განა მართლა ვუყვარვარ?(თავი 1)
ნამდვილი სიყვარული ცოტას თუ შეუძლია.სიყვარული დიდი ნიჭია,მაგრამ ამ ნიჭით ღმერთი ბევრს არ აჯილდოვებს.ხომ გაგიგიათ გონება გულს ვერ მართავს როდესაც შეყვარებულია ადამიანიო,მერწმუნეთ ეს რეალობაა და არა მითი.სიყვარული შემოაღწევს შენში,მოედება მთელს შენს სხეულს,როგორც სურო ხეს და სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს შენს გულში.მაგრამ ნამდვილი სიყვარული ადამიანს განა რამდენჯერ ეწვევა?რათქმაუნდა მხოლოდ ერთხელ.ერთხელ შეგიყვარდება თავდავიწყებით,მხოლოდ ერთხელ გააკეთებ ყველაფერს რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი,მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ის ერთი, მხოლოდ თქვენ ორნი და სხვა არავინ.მასთან ერთად სამყარო ბედნიერი გეჩვენება,ყველაფერს ფერად ფერებში სახავ,მის გარეშე?მის გარეშე სამყარო ნაცრისფერი,ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება.როდესც პირველად დემეტრე დავინახე ერთი განებივრებული,მამიკოს ბიჭი მეგონა.დიდად ყურადღებას არც ვაქცევდი,მისი უაზრო გამოხტომები ნერვებს მიშლიდა მანამ სანამ არ მივხვდი,რომ ამ ბიჭმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და მისმა სიყვარულმა დამათრო. -ელე მა თუ გინდა გაგიყვან უნივერსიტეტამდე.მოხდენილად ადგა სუფრიდან ჩემი ხანშიშესული მამიკო და ტელეფონს ჩააცქირდა. -კარგი,ორ წუთში მოვალ ჩანთას ავიღებ.ოთახიდან ჩანთა გამოვიტანე,დედას ლოყაზე ვეამბორე. -დე მელანო ბაღში არ მიდის?ახლაღა შევამჩნიე ჩემი პატარა და ჩვენთან ერთად,რომ არ საუზმობდა. -სიცხე აქვს და სახლში რჩება,ელე შენც ფრთხილად დე არ გაცივდე,ჯერ მაინც ცივა,ამ მზემ არ მოგატყუოს. ხმის ამოუღებლად დავეთანხმე დედას და მამას მანქანაში სიხარულით ჩავჯექი,მიყვარდა როდესაც ერთად ვმგზავობდით. -მა დღეს მივდივარ რაჭაში ხომ გახსოვს? -კი ელენე და დიდად მომხრე არ ვარ ხო იცი რომ რაჭაში წახვიდე. -ვიცი ვიცი მა მაგრამ მართლა მინდა კურსელებთან ერთად წასვლა. -ხოდა ამიტომაც მიდიხარ.თბილად გამიღიმა და ისევ მობილურს ჩააჩერდა. -მოვედით,მძღოლი მოწიწებით ჩაერთო ჩვენს საუბარში. -მადლობა სერგო ბიძია,მამას ლოყაზე ვაკოცე და ფანჯრიდან დანახულ დაქალებს გავეკიდე.თითქმის,თითქმის დავეწიე როდესაც ვიღაცას დავეჯახე და ძირს მოვადინე ბათქვანი. -ვაი ხელი,დაბუჟებულ ხელს დავხედე და დავწყნარდი,რომ მოტეხილი არ იყო. -ბოდიში,რამე გეტკინა?ადექი საავადმყოფოში წაგიყვან,თავი ხომ არ დაარტყი?მოწიწებით მკითხა ბიჭმა და გულში სითბო ჩამეღვარა მისი ზრდილობინობის გამო. -არა,არაფერია სა...სიტყვა გამიწყდა როდესაც ჩემს თავზე მდგარი დემეტრე ანსიანი დავინახე.უცბად წამოვხტი ფეხზე და უნივერსიტეტის კარებში დენდარტმულივით შევვარდი.დემეტრე ავალიანი,ბიჭი რომელიც მთელს უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარულია,მამიკოს ფულებით განებივრებული,უზრდელი ტრიპაჩა ტიპია.ასე თბილად და ზრდილობიანად რატომ მომექცა ვერ გეტყვით,ალბათ კარგ ხასიათზე გაიღვიძა. -ანი,ქეთა დამიცადეთ გზაში დავეწიე მეგობრებს და სული მოვითქვი სანამ საუბარს გავაბამდით. -ცნობისთვის ლიტერატურის ლექციაზე დავაგვიანეთ ქალბატონო ელენე. -ცნობისთვის ქალბატონო ქეთა 1 წუთით ადრე მოვედით -ცნობისთვის ლექტორი ჩვენს უკან დგას -გოგონებო,ლექტორმა თავი დაგვიკრა და ხელით გვანიშნა შევსულიყავით აუდიტორიაში. ბევრი ამბობს ლექციები და გაკვეთილები იწელებაო,ყოველი წამი საათად გვეჩვენება და აღარ გადისო.ჩემთვის ხომ ყველაფერი უკუღმართულადაა.მიყვარდა ლექციაზე ჯდომა და ლექტორების მოსმენა მათგან ახალი ინფორმაციის შესისხლხორცება და შემდეგ პრაქტიკაში მათი გამოყენება.ლექციების დასრულების შემდეგ სახლში დავბრუნდი,მელანოს მოვეფერე ვეთამაშე და ვაჭამე.შემდეგ გამზადებული ჩემოდანი შემოსასვლელში დავდე და ტელეფონში ჩემი ძმის ნომრის მოძებნა დავიწყე. -ალექს,სად ხარ ხო შემპირდი დროზე მოგაკითხავო? -მოვედი,მიდი გამოდი აღარ შემომიყვანო რა. -კაი. მობილური ჯიბეში ჩავიდე და მონატრებული ძმის სანახავად ბარგთან ერთად გავედი. -ასე უნდა მოგვანატრო თავი? -საქმეებმა იცის,მითხრა და გამიღიმა -ქეთა რომ იყოს აქ შენ ღიმილზე გული წაუვიდოდა და შემდეგ შენი მოსასულიერებელი იქნებოდა ისევ ძამიკო.სარკასტულად ჩავურტყი ნამიოკი და გავეკრიჭე. -ბევრს ნუ მეტლიკინები და ჩაჯექი,ერთ საათში შეხვედრა მაქვს -ჩემი საქმიანი ძამიკო,გავუღიმე და მანქანაში მოვკალათდი. გზა არცისე დიდი გამოდგა ამიტომ მალე მივედით და ვერაფერი გამოვკითხე ალექსს. -ალექს ბარგი გადმომატანინე და ავტობუსის მძღოლს მიუტანე რა გთხოვ,აციმციმებული თვალებით შევხედე ძმას და რუგზაკი მოვიკიდე მხრებზე. ალექსმა თვალები გადაატრიალა,მაგრამ მაინც დამეხმარა ჩემი საყვარელი ძამიკო.როგორც აღმოჩნდა სულ ბოლო მივსულვარ როგორც ყოველთვის,ქეთა ალექსის დანახვისას გაწითლდა და თავი უკან გაატრიალა.დემეტრე ავალიანი იქვე იდგა ძმაკაცებთან ერთად და მიყურებდა.ჩემი ძმა რომ არა მივიდოდი და სახეში ერთს კარგად ვუთავაზებდი.რატომ მიშლიდა ასე ძალიან ეს ბიჭი ნერვებს ვერ გეტყვით უბრალოდ არ მომწონდა და მორჩა. -ბერიძე,მომაძახა უკნიდან და მეც იძულებული გავხდი მივტრიალებულიყავი. -გისმენ ავალიანო -ასე თუ დაგაშავე არმეგონა,გეთქვა და მე მოგიყვანდი აქამდე,რასაჭირო იყო შენი შეყვარებულის შეწუხება? -ვალდებული არ ვარ რომ პასუხი გაგცე ისედაც მეყოფა მთელი ორი დღე შენ რომ უნდა აგიტანო. ამაზე უბრალოდ გაეღიმა და ძმაკაცებთან ბაასი გააგრძელა. -დემეტრე ავალიანს ელაპარაკებოდი თუ მოგვეჩვენა ელე?სიცილით მკითხა ანიმ და დაქალს ხელი წაკრა -დღეს უნივერსიტეტის ეზოში წმაქცია,ისე ზრდილობიანად მელაპარაკებოდა,ვიფიქრე ბედი გამეხსნა თქო,მაგრამ რად გინდა ეს არ შემრჩა ხელში? -დიდი სიყვარულის დასაწყისი! მაშინ ქეთას სიტყვებზე გამეცინა,მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები მართლაც რომ ყველაფერი ასე მოხდა. -გოგონებო,მოგვიახლოვდა ჩემი ძმა,მე და ქეთას ხელი გადაგვხვია ანას კი საუბარი გაუბა. -შენს მუტრუკ ძმას უთხარი,რომ ნუ გადაყვა იმ გოგოს იქნებ გაგვიხსენოს ჩვენც. -ეჰ,თქვენ კი არა მაგას ოჯახიც არ ახსოვს,სიცილით უთხრა ანამ ქეთას გავხედე წამიერად და შევატყვე სადაცაა გული წაუვიდოდა ამიტომ დაქალს გასაჭირში დავეხმარე და ჩემი ძმა იქიდან გავაგდე. -კარგით ბავშვებო,გთხოვთ დაიკაოთ თქვენი ადგილები ყველამ და გავეშუროთ რაჭისკენ,დაიყვირა ერთ-ერთმა ჩვენმა თანაკურსელმა გოგომ. -ეს სახელები რა არის სკამებზე?ვიკითხე ცნობისმოყვარეობით -რა არის ჩემო ელენე და ვინ ვის გვერძე ჯდება ის არის -რა სასცილოა,პირველ კლაში ვართ? -ამ ექსკურსიის მიზანია რომ უფრო დავახლოვდეთ ერთმანეთან თორემ შენ ანა და ქეთა ისედაც ახლოს ხართ,ახლა დროა სხვას დაუმეგობრდე აი 23-ე ადგილია შენია თუ არ ვცდები,გამიღიმა და ახლა ბურდულს მიუბრუნდა რომელიც უკვე რაღაცაზე წუწუნებდა. -მგონი სულ გარეკა,გადმომიჩურჩულა ქეთამ და ორივემ სიცილი ავტეხეთ ამაზე. -წავალ ერთი ვნახავ ვინ იქნება სადაქალოში მეოთხე,სიცილით ვუთხარი გოგოებს და ოდნავ უკან გადავიწიე. დამთხვევების გჯერათ?დღემდე არ მჯეროდა,მაგრამ როდესაც ჩემი ადგილის გვერდით დემეტრე ავალიანი დავინახე მინი ინფაქტი გადავიტანე. -შენს გვერდით არ დავჯდები.გამოვუცხადე სვანს და თვალებით სალომეს დავუწყე ძებნა,იქნებდა როგორმე ჩემი ადგილი შეეცვალა. -მოდი ჩიტო დამიჯექი გვერძე ხომ ხედავ ყველა უკვე ლაპარაკობს თავის პარტნიორებთან.თვალი ჩამიკრა და ფანჯარა ოდნავ გამოაღო. სხვა რა გზა მქონდა მეც მივუჯექი და სასწრაფოდ მოვძებნე ჩემი ყურსასმენები.ტელეფონს მოვარგე და ბოლო ხმაზე ჩავრთე ამ ბოლო დროს ამოჩემებული აწ უკვე ჩემი საყვარელი სიმღრა ,,One kiss”. დაახლოვებით ორი საათია ვმგზავრობთ და ჯერ ვერ ჩავაღწიეთ,პრინციპში ორი საათი საკამოდ ცოტაა იმის გათვალისწინებით სადაც მივდივართ.ავალიანს სძინავს,ფანჯრის მინიდან ვუყურებ,არ მინდა უცბად გაიღვიძოს და რამე იფიქროს.და აი ისიც ჩემი ორგანიზმიც,თავი შემახსენა,რათქმაუნდა მე ხომ მგზავრობას ვერ ვიტან ან აუცილებლად ფანჯარასთან უნდა ვიჯდე.წამოვიწიე და თავბრუს ხვევა ვიგრძენი,აშკარა იყო რომ მხოლოდ მგზავრობის გამო არ ვიყავი ცუდად.ეს რომ დედამ გაიგოს მეტყვის ,,ხომ გეუბნებოდი ელენეო“.მინდოდა ქეთასთვის ან ანასთვის დამეძახა,მაგრამ ავტობუსში ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა.როდესაც მე მჭირდება მაშინ არავის სცხელა ჩემთის,უფრო ცუდად გავხდი და იძულებული ვიყავი დემეტრესთის ტკბილი ძილი დამეფრთხო. -დემე...სიტყვა შუაში გამიწყდა არ ვიცი რა დამემართა უბრალოდ სიტყვას ვერ ვამბობდი,არ შემეძლო რამე მეთქვა,თავბრუ მეხვეოდა. -ელე,კარგად ხარ?გაოცებული მიყურებდა დემეტრე -ელენე,გამიმორა მეორედ,მაგრამ პაუხს ვერ ვცემდი,უბრალოდ თვალები დავხუჭე და საზურგეს მივეყუდე. -ნუ მაშნებ ბერიძე რამე მითხარი,უკვე გაგიჟებას იყო მისული დემეტრე.წუთები დამჭირდა აზრზე მოსასვლელად.ბოლოს როგორც იქნა გავახილე თვალები და ჩემს წინ ფერდაკარგული სვანი დავინახე,ამაზე გამეღიმა და წამოვიწიე. -ბერიძე ეს თუ პრენკი იყო იცი რას გიზავ? -არა მართლა ცუდად გავხდი -რა დაგემართა? -მგონი საჭმელმა მომწალმა,მაგრამ თავბრუც დამეხვა,ეს იმიტომ რომ მგზავრობას ვერ ვიტან,დემეტრე შეგიძლია ადგილი გამიცვალო?უცბად მივაყარე და ჩემი მწვანეთვალები შევანათე. -მოდი,გადამსვა ფანჯრისკენ და კონდინციონერსაც აუწია.-ეს დაიფარე არ შეგცივდეს და ჯიუტი თხასავით არ მოიქცე ახლა.ბატონმა დემეტრემ ისე მომიარა ამას მისგან ნამდვილად არ მოველოდი.მხარზე თავი დავადე და ცალი ყურსასმენი მოვირგე.აშკარა იყო ამ ფაქტიტ თვით დემეტრე ავალიანიც კი გაკვირვებული დავტოვე.თვალები დავხუჭე და ვცადე დამეძინა თუმცა ავალიანის ოდეკოლონის სუნი პირდაპირ ცხვირს მიწვავდა. -რა არის ამ ოდეკოლონით იბანავე,გაბრაზებულმა ვკითხე დემეტრეს და თვალები გავახილე. -ჩემს მხარზე კი კარგად ხარ მოკალათებული და ესიგი მოგოწნს,სიცილით მითხრა ავალიანმა და თვითონაც ყურსასმენბი გაიკეთა.მობილური ჩვრთე და ტქესტური შეტყობინება დავწერე დედასთვის ,,დე კარგად ვარ,დაახლოვებით ერთ საათში ჩავალთ,მამა მომიკითხე და მელანოს ამბავიც მომწერე“.შემდეგ გავხსენი შეტყობინება რომელიც ქეთასგან იყო. -,,სადაქალოში დემეტრე ავალიანი იქნება მეოთხე?“ამაზე მეც გამეცინა და დემეტრეს გავხედე რომელიც დიდი ინტერესით უყურებდა ტელეფონში რაღაცას.თავის მოძრაობით მანიშნა რა იყოვო,მე კი პასუხაად თვალები გადავატრიალე და ისევ ტელეფონს ჩავაცქერდი.თავს ისევ არ ვგრძნობდი კარგად.ერთი სული მქონდა ჩავსულიყავით,რომ საავადმყოფოში მივსულიყავი და ექიმს ვენახე.იქამდე ვერ მოვითმენდი,ბარბაცით წამოვდექი და მძღლისკენ გავემართე. -შეგიძლიათ აქვე ახლოს საავადმყოფოსთან გამიჩეროთ? -ხომ კარგად ხარ შვილო?მკითხა მძღლმა ისე რომ ჩემსკენ არ შემოუხედავს -დიახ უბრალოდ რაღაცის დაზუსტება მინდა,როგორც კი მიხვალთ გააჩერეთ და მივხვდები.მადლობთ წინასწარ.მძღოლმა თავი დამიკრა და მეც უკან ჩემი ადგილისკენ დავიძარი.ზურგჩანთა მოვიკიდე და ტელეფონი ჯიბეშ ჩვიდე. -რას აკეთებ?გაკვირვებული სახით მიყურებდა ავალიანი. -ჩავდივარ -რაა?გიჟვით მკითხა და ფეხზე წამოდგა. -ცუდად ვარ და არ მინდა ახლა მოვკვდე,ამიტომ პირველივე საავადმყოფოში შევალ და გავიგებ რეალურად რა მჭირს. -მგზავრობისგან არავინ მომკვდარა ჯერ,ნუ სულელობ დაჯექი. ამ დროს მძღოლმა გააჩერა და მეც მივხვდი რომ უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავი. -შენ არავინ გეკითხება ავალიანი,გამეცალე. -რა ხდება?ამ დროს მოგვიახლოვდა დემეტრეს ერთ-ერთი ძმაკაცი ანდრია -ანდრუშ ჩვენ ჩვდივართ და ჩვენი ჩემოდნებიც თქვენ წაიღეთ.სიტყვის თქმა აღარ მაცალა ისე მომკიდა მაჯაში ხელი და ავტობუსიდან ჩამიყვანა.საავადმყოფოს წინ ვიდექით მე და ის,მხოლოდ ჩვენ ორნი და სხვა არავინ.გზა ცარიელი იყო,სიჩუმეს მხოლოდ მანქანები არღვევდნენ,სხვა არავინ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.