შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მასწავლებელი - 7

29-06-2018, 22:29
ავტორი D-roni
ნანახია 7 404

მარიამმა ცალი ხელით ონკანი მოუშვა და თვალევანთებულ მათეს კმაყოფილი ღიმილით აეკრა უფრო სხეულზე.
- მათე შვილო , აქ ხარ ?
- კი მართა დეიდა , რა ხდება ? - ჰკითხა და ძლივს დაიმორჩილა ხმა , როცა გოგონას ტუჩები ყელზე აღიქვა.
- იმის საკითხავად შემოვედი , ხაში რომ გაამზადე დაელოდებით გაკეთებას თუ ხვალ დილით ადრე დავასრულო ?
- არ არის საჩქარო მართა დეიდა ... გაჩერდი მარ ... ჯანდაბა , მარიამ , ჯანდაბა ! - ამოიოხრა და წამით გაოცებულმა დახედა გოგონას , მონდომებით რომ უწითლებდა ყელს.
- კარგი შვილო , ძილინებისა !
- ძილინებისა მართა დეიდა ... - გასძახა და კარის დახურვის ხმა , როგორც კი გაიგო მარიამი მოიშორა და კარზე ამჯერად თვითონ ააკრა. - ხმა , რომ გაეგო სად მიდიოდი ?
- გამიშვი და გავალ ოთახში ... - ამოიხრიალა უკვე საშინლად აცახცახებულმა და კნუტის თვალებით მიაჩერდა ბაღათურიას ანთებულ თვალებს.
- გვიანია ! - თავი გაუქნია და ტუჩები მისას გაუხახუნა. - მინდა აქვე გაგაშიშვლო , თანახმა ხარ ? - ჰკითხა ცალყბა ღიმილით და თითები მისი ქვედა საცვალისკენ წაიღო . - გამაგონე შენი ხმა მარიამ ...
- მათე არ გინდა ... - ამოიხრიალა და კისერი უკან გაადაგდო მისი ტუჩები უკეთ , რომ აღექვა ადგილზე. - მა...
- მინდა ახლავე მოგთხოვო დღევანდელისთვის , მართას ღვიძავს ... მამაშენიც ხომ არ გავაღვიძოთ ? - ჰკითხა გამომწვევად და თითები მის უკანალზე აათამაშა. - საშინლად მინდიხარ ... - ამოიჩურჩულა და ყურზე ენით წაეთამაშა. - შენც არაა ?
- მათე ...
- მარიამ სველი ხარ ... - ამოთქვა ხრინწიანი ხმით და გოგონას დანამულ წელზე თითები ჩამოასრიალა. - ახლა გაგიშვებ და აქედან ძალიან სწრაფად გახვალ , ოთახის კარს ჩაკეტავ და ასე აღარასდროს აღარ გამომიწვევ ! - ტუჩებზე ბოლოჯერ აკოცა და ქვედა ტუჩი კბილებით დაქაჩა. - გაქრი ! - კარი გამოუღო და უკანალზე ხელი მისცხო. - სწრაფად მარიამ , იქამდე სანამ თავს ვთოკავ !

^^^
- აი ყოჩაღ რა , ყოჩაღ ! ჩვენ გეგმაში მაგის უყურადღებობით გაგიჟება გვქონდა და შენ საერთოდ არიე ყველაფერი !
- რამდენი გელაპარაკეთ გოგო წამოსვლამდე , რა ჭირი გეტაკა ?
- არ უნდა დაგელია , ყველაფერი სიმთვრალის ბრალია !
- არ ვყოფილვარ მთვრალი ... - სიცილით წამოჰყო ბალიშიდან თავი და წარბების თამაშით მიაჩერდა გოგონებს.
- არაა ? - ერთ ხმაში დაიკივლეს და თვალების ტრიალით წამოდგა საწოლიდან მარიამი.
- არ ვყოფილვარ ეგეთი მთვრალითქო , ჰაერზე რომ გამოვედი იქ გამოვფხიზლდი , მერე კი მოვდუნდი ცოტა მაგრამ აქ რომ ამომიყვანა უკვე ფხიზელი ვიყავი , სპეციალურად გავაკეთე ის ყველაფერი , ახლა მოვატყუებ , რომ არ მახსოვს , გაგიჟდება ! - ამოისისინა ბოროტულად და თმაზე თითები ჩამოისვა. - აბა ?
- არ დაიჯერებს , კარგი აზრია მაგრამ მიხვდება , რომ ეთამაშები !
- მე თუ მკითხავ ჯობს იგივენაირად გააგრძელო , ასე უფრო გააგიჟებ თან შენ ხო შენებისთვის დამუღამებული გაქვს , გააგიჟე მარიამ ! - გაიცინა ელენემ და ლიზას ფეხებზე თავი კომფორტულად მოათავსა.
- ხო , ეგ კარგი აზრია ... შენი სითამამით უფრო გააგიჟებ ! თან ახლა თუ არ შეიმჩნევ , რომ ყველაფერი გახსოვს უფრო გაგიძნელდება და რა ? მეორეჯერ დათრობას უნდა დაელოდო , რომ აკოცო ? - რეჩით გამოვიდა ლიზა.
- მართალია ჩემი და , შენ არამგონია ამ კოცნების გარეშე იცხოვრო აქ ეს დარჩენილი სამი თვე , ამიტომ გააგრძელე ისე , როგორც დაიწყე ოღონდ ფრთხილად იყავი მარიამ , მართამ და მითუმეტეს ზურამ არ გამოგიჭირონ !
- არა ხო , ეგ საფრთხილოა ...
- რა უნდა ქნა ბოლოსდაბოლოს ?
- არაფერი , გავაგიჟებ ...

^^^
სარკის წინ დატრიალდა , სახლის ელასტიკსა და ბრეტელიანი მაისურის ამარა ჩავიდა ქვემოთ , ადრე თუ ფუმფულა ჩუსტების გარეშე ვერ ძლებდა ახლა რამე თუ აცვია წინდებზე იმას ვეღარ გუობს.
სასაცილო წინდების ამარა დაეშვა კიბეებზე და თემოს ზურგს ეცა უკნიდან.
- ძმას სალამი !
- გაიღვიძე გოგო ? პახმელია არ გაქვს ? - ჰკითხა თემომ და მის წინდებს სიცილისგან შეწუხებულმა დახედა.
- მარო , მზად ხარ ხაშისთვის ? - ჰკითხა სამზარეულოდან თვალების ტრიალით გამოსულმა გიომ და სავარძელს მიეყრდნო ზურგით.
- შანსი არ გაქვთ !
- სურვილი წააგე , დაჯექი და ჭამე! - უთხრა თემომ და ხელჩაკიდებული მიიყვანა მაგიდამდე.
- აუ არა , აქვე გული ამერევა , არ მინდა რა ...
- რა არ გინდა ? - ზურგსუკან ნაცნობი და საყვარელი ხმა , როგორც კი აღიქვა მაშინვე მისკენ გაბრუნდა და შეშინებული ჩაეფსკვნა მის ხელს.
- მათე მიშველე , ხაში უნდათ რომ მაჭამონ ...
- სურვილი , რომ წააგე დაგავიწყდა ? დაჯექი და ჭამე ! - უკვე ყველა მაგიდასთან იყო მიმსხდარი , მხოლოდ ეს ორი იდგნენ და ისევ ხაშის ჭამაზე ბჭობდნენ.
- კარგი , მაშინ დღეს ვერ მაკოცებ ! - ჩასჩურჩულა ჩუმად და ეშმაკური ღიმილით აუთამაშა წარბები.
- და ვინ გითხრა , რომ ვაპირებდი ? - ჩაეკითხა ირონიული ღიმილით და ხელით სკამისკენ უბიძგა.
- შენ გამომიწვიე ! - უთხრა ასევე ირონიული ღიმილით და უკმაყოფილო სახით დაჯდა ელენეს გვერდით , ზუსტად მის წინ.
- დაიწყე მარიამ ! - გაიცინა გიომ და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.
- ყველაზე საშინელი ადამიანები ხართ მთელს გალაქტიკაზე !
- კაი არ ჭამო ეგრე ძაან თუ არ გინდა ... - თქვა ელენემ და ღიმილით დაუსვა თმაზე თითები.
- ხო არ ჭამო ... - მხრები აიჩეჩა ლიზამ .
- ეე ეგ რა პონტია ... - აწუწუნდა თემო.
- ხო უნდა ჭამო ! - თავი გააქნია გიომ .
- შენზეა მათე ! - ხელი კრა თემომ. - ყველას გვაქვს სურვილები , ორი - ორზე ვართ , შენ რას იტყვი ?
- ჭამე ! - უთხრა კკმაყოფილი სახით და ხელებგადაჯვარედინებული დააკვირდა სახეზე აპილპილებულ გიორგაძეს.
- კარგი , შევჭამ ! - თქვა და კოვზი სახის მანჭვით მიიტანა პირამდე.

ის ის იყო სამშვიდობოს დაიგულა თავი გულის რევის შეგრძნებამ თავითან ფეხებამდე , რომ დაუარა.
სახეზე გადაფითრებული წამოხტა ფეხზე და ტუალეტისკენ გაიქცა.
იცოდა , რომ საშინლად არ მოეწონებოდა და მაინც ძალით ჩაასხეს პირში , ღმერთო რა საშინლად ეზიზღებოდა ეს გემო და როგორ უნდოდა ყველაფერი უკან ამოეღო.
ცივი წყალი სახეზე შეისხა და კბილები ისეთი ძალით გამოიხეხა და იმდენჯერ გემო საერთოდ გამქრალი ჰქონდა პირიდან .
ტუალეტიდან გამოდიოდა , როცა მძიმე სხეულს შეეჯახა და ისევ შიგნით შებრუნდა ინერციით .
კარზე აკრულს მათე ზემოდან კუშტად შეკრული წარბებით ათვალიერებდა , მარიამმა გაბრაზებულმა ახედა და გათავისუფლება სცადა , მამაკაცმა ორივე ხელი მის გარშემო მოათავსა კარზე და ყველა გზა მოუჭრა .

- რა გინდა ?
- მაინტერესებდა როგორ იყავი ...
- შეგეძლო დაგეცადა , ან უბრალოდ გეკითხა , არ იყო ამ სექსუალური სცენის მოწყობა საჭირო , შეგიძლია გამიშვა ხელი , კარგად ვარ !
- ანუ ჭამის გაგრძელებას შეძლებ ! - გაუცინა და ხელი მის კისერზე ჩამოასრიალა.
- მათე ნუ მეთამაშები , კინაღამ მოვკვდი რა ჭამის გაგრძელებაზე მელაპარაკები ?
- ისევ ცუდად ხარ ? - ჰკითხა დამთბარი ხმით და სახე ძალიან მიუახლოვა გოგონასას.
- არ ვიცი ... - გულაჩქარებულმა ამოიჩურჩულა და გონებაში უკვე ასჯერ შეეხო სასურველ ტუჩებს.
- რა გავაკეთო , რომ დანაშაული გამოვისყიდო ? - ჰკითხა და თითებით წელზე წაეთამაშა.
- არ ვიცი ... - ამოიხრიალა და ენით გამშრალი ტუჩები გაისველა.
- მგონი მე ვიცი ...
- ხო ... მაგრამ შენ გეგმაში ეგ არ გაქვს დღეს , ამიტომ დროა მაგიდასთან დავბრუნდეთ ! - ხელი კრა და სანამ ბაღათურია გონს მოვიდა ის უკვე მაგიდასთან ძალიან კმაყოფილი სახით დაბრუნდა.

მათემ მომხდარი , რომ გაიაზრა კარს მუშტი მიარტყა და ღიმილით მიადო თავი კედელს.
^^^
მაგიდასთან როცა დაბრუნდა ყველა რაღაცაზე საუბრობდა , თავის ადგილზე დაჯდა და მტანჯევლად დიდხანს მიაშტერდა გიორგაძეს.
ისევ ის მარიამი რომ ყოფილიყო საშინლად დაიბნეოდა ... მაგრამ ახლა არა , ახლა არ გამოადგება ასეთი სულელური სვლა !
ღიმილით გაუსწორა თვალი მამაკაცს და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
ბაღათურიას სახე შეეცვალა , გარშემო მიმოიხედა და როცა დარწმუნდა არავინ უყურებდათ წყლის ჭიქა აიღო ხელში , რომ საღ გონებაზე მოსვლა დაეჩქარებინა.
ის ის იყო წყალი სასულეში უნდა გადასვლოდა , მარიამმა ეშმაკური ღიმილით ფეხი მის ფეხზე აასრიალა და ძალიან ნელა აუყვა ზევით.
სასულეში გადასვსლელი სითხე გადაცდა და ისეთი ხველა აუტყდა , ეჭვი მაქვს ზურამ ვენახში გაიგო.
- სიცოცხლე შეჩემ* , რა იყო რა გეტაკა ? - ჰკითხა თემომ და ზურგში გაშლილი ხელის გული დაუშინა.
- რა გჭირს მათე , რამე ხომ არ გინდა ? - ჰკითხა შეწუხებული სახით მარიამმა და ფეხი ისევე ნელა ჩამოასრიალა , როგორც იქ აღმოჩნდა.
- არა არაფერი , მადლობა !- კბილებში გამოსცრა და ტელეფონში თვალებანთებული ჩაძვრა.

კმაყოფილმა ჩაიღიმა და გოგონების გამოწვდილ ხელებს ჩუმად დაჰკრა თავისი.
ჯერ გონს არ არის მათე ბაღათურია რა ელის !
მთელი კვირა სიმშვიდეში გაატარეს , მართალია მაგიდასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ისეთი არაფერი მომხდარა , მაგრამ მაინც მშვიდად გრძნობდა თავს .
არანაირი დიალოგი , არანაირი წაკბენა , მხოლოდ რამდენჯერმე თუ გადააწყდებოდნენ ერთმანეთის თვალებს და ვსიო.
ბავშვებს აცილებდნენ , ბიჭების ოთახთან ჩაიარა ის ის იყო კარზე უნდა დაეკაკუნებინა საინტერესო დიალოგი შემოესმა და კარის უკან დაიმალა.

- უნდა უთხრა ?
- არ ვიცი , გაგიჟდება რომ გაიგებს , თან ხო იცი რა ეჭვიანია ?
- და რა უნდა გააკეთო , როდესმე მოგიწევს თქმა მათე !
- უკეთესია ჯერ არ იცოდეს , მერე დაველაპარაკები და ავუხსნი , ჯერ გაუჭირდება გააზრება , იმ გამოსი*ებულის მერე ძალიან მომეჯაჭვა , გაუჭირდება .
- ბიჭებო , ეს არ დაგრჩეთ ... - ოთახში დაკაკუნების გარეშე შევიდა და სათვალეც შეიტანა. - რომლისაა ?
- ჩემია ... - ამოთქვა გაფითრებულმა გიომ და ძმაკაცებს დაბნეულმა გადახედა.
- გავალთ ჩვენც ... - თქვა თემომ და კარისკენ დაიძრნენ.

ერთი შეავლო თვალებჩაშავებულმა მზერა და ბიჭებს აედევნა უკან , ის ის იყო კარიდან უნდა გასულიყო მათემ ხელი ჩაავლო და დახურულ კარზე ზედ ააკრა.
თავიდან დაბნეული მიაჩერდა ბიჭს , მერე წარბები შეკრა და ანიშნა ხელები მომაშორეო.
მათემ ხელები ისევ მის გარშემო შემოაწყო და ეშმაკური , ირონიული ღიმილით ჩააჩერდა ჩაშავებულ თვალებში.
მიხვდა , რომ ყველაფერი გაიგო და ამიტომ ჰქონდა ასეთი მუქი თვალები , ბრაზისგან ძლივს იკავებდა თავს , მაგრამ მარიამი იყო და სანამ მაქსიმალურს არ ცდიდა თავს ვერ გაყიდდა!

- რაო მარო , ვინ გაგაბრაზა ? - ჰკითხა გამაღიზიანებლად მშვიდი ხმით და თითი პატარა ცხვირის წვერზე ბავშვივით დაჰკრა.
- საიდან მოიტანე , რომ ვინმემ გამაბრაზა ... - თვალების ცეცებით ამოთქვა და ქვემოთ დაიხარა , რომ გამძვრალიყო , მაგრამ მათემ სწრაფად დააბრუნა თავის ადგილზე.
- კაი მე მატყუებ ტოო ? - ჰკითხა და უფრო მიუახლოვდა დამფრთხალს. -ვინ გაბედა ? - ცალი ხელი ამჯერად მის თეძოზე მოათავსა და ეშმაკური ღიმილით დააჩერდა აკანკალებულს. - მგონი სიბრაზისგან გაკაკანკალებს კიდეც ...
- მათე გეყოფა , გაიწიე ! - უთხრა მკაცრი ტონით და ხელები მკერდზე დააწყო.
- რა იყო გოგო , აღთქმა ხო არ დადე , არა კაცის სიახლოვეს და ალერსს ? - ჰკითხა თავისთვის დამახასიათებელი ირონიული ღიმილით.
- არა უფრო არა დაკავებული კაცის სიახლოვეს ! - აწითლებულმა და გამწარებულმა გაუღიმა და ხელები მთელი ძალით ჰკრა მკერდზე.
- შემიძლია ორივე დაგაკმაყოფილოთ , არ გამიჭირდება ... - ისევ მოჰხვია გაწიწმატებულს ხელი და ის ის იყო მარიამს მთელი ძალით უნდა გაერტყა ხელი , კარზე რომ მიაჯახუნა. - რა იყო , ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ხომ არ გეპარება ?
- არაადამიანი ხარ შენ ბაღათურია , არაადამიანი , ველური და იმბეცილი ! - დაუყვირა აცრემლებული თვალებით.
- რა ვქნა გოგო ყველა ეჭვიანი მე როგორ მხვდებით , შეიძლება ნამდვილმა კაცმა ბიძაშვილს და გოგოს ვერ მოუგვაროს მშვიდობიანად ? - ჰკითხა და საყვარლად მოჭუტული თვალებით დახედა სახეზე აფერადებულს.
- რა მოიფიქრე ახლა ? - ჰკითხა დარცხვენილმა და თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა.
- რა მოვიფიქრე , როდის იყო რამეს ეგრე ვიფიქრებდი მარიკუნა ? არ გრცხვენია მარუსა ? - თამაშს არ წყვეტდა და ტუჩებს მისი ლოყისკენ მიუყვებოდა. - ნუ ცახცახებ , უფრო მინდები !
- გამიშვი , ბავშვები გველოდებიან ! - ხელი კრა და წარბშეკრული მიაჩერდა თვალებატრიალებულს. - რა იყო მთათუმან ? პატარა ბავშვებისკენ ნუ იწევ , პედოფილობაში გაგდის და იქ გეწერება !
- ენის დამოკლება სასიამოვნო პროცესია , აუცილებლად გამოგაცდევინებ !
- ვნახოთ იქნებ როდესმე მეც მომინდეს ... - გაუღიმა ირონიულად .
- ოჰ არ გინდა ქალბატონო ? - ჰკითხა ცინიკურას და მხრით გარდერობს მიეყრდნო. - კარგი , მსურველის მეტი რა არის !
- დოუყევი აქანა ორღობეს , უარს არავინ გეტყვის ... - გაუცინა და კარიდან გაუჩინარდა. - ისე ფრთხილად იყავი , ვინმემ სამუდამოდ არ ჩაგიტოვოს ამ სოფელში !
- მაგალითად შენ ხო ? - ჰკითხა ხარხარით და აწითლებულს წამში გაექცა , როცა მარიამი გონს მოვიდა მათე უკვე ქვემოთ იდგა და გოგონებს ეხვეოდა.
თავის ქნევით ჩავიდა ქვემოთ და ბავშვებს დაემშვიდობა.
- მომენტრები მარიკუნაა ... - თემო მოეხვია და თმაზე აკოცა გოგონას.
- აუ მეც მომენატრებით და დამპირდით , რომ კიდევ ჩამოხვალთ ... - უთხრა და ამჯერად გიოს გადაეხვია.
- აი გიოს იქითა თვეში შვებულება ექნება და მე ისედაც თავისუფალი ვარ იმ თვეში , დაგადგებით გოგოებთან ერთად ... - უთხრა თემომ და ლიზას ხელი გადახვია. - ხო ლიზიკო ? ხო წამოხვალთ ?
- კი ... - გაუცინა ლიზამ და ელენეს თვალისჩაკვრით გადახედა. - გიუნა შენ რატომ ჩამოგტირის სახე ?
- ახლა უცებ გამახსენდა , რომ ისევ ჩემს მანქანაში უნდა აგიტანო და ცოტა წინასწარ დავიღალე ...
- არაუშავს , თუ გინდა შენ აქ დარჩი და მანქანას მე წავიყვან ! - გაუცინა და ბიჭს მხრებზე ჩამოეკიდა. - წავედით , წავედით თორემ წამომივიდა სენტიმენტალური და ნოსტალგიური ცრემლები !

^^^

მათე ნინიმ და მართამ გამოიჭირეს , მერე ზურა მოვიდა და კაცთან ერთად ერთი საღამო მეც ხომ უნდა დავლიოო.
თავის ქნევით გამოიხურა სახლის კარი და საჯინიბოსკენ წავიდა , შიგნით შესულმა საყვარელ ცხენს უნაგირი გაუკეთა და საჯირითოდ თვითონაც მოემზადა.
ახლა ჯირითი ნამდვილად კარგი გამოსავალი იქნება მისი ხასიათისთვის და შინაგანი სამყაროსთვის , ძალიან გადაღლილი და დასტრესილია.
ასე იცის დიდ ხანს თუ უწევს თავისი ემოციების გაკონტროლება , ერთი გასვლა აუცილებლად უნდა მოიწყოს რომ ყველაფერი ამოიღოს!
სად თუ არა თავის საყვარელ ადგილას , ცხენზე შემომჯდარი წავიდა ეზოსკენ და დედას დაუძახა.
ფანჯრიდან ყველამ ერთის მიყოლებით გამოჰყო თავი , მაშინვე შეამჩნია ბიჭის შეცვლილი სახე , კმაყოფილმა ჩაიცინა და მშობლებს გადახედა.

- საჯირითოდ მივდივარ , ცოტა გვიან მოვალ არ ინერვიულოთ !
- ჭკვიანად და ძალიან არ დაიგვიანო მარიამ , ნელა გააჭენე ხომ იცი ამ ბოლო დროს ცოტა გაღიზიანებულია !
- არაუშავს ჩემი ბიჭია და კარგად ვუგებთ ხო იცი მა ! - გაუცინა და ელვისსისწრაფით გავიდა ეზოდან.

ცოტა იჯირითა , შემდეგ თავის საყვარელ და საიდუმლო ადგილად წავიდა , ცხენი ხესთან დააბა ისე , რომ თავისუფალი მოძრაობა არ შეეზღუდა და თვითონ მაღალი გორის წვერზე შემოჯდა.
ყოველთვის უყვარდა აქ ჯდომა და ყველაფერზე ფიქრი , ამჯერად დათოვლილ მთას და არემარეს უყურებდა , თითქოს ქვეყნის მეორე მხარეს ხედავდა , თავის მხარეს ჩვეულებრივი , ცივი და სუსხიანი ამინდი იყო , არც ისეთი რომ გაყინულიყავი მაგრამ მის წინ მთიანი არემარე სულ თოვლის იყო დაფარული , თვალებდახუჭულმა გადასწია თავი უკან და ხელები განზე გაშალა.
- რომ ვთქვა უკმაყოფილო ვარ იმ ყველაფრით რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებათქო ძალიან უმადური ადამიანი ვიქნები , არც მეტი მინდა და არც ნაკლები , ყველაფერი იმდენად იდეალურად მიდის არც კი ვიცი რა უნდა გთხოვო ... - ცაში აიხედა და ისე თითქოს ზევიდან მართლა უყურებდა ვიღაცას თვალებში ისე დაიწყო ლაპარაკი. - რაც მინდა ძალიან კარგად იცი , რაც არ მინდა ისიც იცი , რასაც საჭიროდ ჩათვლი ის მოხდება ... ეს მე ვიცი , ყველაფერი ისე ვითარდება როგორც ჩემს ოცნებებში მოხდებოდა ეს , ცოტა პრიკაზული და კატა-თაგვობანური სიყვარული მაჩუქე , ამისთვის მადლობა ... არ ვიცი ეს ის ცნობილი და ნამდვილი სიყვარულია თუ არა , მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი , რომ მინდა ეგ იყოს.

კიდევ ბევრი ელაპარაკა ღმერთს და გათავისუფლებულმა ერთი ორი ბედნიერების ცრემლიც გადმოაგდო.
თავის საქციელებზეც ძალიან ბევრი იფიქრა , ძალიან დიდი დრო გაეპარა ამ ყველაფერში , თითქოს ადგომა ეზარებოდა , დიდი სიამოვნებით დაიძინებდა იქვე , ცხენს გვერდით მიუჯდა და მის ფერება - ფერებაში მასზე თავ მიდებული უკვე სიზმრებში მიდიოდა ნაცნობი შეხება , რომ აღიქვა მხარზე.

- მათე ? - უცებ წამოჰყო თავი და სიბნელეში ძლივს გაარჩია მამაკაცის სილუეტი.

- იცი რომელი საათია ? - ჰკითხა თითქოს ბრაზიანი ტონით.
- რატომ მოხვედი ?
- მარიამ პირველი საათი სრულდება , წამოდი სახლში ... სიცივეა და თითქმის შუა ტყეში ზიხარ , გარშემო ტურების ხმას მაინც ვერ აღიქვამ ?
- მოდი აქ ... - უთხრა მშვიდი მომღიმარი სახით და დაბნეულს ხელზე დაექაჩა.- მოდი მათე , სახლში არ ინერვიულებენ , პირველად არ ვაკეთებ ამას , ნუ გეშინია აქ არ მოვლენ ცხოველები !
- მარიამ ...
- მათე უბრალოდ მოდი !

არაფერი აღარ უთქვამს , გოგონას უკან დაუჯდა და მისი სხეული თავისაზე მიიხუტა.
მარიამმაც მალევე იპოვა მისი თბილი კისერი და ცხვირით მასში ჩაძვრა.
ბაღათურიამ თლილი თითები გოგონას მუცელზე მოათავსა , ისიც გატრუნული მიეყრდნო საყვარელ სხეულს , თავს ერთ ადგილზე ვერ აკავებდა ბედნიერებისგან , მთელი სხეულით ცახცახებდა და სუნთქვის დროს იმდენად ხშირი პულსებით უცემდა გული , ეგონა ახლა არა და აი ახლა ნამდვილად ამოხტებაო.

- დამშვიდდი ... - საფეთქელზე მიაკრა გახურებული ტუჩები და მანაც სახე უფრო ზემოთ ასწია , ამჯერად სხვა ადგილზე , რომ ეგრძნო მისი ტუჩები.
- არც ვნებაა და არც წუთიერი ... - ამოიხრიალა და მის ყბას ტუჩები მიაწება.
- არც ვნებაა და არც წუთიერი ... - გაიმეორა მისი სიტყვები ღიმილით .
- მთლად ეგრეც არა , მაგრამ მხოლოდ ჩახუტებაც კი მყოფნის ამ წამს ... - ამოთქვა ღიმილით .
- ჩემს გონებაში ზიხარ რა ! - გაუცინა და ხელები უფრო მოუჭირა მუცელზე.
- დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მთელი ღამე ასე ...
- ინერვიულებენ შენები ...
- ვიცი ... უბრალოდ სურვილის დონეზე მაქვს ...
- მხოლოდ აქ თუ ყველგან ? - ჩაეკითხა ეშმაკური ღიმილით.
- ვერ მივხვდი ?
- აქ გინდა ასე ყოფნა თუ ყველგანთქო ?
- რა თქმა უნდა ყველგან მათე !
- მაშინ დღეს შენი საწოლი ჩემს სურნელს აიკრავს !
- დიდი სიამოვნებით , გთხოვთ ჩემს საწოლთან სანამ მოხვალთ კარგი სურნელით აღიპყროთ ბატონო მთათუმან !
- ახლა ცუდი სურნელი მაქვს შე მაიმუნო ქალო ? - ჰკითხა წარბშეკრულმა.
- გითხრა როგორი სურნელი გაქვს ? - მისკენ მიბრუნდა მთელი სხეულით და კისერზე თხელი ხელები შემოჰხვია.
- დიდი სიამოვნებით მოვისმენ ! - გაუღიმა და ტუჩებზე მიაჩერდა. - ვინ თქვა წეღან არც ვნებააო ?
- მე , მაგრამ ვნანობ ... - თქვა სიცილით .
- ჩემს სურნელზე ვსაუბრობდით ქალბატონო გიორგაძე !
- ისეთი , რომ ახლაც დიდი სიამოვნებით შეგჭამდით !
- მერე და რა გიშლით ხელს ?
- არც არაფერი ... - უთხრა და ძალიან ნელა შეეხო მის ქვედა ტუჩს.
- უნდა წავიდეთ , სულ კანკალებ !
- კარგი ... - დათანხმდა და ნელა წამოდგა ფეხზე. - ადე ... - ხელი გაუწოდა და ეშმაკური ღიმილით დააჩერდა თავზე .- ახლა შენ შეიძლება ვერ მხედავ მაგრამ მე ძალიან , საშინლად ეშმაკური სახე მაქვს !
- ოჰ , ამჯერად რა მოიფიქრე ?
- მენდობი ?
- რომ გითხრა კი-თქო დამიჯერებ ? - ჰკითხა სიცილით და ფეხზე წამოდგა. - რა მოიფიქრა ჩემმა პატარა ქალბატონმა ? - წელზე მოხვეული ხელით აიკრა ზედ სხეულზე და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. - არ მეტყვი ?
- ცხენზე დაჯექი ! - უთხრა და სიცილით უბიძგა საჯირითოდ მომზადებული ცხენისკენ. - მიდი , მიდი დაჯექი !
- მიტაცებ გოგო ? - ჰკითხა ხარხარით და ცხენზე მარტივი მოძრაობით შემოხტა.
- კარგი არ გაინძრე ! - უთხრა და წამის მეასედში აღმოჩნდა მის პირდაპირ , თვალებში უყურებდა , ფეხები წელზე მთელი ძალით მოჰხვია , ხელები კისერზე და ძალიან ახლოს მიიწია მისკენ. - გააჭენე ! - ჩასჩურჩულა და წამში აღიქვა ბაღათურიას გახურებული თითები ზურგზე.
- რატომ გინდა ჩემი გაგიჟება ? - ჰკითხა ძალიან აღგზნებული ხმით და კისერში სველი კოცნა დაუტოვა. - მცდი ?
- შეიძლება ეგრეც ითქვას ... - ამოიხრიალა და კისერი უკან გადასწია.- მინდა მთელი ძალით გააჭენო !
- არ გინდა შენ გააჭენო ? - ჰკითხა სიცილით და ხელები მაგრად მოუჭირა თეძოებზე.
- გარყვნილო ადამიანო , მაგის დროც მოვა ! - ხელები მისი კისრიდან ჩამოასრიალა და მარტივი მოძრაობით მოხვდა პრესთან , თითებით ქვემოთ ჩაუყვა და როგორც კი დაძაბულმა ბაღათურიამ ფეხები გაამოძრავა , მაშინვე დაიძრა ცხენი , ნელი სვლით მიდიოდა წინ , როგორც მარიამის თითები ქვემოთ და მათესაც ბევრი აღარ აკლდა გაგიჟებამდე.
- ჯანდაბა მარიამ , რას აკეთებ ... - ამოიგმინა და თითები უფრო მოუჭირა თეძოებზე. - აქ არ ქნა ... - უთხრა და წამში აღიქვა სუსტ წერტილზე თითები. - მარიამ ...
- ჩშ ... - უთხრა და კისერში სველი კოცნა დაუტოვა. - რას ამბობდი ?
- აქ ... ჯანდაბა არ გააკეთო ეგ ... - ამოიხრიალა სუსტი ხმით და ცხვირი მის კისერში მთელი ძალით ჩარგო.
- დარწმუნებული ხარ , რომ არ გინდა ?
- შეიძლება ავილეწოთ ... - ამოთქვა და თავი ზემოთ ასწია. - მაგრამ თუ გინდა შემიძლია მარტივად გაჩვენო რა კომფორტული საწოლია ცხენის ზურგი ! - უთხრა და თითები ბარძაყზე აასრიალა. - გინდა ?

უდიდესი მადლობა ყველა იმ სიტყვისთვის , რომელიც გუშინ წავიკითხე , უბედნიერესი ადამიანი ვარ თქვენი წყალობით !
ველი თქვენს შეფასებებს ! heart_eyes

პირი ჯერ კიდევ ღია მაქვს :დ
ეს რა თავი იყო ?
აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სამსახურიდან მოსულს განადგურებულს რამე თუ ასეთ კარგ ხასიათზე დამაყენებდა ვერ წარმოვიდგენდი.
მათე და მარიამი აღარ ხუმრობენ უკვეეე :დ
აი ძალიააან პოზიტივიააააა რა ეს ისტორია.
მათე უფრო მომწონს თუ მარიამი როგორც პერსონაჟი ჯერ ვერ გავიგე ორივეეეე ძალიააან მაგარი ტიპია.
ჯერ ისე მაგრად ცხელააა
და ბოლოს განსაკუთრებით ჩამოცხაა :დ
ყველაფერი ერთადაა ამ ისტორიაში და შეუძლებელია ვინმეს არ მოეწონოს.
სასწაული ხარ შენ დააა სიტყვებს ვერ ვპოულობ მართლა შენ რომ იმსახურებ ისეთს რა. <3
ველი მომდევნო თავს მოუთმენლადდ <3

№2  offline მოდერი D-roni

ბროწეულისფერი

აუუუუ ძალიან მეცინება შენს კომენტარებზე :დ
ხო მათე და მარიამი მეც განსაკუთრებულად მიყვარს მათ შორის რაც კი შემიქმნია და დამიწერია , რატომღაც ძალიან ვაღმერთებ ორივეს ... :დ
ეს ის ისტორიაა , რომელიც შემიძლია მე თვითონაც წავიკითხა და ისე მივყვე თითქოს არ ვიცოდე რა მოხდება :დ მადლობა მახარებს შენი სიტყვები heart_eyes

№3 სტუმარი სტუმარი დი კო

ძალიან კარგია ❣❣❣
ვნებიანი მასწავლებელი კი არა მოსწავლე უფროა ჩემი აზრით :))))))))

№4  offline მოდერი abezara98

ვაიმეეეე, ვაიიი მეეეე! scream scream ააააა, სულ ამრიე,დამრიე და დამტოვე გაშტერებული! როგორ შეიძლება ასე? scream scream გარეთ ხო ცხელა და ვიწვი ამ სიცხისგან და კიდევ ეს მინდოდა მე? joy ღმერთო, ეს რა ატეხილი ქალი ყოფილა და არ მცნობია joy ვაიმე, არც კი ვიცი რა ვთქვა, ააააააა! joy მარიამი ნახეთ?! smirk მართლა აგიჟებს ჩემს მთათუმანა ბიჭს და უკვე 90%-ით ვეჭვობ, ვიღაცას ის 6 თვე მთელ ცხოვრებად არ გაუგრძელდეს ამ სოფელში smirk ხოო, რა ვთქვა, როგორ შეგაქო და რა დაგიწერო? kissing_heart ყბა ჩამომივარდა რასაც ჰქვია smile არა, ასეთ მომენტში მართლა არ შეიძლებოდა შეწყვეტა! ახლა მე რა ვქნა? როგორ დავწყნარდე? joy აქამდე ხომ მოუთმენლად ველოდი გაგრძელებას, ახლა აღარ ვიცი, ისე ველოდები, ალბათ, გავგიჟდები მალე რომ არ გავიგო, როგორ დასრულდება მარიამის მაიმუნობა და ცელქობა smile მოკლედ, გელოდები საყვარელო მოუთმენლად kissing_heart გელოდები heart_eyes heart_eyes

№5 სტუმარი სტუმარი Pawu

Yovel shemosvlaze velodebi shens

№6  offline მოდერი D-roni

სტუმარი დი კო
ძალიან კარგია ❣❣❣
ვნებიანი მასწავლებელი კი არა მოსწავლე უფროა ჩემი აზრით :))))))))

გეთანხმები მაგრამ მოსწავლებ მასწავლებლისააო ხო გაგიგია :დ heart_eyes

abezara98
ვაიმეეეე, ვაიიი მეეეე! scream scream ააააა, სულ ამრიე,დამრიე და დამტოვე გაშტერებული! როგორ შეიძლება ასე? scream scream გარეთ ხო ცხელა და ვიწვი ამ სიცხისგან და კიდევ ეს მინდოდა მე? joy ღმერთო, ეს რა ატეხილი ქალი ყოფილა და არ მცნობია joy ვაიმე, არც კი ვიცი რა ვთქვა, ააააააა! joy მარიამი ნახეთ?! smirk მართლა აგიჟებს ჩემს მთათუმანა ბიჭს და უკვე 90%-ით ვეჭვობ, ვიღაცას ის 6 თვე მთელ ცხოვრებად არ გაუგრძელდეს ამ სოფელში smirk ხოო, რა ვთქვა, როგორ შეგაქო და რა დაგიწერო? kissing_heart ყბა ჩამომივარდა რასაც ჰქვია smile არა, ასეთ მომენტში მართლა არ შეიძლებოდა შეწყვეტა! ახლა მე რა ვქნა? როგორ დავწყნარდე? joy აქამდე ხომ მოუთმენლად ველოდი გაგრძელებას, ახლა აღარ ვიცი, ისე ველოდები, ალბათ, გავგიჟდები მალე რომ არ გავიგო, როგორ დასრულდება მარიამის მაიმუნობა და ცელქობა smile მოკლედ, გელოდები საყვარელო მოუთმენლად kissing_heart გელოდები heart_eyes heart_eyes

აუუუუ აუუუ და კიდე აუუუუ როგორ მიყვარს ასეთი კომენტარების კითხვააა!!!!
ჯერ სად ხართ :დ
ცოტა წვიმიან ამინდებს დაუმიზენთ ხოლმე წაკითხვა :დ
დიდი დიდი მადლობააა heart_eyes heart_eyes

№7 სტუმარი Nini

როგორ მომწონს ეს ისტორიააა❤️❤️ ძალიან მაგარი ხარ♥️♥️

№8  offline მოდერი D-roni

Nini
როგორ მომწონს ეს ისტორიააა❤️❤️ ძალიან მაგარი ხარ♥️♥️

მიხარია მადლობა❤️

№9 სტუმარი Mrs.Grey

გამოცდის მერე ასეთი თავი რომ დაგხვდება????????????❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

№10  offline წევრი talia

ვაო მართლა რა ეშმაკია ეს მარიკუნა,ძალიამნ მომწონს ეს მოთხრობა და ეს თავი შესანიშნავი იყო.

№11  offline წევრი skida

ვაიმე გული მთელი დღის ლოდინად კი ღირდა.
არა რა ყველამ ის უნდა აკეთოს რაც გამოსდის აი შენ კი წერა გამოგდის თან უმაღლეს დონეზე ადამიანს ჭკუიდან რომ გადაიყვან ისე წერ. ისე კარგად სდებ თითოეულ ემოციას სიტყვებში მგონია რომ გული საგულედან ამომივარდება
მაგარი მწერალი ხარ და მინდა რომ სულ ასეთი კარგი ისტორიები დაწერო
და ამით
შენი მკითხველები ისე გააბედნიერო
როგორც ახა მე ვარ გაბრწყინებული
შემდეგ თავს დილით დადებ? დაგელოდო?

№12  offline მოდერი D-roni

Mrs.Grey
გამოცდის მერე ასეთი თავი რომ დაგხვდება????????????❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

გამოცდამუკან უნდა დაიხიოს :დ ❤️

talia
ვაო მართლა რა ეშმაკია ეს მარიკუნა,ძალიამნ მომწონს ეს მოთხრობა და ეს თავი შესანიშნავი იყო.

ნწნწნ ძალიან ეშმაკია რა :დ დიდი მადლობა❤️

skida
ვაიმე გული მთელი დღის ლოდინად კი ღირდა.
არა რა ყველამ ის უნდა აკეთოს რაც გამოსდის აი შენ კი წერა გამოგდის თან უმაღლეს დონეზე ადამიანს ჭკუიდან რომ გადაიყვან ისე წერ. ისე კარგად სდებ თითოეულ ემოციას სიტყვებში მგონია რომ გული საგულედან ამომივარდება
მაგარი მწერალი ხარ და მინდა რომ სულ ასეთი კარგი ისტორიები დაწერო
და ამით
შენი მკითხველები ისე გააბედნიერო
როგორც ახა მე ვარ გაბრწყინებული
შემდეგ თავს დილით დადებ? დაგელოდო?

უდიდესინმადლობა ბედნირი ვარ ასეთი შეფასების გამო ❤️შემდეგი თავი 24 საათში იქნება ან 12ტში :დ გააჩნია რამდენს დავწერ დღეს , უნდა გადავანაწილო რომ ბოლოს არ გავიჭედო

№13 სტუმარი სტუმარი კატო

ხვალ შუადღისას, 12 საათზე საბაკალავრო ნაშრომი მზად უნდა მქონდეს, ჯერ ნახევარი მაქვს დაწერილი და იმედი მაქვს რომ მოვასწრებ, ამ დროს კი ვერ ვწყდები შენს ისტორიას.
სასწაული ხარ ნამდვილი!

№14  offline მოდერი D-roni

სტუმარი კატო
ხვალ შუადღისას, 12 საათზე საბაკალავრო ნაშრომი მზად უნდა მქონდეს, ჯერ ნახევარი მაქვს დაწერილი და იმედი მაქვს რომ მოვასწრებ, ამ დროს კი ვერ ვწყდები შენს ისტორიას.
სასწაული ხარ ნამდვილი!

ცოდვაში ჩავმდგარვარ ორივე ფეხით :დ
წარმატებები და მადლობა❤️

№15  offline წევრი Kalina

დედა, ეს გოგო რა ჩუმჩუმელა ყოფილააა:))))
სად ასწრებდა ასეთი გარყვნილობების ჩადენას? :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№16  offline მოდერი D-roni

მარიკუნაა♥️
დედა, ეს გოგო რა ჩუმჩუმელა ყოფილააა:))))
სად ასწრებდა ასეთი გარყვნილობების ჩადენას? :)

ოოოო ჯერ სად ხართ :დ ❤️

12 საათში ურიგო არ იქნებოდა :დ
გაუმაძღარი მეეე.
არასდროს მეყოფა შენი ისტორიუის სულ რომ 900 გვერდი დაწერო მაინც

№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

არა,რა მაფიაა ახლა ეს???
არა,ერთი ამიხსენი,აქ რო აგვიშალე ხალხს ჰორმონები და,შუა გზაში ხახამშრალები დაგვტოვე,რა საქციელია??
ღმერთმანი,არ გპატიობ!
სულაც არ მეყო სიდიდე,უუუფრო დიდი ხაჩუ!!!
მე კი ბატონო,დავწერ ამას და ,მივუცუცქდები ჩემს ქმარს,მაგრამ,გაუთხოვრებმა რა ქნან???
აქ ისეთი ამბები დაატრიალე,მარიამი კიარა,მე ველოდები როდის ეღირსება მის ჰორმონებს დაკმაყოფილება,
და მათეს კიდევ მალე ამდენი მოთმინებისგან,პრობლემები არ შეექმნას,შენი ჭირიმე,თორემ მოვკვდი მარიიამის საცოდავობით.
ვოტ ტაკ,შემდეგ თავში ველი ვნებების ამოფრქვევას და,შუა გზაში გაწყვეტას კიარა,მარიამის კივილი აქ უნდა გავიგო გამსახურდიაზე.

№19  offline მოდერი D-roni

ბროწეულისფერი
12 საათში ურიგო არ იქნებოდა :დ
გაუმაძღარი მეეე.
არასდროს მეყოფა შენი ისტორიუის სულ რომ 900 გვერდი დაწერო მაინც

როგორ მიხარიააა :დ ❤️

tasusuna
არა,რა მაფიაა ახლა ეს???
არა,ერთი ამიხსენი,აქ რო აგვიშალე ხალხს ჰორმონები და,შუა გზაში ხახამშრალები დაგვტოვე,რა საქციელია??
ღმერთმანი,არ გპატიობ!
სულაც არ მეყო სიდიდე,უუუფრო დიდი ხაჩუ!!!
მე კი ბატონო,დავწერ ამას და ,მივუცუცქდები ჩემს ქმარს,მაგრამ,გაუთხოვრებმა რა ქნან???
აქ ისეთი ამბები დაატრიალე,მარიამი კიარა,მე ველოდები როდის ეღირსება მის ჰორმონებს დაკმაყოფილება,
და მათეს კიდევ მალე ამდენი მოთმინებისგან,პრობლემები არ შეექმნას,შენი ჭირიმე,თორემ მოვკვდი მარიიამის საცოდავობით.
ვოტ ტაკ,შემდეგ თავში ველი ვნებების ამოფრქვევას და,შუა გზაში გაწყვეტას კიარა,მარიამის კივილი აქ უნდა გავიგო გამსახურდიაზე.

შენ უნდა თქვა გამიმართლაო :დ
ქმარიც გყავს და ისეც არ განიცდი :დ
დავდებ დავდებ მალე :დ ❤️❤️❤️

№20 სტუმარი სტუმარი ანი

აიიიიი ასეთი მარიამის "მწამს" მე. უხხხხხ ვენაცვალე. აი რა მინდოდა... რა გემრიელად ჩაუტარა მათეს უხხხხხ.. აი ამას ვნატრობდი..
იეეეეეეს

№21  offline წევრი Mariam Shengelia_3

თადაამ, კაიხანია არშემოვსულვარ, არც კომენტარების დაწერას ვაპირებდი მაგრამ ეს 7 თავი ერთად რომ წავიკითხე თავი ვეღარ შევიკავე. შენი ისტორიები რომ ძალიან მომწონს კიიცი, ესეც ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, ნუ რა გავაკეთო, საოცრად უხდება ინტიმი და იუმორი ერთმანეთს და შენ ძალიან კარგად გადმოსცემ ამ ყველაფერს! ერთი მათე მეც მომიყვანეთ სახლში თუ შეიძლება.
მოკლედ იცოდე რომ მოგყვები და ძალიან ძალიან მომწონს❤

№22  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Chemi bichis suratebs ravali deb :D yochag magari gogo xaar .... cota ariyos nawyenic var shenze :/

№23  offline მოდერი D-roni

სტუმარი ანი
აიიიიი ასეთი მარიამის "მწამს" მე. უხხხხხ ვენაცვალე. აი რა მინდოდა... რა გემრიელად ჩაუტარა მათეს უხხხხხ.. აი ამას ვნატრობდი..
იეეეეეეს

კიდევ ბევრჯერ ჩაუტარებს :d ❤️

Mariam Shengelia_3
თადაამ, კაიხანია არშემოვსულვარ, არც კომენტარების დაწერას ვაპირებდი მაგრამ ეს 7 თავი ერთად რომ წავიკითხე თავი ვეღარ შევიკავე. შენი ისტორიები რომ ძალიან მომწონს კიიცი, ესეც ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, ნუ რა გავაკეთო, საოცრად უხდება ინტიმი და იუმორი ერთმანეთს და შენ ძალიან კარგად გადმოსცემ ამ ყველაფერს! ერთი მათე მეც მომიყვანეთ სახლში თუ შეიძლება.
მოკლედ იცოდე რომ მოგყვები და ძალიან ძალიან მომწონს❤

როგორ გამახარა შენმაკომენტარმა უდიდესი მალდობა შენ შენი ისტორია სადააა :(((❤️

uchveulo
Chemi bichis suratebs ravali deb :D yochag magari gogo xaar .... cota ariyos nawyenic var shenze :/

მადლობაა მაგრამ ნაწყენი რატომ ხარ რომ გამარვიო? :d

№24 სტუმარი Kusa13

აიი რა ჩამოცხააა
რაავნებააა ნუუ
აი დაიწყო კულმინაცია რა . აი როგორ მომეწონა ეს რამდენიმე თავი ვერ წარმოიდგეენ. რა საყვარლები არიან❤ ბიჭები და გოგოებიც ძალიან მომეწონაა, მათი პერსონაჟები და აი ამ ორზე ხოო სიტყვები არ მყოფნიის ❤ ამ პატარა "ბავშვს" უყურე რაა არ გააგიჟა ეს ფილარმონია მასწავლებელი კაციი :დდ აუ ძაან კარგად ვითარდება და ველოდები შემდეგ თავსს საყვარელოო❤❤ წარმატებებიი ❤❤❤❤

№25  offline მოდერი D-roni

Kusa13

მადლობა ძალიან დიდი❤️

№26  offline წევრი Mariam Shengelia_3

D-roni
სტუმარი ანი
აიიიიი ასეთი მარიამის "მწამს" მე. უხხხხხ ვენაცვალე. აი რა მინდოდა... რა გემრიელად ჩაუტარა მათეს უხხხხხ.. აი ამას ვნატრობდი..
იეეეეეეს

კიდევ ბევრჯერ ჩაუტარებს :d ❤️

Mariam Shengelia_3
თადაამ, კაიხანია არშემოვსულვარ, არც კომენტარების დაწერას ვაპირებდი მაგრამ ეს 7 თავი ერთად რომ წავიკითხე თავი ვეღარ შევიკავე. შენი ისტორიები რომ ძალიან მომწონს კიიცი, ესეც ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, ნუ რა გავაკეთო, საოცრად უხდება ინტიმი და იუმორი ერთმანეთს და შენ ძალიან კარგად გადმოსცემ ამ ყველაფერს! ერთი მათე მეც მომიყვანეთ სახლში თუ შეიძლება.
მოკლედ იცოდე რომ მოგყვები და ძალიან ძალიან მომწონს❤

როგორ გამახარა შენმაკომენტარმა უდიდესი მალდობა შენ შენი ისტორია სადააა :(((❤️

uchveulo
Chemi bichis suratebs ravali deb :D yochag magari gogo xaar .... cota ariyos nawyenic var shenze :/

მადლობაა მაგრამ ნაწყენი რატომ ხარ რომ გამარვიო? :d

უხ :დდ მე წავედი საიტიდან, კაი ხალხს შემოვურბენ ხოლმე და ვკითხულობ ასე :დდ ფბზე გავაკეთე ჯგუფი და იქ ვაგრძელებ, რომ აღადგენ სოც.ქსელებს mariam shengelia დამამატე, მესის ფოტომაქ პროფილად და უახლოეს მომავალში (აქ სადღაც მინიმუმ 2 წელი იგულისხმება) არც შევცვლი :დდ ❤

№27  offline წევრი Nobodyelse

არააა??!!
არ მჯერაა!
და შენ ამბობ რომ წერას უნდა შეეშვა, როცა ასე ძალიან იგრძნობა პროგრესი ყველანაირად!
არც გაბედო!
საოცრება გოგო ხარ!
ხვალ წვიმაა და დილით ხომ ვერ დამახვედრებდი ასეთ ჰოთობას?:))))) სიცივეაა, ნუ ჰო გესმის))))) ჰაჰ!!

№28  offline მოდერი D-roni

Nobodyelse
არააა??!!
არ მჯერაა!
და შენ ამბობ რომ წერას უნდა შეეშვა, როცა ასე ძალიან იგრძნობა პროგრესი ყველანაირად!
არც გაბედო!
საოცრება გოგო ხარ!
ხვალ წვიმაა და დილით ხომ ვერ დამახვედრებდი ასეთ ჰოთობას?:))))) სიცივეაა, ნუ ჰო გესმის))))) ჰაჰ!!

დილით ბევრად ჰოთი თავი ჩემზეა ❤️❤️❤️

№29 სტუმარი სტუმარი თამუნა

Mariam Shengelia_3
D-roni
სტუმარი ანი
აიიიიი ასეთი მარიამის "მწამს" მე. უხხხხხ ვენაცვალე. აი რა მინდოდა... რა გემრიელად ჩაუტარა მათეს უხხხხხ.. აი ამას ვნატრობდი..
იეეეეეეს

კიდევ ბევრჯერ ჩაუტარებს :d ❤️

Mariam Shengelia_3
თადაამ, კაიხანია არშემოვსულვარ, არც კომენტარების დაწერას ვაპირებდი მაგრამ ეს 7 თავი ერთად რომ წავიკითხე თავი ვეღარ შევიკავე. შენი ისტორიები რომ ძალიან მომწონს კიიცი, ესეც ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, ნუ რა გავაკეთო, საოცრად უხდება ინტიმი და იუმორი ერთმანეთს და შენ ძალიან კარგად გადმოსცემ ამ ყველაფერს! ერთი მათე მეც მომიყვანეთ სახლში თუ შეიძლება.
მოკლედ იცოდე რომ მოგყვები და ძალიან ძალიან მომწონს❤

როგორ გამახარა შენმაკომენტარმა უდიდესი მალდობა შენ შენი ისტორია სადააა :(((❤️

uchveulo
Chemi bichis suratebs ravali deb :D yochag magari gogo xaar .... cota ariyos nawyenic var shenze :/

მადლობაა მაგრამ ნაწყენი რატომ ხარ რომ გამარვიო? :d

უხ :დდ მე წავედი საიტიდან, კაი ხალხს შემოვურბენ ხოლმე და ვკითხულობ ასე :დდ ფბზე გავაკეთე ჯგუფი და იქ ვაგრძელებ, რომ აღადგენ სოც.ქსელებს mariam shengelia დამამატე, მესის ფოტომაქ პროფილად და უახლოეს მომავალში (აქ სადღაც მინიმუმ 2 წელი იგულისხმება) არც შევცვლი :დდ ❤

მარიამ რა ქვია შენს ჯგუფს?

№30  offline წევრი tatuli)

shoki tavi iyo ????????❤️❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent