უ'საზღვროდ /17/
მოვიდა საღამო და დანაპირები თავიც დავდე <3 მომენატრეთ და ხვალ ისეთი კოშმარი გამოცდა მაქ იმედია განწყობას ავიმაღლებ და დავიწყებ მეცადინეობას თორემ ხვალ რიგით მეთერთმეტე გამოცდაზე ჩავფლავდები (ღმერთმა არ ქნას.ვაკაკუნებ ხეზე ) რაც შეეხება ამ თავს შეიძლება ბევრს თინა ავთოს წყვილი მოგბეზრდათ სულ ესენი არიანო იტყვით ,მაგრამ რა ვქნა მეწერინება და ჰეე .დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, გაერთობით და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რომ თინი არანორმალურია ზურაზე არაფერს ვიტყვი თქვენთვის მომინდია .......... მინდორში ,ყვავილებს შორის ორი ცხენი მიაბიჯებდა. ერთი თინის მიჰყავდა მეორე ნიკუშას .გოგო თავზე დადგულ ყვავილების გვირგვინს ისწორებდა და თან ცხენს ეფერებოდა. -მასწავლი ჯირითს თუ არა -ხომ გასწავლე -ოოო უბრალოდ დაჯდომა მასწავლე -პროფესიონალი გინდა გახდე? -მომწონს ცხენზე ამხედრებულს რომ გხედავ ...მეც მინდა გვერდით მოგყვებოდე რომ გააქროლებ შენს დაიანას -დაჯექი -არ დამეხმარები? -ხომ გინდა რომ შემეჯიბრო ...ტუჩებს ნუ ბრიცავ და ნუ წუწუნებ -ჩემთან დაჯექი რა -ეგრე არაფერი გამოვა -რომ გადმოვვარდე -მთავარია რომ აღვირი მოქაჩო, თეძოებზე ფეხები მოუჭირო და ანიშნო რომ გაჩერდეს...ცხენს უნდა ესმოდეს შენი , უნდა მიჰყვებოდეს შენს სხეულის ხმას შენ კი მას უნდა ენდობოდე...თუ დაარტყამ სწრაფად წავა,სიჩქარეს მოუმატებს ,მაგრამ აღარ მოგისმენს -ვცადოთ ...- მოაფრინდა ცხენს-თქო ვერ გეტყვით ,მაგრამ არც აბობღებულა. კომფორტულად რომ მოკალათდდა ჯერ ნელა მისეირნობდნენ ,შემდეგ სიჩქარეს უმატა, ცხენის კისერზე ჰქონდა მოხვეული ხელები და ეფერებოდა. მერე თავი დაადო და სიჩქარეს უმატა -თინათინ ხელი არ გაუშვა ...თინათინ ! -არ დაუჯერა , უბრალოდ იჯდა, ხელები ისევ ყელზე ჰქონდა მოხვეული აღვირი მიუშვა და ცხენიც თავისუფლად მიჰქროდა ტყეში რომ შევიდა და ხის უზარმაზარ მორს გადაახტა ძლივს შეიმაგრა თავი. იმ წამს გასწორდა და აღვირი მოქაჩა,მაგრამ ასე მარტივი არ აღმოჩნდა -ჯანდაბა თინა ხარ რა ...აი მართლა თინა ხარ რა ჯანდაბამ გაგაგიჟა, ხომ გეუბნებოდა ხელი არ გაუშვაო . იმედები გამიცრუე იცი?ხო ხო შენ იდექი ახლა და იყურე აქეთ იქეთ...ნუ ჭიხვინებ თავი ამტკივდება ...დამშვიდდი გავალთ უკან.არა მაინც ასე სწრაფად როგორ ირბინე? მზის ჩასვლას რომ ვერ მივუსწროთ იცოდე ძეხვს გავაკეთებინებ შენგან...იცი ძეხვი რა არის? ცუდი ბიჭი ხარ შენ - ცხენი ტრიალებდა და ფლოქვებს მიწას ურტყამდა, თვითონაც მიხვდა რომ ზედმეტად მოინდომა თავისუფლება -თინათიიიიიიიიინ - ჯერ ხმამაღალი ძახილი გაიგო ,მერე ცხენიც გამოჩნდა. წამსვე ჩამოხტა ბატონი ხელი ჩაავლო და ისე დასვა მიწაზე ვერც კი გაიაზრა უცებ დააცხრა ტუჩებზე, ისე უჭერდა ხელებს მკლავებზე რომ ძვლებიც კი ეტკინა, ტუჩებიც დაუბუჟდა... უცებ მოშორდა და მერე ჩაწითლებული თვალები მიანათა-ასე აღარასდროს მოიქცე! ჩემთან არაა , ჩემთან ეგ სიჯიუტე და თავქარიანობა არ გინდა ...იცი მაინც ეს ტყე რამხელაა? რომ არ მცოდნოდა საით წამოვიდა დაიკარგებოდი -ხელი ... მიჭერ ნიკოლოზ ! -იცი მაინც როგორ შემეშინდა? სანამ ცხენზე დავჯექი და წამოვედი მეგონა რამე შეგემთხვეოდა, გადმოგაგდებდა ან დაიკარგებოდი...-ისევ ისე აფრქვევდა ცეცხლს და საერთოდ არ აპირებდა დამშვიდებას. თინათინი კი ისევ მშვიდად იყო და უყურებდა პირველად გაგიჟებულ ლორთქიფანიძეს . სულ სხვანაირი იყო , თითქოს ცხოველი ედგა წინ რომელიც დაუფიქრებლად დაგლეჯდა -დამშვიდდი, არაფერი მომხდარა და ახლა ყვირილს რა აზრი აქვს .დროს უკან ხომ ვერ დავაბრუნებ -ცხენზე აღარ დაჯდები უჩემოდ.არც კი იფიქრო რომ სეირნობის გარდა რამეს გააკეთებ ! -მიკრძალავ? - გაეცინა და წარბები მაღლა აზიდა -დიახ , გიკრძალავ -და აკრძალული ხილი რომ უფრო ტკბილია? -უარესად ნუ გამაგიჟებ -მეტიც შეიძლება -გეყოფა ! - თითქოს დამშვიდდა,მაგრამ ახლა უფრო ბრაზდებოდა მოსაცმელი მხრებზე გადმოუწია და მკლავებზე დააკვირდა - ხომ ხედავ რომ ჩემი გადარევა არ შეიძლება? -პირიქით ,ვხედავ რომ უფრო ხშირად უნდა გადაგრიო ...ნაცრისფერები ისე გიელავს,ჯანდაბა საოცრებაა - მოსაცმელი არც გაუსწორებია ,ფეხებთან დაეცა მოკლე მაისური ეცვა მკლავები ყელზე მოხვია, ერთი ხელი თმაში შეუცურა და ტუჩებზე დააკვდა. სხეულზე მიეკრა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა ,ხეს რომ აეკრო ზურგით კანი ოდნავ გაეკაწრა ,მაგრამ არ აინტერესებდა საოცარ ენერგიას გრძნობდა . წამით მიწას მოშორდა ,ნიკუშამ მუცელზე შეისვა თითები ისე მოუჭირა ბარძაყზე შარვლის შიგნითაც კი იგრძნო ხელიდან წამოსული ტემპერატურა. ტუჩებიდან ყბაზე გადავიდა შემდეგ ცისფერ ვენებს დაუყვა და ყელი დაუკოცნა -თინათინ -მეტს აღარ ვიზამ, სხვანაირად გადაგრევ ... არაფერი მომივა, ჩემ გამო ნუ შეგეშინდება - თავზე გადაუსვა თითები, თმაზე ეფერებოდა ისევ ტუჩებზე შეეხო - სხვა დროს ასე რომ მომიჭირო ხელები იცოდე დაგარტყამ ! - წარბები შეკრა და თავი უკან გადასწია -მეტჯერ აღარ შემაშინო ! -ცხენზე ჯირითს ხომ მაინც მასწავლი?- კოცნიდა და როგორც კი მიხვდა რომ მოდუნდა მაშინვე შეაპარა -ტყუილად გგონია რომ გადავიფიქრებ ,მარტო აღარ დაჯდები! -ჭენებას საერთოდ მიკრძალავ? -ცხენის კი - წარბი მაღლა ასწია და ისე გაუღიმა როგორც თინი უღიმოდა. ყელში აკოცა და თავი მხარზე დაადო .ხეს მოაშორა ისევ ისე ჰყავდა მიკრული სხეულზე ,თითებს ხერხემალზე უსვამდა და მშვიდად სუნთქავდა -მე კი ჩემზე ნერვიულობას გიკრძალავ, პატარა ბავშვი არ ვარ და თუ რამე დამემართება შენ უნდა მომეფერო ნერვიულობისგან კი არ უნდა გაგიჟდე - თმაზე ეფერებოდა ისევ -რა გინდა რომ დაგიკიდო? მე რომ გადმოვვარდნილიყავი ცხენიდან მშვიდად მოხვიდოდი და არ ინერვიულებდი? -მე ექიმი ვარ ...უდიპლომო,მაგრამ გრძნობებით ექიმი -ტყუი ! ჩემს ადგილას უფრო გაგიჟდებოდი - მიწაზე დასვა და ლოყაზე აკოცა - ერთია რა გინდა და მეორეა რას გრძნობ. ამას ვერ გააკონტროლებ ,ვერასდროს -ხოდა არასდროს არაფერი უნდა დაგემართოს,თავს უნდა მოუფრთხილდე -მე ხო? მე მოვუფრთხილდე და შენ ბავშვივით მოიქცე? -ისევ ბრაზდები? - გაეღიმა და ანთებულ თვალებში ჩახედა-სიმშვიდეზე მეტად გაგიჟება გიხდება , უფრო მესექსუალურები ... ჩხუბის შემდეგ სექ*ი გიცდია? -არა,შენ წარმოიდგინე იმ ქალებთან არ ვწვები ვისაც ვეჩხუბები . ჩემი გაბრაზება და ჩემთან ჩხუბი არაა საჭირო ისედაც საკმარისად მაქვს ტემპერამენტი ! -ასე რომ მელაპარაკები გული ცუდად მიხდება -მოსაცმელი ჩაიცვი...გაგეყინა მკლავები - ძირს დავარდნილი მოსაცმელი აიღო დაფერთხა ა მხრებზე მოაფარა -წავედით -მოიცა ფეხით მიდიხარ? -ხო ! -ამხელა გზა ფეხით უნდა გამატარო? -დიახ! -ასე მსჯი? -რა არ მოგწონს?-ორივე ცხენს თავად ჩაავლო ხელი აღვირში და წინ წავიდა - თუ გინდა ტყეში დარჩი იქნებ აქაც არიან შენნაირი ამორძალები, გაესაუბრე და მერე დაბრუნდი -საშინელი ბიჭი ხარ...კარგი მე მსჯი და შენ ? არ დაიღლები სახლში მისვლამდე? -მიყვარს ფეხით სიარული ...სად გაქრა შენი ენთუზიაზმი . წეხან მოგწონდა ჩემი გაბრაზება -ბავშვი ხომ არ ვარ -არა უფრო სულელი ხარ ვიდრე ბავშვები არიან,დაუდევარი და დაუფიქრებელი -გმადლობთ კომპლიმენტისთვის -მთელი გულით ვეცადე გაბუტული მიჰყვებოდა გვერდით. რამდენჯერმე ცხენს მოეფერა , იფიქრა დავჯდებიო,მაგრამ ნიკუშამ მაშინვე გამოხედა და ისიც დასჯილი ბავშვივით მოშორდა. ულაყს. დანაშაულის შეგრძნება ჰქონდა, არ უნდოდა ნიკუშას ანერვიულება,მაგრამ ახლა ამ სასჯელის მიღება არ შეეძლო. ძლივს ტყიდან გასასვლელი რომ დაინახა უკვე სუნთქვაც უჭირდა და ფეხებიც სტკიოდა, წინ უზარმაზარი მინდორი ჰქონდა გასავლელი და შემდეგ რამდენიმე ქუჩა ეს ყველაფერი რომ წარმოიდგინდა წამსვე გამოაცოცხლა ეშმაკი თინი და წამოიკივლა. ფეხი უცებ მოაბრუნა და ძირს გაიშხლართა -ააააა .... როგრ მტკივააა ჩემი კოჭიიი - ნიკუშა უცებ შებრუნდა ,მიუახლოვდა ,მაგრამ მერე წარბები შეკრა და ისევ უკან გაბრუნდა -გეყოფა თამაში , ასე მარტივად ვერ მომატყუებ -რაოოო? რომ არ დაგიჯერე გადაირიე და ახლა ფეხი ვიღრძე და არ გაინტერესებს? -ნაღრძობი ფეხით ასე კარგად როგორ დგახარ? - ფეხზე წამომხტარს ღიმილით გახედა და მერე ისევ შებრუნდა -დამპალო! -ნუ ბურტყნებ და წამოდი , დაღამდება მალე -მზის ჩასვლას ვერ მივუსწრებთ -დღეს არ ვნახავთ ... -უგულო კაცი ყოფილხარ შენ ნიკოლოზ -წაიღე და დამტოვე უგულოდ. რა ჩემი ბრალია -სულელური რომანტკული ფრაზა, არაფერიც არ წამიღია მე ! -არა , ფეხებზე და იმიტომ ვბრაზობ ,მტკივა და ვნერვიულობ შენ გამო -დავიღლები და სიარულს ვეღარ შევძლებ -იწექი,მე არ ვარ წინააღმდეგი -სახლში უნდა დავბრუნდე -ხვალ არ მიდიხარ ლექციაზე ისედაც -ხო,მაგრამ აქ ტანსაცმელი არ მაქვს -ისედაც სულ ჩემი მოსაცმელები გაცვია, მაისურსაც გათხოვებ -გამომკეტე ბარემ სახლში - უცებ წამოიყვირა და ხელები გაშალა, ნიკუშას ისევ არ ჰქონია რეაქცია უბრალოდ უყურებდა -სხვა დროს იყოს,ახლა არ მინდა -ანუ ახლა არ გინდა, ხოდა სხვა დრო არც იქნება -შენ გამომკეტავ? -მალე იწვიმებს და მერეც ფეხით უნდა ვიაროთ? - მინდორზე რომ გავიდნენ ღრუბლებს დააკვირდა და ნიკუშას წინ გადაეღობა -ჯერ იწვიმოს,მერე ვნახოთ...გაზაფხულის წვიმა თბილია -ვერ დაგეთანხმები...საერთოდაც არ მინდა შენ გვერდით წვიმის წვეთები მასველებდეს მხოლოდ -ასე ძალიან თუ გინდა მოვიფიქრებ რამეს, სიარული ხელს არ შეგიშლის -გარყვნილო ...საერთოდ აღარ დაგელაპარაკები -რასაც ვერ მოახერხებ რატომ მპირდები? - წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა - გცივა შენ, გითხარი მოსაცმელის შიგნით რამე უფრო თბილი ჩაიცვი-თქო და არ დამიჯერე-საფეთქელზე აკოცა - შენი გვირგვინი სად დაკარგე? -ტყეში დამივარდა ...უგვირგვინო დედოფალი ვიქნები .ტახტიც არ მაქვს და სკიპტრას ხელში არ მაჭერინებ .რაღა დედოფალი ვარ? -მეფე არ უნდა გააბრაზო -ხარჭაში გამცვლის ? სიძვის დიაცებთან წავა და მიღალატებს? ხოდა წკაპ სკიპტრა - საჩვენებელი და შუა თითით მაკრატლის მაგვარი მოქმედება შეასრულა თვალი ჩაუკრა და წინ წავიდა- მომშივდა მიმიყვანე სახლამდე ,ცოტა ტემპი ნიკოლოზ ასე როგორ შეიძლება -უცებ ცხენზე დაჯდომა არ მომინდეს და მარტო არ დაგტოვო -შენს ადგილას აქამდე დავჯდებოდი მინდორი თითქმის გავლილი ჰქონდათ რომ დაიგრუხუნა და წამსვე წამოვიდა წვიმა . გაზაფხულის წიმა იყო,მაგრამ ისეთი ტემპით მოდიოდა წამსვე დაგასველებდა -წვიიმს ...ხომ გეუბნებოდი- გაიცინა და სახე შეუშვირა წვეთებს. ნიკუშამ ცდუნებას ვერ გაუძლო და სველი ტუჩები დაუკოცნა. მერე სწრაფად შესვალ ცხენზე და უკან მოუჯდა -წავედით... -კი მაგრამ -მალენა უკან გამოგვყვება - ცხენი სწრაფად გააჭენა , თინი ზურგით გულ-მკერდზე მიეკრო და ყელში აკოცა- გეყოფა თორემ ერთად გადავვარდებით -წვიმის წვეთები შენს ყელზე ჭკუას მაკარგვინებენ - კანზე ცხვირის წვერი გაუსვა და მერე ისევ აკოცა -მიყვარს წვიმა შენთან ერთად -დაასკვნა და შემდეგ წინ შებრუნდა ისევ. მალევე მივიდნენ, სწრაფად გადახტა ცხენიდან და სახლისკენ გაიქცა. სულ მთლად გაწუწული იყო,უკანა შესასვლელიდან შევიდა და მოსაცმელი წამსვე მოიშორა. თმები გაიშალა და დაინახა კიდეც ბატონი ზურა -თინი შენ აქ ხარ? -ზურაა არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდი ...როგორ ხარ? -კარგად, შენ? -მეც კარგად...უკაცრავად ,უნდა გამოვიცვალო. ნიკუშა მალე შემოვა,ცხენებს შეიყვანს და მოვა- მაისურიც თითქმის სველი ჰქონდა და არ აპირებდა ზურას წინ ასე ევლო. სწრაფად აირბინა კიბე და ნიკუშას საძინებელში შევიდა. პირსახოცი,მაისური და ჟაკეტი აიღო ,შემდეგ სააბაზანოს მიაშურა. სწრაფად გადაივლო ცხელი წყალი, გათბა , გაიმშრალა სველი თმაც და მოირგო ნიკოლოზის ტანსაცმელი.შარვალი არც ისეთი სველი ჰქონდა,ამიტომ მხოლო ზემოთ მოირგო ლორთქიფანიძის სამოსი. -ეს სულ აქ გყავს ? -ჩხუბის ხასიათზე რომ ვარ შემატყვე და გინდა გცემო ხო? - დივანზე მჯდომს გახედა და ჭიქაში ვისკი დაასხა-გინდა? -არა...ამ საღამოს საქმე მაქვს .რატომ ხარ ჩხუბის ხასიათზე ? -ვინერვიულე და იმიტომ -რაზე ინერვიულე ,მშვიდობაა? -შენ რომ აგაღელვოს ისეთი არაფერი ... აქ რა გინდა -კლუბის ყიდვას ვაპირებ...ამ საღამოს ბოლო შეხვედრაა და კაროჩე რაღაცნაირი შეგრძნება მაქ, წესით ყველაფერი კარგად წავა და შემოსავალიც იქნება იმდენი რო ტყუილად არ გადავყარო ამდენი ფული,მაგრამ ვაფშე ახალი თემაა და ნერვი არ მაქ -კლუბი რა ჯანდაბად გინდოდა საქმე გაკლდა თუ შემოსავალი -არ მაქ და მინდოდა -მატყუებ? -მაგ თვალებში სიმართლის დეტექტორი გაქ თუ რა ჯანდაბაა -ცოტა ხნის წინ არაფერი გითქვამს და ასე ერთ დღეში რა მოიფიქრე -მომინდა და ვყიდულობ ... -აბა რაღა გაწუხებს ...შენ სულ ორი რამე გადარდებს იქნება თუ არა საკმარისი შემოსავალი და შეძლებ თუ არა წამყვანი ფილიალის შექმნას. შენ თუ კლუბს ვერ მართავ , მაშინ ვინ -ყველაფერი უნდა შევცვალო და რამდენიმე თვე რემონტს დასჭირდება ... მოკლედ ვიყიდი, თუ კლუბი არ იმუშავებს სხვა რამედ გადავაკეთებ. მოვიფიქრებ მერე რამეს ,ახლა მინდა და მორჩა -რატომ ყიდის მფლობელი? -არ აპირებდა გაყიდვას -ანუ შენ დაარწმუნე და ორჯერ მეტს იხდი თუ სხვა გზით დაარწმუნე -კლუბს რომ მმართავ შეიძლება ერთი ორი დიდი შეცდომა დაუშვა და ციხეში წასვლას ხომ სჯობს ფული აიღო -მეტყვი რატომ ყიდულობ მაინცადამაინც მაგ კლუბს? ცნობილი ადგილია? -არა ... შენი გოგო მოდის. წავედი მე თქვენი ჟღურტულის ატანა არ შემიძლია -თინათინს შეხედა თუ არა მაშინვე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა -მიდიხარ უკვე? -ხო,მეჩქარება...ნახვამდის -ნახვამდის ...იმედია მნიშვნელოვანი საქმე არ ჰქონდა და ხელი არ შეგიშალეთ. სვამ? - ნიკუშას შეხედა და წარბები შეკრა -წვიმას წითელი ღვინო უხდება ,მაგრამ არ მახსოვს სად დავდე -ნასვამი საყვარელი ხარ და მთვრალი პათოლოგი ხო არ ხდები ნიკოლოზ? -თინათინ იქნებ ნერვების მოშლის მცდელობის ნაცვლად დამშვიდება სცადო? -კიდე ვერ დამშვიდდი? -თინათინ მაბრაზებ -ხოო? -მაკოცე არ გინდა? -შენ გინდა? -სად მიდიხარ -საიდანღაც ძაღლის ყეფის ხმა მესმის და ამ წვიმაში სად დარბოდა ნეტავ?- ფანჯარასთან მივიდა და ძაღლი რომ დაინახა წარბები შეკრა -სულ გაველურდა ეს ძაღლი აქ ... ნახე როგორი დასვრილია -ძლივს გარემო აქვს რომ იაროს და ბინაში არაა გამოკეტილი,აცადე შეირგოს -იქნებ გზაში ვინმე შეაშინოს, დაიჭირონ და წაიყვანონ ან საერთოდაც დაეჯახოს რამე -ჭკვიანია და მიხედავს თავს -რონიც ჭკვიანია ,მაგრამ ხომ დაიკარგა? -ზურა არ ატარებს მასთან დიდ დროს და იმიტომ -ზურა საერთოდ ვინმესთან ატარებს დიდ დროს? -არა... მომეხმარები რო დავბანო? -გამწუწავს და რაღა ჩავიცვა -სხვა მაისურიც მაქვს ...ეს ჟაკეტი მერამდენედ უნდა ჩაიცვა ბარემ გაჩუქებ -როგორ მიხვდი ,მეგონა აღარ მეტყოდი და მოპარვა მომიწევდა -არაფერიც, აქ რომ მოხვალ და დაიწყებ მერე ტანსაცმლის ძიებას რა ჩაგაცვა -შენ გაგხდი და ჩავიცვამ ...ჰმ,თუმცა შენ ხომ არ მაჩვენებ და აბა როგორ გაიხდი -კარი გაუღე ძაღლს ... დაბანაში მომეხმარე და გავიხდი -ისეთი მზერა გაქვს ვგრძნობ რომ რაღაც საშინელებას გაუკეთებ ჩემ ნერვებს , არ მინდა სხვა დროს მაჩვენე -დარწმუნებული ხარ?-მოსაცმელის ელვა გახსნა ,გაიხადა და შემდეგ მაისურის ბოლოს მოკიდა ხელი -ჯანდაბა - ქვედა ტუჩზე იკბინა თითებზე ჩაავლო ხელები და თავად სცადა მაისურის აწევა- რაც გინდა ის გააკეთე, დაე გადამიხადე ურჩობისთვის -ნწ, ნწ ასე არაფერი გამოვა -აბა გაჩვენებო? რას მახვერწნინებ ავთანდილ? -ახლა გავხდი ავთანდილი? გაჩვენებ ,მაგრამ არ შეეხები -ეგრე რა აზრი აქ -ნახატს შორიდან უნდა უყურო -როგორ ჩამობნელდა ვერ ხედავ? შავმა ღრუბლებმა დაფარა ცა,...ისედაც ღამდება რა უნდა დავინახო ასეთ განათებაზე -ელექტრო ენერგიაზე გსმენია რამე? -შუქი წავა , ხომ ხედავ როგორი ქარია -არსადაც არ წავა -ნიკოლოზ! -ავთანდილი არა? -ნიკოლოზ ძაღლია კართან და გელოდება როდის გაუღებ...როგორ ვერ ვიტან ქალიშვილი გოგოს მსგავსად რომ იქცევი -არ მეგონა მუცელს თუ მიმალავდი - კარისკენ მიდიოდა რომ გამოხედა და სახელური ჩამოსწია. გაწუწული ბატონი სახლში შემოვარდა და ყეფა დაიწყო -არც გაბედო და მომეკარო, სირცხვილი შენ რას დამსგავსებულხარ -ოოჰ დაიწვება სირცხვილით, გაწითლდა ვერ ხედავ...რას მოდის რა უნდა? არაააააააააააააა შანსიიი არააა ახლა რომ შემახტეს მოვკლავ -მიდი პატარავ ეთამაშე ...ნახე როგორ უნდა რომ გეთამაშოს - ძაღლს უთხრა და ისიც წამსვე შეახტა -სამაგიეროს გადაგიხდიიი გეფიცებიიი ნიკოლოოოოოოოოოოზ- კიოდა და სახეზე იფარებდა ხელებს -ფუუუ სულ სველიაააა შენ და შენი ძაღლებიიი ჩემი წერა ხართ - როგორც იქნა წაიყვანა ნიკუშამ, სააბაზანოში შეიყვანა და დუშით მიასხა წყალი -მოდი შენც არ გინდა? -დამპალო ... -რა საყვარელი ხარ -ხო არა? ესენი შენებია ... დროა გავიხადო- რომ გიჟდება ხომ იცით ტვინი ეკეტება ამიტომ ჯერ ჟაკეტი მოიშორა,მერე მაისური და შარვალიც მიაყოლა საცვლების ამარა იდგა სააბაზანოში და უყურებდა- რას ელოდები -ლიფი არ გეშოვებოდა ეს მაქმანები რომ შემოგიხვევია მკერდზე? - დუში მაღლა ასწია და წყალი შეასხა - შამპუნიც გინდა? -გავიხადო ესეც? ასე როგორ დავიბან -გაცვია საერთოდ ? მეც დავსველდი,ცუდი ძაღლი ხარ- გაქაფულ ძაღლს შეუბღვირა და მაისური მოიშორა -ვერ გიტან ! -რატომ რა დავაშავე -ამდენი ხანია გთხოვ მაჩვენე -თქო და მაინცადამაინც ახლა რატომ გადაწყვიტე -თანასწორობა მიყვარს,შენ კი აშკარად შენსკენ გადახარე სასწორი -იბანავეთ შენ და შენმა ბეწვიანმა ძაღლმა მე ზემოთ ავალ - თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, მშვიდად უყურებდა ბატონი ნიკუშა და ამის ატანა აღარ შეეძლო. სწრაფად აუარა გვერდი კარში გავიდა ,მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო ლორთქიფანიძის მკლავმა შეაჩერა,შემდეგ მთელი სხეულით იგრძნო მისი სიმხურვალე და წამსვე კვნესა წასკდა როგორც კი მისი ტუჩები შეეხო. თითებიდან წამოსული სითბო კანს უწვავდა -ნიკოლოზ -ტუჩები ყელზე რომ გადავიდნენ შიშველ ზურგზე თითები აასრიალა და ბოლოს თმაში შეუცურა -არადა სულ გაფრთხილებდი - ლავიწზე აკოცა და შემდეგ მკერდზე მიაწება ტუჩები.წყლისგან დანამული კანი კიდევ უფრო დაეხორკლა ... ნიკუშა თითებს მთელ სხეულზე დაატარებდა, პირველად იყო ასეთი უმოქმედო,უბრალოდ ტკბებოდა მისი შეხებით ,მზერით და ის იყო იქაურობას უნდა გაცლოდნენ შარვლის ჯიბიდან გადმოვარდნილი მობილური იატაკზე რომ განათდდა. იქვე დაყრილ სველ ტანსაცმელებს შორის შესანიშნავად ჩანდა ეკას ფოტო ,დაბინდული თვალებითაც კი კარგად გაარჩია თინათინმა -მე...უნდა ვუპასუხო -თინათინ -თუ არ ვუპასუხებ ჯოჯოხეთი დატრიალდება -დამიჯერე რომ უპასუხებ მერე ...- მაინც არ უსმინა ბიჭის სიტყვებს დაიხარა და მობილური აიღო.ისე უპასუხა არც უფიქრია -გისმენ დედა -რა ხმა გაქვს... -მე...მეორე სართულზე ვიყავი გამოვრბოდი და გული ამიჩქარდა- თვალები გაუფართოვდა ნიკუშამ ხელი რომ მოხვია სხეულზე აიკრა და სწრაფად დაიძრა მეორე სართულისკენ -დედა უნდა წავიდე საქმე მაქვს -საქმე არ ვიცი მე ... ვახშამს ვამზადებ სტუმარს ველოდები და აუცილებლად უნდა მოხვიდე შენც -ვინ ...რა ღმერთო ჩემო სტუმააააააააარიიი? - საწოლზე იწვა და უყურებდა როგორ იხდიდა შარვალს ნიკუშა, ახლა უკვე ნათლად ხედავდა მის მოხატულ პრესს - ვერ მოვალ მე...აქ წვიმს,საშინლად სველია ყველაფერი და საშიშია...ძალიან ძალიან საშიშია -თინათიიიიიიიიინ რატომ მგონია რომ კი არ დარბოდი სხვა რამეს აკეთებდი და ახლაც -დედა ნახვამდის ...ითიშება - უცებ ამოთქვა მობილური საერთოდ გათიშა და თავისკენ მიიზიდა ლორთქიფანიძე - იჩქარე-თქო გეტყოდი მერე რომ დამეთვალიერებინე ,მაგრამ არაა საჭირო - კოცნისას ამოილუღლუღა -თინათინ - უყურებდა ,თვალები უნათებდა - თუ არ მოდუნდები სიამოვნებას ვერ მიიღებ -კაცებსაც უნდა გქონდეთ ერთჯერადი ვა*ინა და ერთხელ მაინც უნდა გაგიკეთონ ის რასაც თქვენ უკეთებთ ქალებს და მერე ვნახავდი რას ილაპარაკებდით ჯანდაბა რეებს ვლაპარაკობ მართლა არ ვარ მე ნორმალური- ხელები სახეზე აიფარა და მერე გამოიხედა ნიკუშას ცაცინების ხმა რომ გაიგო, ტუჩებიც მიეწება თითებზე -ჭკუას მირევ ხო? ბავშვივით ლაპარაკი ახლა იქნებოდა? სულ არ გეცოდები ხო? -გაჩუმდი და მაკოცე განვლილი რამდნემე წუთი დავივიწყოთ - რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ საბოლოოდ მოდუნდა, ყველა და ყველაფერი რომ დაივიწყა შემდეგ იგრძნო სიამოვნება და სრული ნეტარება განიცადა. უბრალოდ შეუძლებელი იყო დისკომფორტი გეგრძნო ნიკუშასთან ყოფნისას ...რამდენიმე წამი ჩუმად იწვა შემდეგ სხეულზე აკრულ ნიკუშას აკოცა და მკლავები მოხვია, თითები თმაში შეუცურა და ბოლოებზე დაუწყო თამაში -ჩემ თმებს არასდროს შეეშვები ხომ? -დღეს სხვას ვერაფერს ვეთამაშები და სხვა დროს ვნახოთ ...ისევ წვიმს ,ისეთი ხმაა თვალები მეხუჭება არადა ძლივს შანსი მაქვს ახლოდან დავათვალიერო -არსად გავრბივართ მე და ჩემი ...ტატუ -რატომ გაქვს ისეთ ადგილას მაისურში და პერანგში რომ არ გამოჩნდება -იმიტომ რომ ჩემთვისაა და არა სხვებისთვის ... რა დროს ტატუა თინათინ? -კარგი მაშინ მკითხე თუ მატკინე,მერე გეტყვი რომ იმაზე მეტად არა ვიდრე მოსალოდნელი იყო მერე ჩამეხუტე ...ან გავერთობი ,ცოტას ვიმსახიობებ შეწუხებულ სახეს მივიღებ და გეტყვი რომ ცუდად ვარ და საშინელება იყო ,რასაც სავარაუდოდ შენ არ დაიჯერებ და ჩემ სამსახიობო ნიჭსა და მონდომებას წყალში ჩამიყრი -ჩუმად ლაპარაკობდა და თითებს ნიკუშას წელზე დაატარებდა, იქ სადაც სვირინგი გრძელდებოდა -თინათინ იქნებ მიხვდე და შეეშვა ჩემ სხეულზე თითების თარეშს -არ მინდა რო შევეშვა -თავი ბალისზე დადო და ამჯერად შრამზე გადაუსვა თითები -არადა როგორ მეგონა რომ ეს მაინც გამომაცლიდა ენერგიას, ე.ი მხოლოდ გამოცდა რჩება ჩემი ენერგიის მტრად -ნიკუშას არაფერი უთქვამს თვალები დახუჭა და მაჯაზე აკოცა ,ის კი ისევ ეფერებოდა . მოგვიანებით მობილური ჩართო და იმ წამსვე დაურეკა რეზიმ -რა ხდება ჩასაფრებული იყავი? -არ მაინტერესებს სად ხარ, რას აკეთებ ვისთან ხარ ან რის გაკეთებას გეგმავ. თუ გიყვარვარ და არ გინდა რომ გავგიჟდე ან ეკას ვეჩხუბო როგორმე მოდი და წინ აღუდექი ეკას მეგობრისა და მისი შვილის ამ სახლსი მოსვლას, სოფია მოვა საღამოს და აქ რომ ვინმე დახვდეს წარმოდგენაც არ მინდა რას გააკეთებს .შენ გარეშე ვერაფერს ვიზამ დაოო ,თინათინ გაიღე მოწყალება უსველე შენს სასიკვდილოდ განწირულ ძმას- ჩუმად ელაპარაკებოდა და აშკარად გაგიჟებული იყო -ვერაფერი გავიგე ...ვინ გოგო ,ვინ მეგობარი .რა სოფიო გაგიჟდება , მე რა გიშველო ...ამ დროს სად წამოვიდე ...ან რაღა დროს სტუმარია -ეს გოგო მუშაობს სადღაც და აგვიანდებათ ... სავარაუდოდ კი არა დედაჩემს ჩემთვის მოჰყავს გაიგე გოგო ? -რაა? ვინ დედაშენს ... ნაშვილები ხარ რევაზ? ეკა , დედა -ჩემი ეკა ასეთ ბანძ საქციელს არ ჩაიდენდა -გეუბნები , მოჰყავს-თქო მითხრა სახლში იყავიო და შენი აზრით ისე უბრალოდ ჩამოვიდა და ისე უბრალოდ მოჰყავს ვიღაც გოგო? რომელიც დაემთხვა რომ ჩემი ასაკისაა, მუშაობს სადღაც ისეთ ადგილას მე რო მშვიდად ვიქნები და საუკეთესო სარძლოა ? -ამ ბოლო დროს ეკაც გაგიჟდა...ორ საათში მოვალ. მანამდე გაუძელი მერე გავიგებ რა ხდება, მანამდე თავი შეიკავე და არ იფეთქო კაი? -მიყვარხარ ხო იცი -ხო ,როცა გჭირდები მაშინ გიყვარვარ... მანქანა მიყიდე მაშინ -გოგოო ჯერ ტარება მასწავლე მითხარი და მერე მანქანა მიყიდე -მგონი სჯობს იქ დავრცე სადაც ვარ, მშვენივრად ვგრძნობ თავს და საერთოდ არ მინდა აქედან ადგომა და წამოსვლა -თინათინ -კარგი ხოო ...მოვალ -მობილური გათიშა და წამოჯდა-მერე მ ვარ არანორმალური,რა ჩემი ბრალია როცა ღმერთი დამცინის ზემოდან. არა რა ეკა რაღამ გააგიჟა , გეფიცები ფეხმძიმედაა და ჰორმონების ბრალია -არ მითხრა რომ მიდიხარ -მივდივარ არა უნდა წამიყვანო...ამ წვიმაში ტაქსით რომ არ ვიბოდიალებ ხო ფაქტია? შხაპს მივიღებ და წავალ... ტანსაცმელი მჭირდება -საწოლიდან წამოდგა და ნიკუშას თან მიჰყვა-შიშველი ნუ ივლი ჩემ თვალწინ ძალიან გთხოვ ... ჯანდაბაა არ მინდა წასვლა ,მაგრამ ვიცი რეზი ვერ მოითმენს და გაგიჟდება, სოფია თუ მივიდა ისევ იჩხუბებენ და იქ მეორედ მოსვლა იქნება ნიკუშასთან ერთად შევიდა სააბაზანოში. ორ საათში ვერ დაბრუნდა სახლში ,მაგრამ არც ძალიან დაუგვიანია. გზაში იყვნენ უკვე, საშინლად წვიმდა და ნიკუშა ჩქარა არ მიდიოდა . სიმღერა ჰქონდა ჩართული და შიგადაშიგ თინის უყურებდა -მშია...თან საშინლად - კუჭზე ხელი მიიდო და ტუჩები დაბრიცა- ოხ დედაა რა მეტი არ მინდა ვახშამი არ გქონდეს მზად და ყავაზე გყავდეს დაპატიჟებული ის გოგო. არა ნეტავ ვინ გოგო ჰყავს დაპატიჟებული როგორ მაინტერესებს -გგონია მართლა მაგიტომ დაპატიჟა? იქნებ უბრალოდ ძველ მეგობარს უნდა შეხვდეს და შვილები გააცნოს ერთმანეთს . ეკა ეგეთი ტიპი არ მგონია -შენ რა გენაღვლება მოეწონე,გიჟდება შენზე . ახლა რომ ვუთხრა ნიკოლოზთან ვიწექი-თქო შეიძლება ისიც მკითხოს მომეწონა თუ არა . სოფია კი ამოჩემებული ჰყავს, ეს ბიჭებზე შეყვარებული დედები მაგიჟებენ . თვითონ რომ ჰყავს ხისთავიანი შვილი იმას კი არ აღიარებს ბოლომდე -ერთია როდესაც ნაწყენი და გაბრაზებული ხარ და მეორე როცა თვალებს იხვევ და სისულელეს აკეთებ... რა უნდა ახლა იმის მიხვედრას რომ რეზის ვინც არ უნდა გააცნოს მაინც არ დაშორდება ქალს რომელიც ამდენი წელია უყვარს -რა ვიცი ვიცი ? ხომ გეუბნები ბოლო დროს გაგიჟდა-თქო მართლა ფეხმძმედ რომ იყოს რა ღადავი იქნება - აკისკისდდა და მერე გაჩუმდა- ღადავი კი არა ფეხმძმედ რო იყოს ნამდვილის სიგიჟე იქნება -ამდენი წელია შვილი არ ჰყოლია თინათინ კარგი რა -43 წლისაა ნიკოლოზ მაგ ასაკში ხალხი პირველად თხოვდება ... მაგრამ მე როგორც საოცარმა ბავშვმა იმდენი მოვახერხე რომ ნაადრევად იმშობიარა და პრობლემები ჰქონდა ექიმებმა უთხრეს შეიძლება მეტჯერ ვერარ დაფეხმძიმდეო ...ნუ მაგის გამო არ ჰყავთ მესამე თუ რამე სხვა ამბავი იყო არ ვიცი . რამ მომაფიქრა ახლა ეს ფეხმზიმობის ამბავი.ეს დღე უნდა ჩავინიშნო ასეთი 24 საათი მთელი ჩემი გიჟური ცხოვრების განმავლობაში არ მქონია -გამომეცხადე იქ შიშველი და სველი მითუმეტეს როგორი აღელვებული ვიყავი -მეგონა მეტი მოთმინების უნარი გქონდა, ცოტა გამიტყდა -არ მითხრა იმედები გამიცრუვდა შენი თავშეუკავებლობითო -როგორ გეკადრებათ ავთანდილ , დაე სულ თავშეუკავებელი გახდით მეტი თავისუფლება გმართებთ ჩემ გვერდით,მხოლოდ ჩემს გვერდით -რატომ მგონია რომ კოშკში გამოკეტვას მიპირებ -ჰმ,გგონია გამოგკეტავ და არავის გავაგებინებ რომ ჩემი ხარ? აუუ ნიკუშააა დედა მირეკავს - უცებ აატრიალა თვალები და მობილური ყურზე მიიდო-გისმენ დედა რა ხდება აბა? მოვიდნენ სტუმრები? -კი მოვიდნენ,შენ მოდიხარ? -მეც მალე მოვალ, აი 10 წუთში სახლში ვიქნები... -ნიკუშას მოჰყავხარ? -კი დე ნიკუშას მოვყავარ -თუ სცალია უთხარი დაგვეწვიოს ვახშამზე, გამიხარდება ძალიან -ვეტყვი ...ბიჭები სახლში არიან? -კი დე ,ყველანი აქ არიან .უთხარი იცოდე ნიკუშას -კარგი ... თუ სცალია დაგვეწვიოს ვახშამზეო,ხომ გეუბნები შენზე გიჟდება -მე მგონია რომ ის გოგო რეზისთვის არ მოჰყავს და უბრალოდ უნდა რომ გაგაცნოთ -შემოხვალ? -ასე მაინც გავატარებ საღამოს შენთან ერთად ... ერთად შევიდნენ სახლში. ეკა მაშინვე შეეგება წყვილს ,ნიკოლოზი განსაკუთრებულად მოიკითხა . თინიმ მასინვე გადახედა მისაღებშ მსხდომებს ,უცხო გოგო რომ დაინახა მაშინვე მისკენ დაიძრა -საღამომშვიდობისა... მაპატიეთ დაგვიანებისთვის.ქალაქში არ ვიყავით მე თინი ვარ ეკას ქალიშვილი -სასიამოვნოა შენი გაცნობა. მე ნიტა მქვია -ვაიმეე არ არსებოობს შენ ხარ ის პატარა ქერა პუტკუნჩიკა ბავშვი? აიი რამდენი წელი გავიდა ახლა უკვე თავი მოხუცი მგონია ეკა რა გააკეთე ეს? ახლა რომ ვიტყვი ჩემი დაქალია-თქო და ამხელა შვილები გყავს მეც მოხუცად ჩამთვლიან - ოთახის მეორე ბოლოდან რომ გაიგო ქალის ხმა გაოცებული შებრუნდა, ქალი დახდა,მაგრამ რა ქალი. ისე გამოიყურებოდა პატარა გოგოს ჰგავდა. თან ისე ჰგავდა მის წინ მდგომ პატარა გოგოს რომ ეჭვიც კი შეეპარა დები ხომ არ არიანო- მე ეკაკოს ძველი მეგობარი ვარ, ელენე ... - ძალიან,ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. უკაცრავად ნამდვილად ნიტას ბიოლოგიური დედა ხართ? -ეს ისეთია თვითონ უფრო ჰგავს დედაჩემს ,მაგრამ ნამდვილად ჩემი შვილია რაც მე მშობიარობის დროს ვიწვალე ნამდვილად ვერ დავმალავ ამ ფაქტს -რადგან ყველანი აქ ხართ დავსხდეთ თორემ გაცივდა ყველაფერი...მერე იჭორავეთ დრო გექნებათ სანამ მაგიდასთან სხდებოდნენ თინიმ რეზის ჩაავლო ხელი და იქედან გაიყვანა -ამის გამო გამომაქციე ბიჭო? ვის გირიგებს დედას თუ შვილს ... რა ქალია საერთოდ ხედავ? ისე ხო არ დაფიქრდებოდი რეზიკო? -მე რა ვიცოდი გოგო ისე მითხრა...თან სოფოს ისე ხვდებოდა მეგონა ვსიო გაგიჟდა-თქო. თურმე სოფიასთან დაურეკავს და ისიც მოდის .როდის შერიგდნენ გამაგებინე -ვაიმე როგორ მინდა რომ მოგკლა შე იდიოტოოო...რა დაგემართა ასეთი შტერი არ ყოფილხარ ადრე ახლა სოფიამ გამოგასულელა ? -კარგი რა იყო , გაერთობი ...კარგი საღამო გამოვა -არ მინდოდაა არაა...მერჩივნა მშვიდად ვყოფილიყავი ჩემთვის ნიკუშასთან ერთად -მერე მე ვარ გამოშტერებული... ნეტა თუ ცნობ საკუთარ თავს. რა სიტუაციაა მისაღებსი და შენ ,თინათინი ამბობ რომ მარტო ყოფნა გერჩივნა -ახლა რა აზრი აქვს წუწუნს ...აქ ვარ უკვე . მშია მალე გონებას დავკარგავ- უცებ თქვა და სასწრაფოდ დაბრუნდა მისაღებში,ნიკუშას გვერდით დაჯდა და წარბები შეჭმუხნა რომ გაიგო როგორ ესაუბრებოდა ელენე -ელენე ასეთ ქალს ალბათ ძალიან სიმპატიური ქმარი გყავთ...რატომ არ წამოიყვანეთ/ დედა მხოლოდ ქალები დაპატიჟე სახლში სადაც ამდენი კაცია? -ქმარი არ მყავს საყვარელო...უკვე წლებია განქორწინებული ვარ ამიტომ გამოვიყურები ასე ახალგაზრდულად თორემ მართლა პატარა კი აღარ ვარ . ისე რომ იცოდე ქმრები აბერებენ -ქმარსაც გააჩნია ქალბატონო ელენე... ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავთ- ცოტნემ უთხრა და ჭიქა ღვინით შეუვსო-ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს -გაუმარჯოს... -მეგობრობას გაუმარჯოს და ეკა დედიკოს ასე ყველანი ერთად რომ შეგვკრიბა, იმედია კიდევ ბევრჯერ შევიკრიბებით ერთად და თქვენც ხშრად გვეწვევით- თინიმ თქვა და თავისი წვენი დალია -არ სვამ თინი? -არაა ...არ მიყვარს სასმელები მიუხედავად ყველაფრისა საღამო შესანიშნაად გაატარა. ნიკუშას მხარზე ედო თავი და იცინოდა ეკასა და ელენეს მოყოლილ ამბებზე. ბიჭებიც აშკარად კარგ დროს ატარებდნენ, შეზარხოშდნენ კიდეც. სოფია და ეკა როდის შერიგდნენ ვერ გაიგო,მაგრამ ფაქტია ისევ ისე ექცეოდა როგორც წლების წინ. რეზიც გაკვირვებული უყურებდა და ბოლოს როგორც იქნა მოდუნდა, სოფიას ხელი მოხვია და აღარც გაუშვია. ნიტა ძალიან საყვარელი და მშვიდი გოგო აღმოჩნდა. -ქალაქში დარჩები თუ დაბრუნდები ?- ნიკუშასთან ერთად იდგა ეზოში ,უკვე აღარ წვიმდა ,მაგრამ სასიამოვნო სიგრილე იყო. ბიჭმა მკლავები მოხვია და სხეულზე აიკრა.რამდენჯერმე აკოცა -აუუ არ წახვიდე რაა...ამ კვირაში ვეღარ ჩამოვალ და მომენატრები -ხვალვე დავბრუნდები, რაღაცები უნდა წამოვიღო ძაღლიც წამოვიყვანო . ხვალ გნახავ - ლოყაზე მოეფერა და თვალებში ჩახედა -შენ თვალებში უსაზღვრობააა -ქვემოდან უყურებდა, თითები ლოყაზე ჩამოუსვა,შემდეგ შრამზე შეეხო და გაუღიმა - ვგიჟდები ამ უსასრულობაზე -უსაზღვროდ , მე და შენ გაუშვა, მაგრამ არ ემეტებოდა. სულ მასთან უნდოდა და უკვე თავს ვერაფერს უხერხებდა. მთელი დღის განმავლობაში მომხდარი ამბების გადახარშვაც არ შეეზლო, უბრალოდ გამოიცვალა დაწვა და წამსვე დაეძინა. ........... ბოლოჯერ მიდიოდა იმ ადგილას, დღეებს ითვლიდა ამ მომენტის დადგომამდე. ბედნიერიც კი იყო, ერთადერთხელ ელოდა საღამოს მოახლოებას რომ ეცეკვა და სამუდამოდ დაესრულებინა ყველაფერი. -ლეაა -საძინებელში შეიჭყიტა და სარკის წინ მდგომს გაუღიმა- რა ლამაზი ხარ , სად მიდიხარ? -სულ დამავიწყდა მეთქვა,გეძინა და აღარ გაგაღვიძე დღეს ლანას დაბადების დღეა და დიდ წვეულებას აწყობს ერთ-ერთ კლუბში -ახალი კაბა არ გინდოდა? -ახალია ესეც...არ მოგწონს? -ლამაზი ხარ ...პატარავ ,მათეც იქნება? -კიი აბა? ეგ ხო დიმას მეგობარია და ნუ ლანასაც იცნობს წლებია -ხო აღარ მახსოვდა...ეგ ვის არ იცნობს -უყურებდა ლეას და გული უთბებოდა. მერე მოეფერა, ლოყაზე აკოცა და გულში ჩაიკრა- უზომოდ მიყვარხარ...ჭკვიანად ხო? მე უნდა წავიდე. როგორც კი შევძლებ დაგირეკავ -დღეს ბოლო დღეა ხომ? -ბოლოა ... დღეს ყველაფერი დასრულდება - გაიცინა და დატრიალდა პატარა ბავშვს ჰგავდა ისე უხაროდა-ხვალიდან ყველაფერი ძველ კალაპოტში დაბრუნდება არც კი მჯერა...წავედი,მიყვარხარ - ხმაურით აკოცა .კარზე ზარის ხმაც გაისმა -კარსაც გაავღებ ბარემ იყავი შენ -ჩანთა აიღო და კარისკენ წავიდა. რა თქმა უნდა მათე იყო- საღამომშვიდობისა -საღამომშვიდობის ... როგორ ხარ?-ლოყაზე აკოცა და გაკვირვებულმა შეათვალიერა- რა ხდება? რა ბედნიერი ხარ ,უჩვეულოდ...სამსახურში არ მიდიხარ? -კიიი ...მივდივარ ბოლოჯერ -ვა მართლა? -აჰააამ...აბა კარგად , კარგ გართობას გისურვებთ . შენ მოიყვან სავარაუდოდ ხო? -შეგიძლია მშვიდად იყო -წავედი ... - კარი მიხურა და სწრაფად ჩაირბინა კიბე. კლუბშიც იგივე განწყობით შევიდა, ყველაფერი არეული იყო,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია,არაფერს კითხულობდა მხოლოდ თავის ოთახში შედიოდა და ემზადებოდა. სარკის წინ იჯდა და მაკიაჟს იკეთებდა, საცვლებზე ხალათი ჰქონდა მოცმული ,ფეხსაცმელი იქვე ეწყო გასვლამდე არ იცვამდა . კარი გაიღო და მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა , მაშინვე მიხვდა რომ კაცი იყო იქ კი არავინ უნდა შესულიყო იმ დროს -აქ შემოსვლა არ შეიძლება ...კარზე წარწერას ვერ ხედავთ? - სწრაფად წამოდგა,მაგრამ წინადადების გაგრძელება ვერ შეძლო. წინ არც მეტი არც ნაკლები ზურა ლორთქიფანიძე ედგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უყურებდა და ირონიულად იღიმოდა -ჩემთვის ყველაფერი შეიძლება ,მაშენკა -შენ? შენ რას აკეთებ აქ? -შენ ის გოგო არ ხარ ძაღლის დაბრუნებისთვის მადლიერების გამო მიცემული ფული ლამის სახეში რომ შემაყარა? აიი ის მაშო თინის მეგობარი ... ისიც აქ ხომ არ ცეკვავს თუ სადმე სხვაგან მუშაობს -თინის სახელის ხსენებაც არ გაბედო , ის ჩემ სამუშაოსთან არაფერ შუაშია და საერთოდ ვერ ვხვდები აქ რას აკეთებ ...როგორ შემოგიშვეს - წამით არ დაუხევია უკან, თვალებანტებული უყურებდა ბიჭს ,მხოლოდ თინათინის ხსენებამ გააგიჟა სხვა არაფერი ადარდებდა -ეს ადგილი ჩემია აქ მომუშავე პერსონალითურთ და სადაც მინდა როცა მინდა მაშინ შევალ,არ იცოდი გია კლუბს რომ ყიდდა ?გილოცავ,დღეიდან ჩემთან მუშაობ ,პროსტიტუცია ჩემი საქმე არ არის ,მაგრამ ცეკვას განაგრძობ -მე აქ აღარ ვმუშაობ, დღეს ბოლო გამოსვლა მაქვს ასე რომ ჩემ გარეშე შეგიძლია მიიღო ეს ადგილი -ვინაიდან დღეს ვიყიდე უკვე ჩემი საქმეა გაგიშვებ თუ არა... -მე კონტრაქტის მიხედვით მიწევდა აქ მუშაობა და აქ ვერაფერი გამაჩერებს -რატომ სხვაგან უკეთესი სემოთავაზება აქვთ? რამდენს გიხდიან ,თუ ცეკვა გღლის და ღამე ბევრს ვეღარ ემსახურები - სკამზე ჩამოჯდა და წელზე მოხვია ხელი. ხალათის ქამარი გაუხსნა და თითები მუცელზე შეახო . ფეხები გაშლილი ჰქონდა მაშო თავისკენ მიზიდა,მაგრამ გოგომ წელზე მოხვეული ხელიც მოიშორა და წინააღმდეგოაბც გაუწია -ხელები მომაშორე ! ხუთ წუთში სცენაზე გავალ და რამდენიმე წუთის შემდეგ აქედან წავალ...საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვის საკუთრებაში იქნება ეს ადგილი შენი თუ სხვისი . სანამ აქაურ წესებს შეცვლი მანამ ის კანონები მოქმედებს რაც გიას ჰქონდა ასე რომ მე მივდივარ! -გინდა დოკუმენტი გაჩვენო სადაც წერია რომ ნებისმიერი მისი ხელმოწერა გაბათილებულია და ყველაფერი რაც მისი ძალაუფლების ქვეშ იყო უკვე ჩემია ? -მე თუ აქედან არ წავალ რამდენიმე ათასის გადახდა მოგიწევს -კაიი მართლა? ასე ძვირი ღირხარ დავიჯერო? ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კ*ხპა ხარ და ასეთი რისი გაკეთება შეგიძლია -ყველაფერი ძალიან მარტივია იპოვნე სხვა ჩემნაირი ... მაკიაჟი უნდა გავიკეთო დამეხმარები თუ წახვალ , შეგიძლია დარჩე და მიყურო უბრალოდ ჩემი სავარძელი მჭირდება-ბრაზისგან სუნთქვაც კი უჭირდა, ცოტაც და კანკალი დაეწყებოდა ისე უნდოდა რაიმე ბლაგვი ჩაერტყა მისთვის ,მაგრამ თავს იკავებდა. ზურა სავარძლიდან წამოდგა, რამდნეიმე ნაბიჯი გადადგა. მაშო მაშინვე სარკის წინ დადგა ის იყო უნდა დამჯდარიყო სარკეში ბიჭის ანარეკლი რომ გამოჩნდა -კლუბი დახურულია...დღეს მხოლოდ მე ვიქნები შენი მაყურებელი . პარიკის და მაკიაჟის გარეშე იცეკვე -შენ არ გაქვს უფლება- წამსვე შებრუნდა, იმაზე ახლოს აღმოჩნდა ზურა ვიდრე ელოდა. უკანდ ახევა უნდოდა მაგრამ სარკეს დაეჯახა ,მკლავებშორის მოიქცია ბიჭმა და ნიკაპზე მოუჭირა თითები-მე „რაც“ არ ვარ ...არც ვიქნები -იქ ეწერა რომ თუ არ იმუშავებდი 30000 გადაიხდიდი...არ იცეკვო, გადმომირიცხე ეგ თანხა და მიბრძანდი -გაიცინა, ხელები მოაშორა და უკან დაიხია. დარბაზში დაგელოდები,დიდხანს ლოდინი არ მიყვარს-ისევ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და მშვიდად ,მძიმე ნაბიჯებით დატოვა ოთახი. კარს უყურებდა,ნელ-ნელა ირეოდა კადრები.თავბრუსხვევას გრძნობდა, ხელი ძლივს აამოძრავა,პირზე მიიფარა ხმა რომ დაეფარა. იატაკზე დაჯდა,მუხლები მკერდზე მიიკრა და მუშტები იატაკს დაუშინა-არა ...არა არ შეიზლეა,არ შეიძლება ასე ვერ მომექცევი,ღმერთო ასე არ მომექცე,ნუ დამტოვებ ამ ჭაობსი,ნუ მისცემ უფლებას უსულო საგანივით მომექცეს.ღმერთო გევედრები ნუ გადააქცევ ამ დღეს ჯოჯოხეთად,უკან ვერ დავბრუნდები...ლეასთან ვერ მივალ,ვერ მივალ ვერა ვერა არ შემიძლია-თმებში შეიცურა თითები,თავს აქეთ-იქით ამოძრავებდა და ჩუმად ბუტბუტებდა. ბოლოს დამშვიდდა და სცენაზე გავიდა. ისევ ისე იყო განათებული სცენა, მხოლოდ სიჩუმე სუფევდა, მუსიკის ხმა ისმოდა ,ირგვლივ არავინ იყო ,არავის შეძახილები ,სტვენა და ტაში მხოლოდ ზურა იჯდა სავარძელსი ჭიქით ხელსი და იმ მზერით უყურებდა ყველაზე მეტად რომ სძულდა მაშოს. ცდილობდა დაიგნორებას, ათობით მზერას ერეოდა ახლა კი იმ ერთს ვერაფერს უხერხებდა. ასე ცუდად არასდროს ყოფილა, ასე გული არასდროს ტკენია,მხოლოდ პირველ დღეს გრძNობდა მსგავს ტკივილს. უნდოდა გამქრალიყო, უნდოდა ყველაფერი დასრულებულიყო. მაღლა ადიოდა, ყველაფერი რომ დატრიალდა, სხეული მოუდუნდა ,თითქოს ყველა კუნთი ერთბაშად გაქრა, უფსკრულისკენ დაეშვა სწორედ ისეთ სიბნელეში სადაც წლების განმავლობაში იმყოფებოდა. მუსიკა შეწყდა და მხოლოდ დაცემის ხმა გაისმა . მთელი ცეკვის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია, ყველაფერს ხედავდა მის მოძრაობაში და უცნაური შეგრძნება ჰქონდა. ცეკვისგან სულ სხვა ემოცია უნდა მიეღო ის კი გოგოს თვალებს აკვირდებოდა ,ისიც კარგად დაინახა როგორ გაუსწორა მზერასინათლესდა თვალები დაეხუჭა. ვერაფერი მოახერხა იმდენად სწრაფად დაეშვა ძირს მაშო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.