე კი ამ დროს გასახდელში ვიცვლიდი.
-კაია ეხლა მოდი გავიდეთ და მივხედოთ კლიენტებს და კიდევ ყავა გინდა?- ვკითხე ლიკას.
-აუ კი სანდრა- მითხრა მან.
-ხოდა მიდი იყიდე და მოიტანე ხო იცი ლატე უშაქრო- ვუთხარი და გავუცინე, მან კი ენა გამომიყო და წავიდა.
ნახევარ საათიანი მუშაობის შემდეგ ახალი კლიენტი შემოვიდა სუპერმარკეტში. ისეთი „სიმპო“ იყო, რომ ყველა მას უყურებდა. მაღალი შავგვრემანი, ოდნავ წამოზრდილი წვერით, შავი თვალებით, რომლებშიც ჩაიძირებოდი. შავი ჯინსის შარვალი და ცისფერი პერანგი ეცვა, რომლის გულზეც რომ შემოვიდა სათვალე გაიკეთა. ხელზე საათი ეკეთა. მოკლედ ყველა პირდაღებული დატოვა. დარწმუნებული ვარ მაგარი „სნუბია“.
-აუ გოგო ნახე რა „სიმპოა“ ის ბიჭი მიდი დაეხმარე.- უცბათ ლიკა გვერდით მომიდგა და მითხრა.
-აუ მართლა რა მაგარი ტიპია- ვუთხარი და წავედი მასთან დასახმარებლად, რადგან აშკარა იყო, რომ კონსულტანტს ეძებდა.
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?- ვკითხე გაღიმებული სახით.
-გამარჯობა, თუ შეგიძლიათ ყველის დახლი მმაჩვენოთ და არჩევაში დამეხმაროთ.- მითხრა სერიოზული სახით.
-დიახ რათქმაუნდა აქეთ წამობრძანდით.- ვუთხარი და წინ გავუძეხი.- აი აქ არის ყველის დახლი, აი აქ აწყვია ობიანი ყველი, აქეთ სულგუნი, აი აქ თხის ყველი და ა.შ- ვუთხარი მას.
-გმადლობთ და მოდი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ კლიენტი და მე კონსულტანტი,რომელს არიჩევდით თქვენ?- მკითხა მან.
-ზოგადად მე სულგუნი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ ამ მომენტისთვის მე ობიან ყველს ავირჩევდი. ჩემ ხასიათში ახლა ამ სახეობის ყველი ჯდება.- ვუთხარი მას.- მაგრამ ახლა ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული ყველის არჩევა და რატომ მეკითხებით?- ვკითხე მას.
-სწორედაც, რომ ამ ჯერად შენზეა დამოკიდებული- მითხრა და თვალი ჩამიკრა.- მეც მიყვარს სულგუნი, მაგრამ ამ მომენტისტვის მეც ობიან ყველს ავირჩევდი, გმადლობთ... სანდრა ხო?- მკითხა მან.
-დიახ სანდრა, ნახვამდის და გემრიელად მიირთვით.- ვუთხარი მას.
-ნახვამდის- მითხრა და თვალი ისევ ჩამიკრა. წავიდა და მე გაოცებული დამტოვა, შემდეგ ლიკასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი. აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ცოტახანში უფროსმა დაგვიბარა, დაძაბული იყო იმედი მაქვს ყველაფერი კარგად არის...
///////////////////////////////////////////////////
აბა როგორ მოგეწონათ? მადლობა, რომ კითხულობთ და ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის.



№1  offline წევრი მია15

მომეწონა კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს

 


მია15
მომეწონა კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს

მადლობაა. კარგია თუ მოგეწონა.
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


მადლობა. ვიცი პატარაა მაგრამ დრო არ მაქვს თორემ გავზრდიდი. შემდეგისთვის უფრო დიდ თავებს დავდებ.
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent