დინა ქალდანი (თავი3)
კესო, ტასო და თაია შეადგენენ დინას სამეგობროს. კესო საშუალო სიმაღლის, გამხდარი, შავთმიანი გოგონაა, რომელსაც ამავე ფერის თვალებით, ყველაზე გიჟი სამეგობროში. ტასოც საშუალო სიმაღლის ქერათმიანი და ცისფერთვალება ლამაზმანია, მისი თვალები ისეთი ცისფერია, როგორც კესანები, მთლად კესოსნაირი არა, მაგრამ ესეც სადღაც სიგიჟის ზღვარზეა. აი, თაია კი სილამაზის განსახიერებაა, სიმაღლეს ვერც მას დავუწუნებთ, თუმცა ძალიან ნაზი და ჰაეროვანია, მშვიდი, გაწონასწორებული გოგონაა, დიდი, მწვანე თვალებითა და ღია ყავისფერი თმით. მოკლედ ვერ გაიგებთ ამდენი ლამაზი არსება ერთად როგორ შეიკრიბა. მოკლედ, მანქანის გაჩერება და ამათი გამოვარდნა ერთი იყო, მოენატრათ დაქალი, რა ქნან უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. ჩეკრნენ დინას და იმდენ ხანს იდგნენ ჩახუტებულები სანამ ფეხები არ ეტკინათ დგომით. - ჰე, ახლა, სვანის ქალო, გაგვიწყვე სუფრა, დაკალი ინდაური ან რავიცი რამე, თორემ მაგათ მაგივრად შენ შეგჭამ იცოდე - ტასო დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს. - ღორს დაგიკლავ არ გინდა? თან თონეც მაქვს სახლის უკან, ფარდულში. - ფუუ, გადი გოგო იქეთ არ მინდა, შემყარო იქნებ ღორის გრიპი შენ ისეთი ხარ. - სიცილით უთხრა და სახლისკენ წავიდა - წავედი მე, წავედი და შევჭამ თქვენ იდექით მანდ და მიყურეთ. - ამ დროს კესო გაიქცა სიცილით - ვინც მოასწრებს ის შეჭამს, ვინც არა - მთელი დღე მშიერი დარჩება და მემგონი შენ მოგიწევს ჩვენი ყურება. - ესენი კიდევ ვერ დაჭკვიანდნენ ხომ? - სიცილით გადახედა დინამ თაიას. - ეჰ, მაგათ დაჭკვიანებას მოვესწრებოდე და მერე მომკლა თუ გინდა - არარსებული ცრემლი შეიმშრალა თაიამ. - შენც კაი მასხარა ხარ ხომ იცი?! მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ სიცილ-ხარხარში გაატარეს მთელი კვირა. დინას ბებიის და ბაბუის საფლავიც ინახულეს, მდინარეზეც იყვნენ და კარგად გაერთნენ. დინას ამ დროის განმავლობაში ხშირად ახსენდებოდა ის შემთხვევა და ეჩვენებოდა თითქოს ვიღაც დაჟინებით უცქერდა, თუმცა ფიქრებს თრგუნავდა და დინებას მიჰყვებოდა. თბილსში დაბრუნებს შემდეგ, თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, სამსხური, რომელიც მამისგან ერგო მემკვიდრეობით და მეგობრებთან ერთად გატარებული დღეები, ის იყო ერთდროულად : პატივსაცემი, ბიზნესმენი ქალი, რომელიც არაფერზე დაიხევდა უკან საკუთარი მიზნის მისაღწევად და თავქარიანი დაქალი, რომელსაც ყველაფრის მიცემა შეეძლო საკუთარი მეგობრებისთვის, რომლებიც ოჯახად მიაჩნდა. მაგრამ... ჰოი, რომ ყველგან არსებობს ეს ერთი ,,მაგრამ" და რომ შეიძლება ეს ერთი აღმოჩნდეს ყველაფრის თავდაყირა დადგომის მიზეზი... დაგვიანება და პატარა თავები უნდა მაპატიოთ, რა ვქნა აბიტურიენტის მძიმე ცხოვრება არ მაძლევს თავისუფლებას, თან გამოცდებიც მოვიდა და... მოკლედ ბოდიში.:((( მაგრამ ძალიან, ძალიან მჭირდება თქვენი შეფასება, დახმარება მჭირდება, კრიტიკაც მჭირდება, ყველაფერი მჭირდება რაა. გელოდებით და მადლობა რომ კითხულობთ ჩემი დაუდევრობის მიუხედავად <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.