შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მასწავლებელი - 4


27-06-2018, 17:47
ავტორი D-roni
ნანახია 4 769

- ჩემი გოგო ! - ორივე ერთად ყვიროდა და ზედ ახტებოდა მარიამს.
გაგიჟებული ეხუტებოდა გოგონებს და მომენტებში სიცილით უყურებდა უკან მდგომ ერთმანეთზე ახუტებულ ბიძა-ბიცოლას.
ოთახში როგორც კი მარტო დარჩნენ მოწყვეტით დაეცა ლოგინზე და მომლოდინე თვალებს აღელვებული მიაჩერდა.
- იტყვი თუ ენა გამოგაყოფინოთ და ზედ წავიკითხოთ ? - წარბი აუწია ჰაერში ლიზამ.
- დღეს ნერვები მომიშალა ,სკოლიდან რომ მოვდიოდით გზაში ისევ ჩემს ასაკს უსვამდა ხაზს და ბოლოს ძალიან ამასხა , წამომცდა რომ მომწონს ...
- რაააააა ? - წამოიკივლა ორივემ ერთ ხმაში და წამში გადაუჯდნენ საწოლზე ბიძაშვილს.
- მერე რაო ?
- რაო და მეც მომწონხარ ძალიანო ! - მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.
- გვეღადავები ? - გაოცებულები მიაჩერდნენ დაქალს.
- რა თქმა უნდა ! - დაუბღვირა ორივეს და იქვე გაწვა.
- დეგენერატო , მართლა რაო !
- არ დავაცადე პასუხის გაცემა , გამოვვარდი და დავიწყე ბარგის ჩალაგება , მერე მარტო არ მიშვებდნენ ზურა და მართა და იმან მე წავიყვან მაინც ხომ უნდა წავსულიყავითო !
- მერე გზაში რაოო ?
- არაფერი ,უფროსწორად ვერაფერი ... წამლები დავლიე და გავითიშე , თბილისში რომ შემოვედით გამაღვიძა მისამრთი მითხარი სად მიგიყვანოო , მერე მითხრა აქედანაც მე წაგიყვან და შემეხმიანეო , თავის ძმაკაცებთან ერთად მოდის ჩვენთან მართამ შეჭამა ჩამოიყვანე შენც ცოდო ხარ აქ და თან გაერთობითო , მარიამიც ელენეს და ლიზას ჩამოიყვანს და გაიყვანთ დროსო !
- სიმპო ძმაკაცები ყავს? - პირველივე კითხვამ ორივეს ტვინიდან ამან გაიჟღერა და მხრების ჩეჩვით უპასუხა ორივეს , რომ არ იცოდა. - უიმეეეე ...
- ანუ ერთ კვირა გვაქვს დრო ! - ამოიქირქილა ჩაფიქრებულმა ელენემ და ბიძაშვილი აათვალიერა. - ადექი აბა ფეხზე !
- ჰა ?
- ადექი ფეხზეო ! - გაუმეორე ლიზამ და ამჯერად ფეხზე დამდგარი თვითონ აათვალიერა. - ბევრი მუშაობა მოგვიწევს დაო ...
- აშკარად ! - გადაულაპარაკა თავის ქნევით და თავში ხელი წამოირტყა.
- თმა ბოლოს როდის დაივარცხნე ? - ჰკითხა ბღვერით ლიზამ.
- ოოოო , ყოველ დილით ვივარცხნი , უბრალოდ მერე ვირევ ხოლმე და ...
- უკვე ბნელდება და ვერსად ვერ გავალთ , დღეს დაისვენე ხვალ ძაან დამღლელი დღე გექნება ! - თვალი ჩაუკრა და ლოგინზე გემრიელად გაწვა.
- რას ნიშნავს დამღლელი დღე მექნება ? - ჩაფიქრებულმა დაქაჩა თვალები.
- რას ნიშნავს და უნდა შეიცვალო მარიამ , მიუხედავად იმისა რომ ახლაც ულამაზესი ხარ ცოტა ქალს უნდა დაემსგავსო , რამე მომდგარი უნდა ჩაიცვა , რამე ქალური და თავს უნდა მოუარო , არ მესმის რატომ იფუჭებ თავს და რატომ მალავ იმ სილამაზეს , რომლითაც ყველას დაჩოქება შეგიძლია ? აი როგორიც ხვალ გახდები ისეთი , რომ იმ დეგენერატს გაეცანი როგორც ბავშვს კი არა როგორც გასაგიჯებელ ქალს აღგიქვავდა !
- მაგას მარტო ჩემი ვიზუალის გამო თუ უნდა მოვეწონო არ მინდა მადლობა !
- ვაიმე ადამიანო ნუ მაგიჟებ რა შუაშია ვიზუალი , 2 წლის ბავშის ვიდზე ხარ და თან ხელოვნურად აკეთებ ამას , ბუნებრივად მოიქეცი , რაც მოგწონს ის ჩაიცვი , თავს მოაუარე ეს ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია , ნორმალურად გააკეთე ყველაფერი და მერე თვალს ვეღარ მოგაშორებს , არ გინდა გამოაშტერო ?
- კი ... მაგრამ ...
- ხოდა არანაირი მაგრამ , ხვალ გავალთ და დაესმგავსები შენს თავს და არა ვიღაც სექსუალურ ნაშას , ჩვენ შენ გარდაქმნას კი არ გიპირებთ , უბრალოდ „მოგაწესრიგებთ“ !

^^^
დილით ადრე გააღვიძეს , აახტუნეს და სწრაფად გააქანეს სალონისკენ.
იქ რა ამბავი ხდებოდა ვერ აგიღწერთ , დახოცეს ერთმანეთი , ისინი ეუბნებოდნენ შეიჭერი ეგ გენძერიო , ეს თავს იგიჟებდა თმას არ დავიმოკლებ ვგიჟდები ჩემს თმაზეო , მერე ისინი ეჩხუბებოდნენ თუ გიჟდები მოუარეო , მერე ეს უმტკიცებდა არ შევიჭრი მოვუვლიო და მოკლედ ... ალბათ ცალი თვალით წარმოიდგინეთ იქ მყოფი ხალხის სახეები.
- ბოლოსდაბოლოს რამე გადაწყვიტეთ ? - სიცილით ჩაერია სტილისტი და დაბნეულებს თავის ქნევით დააკვირდა. - ჩემი აზრი შეიძლება დავაფიქსირო ? - ჰკითხა და მათაც სამივემ ერთად დაუქნიეს თავი. - ძალიან მოგიხდება გასწორებული თმა , თან ბოლოებში ხვეულები გაქვს და არ გინდა ასე ბუნებრივად დავტოვოთ ? უბრალოდ სიგრძეში ცოტა დაგმოკლებ სულ ცოტა , იმიტომ რომ ბოლოჭამიები გაქვს და თმას გიუხეშებს , მერე მე გეტყვი ერთ კარგ ფიქსატორს , ჩვენთანაც იყიდება დაბანის შემდეგ ნოტიო თმაზე შეიზილე და სულ ფორმაში გექნება , მთავარია შენ არ აიბურდო ხოლმე !
- კარგით ... - გაუღიმა და გოგონებიც კმაყოფილები გაიჯგიმნენ ადგილზე.
- თმას რეებს უშვები ...- სიცილით გაუშალა ერთმანეთში აბურდული თმა და ძლივს ჩამოუვარცხნა ოდნავ დასველებული .
- რავიცი , წყაპით ვიკრავ და შეკვრამდე ოთხ ფენად ვიხვევ ...
- ხოდა ეგეთი რაღაც აღარ ქნა !
თმას , რომ მიხედეს წამში სარკეში ჩაუხედავად წარბებისკენ გააქანეს.
ფორმა შეუცვალეს და ოდნავ აუტეხეს , შემდეგ ეპილაციაზე წავიდნენ , ისედაც უწევდა თვის ბოლოს გაკეთება და ბარემ ეგეც მოითავა.
სარკეში , რომ ჩაიხედა მართლა ძალიან ინანა ამდენ ხანს თავს ასე რომ წირავდა.
ძალიან ლამაზი , ნაზი და მომღიმარი გოგო უმზერდა სარკიდან.
თითქოს იგივე იყო , მაგრამ სულ სხვა.
- აუ გთხოვ სათვალე მოვიხსნათ რა ... მაინც ტყუილად არ გიკეთია ?
- არ მომწონს ...
- აბა მოიხსენი ! - უთხრეს ერთ ხმაში და მანაც ფრთხილად მოიშორა სახიდან ზედმეტი ორი თვალი.
- ღმერთო დიდებულო ... - თვალები უცებ დახუჭა და გაახილა , რომ მიხვდა მართლა საკუთარ თავს უყურებდა ბედნიერმა გახედა გოგონებს და ზედ შეახტა ორივეს.
გიჟებივით გახარებულები გამოვარდნენ სალონიდან და გეზი მოლისკენ აიღეს.
არ ვიცი რამდენ ხანს იბოდიალეს მაგრამ ფაქტია , მარიამმა არ იცოდა ამდენი ტანის სამოსი სად უნდა შეეტენა , რომ სახლში დაეტია.
გაოცებული უყურებდა ამდენ პარკს და ფიქრებიდან ვერ იშორებდა ბაღათურიას მოსალოდნელ რეაქციებს როცა დაინახავდა.
- ამას შენი თავისთვის აკეთებ და არა მისთვის ! - შეუჯაჯღანა ლიზამ და ხელით ელენეს მხარს დაეყრნო.
მარიამი ისევ საკუთარი თავის თვალიერებით იყო გართული , ტანზეც ახალი ტანისსამოსი ეცვა , მომდგარი ღია ჯინსი , კოჭს ოდნავ აცდენილი , ასევე მომდგარი შავი მაისური , ოდნავ დეკოლტეთი და შავი დუტის მოსაცმელი , ფეხზე ღია კრემისფერი კედები ეცვა , სტილიც კი ისეთი იყო ვერასდროს რომ ვერ იფიქრებდა „მოვირგებო“.
სხვა ემოციებით დატვირტთული წავიდა გოგონებთან ერთად პარკებით დატვირთული გასასვლელისკენ .
ტაქსი ძლივს გააჩერეს , ის ის იყო უნდა ჩამსხდარიყვნენ ელენეს და ლიზას მეგობრები გამოჩნდნენ საიდანღაც.
- დებო გიორგაძეეებო ? - ხელებგაშლილი ჩაეხუტა მაღალი სხეული გოგონებს და ცალი თვალით მარიამი აათვალიერა. - ეს ულამაზესი ქმნილება ვინ არის ? არ გამაცნობთ ?
- მარიამია , ჩვენი ბიძაშვილი ... - სიცილით გადახედა ელენემ გოგონას და თვალი „ხომ გითხარი ყველას დააჩოქებ“ მზერით ჩაუკრა.
- ზურა ... - ხელი გაუწოდა ღიმილით , შემდეგ მარიამის დაკავებულ ხელებს დახედა და სიცილით გამოსწია უკან.
- სასიამოვნოა ... - გაუღიმა და უინტერესოთ გახედა ლიზას . - დამეღალა ხელები , არ წავიდეთ ?
- წავიდეთ , ზურა მერე გნახავთ ახლა სახლში უნდა წავიდეთ ...
- გაგიყვანთ ... - თვალით უკან მდგომ რამდენიმე ადამიანზე ანიშნა და მანქანისკენ წავიდა. - წამოდით !
- არა იყოს , ისედაც ბევრნი ხართ ... - თავი გააქნია ლიზამ.
- ესენი რჩებიან , წამოდით ! - პარკები გამოართვა ლიზას და საბარგულისკენ წავიდა.- მთელი მოლი წამოიღეთ ?
- დაახლოებით ! - ამოისუნთქა განთავისუფლებულმა ელენემ და მანქანაში ჩასკუპდა. - მომეცი , მაგათაც აქ ჩავდებ ! - პარსკებზე ანიშნა და მარიამმაც მხრების ჩეჩვით გადასცა ყველა ერთად მას. - დაჯექი შენ მიდი .
- მადლობა ...
^^^
მთელი გზა სარკიდან თვალს არ აშორებდა უკან მჯდომს.
მარიამიც უხერხულად აწურული ხან თითებს ათამაშებდა , ხან აქეთ-იქით იყურებოდა და ხანაც გოგონებს „მიშველეს“ მზერით უბრიალებდა თვალებს.
სახლთან მისული მანქანიდან გადმოხტა , სწრაფად დაავლო პარკებს ხელი და მადლობა უკანა გზიდან მოაძახა.
- მგონი ძაან შეაშინე !- გაუცინა ლიზამ და კიბეზე ფეხი ადგა.
- მაგარი ლამაზი გოგოა ტოო , აქამდე რატომ არ ვიცნობდი ?
- ტყუილად დაადგი თვალი , დაკავებულია ! - თვალი ჩაუკრა მეგობარს ელენემ და დასთან ერთად შევიდა სარბაზოში.
- შეყვარებული ყავს ? გათხოვილია ?
- რა დროს გათხოვებაა , 18წლის არ გამხდარა ჯერ , ეხა ხდება ...
- აბა შეყვარებული ყავს ?
- არა , მაგრამ ვიღაც უყვარს !
- ვის არ გადაყვარებია ? - ირონიულად ჩაიღიმა და საჭესთან დაჯდა. - დროებით გოგოებო ! - გაუღიმა და მანქანა ეზოდან გაიყვანა.
- ეეე ზურია ნახე რაა ... - გაიცინა ელენემ და დას ხელი კრა. - ადი მიდი , თორე ჩამომწყდა ხელები , სად გაიქცა ის ... - გაიცინა ბოლო ხმაზე და კიბეებზე აირბინა ლიზასთან ერთად.
^^^
30 რიცხვი იყო , სახლში დაბრუნების დრო და მისი ნახვის ჟამი დადგა.
ნერვიულად მიმოდიოდა ოთახიდან ოთახში და გოგონებს მავედრებელი მზერით უყურებდა.
შემდეგ შეკრულ ბარგს გადახედა და აწკრიალებულ მობილურს წამში დაავლო ხელი.
ელოდებოდა და იცოდა კიდეც მამაკაცი აუცილებლად , რომ დაურეკავდა , დამშვიდებულმა აიღო მობილური და თვალებმოჭუტულმა განწირული სახით მიიდო ყურთა- გისმენთ ...
- გისმენთ ?
- მარიამ , რომელი საათისთვის იქნებით მზად , რომ გამოგიარო ?
- ჩვენ უკვე მზად ვართ ...
- კარგი მაშინ 15 წუთში მოვალ სახლთან და დაგირეკავ ჩამოდით !
- კარგი ... - დათანხმდა და მობილური გათიშა , ღრმად ამოისუნთქა და ღიმილიანი სახით ჩაიხედა სარკეში.
- მზად ხარ ? -ჰკითხა ლიზამ გამომწვევად.
- კი ! - გაუღიმა და თავის გამოსახულება აათვალიერა.
ღია , მომდგარი და გაქექილი ჯინსი ეცვა , ნაცრისფერი სპორტული ზედა და ამავე ფერის კედები.
ღიმილით ჩამოისვა ღია , რბილ , ჩამოვარცხნილ და ბოლოებში ოდნავ ხვეულ თმაზე ხელი და სახეზე ფრთხილად გადაიტარა თითები , რომ მსუბუქი მაკიაჟი არ გაეფუჭებინა.
მუქი თაფლისფერი თვალები ააფახულა და გრძელ წამწამებს სიამაყით დააკვირდა.
- რა ტრ*აკი , რა მკერდი ,რა ფეხები , რა წელი , რა თმა , რა სახე , რა ნაკვთები და როგორ მალავდი ამ ყველაფერს სერიოზულად ნერვები მეშლება შენზე ! - ამოიბურდღუნდა ელენემ და მის აწკრიალებულ მობილურს ცალი თვალით დახედა. - გირეკავს !
- მოვედი !
- ჩამოვდივართ !
დიდ ჩანთას ხელი დაავლო და ბიძა-ბიცოლას დაემშვიდობა , ერთ პატარა ჩანთით ჩამოვიდა და უზარმაზარი ჩემოდნით ბრუნდება უკან.
ბოლო საფეხურზეც დადგა ფეხი და ორ მანქანას დააკვირდა , სამი ბიჭი იდგა სადარბაზსოთან და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ.
ღიმილით გადახედა გოგონებს , გაშტერებულები რომ აკვირდებოდნენ ამ სამ ანგელოზს.
ირონიული ღიმილით გადააქნია თავი და იმ წამს მისკენ მომზირალ მათეს მთელი გულით გაუღიმა.
თურმე როგორ მონატრებია , მამაკაცი ჯერ წარბშეჭმუხნული იყურებოდა აქეთ , ვერ გაეგო რა ხდებოდა , შემდეგ რომ მიხვდა ამ სამიდან მარიამი , რომელი იყო გაოცებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა და ისევ წარბები შეკრა.
გონს ვერ მოდიოდა , ვერ გაეგო სად იყო და რა ხდებოდა.
- როგორ ხართ მას ? - ჰკითხა მის წინ ჩამომდგარმა და ჩანთიანად დასტოპდა ადგილზე.
- კარგად მარიამ შენ ? - კითხვა დაბნეულმა შეუტრიალა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონა.
- კარგად , ესენი ჩემი ბიძაშვილები არიან ... ელენე და ლიზა , ეს კიდევ მათეა ...
- სასიამოვნოა ... - გაიღიმა ორივემ და მათემაც გონსმოსულმა გააქნია თავი.
- ჩემთვისაც , ესენი თემო და გიო არიან ...
- სასიამოვნოა ... - ერთხმად უთხრეს ბიჭებმა და ღიმილით დააკვირდნენ ძმაკაცს.
- რომელია ჩვენი მასპინძელი ანუ ? მგონი შენ ხო ? - წინ თემო წამოვიდა და მარიამს ხელი გადახვია . - ეე რა საყვარელი გოგოა ტოო ... ესაა ძაან მწარე ენა აქვსო ?
- ვინ გითხრა ?
- შენ არ ამბობდი ტელეფონში ? ეგ ვინ გეგველათქო და მარიამიო ... - გაიცინა თემომ და გიოს მხარი გაჰკრა , დებილივით რომ მითხავებოდა ლიზას.
- ხო მეც მახსოვს , რაღაც საერთოდ არ გავხარ გველუკას , თუ შველის ტყვაში გახვეული გველუკა ხარ ? - გაუცინა ბიჭმა და წარბებაწეული დააკვირდა მათეს.
- დაახლოებით რაღაც ეგეთი ... - გაუცინა ორივეს და მათეს ახედა. - ვინ როგორ ვნაწილდებით ?
- თქვენ ჩემთან ჩაჯექით , ერთ-ერთი გოგო იმათ გაჰყევით ...
- კარგი ... - მხრები აიჩეჩა და ელენეს გადახედა. - შენ ჩვენთან წამო .- ეშმაკური სიცილით ჩაუკრა გიოს თვალი და ლიზა მათკენ გააგდო.
- ეგრე ხო ? - ვითომ გაბრაზებულმა დაუბღვირა და ბიჭებს გადახედა.
- წამო , წამო გავერთობით ! - გაუცინა თემომ და მანქანისკენ მასთან ერთად წავიდა.
^^^
- აბა ? მოგწონს სოფელი ? - ჰკითხა მათეს უკან მჯდომმა ელენემ და მათემაც სიცილით დაუქნია თავი თან სარკიდან გახედა. - ძალიან სიმყუდროვეა და რაც მთავარია კარგ ხალხში მოვხვდი !
- ხო , აბა კი გექნება დაყუმბარებული მართას საჭმელები , როგორ მომენატრა ...
- კი მაქვს ... გაუღიმა და ცალი თვალით ჩუმად მჯდომ მარიამს გადახედა. - ხმას არ ამოიღებ ? - ჰკითხა წარბაწეულმა და მარიამმაც ღიმილით გადმოხედა.
- მოგენატრა იქაურობა ? - ჰკითხა ვითომც არაფერიო და თვალებგაბრწყინებული მიაჩერდა ბიჭს.
- კი , სხვათაშორის მაგრად ... - მუსიკას ოდნავ აუწია და გზას გახედა.
^^^
ჭიშკართან მიაყენეს ორივემ მანქანა , გაოცებულმა გადმოხედა გიჟივით გადმომხტარ ლიზას და დაბნეულმა კითხვისნიშნებიანი მზერა მიაპყრო თემოს.
- რა მოხდა ?
- დახოცეს ერთმანეთი ! - თვალები გადაატრიალა და გიოსთან მოლაპარაკე ლიზაზე მიგვანიშნა.
- რატო ? - გაიკვირვა ელენემ. - ლიზას მოკლული არავინ მინახავს ჯერ ...
- ბიჭო რამდენი კილომეტრიაო დაახლოებითო მაგაზე ისე სერიოზულად გაჭედეს კინაღამ გადმოვაგდე მანქანიდან ორივე , პროსტა მერე გამახსენდა რო გიო იჯდა საჭესთან და გავჩუმდი ... - ახარხარდა თემო და სახლისკენ წავიდა. - წამოდით , ისინი შეიძლება ერთი ორი საათი კიდევ იდგნენ და იგივეზე იჩხუბონ.
- ვააა ... - გაოცებულმა შესძახა მარიამმა და სიცილით წავიდა სახლისკენ. - ნინიიიი ... - გაგიჟებულმა დაიძახა პატარა დის სახელი და როგორც კი კარი შეაღო თითქმის შიშველ ნაკეცებიან წერტილს ეცა. - ვაიმე ჩემი წერტილი , ჩემი სიტკბო ,ჩემი ყველაფერიიი ! - ლაპარაკობდა და ყველგან კოცნიდა მონატრებულს. - როგორ მომენატრე გოგო,როგორ მომენატრე !!!
- მეეეჩ მალუშაა ... მაჩეეეეე ... - წამოიძახა აღტაცებულმა მათეს სახელი თავისებურად და ხელები მისკენ გაიშვირა.
- მოღალატე ! - გაოცებულმა წარბები შეკრა და გაჭაჭული ნინი მოცინარ მათეს გადაუჯინა ხელებში .
- წერტილ , მომენატრე რას შვები კიდე ბევრს ჭამ ? - ჰკითხა და კისერში ხმაურით აკოცა ჰაერში აწეულს.
- მაჩეეე , ეშ მალიამია ? - ჰკითხა ყურში დაბნეულმა და მათემაც მხრებისჩეჩვით გახედა ბავშვს.
- მაჩეემაც ვერ იცნო ... - ჩუმად გადაულაპარაკა ყურში და მოცინარი კიდევ ერთხელ ჩაკოცნა.
^^^
მართამ მოსართავი ატრიბუტები იქვე დაულაგა მარიამს და განკარგულება გასცა ერთად მორთეთ მთელი სახლიო.
რადგანაც მხოლოდ პირველ და მეორე სართულს იყენებნდნე და ყველაზე ხშირად იქ იყვნენ მხოლოდ ის ტერიტორია მორთეს.
საქმეები გაინაწილეს , ელენემ და თემომ პირველი სართულის მისაღები აიღეს საკუთარ თავებზე.
ლიზამ და გიორგიმ რადგანაც მოგვარდნენ პირველი ეზოში დაიწყეს გადახურული ტერიტორიის მორთვა.
მარიამი და მათე მეორე სართულისკენ დაიძრნენ მოსართავი საშუალებებით და იქვე გაჩერდნენ , ტერიტორიას ათვალიერებდნენ და თან დაბნეულებმა არ იცოდნენ საიდან დაეწყოთ მორთვა.
- ჯერ თუ არ გამოვიცვალე ვერაფერს ვერ მოვრთავ ... - ამოიბურტყუნა და ოთახისკენ წავიდა.
- მეც გამოვიცვლი და აქ შევხვდეთ 5 წუთში ... - უთხრა და მის გვერდით ოთახში შევიდა.
სწრაფად მივიდა მარიამი გარდეროფთან და ახალ ტანისსამოს დააკვირდა ,ძველი ყველაფერი პარკებში ეწყო და ოთახიდანაც კი მოშრებული ჰქონდა.
ახლა გონზე არ იყო რა შეიძლებოდა ჩაეცვა , რომ თავისფულად ყოფილიყო.
მომდგარი ნაცრისფერი სპორტული ელასტიკი ჩაიცვა , ამავე ფერის მომდგარი თხელი მაიკა გადაიცვა და ჟაკეტი მოიცვა , ფუმფულა ჩუსტებში ჩააცურა ფეხები და თმის აწევით გავიდა ოთახიდან.
- ვიწყებთ ? - ჰკითხა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
- ვიწყებთ ! - სპორტულებში გამოწყობილმა ერთი აატარა მზერა და თავის ქნევით წავიდა პარსკებისკენ. - საიდან ვიწყებთ ?
- ჯერ კედლები მოვრთოთ , აი ეს მძივები უნდა გავაკრათ ჭერთან კედლის ტერიროტიაზე , მთელს სიგანეზე.
- იქ როგორ მივწვდებით ? ძაან მაღალი ჭერია .
- კიბე მოვიტანოთ ... მაგრამ მგონი მაგას ლიზა და გიო იყენებენ ეზოში , იმათ მთელი სახლი აქვთ მოსართავი გარედან.
- კარგი , მოდი აგწევ კისერზე დამაჯექი და გატარებ მაშინ აქეთ-იქით ! - მხრები აიჩეჩა და მოჭუტული თვალებით მიაჩერდა გოგონას.
მარიამმა მხრები აიჩეჩა და პარკიდან მძივები ამოიღო , სპეციალური ლურსმნები ისევ კედელზე იყო მიჭედებული წინა ახალი წლების გამო და ამიტომ თავიდან მიჭედება არ დასჭირვებია.
- მოდი ... - ხელები გაუშვირა და მარიამმაც ეჭვით დახედა მის ხელებს.
- ასე როგორ შემოგაჯდე ? - გაეცინა და თავი გვერდით გადახარა.
- ჭრელად ... - თვალების ტრიალით მოკიდა ხელი და ისე უცებ მოიჯინა კისერზე მარიამმა შიშისგან შეჰკივლა.
- ღმერთო ჩემო , ნამდვილი ველური ხარ ! - გულზე ხელი მიიდო და ფრთხილად გააძვრინა ფეხები მისი ხელების უკან და წელზე მოუჭირა. - კარგად დამიჭირე , არ გადმოგივარდე !
- თუ არ გაჩუმდები ძალით გადმოგაგდებ ! - სიცილით ასძახა და თვალებით ანიშნა მალე დაიწყეო.
მართლაც მალე დაიწყო მძივების გაბმა , ერთხელ მართას ამოყვანაც დასჭირდათ პარკებისკენ ვერ იხრებოდნენ მძივების ამოსაღებად , ქალმა ყველა მძივი ხელზე დაუკიდა შვილს და უკან სიცილით ჩაბრუნდა.
ძლივს შეავსო დერეფნის ყველა კედელი მძივებით , შემდეგ ბანტიკები ჩამოჰკიდა ზედ ყველას სათითაოდ და დაღლილმა ჩახედა თავისზე დაღლილ ბაღათურიას.
- შეგიძლია დამსვა ! - სიცილით გამოაძვრინა ფეხები მისი ხელებიდან და შიშით ჩაიხედა ძირს. - სანამ დამსვავ ერთ სიცოცხლეს გავლევ ...
- ნუ გეშინია ! - გაუცინა და ფრთხილად მოკიდა თითები თეძოებზე , ოდნავ წინ გადმოისვა და ის ის იყო ძირს უნდა დაესვა შეშინებულმა მარიამმა რაღაც საოცარი ტრიუკი გააკეთა , ძირს ჩამოვარდა და ზემოდან მოცინარი მათე დაეცა.
- რატომ ხარ ასეთი მოუსვენარი ? - ჰკითხა და ხელები თავს ზემოთ გაუკავა , დაბნეულს ზემოდან ჯერ თვალებში , შემდეგ კი ტუჩებზე დააჩერდა და ფრთხილად დაიხარა მისკენ.
- მე კი არა ... შენ ხარ მოუხერხებელი ! - უთხრა შეკავებული ემოციებით და მზერა მისი ტუჩებისკენ ჩააცოცა. - ჯანდაბა , გადადი თორემ ...
- თორემ ? - სახე უფრო მიუახლოვა აწითლებულს და თითები მის თეძოებზე ჩამოაცურა.


ძალიან დიდი თავია მემგონი :დ
იმყოფინეთ თქვენი ხმა აღარ გავიგო :დდდდდ
ძალიან მიხარია , რომ არაფერი არ გყოფნით მაგრამ თავის ზომას ამაზე მეტად მართლა ვეღარ გავზრდი ...
რაც შეეხება მათეს , ძალიან გამელანძღა და შემელახა , არადა რო დააკვირდებით არაფერი დაუშავებია ადამიანს :დ
იმედია მოგეწონებათ , იმხიარულებთ , დაკმაყოფილდებით და თქვენს აზრებს გამიზიარებთ ... ჩემი სტიმული ხართ , გელოდებით !
heart_eyes heart_eyes heart_eyes




№1  offline წევრი ჟიზელი

ჯანდაბას ვაღიარებ,მომწონს ეს ისტორია და არ გააბანალურო,თორემ ჩემებურად გავსვანდები :დდდდ

 


აუუ ძალიან მაგარია, ძალიან მიყვარს და ერთი სული მაქვვს ახალი თავი დაიდოს. ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია. მიხარია, რომ დიდ თავებს დებ. heart_eyes heart_eyes kissing_heart innocent
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


№3 სტუმარი Crazy girl

აიი სასწაულია????????დღეს წავიკითხე ოთხივე და უკვე სიყვარულის მორევში გადავვარდი????????მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალე ველოდები შემდეგ თავს დიდი სიხარულით ❤❤ უკვე შემიყვარდა ეს მოთხრობა ????????

 


№4 მოდერი sameone crazy girl

ნუ აი ძაან სასაცილოა და ძალიან მომწონს შენ სტილშია და მაინც სხვანაირია მაგრამ
ვაღიაროთ რომ მე საუკუნეები რომ გავიდეს კაცის გამო არ შევიცვლი სტილს და არ გავიწვალებ თავს.
აი ზურას რომ მოეწონა და ეს თითებს იმტვრევდა რა უბედურება იყო,ეს გველი კი არა ბუნჩულა მორცხვი გოგოა laughing laughing smile smile აუ ის მომეწონა ეს ის გოგოა მაშინ რო გიგველაო? smile smileმთელი საძმაკაცო ხვდება რო ეს იშხამება და ამ დროს არ იმჩნევს ბიჭი არაფერს. ყლაპოს ახლა ნერწყვები და იყოს...ადრე არ მოსწონდა ,ოჰ ეს ერთ ადგილს აყოლილი კაცთა მოდგმა, სანამ რამეს არ მოიშიშვლებ მანამ ბავშვი ჰგონიხარ უჟაას ნუუუ smile smile laughing
გყვარობ !!!

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუუუუუ❤️♥️❤️❤️❤️ რა კარგიააააა♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ ძალიააააააან მომწოონს❤️❤️❤️ გთხოვ მალ მალე დადეე❤️❤️

 


№6  offline მოდერი abezara98

დედაა, ეს რა იყო, გოგო, ჰა? laughing ნუ, ჩემი ლიზა და ელენე ისე მომწონს უკვე, აღარ ვიცი, რა ვთქვა laughing ნუ, თემო და ლიზაზე რა ხდება, არ გინდა გამარკვიო? არა, ეჭვი კი მაქვს, მაგრამ სად ეჭვი და სად დაზუსტებული ინფორმაცია joy ჰმ... ვინაა ეს ზურა? რა უნდა? მართალია, ჩემი მარიამი მართლაც ქალღმერთს ჰგავს, ულამაზესია, როგორც გარეგნულად,ისე შინაგანად, მაგრამ ხიხიაა ეგ ქალი შენთვის ზურიკოო! joy ისე, კი ვნახავდი ზურიკოზე მოეჭვიანე მათეს joy აი, ეს კისერზე შემოსმა საიდანღა მოგაფიქრდა? laughing რომ წარმოვიდგინე, მე გამაჟრიალა და იმათ რა დაემართებოდათ, წარმომიდგენია joy (ნუ, მათეს თუ არა, მარიამს ხომ მაინც laughing ) ხოო, აი, ნინიკო მომწონს აქედან ყველაზე მეტად blush ჩემი ფუმფულიკო გოგო, ჩემი საყვარელი და ჩემი ჭამისტი laughing აშკარად ჰგავს ისეთ პერსონაჟს, მათეს რომ დაეხმარება ჩუმ-ჩუმად მისი დის მორჯულებაში (რაც, ვიმედოვნებ, რომ მალე მოხდება smile ) smile
მეტი რაღა გითხრა? მიყვარს მე შენი ისტორიები და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას kissing_heart kissing_heart

 


№7  offline მოდერი D-roni

ჟიზელი
ჯანდაბას ვაღიარებ,მომწონს ეს ისტორია და არ გააბანალურო,თორემ ჩემებურად გავსვანდები :დდდდ


გეკადრება? ❤️ :დ

ციფერთვალაგოგო
აუუ ძალიან მაგარია, ძალიან მიყვარს და ერთი სული მაქვვს ახალი თავი დაიდოს. ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია. მიხარია, რომ დიდ თავებს დებ. heart_eyes heart_eyes kissing_heart innocent


ძალიან ძალიან დიდი მადლობა , მიხარია!❤️

Crazy girl
აიი სასწაულია????????დღეს წავიკითხე ოთხივე და უკვე სიყვარულის მორევში გადავვარდი????????მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალე ველოდები შემდეგ თავს დიდი სიხარულით ❤❤ უკვე შემიყვარდა ეს მოთხრობა ????????


მიხარია ძალიან უდიდესზე უდიდესი მადლობა❤️❤️

sameone crazy girl
ნუ აი ძაან სასაცილოა და ძალიან მომწონს შენ სტილშია და მაინც სხვანაირია მაგრამ
ვაღიაროთ რომ მე საუკუნეები რომ გავიდეს კაცის გამო არ შევიცვლი სტილს და არ გავიწვალებ თავს.
აი ზურას რომ მოეწონა და ეს თითებს იმტვრევდა რა უბედურება იყო,ეს გველი კი არა ბუნჩულა მორცხვი გოგოა laughing laughing smile smile აუ ის მომეწონა ეს ის გოგოა მაშინ რო გიგველაო? smile smileმთელი საძმაკაცო ხვდება რო ეს იშხამება და ამ დროს არ იმჩნევს ბიჭი არაფერს. ყლაპოს ახლა ნერწყვები და იყოს...ადრე არ მოსწონდა ,ოჰ ეს ერთ ადგილს აყოლილი კაცთა მოდგმა, სანამ რამეს არ მოიშიშვლებ მანამ ბავშვი ჰგონიხარ უჟაას ნუუუ smile smile laughing
გყვარობ !!!

ჩემი მთათუმანი იდეალური კაცია , ენა !
:დ ❤️

სტუმარი ნინი
აუუუუუუ❤️♥️❤️❤️❤️ რა კარგიააააა♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ ძალიააააააან მომწოონს❤️❤️❤️ გთხოვ მალ მალე დადეე❤️❤️

დღეში ორ თავს ვდებ ლამის და ასეთი ზომის მეტი მალ-მალე რაღა დავდოო :დდდდ ????❤️

 


№8 მოდერი sameone crazy girl

აუუ შნუუც ახლა წარმოვიდგინე რო მე ამ წონით ვინმეს მზრებზე ვზივარ თან კარგახანს smile და გორილას გარდა ვერანაირი სულიერი გაუძლებდა მაგას smile smile ნუ კაი ხო მარიამი სხვანაირია მარა მე ხო ისტორიაში შევდივარ და რამეეე
მე ზურა მომწონს მე ,მარიამს ზურა მეყოლება !

იდეალური კაცი არ არსებობს დედამიწის ზურგზე smile smile იცოდე ეს და იყავი რეალისტი

 


№9  offline მოდერი D-roni

sameone crazy girl
აუუ შნუუც ახლა წარმოვიდგინე რო მე ამ წონით ვინმეს მზრებზე ვზივარ თან კარგახანს smile და გორილას გარდა ვერანაირი სულიერი გაუძლებდა მაგას smile smile ნუ კაი ხო მარიამი სხვანაირია მარა მე ხო ისტორიაში შევდივარ და რამეეე
მე ზურა მომწონს მე ,მარიამს ზურა მეყოლება !

იდეალური კაცი არ არსებობს დედამიწის ზურგზე smile smile იცოდე ეს და იყავი რეალისტი


1) ზურა მალე შეგზიზღდება .
2) მათე გამონაკლისია .
3) ბევრს ლაპარაკობ :დდდ

 


№10  offline წევრი tatuli)

au xvalamde ra moicdis???????? miyvars sheni istoriebi me❤️

 


№11 მოდერი sameone crazy girl

D-roni
sameone crazy girl
აუუ შნუუც ახლა წარმოვიდგინე რო მე ამ წონით ვინმეს მზრებზე ვზივარ თან კარგახანს smile და გორილას გარდა ვერანაირი სულიერი გაუძლებდა მაგას smile smile ნუ კაი ხო მარიამი სხვანაირია მარა მე ხო ისტორიაში შევდივარ და რამეეე
მე ზურა მომწონს მე ,მარიამს ზურა მეყოლება !

იდეალური კაცი არ არსებობს დედამიწის ზურგზე smile smile იცოდე ეს და იყავი რეალისტი


1) ზურა მალე შეგზიზღდება .
2) მათე გამონაკლისია .
3) ბევრს ლაპარაკობ :დდდ

ბევრს? კი ბატონო
საერთოდ აღარ ვილაპარაკებ ჩუმად ვარ
აწი ჩემთვის წავიკითხავ
შენ როგორც კითხულობ ჩემებს ისე heart_eyes

 


№12  offline მოდერი D-roni

sameone crazy girl
D-roni
sameone crazy girl
აუუ შნუუც ახლა წარმოვიდგინე რო მე ამ წონით ვინმეს მზრებზე ვზივარ თან კარგახანს smile და გორილას გარდა ვერანაირი სულიერი გაუძლებდა მაგას smile smile ნუ კაი ხო მარიამი სხვანაირია მარა მე ხო ისტორიაში შევდივარ და რამეეე
მე ზურა მომწონს მე ,მარიამს ზურა მეყოლება !

იდეალური კაცი არ არსებობს დედამიწის ზურგზე smile smile იცოდე ეს და იყავი რეალისტი


1) ზურა მალე შეგზიზღდება .
2) მათე გამონაკლისია .
3) ბევრს ლაპარაკობ :დდდ

ბევრს? კი ბატონო
საერთოდ აღარ ვილაპარაკებ ჩუმად ვარ
აწი ჩემთვის წავიკითხავ
შენ როგორც კითხულობ ჩემებს ისე heart_eyes


დამპალო ქალო !

 


№13 სტუმარი თამუნე (ბიბო)

უბრალოდ მაგიჟებ
ბედნიერება ხარ
საოცრება ხარ
სიყვარული
სიხარული
სიგიჟე
ჩემი ხარ რა
რა გითხრა მეტი
სასწაულო
ჩემო პირადო ბედნიერება
სუ რაღაც რამოედნიმე სათი ხო
და შენი პირადი ვანგა გაგახარებს
მაბედნიერებ
პატარა ქალო
ნატვრისთვალო
მაბედნიერებ

 


№14 სტუმარი mari

ra cudi gogo xar,dzalian didi tavio da me rato mekitxineba ucbat vinme amixsnis??? da yoveltvis iset adgilas rogor cherdebi chemi nervuli sistema rom nakuwebad aqcio??? magari intrigani vigaca xar (ki shemomelandzge kulturulad :D )........mokled yvela sheni istoria ramdenjerme maqvs wakitxuli da didi xani gelodi,dzalian magari mwerali xar,profesionaaaallll,

 


№15 სტუმარი Sali

Mokled dges viyavi ragac iseti romantiuli istoriis wakitxvis xasiatze rom gansxvavebulad gamatbobda da am istoriam es moaxerxa zalian shemiyvarda,tqven kide borotad sargeblobt amdeni guldamtbari adamianis emociebit da gvashantajebt ar gecodebit ????ufro didi didi didi tavebi minda ise swrafad shemomekitxa yvela tavi rom ver vzgebi gtxovt nu daizarebt da gazardet ra

 


№16  offline მოდერი D-roni

თამუნე (ბიბო)
უბრალოდ მაგიჟებ
ბედნიერება ხარ
საოცრება ხარ
სიყვარული
სიხარული
სიგიჟე
ჩემი ხარ რა
რა გითხრა მეტი
სასწაულო
ჩემო პირადო ბედნიერება
სუ რაღაც რამოედნიმე სათი ხო
და შენი პირადი ვანგა გაგახარებს
მაბედნიერებ
პატარა ქალო
ნატვრისთვალო
მაბედნიერებ

რა დამაძინებს ხვალ დილამდე ერთი ის გაამაგებინა :დ

mari
ra cudi gogo xar,dzalian didi tavio da me rato mekitxineba ucbat vinme amixsnis??? da yoveltvis iset adgilas rogor cherdebi chemi nervuli sistema rom nakuwebad aqcio??? magari intrigani vigaca xar (ki shemomelandzge kulturulad :D )........mokled yvela sheni istoria ramdenjerme maqvs wakitxuli da didi xani gelodi,dzalian magari mwerali xar,profesionaaaallll,


არაუშავს მსიამოვნებს ასე რომ მლანძღავენ :დ
მადლობა უდიდესიიიიიი heart_eyes heart_eyes

Sali
Mokled dges viyavi ragac iseti romantiuli istoriis wakitxvis xasiatze rom gansxvavebulad gamatbobda da am istoriam es moaxerxa zalian shemiyvarda,tqven kide borotad sargeblobt amdeni guldamtbari adamianis emociebit da gvashantajebt ar gecodebit ????ufro didi didi didi tavebi minda ise swrafad shemomekitxa yvela tavi rom ver vzgebi gtxovt nu daizarebt da gazardet ra


ძალიან დიდი მადლობა მიხარია თუ იმის მიღებაში დაგეხმარე რაც ასე გინდოდა heart_eyes
ასეთი ვარ ასეთი აჰაჰჰაჰა bowtie heart_eyes

 


№17  offline წევრი skida

კარგი რა ასეთ ადგილას გაწყვეტა შეიძლებოდა რა დაგელოდება ხვალამდე როდის დადებ. ახალი ბიჭი არ დამევასა მაგას თუ გადაყვარება ასეთი ადვილი ჰგონია ჩვენ ბოდიში. არა რა მართლა მაშინ უნდა შეემჩნია როცა რაღაც გამოიჩინა გოგომ?! მართლა გორილაა და ერთ კარგ ეჭვიანობის ქარტეხილსაც იმსახურებს
წარმატებები და ასეთი დიდი თავები დადე ხოლმე რა!

 


№18 სტუმარი სტუმარი ანი

ოჰჰჰ ვაჟბატონს ახლა აღარ ახსოვს რო პატარაა მარიამი ერთი უყურეთ რა :დ

 


№19  offline მოდერი D-roni

skida
კარგი რა ასეთ ადგილას გაწყვეტა შეიძლებოდა რა დაგელოდება ხვალამდე როდის დადებ. ახალი ბიჭი არ დამევასა მაგას თუ გადაყვარება ასეთი ადვილი ჰგონია ჩვენ ბოდიში. არა რა მართლა მაშინ უნდა შეემჩნია როცა რაღაც გამოიჩინა გოგომ?! მართლა გორილაა და ერთ კარგ ეჭვიანობის ქარტეხილსაც იმსახურებს
წარმატებები და ასეთი დიდი თავები დადე ხოლმე რა!


არასწორი დასკვნები გამოგაქვთ , ალბათ მე ვერ შევძელი კარგად გადმოცემა და ახნა , შემდეგი თავის მიმოხილვაში აუცილებლად დავწერ სათქმელს , მადლობა რომ მოგწონს და მომყვები ! heart_eyes

სტუმარი ანი
ოჰჰჰ ვაჟბატონს ახლა აღარ ახსოვს რო პატარაა მარიამი ერთი უყურეთ რა :დ


ნწნწ , გარყვნილი მთათუმანი ! ჰაჰაჰაჰაჰჰაჰა :დ heart_eyes

mirandaa31
აუ რა კარგიააა. მთათუმანი არის მაგარი კაცი ტყუილად ნუ ლანძღავთ. სახლის მორთვის სცენა მომეწონა ყველაზე მეტად. ძალიან მაგარი გოგო ხარ რაა ❤️ აი ზურა არ დამევასა რას მოიმოქმედებს ძაან მაინტერსებს. კარგი ხარ რა ❤️


მიხარია , რომ შენ მაინც არ მილანძღავ ჩემს ბიჭს , მათე არის ძალიან კარგი და მალე დაინახავს ყველა არ ვიცი ასე არასწორად რატომ მიიღეს და პირდაპირ :დ
აუცილებლად ავხსნი შემდეგ თავში ყველაფერს heart_eyes

 


№20 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მომწონს შენ ხომ არ იცი.ძალიან კარგია

 


№21  offline მოდერი D-roni

სტუმარი თამო
როგორ მომწონს შენ ხომ არ იცი.ძალიან კარგია

მიხარია ძალიან ❤️

 


აუუუუუუუუ რა მომენტებიააააა,როგორ მომწონს heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

ეეე რა მაგარიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent