შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი თვალები სამყაროს ანათებს 2 (დასასრული)


27-06-2018, 20:39
ავტორი innako
ნანახია 1 367

ჩემთვის ადრე რომ გეკითხათ ვერადროს გაგცემდით პასუხს იმაზე,თუ რა იყო ბედნიერება , მაგრამ დღესდღეობით ვერავინ ვერ შეძლებს იმ სიზუსტით გადმოცემას , როგორც მე.
ორგანიზმში მრავალად შეჭრილი ენდორფინები - პეპლებად ცნობილები , გარემოზე ოპტიმისტური თუ სიყვარულის თვალით შეხედვა, მუდმივი ჟრუანტელი სიამოვნებისა ეს იყო „ჩემი“ პერიოდი , ჩემი ბედნიერება.
ვერც წარმოიდგენთ რა სიზღაპრე რამაა გერქვას ნიკას გვერდით მყოფი ინა, შეძლო იცოცხლო იდეალური ცხოვრებით, წინ ათასი მართალი ნაბიჯი გადადგა სწორი გადაწყვეტილებების კორიანტელით ,ეს კი ორმაგად აღგაფრთოვანებდეს , რადგან შენ უკვე აღარ არსებობ მხოლოდ საკუთარი თავისთვის , შენ გვერდით შენი ადამიანი გყავს,რომლის გახარებითაც შენ უფრო გიხარია.
დრო გადიოდა , ის ჩემი ყველაზე თბილი კერა ხდებოდა. მასში ვხედავდი ყველა იმ სითბოს, რომელიც გარე ფაქტორებიდან მაკლდა. იგი მივსებდა ყველა ტკივილს ,რომელიც თუნდაც ბავშვობიდან მომზდევდა.
ბიჭმა სახელად ჩემი ბედნიერების ამპულა მთლიანად დაიკავა ჩემი ცხოვრება. არ შემეძლო მის გარეშე არცერთი ნაბიჯის გადადგმა , მე მას ვენდობოდი მეტად , ვიდრე ჩემ თავს, შეიძელება ითქვას , რომ საკუთარი პიროვნება დავკარგე , რადგან ფაქტი იყო , ნიკას წყალობით ჩემი ცხოვრება არ ვარდებოდა იმ ტალახში , რომელსაც იმ დროს ჩემ გვერდით მყოფი ცუდი წრე იწვევდა. ის ერთადერთი იყო , ვინც შეძლო ჩემთვის ჭუჭყის ჩამორეცხვა , მოახერხა მეპოვნა სიცოცხლის მოტივები , ღირებულებები , გამოუთლელი გზააბნეული ბავშვიდან ცდილობდა შეექმნა გოგო , როგორიც არა მარტო მისთვის, არამედ ყველასთვის მისაღები იქნებოდა.
არასდროს მავიწყებდა ის დღეები , როდესაც ცუდად ვიყავი- წამებში ჩემთან ჩნდებობა გულში მიკრავდა და იმედისმომცემ სიტყვებს მანამდე მიმეორებდა , სანამდე არ ვმშვიდდებოდი.

მოგონებებს ვერსად, გაექცევი, ისინი გმართავს.
ამ სიტყვების გააზრებას ჩემთვის , ფაქტობრივად, მომაკვდინებელი შედეგი აქვს.
ცრემლით სავსე თვალების , ყელში გაჩხერილი ბურთის გარეშე ვერასდროს ვიხსენებ ზემოთ ხსენებულ დროს განსაკუთრებით იმ შეგრძნებების ფონზე, როცა შემეძლო ყური დამეგდო მუდამ ამოვარდნილი გულის ცემისთვის , შევხებოდი და დამეკოცნა თვალები , რომლებიც დღემდე უზომოდ მიყვარს და დავკვირვებოდი სახის ყოველ , მუდამ ცვლად მიმიკას .
ჩემში უდიდეს სიამოვნებას იწვევს მისი ღიღინის გახსენება , როცა „Кукушка“-ს მთელი ოვაციით აყვებოდა ხოლმე . სკემ ტი სეიჩას ლასკავაეშ ი რასვეტ ვტრიჩაეშ.
სიმღერამადეც მივედი.
მახსოვს “Facebook”-ის ერთერთ გვერდს ლამაზი ფოტო დაემატებინა წარწერით : “Look , I have new playlist for you” ,გულში ძალიან ჩამწვდა, რადგან ნიკა ყოველთვის ჩემს ჩაწერილ სიმღერებს უსმენდა. იცით ზუსტად ერთანირი გემოვნება გვაქვს , ეს კი ჩემთვის დახვეწილობის ზენიტს ნიშნავდა.
შევძელით შეგვექმნა ჰარმონია , თუმცა დროებით.
უმიზეზო ჩხუბი უდიდეს კამათში გადაიზარდა.
-ნიკა , გავიგე ნატასთვის გითქვამს არ ენდოო ინასო . გულისტკივილის მოყოლას შენს სიბრაზეში ჩემ ბიძაშვილებთან მისვლა და მსგავსი შეტყობინებების მიწერა უნდა მოყვეს? შენ ყველაზე ფარისეველი ბიჭი ხარ ვისაც კი ვიცნობ , ყველაზე დიდი ნიღბით. ჯობია ადგე , მშვიდად წახვიდე , თორე წყალს კიარა , მიწას გაგატან.
-ვის ემუქრები ? როგორ ემუქრები ? მინდა ბოდიში მომიხადო , თორე ყველაფერი ცუდისკენ წავა და იცი შენ ეგ.
- უკან არავის გაერჭო ნიკა.
-ჰოო? მიცხადებ ომს ? ვითამაშოთ ? ყველა შენზე ძლიერად იქნება , იურიდიულადაც , ეკონომიურადაც ალბათ ხვდები რას ვგულისხმობ , დამიჩოქე ბოდიში მომიხადე , სხვა შემთხვევა არ არსებობს. ვიცი არ დაიჩოქებ , შესაბამისად ელოდე დარტყმას.
-როდის დაგიჩქო?
-ღადაობ.
-ჩამოვდივარ ქუთაისში რომ დაგიჩოქო
- არ მინდა შენი ჩამოსვლა მირჩევნია სხვისთვის გავაკეთო კარგი საქმე, რომ შენგან დაიცვან თავი.
- შენ შემომთავაზე ან დამიჩოქებ ან ვიტყვიო.
- გადავიფიქრე.
***
-ნატა მიწერე რომ წავედი ქუთაისში
-ლუციფერს ვუყურებდი რატომ მაქცევთ ტერეზად , არაა ნორმალური რისთვის მოდისო.
-ძალიან კაი.
***
-არ მეგონა ბოდიშის მოსახდელად თუ ამხელა მანძილს გამოივლიდი.
-უკვე დავიჩოქო?
- ჯერ დამელაპარაკე რატომ ჩამოხვედი.
- იმისთვის ,რომ გითხრა ეგ თემები შენ არ გეხება , მე უბრალოდ მოგიყევი , შესაბამისად არ უნდა გამიწიო მანიპულაცია.
- შენ მითხარი იყავი ჩემი მტერიო.ისედაც იცოდი , რომ არავინ დაგაჩოქებდა.
- მე ვერ ვიქნები შენი მტერი და არც ეგ ვიცოდი.
- მე მაინც ვიქნები
მიუხედავად უაზროდ ვნებიანი „მტრული“ დაშლისა ინა და ნიკა ჩვეულ რითმს დავუბრუნდით, მაგრამ შანტაჟის გამო გული ძალიან გატეხილი მქონდა.არ მეგონა მას რაიმე ცუდის გაკეთება თუ შეეძლო. არ მეგონა მასშიც თუ იმალებოდა რამე ინტრიგნული . ჩხუბები ხშირდებოდა, ისე აღარ იყო ,როგორც ადრე. საშინელი არსებები ვართ ადამიანები-ყველაფერი კარგი გვავიწყდება , როცა რაღაც ცუდი ხდება.

იგი თითქოს გაუცხოვდა , აღარ შემეძლო მისი ნდობა , მუდმივ შიშს ვგრძნობდი , ეს მდგომარეობა კვირობით გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვცდილობდით ურთიერთობის დალაგებას. დათმობით , ურთიერთგაგებით, მისი გამოცდილებით ყველაფერი ცუდი საბოლოოდ დავიწყებას მიეცა.
ჩვენთანაც გაზაფხულდა.
ჩვენთანაც დაიწყო რაღაც კარგი.
მთელი დღეები ერთად ვიყავით . ეხლა კიდევ უფრო მეტად მახარებდა მისი სიახლოვე. თავს კალთაში ჩამიდებდა, ფეხებზე ხელებს შემომხვევდა , მე ვეფერებოდი და მესაუბრებოდა ყველაფერზე რაც აწუხებდა.
მახსოვს ერთხელ მითხრა, როცა რაღაც ხდება ჩემ ცხოვრებაში მინდა ყველაფერი შე მოგიყვეო, მართალია , მომდევნო დაუსრულები კითხვების რაოდენობა ნერვებს მიშლის, თუმცა მართლა ძალიან შეგეჩვიე და ვთვლი ერთდერთი ავადმყოფი ინა უნდა მყავდესო.

ყველაზე დიდი ხიბლი ჩვენში ის იყო,რომ ერთად გატარებული დღეები არასდროს გავდა ერთმანეთს, ჩვენთან არ იყო პერმამენტულობა , ჩვენთან მუდმივი მხოლოდ მე და ნიკა იყო.
არ მეგულება ქვეყნად ადამიანი ,რომელსაც ჩემი ხასიათის მართვა შეეძლო. მე კიდევ და კიდევ შემიყვარდა ის , რადგან მან ესეც კი შეძლო.
ერთმანეთზე მორგებული გუნებაგანწყობილება ჩემ გვერდით მყოფებს სულ უჩენდა იმის განცდას , რომ „ავად ვიყავით“ , ჩვენ ყველასთვის გაუგებარი თუ მიღებელი სივრცე შევქმენით.
საუკეთესო მეგობრები , ადამიანები,რომლებიც ყველაზე და ყველაფერზე უკეთ მიცნობენ, თვლიდნენ , რომ რაღაც სხვა გავხდი, დაზომბებული , მეტად აგრესიული , უცნაური , ხანდახან მიუღებელიც კი , რომ არაფერი ეთქვათ მარაზმულობაზე.
მათი მესმოდა და მჯეროდა, მაგრამ ,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ , ძალიან ცოტათი , რადგან ვთვლიდი , რომ მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი იმაზე უკეთ ვიდრე ნიკასთან ერთად „ნიკაიზმში“ ვიყავი.
ის ერთადერთია,ვის გამოც მეშინოდა სიკვდილის ,რადგან არ წარმომედგინა არც სამოთხე, არც ჯოჯოხეთი , არც რეიკარნაცია, არც უბრალოდ სიშავე წარმომედგინა მე მის გარეშე.
მან ნამდვილ სიყვარულზე ამალაპარაკა , მან უკვდავობის სურვილი გამიჩინა, მან ქვეყანა არა თუ მარტო , არამედ მასთან, იდეალურობასა თუ სიგიჟესთან ერთად დამანახა.
მისი სითბო მიმჯაჭველია, მისი ყურადღება დაუვიწყარი , ის ჩემი ცხოვრების პედაგოგია, ის ამოუწურავი შესაძლებლობისა და არამიწიერი ნიჭის პატრონი ნიკაა და მე როგორ შევძლებდი უმისობას?
ურთიერთობა თითქოს და სრულყოფილების ზენიტს აღწევდა, მაგრამ ყოველთვის არსებობს მაგრამ.
უმიზეზო ეჭვიანობის ფონზე სიტუაცია ,როგორც ყოველთვის, მე გავაფუჭე.მოვახერხე მისთვის უდიდესი შეურაცხყოფების მიყენება , ისეთის ,რაზეც ყველაზე მძიმე , მოულოდნელი პასუხი მივიღე:შენ ჩვენ ურთიერთობის ყველა ხიდი ჩატეხე, კარგად იყავი!
წამებში მოვეგე გონს , მაგრამ თვალს მალევე დამიბნელდა , გზაზე უემოციოდ, მოსიარულე გვამი მივდიოდი , წინ ვერაფერს ვხედავდი , ყველგან ბნელოდა, ბოლო ხმაზე ვტიროდი და ეს ხმა ყველაზე მწარე, ყველაზე სულისშემძვრელი იყო თუ რამ ოდესმე გამომიცია.
არ ვიცოდი რა მექნა, არ ვიცოდი ხსნა რაში ან ვიში მეპოვა, მჭირდებოდა დახმარების ხელი , მარტო გადაჩვეული ვიყავი არსებობას .
და მე ხატიასთან მივედი.
ხატია ჩვენი ისტორიის „განძია“ , ხატია წარმოუდგენლობაა ,ხატია სახტად დარჩენაა , ხატია ჩემი მრავალი წლის მეგობარი იყო ,რომელსაც ისეთი უმნიშვნელოვანესი ეტაპები უკავშირდება , როგორიც პირველი სტუდენტური წლის თანაცხოვრება და მასთან დაკავშირებული კარგი თუ ცუდი პერიოდია.
მან გულისყურით მომისმინა , გულში ჩამიკრა, დამამშვიდა , შეეცადა ბოულინგზე წაყვანით და ჩემი ყველაზე დიდი სუსტი წერტილების:ბუშტებისა და ნაყინების მოტანით ცოტათი მაინც გავემხიარულებინე , ჩემთან ერთად ტიროდა და მან ნიკასაც კი მიწერა, ჩემი ხათრით, ჩემი კარგად ყოფნისთვის.
ნიკა საკმაოდ გაღიზიანდა ხატიასთან კონტაქტით , ძველი სიტყვები კვლავ გამიმეორა, მე კიდევ შემეშინდა მისი რეაქციის და გავაკეთე ის , რაც ყველაზე მეტად სძაგდა, ის რის გამოც შეეძლო ყველასა თუ ყველაფრის დაკარგვა , მე ნიკა მოვატყუე. ეს საშინელებაა, ამაზე უარესი კი ფარისევლობის დიდი ძალა, რომელმაც აზარტში შემიყვანა და სიამოვნების განცდა მომგვარა იმის წარმოდგენით , რომ მოვატყუე , ისიც კი „შევძელი“ მისთვის თვალებში საათობით მეყურებინა , ტყუილს ტყუილი დამემატებინა, და ხატიასთან „მეტიპა“ კიდეც რომ ნიკა ძალიან „დავაბოლე“.
არ შემეძლო ხოლმე ნათლად წარმოდგენა ფრაზის „ეშმაკის შეჩენა“ , მაგრამ ესეც მოხერხდა. გეფიცებით ვერ ავღწერ იმ სიტუაციას თუ რა მემართებოდა , რატო შემიპყრო არასლუფასოვნების კომპლექსმა , სიტყვებს ვერ დავარქმევ ამ ქმედებას, მხოლოდ ის გავიაზრე, რომ საშინელი ადამიანი ვიყავი და არა თუ ნიკას , არავის გვერდით ყოფნას არ ვიმსახურებდი.
თითქოს მინდოდა სიმართლის თქმა, მაგრამ ტყუილი მაინც მეტად მსიამოვნებდა არც ეს ვიცი და არც ის თუ ამ ტყუილით თავი ნიკაზე კარგი მეგონა რატო მომინდა ვყოფილიყავი მასზე კარგი ? მშურდა მისი ? და სიყვარული ? თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, ვერაფერს ვგრძნობდი თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
და იცით რა ხდებოდა სინამდვილეში?
ნიკამ სინამდვილეში ყველაფერი იცოდა.


ის დიდხანს ცდილობდა გაეძლო ჩემი მარაზმული დაფიცებებისთვის, ბევრჯერ მიმიყვანა იმ პოზიციამდე, რომელიც გამტეხავდა , მაგრამ , საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ყველაფერი იცოდა , სიმართლე მაინც ნახევრად ვაღიარე, არ ვუთხარი ის თუ როგორ გავლანძღე, როგორ „წავიმაგარგოგოვე“ და კიდევ სხვა მრავალი ზურგს უკან გადადგმული ნაბიჯიც არ ვუთხარი.
- გპატიობ , ჩემთვის მთავარია ტყუილები აღარ თქვა, ვიცი შენში ცხოვრობს კარგი ინა , მომეცი საშუალება ის გავამეფო.
- არ მჯერა, რომ შენ სამაგიეროს არ გადამიხდი , შენ ხომ მითხარი სიმართლე რომ სხვანაირი ყოფილიყო ცუდად მომექცეოდი.
- ჩათვალე სიზმარში ხარ, სადაც მან შეძლო და ყველაფერი გაპატია.
- ოდესმე მეშინია კოშმარში არ გამეღვიძოს.
- შესაძლბელია, ყველაფერია შესაძლებელი.
მე ძალიან მრცხვენოდა მის გვერდით ყოფნის , მაგრამ ჩემი ეგოისტური დამოკიდებულების გამო ურთიერთობა გაგრძელდა.უმისობა ვერ შევძელი. მე თბილისში დავბრუნდი , მეორე დღეს ნიკაც ჩამოვიდა, ნიკაც და დედაც.
- არ დაგინახო მაგ ბიჭის სახელი გამაგონო ინა, როგორ გაშანტაჟებდა, შენი აზრით ის ნორმალური თვალით გიყურებს შვილო ? შენზე გაბრაზდა ნატასთან რა უნდოდა? ყველგან ყველაფერი უნდა აგირიოს?
***
მეორე დღე:
- ია დეიდა შენთან სალაპარაკო მაქვს.
- ხატი, რა მოხდა გისმენ შვილო.
***
მე პირველი დიალოგით ნიკას დამაშორეს, მეორეს შესახებ დიდი ხანი არ მქონდა წარმოდგენა.
ია წავიდა.
მე ნიკა ვნახე.
ჩვენ შევრიგდით.
მეორე დღეს ხატიასთან დავრჩით, თვითონ სოფლად იყო.
ვხედავდი , რომ ნიკა არ გავდა საკუთარ თავს. ხშირად მელაპარაკებოდა შესაძლებელ ღალატზე ხატიასთან კითხვით რომ გაიგო რას იზამდიო? მე ეს არარეალურად მეჩვენებოდა, და მის მორიგ არაადეკვატურ იუმორს ვაწერდი , მაგრამ ეჭვს მაინც მიბადებდა წარსული , როცა ნიკასთან შემდეგ ხატიასთან ვრეკავდი ორივეს ერთი და იმავე დროს ქონდა დაკავება , ხატია ხშირად ცდილობდა ნიკაზე რამე ცუდის თქმაში ავეყოლებინე , დედასაც ჩვენი დაშორებისკენ მოუწოდა , ბოლოს მითხრა შენი ბიჭი მაგრად გატყუებსო, რისი თქმის შემდეგ ნიკამ მომიყვა ისტორია ჩემი „ამორალური“ მხარისა, ხელწერა ხატიას იყო.
მხვდა წილად ბედნიერება მომესმინა საინტერესო ფრაგმენტიც :
- ინას რატომ უთხარი რომ მატყუარა ვარ?
- არ მითქვამს, არა ვუთხარი
- რა მოვატყუე?
- რა ნიკა, ინამ იცის ურთიერთობა რომ გვქონდა?
იმ სიტყვებით ენა ჩამივარდა და თავს მხოლოდ ვიიმედებდი რომ ეს ურთიერთობა უშუალოდ მათგან ჩემი ლანძღვით შემოიფარგლებოდა იმ ტყუილის გამო.ვერ ვკითხე ნიკას, პასუხის შემეშინდა, შემეშინდა ჩემი ისტერიკის და ყველაფერი ისე დავტოვე როგორც იყო, თუმცა ვერ შევძელი მასთან ეჭვებით ყოფნა და ჩვეულებისამებრ, დიდი ტექსტით დავემშვიდობე.
ორ დღეში მომწერა . თითქოს არაფერი მომხდარაო ურთიერთობა ისე გავაგრძელეთ , მაგრამ რამდენიმე დღეში , 24 აპრილს ხატიამაც დარეკა.
-რას შვები ინა?
-კარგია რომ დარეკე
-ინა არ მინდა მაგ თემაზე საუბარი
- მე ნიკას შენ გამო დავშორდი
-გეხმიანება?
-შევრიგდით და შესაბამისად მინდა სიმართლე.
-ინა
-ნიკა მახვედრებდა რაღაცეებს საუბრის დროს , ურთიერთობა გქონდათ?
-ნიკასთან ფლირტი მქონდა, მე იცი ნიკას ვაკოცე და იცი ნიკასთან **ქსიც მქონდა.
-მერე ?
-ნიკამ თქვა ინა გლანძღავსო , მერე მე დავიწყე შენი ლანძღვა , მივხვდი ,რომ იტყუებოდა , მაგრამ გვიანი იყო ,რადგან უკვე ყველაფერი ცუდი ვთქვი და შანტაჟზე გადავიდა.იმ დღეს სახლში რომ უნდა ასულიყავი მასთან , გარეთ რომ იჯექი და ტიროდი , მე ვიყავი მასთან, მთელი ღამე იქ ვიყავი ინა გესმის ? მთელი ღამე არ გვძინებია , რამდენჯერ მქონია ინა ის მომენტი კიდეც დარჩნილა ბიჭი , მაგრამ ამან მართლა ძალა იხმარა.
-ძალით მიგიყვანა სახლში , ძალით გაგხადა, ძალით გქონდათ ურთიერთობა თან პირველი *ქსი, ძალით გამოუძახე საჭმელი , ძალით შეუვსე პროდუქტით მაცივარი, ძალით დაულაგე და წახვედი ?
-ეგრე გამოდის .
- არ ვიცი რა გითხრა ხატია იმის გარდა რომ ძალიან მეცოდები , მეცოდები ,რადგან დიდი თვითრწმენა გქონია, მე ჩაგთვლი ნიკას ცხოვრებაში მორიგ ბ**ად რომლითაც სამაგიერო გადამიხადა , არ ვაპირებ შენთან ჩხუბს , მიხედე შენს ცხოვრებას, სულზეც იმკურნალე და ისეც , მე კიდევ დამივიწყე ზედმეტი საუბრის გარეშე.
***
-ნიკა ჩემთვის რამე გაქვს სათქმელი ?
-რა უნდა მქონდეს?
-მაინტერესებს რას მიმალავ
-რას გულისხმობ გააჩნია
-ყველაფერი ვიცი ნიკა ,ყველაფერი გავიგე ხატიაზე და შენზე.
- საიდან გაიგე ?
-ხატიას გვერდი „დავჰაკე“
-ინა
-რა იყო?
-მოდი ხვალ დაგირეკავ და დილით ყველაფერს გეტყვი ,არ მინდა კიდევ უფრო გაგაღიზიანო.
-თუ ოდნავი რამე ადამიანური შეგრჩენია დაგირეკავ და მელაპარაკე
***
საათზე მეტხანს ვუსმენდი ამ ამბავს, ვუსმენდი ამ ყველაფერს , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , არ ვიცოდი გამოსავალი სად იყო , ორივეს მოშორებასა თუ მიტევებაში.
-ხვალიდან ყველაფერი ახალი ფურცლიდან იწყება ნიკა? ეგეთ რამეს გავუკეთებთ ერთმანეთს?
-არა, არანაირი ტყუილი , არანაირი ზურგს უკან რამის გაკეთება , მაგრამ არ მესმის ხატიამ რატომ გითხრა ეს ყველაფერი გაფრთხილებული მყავდა
- შეეშვი. მოვშორდეთ ამ სიტუაციას
სათქმელად მარტივი იყო , შესასრულებლად რთული.აფექტის მდგომარეობაში მყოფის ასეთი მშვიდი რეაქცია მეთვითონ მაკვირვებდა , მაგრამ ყოველი დღე წინაზე უარესი აღმოჩნდა. დილით თვალის გახელის შიში დამეწყო , ყოველ ღამით ის ამორალურობა მესიზმრებოდა, ყოველდღე გაუჩერებლად ჩამესმოდა მათი ხმა ამ ისტორიით , ვეღარ ვლაპარაკობდი , გამოსავალს ვეღარსად ვპოულობდი.
ისევ დაშორება გადავწყვიტე , ნიკამ ეს სამაგიეროს გადახდათ ჩათვალა, რასაც ხატიას დასტურიც მოყვა, ინა შენზე აპირებს შურის ძიებასო .
- გულისამრევია ეს ყველაფერი ჩემთვის, იცი არასდროს მინდა იყო კარგად.
- ინანებ მაგ სიტყვებს და ნუ ამბობ .
-არა არასდროს ვინანებ , შენ შენთვითონაც არ იცი რა გინდა.რას გეგმავდი ხატიასთან ერთად ?
-რას ვგეგმავდი?
- შენ და ხატიას ერთმანეთის ხელით გაგანადგურბეინებთ ერთმანეთს.
-ნიკა
-არანაირი ნიკა.
***

-ნიკა შენ ყველაფერი მაინც ინასი გჯერა, შენ ვერ გაუშვებ მას შენგან , როცა მე ესე მიყვარდები.იცი ისტორია დავწერე ჩვენზე: იყო ერთი გოგო ხატია, რომელსაც ყავდა დაქალი ინა, ის მუდამ სიცოცხლეს უმწარებდა ხატიას, ინას ცხოვრებაში ნიკა გამოჩნდა ხატიამ იგი გაიცნო და პირველივე დღიდან გაუჩნდა მის მიმართ გრძნობები , მაგრამ ეს „აკრძალული ხილი“ იყო , ეხლა ნიკას უნდა სამაგიერო გადაუხადოს ორივეს და ყველაზე დიდი სამაგიერო ის იქნება , რომ იგი ორივეს ცხოვრებიდან წავიდეს.
-ინა
-გისმენ ნიკა
-ამ ყველაფრის ფონზე ვის უფრო ვჭირდები შენ თუ ხატიას?
-სასაცილოა
-???
-„ყივჩაღის პაემანი გამახსენდება“: “აქეთ მე ვკვდები იქეთ ის ქალი წავიდა სხვისასაო“ , შენ ერთობი ამ ყველაფრით და ბოლოს მაინც სხვასთან წახვალ.
-არ არის ეგრე და შენც იცი რომ არ ვერთობი.
-კარგი , მაშინ მე მჭირდები.
არვიცი ისევ რატომ შევურიგდი, შემეშინდა ხატიასთან არ წასულიყო ,მინდოდა მასთან თუ უბრალოდ ჩემ მდგომარეობაში სულერთი იყო, არც ის ვიცი დროს რატომ ვწელავდი, ალბათ იმისთვის , რომ ჩვენი ერთად ყოფნის თურმე ბოლო კვირა უბრალოდ არაჩვეულებრივი გაგვეხადა.
სრული ერთი კვირა ერთად ვიყავით, ბევრი „ვიდარტყმულეთ“ , ბევრი ვიცინეთ, ცოტა ვიკამათეთ , დაძინებული ინა თურმე ვთხოვდი არ დავეტოვებინე , დაძინებული ნიკა საწოლში ხელებით მეძებდა, მთელი ღამე ერთად? ტკბილი ძილი , უცებ გაღვიძება , მისი თვალების დაკოცნა და კვლავ დაძინება? ნიკას საშუალებით მე სამოთხე ვიპოვე დედამიწაზე , არასდროს დამავიწყდება ბედნიერების საათები , მის ბალიშს ხომ დღემდე მისი სურნელი აქვს, უკვე ვიღაცისთვის შეუმჩნეველი, ჩემთვის კვლავ ისეთივე , როგორიც 2 თვის უკან იყო.
...
ორივემ ვიცოდით ,რომ ეს დროებითი იყო. ორივემ ვიცოდით ამ ლაქებით ვერ გავძლებდით ერთად. ის სწორად ცხოვრობს, მე ვცდილობ სწორად ვიცხოვრო , შესაბამისად ორი დაახლოებით ერთნაირი , იდეალურობისკენ დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი ადამიანი შეცდომაში ვერ იარსებებს თუნდაც ზემოხსენებულ „სივრცეში“
უბრალოდ ავდექით წავედით?!

საღამო ხანი იყო ...
ამ ამბიდან ზუსტად ერთი კვირა გასული...
ჩვენ შორის კვლავ მოხერხდა შემდგარიყო დიალოგი. მან მთხოვა სანამ ჩვეულებისამებრ კამათს დავიწყებდით ერთად მოგვესმინა სიმღერა, რომელიც იმ დღის მერე „ჩვენად“ შევრაცხე, რადგან იმ პერიოდში , მთელი დღეები მხოლოდ და მხოლოდ იმას ვუსმენდი.
ვისაუბრეთ მიზეზგარეშე , უშედეგოდ.
მერე მე მისთვის წერილის მიწერა გადავწყვიტე :
- ჩემო ყველაზე საყვარელო ნიკუ! )))
შენთვის ძალიან ბევრი წერილი დამიწერია, შესაბამისად დიდად არ აღფრთოვანდები მორიგს თუ გამოგიგზავნი ,მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩემი მთავარი მოტივი არა შენი გაოცებაა, რომელიც ნამდვილად აღარ გამომდის,არამედ ყველაფრის ისე გადმოცემა როგორც მჩვევია, დაულაგებლად.
პირველ რიგში მიდა შენს ჩემ მიმართ დამოკიდებულებას შვეხო, რადგან ჩემთვის, ფაქტობრივად, მომაკვდინებელია იმის წარმოდგენა , რომ საშინელ , მატყარა ყველაზე ფეთქებად , გაუწონასწორებელ ჭრელოპეპელად მიმიჩნევ.
შეიძლება ცუდი ხასიათი მაქვს, მაგრამ საშინელი ადამიანი მართლა არ ვარ ნიკა . მეუბნებოდი რომ შეგეძლოს ჩემზე გადავლა მეც კი გადამივლიო , მაგრმ მართლა არ მინდა ეგრე იფიქრო .ჩემი სიტყვა შეიძლება შენთვის არ ფასობდეს და ისევე ჩემგან გამომდინარე ჩალის ფასადაც კი არ ღირდეს , მაგრამ მე ბოლომდე ვიტოვებ იმ იმედს , რომ ოდნავ მაინც დავრჩი შენთვის ისეთივე ღირებლი , როგორიც თავიდან ვიყავი , როდესაც ჩემი ამბები მოგიყევი , დაგიახლოვდი და „ქდი დაიფარე წადის“ პრინციპი მოვახერხე გამექარვებინა შენთვის.
მატყარა-კი მოგატყუე ის ამბები , მაგრამ ნუთუ ცოტათი მაინც ვერ გამიგებ?შენ, რომელიც ყველაფერში მიგებ , ყოველთვის ყველა ჩემ ქცევაში ცდილობ მაინც გამამხნევო , მაგრამ მაინც მარიგებ და სიმართლისკენ თუ სამართლიანობისკენ მომიწოდებ.ჩემი გამოხტომებიდან გამომდინარე ვთვლიდი ჩემგან (აცილებლად) შენი წასვლის საჭიროებას , მაგრამ არა ეგოისტობა , არამედ საოცრად, არაადამიანურად მიჯაჭვება არ მაძლევდა საშუალებას გამეშვი , ვფიქრობდი, რომ შემეძლებოდა შემეცვალა ჩემი გამოხტომები და ვთვლი მართალიც აღმოვჩნდი.
ნიკუშ , მე ეს შემიძლია, შენ გარეშე ყოფნას ყველაფრის დათმობა მირჩევნია მით უფრო მაშინ თუ ეს ჩემთვისაც კარგია.
ცვალებადი ჭრელოპეპელა - კი ვარ ნიკა ეგეთი , მაგრამ არასდროს მდომებია შენი გაშვება , არასდროს.ვიცი ნერვებს გიშლი , მაგრამ ერთად ჩვენ ამასაც გავუმკლავდებით.
არ მინდა ის კარგი პერიოდები რაც ვიცი აუცილებლად გვექნება დავკარგო და მხოლოდ ოცნებად დარჩეს. ნუთუ ბოლო ერთი კვირა მაინც არ მოგენატრება , ჩემი წუწუნი „რეაქციაზე“, ან დილის 5 საათზე „დაიძინე პატარა თენდებას“ სიმღერა, რომლის ლოგიკას დღემდე ვერ ჩავწვდი თუ თენდებოდა რაღატო მაძინებდი .იფიქრე ყველაფერზე, ჩვენ მართლა შეგვიძლია ვიყოთ კარგად . იმდენი რამე გადავიტანეთ ერთად, იმდნეი კამათი , იმდენი ჩხუბი , ნორმალურ პერიოდს ვიმსახურებთ მგონი.არ დაგიწყებ სიყვარულის ახსნებს დიდი ტექსტებით, არ მოგაწყენ თავს , რადგან ისედაც იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის , მთელ სამყაროს, მთელ გალაქტიკას და რავიცი ყველაფერს რაც არსებობს ან არ არსებობს. მიყვარხარ ძალიან ძალიან! მალე მეც ჩამოვდივარ , იმედია გნახავ (თმა გადავიღებე და ძან მაგარ კაბას ვიკერავ რომ გნახავ იმ დღისთვის და ტყუილად არ შემაკერინო. კაი ხო ეს ხუმრობით. ზუსტად ისე ველი შენს ნახვას , როგორც 2თებერვალს ველოდი , პირველად „პიკნიკთან“. გკოცნი ბევრს.
წერილი , ჩემივე ნებით , ისევ ჩემთანაა , მან არ იცოდა არაფერი ამ სიტყვებზე, რადგან თან მეშინოდა მისი უარის და თან არ ვიცოდი რამდენად სწორად ვიქცეოდი არა ჩემთვის, არამედ მისთვის. მე დავთმობდი ყველაფერს, მაგრამ ნიკამ არ უნდა დათმოს.
დღემდე არ ვიცი მისგან წასული სად მივდივარ. ჩემს თავში უგზოუკვლოდ დავიკარგე ისევ ,ვეძებ , ყველაში ვეძებ ნიკას ,ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიასა და ბედნიერება ნიკას , მინდა კიდევ ვიარსებო , მინდა გავძლიერდე , მაგრამ ძალა? ძალა? ნიკა ხომ არსადაა.
ურთიერთობები ასე არ უნდა სრულდებოდეს. ალბათ ბევრი მეტ გონებას მოიკრეფდა, სიტუაციას სწორად ან უარესად წაიყვანდა , მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დამთავრდა, დამთავრდა და ცუდია როცა მხოლოდ მე ვგრძნობ ამ დისკომფორტს.
ის ალბათ დღეს ვიღაცის კალთაშია, მას აძლევს რჩევებს , სხვას ეუბნება“კალჩოს“ , ეხუტება მისი წარმოუდგენელი სურნელით, უყოფს ბურგერებს,რადგან საწყალ თვალებს ვერ უძლებს, სხვა საუზმეს მიეჩვია.
მას შეუძლია მოგანიჭოს ბედნიერებაც და უბედურებაც . მისი თვალები სამყაროს ანათებს , ჩემი ცხოვრება კი სინათლის არარსებობააა.
არ ვიცი ამ სიტუაციაში ვინ არის მართალი , ვინ დამნაშავე , მაგრამ იყავით გულწრფელები , ხელი მაგრად ჩაკიდეთ მათ, ვინც თქვენთვის „ნიკაა“, ნუ დაიღამებთ თვალებს ტირილით , ნუ შეუწყობთ ხელს გარემოს არსებობას , რომელში ცხოვრებით მხოლოდ მის სახლთან გავლა და მისი მანქანის დანახვა ან ზოგადი მოკითხვა შეგეძლებათ. მე შევცდი, მე ტყუილმა შემაცდინა, მე არასრულფასოვნების კომპლექსმა შემაცდინა, სიბინძურე ნიკამდეც, სიყვარულამდე, ჩემი ცხოვრების ყველა ფერამდეც მოვიდა და გამანაცრისფერა.
სწორად შეაფასეთ ერთმანეთის სიყვარული და შეძლებთ, აუცილებლად შეძლებ იყოთ ისე , როგორც მე , სავსე ბიჭით, რომლის თვალებიც სამყაროს ანათებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent