შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 5.


29-06-2018, 02:03
ავტორი zia-maria
ნანახია 2 941

საინტერესოა ცხოვრება,მაგრამ უფრო საინტერესოა როცა თვით ცხოვრება გიგებს სიურპრიზებს იქ სადაც არ ელოდები.მხიარული და მშვენიერი დღე დიდი უბედურებით დასრულდა.სიზმარში გგონია თავი და უეცრად ფხიზლდები,შენს წინ საშინელი სცენაა და ვერ იაზრებ რომ ეს შენი ცხოვრებიდან ერთ-ერთი რეალური კადრია,კადრი რომელიც მთელი ცხოვრება თვალებში გექნება და ვერანაირად ვერ გააქრობ მას.გაინტერესებთ,რა მოხდა სინამდვილეში?მეც მაინტერესებს დღემდე,რადგან ვიცი არავის უკითხია რა მოხდა,არავინ დაინტერესებულა იმ დღევანდელი მკვლელობით.გიკვირთ ხომ?არა,გიორგი არავის არ უკითხია რა მოხდა,ვინ იყო დამნაშავე,მოვიდნენ სამართალდამცავები ხელები უკან გადამიგრიხეს,ნაროშნიკები დამადეს და წამიყვანეს.
-რა მოხდა,სად წაგიყვანეს.გაოცებული უცქერდა გიორგი.
-წინა დღით 15 წელი შემისრულდა,შეჯიბრზე ვიყავით წასული მამასთან ერთად მოსკოვში და იმ დღეს უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ,მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და თან შავი ქამრის მფლობელი.70-წონიანებს ვეჯიბრებოდი,მაგრამ ბოლო წუთებში ყველაფერი შეიცვალა და 15 წლიანი 20-წლიანთან შემაჯიბრეს და თან ის 90 კგ-ს იწონიდა რაც დაუშვებელი იყო.ვიღაცას ჩემი გაფუჭება უნდოდა,არ აწყობდათ მე რომ გამარჯვებული ვყოფილიყავი,ამიტომ ტრეინერმა გამიყვანა და თითქმის ტირილით მითხრა რომ დავნებებულიყავი უბრძოლველად.თუ უარს ვიტყოდი ქამარი მას დარჩებოდა ბრძოლის გარეშე და თუ შევებრძოლებოდი უნდა წამეგო.ორივე შემთხვევაში ჩემი  მოწინააღმდეგე გამოდიოდა  მოგებული,რადგან მას როგორც შემდეგ გავიგეთ ძალიან ბევრი ფული გადაეხადა,მან ის თამაში იყიდა და მის სასარგებლოდ უნდა დსასრულებულიყო ის შეხვედრა.ჩემში ქართულმა სისხლმა აყვირდა და მეც გადავწყვიტე შევბრძოლებოდი,რაზედაც ტრეინერის სასტიკი უარი მივიღე.
-ალიკა კარგად  მომისმინე,შენ ჯერ ბავშვი ხარ შვილო და ასეთი უამრავი თამაშები გაქვს წინ,კიდევ გექნება შანსი,მაგრამ ახლა უნდა დანებდე,მე შენ ყოველთვის მოგებულად ჩაგთვლი.გაბრაზებულმა შევხედე და ვუთხარი.
-მე არ მინდა მარტო თქვენ მთვლიდეთ გამარჯვებულად,აქ იმიტომ ჩამოვედით რომ უნდა მოვიგო და მე მოვიგებ კიდეც.შეცბა და მეხვეწა,მემუდარა ლამის დამიჩოქა ასაკით მამის ტოლმა კაცმა და მე არ დავინდე,პირდაპირ მივახალე.
-შემთხვევით შენც წილს ღებულობ იმის გამო,რომ მე არ მოვიგო ეს თამაში?გაბრაზდა და დაუფიქრებლად ხელი გამარტყა.15 წლის ბავშვი ვიყავი და ცრემლი მომერია,გაგულისებულმა გავედი საჩხუბრად ცრემლი მქონდა თვალებში ჩამდგარი და პირველი დარტმა ვერ ავიცილე,დავეცი მაგრამ გონი არ დამიკარგავს,მახსოვს მოწინააღმდეგემ ყურში მიჩურჩულა წაქსევისას.
-სისხლი გერჩის პატარავ?ჰოდა დაღვარე,აქედან შენი ფეხით ვეღარ გახვალ.თან ისე სადისტურად იცინოდა,ისეთი საზიზღარი ხმა ჰქონდა დღემდე მახსოვს ის ხმა.მალე ავდექი ფეხზე და გაბრაზებულ გულზე მოვსცხე,ღონე არ დავიშურე და ბოლოს ისეთი ძლიერი გამოდგა ჩემი დარტმა რომ ნოკაუტში ჩავაგდე რომელმაც გათიშა და ვეღარ ადგა ფეხზე ათ თვლაზე,ქამარიც და გამარჯვებაც მე დამჩა.უამრავი ქართველი ესწრებოდა ამ გამოსვლას და მეგონა დაინგრა დარბაზი,მიხაროდა მაგრამ თან ვტიროდი.მამა შევნიშნე ხალხში რომელიც იდგა და ტიროდა,ტიროდა სიხარულისგან და სიამაყისგან და თან ხალხს ეუბნებოდა ეს ჩემი შვილი არისო.გავითიშე,აზრზე რომ მოვედი ვიღაცას მხარზე ვყავდი შემოჯენილი და ასე დამარბენინებდა ხალხში,ესენი ქართველები იყვნენ.გზა დაგვილოცეს საქართველოსკენ და გახარებული დავბრუნდით,მამამ ტრეინერიც წამოიყვანა სახლში და სიხარულით სავსემ შევაღეთ სახლის კარი და აი აქ იყო სწორედ ჩემი სიხარულის დასასრულიც.
-საყვარელო სად ხარ,ჩვენი შვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.დედა გამოვიდა თავის საძინებლიდან ჯერ კიდევ საღამურები ეცვა,ცოტა ხანში კი უცხო მამაკაცი გამოვიდა იმავე საძინებლიდან და დედას უკან ამოუდგა ხელში კი იარაღი ეჭირა,მამას დაუმიზნა და შიგ გულში მოარტყა.მე დედას ვუცქერდი და მის თვალებში სინანული და ცრემლი დავინახე,ჩემს გვერდით წაქცეული მამა სისხლის გუბეში იწვა და სისხლი თანდათან ჩემს ფეხებთან მოვიდა.მამაკაცმა ჩემთან მოვიდა და იარაღი დამაჭერინა ხელში და მითხრა.
-მესროლე,მე ხომ მამაშენი მოვკალი. ჰოდა, მესროლე იცოდე სხვა დროს არ მოგეცემა სხვა შანსი.ჩემს გვერდით ჩემი ტრეინერი დადგა და მითხრა.
-არ გაბრიყვდე,არ გააკეთო სისულელე.მალე მოვიდა მილიცია და წამიყვანეს,ვინ დამიჯერა,ვინ მომისმინა მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩემი ტრეინერი და მითხრა.
-ალიკა მოვა დრო და სიმართლე გაირკვევა.სიმართლეს ვინ გაარკვევდა,10 წელი გამომკეტეს,გიორგი 10 წელი მომისაჯეს რომ საერთოდ არაფერი არ ჩამიდენია.ისე ჩაწყნარდა ეს ამბავი,წლების მანძილზე ყველას ეგონა ჩვენ მთელი ოჯახი მოსკოვში გადავედით,მე გავიმარჯვე და თავში ამივარდა აღარ ვმეგობრობდი ჩემს ქართველ მეგობრებთან.ჩემი ოცნებები და მიზნები ქარმა წაიღო,ჩემი ბავშვობის წლები როგორც ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ეს ნამსხვრევები დღემდე ჩემს გულშია და ყოველ მის გახსენებაზე საშინელ ტკივილს ვგრძნობ.
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შენ ამხელა ტკივილს ატარებდი,შენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდე სპორტს და არ უნდა დანებდე,უნდა ივარჯიშო და  თავი არ დაზოგო.
-თქვენს სახლს რა დაემართა ვინ ცხოვრობს იქ.
-არ ვიცი ვინ ცხოვრობს,არც ის ვიცი დედაჩემი სად არის რადგან ის მას შემდეგ არავის არ უნახავს.ჩაქვში გვაქვს სახლი,მაგრამ უპატრონოდაა ისიც მიტოვებული,იმდენი რამ მოხდა საქართველოში და იმდენი ლტოლვილია ალბად იქ ცხოვრობს ვინმე,არ ვიცი არაფერი.მე ძალა არ შემწევს იქაურობა შევაკეთო,არადა ბებიაჩემს იქ მისვლა სულს მოუბრუნებს.
-ალიკა ჩევენ ერთი გუნდი ვართ,ა ბიჭებო ვართ?
-რა თქმა უნდა ვართ.ყველამ ერთად წამოდგა და კიდევ ერთხელ ამდენი წლის შემდეგ ფიცი დადეს რომ ისინი ერთმანეთს არასოდეს არ უღალატებს.
-ამ ხელებს ვერავინი ვერ მოერევა მანამ,სანამ ჩვენ არ დავშლით და არ დავასუსტებთ მას.ღრმა სიბერემდე,ღრმა სიბერემდე  უნდა იყოს შეკრული ეს ხელები ასე ერთად და სულ უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთის ძალას.
-სიკვდილამდე ერთად,ერთმანეთის ცხოვრებით ვიცხოვროთ.თქვა ბექამ.მოულოდნელად კარი გაიღო და გაჭაღარავებული მამაკაცი ალიკას წინ დადგა.ალიკა დაიბნა მამაკაცს უცქერდა და ღიმილი მოეფინა სახეზე,რომელსაც ცრემლიც კი მოყვა და მამაკაცს ჩაეხუტა.
-მაპატიე,მაპატიე მე არჩევანის წინაშე დამაყენეს ან შენთვის უნდა მებრძოლა შენი უდანაშაულობისათვის,ან ჩემს ოჯახს უნდა დავმშვიდობებოდი ჩემს ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდნენ და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ.
-ახლა?ახლა რომ ვინმემ დაგინახოს ჩემს გვერდით, შარში იგდებ თავს.
-ახლა არ მეშინია,შენ სასჯელი მოიხადე,სასჯელი რომელიც შენ არ გეკუთნოდა.მე მზად ვარ ისევ ჩემთან მიგიღო და ისევ დაიწყო ვარჯიში,შენ თუ თანახმა ხარ.ალიკას ძალიან გაუხარდა რომ სპორტს დაუბრუნდებოდა,სპორტი ეს ხომ მისი მთელი ცხოვრებაა მაგრამ ჩაფიქრდა.
-რას ჩაფიქრდი,რას ელოდები ადექი და ახლავეს გაყევი.დაიწყე ვარჯიში და შენი დაკარგული სახელი აღიდგინე.
-ვიცი მაგრამ.............
-არანაირი და არავითარი მაგრამ,ვიცი რაც გადარდებს როცა სახლში არ იქნები,ნანი ბებოს მე წავიყვან და ჩემთან მეყოლება,შენ კი მიხედე შენს სახელს და შენს კარიერას.
-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
-გადაიხდი,როცა რინგზე გასულს გნახავთ.ალიკამ ყველას გადაეხვია და კაბინეტიდან ტრეინერთან ერთად გავიდა,გიორგი კი ლაშას მიუბრუნდა.
-ლაშა ეს არის ალიკას სახლის მისამართი ჩაქვში,აი ეს ნომრები ოთხი იქნებით დაურეკე ყველას და სანამ იქ სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება იქ იქნები.ეს ბანკის ბარათი და ზედ სოლიდური თანხაა,რომელიც რემონტისთვის საკმარისზე მეტია მხოლოდ ეს ალიკამ არ უნდა გაიგოს.ბექას კი სხვა დავალება მისცა.
-დაურეკე გელას ქავთაძეს და აუხსენი სიტუაცია,ეს კი ალიკას სახლის მისამართია სადაც გაიზარდა,დაზვერე კარგად ის ადგილი და გაიგე ვინ ცხოვრობს იქ ამჟამად.ალექს შენ აქ მჭირდები,ბექას საქმეებს აქ შენ მიხედავ დროებით, და ყველა დასაქმებული ვართ.ყველა გადიოდა უკვე თავ-თავის საქმის შესასრულებლად,რომ ლაშამ გიორგის შეხედა და გიორგიმ დაასწრო.
-გისმენ,რამე გინდა მითხრა?
-იმ დღეს, მიშკამ ფული მომცა და ეს ფული ჩემი არ არის გიორგი.
-შენია,რადგან მიშკამ მოგცა ეს ფული ესე იგი შენია და არ გაბედო კარტისკენ ხელი გასწიო.
-ყოველთვის მაინტერესებდა შენ საიდან იცნობ მიშკას და რატომ გაქვს ასეთი ახლო ურთიერთობა მასთან.კითხა ბექამ.
-წლების წინ ერთ გოგონას ქუჩაში მანქანა დაეტაკა,მომაკვდავი და სისხლიანი მიატოვა უპატრონოდ და გაიქცა.მეც შემთხვევით შევესწარი ამ ყველაფერს და უპატრონო,სისხლში ამოსვრილი გოგო მივიყვანე საავადმყოფოში.მილიციამ რომ შემხედა სისხლიანი ვიყავი დამაკავა,საბედნიეროდ გოგონას გონება არ დაუკარგავს და ხედავდა როგორ გავრბოდი ქუჩაში და ხალხს ვთხოვდი გზა დაეთმო.მამამისმა რომ გაიგო მე გადავარჩინე მისი შვილი,თავად მომაკითხა და სიმართლის გარკვევამდე ყოველ დღე ჩემთან იყო და მამხნევებდა.როგორც იქნა დამიხსნა იქედან,ეს გოგო კი მიშკას შვილი იყო.დრო გავიდა და არ ვიცი როგორ,მაგრამ მან იპოვა ის არაკაცი და გაუსწორდა,ჩვენ კი მეგობრები დავრჩით.მოდი არ გვინდა ამ თემაზე საუბრი და საქმეს მივხედოთ.
-კარგი,მე დღესვე წავიდე ჩაქვში ხო?
-საქმე არ გადავდოთ,შეკრიბე ყველა და დღესვე წადით.
-კარგი,ჩავალ და იქაურ მდგომარეობას შეგატყობინებ.ლაშა წავიდა,გიორგი ალექს მიუბრუნდა და უთხრა.
-ჭამე დღეს რამე?
-არა,არ გავსულვარ საერთოდ.
-მომშივდა მეც,კუჭი უკვე ფერხულს ცეკვავს და წავედით ვჭამოთ.ორივე წამოდგა და წავიდნენ ნაცნობი ადგილის დასაპყრობად,სულ ცოტა ხანში კი ბექაც შემოუერთდათ გელასთან ერთად და ოთხივემ ელეგანტურად,კლასიკურ ფორმაში გამოწყობილებმა შეაღეს ნაცნობი რესტორნის კარები და იქ მყოფთა ყურადღების ქვეშ მოექცნენ.თავიანთ ამოჩემებულ მაგიდას მიუსხდნენ და შეკვეთაც მისცე,შეკვეთის მოტანამდე ლაშას დაურეკა და ამბავი იკითხა.
-გზაში ვართ გიორგი მივდივართ უკვე.
-კარგია,ლაშა მუშების კვებას მიაქციე ყურადღება,ხომ იცი მუშებს კარგი კვება ჭირდება.ველოდები შენგან სიახლეებს.
-ყველაფერი კარგად იქნება გიორგი.დააიმედა ლაშამ და ბექას ტელეფონიც ახმაურდა,ბექამ დახედა ნომერს გაეღიმა და თბილად მოიკითხა.
-ჩემი ცქნაფა როგორ მყავს?
-როგორ უნდა ვიყო შენგან მოძულებული,სად ხარ,რატომ აღარ გახსოვარ?ქალაქში ხარ და გარშემო იმდენი გრძელფეხება გოგოები გახვევია შენი ანაბელი დაგავიწყდა ხომ?
-შენ ხომ არ ფიქრობ,ცოტა ზედმეტებში გადადიხარ.გაუბრაზდა ბექა.
-საერთოდაც არა,ვიცი რომ სიმართლეს რომ გეტყვიან ეს მწარეა.არც ანამ დააკლო გაბრაზება
-რაც გინდა ის იფიქრე,შენ ხომ მაინც არ მისმენ.
-რა მუსიკების ხმა მესმის,სად ხარ ერთობი ხომ?
-ვერთობი ხო,გვერდით ჩემი ფისო მიზის და ვეფერები,ისე კრუტუნებს ლამისაა შემომეჭამოს.
-ნეტა დაგანახა რძალო ახლა ის არსება ვისაც ეს უნამუსო ეფერება.უთხრა გელამ და ყველამ გადაიხარხარა.
-გიორგიც მანდ არის?
-აქაა ჩვენი ნაჩალნიკი,გინდა დაელაპარაკები.
-მიეცი ტელეფონი.
-გიორგი გამოძახებაში ხარ სასამართლოზე.
-გისმენ საყვარელო,მოგენატრა ჩემს ნერვებზე ცეკვა?
-არა საყვარელო შენი დახვეწილი ჰიუმორი მომენატრა.
-გენათალეეეე,როდის მოდიხარ ქალაქად ხაშურელო ქსენია?
-ეგოისტო რატომ არ ფიქრობ ჩემზე?
-მე?მე ვარ ეგოისტი?ქსენია შენ ხომ იცი ძალიან აწეწილი გაქვს ნერვები და რა დაგამშვიდებს?უთხრა და თან ბექას გახედა.
-რა დამამშვიდებს შენი აზრით,მაგრამ შენ როდის იყო აზრიანს ამბობდი რამეს.
-სიყვარული ქსენია სიყვარულიიი,რომელიც ქორწინებით ინკურნება.შენც სწორედ ეს სიყვარული დაგამშვიდებს და დაგაწყნარებს,ასევე დაგატკბობს ისე რომ მწარეს თქმა სულ დაგავიწყდება.თაფლი გახდები,თაფლიიი.
-საზიზღარი ხარ,როდის გამოიქროლებ აქეთ?
-რავიცი,ვიხრჩობით საქმეში,მაგრამ გამოვიქროლებთ ერთ დღეს.
-გიორგი......
-დამაცადე ახლა ჭამა, მშია დღეს არაფერი არ მიჭამია.
-კარგი აბა გემრიელად მიირთვით.
-ქსენია ჩემი მარო მომიკითხე.უთხრა გათიშვამდე და ანამ იმხელა იყვირა ყველამ გაიგონა მისი ხმა.
-მაროოოოო.
-ჰა,რა გაყვირებს გოგო.გაიგონა გიორგიმ მარიამის ხმა.
-შენმა მიხამ მაგიკითხა ქალოოო
-მეც მამიკითხე ჩემი მიხაი.არც მარიამი არ ჩამორჩა ანას იუმორს რასაც საერთო გულიანი სიცილი მოჰყვა ბიჭების.
-შე საძაგელო სკიპერო გაქვს ჩართული?იდიოტების ხროვას მოუყრია თავი.მიალანძღა ყველა ერთად და გათიშა ანამ.
-ძალიან ენამახვილია ჩვენი სარძლო.თქვა ალექსანდრემ.ყველამ რომ შეივსო კუჭი და ფერი მოუვიდათ გელამ გიორგის შეხედა და რამოდენიმე მამაკაცის ფოტო დაუდო წინ.
-გიორგი გეცნობა ეს ხალხი?მე ბევრჯერ მყავს ეს ორი შენს კომპანიაში ნანახი,დააკვირდი კარგად და ამოიცანი.ის რაც უნდა გითხრა,ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო შენთვის.გიორგიმ ფოტოები აიღო ხელში და გაოცებულმა უთხრა.
-რა დაკვირვება ამათ ფოტოებს უნდა,ესენი ორივე ჩემს კომპანიაში მუშაობდა.რა ხდება,ასეთი მნიშვნელოვანი რა უნდა მითხრა.
-ეს მამაკაცი არის მიხეილ ბაქრაძე და ახლა კი შენ მას იცნობ როგორც მზარ გეგენავას.
-ეს როგორ,ერთ ადამიანს ორი სახელი და გვარი აქვს?იკითხა ბექამ გაოცებულმა.
-ვისაც გაუდის ბესარიონ მას აქვს და ახლა მომისმინეთ,ეს ადამიანი არის ძებნილი რუსეთში,ნაცნობის დახმარებით შეიცვალა ვინაობა,საცხოვრებელი ადგილი და შემოძვრა შენთან ბიზნესმენის სახელით,მას ბიზნესის არაფერი არ გაეგება გიორგი ის არის ძალიან საშიში ადამიანი,ადამიანი რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი და ადამიანი რომელმაც მკვლელობების მეტი ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებია.ეს არის ადამიანი,რომელიც დახარბებულია სხვის ქონებას და რაც აქვს ყველა მისი მხვერპლისგან აქვს დარჩენილი.უფრო გაგვიადვლდებოდა მისი გაკონტროლება,მაგრამ როგორც მივხვდი თქვენგან წავიდა რადგან წეღან თქვი ყოფილი პატრნიორიო.გიორგი ეცადე,რომ დაბრუნდეს და უფრო ადვილი იქნება მისი აყვანა.მეორე მამაკაცი?
-მეორე მამაკაცი ალბად ამ არაკაცმა ჩაითრია,თორემ არააქვს ბინძური წარსული,ჩემი ნათლიაა და მამაჩემის შექმნილი კომპანიის წართმევა მომინდომა.
-გასაგებია,მაგრამ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია თქვენგან არ უნდა გავიდეს,რადგან უკვე ეს ორი ძებნაშია,ვიცით მათი ადგილი სადაც არიან,სადაც ცხოვრობს მისი ოჯახით ჩვენი ძებნილი და მისი ყოველი ნაბიჯი გათვლილია.ეცადეთ დაუახლოვდეთ ისევ და ახლოს გვყავდეს,რაც შეეხება ალიკას ძველ სახლს ეს გეგენავა ცხოვრობს,მას არანაირი ფიზიკური სიახლოვე არ ჰქონებია ალიკას დედასთან,ეს ყველაფერი მოწყობილი იყო ალიკას ცხონებული მამის გასანადგურებლად და ჩანაფიქრი განახორციელა,ალიკას დედა ასე რომ არ მოქცეულიყო და არ დაჰყოლოდა მის სიტყვებს,ალიკასაც მოკლავდნენ და თავად მასაც,თუმცა ის ქალი იმ დღის შემდეგ არავის არ უნახავს არც ცოცხალი და არც მკვდარი,ის გაუჩინარდა გაურკვეველ მდგომარეობაში.იმ სახლში კი გეგენავამ დაიდო ბინა მის ოჯახთან ერთად.ეს იყო მისი ოცნება, ოჯახი დაშალა და ალიკა ციხეში გაისტუმრა 10 წლით.ეს ალიკამ უნდა გაიგოს,რადგან მას ჰგონია დედამ ის და მამა გაყიდა ვიღაც საყვარელზე და დღემდე ეზიზღება.
-ალიკა კარგი ვარჯიშით დაიბრუნებს ძველ სახელს და ტიტულს,ის სულ მალე საქართველოს სიამაყეც გახდება.
-ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი მის ადგილზე დადგება.
-ბესარიონ იცი ახლა რა მინდა?
-მივხვდი რაც გინდა და რა ვქნათ,წავიდეთ?
-წავიდეთ,ტირიფების შრიალი მომენატრა ძალიან.წამოხვალთ?
-არ ამბობთ სად მიდიხართ და ჩვენ ნაზიკოს ბატებივით წამოგყვეთ?
-ნაზიკოს ბატები იქ არ ახსენო.სიცილით თქვა გიორგიმ.
-მოიცა,მართლა ნაზიკო ჰქვია სარძლოს?გაკვირვებულმა შეეკითხა გელამ.
-ანას და მარიამის ბებოს ჰქვია ნაზიკო.აუხსნა სიცილით ბექამ და გიორგიმ სახლში დაურეკა დედას რომ შესაძლებელი იყო ამ ღამით არ მისულიყო და არ დალოდებოდა.ჯერ მარკეტში გაიარეს და იმდენი რამეები იყიდეს მანქანა გაავსო და წავიდნენ,გზიდან კი ბექამ დარეკა.
-ცქნაფა რას შვრები.
-შენი ცქნაფა ტირის ბესარიონ.მარიამი აკისკისდა ტელეფონში.
-რატომ,რა ატირებს?გაუკვირდა ბექას.
-მამიდამ და ძიამ დარეკა მოდიან,მაგრამ მალე დაბრუნდებიან უკან და ანას კატეგორიულად გამოუცხადეს რომ აქეთ უნდა დარჩეს.
-მართლა?
-ხო,სამუშაო იშოვე და მანდ იყავიო.
-ეს ხომ კარგია და მაგას რა ატირებს, მართლა ტასიკოს ბატი რომ არის.
-ნუ მიშლი ნერვებს თორემ სისხლს გაგიშრობ.მოესმა ბექას ანას ხმა.
-ვის ეუბნება მაგი სისხლს გაგიშრობო,მე?
-დიახ,დიახ სიძევ ბატონო.კისკისებდა მარიამი.
-მარიამ რა კარგ ხასიათზე ხარ.გაეღიმა გიორგის.
-რაო მიხავ,გისმენს მარიამი.ისევ კისკისებდა.
-მარიამ ტირიფებში ქეიფი მოგვენატრა.უთხრა გიორგიმ.
-მერე ტირიფები ისევ იქ დგას სადაც დატოვეთ,შენ უნდა მიხვიდე იქ ისინი ვერ ჩამოგაკითხავს თბილიში.
-ხოდა მოვდივართ,მაგრამ არ უთხრა მაგ ბატს.
-კარგი,ერთი პირობით.ეშმაკობდა მარიამი,გიორგის კი უხაროდა მისი ტიტინის მოსმენა.
-რა პირობებს მიყენებ აბა მითხარი.სიცილით შეხედა და ბექასაც დააინტერესდა რას ეტყოდა მარიამი.
-უნდა მითხრა რა უთხარი ალექსანდრეს,მთელი ეს დრო პირი რომ მოაკეტინა ანაბელს და რასაც უნდა იმას აკეთებინებს.წამოწვება ჰამაკში და ანაბელ წყალი,ანაბელ წვენი,ანაბელ ნაყინი,ანაბელ მშია.ალექსანდრეს ვეღარ ერევა და ახლა მე მიშრობს სისხლს,გიორგი გთხოვ რა მეც მითხარი რომ მეც დავიხვიო თითზე,რომ მოვაკეტინო ერთი გახედვით როგორც ალექსანდრე უკეთებს.
-მართლა?გიორგიმ მანქანა გააჩერა,გვერძე მიაყენა და გულიანად იცინა.
-ვაიმე,ალექსანდრეს კარგი საჩუქარი უნდა ვუყიდო ხედავ როგორ მოაკეტინა და გველთევზა ვეღარ დასრიალობს?
-მიდი რა ნუ იცინი,მითხარი.აუ მოდის,კარგი აქ რომ მოხვალ მერე მითხარი.ბოლო სიტყვები უჩურჩულა მარიამმა.
-რას ჩურჩულებ,ან ვის ეჩურჩულები.თავზე დაადგა ანა მარიამს.
-შენ ვინ გკითხავს მე ვის ვეჩურჩულები,ესეც შენ უნდა დაგეკითხო?შეუბღვირა მარიამმა
-გიორგუნას ვეტყვი,რომ ვიღაცას ეჩურჩულები.
-გიორგის ვინ კითხავს ჩემს გაკონტროლებას ჩემი ძმაა,ბიძა თუ მამა,მას ჩავაბარო აჩოტები მე ვის დაველაპარაკები?
-შენი გულის ვარდია, მარიამ მე ვერაფერს გამომაპარებ.
-იდიოტო რას ჩერჩეტობ,კიდევ კარგი ტელეფონი გავთიშე თორემ ხომ გაიგონებდა.
-ააააა,წამოგცდა შენი გულის ვარდს ელაპარაკებოდი და ჩემი გულის კიბოს?
-რა ახალ-ახალ სახელებს იგონებ ანაბელ.
-რაო სიყვარულში დამწვარმა მაჩომ?მარიამს ეგონა ტელეფონი გათიშული ჰქონდა,არადა ბიჭებს ყველაფერი ესმოდათ და იცინოდნენ.
-შენ რა, ისევ იტირე?
-მარიამ ნუ დახტიხარ მინდვრის კალიასავით აქეთ-იქით და მითხარი რაო სიკალულმა,ლა მინდაო?
-ანა ნუ ხარ სადისტი,თორემ ვეტყვი ბესარიონს ღამ-ღამობით მის ფოტოებს რომ დასტირი.ერთი მითხარი, სად ნახე ცოცხალ ადამიანს ფოტოებზე რომ დასტირიან.
-უთხარი,ბექამ ისედაც იცის რომ მენატრება და ბესარიონს ნუ ეძახითქო რამდენჯერ გითხარი.
-ხო,კარგი და ნუ იბღვირები.
-მარიამ შენ არ მოგენატრა შენი გიორგუნა?
-ვეტყვი გიორგუნას რომ ეძახი.
-სანამ თბილიში ჩახვალ დაგავიწყდება.გაეცინა ანას.
-ანაბელ მოდიან ბიჭები.
-მართლა მოდიან?გაუხარდა ანას.
-მითხრა გიორგიმ არ მეთქვა შენთვის მაგრამ მაინც გითხარი.
-მაგას გეჩურჩულებოდა ბელკაია გიორგუნა?არ უთხრაო ხომ?აი ნახე რა ვუქნა მაგას,ერთი სურვილი ხო მართებს ჩემი,ახლა გამოვიყენებ და ტაში ბიჭო გიორგუნა უნდა ვაცეკვო.იცინოდა ანა და ბიჭებიც აყვნენ სიცილში.გიორგიმ ტელეფონი გათიშა და სახე გაბადრულმა გააგრძელა გზა,ბიჭებს კი უთხრა.
-არ შეიმჩნიოთ არაფერი,არაფერი არ გაგვიგონია.უკვე საღამო იყო ადგილზე რომ მივიდნენ და პირველი რაც თქვა გიორგიმ ტირიფებში წასვლა იყო,ეს ხომ მათი უნიკალური ადგილია.გელა და ალექსანდრე გაოცებული იყვნენ იმ ადგილის სილამაზით,ქეიფობდნენ რომ ოჯახს სიხარული გაუორმაგდა და წლების უნახავი შვილი და სიძე ესტუმრა ნაზი ბებოს და ალექსანდრე პაპას.მონატრებული მშობლები და ერთადერთი ძმა მოისიყვარულა ნინომ და ბავშვები მოკითხა,უთხრეს სადაც იყვნენ და მალე დაბრუნდებოდნენ.სიხარულისაგან ტიროდა ნაზი ბებო და ალექსანდრე აწყნარებდა მისი გაუხეშებული ხელებით საიდანაც დიდი სითბო და სიხარული გადმოდიოდა მისგან.მოვიდნენ ახალგაზრდები და მარიამი სიხარულისაგან აყიჟინებული შეხვდა მონატრებულ მამიდას,ბავშვებით რომ იჯერა გული ნინომ შვილთან ცალკე დალაპარაკება მოინდომა და ცალკე გაიყვანეს მშობლებმა რომელიც არ ჩანდა კმაყოფილი და გაბუსხული იჯდა.ყელში რომ ამოუვიდა მშობლების საუბარი მოულოდნელად ხმამაღლა იყვირა რომელიც ყველამ გაიგონა.
-თქვენ გინდათ ასე ადვილად მივატოვო ყველაფერი და აქ დავრჩე?იქ ჩემი სამსახური?კარიერა?მეგობრები?როგორ მივატოვო ეს ყველაფერი,როგორ.ანა ხმას ვერ აკონტროლებდა და თან ცრემლი ერეოდა მის ხმას.
-მომისმინე შვილო.მოთმინება დაკარგული მამა ცდილობდა შვილს კარგი სიტყვებით მოფერებოდა და თან აეხსნა მდგომარეობა,მაგრამ ანამ ყურებზე აიფარა ხელი და არ უნდოდა არაფლის გაგონება.ნოდარმა მეუღლეს გადახედა და გაბრაზებულმა თქვა.
-ეს გასულელდა მგონი,მომისმინე შე ეშმაკო მელია.
-არ მოგისმენ,რადგან არაფლის გაგონება არ მინდა.
-დაჯექი ახლავეს და მომისმინე.დაიქუხა ნოდარის ხმამ და ანა შეშინებული დაჯდა.-შენც მომისმინე და დამეთანხმე რომ ეს გოგო არ არის,ეს არის ეშმაკად დაბადებული.რატომ გამოიქეცი,რა უქენი იმ ბიჭს,შენ გოგო ხარ ნაზი და ფერია თუ ბიჭი ხარ გამაგებინე.ვინ გასწავლა უცხოსთან ასეთი მოქცევა,ეს როგორ გაბედე,როგორ.ყვიროდა უკვე ნერვებ აწეწილი ნოდარი და ანას ხელით აჯანჯღარებდა,ძირს კი ყველა გაოცებული ისმენდა მათ საუბარს.ნაზი ბებომ კი დადასტურებულად თქვა.
-რაღაც გააფუჭა იქ და აქ შეგვაფარა თავი.ბექას გაეცინა და უცებ დასერიოზულდა,რომ არავის შეემჩნია მისი ღიმილი.
-ასე მოუხდებოდა მას დაიმსახურა,დამსახურებულად არავისზე გადამივლია ჩაი თავზე,ჯერ გოგოსთან საუბარი და მოქცევის წესები ისწავლოს და მერე აარჩიოს საცოლე.
-ნინო გესმის რას ამბობს?საავადმყოფოში წევს ბიჭი დამწვრობით.შენ ვინ ხარ კლეოპატრა თუ ინგლისის დედოფალი შენი მოსაწონი რომ არავინ არ გამოჩნდა,სახე როგორ დაწვი უცხო და უცნობ ადამიანს,როგორ.გული არ გაქვს?თუ გაქვავებული გაქვს,ვის გავხარ,ვის.
-მე არ ვარ დამნაშავე,მან დააშავა და სასჯელიც მიიღო.
-რა სასჯელი.
-ჩაი სახეში.
-ხელი როგორ ავწიო და როგორ გცემო ამხელა ქალი,პატარა არ მიცემიხარ.ნინომ ხელი მოკიდა მკლავზე გაგიჟებულ ნოდარს იფიქრა არ დაარტყასო,მაგრამ მას მიუბრუნდა და უყვირა.
-ნუ მაკავებ შენ,ესაა შენი გაზრდილი შვილი.
-ხოდა,შენ აღზარდე უკეთესად.
-შენ შენი უნაირო ხასიათით ერთ დღესაც ვერ გაჩერდები უცხო სახლში,უცხო ოჯახში და უცხო ხალხში.შენ,შენ მეორე დღესვე გამოგაგდებენ,არ გაგაჩერებენ ოჯახში არა.
-აბა კი, გამომაგდებენ. ვინ გამომაგდებს?
-ვინ?ვინ და ქმარი.
-ასეთი ქმარი არ მეყოლება.
-აბა როგორი ქმარი გეყოლება შენ,ნასწავლი და განათლებული არ გინდა.არისტოკრატიული წრის მამაკაცი არ გინდა,მდიდარი არ გინდა.
-მამა მე უნდა მიყვარდეს და უნდა ვუყვარდე,მე სიმდიდრეზე და ფულზე არ ვამახვილებ ყურადღებას.იყოს ღარიბი,მაგრამ მთავარი ისაა,რომ მე მას ვუყვარდე და დამაფასოს.
-ვინ დაგაფასოს, წამოგიარს ერთ დღეს და თეფშით სუპს გადაავლებ თავზე,გგონია ამას და ასეთ ქცევებს გაპატიებს ვინმე?ვაიმე გული,გული მაქვს ცუდად.
-მამაააა,რა მოგივიდა.მაპატიე მამიკო, მე არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა.
-წყალი,წყალი მომაწოდე.
-აი წყალი,დალიე და გული დაგიმშვიდდება.ნოდარმა წყალი დალია და ანას შეხედა.
-უკეთ ხარ?
-კი,უკეთ ვარ.
-ფული მომეცი რა.
-ჰმ,ფული?
-ხო,ფული.
-რამდენი.
-რამდენიც გემეტება.ნოდარს გაეცინა,თავი გააქნია და ჯიბიდან საფულე ამოიღო გაშალა და ანამ რამდენიმე მწვანე ამოიღო,მამას მსუქანი ლოყები დაუკოცნა და ძირს ჩავიდა.ალექსანდრემ შეხედა და ხმამაღლა თქვა.
-ხმა არ ამოიღოთ,მაფია მოდის.ყველას გაეცინა და ახლოს მისულს ალექსანდრემ უთხრა.
-რამ მოგაფაფიქრა ცხელი ჩაის შესხმა  ადამიანზე.
-ალექსანდრე მიფრთხილდი.
-ანაბელ საყვარელო მეც მიფრთხილდი.
-მეზიზღები შენც და ვინც მაგ სალაპარაკო თემა მოგცა ისიც მეზიზღება.გიორგის შეხედა ანამ და გიორგიმ ენა გამოიყო სხვებისგან დაფარულად.
-მეც მიყვარხარ მამიდაშვილო,ბედნიერების რა გითხრა უბედნიერესი ვარ აქ რომ რჩები,ჩემთან და გპირდები ძალიან ვიხალისებთ.
-დალიე ეს დალიე და ნუ ხარ ასეთი ემოციური.მოესმა ანას დედის ხმა რომელიც კაპლის ასმევდა ნოდარს.
-შენი ბრალია მისი ასეთი თავგასულობა,შენ გააფუჭე,ვერ აღზარდე კარგად.
-ახლა მე ვარ დამნაშავე?შენ ხარ დამნაშავე,შენ და არავინ სხვა.დაგავიწყდა როგორ ამბობდი?ჩემი ერთადერთი შვილია,როგორ უნდა ვუთხრა რამეზე უარიო.მანქანა 16 წლის ასაკში უყიდე და მას შემდეგ სახლში როდის შემოდის და როდის გადის ვეღარ ვგებულობ.მას მამის სიმკაცრე აკლია და ეს შე დააკელი.
-გოგო დედამ უნდა აღზარდოს.მე სულ მივლინებაში ვიყავი,თან უნდა მეტარებინა სადაც წავიდოდი?უყვირა ნოდარმა ნინოს.
-კარგი,კარგი ნუღარ ნერვიულობ.წვნიანს შეჭამ?წამოდი ძირს ჩავიდეთ, სირცხვილია.
-აქ მგონი გიორგის მოვკარი თვალი და ანა მას უნდა ჩავაბარო,სხვას არავის არ დაუჯერებს.
-გიორგის ისე ეშინია ხომ კანკალებს  მის შეხედვაზე.ირონიულად უთხრა ნინომ.
-მიხედავს,მხოლოდ ის მიხედავს.ორივე შეუერთდა ძირს თავმოყრილებს და ნაზიმ უთხრა სიძეს.
-ასე რამ აგანერვიულა შვილო.
-რამ ამანერვიულა?თქვენი გაფუჭებულია,ყველა ეფერებით და აუვარდა თავში ეს მოფერება.ნოდარი ისევ ბრაზობდა,შემდეგ გიორგის შეხედა და უთხრა.
-გიორგი გამეხარდა შენი ნახვა,როგორ ხარ ხომ აეწყვე აქეთ.
-მადლობა ძია ნოდარ კარგად ვარ.
-იქნებ ეს თავგასული თავკოპალა შენთან მოაწყო სამსახურში და ახლოს გეყოლება თვალყურის სადევნებლად.იქვე გაბუსხულად მჯდარ ანაზე ანიშნა ნოდარიმ.
-რატომაც არა,ჩემთან მეყოლება არ ინერვიულოთ და თუ არ დამიჯერა მივათხოვებ ისეთ ვინმეს,რომელიც გამოასწორებს და ჭკუას ასწავლის.
-ვინ ასწავლის ჭკუას,გგონია დაუჯერებს ვინმეს?კი,როგორ არა.
-ნუ გადაიწურავთ იმედებს ძია ნოდარ.
-გიორგი ის ბიჭი ვინ არის,დაქორწინებულია?გიორგიმ გაიხედა და ბექას შეხედა რომელიც მარიამს ელაპარაკებოდა და ორივე იცინოდა,თავადაც გაეცინა.
-არა,ძია ნოდარ არ არის დაქორწინებული ჩემი კარგი მეგობარია.
-რაღაც აზრი მომივიდა და უნდა დაველაპარაკო.
-რაზე უნდა დაელაპარაკო.გაუკვირდა გიორგის მაგრამ მიხვდა,რომ რაღაც ჩაიფიქრა ანას დასაჭკვიანებლად და გაიფიქრა, ,,კარგი საკბილო ნახე,ისედაც გიპირებდა სიძეობას''.
-დავუძახებ და დაელაპარაკე.გიორგიმ ბექას დაუძახა და სერიოზული სახით უთხრა.
-ბექა მოდი აქეთ,გეძახოს ძია ნოდარი რაღაც უნდა რომ გითხრას.გაუკვირდა ბექას და ახლოს მივიდა ორივესთან.დიდხანს საუბრობდნენ სამივე ყველასგან განმარტოვებულად და ბოლოს გაუბედა თავისი სათქმელი ბექას.
-მომისმინე ბექა შვილო,მე შენ მომეწონე როგორც ადამიანი და შემდეგ გიორგი გენდობა,გიორგი თუ გენდობა ესე იგი მეც გენდობი.მე სათხოვარი მაქვს შენთან,მაგრამ მინდა ეს მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ.
-გისმენთ,თუ შემიძლია თქვენი დახმარება და ჩემს ძალებს აღემატება მე  მზად ვარ დაგეხმაროთ.
-მიმიხვდი, შენ მართალი ხარ მე შენი დახმარება მჭირდება.
-მითხარით ბატონო ნოდარ რაში დაგეხმაროთ,ვერ გავიგე რას ითხოვთ.
-ჩემს შვილს ძალიან ცუდი ხასიათი აქვს,ძალიან ცუდი.მე მინდა და მოხარული ვარ თუ ვინმე ჭკუას ასწავლის.აი რაში მჭირდება შენი დახმარება.ბექას ჩაეცინა და გიორგის შეხედა.
-რატომ გაჩუმდი,ძნელია და ვერ აიღებ თავზე ხომ?
-არა,არა კარგად  მიგიხვდით.
-მაშინ დაიმახსოვრე რომ მკაცრად უნდა  მოექცე,მაგასთან მოფერება არ გადის.
-თქვენ ამბობთ,რომ უნდა ვეუხეშო და უნდა შევაშინო?ბატონო ნოდარ მე ვგავარ ჯადოქრს?
-არა,ჯადოქარს არ გავხართ,მაგრამ ცოტა ხნით უნდა გადაიქცეთ ჯადოქრად.
-მაპატიეთ,ვერ ვიზამ ამას.მე ქალს უხეშად ვერ მოვექცევი.გიორგიმ თვალები დაუბრიალა ბექას და თვალებით უთხრა რომ დათანხმებულიყო მის თხოვნას.
-ვთქვათ დაგთანხმდით,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი?
-ალბად ერთი ან ორი თვე,ეს დრო მეც აქ ვარ საქართველოში და მეც მკაცრი ვიქნები მის მიმართ.
-კარგი,თანახმა ვარ მოგეხმაროთ,მაგრამ....................
-რა მაგრამ.
-ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი.
-ჯერ მოვარჯულოთ და  მომავალზე მერე ვისაუბროთ.უთხრა ღიმილით ნოდარმა და ისეთი ბრაზიანი თვალებით გახედა ანას რომელმაც უმალ იგრძნო რომ ეს სამი მასზე საუბრობდა.თვალს არ აშორებდა და საოცრად აინტერესებდა რაზე საუბრობდნენ ისინი.
   ანა ძალიან აქტიური,ცოცხალი და მკვირცხლი პიროვნებაა.ძალიან ადვილად შეუძლია ყველა სიტუაციის თავისად შებრუნება.გულში ბოღმას არასდროს იდებს,მაგრამ არც ივიწყებს რამეს.ახლაც ჩაფიქრებულია,ზის და ფიქრობს როგორ გაიგოს თუ რაზე საუბრობენ,არადა იცის რომ საუბარი მას ეხება.ხვდება,რომ ნოდარი მის დასასჯელად რაღაც გეგმა შეიმუშავა.ამ საქმეს აჩქარება არ სჭირდება,არადა როგორ ჩქარა უნდა რომ გაიგოს.ამ ფიქრებშია,რომ ეზოს თეთრი მერსედესი მოადგა გაბმული სიგნალით,ყველამ ჭიშკრისკენ გაიხედა და მანქანიდან ულამაზესი გოგონა გადმოვიდა.ანა ფეხზე წამოფრინდა და ახალ მოსულს გადაეხვია,გიორგიმ რაღაც ეშმაკურად ჩაიცინა და ალიკას ნომერი აკრიბა.
-გიორგი დამასწარი,ახლა უნდა დამერეკა შენთან როგორ ხარ.
-მე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ.
-ახლა დავასრულე ვარჯიში,მხოლოდ ტრეინერი სხვა არის.
-რატომ შეგიცვალა.
-ეს უფრო ახალგაზრდაა და ახალი მეთოდებით გვავარჯიშებს.თქვენ სად ხართ.
-ჩვენ ხაშურში ვართ, მოხვალ?
-ახლა?გვიანია სანამ მე მანდ ჩამოვალ უკვე დაბინდდება კიდეც უკვე გიორგი.
-არა უშავს,მომისმინე წამოდი ტაქსით და აქედან ერთად წავალთ.მისამართს  მოგწერ სად უნდა მოხვიდე,ძალიან გთხოვ მოდი რა.ვარჯიშს არ ჩაგიგდებ,ხომ იცი ყველაზე მეტად მე  მინდა რომ კარგად ივარჯიშო და ფესვები გაიდგა სპორტში ალიკა.
-კარგი,მომწერე მისამართი და ავიყვან ტაქს რომ გამოვალ,წყალს გადავივლებ.გიორგიმ მისამართი მიწერა და უხაროდა მისი გეგმის მიხედვით რომ მიდიოდა ყველაფერი.მარიამს ანიშნა და გვერძე გაიყვანა სალაპარაკოდ.
-მარიამ ეს გოგო ვინ არის,თქვენი რაა.
-ეს ანას მეგობარია,ერთად სწავლობდნენ.მხოლოდ თბილიში ცხოვრობს,აქ ბებია ყავს და ალბად მასთან იყო.რა ხდება,რატომ დაგაინტერესდა?
-კარგია,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.ჩემი მეგობარი მოვა და მას უნდა გავაცნოთ.აღტაცევული საუბრობდა გიორგი.
-რას წარმოადგენს შენი მეგობარი,პუტკუნა რომ არის?
-სპორტსმენია,დიდი სპორტსმენი და შავი ქამრის მფლობელი.მერე რა,რომ პუტკუნაა სამაგიეროდ ხორციანია.ესეც ანასავით გიჟია?
-არა,ეს წყნარი თბილი და საყვარელია.ყველა ერთად ხუმრობდა და იცინოდნენ,რომ ალიკაც მოვიდა.მასპინძელი სტუმარს შეეგება და ალიკა ყველას მიესალმა,შემდეგ თვალი სწორედ სტუმარ გოგონას დაადგა,რომელიც თავადაც გაოცებული უცქერდა ალიკას.გიორგი ორივეს ყურადღებით უცქერდა და გრძნობდა,რომ ეს ქალი ალიკასათვის სულ მალე გახდებოდა ყველაფერი.
-რას შვრები,დაიღალე?
-რა დამღლის,გიორგი 31 აგვისტოს პირველი გამოსვლა მაქვს.
-ღელავ?
-ვღელავ,მაგრამ გადავლახავ.
-კარგია,ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ და იმ დღეს ყველა გაგამხნევებთ.
-ჩვენც ჩამოვალთ და დავესწრებით.უთხრა ანამ.
-ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.გაუბედავად თქვა ალიკამ.ჯერ კიდევ მორცხვად იყო უცხო ხალხში.გიორგიმ ანას ხელი ჩაკიდა და გვერძე გაიყვანა.
-რა გინდა,რა არ გასვენებს და მერე იტყვი შენი ბრალიაო.
-ნუ წიკვინებ და ნუ ტლიკინებ,მომისმინე.შენები რომ წავლენ ჩემთან გადმობარგდები და თან ჩემთან იმუშავებ,გაწყობს?ერთად წავალთ და ერთად მოვალთ სახლში საღამოს.
-ძიძა არ მჭირდება,ჩვენ უკვე გვაქვს ბინა.მოიცადე ამას ლაპაკობდით დღეს სამივე?კითხა ანამ. 
-ეს არაა შენი საქმე ჩვენ რაზედაც ვლაპარაკობდით,შენ არ გეხება,მაგრამ რაც გითხარი ეს ასე იქნება.ახლა მეორე და მნიშვნელოვანი.ალიკას შენი მეგობარი მოეწონა და როგორ მოვახერხოთ ისინი ერთად რომ წავიდნენ თბილიში.
-მაგას დღესვე მოვაგვარებ,გეგმა მაქვს და ცოტა ხანში გაიგებ.მეც მომივიდა რაღაც იდეა თავში ალიკა რომ დავინახე.უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-იცი რომ ხანდახან საშიში ქალი ხარ?სიცილით უთხრა გიორგიმ
-ეს მხოლოდ ხანდახან და კიდევ კარგი სულ არ ვარ ასეთი აუტანელი.სულ ცოტა ხანში ნოდარიმ შეამჩნია,რომ ანა არ იყო მეგობრებს შორის.შეშინებულმა მიუბრუნდა ნინოს და შეეკითხა.
-ნინო სად არის შენი შვილი?
-ბენზინს ჩაუსხამს მანქააში კარინას და მოვა.უპასუხა მშვიდად ნინომ.
-საააად?თვალებგაფართოვებულმა შეხედა ნინოს.
-ხომ გაიგონე რაც გითხარი ნოდარ.
-ამ დროს რა უნდა მას მარტო ქუჩაში,რომელი საათია. აი,აი შენი გაზრდილი შვილი.თქვენ,თქვენ მომკლავთ მე ორივე დედა-შვილი და ეს ალბად ჩაფიქრებული გაქვთ ორივეს ამიტომ არ მერიდებით და სულ მანერვიულებთ.
-აი ისევ მე ვარ დამნაშავე,სულ მე ვარ დამნაშავე როცა რამე ფუჭდება ხომ?ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა ნინოს რაზედაც ნოდარი შეხტა.
-რამხელა ხმა გაქვს,ჩუმად თქვი თავი მტკივა.ბომბი რომ გასკდეს მას არ ექნება ამხელა ხმა,რა გჭირს ნელა ისაუბრე.ყველა ჩუმად იცნოდა ნოდარის საუბარზე.
-ხომ ამბობდი ისე უნდა გავზარდო ყველას ეშინოდეს მისიო,ხოდა ეშინიათ.ვინც მიუახლოვდა,ზოგს ცხელი ჩაი შეასხა სახეში,ზოგს მანქანით გამოეკიდა მოსაკლავად და აი შედეგი კი ეს არის ბოლოში,როგორადაც გაზარდე ახლა იმკი მის შედეგს.ვერც დედაჩემს დააბრალებ და ვერც ჩემს ძმას,ეს შენი სურვილი იყო ის ასეთი ყოფილიყო და გყავს,ხმას ნუღარ იღებ.
-გაჩუმდი,გაჩუმდი,გაჩუმდიიიი.უყვირა ნინოს და გააჩუმა,ფეხზე წამოდგა და გიორგის უთხრა.
-გიორგი უშველე შვილო,რამე შარს არ გადაეყაროს.ყველა წამოდგა ფეხზე და ყველა წავიდა ანას მოსაძებნად.ანა კი ერთ ბარში იჯდა ფიქრებს წაეღო მისი გონება.ჩუმად მიუახლოვდა ბექა გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია,გულზე მიიკრა და უთხრა.
-რომ გაგიცანი მის შემდეგ დღითი-დღე მიპყრობს შენთან ყოფნის სურვილი.ანამ შეხედა და უთხრა.
-ყველა წამოდით?სახლში რა ამბავი დატოვე,კარგად არიან?
-რა გიჟი ხარ,მამაშენმა რამდენი წვეთი კაპლი დალია ამ საღამოს არ ვიცი ვეღარ დავითვალე,ამერია თვლაში.უთხრა სიცილით და ანაც იცინოდა.
-წამოდი ბავშვებთან გავიდეთ.ბექა და ანა ხელი- ხელგადახვეული მიახლოვდნენ ბავშვებს და ანამ იკითხა.
-არ დავჯეთ სადმე?
-იქ რა ცუდად ვიჯექით რომ გამოიქეცი?შეუბღვირა მარიამმა.ანამ ყური აარიდა მარიამის საყვედურებს და ალიკას შეხედა,თვალი ჩაუკრა და მის მეგობარს გახედა თუმცა არც ისე ხმამაღლა ჩაილაპარაკა.,,კარგი წყვილი იქნებით''.შემდეგ თავი ასწია და მეგობარს ამოუდგა გვერდით.
-მეგობრებო იქ კარგად ვიჯექით,მაგრამ ძალიან კაპლის სუნი იდგა გარშემო.აქ არ ჯობია?ცოტა ხანს ვიყოთ სუფთა ჰაერზე და წავიდეთ,ახლა კი გაიცანით ჩემი ძალიან ახლო მეგობარი,თან ჩემი სულის მეგობარი კარინა მელიქიშვილი.კარინა ესენი კი გიორგის მეგობრებია,ანუ გიორგის მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან.მხიარულად საუბრობდნენ და უფრო და უფრო  მეფობდა გარშემო სიბნელე.საოცრად იყო ცაზე ჯერ კიდევ თეთრი ღრუბლები განლაგებული რომლებიც ცდილობდნენ სიბნელეს გაქცეოდნენ,მაგრამ დამარცხდნენ ბრძოლაში და თადათან შთანთქა ღამემ თეთრი ცა,ცა რომელიც გაივსო ვარსკვლავებით.რა ახლოდან ჩანს თვითეული მათგანი მიწიდან,და რაოდენ შორი და მიუწვდომელია ისინი.ალიკა კარინასკენ აპარებდა თვალს და მოსწონდა ეს გოგო.კარინა არ გავდა გრძელფეხება მოდელიორს,ის საშუალო სიმაღლის იყო და ცოტა ჩაპუტკუნებული,მაგრამ იყო საოცრად ლამაზი.ყველას ატყვევებდა მისი დიდი და მწვანე თვალებით.ალიკამ გამოეყო მეგობრებს და კარინას მორიდებულად უთხრა.
-ხომ არ გავისეირნოთ ცოტა ჩვენ ორმა?
-არა მადლობა,მე უნდა წავიდე რადგან ხვალ ვმუშაობ.ალიკას მოშორდა და ანასთან მივიდა და ანამაც უცებ უთხრა.
-რაო კარინიკო რას იტყვი ჩვენს სპორტსმენზე?
-კარგი ადამიანი ჩანს.
-ასეთ ადამიანზე არ შეიძლება უარი თქვა,გიორგის მეგობრები ყველა კარგები არიან,მათ შორის ალიკა.
-რას ცდილობ მითხრა,ანა ჩემი მაშვლობა გადაწყვიტე?რომელ საუკუნეში დაბრუნდი საყვარელო.?
-არა,არა საყვარელო,ეს ისე ცნობისთვის გითხარი.გაეცინა ანას და უეცრად შეეშინდა მოულოდნელად ალიკამ ხელი რომ გადახვია.
-რა გაშინებს გოგო რა თრითინასავით თრთი.
-უცებ შემეშინდა ალიკა.
-კარინა ნუთუ შენც შეგაშინე?
-არა,არა რა სისულელეა არც ისე სუსტი გული მაქვს როგორც ანას.უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვარ.
-შეიძლება გავიგო რამ გაგიფუჭათ ხასიათი?
-არა,ეს პირადულია და არ ვაპირებ უცხოსთვის გაზიარებას.
-კარგით,როგორც საჭიროდ ჩათვალოთ.აი ეს ჩემი ტელეფონია,როცა სურვილი გაგიჩნდეს საუბრის დამირეკე ან შეტყობინება დამიტოვე.
-შევეცდები.უთხრა ჩუმად კარინამ.ალიკამ გოგოები მარტო დატოვა,მაგრამ ყური მათკენ ჰქონდა და გაიგონა კარინას საუბარი.
-ანა როგორ მინდა ისევ ის პატარა ბავშვი ვიყო,არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ ადევს მხრებზე,ძალიან დამღალა ამ ცხოვრებამ მინდა გავიქცე მაგრამ სად,სადაც წავედი სიმშვიდე ვერსად ვერ ვპოვე ისეთი როგორიც მე მინდა.
-კარიერას გადაყევი კარინა და ქალი რომელიც მხოლოდ იმისთვის იბრძვის კარიერა აიმაღლოს და წარმატებების მაღალ მწვერვალზე დადგეს,უნდა იცოდე რომ ის ქალი თავს მარტოობისთვის წირავს.შენც ასე გინდა გააკეთო?გაუბრაზდა ანა მეგობარს.
-არა,დრო მინდა და ალბად მეც შემიყვარდება ვინმე,მხოლოდ ის ვინც ასეთს მიმიღებს და არ მეტყვის გულს მირევს შენი შეხედვაო.ცრემლი მოერია კარინას და ანას ჩაეხუტა.
-შენ,შენ ვინმემ გითხრა მსუქანი ხარო?
-ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტიც თურმე,რომ სიცოცხლეც არ გინდა.
-კარინა ის ვინც ქალს ასეთ რამეს ეტყვის,უნდა გაგიხარდეს და იცი რატომ?იმიტომ,რომ შენ მისი ნამდვილი სახე დაინახე და მადლობა თქვი რომ დროზე გაუშვი შენი ცხოვრებიდან.ეს არ არის სანერვიულო,ასეთ სისულელეზე არ უნდა ინერვიულო.უთხრა ანამ გულწრფელად.
-აბა უკვე დროა წავედით,თორემ ანა მამაშენს ნაზო ბებოს კაპლი არ ეყოფა და შესაძლებელია საავადმყოფოში ამოვყოთ თავი ამ საღამოს.თქვა გიორგიმ ხუმრობით.
-მეც უნდა წავიდე ანა ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და დილით აქედან ვერ წავალ დამაგვიანდება,ისე შემოგიარე მერე გნახავ უფრო კარგად რომ ვისაუბროთ.
-მოიცადე,შენ ახლა თბილიში მიდიხარ?
-ხო,ნუ გეშინია არავის არ გავუჩერებ გზაში და რომ ჩავალ დაგირეკავ.გაეცინა მეგობარს და ჩაეხუტა.
-მოიცადე,ალიკა შენ ხვალ ვარჯიში ხომ გაქვს.
-კი,რა ხდება.გაუკვირდა ალიკას.
-კარინა მიდის და შენც რომ წაყვე? მარტო არ იმგზავრებს,მეც მშვიდად ვიქნები ჩვენ კი გიორგის მანქანით წავალთ სახლში.
-ოხ ანა,ოხ ანა.ჩაილაპარაა კარინამ და ჩაეცინა.ანამ გიორგის შეხედა და თვალი ჩაუკრა და ალიკას თვალების ბრიალით უთხრა.
-რაზე ფიქრობ,არ წაყვები?
-კი როგორ არა,თუ წინააღმდეგი არ არის თავად კარინა.
-არ არის წინააღმდეგი და არც უნდა იყო.მიუბრუნდა კარინას და შეუბღვირა.
-კარგია,უკეთესად გავიცნობობთ გზაში ერთმანეთს და იმედიანადაც ჩავალ თბილისში.ალიკამ მეგობრებს დაემშვიდობა,ანას თვალი ჩაუკრა და ყურში უჩურჩულა დამშვიდობებიას.
-მართლა კუდიანი ხარ,ვალში ვარ შენთან.
-წარმატებები,მე პირველი ნაბიჯის გადადგმაში მოგეხმარე თორემ მეორე ნაბიჯს თავად გადადგამ.
-რა თქმა უნდა,მაინც ვალში ვარ.კარინა წავიდა ალიკასთან ერთად და გიორგის გულზე მოეშვა,უხაროდა ალიკას ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა.
-წავედით,წავედით.ყველა ჩაჯდა გიორგის მანქანაში,გოგოები გიორგისთან დაჯდნენ წინ და ბიჭები უკან და ჭიშკარი ღია დახვდათ,შუა ეზოში კი ნოდარი კაპლით ხელში.
-ანა მოემზადე.
-დაიწყება ახლა.თქვა ანამ.
-სად იყავი,სად იყავით ამდენი ხანი ნერვიულობით მოვკვდი ადამიანი,გიორგი რატომ დაგაგვიანდათ.
-ვეძებდით ძია ნოდარ და მივაგებნით ერთ-ერთ განყოფილებაში დაკავებული ჰყავდათ.
-რატომ?რა გააფუჭე გოგო,ღმერთო რატომ ვარ ცოცხალი.შეიცხადა ნოდარიმ და ანამ მკვლელის თვალებით შეხედა გიორგის.
-ვიღაც უცემია ქუჩაში და ამისათვის,მოვაგვარეთ ყველაფერი ნუ ნერვიულობთ.
-შენ შვილო ტვინის მაგივრად ხმელი თივა გაქვს თავში?სად წადი,რომ წადი სად.უყვირა ანას.
-რომ არ წავსულიყავი კარინა არ გათხოვდებოდა.უთხრა უცებ ანამ და ყველა გაჩუმდა.
-რა ქნა?ასე უცებ ვის წაყვა,ან სად გათხოვდა.ღმერთო გამაგებინე რატომ გყავს ეს ბავშვები ასეთი გამოშტერებული ცოტა ტვინი აამოძრავებინე რა მოხდება,არ მინდა ამ ერთმა გოგომ შეიწიროს ჩემი ნერვიული სისტემა.
-ალიკას წაყვა,გიორგის მეგობარს.გაოცებულმა შეხედა გიორგიმ ანას და თვალები დაუბრიალა რაც იმას ნიშნავდა ჩემი ხელით მოგკლავო.
-სანერვიულო არაფერია ძია ნოდარ,ალიკას კარგად ვიცნობ ჩემი მეგობარია.
-ცუდად ვარ,გიორგი შენ,შენ მიხედავ ამას და შენ მოაჭკვიანებ მხოლოდ.სხვა ვერავინი ვერ შეძლებს მაგის გაკონტროლებას,ვინ არის ეს ჯადოქარია თუ ადამიანი ვერ გამიგია.
-დაწყნარდი,აუცილებლად მივხედავ და ვასწავლი ჭკუას.ანამ გაიგონა გიორგის სიტყვები და გულში გაიფიქრა.,,შენ არა და მე კი გასწავლი ჭკუას,დამაცადე მე შენ რა გიყო''.იმ ღამით სტუმრებს წასვლის საშუალება არ მისცა ნუგზარიმ და იქ დარჩნენ,ბექას და გიორგის ისევ იმ ოთახში ეძინათ სადაც პირველი სტუმრობისას და ისეთი დაღლილები იყვნენ მკვდრებივით დაეძინათ.ანა შუაღამისას ადგა,გიორგის საწოლთან მიიპარა და წყლით სავსე ვარცლი დაუდგა საწოლთან თავად კი გიორგის ფეხებთან ჩაიცუცქა,თითებს შუა ქაღალდი ჩაუდო და ცეცხლი წაუკიდა,ადგა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.გიორგი ძილში შეიშმუშნა და მისმა ღრიალმა ბექა საწოლიდან გადმოაგდო რომელმაც ვერ გაიგო რა მოხდა,რატომ ყვიროდა გიორგი.კარგად რომ გაანალიზა საწოლში კი არა ძირს იატაკზე იჯდა გიორგის შეხედა რომელსაც ორივე ფეხები ვარცლში ეწყო და ღმუოდა.
-რა მოხდა ტო,აქ რა მინდა.უთხრა ბექას გაკვირვებულმა.
-მოვკლავ,გეფიცები მოვკლავ.
-ვის კლავ ადამიანო,გამაგებინე რა ხდება.
-გამოფხიზლდი თორემ ამ წყალს გადაგავლებ თავზე.შეუღრინა გიორგიმ.-ხვალ,ხვალ მომარიდე თორემ გეფიცები ხვლიკივით გაუჭეჭკავ თავს ისე,რომ არ შემეცოდება.
-კარგი,კარგი მივხვდი უკვე.ეს გოგო მართლა მოსარჯულებელია. თქვა და გიორგის გახედა,უყურა,უყურა და შემდეგ ერთი გულიანად გადაიხარხარა,რაც გიორგისგან თავში ბალიშიც კი მიიღო.
-გეფიცები ეს გოგო საშინელებათა ჟანრის ფილმის ეკრანიდან თუ არ იყოს გადმოსული,რამ მოაფიქრა ეს გაეკეთებინა.რა გითხრა მამამისმა გახსოვს?
-როგორ არ მახსოვს ის ქალი არ არის,ის ნამდვილი ჯადოქარი არისო.თქვა ბექამ და გაეცინა.
-დაიმახსოვრე ხვალ დილით,აქეთ მოგვდებს შარს და დამნაშავეს გამოგვიყვანს.
-მოემზადე უარესისთვის.
-წავიდს მამამისი,ნახოს რა ვუქნა.ბრაზობდა გიორგი და ანას ემუქრებოდა.გამთენიის ხანს ჩაეძინა და მალე გაეღვიძა,წამების სახით გაიღვიძა,დახედა ფეხს და შესივებული ჰქონდა ფეხსაცმელი ვერ ჩაიცვა და უკან ქუსლი ჩაუთელა,კოჭლობით მივიდა კარებთან და გასვლისას ერთი ღრმად ამოისუნთქა.კარი გააღო თუ არა დაინახა ანამ გაიარა,ხელი დაავლო და ოთახში შეათრია.ანამ გაანალიზა გიორგიმ დაიჭირა,სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიფიქროს,მაგრამ გიორგიმ ხელი კრა და საწოლთან დადებულ ვარცლში ჩააჯინა თან ფოტო გადაუღო.
-არც გაბედო და რამე არ თქვა,გველი ხარ და მე შენ მოგივლი.
-გიორგი ნუ მემუქრები,მიფრთხილდი.მათ ხმაურზე მარიამმა შემოაღო კარი და ანა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა ისე გულიანად აკისკისდა ყველა მათთან მივიდა.ყველას გაეცინა და ნაზი ბებომ უთხრა სიცილით მობღვერილ ანას.
-რა დააშავე გიორგიმ ასე რომ გაგიმეტა.
-არაფერი არ გამიფუჭებია,წამოუარა.ნაზი ბებომ უეცრად შეხედა გიორგის რომ კოჭლობდა და თან გაიგონა ბექას რომ უთხრა.
-შენ იქნები დღეს მძღოლი,მე ვერ შევძლებ საშინლად მეწვის ფეხი.ნაზი ბებომ გიორგის ხელი მოკიდა და იქვე ეზოში ჩრდილში დასხდნენ და უბრძანა ფეხზე გაეძრო.
-არაფერია ნაზი ბებო გამივლის.მაგრამ ნაზომ ისეთი თვალებით შეხედა,სიტყვაც აღარ თქვა და მის გვერდით დაჯდა,სიმწრით გაიძრო ფეხზე ნასკი რომელსაც ფეხის კანიც თან აყვა.
-ღმერთო, ეს რა არის გიორგი.იკითხა გაკვირვებულმა და თან ფეხს ათვალიერებდა ანამ კი ბექას მიუბრუნდა და ხმამაღლა უთხრა.
-როდის უნდა მიხვდე, რომ საწოლში მოწევა არ შეიძლება.ბექა გაკვირვებული და თვალებ-გაფართოვებული უცქერდა ანას და სიბრაზისგან არ იცოდა რა ექნა.
-ანა გოგო,ის დროა თავქუდმოგლეჯილი გარბოდე ყველამ იცის ეს შენ რომ გააკეთე და გიორგიმაც იმიტომ გაგიბრაზდა დილით.
-შენ საერთოდ როდისმე მოხვალ აზრზე და ხანდახან დაფიქრდები რას აკეთებ?გადახედე შენს ქმედებებს და გაითვალისწინე რომ ყველაფერი ხუმრობაში არ იწერება.ნაზი ბებომ მალამო მოიტანა და მარიამს მისცა თან უთხრა.
-შენ წაუსვი ბებო კარგად,საღი თვალით შეხედავ.მარიამმა კალთაში ჩაიდო გიორგის ფეხი და მალამო წაუსვა.ისეთი გრილი იყო მალამო დაუამა ტკივილი გიორგის და გულზე მოეშვა.შემდეგ ფეხი გადაუხვია და სხვა ახალი ნასკი ამოამცვა.გიორგიმ იქვე მდგარ ანას შეხედა და შეეცოდა,ყველამ საყვედურით რომ აავსო.
-მოდი ჩემთან.ანა მივიდა და გიორგიმ ხელი მოხვია,გულში ჩაიხუტა სხვების შესახედად,თავზე აკოცა თბილად და ყურში კი გესლიანად უჩურჩულა.
-გველო,მოემზადე მეორე შემოტევა ჩემია.ანას სიმწრის სიცილი ჰქონდა სახეზე,ბექამ იცოდა რა მწარე სიცილი იყო ეს სიცილი.ისაუზმეს და თბილისისაკენ დაადგნენ გზას,ბექამ კი უთხრა ყველას გასაგონად.
-30-ში ჩამოდით,31-ში ალიკას თამაშია და ერთად წავიდეთ.
-აუცილებლად ჩამოვალ ჩემს ახალ გეგმებთან ერთად.უთხრა და თვალი ჩაუკრა,რაზედაც ბექამ თავი გააქნია და გაეცინა.გიორგიმ კი ბექა ჯერ ტირიფებში წაიყვანა,გადმოვიდა მანქანიდან ცოტა ხნით დაჯდა და უცქერდა ბუნების მიერ შექმნილ სილამაზეს.მზე უფრო და უფრო აცხუნებდა,ეს სილამაზეში ყონდა კი ზღაპარში ყოფნას ჰგავდა,იშვიათი,საოცარი და სასწაული სილამაზე რომელიც არსად არ არის მისი სადარი.მანქანაში დაბრუნდა და რაღაცნაირი შეცვლილი ხმით თქვა.
-მიყვარს მე ეს ადგილი
-არა მარტო ეს ადგილი, მისი პატრონიც ღრმად შემოვიდა შენში და როდის ეტყვი ასე რომ არ დაიტანჯო გიორგი.უთხრა გელამ.
-ჯერ პატარაა, ცოტას დაველოდები.
-კარგი რა გოგი რამდები წლით უფროსია რუსოზე დაგავიწყდა?შეეკითხა ლექსომ გიორგის.
-არა,არ დამვიწყებია.რუსოს მარიამის ასაკში მე უკვე ვყავდი,მაგრამ მარიამი უკვე სტუდეტია და ხელის შეწყობა უნდა.
-კარგი, რა ერთად ყველაფერს გადალახავთ და მოერევით.
-41 წლის არის რუსო და გოგი 58-ის ხდება სულ მალე.
-გამოდის, გოგი 16 წლით უფროსია რუსოზე?არ ეტყობა ამხელა ასაკის სხვაობა.
-მიტომ დაჯდა გოგი სახლში,თორემ შენ მოაშორებდი მას კომპანიას?ვერ გაუმკლავდა,მტერი შემოესია თუ გარედან,თუ შიგნიდან.ჯერ ვფიქრობ ცოტა დავაცადო,თუ რამე შეიცვალა ახლო მომავალში თქვენც კი გაიგებთ.თქვენ ის მითხარით,ამ ფეხით სამსახურში ხვალ როგორ წავიდე.
-მალამო ხომ გამოგატანა მარიამმა.
-კი,გამომატანა და მითხრა წყალი არ მიაკარო და საღამოს ისევ წაისვი და გადაიხვიეო.
-მე დავრჩები დღეს თქვენთან და ხვალ ერთად წავიდეთ.უთხრა ბექამ და ცოტა ხანში გიჟივით მარტო გადაიხარხარა,მას გიორგიც აყვა და სიცილით თქვა.
-ღმერთო ჩემო ეს გოგო მართლა გიჟია და მეც გადამიყვანს ჭკუიდან.



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო .მომეწონა.მართლაც შეუდარებელია .ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.ველი შემდეგ თავს.????????

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგი იყო .მომეწონა.მართლაც შეუდარებელია .ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.ველი შემდეგ თავს.????????

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Galo

Ase mgonia mariams mouva ragac

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე მზია დედია თქვენ გაიხარეთ,რამდენი მაცინეთ joy ეს გოგო მართლა გიჟია.მართალია არც ბიჭები აკლებენ,მაგრამ მაინც smile გიომაც რამდენი რამ დააბრალა laughing აი ძაან მაგარი ისტორიაა,მაგრამ ისეთი სახელწოდება აქვს,წინასწარ მეშინია მარიამს რამე არ მოუვიდეს,თან ეს ცუდად გახდომებიც.მალე დადეთ ახალი თავი რა
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი zia-maria

Galo
Ase mgonia mariams mouva ragac


kissing_heart kissing_heart kissing_heart

La-Na
ვაიმე მზია დედია თქვენ გაიხარეთ,რამდენი მაცინეთ joy ეს გოგო მართლა გიჟია.მართალია არც ბიჭები აკლებენ,მაგრამ მაინც smile გიომაც რამდენი რამ დააბრალა laughing აი ძაან მაგარი ისტორიაა,მაგრამ ისეთი სახელწოდება აქვს,წინასწარ მეშინია მარიამს რამე არ მოუვიდეს,თან ეს ცუდად გახდომებიც.მალე დადეთ ახალი თავი რა


უკვე ვასწორებ მეექვსე თავს და მალე დავდებ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

მარიამი კვდება ?????????????????

 


№7  offline მოდერი Someone wandering

აიიი ანა და გიორგის მეგობრობააა საოცარიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent