ცუდი წარსული ბედნიერი მომავალი (თავი 3)
უფროსის დაძაბულობა მეც გადმომედო და ცოტა ანერვიულებულმა დავუკაკუნე კარებზე, თანხმობა როდესაც მივიღე შიგნით შევედი. -გამარჯობა ბატონო ლევა.- ვუთხარი უფროსს. -დაჯექი სანდდრა შენთან საქმე მაქვს.- მითხრა მან. -ხომ მშვიდობაა?- ვკითხე დაბნეულმა. -სამწუხაროდ არა, სუპერმარკეტის დახურვა გვიწევს, ამიტომ სამწუხაროდ სამსახურიდან უნდა დაგითხოვოთ, მართლა ძალიან ვწუხვარ.- მითხრა უფროსმა. მე ძალიან ავნერვიულდი ახლა რა უნდა ვქნა, სად უნდა ვიმუშავო, ქირის ფულ როგორ გადავიხადო. -დიახ მაგრამ, რატომ ხურავთ?- -რაღაც მიზეზების გამო რისი გამხელაც არ შემიძლია, ნახვამდის და კიდევ ერთხელ ვწუხვარ. -ნახვამდის ბატონო ლევან. -და კიდევ ერთი თხოვნა ვინც შეგხვდება ყველას უთარი ეს ამბავი კარგი? -დიახ, როგორც გენებოთ.- ვუთხარი და კაბინეტიდან გამოვედი. უცბათ ლიკა მოვიდა ჩემთან. -რა ხდება გოგო ხო მშვიდობაა, რა უნდოდა ლევანს?- -მშვიდობა ნამდვილად არაა ვიხურებით და ყველას სამსახურიდან გვიშვებს. -რაააა??? ეგ კაცი ნორმალურად თუა, ჩვენ ახლა რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა ვიცხოვროთ. -მოგვიწევს ახალი სამსახურის შოვნა, ახლა კიდე უნდა წავიდე გოგოები უნდა ვნახო და სსამსახურის ძებნა უნდა დავიწყო.- ვუთხარი, ჩემი ნივთები ჩაავალაგე და წამოვედი. მთელი გზა ვფიქრობდი სად დამეწყო მუშაობა და გადავწყვიტე რომელიმე რესტორანში ვიმუშავო. ჯერ ნინის და თიკოს ვნახავ და შემდეგ რესტორანს ავარჩევ. მალევე მივადექი ნინის სახლს მეხუთემდე ფეხით ავედი, რადან „ლიფტში“ კლაოსტროფობია მემართება. კარებს მივადექი ცოტახანი სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი და შემდეგ დავაკაკუნე. რათქმაუნდა როგორც ყოველთვის ორი წუთი მალოდინა, ეს ხომ მაგისი წიკია თუ არ დაიგვიანა ისე არ შეუძლია. -ეეეეე.... ჩემი გოგო მოვიდა, იცი როგორ მომენატრე? სად დაიკარგები ხოლმე ჰაა??- მომვარდა და უცბათ ჩამეხუტა- მალე თიკოც მოვა. -მეც ძალიან მომენატრე, ამ სამსახურის და უნივერსიტეტის გადამკიდე დრო აღარ მაქვს, თან ცუდი ამბავი მაქვს- ვუთხარი ნინის. -რა ხდება? რამე ხომ არ გჭირს ხომ მშვიდობაა?- ანერვიულდა. -სამსახურიდან დამითთხოვეს, რადგან მაღაზია იხურება. -აუუ რა ცუდია ახლა რა უნდა ქნა? -არ ვიცი ჯერ, ალათ რომელიმე რესტორანში ვიმუშავებ.... არ ვიცი არა რა...- ვუთხარი და კარების ხმაც გაისმა. -ალბათ თიკოა წავალ გავაღებ- თქვა ნინიმ. -მეც მოვდივაარ - ვუთხარი და უკან გავყევი. კარები გააღო ნინიმ და თიკოც გამოჩნდა, რომ დამინახა ეგრევე გამოექანა ჩემსკენ ბედნიერი და რასაც ქვია შემომახტა. -აუუუ ჩემი გოგო, მარტო ჩემი ძალიან მომენატრე- მითხრა და ბევრი მაკოცა. -მეც ძალიან მომენატრე.- ვუთხარი და მისაღებში გავედით. ბევრი ვიჭორავეთ, როგორც ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე ვილაპარაკეთ, თემა არ ჩავაგდეთ. ჩემს სამსახურზეც ვილაპარაკეთ და თიკომ მითხრა, ერთი ჩემი ნაცნობია რესტორნის უფროსი და კადრებს ეძებ, დაველაპარაკები და გასაუბრებაზე მიდიო. გოგოებიდან, როდესაც წამოვედი 10სთ იყო და ჩემი ძმის ნახვაც გადავწყვიტე. მალევე მივედი მის სახში და დავაკაკუნე. -ეეეე ჩემო დაიკო, როგორც იქნა გაგახსენდი, სულ დაგავიწყდი ხომ? - მითხრა ლუკამ, მე მისკენ გავექანე და შევახტი. -ძამიკოოო, ძალიან მომენატრე- ვუთხარი, ბევრი ვაკოცე და მერე ჩამოვედი მისი ხელებიდან. მის ოთახში შევედი და პუფში ჩავხტი. -აბა რას შვრება ჩემი დაიკო? -რას და სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან იკეტებიან, მაგრამ შენ არ იღელვო ხვალვე გასაუბრებაზე მივდივარ.- ვუთხარი ლუკას. -უი ცუდია. -აბა შენ რას შვრები? პირადში რამე ახალი არ არის?- ვკითხე თვალებში ჭინკებათამაშებულმა. -არის ახალი, მოკლედ ერთ გოგოსთან ვარ რა, ძალიან მოგეწონება რა, ძალიან საყვარელია.- მითხრა ბედდნიერი სახით. -კარგია ეს ამბავი და დარწმუნებული ვარ კარგი გოგოა.- ვუთხარი კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკე, დავემშვიდობე და წამოვედი სახლში. ტაქსიში ჩავჯექი და მისამართი ვუთხარი. 20წუთიანი მგზავრობის შემდეგ მივაღწიე სახლამდე, მძღოლს ფული გადავუხადე და ავედი. შიგნით, რომ შევედი ეგრევე ფეხზე დავიხადე, აბაზანაში შევედი, გამოვედი ჩავიცვი 5 ზომით დიდი მაიკა და დავწექი ლოგინში. მაისი იწურება და ძალიან ცხლა. ცოტახანში თიკოს მივწერე. „გოგო ელაპარაკე შენს ნაცნობს? ხვალ რომმელზე მივიდე გასაურებაზე?“ „ კი ველაპარაკეე და თერთმეტზე მოვიდესო“ მომწერა თიკომ. „ ოკ, პკ“ მივწერე, მაღვიძარა დავაყენე 9სთ-ზე და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში. დილით ისევ ხუთი წუთით ადრე გავიღვიძე, თავს ბედნიერად ვგრძნობდი, აბაზანაში შევედი, გამოვედი, თმა დავისწორე, ჩავიცვი კოჭებამდე გვირილებიანი სარაფანა, შავი მაღალქუსლიანები, მაჯის საათი გავიკეთე და მაკიაჟი ისევ არ გამიკეთებია. სამზარეულოში გავედი ვისაუზმე და წავედი. იმედი მაქვს გასაუბრება კარგად ჩაივლის... ნახევარ საათში, დიდ რესტორანთან გააჩერა მძღოლმა, გადავუხადე და შევედი შიგნით. ძალიან ლამაზი რესტორანია გემოვნებიანად შერჩეული დიზაინით თავისი „dress kode”-ით, ბარის დახლი. ეტყობა, რომ ძვირიანი რესტორანია, ასევე ამ რესტორანს თავისი ბარიც და სასტუმროც აქვს. მოკლედ ძალიან მაგარია. როდესაც შევედი ერთერთ მიმტანთან მივედი და ვკითხე სად იყო უფროსის კაბინეტი. კარებთან, რომ მივედი დავაკაკუნე და თანხმობის შემდეგ შიგნით შევედი. ჩემ თვალებს ვერ ვუჯერებდი, არა აშკარად მელანდება, შემომარტყით, ეს სიზმარია, აი ახლა გავიღვიძებ, მიდი სანდრა გაიღვიძე ეს სიზმარია. ჩემს თვალებს მართლა ვერ ვუჯერებდი ჩემს წინ იჯდა, ის კაცი მაღაზიიდან... -თქვენ?- ერთად ვთქვით, ორივე გაოცებული ვიყავით თან გაგვეცინა. -ესეიგი თქვენ ხართ ამ რესტორნის უფროსი?- ვკითხე ისე თითქოს პასუხი არ ვიცოდი. -ხო მე ვარ და შენ კიდე ჩემთან მოხვედი გასაუბრებაზე?- მკითხა მან -დიახ ბატონო... -ალექსანდრე... -ააა დიახ ბატონო ალექსანდრე. -კარგი მაშინ მოდი სივი მაჩვენე...- მივაწოდე ჩემი სივი ცოტახანი ვილაპარაკეთ, რაღაცეებიც მკითხა და შემდგომ მითხრა. -ძალიან კარგი კადრი ხარ, უცხო ენები იცი და თან სუპერმარკეტში გამოცდილება გაქ ამიტომ ხვალ 9ზე სამსახურში გამოცხადდი, იცოდე დაგვიანება არ მიყვარს, ხო კიდევ საათები გადავანაწილოთ, ესეიგი ერთი დღე დილის საათებში უმუშავებ, ერთი დღე საღამოს საათებში, მაგრამ შეიძლება გვიანობამდე მოგიწიოს მუშაობა. გასაგებია? -დიახ ყველაფერი გასაგებია, ნახვამდის ბატონო ალექსანდრე. -ნახვამდი სანდრა- მითხრა და გარეთ გამოვედი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მუშაობას ვიწყებ. ჯერ გოგოებს მივწერე. „გოგო ამიყვანეეს!!! ხოდა დღეს მე შენ და თიკომ ავღნიშნოთ კლუბში 11ზე, თიკოსაც უთხარი“ „ აუუ გილოცააავ!!! კარგი ვეტყვიი, მიყვარხარ“ შემდეგ ჩემს ძმას დავურეკე. -ალო, ძმაო ამიყვანეს მომილოცეე- ჩვყვირე ტელეფონში დარწმუნებული ვარ ახლა ტელეფონი ყურს მოაშორა. -ეეე გილოცავ ჩემო დაო, არ ავღნიშნავთ? -როგორ არა, დღეს კლუბში მივდივართ მე თიკო და ნინო, თუ გინდა შენც წამოდი შენს გოგოსთან ერთად თან ხო უნდა გამაცნო. -კარგი წამოვალთ.- მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ძალიან ბედნიერი ვარ... უნივერსიტეტს მოვრჩი და სამსახური დავიწყე მეტი რაღა მინდა. ახლა მხოლოდ დასასვენებლად წასვლა მჭირდება სრული ბედნიერებისთვის. იმედი მაქვს ესეც მალე მოხდება... “ყოველ ცუს, მოყვება კარგი“ ამ ფრაზის არასოდეს სჯეროდა სანდრას, ეგონა რომ მის ცხოვრებაში კარგი არასოდეს მოხდებოა, მაგრამ რა იცი ცხოვრება რაში გამოგცდის და რას დაგახვედრებს წინ... შენი ცხოვრება შენითვე უნდა შექმნა და ყოველი ნაბიჯი გააზრებულად გადადგა. შენი არჩევანით ყოველთვის კმაყოფილი უნდა იყო. მიიღო ის რაც ღმერთმა მოგცა და იცხოვრო ამით. „ამჩნევთ, რომ ცხოვრებას ძალიან ბევრი გზაჯვარედინი აქვს? ხშირად ვდგავართ არჩევანის წინაშე. გეზს ვიცვლით, ვიძახით აი სწორედ ეს არის ჩემი გზა. შემდეგ კი ისევ გზაჯვარედინს ვეყრებით.ისევ და ისევ გვიწევს არჩევანის გაკეთება. სწორეს ჩვენი არჩევანი გვაქცევს იმად ვინც ვართ და მაინც ზოგჯერ ჩემი არჩევანი მაკვირვებს. ადრინდელი მე, აოცებს დღევანდელ მეს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ჩვენგან ახალ გადაწყვეტილებებს ელის. ჩვენ ვალდებულები ვართ ვიაროთ წინ და არ დაგავიწყდეს, რომ ამ გზას მხოლოდ ერთხელ გავდივართ, არც რეპეტიციის დრო გვაქვს და არც მეორე შანსი მოგვეცემა.“ ///////////////////////////////////// მადლობა ასეთი კარგი კომენტარებისთვი და მადლობა რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.