შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები გყიდიან {სრულად}


28-06-2018, 17:44
ავტორი კეროლაინი
ნანახია 9 727

ქოშინით აირბინა ოთხი სართული.გამწარებული გამოაღო კარი და ღრენით შევარდა მისაღებში
- მაშო რა სახე გაქვს რა მოხდა?
შეშინებული წამოვარდა ფეხზე ლილე
- ისევ არ ამიყვანეს!
თქვა კოპებ შეკრულმა და მეგობრის გაოცებული სახე დააიგნორა-არა რა გახდა სტუდენტისთვის ერთი სამსახური! უკვე დავიღალე აღარ ვიცი რა ვქნა!
აგრძელებდა წუწუნს და თან აქეთ-იქით დადიოდა გაწიწმატებული.
- გთხოვ რა დამშვიდდი, რაღაც მინდა გითხრა
ღიმილით მიუახლოვდა დვალი
- კარგი მითხარი,ოღონდ ჯერ ყავა გამიკეთე რა!
გაეკრიჭა მაშო
- თათა ახვლედიანი ხომ გახსოვს?
სამზარეულოსკენ წავიდა ლილე და გოგონას თავით ანიშნა გამომყევიო
- გრძელფეხება მოდელი სწერვა სახით?
თვალები მოჭუტა მაშომ
- ხო ეგ
- მახსოვს, მერე?
ინტერესით შეხედა მეგობარს
- თათას საქმრო, ერეკლე დადვანი ეძებს დამხმარეს
ყავა ნელა დაალაგა მაგიდაზე.
- რატომ თათკა ვერ ეხმარება?
დაიმანჭა მაშო და ყავა მოსვა.
- არ არის აქით. გადაღებებზე მიიწვიეს მილანში და ცოტა ხნით წავიდა.
- და საქმრო რატომ არ გაყვა?
წარბი აწია მაშომ
- ბიზნესი ვერ დატოვა უყურადღებოდ.
თვალები აატრიალა დვალმა
- და მე რა უნდა გავაკეთო?
- ზუსტად არ ვიცი. მიდი ხვალ და გაიგებ
- იმ წვეულების მერე მეზიზღება ეგ შენი თათა
ხელები გადააჯვარედინა მაშომ.
- კარგი ახლა.. დაივიწყე ეგ და მიდი ხვალ! ნახე რას გთავაზობენ იქნებ მოგეწონოს.
- აი დამხმარეთაც რომ არ ამიყვანონ გავგიჟდები რა!
ამოიფრუტუნა გოგონამ და სკამიდან წამოდგა.
- სად მიდიხარ?
თვალი გააყოლა ოთახისკენ მიმავალს
- ჩემს ოთახში. მეძინება
- და ყავა?
ხმა დააწია დვალმა
- უგემური იყო. მაინც ვერ ისწავლე რა წესიერი ყავის გაკეთება!
გადაიხარხარა მაშომ
- რა უმადურია ეს გოგო!
ამოიფრუტუნა ლილემ და მასაც გაეცინა.
.....
ეს მარიამ კალანდაძეა,თუმცა მარიამს არავინ ეძახის,ყველა მაშოთი მიმართავს.
მშობლები-ლევან კალანდაძე და თინათინ დევაძე უკვე რვა წელია ამერიკაში ცხოვრობენ. მაშოს არ უყვარს იქაურობა,ამიტომ როგორც კი თვრამეტი წლის გახდა საქართველოში ჩამოვიდა და მეგობართან ერთად იქირავა ბინა,თუმცა მერე მეპატრონე გარდაიცვალა და მისმა შვილებმა ბინა ძალიან იაფად მიყიდეს.საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს,უკვე მეოთხე კურსის სტუდენტია. თავიდან ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა,თუმცა ის კომპანია დახურეს და ესეც დარჩა უმუშევარი.უკვე ორი თვეა სამსახურის ძიებაშია. მშობლებიც უგზავნიან ფულს თუმცა მაშოს საკუთარი ფული უნდა.
.....
თვალები,რომ გაახილა საათი თორმეტს უჩვენებდა. ზოზინით წამოდგა და გეზი სააბაზანოსაკენ აიღო.
- ლილუსი ყავა გამიკეთე რა!
გამოძახა მეგობარს
- ჩემს უგემურ ყავას მიირთმევთ ქალბატონო?
ღიმილით გასცა პასუხი დვალმა.
- ლილუ წყლის ხმაში არ მესმის შენი ხმა..
- კარგი ნუ ყვირი, მე მესმი!
შესძახა ლილემ და ყავის კეთებას შეუდგა.
....
თმა შეიშრო და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. არჩევანი მაღალწელიან ჯინსის ქვედაბოლოზე და შავ, გამჭვირვალე პერანგზე შეაჩერა.
მცირე მაკიაჟი გაიკეთა და სამზარეულოში შევიდა.
- აი ყავაც
მიაწოდა ყავა ლილემ
- მადლობა ლილუ,საუკეთესო მყავხარ.
გულწრფელად გაუღიმა მეგობარს
- რას შვები, მიდიხარ ხომ დღეს?
- კი,ყავას დავლევ და წავალ.
- აბა შენ იცი, თავი არ შეირცხვინო!
გაეცინა ლილეს
- კარგი წავედი ახლა მე და იმედია რაღაც გამოვა
თმის სწორებით წამოდგა მაშო და კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა
- წარმატებები!
მიაძახა ლილემ და მაგიდის მილაგებას შეუდგა.
....
ტაქსისტს მისამართი უკარნახა და უკანა სავარძელზე მოთავსდა. ცოტახანში მანქანა ერთ-ერთი საკმაოდ დიდი სახლის წინ გაჩერდა. მაშომ გაკვირვებული აათვალიერა შენობა,ჭიშკარი ნელა გამოაღო , ტანსაცმელი გაისწორა და წინ დაიძრა.
- გოგონა!
მოესმა უკნიდან ბოხი ხმა და ფიქრებში გართულს ისე შეეშინდა, კინაღამ ფეხი წამოიკრა და ძირს დაენარცხა.
სწრაფად მიტრიალდა. წინ მასზე ერთი თავით მაღალი,ახალგაზრდა, ქერა ბიჭი იდგა.
- გამარჯობა.
მიესალმა ღიმილით
- გამარჯობა,რით შემიძლია დაგეხმაროთ?
უღიმოდა ბიჭიც.
- მე მაშო კალანდაძე ვარ. სამსახურის თაობაზე ვარ მოსული. თქვენ ერეკლე დადვანი ბრძანდებით?
- არა,არა!
თავი ღიმილით გადააქნია ქერამ-მე ნოე თულაშვილი ვარ,ამ სახლში გარკვეულ საკითხებს ვაგვარებ.
მამაკაცი საკმაოდ სიმპათიური იყო,მაშო ძალიან მოიხიბლა მისი აღნაგობითა და ხმის ტემბრით.
- სასიამოვნოა ნოე,სად შეიძლება ვნახო ბატონი ერეკლე?
- წამომყევი
თვალი ჩაუკრა ნოემ და სახლისკენ გაუძღვა.
- აქ დამელოდე
უთხრა მამაკაცმა და მეორე სართულის კიბეებს აუყვა.
ცოტახანში ნაცნობი სილუეტი ისევ გამოჩნდა
- ბატონი ერეკლე ახლავე ჩამოვა,შენ აქ დაელოდე, მე უნდა წავიდე საქმეები მაქვს. წარმატებებს გისურვებ!
- მადლობა ნოე,შენც.
ღიმილით დაუქნია ხელი გოგონამ.

დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა. მაშო სწრაფად წამოვარდა ფეხზე. კიბეებიდან მაღალი,შავგრემანი,მწვანე თვალება ბიჭი ჩამოდიოდა, ოდნავ მოზრდილი წვერით. ქვემოთ სპორტული შარვალი,ტანზე კი თეთრი, თხელი მაისური ეცვა,რომელიც კარგად გამოკვეთავდა ბიჭის ღვთაებრივ სხეულს. კალანდაძეს ნერწყვი გადაცდა და ხველება აუტყდა.
- კარგად ხარ?
ბოხი,ცივი ხმით მიმართა მამაკაცმა.
- დიახ უკაცრავად..
ალუღლუღდა მაშო.
- ნოემ მითხრა რაღაც საქმეზეა მოსულიო,აბა გისმენ
დივანზე დაჯდა და მაშოსაც ანიშნა დამჯდარიყო.
- დიახ, მე მაშო კალანდაძე ვარ. მეგობარმა მითხრა დამხმარე ჭირდებაო,მე კი სამსახურს ვეძებ..
- დიახ მჭირდება დამხმარე,რომელიც სახლს დაალაგებს და ჩემს ნივთებს მოაწესრიგებს,საჭმლის გაკეთება არ მოგიწევს, მაგისთვის მზარეული მყავს აყვანილი. თუმცა მე უფრო,დიდ და გამოცდილ დამხმარეს ვეძებდი.
ირონიულად ჩაეცინა მამაკაცს.
- ანუ წავიდე?
თვალები დახარა მაშომ
- ისეთი სახე გაქვს,რომ გაგიშვა დარწმუნებული ვარ მოკვდები.
გაეცინა ერეკლეს- ამიტომ შანს მოგცემ,მაგრამ გაფრთხილებ,მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს! დილის ათ საათზე მოხვალ, საღამომდე აქ იქნები და როცა გეტყვი წახვალ. ხელფასი ჯერ ათას ხუთასი ლარი გექნება,მერე შეიძლება მოგიმატო, ეს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ ახლა შეგიძლია წახვიდე. ხვალ არ დაიგვიანო!
მაშოს წასვლას არ დალოდებია,წამოდგა და ისევ მეორე სართულზე ავიდა.

გოგონა შეშინებული გამოვიდა სახლიდან და მხოლოდ ახლაღა იგრძნო,რომ სულ კანკალებდა. ღრმად ჩაისუნთქა და ნოესკენ წავიდა,რომელიც ბაღს რწყავდა და გოგონას ანიშნებდა, მასთან მისულიყო.
- აბა როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?
ჰკითხა მამაკაცმა და თბილად გაუღიმა
- მშვენივრად. ხვალ დილის ათ საათზე აქ უნდა ვიყო
ამოილუღლუღა ჯერ კიდევ დამფრთხალმა მაშომ
- როგორ კანკალებ
გაეცინა ნოეს-მკაცრია არა?
- ხო.. ძალიან ცივი ჩანს
- ძალიან კარგი ადამიანია.. მართლა!
გულუბრყვილოდ უღიმოდა თულაშვილი.
- კარგი ნოე ახლა უნდა წავიდე.
- კარგად იყავი მაშო.
- ხვალამდე!
ხელი დაუქნია და ჭიშკრისკენ წავიდა
....
- წარმომიდგენია როგორია შენ რომ შეგაშინა
სიცილს განაგრძობდა ლილე
- კარგი ნუღარ დამცინი
გვერდი იცვალა მაშომ-შემაშინა არა ის!
- ხო გეტყობა,რომ საერთოდ არ შეგშინებია
- არ შემშინებია! უბრალოდ აღვნიშნე რომ ძალიან ცივი ადამიანი სჩანს..მაგრამ სიმპატიურია
- მომესმა?
წამოიძახა დვალმა-კალანდაძე, თათკა თვალებს დაგთხრის!
- გოგო ნორმალური ხარ?! ნუ ჩამკივი ყურში, კი არ მომწონს! უბრალოდ ვთქვი.. გადი ახლა დამაძინე, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე!
საბანი თავზე გადაიფარა მაშომ
- კარგი.. კარგი ტკბილად დაიძინე
გაბადრული დატოვა ოთახი ლილემ.
….
ადრე გაეღვიძა. შხაპი მიიღო და სამზარეულოში ყავის გაკეთებას შეუდგა. გადაწყვიტა დღეს თავად გაეკეთებია ლილესთვის ყავა. ორი კოვზი შაქარი ჩაყარა,ლამბაქზე დადო და მძინარე მეგობრის ოთახს მიაშურა.
- ლილუსი რა დროს ძილია!
ჩაკივლა ბოლო ხმაზე
ლილე შეშინებული წამოფრინდა ფეხზე და გაბრაზებული მზერა ესროლა მეგობარს
- გაგიჟდი ხო? გამისკდა მაშო გული!
აკანკალებული ხელი მიიდო გულზე
- კარგი ხო ბოდიში. აი შენ ყავა!
გაეკრიჭა და ყავა გაუწოდა.
- ოჰ გმადლობ
თვალები აუციმციმდა დვალს
- მე უნდა გავიდე, აბა ოჯახში ქალიც შენ ხარ და კაციც!
მხატვრულად წარმოთქვა მაშომ და ოთახიდან სიცილით გავიდა
- ამხელა გოგო ხარ და ჭკუა არ გაქვს თავში!
სიტყვა დააწია ლილემ და ყავა მოსვა.
....
მიუხედავად იმისა,რომ სახლიდან ადრე გავიდა,ხუთი წუთით, მაინც დააგვიანა. დიდ საცობში მოხვდა,ძლივს გამოაღწია.ეზოში სირბილით შევარდა,ნოეს შორიდან მიესალმა, სახლის კარი სწრაფად გამოაღო და ერეკლეს შეასკდა.
- უკაცრავად.. მაპატიეთ
ალუღლუღდა მაშო
- სახელი შემახსენე!
წარბი ასწია მამაკაცმა და მასზე აკრულ მაშოს ცივად მოშორდა
- მაშო
- მაშო,პირველი დღეა და უკვე დაიგვიანე!
თვალები უელავდა ერეკლეს
- დიახ..დიდ ბოდიშს გიხდით! აღარ განმეოდება
თვალებში ვერ უყურებდა კალანდაძე.
- პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა!
უთხრა მამაკაცმა და სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა ათრთოლებულ გოგონას.
“პირველი და უკანსკნელი გაფრთხილება“ გამოაჯავრა მაშომ და წინ წასულ ერეკლეს ენა გამოუყო. “უჟმური!“ ჩაილაპარაკა და კარი მიხურა.
ჩანთა შესასვლელში დადო და სახლის დალაგებას შეუდგა. ჯერ პირველი სართული დაალაგა,შემდეგ მეორე სართულზე ავიდა და ოთახების დალაგებას შეუდგა. სამზარეულო ბოლოსთვის მოიტოვა. ულამაზესი სახლი იყო. ყველაზე დიდიხანი ერეკლეს ოთახში დაჰყო. ყველა დეტალი დაალაგა,არ უნდოდა შენიშვნა მიეღო ამიტომ დიდი გულისყურით ალაგებდა თითოეულ კუთხეს. ბოლოს სამზარეულოშიც ჩავიდა,სადაც ულამაზესი გოგონა ფუსფუსებდა.
- გამარჯობა
თბილად გაუღიმა მაშომ
- გამარჯობა,შენ ხარ მაშო კალანდაძე ხომ?
ასეთივე ღიმილით ჰკითა გოგონამ
- დიახ
თავი დაუქნია კალანდაძემ
- მე ფოტინე ვარ. ამ სახლში ვმუშაობ მზარეულად
- სასიამოვნოა. აქაურობა უნდა დავალაგო
- არა არა!
თავი გააქნია ფოტინემ-აქ უფროსი მე ვარ,მე მივხედავ აქაურობას,შენ სხვა ოთახები დაალაგე!
თბილად გაუცინა გოგონამ
- კარგი.. როგორც გინდა
მაშოსაც გაეცინა.
გოგონებმა კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს. მოეწონა ფოტინე,რაღაცნაირად თბილი,უშუალო და კეთილი ჩანდა.
“მოკლედ ამ სახლში ყველა სითბოს და სიკეთეს ასხივებს, ერეკლეს გარდა.“ ფიქრობდა მაშო და შორიდან აკვირდებოდა მოფუსფუსე გოგონას.
მალე სამზარეულოში ყოფნაც მობეზრდა და ეზოში გავიდა. სახლი მთლიანად დაალაგა,მაგრამ მაინც არ შეეძლო წასვლა,სანამ ვაჟბატონი ერეკლე არ ეტყოდა.ეზოში ნოე დახვდა,რომელიც ღობეს ღებავდა. ღიმილით დაიძრა მისკენ,ნოესაც თბილად გაეღიმა,მისკენ წასული მაშო,რომ დაინახა.
- აბა როგორ ხარ?
ხელი მხარზე შეახო გოგონამ
- მე კარგად. შენ როგორ ხარ?გაუმკლავდი პირველ დღეს?
ღიმილით ჩაეკითხა მამაკაცი
- კი და სახლში მინდა
ქვედა ტუჩი ამოაბრუნა მაშომ
- მოვა ერეკლე და წახვალ.. მანამდე თუ გინდა ერთი სარი შეღებე
წარბები აათამაშა მამაკაცმა. მაშოს თვალები გაუბრწყინდა და დიდი სიხარულით დათანხმდა მამაკაცის შემოთავაზებას.
ფუნჯი თეთრ საღებავში ამოავლო და სარის შეღებვა დაიწყო. ნოე გვერდითა სარს ღებავდა. იდგნენ,ღებავდნენ და რაღაცაზე მთელი გულით იცინოდნენ,როცა:
- მე ეს საქმე შენთვის არ დამივალებია!
მოესმა უკნიდან ბოხი,ყინულივით ცივი ხმა და ადგილზე შეხტა. ნელა მოტრიალდა და წარბ შეკრულ ერეკლეს შეშინებულმა გახედა.
- ნოე ეს საქმე შენ განაგრძე! მაშო შენ სახლში შემოდი!
თქვა და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ. მაშოც მორჩილად გაყვა უკან.
- კარგად დაგილაგებია!
თვალი მოავლო სახლს და მეორე სართულზე ავიდა-გამომყევი!
დაუძახა ზემოდან.დამუნჯებული გოგონაც ნელი ნაბიჯებით გაყვა უკან.
- კარგია,ჩემი ოთახიც მომწონს!
- გმადლობ
თქვა დარცხვენილმა
- ეს კარგი,მაგრამ შენ რაც არ გეხება იმას რატომ აკეთებ! შენ მხოლოდ სახლის დალაგება გევალება,ეზოს არა! მეორედ არ დავინახო ღობეს ღებავდე ან რამე მსგავსი.გასაგებია?!
მაშომ სწრაფად დაუქნია თავი.
- შეგიძლია წახვიდე,ხვალ არ დაიგვიანო!
კალანდაძე სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან,ჩანთა აიღო,ნოეს დაემშვიდობა და სახლში წავიდა.
....
ლილე სახლში არ დახვდა,არაფრის თავი არ ჰქონდა,შხაპი მიიღო და მალევე დაიძინა.
მეორე დღეს ზუსტ დროს მივიდა. ნოე არ დახვდა,ერეკლე მისაღებში იჯდა და რაღაც საბუთებს კითხულობდა,ვერც კი შენიშნა მაშოს შესვლა.
- გამარჯობა
მიესალმა დაბალი ხმით
- გამარჯობა მაშო
თავი ოდნავ აწია მამაკაცმა.
გოგონამ ჯერ მოერე სართულის დალაგება გადაწყვიტა.
ერეკლეს ოთახს მიაშურა და ლოგინის გასწორებას შეუდგა.
- დღეს ვისვენებ,ჩემს ოთახში მინდა ვიმუშაო,ხელს ხომ არ შეგიშლი?
ოთახის კარი შემოაღო დადვანმა. მაშომ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა,უარის ნიშნად თავი გააქნია და საქმიანობა განაგრძო. მამაკაცი სკამზე ჩამოჯდა და საბუთების კითხვა დაიწყო.ცოტა ხანში ერეკლეს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.“გისმენ თათა,რა თქვი?,კიდევ გაგიგრძელეს კონტრაქტი?, უნდა წავიდე,მეც მიყვარხარ“ თათა რას ეუბნებოდა არ ესმოდა,მაგრამ მიხვდა,რომ იმ ქალბატონს კონტრაქტი კიდევ გაუგრძელეს და ჯერ არ ექნებოდა მისი ხილვის ბედნიერება.
თათა ,მაშომ ერთ-ერთ წვეულებაზე ნახა,სადაც შემთხვევით მის ბრენდულ კაბას შამპანიური გადაასხა,ხომ წარმოგიდგენიათ იმან იქ რა ამბავი ატეხა? შეძრა ცა და დედამიწა... იმის მერე ვერ იტანს ამ გრძელფეხება ალქაჯს.
- დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე.
ფიქრებიდან ერეკლეს ხმამ გამოიყვანა.
- კარგი გმადლობ
უთხრა მაშომ და ოთახი დატოვა.
სახლში ადრე მისულს ლილე თავის ოთახში დახვდა.ყავა დალიეს,დიდხანს იჭორავეს მერე კი დასაძინებლად გაეშურა.
....
მომდევნო ერთი კვირა სამსახურში ზუსტ დროს მიდიოდა,სახლში კი ექვსი საათისთვის ბრუნდებოდა. ნოეს ძალიან დაუახლოვდა. მართლა კარგი ბიჭი იყო,თუმცა მხოლოდ მეგობრულად უყურებდა...
.....
ღიღინით შეაღო ერეკლეს ოთახი კარი.
- მაპატიე... ბოდიში
თქვა და ენის ბორძიკით გარეთ გამოვიდა.
სამსახურში ეგონა. არ ახსოვდა,რომ დღეს ისვენებდა. ერეკლე ტანს ზემოთ შიშველი,პირსახოც შემოხვეული დახვდა. ხველებით დაიხრჩო.საშინლად შერცხვა.
- მაშო!
დაიყვირა მამაკაცმა
გოგონა მუხლების კანკალით შევიდა ოთახში. დადვანს შორტი ამოეცვა,ზემოთ კი ისევ არაფერი ეცვა.
- გისმენთ
თქვა ხმადაბლა და თვალი მამაკაცის დაკუნთულ სხეულზე გაუშტერდა.
- შენთვის დაკაკუნება არ უსწავლებიათ?
წამში გამოაფხიზლა მამაკაცის კატეგორიულმა ტონმა.
- მაპატიეთ სამსახურში მეგონეთ
თქვა მორცხვად.
- რას უყურებ?
ირონიულად ჩაეღიმა ერეკლეს და სხეულზე დაიხედა
- მე... არაფერს. უნდა გავიდე
თქვა და სირბილით გამოვიდა ოთახიდან. ძალიან შერცხვა, სახეზე საშინლად აწითლდა.
გარეთ გავარდა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
- რა მოხდა მაშო? რა გჭირს?
სირბილით მივარდა ნოე გოგონასთან
- არაფერი.. კარგად ვარ, უბრალოდ დამცხა
სკამზე ჩამოჯდა მაშო.
- გული გამისკდა..
ამოისუნთქა ნოემ
- შენ რას შვები?
ჩაეკითხა გოგონა.
- არაფერს.. გინდა დღეს სადმე წავიდეთ და დავლიოთ? ძალიან გადაღლილი მეჩვენები..
- წავიდეთ.
ღიმილით დათანხმდა კალანდაძე-ჩემს მეგობარს წამოვიყვან ლილეს.კარგი გოგოა,მოგეწონება.
თვალი ჩაუკრა და გაუცინა
- ძალიან კარგი,მაშინ საღამოს გამიგივლით
- კარგი. ახლა უნდა წავიდე, დავალაგო
თმა უკან გადაიყარა და ნელი ნაბიჯებით შევიდა სახლში.

მისაღები ოთახის დალაგებას შეუდგა. თაროებს წმენდდა,როცა შემთხვევით ხელი ვაზას ჰკრა და ძირს დაანარცხა. მთელ ტანში შეაცივა,კანკალმა აიტანა.
- ეს რა არის?
კიბეებზე ერეკლე ჩამოვიდა.
მაშომ თავი დახარა
- როგორც ჩანს დალაგება არ შეგიძლია!
თვალები ბრაზისგან უელავდა დადვანს
- ბოდიში
- ხომ გითხარი ვერ ვიტან,როცა ყველაფერი წესრიგში არაა?!
ხმას აუწია ერეკლემ
- შეიძლება წავიდე?
ამოილუღლუღა დარცხვენილმა
- და ესენი მე ავალაგო?
იმავე ტონალობაში განაგრძობდა მამაკაცი
მაშო დაიხარა ნამსხვრევების ასაკრეფად და ხელი გაიჭრა.
ხელი მუშტად შეკრა და სიმწრისგან თვალები დახუჭა.სისხლი,რომ დაენახა ცუდად გახდებოდა,ყველაზე მეტად ეშინოდა.
- მანახე
დაიხარა ერეკლე.
მაშოს თვალები არ გაუხელია, ქვედა ტუჩი ამობურცა და თავი გააქნია.
- მანახე მაშო!
მაშო კვლავ უარზე იდგა.
- ხოდა მაშინ ეგრე იარე!
გაბრაზდა მამაკაცი და გასწორდა.
მაშო სწრაფად გამოიქცა სახლიდან.-მაშო! მოესმა დადვანის ხმა,მაგრამ არ გაჩერებულა,სწრაფად გავარდა სახლიდან.
- ნოე!
დაიყვირა ხმამაღლა
....
ნოემ ჭრილობა დაუმუშავა და სახლამდე მიაცილა,საღამოს კი შეხვედრა დაგეგმეს.
....
- დემონია! ნამდვილი დ ე მ ო ნ ი! მეზიზღება, ვერ ვიტან.
ქოთქოთებდა მაშო
- კარგი მაშო დამშვიდდი
ამაოდ ცდილობდა ლილე მეგობრის დაშოშმინებას
- ნამდვილი სატანაა. უ რ ჩ ხ უ ლ ი! როგორ მძულს იცი?! ყველაზე მეტად მეზიზღება!
განაგრძბდა და აქეთ-იქით დადიოდა
- კარგი მაშო.. ჩაიცვი და ბარში წავიდეთ. მოვა უკვე ის ბიჭი
- ხო კარგი კარგი
ამოიფრუტუნა დაღლილმა და ოთახში შევიდა.
...
ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა.
- ლილუ გააღე და ახლავე მოვალ.
მაკიაჟი შეისწორა და ოთახიდან გავიდა.
- ნოე
გადაეხვია მამაკაცს.
- ხელი როგორ გაქვს?
- კარგად.. მოასწარით ერთმანეთის გაცნობა?
- კი
თავი დაუქნია ლილემ
- მაშინ წავედით
კაბა შეისწორა და გარეთ გაკაკუნდა.

ბარში ბევრი ხალხი იყო. ბევრს სვამდნენ და ცეკვავდნენ.
საშინლად ნასვამი და დაღლილი იყო. სუფთა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა.
- ცოტა ხნით ჰაერზე უნდა გავიდე.
უთხრა მეგობრებს.
- გამოყვეთ?
- არ არის საჭირო. მალე მოვალ
უთხრა და ჰაერზე გავიდა.
იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. საფეთქლებს იზელდა და მოფხიზლებას ცდილობდა.
უცებ ერეკლეს დღევანდელი საქციელი გაახსენდა და საშინელი გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. ტელეფონი აიღო და მისი ნომერი აკრიფა. არ იცოდა რას აკეთებდა, ხვალ აუცილებლად ინანებდა..
- გისმენთ
მოესმა ნამძინარევი ხმა.
- მე ვარ.
უთხრა ენის ბორძიკით
- მაშო შენ ხარ?
აშკარად დაეტყო მამაკაცს გაკვირვება.
- დიახ!
- რა ხმა გაქვს?! რატომ მირეკავ?
ისედაც ბოხი ხმა, კიდევ უფრო დაბოხებოდა და უფრო მეტ სიმკაცრეს მატებდა.
- მინდა გითხრათ,რომ მეზიზღებით! მ ძ უ ლ ხ ა რ თ!
სათქმელს თავი ძვლივს მოუყარა
- შენ რა, ნასვამი ხარ?
- მერე რა! თქვენი რა საქმეა!
- უბრალოდ მაინტერესებს. სად ხარ?
- ბარში!
- რომელ ბარში?
- უნდა წავიდე, მეძახიან. თქვენ კი დაიმახსოვრეთ საშინელი ადამიანი ბრძანდებით!
უთრხა და ტელეფონი გაუთიშა. დიდი სიამაყიის გრძნობა დაეუფლა.
ბარში შესვლას აღარ აპირებდა. ძალიან მოეძინა, თავი იქვე სკამზე ჩამოდო და ჩაეძინა.
....
თავის ტკივილმა გამოაღვიძა.თვალები გაახილა,მისთვის ნაცნობ ოთახში იყო.. მაგრამ არა თავის ოთახში. შეშინებული წამოჯდა საწოლზე და დაბნეულმა აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ტანზე დაიხედა და კივილი მოუნდა. ერეკლე დადვანის ოთახში, მის საწოლზე იწვა და მისი მაისური ეცვა. ხელი პირზე აიფარა და გონებაში გუშინდელი ღამის აღდგენა სცადა. ნელ-ნელა გაახსენდა ყველაფერი სირცხვილისგან ლოგინში ჩაძვრა და საბანი თავზე გადაიფარა. კარზე კაკუნი გაისმა. მაშოს ენა ჩაუვარდა,ყელი გაუშრა, ხმის ამოღება ვერ მოახერხა,თუმცა კარი მაინც გაიღო. მაშო ისევ საბანში იყო ჩამძვრალი.
- დილა მშვიდობისა!
მოესმა მშრალი,გაყინული ხმა.
მაშო ფრთხილად ამოძვრა საწოლიდან და მამაკაცს შეხედა.
- გამარჯობა...
ამოილუღლუღა ჩუმად.
- როგორ ხარ?
- ძალიან მრცხვენია..
ერეკლეს ირონიული ღიმილი გადაუვიდა.-მაგარი დრო გავატარეთ!
თვალი ჩაუკრა
- რაა?! ჩვენ...
ქვედა ტუჩი სატირლად დაბრიცა გოგონამ.
- არაფერი მომხდარა!
განაგრძო მერე ცივად.
- ტანსაცმელი ვინ გამხადა?
თავი დახარა მაშომ
- მე!
უთხრა დადვანმა უემოციოდ
- როგორ გაიგეთ სად ვიყავი?
- შენი ტელეფონით
- ბოდიშს გიხდით..
- ჩაიცვი და სახლში წადი!
- სამსახურიდან მანთავისუფლებთ არა?
ხმა აუთრთოლდა მაშოს
- შენ როგორ გგონია?
ზემოდან დააცქერდა მამაკაცი.
- რა თმა უნდა.
ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან და ოთახიდან გასვლა დააპირა
- იცი გუშინ რა მითხარი?
ადგილზე გააყინა მამაკაცის სიტყვებმა
- რა..
ნელა შემობრუნდა მაშო
- რომ გეზიზღები და საშინელი ადამიანი ვარ.
- რაა? მეე... თქვენნ.. მაპატიეთ
ალუღლუღდა ისევ
- მაგრამ სინამდვილეში ერთი შეხება და ხელებში ჩამადნები!
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დადვანი
მაშო უკან დაიძრა და კედელს აეკრო.
- რას ამბობთ?!
ყბა უკანკალებდა
ერეკლე უფრო ახლოს მივიდა.-გეზიზღები ხომ?
წინ დაუდგა და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
- არა.. მე..
არ იცოდა რა ეთქვა.
ერეკლეს ირონიულად ჩაეცინა და ყურში ჩასჩურჩლა-თვალები გყიდიან!
თვალი ჩაუკრა და აკანკალებულ გოგონას მოშორდა
- სახლში წადი,დღეს განთავისუფლებ. ხვალ არ დაიგვიანო!

.....
მთელი გზა დამუნჯებული იყო. თუმცა,სახლში შედგა თუ არა ფეხი ანერვიულებულმა ლილემ იმ წამსვე აალაპარაკა.
....
- მოგწონს?...
ჩაეკითხა დვალი
- რა თქმა უნდა არა!
- ფრთხილად იყავი რა!
- ურჩხულია. გეფიცები დემონი! უნდა გენახა,როგორ ირონიულად მესაუბრებოდა! სამსახური ძალიან,რომ არ მჭირდებოდეს ერთი წამით არ გავჩერდებოდი იქ! საშინელი ადამიანია! არასოდეს იცინის,სულ ცივად საუბრობს და თუ იცინის ისიც ირონიულად!
- კარგი ხო დამშვიდდი.. რაღაც მინდა გითხრა.
სახეზე ხიმილი გამოესახა ლილეს
- ლილუსი რა ხდება?
თვალები მოჭუტა,მიხვდა რაღაც ისეთი,რომ ჰქონდა ლილეს სათქმელი.
- დღეს ნოეს უნდა შევხვდე!
თქვა მორცხვად.
- არ არსებობს! შენ და ნოე?
წამოიძახა გახარებულმა.
- ჯერ არაფერი ხდება...თუმცა მოგვეწონა ერთმანეთი.
- მიხარია..
გულწრფელად გაეღიმა გოგონას და მეგობარს მოეხვია.
.....
მეორე დღეს სამსახურში ადრე მივიდა.
ადრე გაეღვიძა და სახლში ვერ გაჩრდა.ცხრა საათზე უკვე დანიშნულების ადგილზე იყო. კარი გასაღებით ვერ გააღო. როგორც სჩანს შიგნიდან იყო ჩაკეტილი ამიტომ ზარის დარეკვა გადაწყვიტა. მეხუთე ზარზე კარი თმა აბურძგნულმა,ნამძინარევმა ერეკლემ გაუღო.
- აქ ამ დროს რა გინდა?
ჰკითხა და წარბაწეულმა აათვალიერა
- დღეს ადრე მომიხდა მოსვლა..
- მე გითხარი ათი საათი და არა ცხრა! გარეთ დაიცდი.
უთხრა უემოციოდ და კარი მიუხურა.
აწითლდა კალანდაძე გაბრაზებისგან! ისე გაბრაზდა ლამის აფეთქდა. სახელურს დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. მუშტები შეკრა და ორივეთი დარტყმა დაუწყო კარს.
- რა ამბავში ხარ!
კარი გამოგლიჯა ძარღვებ დაბერილმა ერეკლემ
- რა ამბავშვი ვარ?-აყვირდა მაშო-შენ გინდა მითხრა,რომ მე ამ სიცივეში ერთი საათი უნდა ვიდგე? თავი ვინ გგონია ერეკლე! არ ვნანობ ერთ სიტყვასაც. სულ,რომ თმებით გამათრიო სახლიდან და სამსახურიდან მომისროლო მაინც გეტყვი,რომ მონსტრი ხარ! დემონი,საშინელი ადამიანი. ვერ გიტან! შენთან მხოლოდ იმიტომ ვმუშაობ,რომ სამსახური ძალიან მჭირდება! ერთი თავში ავარდნილი,ეგოისტი არარაობა ხარ!
- დაამთავრე?
დაამთქნარა ერეკლემ და თვალები მოისრისა.
მაშო ყბა დაღებული უყურებდა.
- შემოდი. ფოტინეს შვილს ფილტვების ანთება აქვს ამიტომ ცოტა ხნით გავათავისუფლე. საჭმლის გაკეთება მოგიწევს და გვიანობამდე აქ დარჩენაც,ზოგჯერ მთელი ღამე, თან ახლა მნიშვნელოვანი შეხვედრები მექნება სახლში და დამხმარე ნამდვილად მჭირდება. ხელფასი რა თქმა უნდა მოგემატება. მე ზევით ავალ დღეს ვისვენებ და არ შემაწუხო,მხოლოდ ქვემოთა ოთახები დაალაგე,რომ მომშივდება გეტყვი.
მაშოს სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა,ზემოთ ავიდა და ყბა დაღებული დატოვა ქვემოთ.
“სრული ბედნიერებისთვის ეს გაკლდა მაშო კალანდაძე“ ამოიფრუტუნა და სამზარეულოში შევიდა.
......
- მაშო მშია!
დაუძახა ზემოდან.
მაშომ საჭმელი თეფშზე ამოალაგა და მოთმინებით დაელოდო მონსტრის შემოსვლას. შემოვიდა თუ არა, იმ წამსვე დატოვა სამზარეულო. ზედაც არ შეუხედავს. უნდოდა თავი აერიდებია.
- მაშო!
- გისმენთ.
ნელა შევიდა სამზარეულოში,თვალებში არ უყურებდა.
- ეს საჭმელი გადაყარე და პიცა გამოიძახე.
არც მამაკაცს გაუხედავს მისთვის.
მაქსიმალურად ეცადა თავის შეკავებას,ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონთან ერთად დატოვა სამზარეულო. აბაზანაში შევიდა და სიმწრისგან ხმადაბლა ატირდა.
მერე ძალა მოიკრიბა და პიცის შეკვეთა მისცა,თუმცა ძალა უკან გასასვლელად არ ეყო. აბაზანის იატაკზე იჯდა და სიმწრის ცრემლები სდიოდა. ცოტა ხანში სახე მოიბანა,ძალა მოიკრიბა, ჩაისუნთქა და აბაზანიდან გავიდა.
ერეკლე დივანზე იჯდა და სკაიპით თათას ესაუბრებოდა.
თათამ გოგოს სილუეტს,რომ მოკრა თვალი აწიკვინდა ეს ვინ არისო.
- თათა დამშვიდდი,დამხმარე ავიყვანე. მაშო მოდი!
მაშო თვალებ დასიებული,უემოციოდ მიუჯდა ერეკლეს გვერდით და თათას დაენახა.
- გამარჯობა
სწერვულად აათვალიერა თათამ
- გამარჯობა
გაუღიმა მაშომ ცივად
- სახელი გვარი?
- მაშო კალანდაძე
- იმედი მაქვს საკუთარ საქმეს თავს კარგად ართმევ!
სახის გამომეტყველება არ შეცვლია ახვლედიანს.
- აჰამ!
ისევ უერაქციოთ მიუგო მაშომ.
- კარგი თათა,საქმეები მაქვს მერე დაგირეკავ!
უთხრა ერეკლემ და ლეპტოპი დახურა.
მაშო წსრაფად წამოდგა სავარძლიდან,ერეკლემ კი მაჯა დაუჭირა და მისკენ შეატრიალა.
- შენ რა, იტირე?
ჰკითხა ჩახლეჩლი ხმით
- რა მნიშვნელობა აქვს!
თვალები მობეზრებულად აატრიალა მაშომ.-ხელი გამიშვით!
მამაკაცმა უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი.- გეკითები იტირე?
ხმას აუწია.
მაშოს არაფერი უთქვამს.
- რამე მოხდა?
წამოდგა მამაკაცი,მაშოსთვის ხელი არ შეუშვია.
- არა!
თავი გადააქნია გოგონამ
- აბა რატომ იტირე?
- არ მიტირია!
თვალები აატრიალა მაშომ
- მაშო არ მიყვარს ქალი,რომ ტირის!
ღრმად ჩაისუნთქა ერეკლემ-დღეს შეგიძლია წახვიდე!
ხელი შეუშვა და მეორე სართულისკენ აიღო გეზი.

მეტისმეტად ემოციური დღე იყო. სახლში ემოციებისგან დაღლილი მივიდა,თუმცა იქ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა.მისაღებში ნოე დახვდა,ამ ბოლო დროს საერთოდ ვეღარ ხედავდა,ამიტომ ძალიან მონატრებული ჰყავდა.
- ნოე..
- მაშო
მთელი გულით ჩაიკრა გულში გოგონა.
- როგორ ხარ?
- მე კარგად ,შენ როგორ ხარ?
- არამიშავს.
- მოხვედი მაშო?
სამზარეულოდან ლილე გამოვიდა.
- მოვედი.. როგორც ვხედავ კარგი ამბები გაქვთ ხომ?
წარბები აათამაშა და ხელები გადააჯვარედინა
- კი
ერთხმად დაეთანხმა წყვილი.-ერთად ვართ!
- გილოცავთ.. მთელი გულით მიხარია!
გულწრფელაად გაუღიმა და ორივეს გადაეხვია.
- მაშო საბამ დარეკა.. დღეს რვაზე დაბადების დღეზე დაგვპატიჟა.
- ღმერთო მილოცვა როგორ დამავიწყდა!
შუბლში ხელი მიირტყა გოგონამ
- კარგი არაუშავს.
გაეცინა ლილეს-უბრალოდ წავიდეთ რა.
- ხო რა თქმა უნდა
ღიმილით დაეთანხმა კალანდაძე.
საბა დვალი ლილეს ბიძაშვილია. მათზე სამი წლით უფროსია და გოგონებთან ძალიან კარგი ურთიერობა აქვს.
......
რვა ხდებოდა სახლიდან,რომ გავიდნენ. მაშოს მოკლე,წითელი კაბა ეცვა წინ დეკოლტით,ფეხზე შავი მაღალ ქუსლიანები. თმა დასწორებული და მცირე მაკიაჟი ჰქონდა.მართლა შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ნოეს მანქანაში ისხდენ,როცა მისი ტელფონი აზუზუნდა. ერეკლე იყო.
- გისმენთ!
უპასუხა ცივად
- მაშო სასწრაფოდ უნდა მოხვიდე! სულ დამავიწყდა,რომ დღეს თბილისელი ბიზნესმენები აპირებდნენ მოსვლას. გელოდები,მალე მოდი.
ასეთივე ტონით უთხრა მამაკაცმა და ტელეფონი გაუთიშა.
- ახლა ვიტირებ... რა დავაშავე?
აწუწუნდა მაშო
- რა მოხდა?
ჰკითხა წყვილმა ერთდროულად.
- ნოე ერეკლესთან მიმიყვანე!
თქვა და თავი ხელებში ჩარგო.
გზაში წყვილს მოკლედ მოუყვა რატომ უნდა მისულიყო ერეკლესთან და მეგობრებს კარგი გართობა უსურვა.

ნელა შეაბიჯა საახლში და გეზი პირდაპირ სამზარელოსკენ აიღო.
- ქორწილიდან მოდიხარ?
გაიგო უკნიდან ხმა.
- დაბადების დღიდან მოვბრუნდი
ურეაქციოდ უთხრა და მისაღებში შევიდა.
- მაგიდა ხუთ კაცზე გააწყვე,მალე მოვლენ. საჭმელები რესტორნიდან მოვიტანე,მაცივარშია.
ცივად,მშვიდად საუბრობდა მამაკაცი.- უფრო გრძელი კაბა რომ ჩაგეცვა უკეთესი იქნებოდა. დღეს ექვს მამაკაცს მოგვიწევს შენი ყურება!
- საერთოდ არ ვიცოდი ეგრე თუ მოხდებოდა,ადრე უნდა გაგეფრთხილებინე!
წარბები შეკრა კალანდაძემ.
- სამზარეულოში შედი!
ცივად მიუგო,თვითონ კი ოთახში ავიდა.
“მეზიზღები!“ ამოიფრუტუნა ხმადაბლა.
- მაშო არაჩვეულებრივი სმენა მაქვს!
კიბეებიდან ჩამოსძახა მამაკაცმა
კალანდაძეს არაფერი უთქვამს,აწითლებული შევიდა სამზარეულოში და მაგიდის გაწყობას შეუდგა.

მაგიდა გააწყო და სახლი მიალაგა. მალე სტუმრებიც მოვიდნენ. მისაღებში დასხდნენ და საქმეზე საუბარს შეუდგნენ,ერეკლემ მაშოს რამდენიმეჯერ დაუძახა. ყველას მოეწონა გოგონა,განსაკუთრებით კი ბიზნესმენ დათა ჟღენტს ჩაუვარდა გულში.დათა მთელი საღამოს მანძილზე თვალს არ აშორებდა აწითლებულ გოგონას.
კალანდაძეს დაცხა და აივანზე გასვლა გადაწყვიტა. საშინლად დაიღალა,ერთი სული ჰქონდა სახლში,როდის მივიდოდა და დაიძნებდა.
- გამარჯობა
გაიგონა უკინდან ხმა და სწრაფად მიატრიალა თავი
- გამარჯობა
თქვა მორცხვად
- მე დათა ჟღენტი ვარ
ხელი გაუწოდა მამაკაცმა
- მაშო კალანდაძე.
მამაკაცი გოგონას ხელზე ეამბორა და მაშოს სახეც ისევ აწითლდა. კიდევ კარგი საღამო იყო და არ ჩანდა.
- იცი რომ ულამაზესი ხარ?
ნელა მიუახლოვდა დათა.
- გმადლობ
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა მაშომ
- მინდა,რომ კიდევ ვნახოთ ერთმანეთი
უღიმოდა ჟღენტი
- იცით.. მე არ შემიძლია
- კარგი რა..
უფრო წინ მიიწია მამაკაცი.
- დათა საბუთებზე ხელია მოსაწერი!
საუბარი ერეკლემ შეაწყვეტინა,რომელიც უკან იდგა და თვალები სიბრაზისგან უელავდა.
- კარგი მოვდივარ.
- ამაზე მერე ვილაპარაკებთ!
კბილებში გამოსცრა ერეკლემ.
მაშო მოაჯირს ხელს მაგრად უჭერდა და დამშვიდებას ცდილობდა,სახლში შესვლას აღარ აპირებდა,აივანზე აწითლებული იდგა და ღრმად სუნთქავდა.
- მაშო მოდი აქ!
მოესმა ერეკლეს ხმა. შიგნით შესვლას სიკვდილი ერჩია,მაგრამ რა ექნა,თმა გაისწორა და მისაღებში შევიდა. როგორც სჩანს სტუმრები უკვე წასულიყვნენ.
- გისმენთ
- ფულს პრანჭვისთის გიხდი?
წამოდგა და მაშოსკენ წავიდა, თალები კვლავ უელავდა.
- რაა? რას ამბობთ?
დაიბნა გოგონა.
- სამსახურის მერე შეგიძლია ეპრანჭო კაცებს! აქ შენ უბრალოდ ჩემი დამხმარე ხარ!
ხმას აუწია დადვანმა
- მე არავის არ ვეპრანჭებოდი!
ხმა ვერც გოგონამ გააკონტროლა-ეგ თქვენი ძმაკაცი მაყოლებდა მთელი საღამო თვალს და როგორც კი დამიმარტოხელა ეგრევე ჩემი „შებმა“ სცადა
- შენც მოგეწონა!
მაშო უკან დაიწია და კელედზე აეკრო. ერეკლე კი უფრო წინ მიიწია და თვალებში ჩახედა.
- ნასვამი ხართ?
ალუღლუღდა გოგონა
- არ ვსვამ!
დადვანმა მაშო ახლოს მიიზიდა და სხეულზე აიკრო. დაძაბული მაშო მოეშვა და ბიჭის მწვანე თვალებში ჩაიძირა. მამაკაცმა უფრო ახლოს მიიხუტა კალანდაძე.
- შენ ახლა თვალები დახუჭე და ტუჩები გააღე. გინდა,რომ გაკოცო?
ირონიულად ჩაიცინა და გოგონას მოშორდა.
- უზრდელი ადამიანი ხარ!
ზიზღით მიუგო მაშომ
- და შენ ამ უზრდელი ადამიანის შეხება აღგაგზნებს!
- უტაქტო, არაადამიანი ხარ!
კბილებში გამოსცრა კალანდაძემ.
- ასე პირდაპირ როგორ მიბედავ ასეთი სიტყვების თქმას?!
დაიღმუილა დადვანმა და გოგონა კვლავ კედელთან მიამწყვდია.
მაშოს ზიზღის ახალმა ტალღა გადაუარა და მამაკაცის მოშორება სცადა.
ერეკლემ ხელი წელზე მოუჭირა და ცხვირი,გოგონას ცხვირთან მიუტანა. კალანდაძე ამაოდ ცდილობდა განთავისუფლებას,ამის არც ძალა ჰქონდა და აღარც სურვილი...
- გამიშვი!
ამოუჩურჩულა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
- ღამეა,ვერ გაგიშვებ. დღეს აქ დარჩი!
შეცვლილი,უფრო დაბოხებული ხმით საუბრობდა ერეკლე.
- მომშორდი!
კვლავ ამოიჩურჩლა,თუმცა სხეული სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.
- მოგშორდე?
სახესთან უჩურჩულა დადვანმა.
მაშომ თავი სწრაფად დაუქნია
- ხომ იცი,რომ თვალები გყიდიან მაშო!
ჩაეცინა მამაკაცს და ცერა თითი გოგონას ტუჩებზე აასრიალა.
მაშოს სხეული სულ დაიხორკლა... მუცელში თითქოს რაღაც სითხე დაიღვარა.. გაქვავებული იდგა. საუბრის თავიც აღარ ჰქონდა.
- მეტი აღარ შემიძლია!
დაიყვირა და გოგონას ბაგეებს ხარბად, ძალიან უხეშად დაეწაფა. მაშოს პირიდან ოხვრა აღმოხდა და მთელი გრძნობითა და ვნებით აყვა მამაკაცს კოცნაში.
- არა! ეს არ არის სწორი!
გამოფხიზლდა კალანდაძე თითქოს დენმა დაარტყა ისე გახტა გვერდით.-მე არ შემიძლია!
ალუღლუღდა და თავი დახარა.
დადვანი კედელს მიეყრდნო. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა,თვალები დახუჭული ჰქონდა.
- მაპატიე.
თქვა მერე და კიბეებისკენ წავიდა.
მაშო კი დატოვა საკუთარ ფიქრებთან ერთად,გაქვავებული.
არ შეეძლო მაშოს იმ სახლში გაჩერება,ტაქსი გამოიძახა და სახლში კანკალით წავიდა. ლილეს უკვე ეძინა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა,კოცნის სცენა ედგა თვალწინ. ვერაფერს ხვდებოდა, ვერ ხვდებოდა მოწონდა თუ არა ერეკლე... მოეწონა თუ არა კოცნა,არაფერი იცოდა გარდა იმისა,რომ ხვალ სამსახურში ვერ წავიდოდა,ვერც ზეგ.. დაფიქრება და დასვენება სჭირდებოდა. დილით ნოეს დაურეკა,უთხრა,რომ გაციებული იყო,რამდენიმე დღით განთავისუფლება სჭირდებოად და ერეკლესთვის გადაეცა.
........
- მაშო მომიყევი რა მოხდა გუშინ..
ლილე თავთან ედგა და თმაზე ეფერებოდა
- მაკოცა ლილე...
საბანში ჩაძვრა მაშო
ლილეს თვალები გაუფართოვდა და პირზე ხელები აიფარა.
- გთხოვ არაფერი მითხრა.
ამოილუღლუღა კალანდაძემ
- მოგწონს?
- არ ვიცი...
- მაშო არ მინდა გული გეტკინოს
- ვიცი..
- ხომ იცი შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის და რაც არ უნდა გადაწვიტო მხარში დაგიდგები.
დვალი გოგონას გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა.
......
მთელი დღე ლოგინში გაატარა. რვა ხდებოდა,როცა ოთახის კარზე კაკუნის ხმა გაიგონა.
- შემოდი ლილუ
თავი არ ამოუწევია ისე დაიძახა.
- მაშო....
დენდარტყმულივით წამოხტა ლოგინზე,როცა მიხვდა ეს ხმა ვისაც ეკუთვნოდა.
- შენ აქ რა გინდა?
ალუღლუღდა და ისევ საბანში ჩაძვრა.
ერეკლე ლოგინზე ჩამოჯდა და საბანი თავიდან გადააძრო.
- შემომხედე!
- რატომ მოხვედი?
ხმა უთრთოდა გოგოს
- შენ რატომ არ მოხვედი დღეს?
ხმა გამკაცრებოდა დადვანს
- ნოემ ხომ გითხრა...
- შენ რატომ არ დამირეკე?
- რა გინდა ერეკლე?
ვეღარ მოითმინა და ხმას აუწია მაშომ
- იმის გამო არ მოხვედი,რომ გუშინ გაკოცე?!
არც მამაკაცი ჩამორჩა
- გუშინდელ დღეს ნუ მახსენებ!
- რატომ?
- შენ საცოლე გყავს!
ერეკლეს არაფერი უთქვამს,ცოტა ხანს ჩუმად იყო მერე თქვა-ხვალ ზუსტდ დროს გამოცხადდები. ეს კოცნა არაფერს ნიშნავდა,დაივიწყე და ნუღარ გრცხვენია! ადგა და ოთახიან გავიდა,მერე თავი შემოყო და დაამატა-და შენთვის კვლავ ბატონი ერეკლე ვარ! თვალი ჩაუკრა და აწითლებული დატოვა კალანდაძე.
....
მეორე დილით ზუსტ დროს მივიდა,ცდილობდა კოცნაზე ბევრი არ ეფიქრა,სახლში ფრთხილად შევიდა და ქვედა სართულის დალაგებას შეუდგა. ერეკლე არ გამოჩენილა და გოგონაც მშვიდად დააბიჯებდა აქეთ-იქით.
დალაგებას,რომ მორჩა გარეთ ნოე დალანდა,მონატრებული ჰყავდა მეგობარი,ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა მის სანახავად.
- ნოე
დაუძახა და ღიმილით წავიდა მამაკაცისკენ.-ვაიმე ეს რა არის?
შეკივლა,როცა მის გვერდით დიდი,თეთრი ბულდოგი დაინახა.
- ძაღლი მაშო რა უნდა იყოს?
გადაიხარხარა ნოემ
- ვისია?! ღმერთო რამხელაა!
გაოცებას ვერ მალავდა კალანდაძე
- არ ვიცი. გუშინ ჩემს სახლთან მოვიდა და დღეს მთელი დღეა დამყვება
- რა დაარქვი?
ჩაეკითხა მაშო ღიმილით
- ჯერ არ მომიფიქრებია,რა დავარქვა?
ძაღლს თავზე მიეფერა თულაშვილი
- ერეკლე! ძალიან გავს,მასავით დიდი და მახინჯია!
ჩაბჟირდა მაშო.
- მაშო უკან...
ხელი პირზე აიფარა ნოემ,რომ არ გაცინებოდა.
მაშომ ნელა მიატრიალა თავი უკან და ერეკლეს ცივ მზერას შეეჩეხა.
- ბატონო ერეკლე..
- მაშო!
უემოციოდ უყურებდა დადვანი.
კალადაძემ თავი დაბლა დახარა და ნერვიულობისგან ტუჩს დაუწყო წვალება.
- სახლი დაალაგე?
ჰკითხა ცივად
- დიახ
თავი სწრაფად დაუქნია გოგონამ.
- კარგი. შევიდეთ!
წინ წავიდა და მაშოს ანიშნა გაყოლოდა. კალანდაძე სირცხვილისგან იწვოდა.ჯერ არ ელოდა დადვანის გამოჩენას,ამიტომ,თამამად იხუმრა მასზე,ასე უტიფრად.

- რესტორნიდან საჭმელი შევუკვეთე,რომ მოიტანენ დამიძახე. მე ზემოთ ავალ
უთხრა ერეკლემ და კიბეებს აუყვა.-ხო მართლა-შეჩერდა კიბის ბოლო საფეხურზე-ადრე ბებიაჩემს ძროხა ყავდა სოფელში.მაშო ერქვა..-ჩაიცინა და ოთახში შევიდა.
“უზრდელი“ ამოიფრუტუნა კალანდაძემ და სამზარეულოსკენ წავიდა.

.....
მაშო მაგიდის გაწყობას შეუდგა.საქმეს,რომ მორჩა ერეკლეს დაუძახა:
- ბატონო ერეკლე!
თუმცა,რომ ვერ გააგონა,მის ოთახში ასვლა გადაწყვიტა.ფრთხილად დააკაკუნა,მაგრამ ხმა ისევ არავინ გასცა. ბოლოს ღრმა ჩაისუნთქა და ოთახის კარი შეაღო. ერეკლე საწოლში იწვა და ეძინა.
“ხუთი წუთის წინ შიოდა,ახლა კიდევ სძინავს.ტყუილუბრალოდ გავაწყვე მაგიდა“ ამოიფრუტუნა წარბშეკრულმა.
- მაშო ხომ იცი,რომ კარგი სმენა მაქვს.
გაისმა მშრალი,მოგუდული ხმა.
მაშოს არაფერი უთქვამს,სასაცილოდ დაიმანჭა და კარი გამოაღო.
- მოიცადე!
ადგილზე გააჩერა ერეკლეს ხმამ.
მამაკაცი ნელა ადგა,თვალები მოისრისა და გოგონასკენ წავიდა.
- ჩემი ლურჯი პერანგი სად დადე?
- თქვენს უჯრაში.
- იქ არ არის!
მაშომ თვალები აატრილა და უჯრა გამოაღო,იქ მართლაც არ იდო პერანგი.
- აბა?
თვალები მოჭუტა დადვანმა
- ალბათ ქვემოთაა
თქვა და კარადას ზურგით მიეყრდნო. მამაკაცი ნელა მიუახლოვა, ნიკაპი ააწევია და თვალებში ჩააშტერდა.
- მაშო!
თქვა ჩახლეჩილი ხმით.
- ბატონო ერეკლე...
- ჩშ!
ტუჩებთან თითი მიადო დადვანმა.-მაგიჟებ!
თითით სახეზე მოეფერა მამაკაცი. მაშომ თალები დახუჭა და კარადას უფრო მაგრად მიეყრდნო.-რას მიშვები მაშო?!
სახესთან უჩურჩულა დადვანმა
მაშო ისევ ვერაფერს ამბობდა.
მამაკაცმა ჯერ ტუჩთან ახლოს აკოცა,შემდეგ ნიკაპზე,მერე კი თანდათან უფრო ქვემოთ დაუტოვა კოცნის ბილიკი. მაშო თითქოს ახლა გამოფხიზლდა.
- ერეკლე მოიცადე!
ხელები მკერდზე მიაპყრო და განთავისუფლებას შეეცადა.-მე არ შემიძლია ასე! ჯერ მკოცნი,მერე მოდიხარ და მეუბნები,რომ ეს არაფერს ნიშნავს და არ უნდა მრცხვენოდეს.. საშინლად მექცევი და მერე მეუბნები,რომ გაგიჟებ! და თან ამ ყველაფერს ის ემატება,რომ საცოლე გყავს!
მამაკაცი მოიშორა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა,ჩანთას ხელი დაავლო და კარი „გამოგლიჯა“,გარეთ გასვლას აპირებდა,როცა დადვანმა მკლავი დაუჭირა და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა. კედელთან მიამწყვიდა და დაიწყო:

- მომწონხარ! პირევლივე დღიდან მომეწონე.. ასე პირდაპირ ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის,რომ ვეზიზღები და საშინელი ადამიანი ვარ. მაგიჟებ მაშო! შენი ეს სითამამე და ამავდროულად საშინელი მორიდებულობა მაგიჟებს!
სახეს ახლოს მიუტანა და ღრმად ჩაისუნთქა.
- ერეკლე მე..
რაღაცის თქმა დააპირა მაშომ,თუმცა ერეკლემ არ დაასრულებია,მხეცივით დააცხრა გოგონას ბაგეებს და ხელები ბორკილებივით დაუჭირა.
...
დივანზე ისხდნენ,არაფერს ამბობდნენ,მხოლოდ ერთმანეთის ყურებით ტკბებოდნენ.
- ერეკლე,ბავშვობიდან ვერ ვიტან მოღალატე ხალხს.. შენ კი ახლა თათას ღალატობ
წამოიწყო მაშომ
- მაშო,დიდი ხანია მივხვდი,რომ ჩემი და თათას ურთიერთობა არ არის ისეთი,როგორიც უნდა იყოს.. მასთან დაშორებას ისედაც ვაპირებდი.. ახლა კი ზუსტად ვიცი,რომ უნდა დავშორდე!
- არ მინდა,რომ ჩემს გამო დაშორდე
თავი დახარა მაშომ
- ხომ გითხარი,ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო. შენ არაფერ შუაში ხარ!
თქვა ერეკლემ და გულში ჩაიკრა გოგონა.
- უნდა წავიდე,ლილე ინერვიულებს.
წამოდგა მაშო.
- დღეს არ დარჩები?
ადგა დადვანიც
- არა.. დაფიქრება მჭირდება.
- მოგწონვარ?
თვალებში ჩახედა ერეკლემ
- მომწონხარ!
წამსვე წამოიძახა კალანდაძემ.
- მაშინ არ გჭირდება ბევრი ფიქრი!
უთხრა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.
მერე სახლამდე მიაცილა,თავად კი ძალიან ბედნიერი დაბრუნდა შინ.
...
ერეკლეს ასეთი რამ არასოდეს უგრძვნია.. თითქოს ერთ დღეში შეიცვალა,უჩვეულოდ ბედნიერი იყო.. ყველგან გოგონას სახეს ხედავდა,ვერ ხვდებოდა რამ გააგიჟა ასე,მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა.. სიგიჟემდე მოსწონდა მაშო!
...
მაშოს არასდროს არავინ ყოლია...თითქოს ერთ დღეში შეიცვალა,ყველგან ერეკლეს სახეს ხედავდა.. წამში დაავიწყდა „მონსტრის“ უხეში და დამცინავი საქციელები.. ვერ ხვდებოდა რამ გააგიჟა ასე,მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა..სიგიჟემდე მოსწონდა ერეკლე!
....
მოკლედ მოუთხრო ლილეს ყველაფრის შესახებ და დასაძინებლად წავიდა. ლილემ აღფრთოვანებული მოუსმინა მეგობარს და კარგად დაფიქრება ურჩია..
....
მეორე დღეს ღიღინით შეაღო სამსახურის კარები,სამზარეულოდან არაჩვეულებრივი სუნი გამოდიოდა,იფიქრა ფოტინე დაბრუნდაო,ამიტომ გეზი პირდაპირ იქითკენ აიღო,თუმცა ნანახმა ერთ ადგილას გააშეშა. დადვანი ქურასთან იდგა და ბლინებს დიდი გულისყურით აცხობდა
- მეჩვენება ხომ?
სახეზე ხელები აიფარა მაშომ და გაიცინა
- დაგაგვიანდა!
შემოტრიალდა ერეკლე
- მხოლოდ სამი წუთით!
თვალები აატიალა კალანდაძემ
- მაინც არ გეპატიება!
ნელა დაიძრა გოგონასკენ.
- ამ ერთხელაც მაპატიე!
თქვა მაშომ და ხელები მოხვია დადვანს.
- ვისაუზმოთ!
შუბლზე აკოცა ერეკლემ და მაგიდასთან მიიყვანა
- არ მჯერა რომ საჭმელს შენ აკეთებ!
- ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე,მაგრამ ახლა გავაკეთებ..
თვალი ჩაუკრა და კვლავ ბლინებს მიუბრუნდა.

ისაუზმეს და ფილმის ყურება გადაწყვიტეს.. ავსებდნენ ერთმანეთს,ორივე ბედნიერებას ასხივებდა.. თუმცა რჩებოდა,ერთი მოსაგვარებელი პრობლემა სახელად-თ ა თ ა.
- ელაპარაკე თათას?
თავი მკერდზე დაადო მამაკაცს
- არა,რომ ჩამოვა დაველაპარაკები
შუბლზე აკოცა დადვანმა
- ერეკლე არ შემიძლია ასე.. თავს საშინლად ვგრძნობ
თავი ასწია კალანდაძემ
- მაშო უკვე,ხომ გითხარი,რომ ჩვენი ურთიერთობა განწირული იყო..
- მაშინ დაურეკე და აუხსენი...
ტუჩის წვალებას შეუდგა მაშო
- რომ ჩამოვა დაველაპარაკები
ხმა გაუმკაცრდა დადვანს
- არ შემიძლია ასე!
ფეხწე წამოდგა კალანდაძე
- კარგი... მილანში ჩავალ და დაველაპარაკები,არ შემიძლია ასე ტელეფონით ახსნა.
თმა ხელით გადაიწია ერეკლემ.
- კარგი.. მაგრამ აუხსენი და ეგრევე წამოდი იქ არ დარჩე!
თითი სასაცილოდ დაიქნია და წარბები შეკრა.
ერეკლეს ხმამაღლა გაეცინა,მაშოს გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა,პირველად ხედავდა ასეთ ერეკლეს.
- რა ვთქვი სასაცილო?!
- არაფერი.. უბრალოდ სასაცილო ხარ როცა ეჭვიანობ!
უთხრა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში გაოცებული გოგონა.
....
- ახლა მილანშია?
ჰკითხა ლილემ და წვენი მოსვა.
- ხო გუშინ გაფრინდა. ჯერ კიდევ არ დაურეკავს...
წარბი ასწია მაშომ
- დაგირეკავს არ ინერვიულო-გაეცინა ლილეს-ყველაფერი კარგად იქნება!
- ხო იმედი მაქვს...
- მე და ნოეს ბათუმში გვინდა წასვლა.
- მაგარია!
გაეღიმა მაშოს-როდის?
- ხვალ.
- არ იცი როგორ მიხარია თქვენი ამბავი. ძალიან მაგარი წყვილი ხართ!
- შენ რომ არა ვერ შევხვდებოდით ერთმანეთეს.
- მაინც შეხვდებოდით.. ბედისწერის ბრალია თქვენი შეხვედრა. სადღაც მაინც ნახავდი!
თვალი ჩაუკრა კალანდაძემ.-ლეპტოპი მომაწოდე რა.-დაამატა მერე

მაშო ფესბუქში შევიდა...მაგრამ ჯობდა არ შესულიყო!
„ბიზნესმენმა ერეკლე დადვანმა, მოდელ თათა ახვლედიანს მილანში ჩააკითხა“ ;
„თათას და ერეკლეს გასაოცარი სურათები“ ; „თათა და ერეკლე ერთად მილანში.ნახეთ,როგორ ერთობიან და რა გასაოცარ სურათებს აქვეყნებენ“ აჭრელებული იყო გვერდები ასეთი სტატუსებითა და სურათებით.

კანკალი აუტყდა.. ვერაფერს ამბობდა,უერაქციოდ მიშტერებოდა ეკრანს.
- მაშო..
ლილე გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა
- ლილუსი...
თქვა და ცრემლები გადმოცვივდა
- გთხოვ არ იტირო რა..
თმაზე ეფერებოდა და თავადაც სდიოდა ცრემლი
- მართალი იყავი ლილე.. ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი!
ტირილს უმატა მაშომ-შერიგდნენ..შეურიგდა! არ მჯერა.-ქვითინებდა და თან მთელი ძალით ეხუტებოდა მეგობარს.
...
მთელი დღე ლოგინში გაატარა,ლილე გვერდიდან არ სცილდებოდა.. თავი სტკიოდა,გული თითქოს დაშლილი და დანაკუწებული ჰქონდა.
- ლილუ ნოეს დაურეკე და წადით ბათუმში!
თავი საბნიდან ამოსწია კალანდაძემ.
- გაგიჟდი მაშო?! მარტო როგორ დაგტოვებ,ნოეს უკვე ველაპარაკე არსად წასვლას აღარ ვაპირებთ.
- ლილე თუ გიყვარვარ და გინდა დამეხმარო გთხოვ ახლავე დაურეკე ნოეს და წადით! ისედაც ცუდათ ვარ და შენ,რომ აქ დარჩე უფრო ცუდად გავხდები.
- მაშო..
- გთხოვ ლილე.
საუბარი არ დაასრულებინა მაშომ
- შენც წამოდი.
- მარტო ყოფნა მჭირდება ახლა ყველაზე მეტად
ამოილუღლუღა და ისევ საბანში ჩაძვრა.
- კარგი,მაგრამ იცოდე რამე რომ მოხდეს აუცილებლად დამირეკე კარგი?
თავთან ჩამოუჯდა ლილე
- კარგი.
თავი ასწია და მაგრად ჩაეხუტა მეგობარს.-ახლა წადი დაურეკე ნოეს!
...
ლილე ბათუმში წავიდა ნოესთან ერთად,თავად კი ლოგინიდან საერთოდ არ ამდგარა,სტკიოდა ერეკლეს საქციელი.. ძალიან განიცდიდა,იმედები საშინლად ჰქონდა გაცრუებული.
ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა,ერეკლე რეკავდა. მაშოს ზიზღის,სიძულვილის,გაბრაზების გრძნობამ გადაუარა და საერთოდ გათიშა ტელეფონი.ცოტახანში კარზე ბრახუნის ხმა გაიგონა,შეშინებული წამოდგა და გაფითრებული გამოაღო კარი,კართან თვალებ ჩაწითლებული ერეკლე იდგა.
- ტელეფონი რატომ გამითიშე,ვინერვიულე!
სახლში ფრთხილად შევიდა მამაკაცი და მაშოსკენ წავიდა.
- შემოსვლის უფლება არ მომიცია!
ხმა გაიმკაცრა მაშომ და უკან დაიწია
- რაა?!
გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა დადვანს.-რამე მოხდა?
- აქ მოსვლა როგორ გაბედე!
ხმას აუწია მაშომ
- მაშო რა მოხდა?!
მაჯა დაუჭირა დადვანმა.
- იმისთვის წახვედი,რომ თათას შერიგებოდი?!
ისევ იმ ტონალობაში აგრძელებდა კალანდაძე
- მაშო რას ამბობ!
ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა დადვანმა-დავშორდით მე და თათა!
- ფოტოები და სტატუსები სულ სხვა რამეზე მეტყველებს,ასე უნამუსოდ როგორ იტყუები ერეკლე!
- რა ფოტოები?
დაიღმუილა ერეკლემ-წესიერად ამიხსენი რა ხდება!
კალანდაძემ ხელი გაითავისუფლა,ლეპტოპი აიღო და მამაკაცს ყველაფერი აჩვენა.
- შენ საერთოდ არ იცი არა პრესა რა ბინძურად მუშაობს?!
დაიყვირა ხმამაღლა-ძველია ეს სურათები! გაიგეს,რომ წავედი და ჭორები ააგორეს.
- რატომ არ დამირეკე?
ხმას აუწია გოგონამ
- ტელეფონი და პასპორტი დავკარგე,ამიტომ დამაგვიანდა ჩამოსვლა. როგორც კი ჩამოვედი ეგრევე დაგირეკე შენ კი გამითიშე!
- მე მეგონა..
- მე შენ დაგპირდი! საერთოდ არ მენდე. პრესას დაუჯერე,არაკაცი გამომიყვანე!
ყვირილს განაგრძობდა დადვანი-მეზიზღება მაშო! მეზიზღება როცა ქალი არ მენდობა.
- მე ვარ დამნაშავე?
არც მაშო ჩამორჩა
- კი შენ ხარ!
- მეზიზღები!
დაიყვირა ბოლო ხმაზე.
- მეც მეზიზღები!
- მძულხარ ერეკლე.
- მეც მძულხარ მაშო!
- აქედან გაეთრიე!
- ისედაც მივდიოდი!
თქვა ერეკლემ და კარები მიიჯახუნა.
მაშო გაშტერებული უყურებდა კარს,მერე კი კანკალმა აიტანა.
მოულოდნელად,კარი გაიღო,ერეკლე შემოვარდა-არ შემიძლია!
დაიღმუილა და მაშოსთან მივარდა. ერთი ხელი წელზე მოხვია,მეორეთი ნიკაპი დაუჭირა და ხარბად ეძგერა ტუჩებში.
- გამიშვი,მეზიზღები!
წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა კალანდაძე.
- ჩშ!
თითები ტუჩებზე აუსვა დადვანმა.-სიგიჟემდე მენატრებოდი!
მაშოს შეწინააღმდეგების თავი აღარ ჰქონდა და თავადაც აყვა მამაკაცს კოცნაში.
...
შერიგდნენ.. მაშო და ერეკლე შერიგდნენ! გააგრძელეს ცხოვრება ისე თითქოს არც არასდროს უჩხუბიათ..
ამასობაში ერთმა თვემაც განვლო.
- მაშო ნოემ ხელი მთხოვა!
ოთახში ლილე შემოვარდა.
მემგონი რთული წარმოსადგენი არ არის რა ამბავი ატყდა სახლში. გოგონების კივილმა მთელი სადარბაზო დააყრუა,ატყდა მილოცვები,მერე კი ქორწილისთვის მზადება დაიწყო.
...
მთელი ორი თვე ჩართული იყვნენ ქორწილის სამზადისში,ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო, დიდი და გრანდიოზული ქორწილი იგეგმებოდა,მაშოს მშობლებიც ჩამოსვლას აპირებდნენ ამერიკიდან.(ისინი უკვე იცნობდნენ ერეკლეს სკაიპის საშუალებით,ძალიან უხაროდათ შვილის ბედნიერება და მოსწონდათ ერეკლე)

ქორწილის დღეც დადგა,ლილე ულამაზესი იყო,მაშოც სადად,მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
- კარგი ლილე ნუღარ ნერვიულობ.
უთხრა და მაკიაჟი შეუსწორა-ყველაფერი იდეალურადაა,სტუმრები გველოდებიან
- ამ სახლიდან მივდივარ მაშო.. მომენატრება!
აქვითინდა ლილე
- ლილუსი ახლა არ გადამრიო! აქვე მიდიხარ, გვერდითა ეზოში. გთხოვ არ იტირო, გაიფუჭებ მაკიაჟსაც და კაბასაც.
ლილემ ხელის გულით მოიწმინდა ცრემლი და მეგობარს გადაეხვია.
...
ქორწილი მართლა იდეალურად მიდიოდა,აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სტუმრები.
- არ ვიცეკვოთ?
ნელა მიუახლოვდა ერეკლე და უკნიდან ჩაეხუტა.
- არ ვიცი ცეკვა.
გაეკრიჭა მაშო
- არც მე.
გაეცინა ერეკლესაც და გოგონა საცეკვაოდ გაიყავანა.
ნელი მუსიკა იყო ჩართული,რიტმულად ცეკვავდნენ.ერეკლეს ყველა შეხებისას მაშოს ბუსუსები აყრიდა,გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
- გარეთ გავიდეთ
ჩასჩურჩულაა დადვანმა
მაშო დახორკლილი გაყვა გარეთ.
ვერანდაზე იდგნენ და ერთმანეთის ყურებით ტკბებოდნენ
- მაშო,რაღაც მინდა გითხრა-წამოიწყო ერეკლემ
- გისმენ
მიეხუტა მაშო
დადვანმა გოგონას ხელები,მის ხელებში მოიქცია მოიქცია და თვალებში ჩახედა.
- მიყვარხარ! ძალიან,ძალიან მიყვარხარ. მინდა,რომ მთელი ჩემი ცხოვრება შენ დაგიკავშირო... ასეთი შეშინებული არასოდეს ვყოფილვარ,არ მინდა უარი მითხრა! გთხოვ მაშო,გამომყევი ცოლად!
ჩაიმუხლა ერეკლე და ბეჭედის ყუთი გახსნა.
მაშომ ხელეპი პირზე აიფარა და ცრემლები გადმოცვივდა
- ერეკლე.. რა თქმა უნდა გამოგყვები!
ალუღლუღდა, თავადაც ჩაიმუხლა და მოწყვეტით დაუკოცნა მამაკაცს ბაგეები.
წყვილი დაბრაზში შევიდა,როგორც სჩანს ყველა გაფრთხილებული იყო რადგან ფეხი შედგეს თუ არა,ერთი ამბავი ატყდა. გაუშვეს მაშხალები,დაიწყო მილოცვები,მშობლების ბედნიერი ცრემლები და ლილეს გაუთავებელი კივილი.
- მაშო გილოცავ!
ეხუტებოდა დვალი
კალანდაძე​ ვერაფერს ამბობდა,ბედნიერებისგან ფრინავდა.
- მაშო გილოცავ!
ნოემ მთელი გულით ჩაიკრა გოგონა გულში-პირველივე წამიდან ვიცოდი,რომ სასწაული ადამიანი ხარ! გეფიცები უბედნიერესი ადამიანი ვარ,ჯერ იმიტომ,რომ ასეთი ადამიანი გამაცანი, მერე იმიტომ,რომ შენ ხარ გასაოცარი და ასეთივე ადამიანს მიყვები ცოლად
- მე ბედნიერი ვარ,რომ თქვენნაირი მეგობრები მყავს!
აქვითინდა მაშო და მეგობრებს გადაეხვია.
...
ქორწილი გამთენიისას დასრულდა,მაშომ ძალიან ბევრი დალია და ერეკლემ მასთან დარჩენა გადაწყვიტა.
- ტრიალებს,ტრიალებს ბედის ბორბალიი ტრიაალებსს
გაჰკიოდა სადარბაზოში ბოლო ხმაზე.
- მაშო სირცხვილია.
სიცილს ვერ იკავებდა დადვანი
- ხელში ამიყვანე და ისე წამიყვანე!
ხარხარებდა მაშო.
ერეკლემ ფრთხილად აიყვანა ხელში გოგონა,კალანდაძემ თავი გულზე მიადო და გაიტრუნა.
- რატომ აღარ მღერი?
ჩაეიკითხა ღიმილით
- დავიღალე,მეძინება!
დაამთქნარა და თვალები დახუჭა.
- ძილისგუდა!
შუბლზე აკოცა და სახლში შეიყვანა.
ნელა დააწვინა საწოლზე,ფრთხილად გახადა ტანსაცმელი,გასაოცარი სხეული ჰქონდა მაშოს,ერეკლემ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და გოგონას საღამურები ჩააცვა.
კალანდაძეს უკვე ღრმად ეძინა. ერეკლემაც გაიხადა ტანსაცმელი და გვერდით მიუწვა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა,მაშოს გასაოცარ სახეს აკვირდებოდა.
დილით გოგონას ადრე გაეღვიძა,ერეკლე უკვე ამდგარიყო და ყავას აკეთებდა.
- რას აკეთებ?
სამზარეულოში შევიდა და უკნიდან მიეხუტა მამაკაცს. ერეკლე ტანს ზემოდ შიშველი იყო,შეეხო თუ არა მაშო, წამსვე დაეხორკლა სხეული.
- ყავას.ხომ დალევ?
შუბლზე აკოცა გოგონას.
მაშომ სწრაფად დაუქნია თავი.
ყავას სვმადნენ,იცინოდნენ,საუბრობდნენ,თითქოს ერთნი იყვნენ.ქორწილი სამ თვეში დაგეგმეს.
- დიდი ქორწილი არ გვინდა რა
ამოიფრუტუნა მაშომ
- ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა
გაუღიმა ერეკლემ.
- საუკეთესო ქმარი მყავს
მიეხუტა მაშო
- მიყვარხარ!
გოგონას ტუჩებს დაეწაფა დადვანი.
....
დრო ჩქარა გადიოდა,ქორწილი ახლოვდებოდა,მაშო,დადვანთან გადავიდა საცხოვრებლად,კარგად მოეწყვნენ,თითქოს ყოველ დღე უფრო და უფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი. ნოე და ლილე ხშირად მოდიოდნენ სტუმრად,კალანდაძემ ერეკლეს კომპანიაში დაიწყო მუშაობა.
მანქანაში ისხდნენ და სამსახურში მიდიოდნენ.
- დღეს ქორწილის ორგანიზატორი აპირებს მოსვლას,მე შეხვედრა მაქვს,მარტო ხომ გაუმკავდები?
ხელზე ნაზად აკოცა ერეკლემ
- რა თქმა უნდა. ლილეს დავურეკავ.
გადაიწია და მამაკაცს ლოყაზე აკოცა.
- მაშო ჩვენზე ბევრ რამეს დაწერენ და უნდა მიეჩვიო. ჟურნალისტები დაგირეკავენ,პრესა აჭრელდება..
- ხო მესმის.
ამოილუღლუღა კალანდაძემ
...
საღამოს ქორწილის ორგანიზატორი იყო მისული,ლილეც მასთან ერთად იყო. დიდხანს ისაუბრეს ყველაფერი დეტალურად დაგეგმეს,ჟურნალისტები მართლაც მთელი დღის მანძილზე რეკავდნენ.
„ვინ არის გოგო,რომლის გამოც ერეკლე დადვანმა, მოდელი თათა ახვლედიანი მიატოვა“; „ერეკლე დადვანის ახალი საცოლე-მაშო კალანდაძე,ნახეთ როგორ გამოიყურება ის“ პრესა აჭრელებული იყო მსგავსი სათაურებით,თუმცა ცუდი კომენტარი არავის ეწერა,წყვილი ყველას მოწონდა, დიდხანს ერთად ყოფნას და ბედნიერებას უსურვებდნენ.
ორგანიზატორი და ლილე გააცილა, თავად კი ლეპტოპში ფილმის ყურებას შეუდგა. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაიგონა,ერეკლეს ელოდა,სწრაფად წამოდგა და მთელი ძალით გამოგლიჯა კარი,მაგრამ იქ ერეკლეს ნაცვლად დათა ჟღენტი იდგა.
- შეენ?!
ალუღლუღდა მაშო
- გამარჯობა მაშო
დათა სახლში შევიდა და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა
- აქ რას აკეთებ? ერეკლე სახლში არ არის.
უკან დაიწია გოგონა
- ვიცი და მე ერეკლესთან არც მოვსულვარ
მაშოსკენ ნელა მიიწევდა დათა
- დათა რა გინდა?!
ხმას აუწია კალანდაძემ
- მე უარი მითხარი... დავიჯერო ერეკლეს არ ვჯობივარ? გაცილებით უფრო სიმპატიური ვარ და უფრო მეტი ფული მაქვს!
დაიყვირა და კედელთან მიამწყვდია მაშო.
გოგონა შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. სულ კანკალებდა-წადი,თორემ პოლიციაში დავრეკავ!
დათამ ხმამაღლა გადაიხარხარა.
- მაშო..
კედელთან ააკრო და ტუჩებზე დააძგერდა.
მაშო გაშეშდა,გაშრა,ცუდად გახდა,ვერაფერი ქნა.ხელები ჩამოუშვა და ცრემლები წამოცვივდა.
- ჩემს საკუთარ სახლში მაშო?
ერეკლეს ხმა, ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა.
დათა სწრაფად მოშორდა გოგონას
ერეკლე ჟღენტთან მივარდა და მუშტი სახეში დაარტყა,დათა წაიქცა. დადვანი ფეხებს ურტყამდა,მუშტებით სცემდა,სულ დაასისხლიანა
- ერეკლე გთხოვ გაჩერდი, მოკლავ!
ტიროდა მაშო-აქედან გაეთრიეთ ორივე!
დათა ძვლივს წამოდგა და კოჭლობით წავიდა გარეთ-ამას არ შეგარჩენ ერეკლე! გამოსცრა და კარებში გავიდა.
- ერეკლე!
მასთან მივარდა მაშო
- ხომ ვთქვი აქედან გაეთრიე მეთქი!
დაიყვირა დადვანმა
- გეფიცები ძალით მაკოცა-ბოლო ხმაზე ტიროდა კალანდაძე
- წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევდი მაშო. ამის დედაც აქედან წადი! შენი დანახვა არ მინდა!
- ერეკლე გთხოვ..
- წადი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
ყვიროდა ერეკლე
- შემეშინდა, ცუდად გავხდი.. გთხოვ დამიჯერე!
- შენი დანახვაც არ მინდა!
მუშტი ძლიერად დაარტყა მაგიდაზე და კიბეებს აუყვა-აღარასოდეს დამენახო! -ჩამოსძახა ქვევიდან.
....
მთელი კვირა ლოგინში იწვა. არ დგებოდა,ძალაიან დასუსტდა და ხასიათიც საგრძნობლად შეეცვალა. არაფერს ჭამდა,მთელი დღეები ლოგინში იწვა და ტიროდა.
ლილე თავიდან არ სცილდებოდა,თუმცა ხასიათზე ვერაფრით მოიყვანა.

- ლილე ამერიკაში უნდა დავბრუნდე
- მაშო.. იქნებ კარგად დაფიქრდე.
ხმა აუკანკალდა დვალს
- კარგად დავფიქრდი.. წავალ და როგორც კი თავს უკეთ ვიგრძნობ დავბრუნდები.
- მიყვარხარ მაშო.. ძალიან მომენატრები!
მთელი ძალით ჩაიკრა გულში
- მეც მომენატრები,მაგრამ რა ვქნა.. ასე უკეთესია
ცრემლების ახალი ტალღა წამოუვიდა კალანდაძეს
- კარგად იქნება ყველაფერი.. აი ნახავ!
თმაზე ეფერებოდა ლილე და ცრემლს ხელის გულით იწმენდდა.
...
აეროპორტში ნოემ და ლილემ მიიყავენეს. თვითმფრინავში ჩაჯდა თუ არა საკუთარ თავს პირობა მისცა,რომ იქ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა,სამსხურს იპოვიდა და ყველანაირად შეეცდებოდა დადვანის დავიწყებას.

...
რა ხდებოდა ამ დროს ერეკლე დადვანის ცხოვრებაში? როგორ იყო ის? რას ფიქრობდა ან როგორ იქცეოდა?...
მთელ დღეებს თავადაც სახლში ატარებდა. ხასიათი გაუფუჭდა, უფრო მეტად უხეში და ცივი გახდა. ყველა დაითხოვა,სამსახურშიც მის მაგივრად სხვები აგვარებდნენ საქმეებს.
მთელი თვე არსად გასულა,სახლში იყო და გამუდმებით მაშოზე ფიქრობდა.ენატრებოდა.. ტკივილამდე ენატრებოდა.
ბოლოს,როცა მის ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნა,კეთილი ინება და სამსახურში წავიდა. იქიდან ფეხით წამოსვლა გადაწყვიტა,მოდიოდა და მთელი გზა მასზე ფიქრობდა.. თითქოს სხვა საფიქრალი აღარ დარჩენოდა.
გზაში ნოე და ლილე დაინახა. ლილეს თვალები ბრაზისგან აენთო,ნოე კი ერეკლესკენ წავიდა.
- გამარჯობა ერეკლე
მიესალმა ცივად
- გამარჯობა
თავი დაუკრა წყვილს
ლილემ უკან დაიხია,ეზიზღებოდა ერეკლე,მან ხომ მისი მეგობარი ღალატში დაადანაშაულა!
- ლილე როგორ ხარ?
- მე კარგად.. ვხედავ შენც არაჩვეულებრიუვად ხარ!
გაბრაზებისგან ყბა აუკაკლადა დვალს.
- მაშო სად არის?
- ბედავ და მეკითები?!-ხმას აუწია ლილემ,თუმცა,როცა ნოეს თბილი ხელის შეხება იგრძნო მხარზე წამსვე დამშვიდდა-მაშო ამერიკაში დაბრუნდა!
- რაა?!
თვალები გაუფართოვდა დადვანს
- ძალიან ცუდად იყო.. ასეთ რაღაცაში როგორ დაადანაშაულე?! არც კი გრცხვენია!
- მრცხვენია ლილე!
თავი ხელებში ჩარგო ერეკლემ და იქვე ჯამოჯდა.
- შეშინებულ გოგოს ვიღაც იდიოტი დააცხრა თავზე,წინააღმდეგობა ვერ გაუწია შენ კი რაში დაადანაშაულე, არც კი შეგრცხვა ისე გამოაგდე!
- ლილე აუცილებლად უნდა ვნახო მაშო!
- არ გაბედო ერეკლე! თუ მართლა გინდა მისთვის კარგი არც კი გაბედო მისი ნახვა.. ახალი ცხოვრების დაწყება უნდა. გთხოვ მიეცი საშუალება მშვიდად იცხოვროს.
- კარგი
თქვა ხმადაბლა და წყვილისთვის არც კი შეუხედავს ისე დატოვა იქაურობა.
საკუთარი თავი შეზიზღდა.. მაშო ამას არასოდეს გააკეთებდა! ისევ მოუნდა დათას ცემა,თანაც ისე,რომ ხელები აუკანკალდა. როგორ არ ენდო? განა შეიძლებოდა მაშოსნაირი ანგელოზი ღალატში დაედანაშაულებია? საკუთარ თავს ამას ვერასდროს აპატიებდა.
...
ყველაზე რთული საკუთარი თავის პატიებაა,რთულია სარკეში იყურებოდე და გეზიზღებოდეს თავი. ერეკლეც ამ დღეში იყო..
....
მაშომ კი მშობლების დახმარებით მარტივად იშოვა სამსახური ერთ-ერთ ფირმაში,პატარა სახლიც შეიძინა და კარიერული წინსვლაც განახორციელა.. ცდილობდა ერეკლეზე ბევრი არ ეფიქრა,თუმცა ყოველ ღამე,დაძინებისას მისი სახე ედგა თვალწინ.
...
გავიდა ერთი წელი.. მერე ორი.. ზაფხული შემოდგომამ ჩაანაცვლა,შემოდგომამ ზამთარი.
ორივეს ცხოვრება სხვანაირად აეწყო. ერეკლემ ბიზნესი გააფართოვა,მაშომ საკუთარი კომპანია გახსნა. ლილე სამჯერ ესტუმრა და პატარა სოფია გააცნო. ბავშვის ნათლობას ჯერ არ გეგმავდნენ,როცა მაშო საქართველოში დაბრუნდებოდა მაშინ მონათლავდნენ. ბავშვი უკვე ერთი წლის იყო და გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნოეს.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას,მათ ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა. ერეკლეს ჰყავდა რამდენიმე დღიანი პარტნიორები,თუმცა დიდხანს ვერავისთან ძლებდა..
...
- ქალბატონო მაშო აუცილებლად უნდა წახვიდეთ პარიზში,ორი შეხვედრა გაქვთ,თუ ფრანგი ბიზნესმენები თანხმობას მოგცემენ შესაძლებლობა გექნებათ კომპანია საქართველოშც გახსნათ.
- კარგი კეიტ,საბუთები მომიწესრიგე და ხვალვე გავფრინდები. იქიდან კი პირდაპირ საქართველოში წავალ,დროა უკვე დავბრუნდე..
- იმედი მაქვს დაგთანხმდებიან ბიზნესმენები
გულით გაუღიმა კეიტმა
- იმედია.

ენატრებოდა სამშობლო,ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა. თუ თანხმობას მიიღებდა კომპანიას საქართველოში გახსნიდა და სამუდამოდ დარჩებოდა იქ.

მეორე დღეს ბარგი ჩაალაგა და საფრანგეთში გაფრინდა.
შეხვედრა იმ დღესვე ჰქონდა. სასტუმროში მივიდა,შხაპი მიიღო,ჩაიცვა და შეხვედრაზე წავიდა.
სხდომა დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ მაშომ საქართველოში კომპანიის გახსნის ნებართვა მიიღო. გაბადრული გამოვიდა შეხვედრიდან,ბედნიერებას ასხვივებდა.
საქართველოში ხვალვე დაბრუნდებოდა,როგორც იქნა ეს დღეც დადგა. სრულიად შეცვლილი კალანდაძე სამშობლოში ბრუნდებოდა.არავინ გაუფრთხილებია,გადაწყვიტა ყველასთვის სიურპრიზი მოეწყო და მოულოდნელად დადგომოდა თავს.
...
დადვანმა -მთელი თვე საფრანგეთში გაატარა. ყოველ დღე რამდენიმე შეხვედრა ერთად ჰქონდა,ბიზნესი უფრო და უფრო ფართოვდებოდა,ძალიან დაიღალა ერთი სული ჰქონდა საქართველოში როდის დაბრუნდებოდა. დღეს საბოლოო შეხვედრიდან გამოვიდა და გეზი აეროპორტისკენ აიღო,თუმცა ყველა ბილეთი გაყიდული დახვდა. რა ექნა წასვლა ხვალ დილისთვის გადადო და სასტუმროში დაბრუნდა..

...
დილით ადრე ადგა,ბარგი ჩაალაგა და აეროპორტში წავიდა. თვითმფრინავში ავიდა და ადგილი ფანჯარასთან დაიკავა. თან წიგნი ჰქონდა წამოღებული,სანამ მგზავრები ამოდიოდნენ მაშო იჯდა და გულისყურით კითხულობდა წიგნს.
მის გვერდით ადგილი,ჯერ კიდევ თავისუფალი იყო.წიგნის კითხვა მობეზრდა და ფანჯარაში დაიწყო ყურება,თავი გვერდით ჰქონდა შეტრიალებული და არც მაშინ მოუტრიალებია,როცა იგრძნო,რომ გვერდით ვიღაც მიუჯდა.

თვითმფრინავმა აფრენა,რომ დაიწყო მხოლოდ მაშინ შემოაბრუნა თავი და ფაქტობრივად ადგილზე გაიყინა.
- მაშო...
ყბა ჩამოუვარდა მამაკაცს
- გამარჯობა ერეკლე!
შეეცადა ნერვიულობა არ დასტყობოდა კალანდაძეს
მამაკაცი ხმას ვერ იღებდა,ერთიანად დააყარა ბუსუსებმა. ღრმად ჩაისუნთქა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
- როგორ ხარ მაშო?
თქვა მერე
- კარგად შენ როგორ ხარ?
სხვანაირი იყო კალანდაძე.. ადრე თუ ყველა სიტყვი მერე თვალებს დაბლა ხრიდა და სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამდა,ახლა ამაყად უსწორებდა თვალს და ყველა სიტყვის სწორად გამოკვეთას სცდილობდა.
- მეც კარგად,საქართველოში ბრუნდები?
- კი
- რამდენი ხნით?
- არ ვიცი ალბათ სამუდამოდ
- კარგია..
- ხო..შენი საქმეები როგორ მიდის?
ჩაეკითხა მაშო ღიმილით
- არაჩვეულებრივად.ბიზნესი უფრო გავაფართოვე.. შენზე მომიყევი
უფრო კარგად დააკვირდა მის სახეს
- მე დიდი კომპანია გავხსენი ამერიკაში,ახლა იმას მამაჩემი მიხედავს,მე კი საქართველოში ვაპირებ მოღვაწეობას
- ძალიან მაგარია,ყოჩაღ
გულწრფელად გაუღიმა დადვანმა-ირონიაა,რომ ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ და ასე თბილად ვესაუბრებით ერთმანეთს!
ცალყბად ჩაიცინა ერეკლემ
- ხო ჩვენი ბოლო შეხვედრა არ იყო სასიამოვნო
გაეცინა მაშოს
- პირად ცხოვრებაში როგორ მიდის საქმეები?
თითქოს უდარდელად ჰკითხა მამაკაცმა
- ამ თემის საჯაროდ განხილვას არ ვაპირებ.
- სხვანაირი ხარ!
თვალები მოჭუტა დადვანმა
- როგორი?
- ცდილობ ნერვიულობა არ დაგეტყოს,მაგრამ ყველა სიტყვის წინ კარგად ფიქრობ. გინდა,მანახო რომ შეიცვალე მაგრამ..
- გაჩერდი!
შეაწყვეტინა მაშომ.-მინდა მშვიდად ვიმგზავროთ!
თავი ისევ ფანჯრისკენ მიატრიალა და ღრმად ამოისუნთქა.
ალბათ ხვდებით რამხელა მიზიდულობა იყო მათ შორის და იცით,რომ მათ კვლავ სიგიჟემდე უყავრდათ ერთმანეთი. კალანდაძემ თვალები დახუჭა და დიდი მონდომებით ეცადა დაძინებას. ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინა.
მის ხელზე თბილმა სუნთქვამ გამოაღვიძა,თვალები სწრაფად გაახილა, ერეკლეს მაშოს ხელი ტუჩებთან ჰქონდა მიტანილი და ფრთხილად უკოცნიდა
- ერეკლე რას აკეთებ?!
ხელი გაინთავისუფლა კალანდაძემ
- მენატრებოდი მაშო!
კვლავ მიიტანა გოგონას ხელი ტუჩებთან.
- ერეკლე.....
ამ დროს თვითმფრინამა დაჯდომა დაიწყო და მაშოც მთელი ძალით ჩაებღაუჭა დადვანს. ბოლოს,როგორც იქნა დაჯდა თვითმფრინავი და მაშომაც ნელა შეუშვა ხელი ერეკლეს.
- მაშო..
- ერეკლე სამი წლის წინ დასრულდა ყველაფერი! გთხოვ აღარაფერი თქვა.
- შემომხედე და მითხარი,რომ აღარ გიყვარვარ და გპირდები აღარასოდეს დაგენახები!
თავი მისკენ შეატრიალა,ნიკაპი დაუჭრა და თვალებში ჩახედა
- აღარ მიყვარხარ!
წამოროშა მაშომ უდიდესი ტყუილი.
ერეკლეს ცალყბად ჩაეცინა და ხელი შეუშვა.
წამოდგა და გასასგველისკენ წავიდა,მაშო გაქვავებული უყურებდა და ყველანაირად ცდილობდა ცრემლების შეკავებას.
...
აეროპორტიდან პირდაპირ ლილესთან და ნოესთან წავიდა. ერთი სული ჰქონდა,როდის გაახარებდა მეგობრებს. კარზე დააკაკუნა,თუმცა არავინ გაუღო. მერე სახელური მოსინჯა და კარიც გაიღო. ნელა შევიდა მისაღებში. სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდიოდა,როგორც სჩანს წყვილი იქ იყო.
- რას მიმზადებთ გვრიტებო?
შეკივლა მაშომ
ლილეს ყველაფერი ხელიდან გაუვარდა და კივილი დაიწყო
გოგონასთა მივარდა და მაგრად ჩაეხუტა.
- მაშო არ უნდა გეთქვა,რომ ჩამოდიოდი?!
ცრემლები სდიოდა დვალს.
- სიურპრიზის გაკეთება მინდოდა
მაშო ახლა ნოეს ეხუტებოდა
- იმედი მაქვს სამუდამოდ ჩამოხვედი ხომ?
- რა თქმა უნდა!
ტაში შემოკრა მაშომ
- სასწრაფოდ დავურეკავ ყველას,ჩვენი მაშოს ჩამოსვლა უნდა აღვნიშნოთ
თქვა ნოემ და ტელეფონით ხელში გავიდა აივანზე
- სოფია სად არის?
თვალი ოთახს მოავლო კალანდაძემ
- ბებიასთან და ბაბუასთან აგარაკზე.
- მომენატრა ხვალ ჩამოიყვანე რა.
- კარგი. მანამდე ყველაფერი მომიყევი!
- ყოველ დღე გელაპარაკებოდი ლილე რა მოგიყვე ახალი
გაეცინა გოგონას.-მაგრამ დღეს მოხდა რაღაც..
თავი დახარა მაშომ
ლილემ თავით ანიშნა გაყოლოდა და ოთახში შევიდნენ,კალანდაძეს წინ დიდი დაკითხვა ელოდა.
...
ყველაფერი დეტალურად მოუყვა და ისიც აღიარა,რომ ისევ სიგიჟემდე უყვარდა და ენატრებოდა დადვანი.

მაშოს ყოფილი კურსელები და მეგობრები მოვიდნენ,გვიანობამდე აღნიშნავდნენ მის დაბრუნებას,გვიან კი გათხლეშილი კალანდაძე სახლამდე ძლივს მიიყვანა ნოემ.
...
დილით ლილე თავის ტკივილმა გააღვიძა, წამოდგა თუ არა გეზი სამზარეულოსკენ აიღო,მინერალური,რომ არ დაელია გაგიჟდებოდა. მაცივარი გამოაღო და მისი ტელეფონიც აზუზუნდა,უცხო ნომერი იყო.
- გისმენთ
უპასუხა თვალებ დახუჭულმა
- ლილე ერეკლე ვარ, არ გამითიშო და გთხოვ ბოლომდე მომისნიმე.. რაღაც მოვიფიქრე!
...
- მაშო რა დროს ძილია,ადექი სოფია უნდა ჩამოვიყვანოთ!
ოთახში შევარდა ლილე
მაშოს სოფიას ხსენებაზე სახე გაებადრა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან
- კარგი შხაპს მივიღებ, ჩავიცვამ და გავიდეთ შენ კი ყავა გამიკეთე.
შხაპი მიიღო,ჯინსის შარვალი და ტოპი ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა.
- ყოჩაღ ლილუსი! როგორც იქნა ისწავლე ყავის გაკეთება
ყავა მაგიდაზე შემოდო მაშომ-უფროსწორად ყოჩაღ ნოეს!
დაამატა და საპასუხოდ ლილესგან,თავში ბალიში მიიღო.
- კარგი წავედით,ჩამოვიყვანოთ ბავშვი!
ადგა ლილე და მაშოც დემონსტრაციულად გაყვა უკან.

ქვემოთ ნოე ელოდათ,მანქანაში დასხდნენ და აგარაკისკენ აიღეს გეზი. ორი საათის შემდეგ დიდ,კრემისფერი ფერის სახლთან გაჩერდნენ.
- მაშო ჩვენ მანქანიდან რაღაცეებს ამოვიღებთ,შენ მანამდე შედი და ნახე სოფია.
თქვა ლილემ და მანქანის საბარგულისაკენ წავიდა.
კალანდაძეც სახლისკენ ღიღინით დაიძრა,კარი შეაღო თუმცა იქ ვერავინ დაინახა.
გეზი მისაღებისკენ აიღო,იქაც არავინ იყო,ამიტომ მეორე სართულზე ასვლა გადაწყვიტა. კიბეზე ფეხი შედგა,როცა:
- მაშო!
მოესმა უკნიდან ყველაზე ნაცნობი, მონატრებული და საყვარელი ხმა
- ერეკლე შენ აქ რა გინდა?
ალუღლუღდა და ერთ ადგილას გაიყინა
- ეს ჩემი სახლია.
ჩაეცინა დადვანს
- რაა? ვერაფერი გავიგე!
აქეთ-იქით იყურებოდა გოგონა.
- მაშო..
ღრმად ჩაისუნთქა ერეკლემ-რაც წახვედი,დღე არ გასულა შენზე,რომ არ მეფიქრა,ყოველ წამს,ყოველ წუთს.. სიგიჟემდე მენატრებოდი,გამუდმებით შენი სახე მედგა თვალწინ. მაპატიე მაშო! საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ იმას,რაც იმ ღამეს გითხარი!
ნელა მიუახლოვდა გოგონას და სახე ახლოს მიუტანა
- მე ხომ გითხარი რომ აღარ მიყვარხარ და შენც აღარასოდეს დამენახებოდი!
შუბლი მამაკაცის შულს მიადო და გაიტრუნა.
- თვალებმა გაგყიდეს მაშო!
ჩაიცინა და ორივე ხელი მოხვია წელზე.-აღარასოდეს,არსად აღარ გაგიშვებ!
თქვა და უხეშად დაეძგერა გოგონას ბაგეებს. ჯერ ზედა ტუჩს უკოცნიდა,მერე ქვედას.ასეთი ვნებითა და სიყვარულით არასოდეს უკოცნიათ ერთმანეთისთვის
- წამოდი!
ხელი მოკიდა და ოთახში აიყვანა
კვლავ დაეძგერა მაშოს ტუჩებს. ნელა დააწვინა საწოლზე,ჯერ მთელი სახე დაუკოცნა,მერე ფრთხილად გახადა ტოპი,მაშოს ულამაზესი სხეულის დანახვისას ნერწვი მძიმედ გადაყლაპა. ნელა აასრიალა ტუჩები გოგონას სხეულზე.
- მზად ხარ?
ჰკითხა ჩახლეჩლი ხმით
მაშომ სწრაფად დაუქნია თავი და მთლიანად მიენდო მამაკაცს.
...
- მითხარი რომ გიყვარვარ!
თმაზე ეფერებოდა დადვანი გოგონას, რომელსაც თავი მის მკერდზე ჰქონდა დადებული.
- ხომ იცი,რომ მიყვარხარ ერეკლე!
ხელები უფრო მაგრად მოხვია მაშომ
- ისევ ჩემი ცოლი ხარ!
თბილი ტუჩები გოგონას შუბლს მიაწება
- ბეჭედი ჩანთაში მაქვს....
ღიმილით ახედა მაშომ
- რაა?! ის ბეჭედი არ გადაგიგდია?!
თვალები ბედნიერებისგან გაუფართოვდა დადვანს
- რომ მენატრებოდი იმას ვიხუტებდი.
გაეცინა მაშოს.
- ხვალვე დავბრუნდეთ თბილისში და გადავიხადოთ ქორწილი!
- რატომ ხვალვე?
თვალები აუციმციმდა კალანდაძეს-დღესვე!
- მაოცემ მაშო.
გადაიხახრახა დადვანმა.-კარგი,იყოს დღესვე!
თქვა,ტელეფონი მოიმარჯვა და სადღაც გადარეკა.

საღამოს მთელი სახლი მორთული,სტუმრები კი შეკრბილნი იყვნენ.
მაშოს კაბა ლილემ შეურჩია,სადა,მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. ბევრი არა,მაგრამ არც ცოტა სტუმარი იყო.
რადგან მაშოს მამა ქორწილს ვერ ესწრებოდა,გოგონა საკურთხევლამდე ნოემ მიაცილა.
ყველაფერი ზუსტად ისე იყო,როგორც მაშო ოცნებობდა.. დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა,ყველა აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო.

„წლის ყველაზე ლამაზი ქორწილი“ „ერეკლესა და მაშოს საოცარი ქორწილი“ „ერეკლე დადვანი და მაშო კალანდაძე კვლავ ერთად“ აჭრელდა პრესა მსგავსი სტატუსებით..
ყველას უხაროდა წყილის ბედნიერება.
...
არსებობს ბედისწერა? მე ვფიქრობ,რომ არსებობს. მაშოსა და ერეკლეს ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. იჩხუბეს,შერიგდნენ,გაბრაზდნენ,ეწყინათ,მაგრამ საბოლოოდ სადაც არ წავიდნენ მათი გზები კვლავ გადაიკვეთა. მაშო ერეკლესთან სამსახურში,რომ არ მისულიყო მაინც შეხვდებოდა სადმე,იმიტომ,რომ ეს ზუსტად ის შემთხვევაა,როცა ისინი ერთმანეთის ნახევრები..მეორე ნახევრები არიან!
კიდევ დიდხანს იქნებიან ერთად,ტკბილად და ბედნიერად.ეყოლებათ შვილები,შვილიშვილები,შვილთაშვილები.
და ვამბობ აღარასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს. რადგან ამ ორი სხეულის არსებობა,ერთმანეთის გარეშე,უბრალოდ წარმოუდგენელია!



№1 სტუმარი სტუმარი salomesalome

აუურამაგარიიიყოოო <3 <3

 


№2  offline წევრი კეროლაინი

სტუმარი salomesalome
აუურამაგარიიიყოოო <3 <3

მადლობა❤️

 


№3 სტუმარი lowonthe

ძალიან, ძალიან მომეწონა <3 ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალიხარაქ <3 მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოზრდილი იყო ისე ჩავიკითხე ვერც მივხვდი <3 ჩამითრია და თან მთელი გულიც ჩაიყოლა <3 მადლობა საღამოს გალამაზებისთვის <3333

 


№4  offline წევრი კეროლაინი

lowonthe
ძალიან, ძალიან მომეწონა <3 ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალიხარაქ <3 მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოზრდილი იყო ისე ჩავიკითხე ვერც მივხვდი <3 ჩამითრია და თან მთელი გულიც ჩაიყოლა <3 მადლობა საღამოს გალამაზებისთვის <3333

უღრმესი მადლობა არ იცით როგორ მაბედნიერებთ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგი და თბილი ისტორიაა ????????????

 


№6  offline წევრი კეროლაინი

სტუმარი ნინა
ძალიან კარგი და თბილი ისტორიაა ????????????

ძალიამ დიდი მადლობა ❤️❤️

 


№7  offline მოდერი abezara98

საოცრება blush ნამდვილად კარგი იყო, მომეწონა blush

 


№8 სტუმარი ნია

როგორი თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა <3

 


№9  offline წევრი კეროლაინი

abezara98
საოცრება blush ნამდვილად კარგი იყო, მომეწონა blush

მასლობა❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან კარგი იყო.სიამოვნებით წავიკითხე

 


№11 სტუმარი girliy

აურაკაიიიყოო❤❤❤ყოჩაღ

 


№12  offline წევრი კეროლაინი

სტუმარი სოფი
ძალიან კარგი იყო.სიამოვნებით წავიკითხე

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️

 


№13 სტუმარი ბუხარევა ბუხარევა

heart_eyes heart_eyes heart_eyes კარგი იყო ძალიან <3 ველოდები ახალს <3

 


№14  offline წევრი კეროლაინი

ბუხარევა ბუხარევა
heart_eyes heart_eyes heart_eyes კარგი იყო ძალიან <3 ველოდები ახალს <3

ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

სასიამოვნო თბილი წასაკითხი ისტორია იყო. მადლობა ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან მომეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent