შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური სიყვარული (1თავი)


30-06-2018, 16:42
ავტორი Avrora-Gallagher
ნანახია 2 212

-ნენე ადექი, რაღადროს ძილია ღამდება უკვე.-დამჩხავა ქეთი და ბალიშს მესვრის.
-ოო! მაცა რა ცოტახანი, ჯერ დილაა.
-რა დილა გოგო, 3 საათი იწყება.- კვლავ არ ისვენებს და ბალიშებს მესვრის.
-ქეთიი, ჩემი და რომ ხარ თორე ამას არ გაპატიებდი.-ვამბობ და ზლოზინით ვდგები საწოლიდან. "კიდევ ძილი დაგაკლდა ნენე რა, არადა როგორ გეძინებოდა შე საწყალო", ვამბობ ჩემთვის საწყლად. სააბაზანოში შევდივარ შხაპს ვიღებ და იქედან გამოსული, მომზადებას ვიწყებ. საძინებელი ოთახიდან გავდივარ და წინ ლილე მხვდება.
-ჩემი სიხარული მოსულა, სად დამეკარგე ეს დღეები?-ვეკითხები და გვერდზე ლოყას ვუჩქმეტ.
-მე სად დაგეკარგე?, მემგონი შენ გუშინ წინდელის მერე არც გამოგიღვიძია.- ასრულებს საუბარს ლილე და ქეთი აგრძელებს.
-როგორ მაინტერესებს მთავარი თუ გაახსენდება.
-და რაიმე ხდება?.- ვკითხულობ გაკვირვებული და ცალწარბს ზევით ვწევ, რაც ყველაზე კარგად მეხერხება.
-ხვალ შენი ახალი სამსახურის პირველი დღეა.-ამთავრებს და ლილეს ფხუკუნი ჩემს ყურთასმენას სწვდება.
-ა მაგაზე მეუბნებოდი?.- ვეკითხები ისე ვითომდა კიდევაც მახსოვდა.
-ნენე 20 წლის ხარ და იცის ასე გულმავიწყობა ხანდაზმულ ასაკში.-აფხუკუნდა ლილე და ქეთიც აჰყვა.
-მოკლედ თქვენ ადამიანი ვერ დაგელაპარაკებათ რა.-ვეუბნები და ფილმის საყურებლად, პოპკორნს ვიმარჯვებ.
-ჰმჰ, როგორც ეტყობა დიდად არ ნერვიულობ პიველ დღეზე?.- კვლავ აგრძელებს ლილე.
-კარგი, რა უნდა იყოს ესეთი პიველი დღე, უბრალოდ რაც იქნება ჩემი გასაკეთებელი იმას გავაკეთებ და მორჩა.
-გააჩნია როგორი ოჯახი შეგხვდება.
-იმედია სახლის საქმეების გარდა სხვა არაფერს დამავალებენ.
-უკვე აქედან წუწუნი თუ დაიწყე, მაქსიმუმ ორი დღეც ვერ გაჩერდე მოსამსახურედ.
-ცოტახანს ვიმუშავებ მოსამსახურედ, ახალი სამსახურის შოვნამდე.
-ხო მართლა, ქეთი სად წავიდა?.
-რავი დაქალებთან ერთად მიდიოდა კაფეში, უი ლიკა რაშვება?
-ლიკა მუშაობს, ძაალიან გადამღლელი დღეებიაქ სამსახურში.
-აუ რამდენი ხანია არ მინახია, ჩვენც წავიდეთ მერე კაფეში.
-თუ მოიცალა ჩვენთვის წავიდეთ.
-ჰო თუ მოიცალა. ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ფილმის ყურება გავარგრძელე.
მალევე ქეთიმაც კარები შემოაღო და ჩემს წინ დაჯდა.
-რა იყო რანაირი სახით მიყურებ?-ვეკითხები გაკვირვებული.
-ნენე გთხოვ.
-რას მთხოვ?
-მარკეტში წადი და პროდუქტი ამოიტანე, მე დამავიწყადა.- ამთავრებს ქეთი და საწყალი კნუტივით მიყურებს.
-ხო კარგი ჩავალ. ვუთხარი მშვიდად, რადგან მე თვითონაც მინდოდა გარეთ გასვლა. უცებ გავედი ოთახიდან და თხელი ჟაკეტი ჩავიცვი, ფეხზე კი პუმას ფეხსაცმელი მოვირგე და სახლიდან გავედი. მოუხედავად იმისა რომ, გაზაფხული იწყებოდა გარეთ მაინც გრილოდა. კიბეები ჩავირბინე და შენობიდან გამოვედი. მარკეტი მეორე მხარეს იყო, ამიტომ გზის გადაჭრა სულ მიწევდა.
საჭირო პროდუქტები ცელოფანში ჩავაწყვე, ფული გადავიხადე და გარეთ პარკებით ხელში გამოვედი. გზაზე გადავდიოდი, როდესაც ვიღაც ჩიხიდან მთელი სიჩქარით გამოვარდა და ჩემს წინ მანქანა მთელი ძალით დაამუხრუჭა. მე კი ჩემი პარკებითურთ ამოვტრიალდი და ძირს დავეცი.
მძღოლი კი მალევე გადმოვიდა მანქანიდა და ჩემსკენ წამოიწა. მე კი გაშტერებული ვეგდე ძირს. ცოტა წამოვწიე თავი, ხელზე ვიპწკინე და და ბოლო ხმაზე ვიყვირე.
-ნენე ცოცხალი ხარრ.-ვყირი და კბილების სამყაროს ვაჩენ. მალევე აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება მაგრამ, მანქანა ვეღარსად ვერ დავინახე. ჩემს წინ კი ერთი ახალგაზრდა ბიჭი იდგა და სიცილს ძლივს იკავებდა.
-მოდი მოგეხმარები!.-უეცრად ხელი ჩემსკენ გამოიშვირა, მე კი ჩემით წამოვდექი ფეხზე და ბიჭს "ვერ გადამირჩების" მზერით შევხედე.
-ხომ კარგად ხარ?- მეუბნება და დამცინავად მიყურებს.
-შენ ვინღა ხარ?, და საერთოდ ის მძღოლი სად წავიდა?, ჰმ ალბად იცოდა რომ ვერ გადამირჩებოდა და მოვკლავდი, იდოტი.- ვამბობ გაბრაზებული და თავლებს ბოლომდე ვქაჩავ. ბიჭი კი პარკს ხელში მაწვდის და ცდილობს ბოლო ხმაზე არ ახარხარდეს.
-მე ვარ მძღოლი.- ასრულებს და სახეზე ათასნაირი ემოცია მიჩნებდება.
-შენ თუ მძღოლი ქვია კი, ლამის მეგონა რომ მოვკვდი.
-უკაცრავად?, ეგ შენი ბრალია, რომ გაგეხედა გვერდზე ასე არ მოხვდებოდა.
-ხეპრე, იდიოტი.-მივაძახე გამწარებულმა. ის კი მანქანაში ჩაჯდა და სადღაც გაქრა. მე კი პარკით ხელში, გამწარებული მივაბიჯებ სახლისკენ.
მალევე ავედი ლიფტით და სახლის კარები ბუტყუნ-ბუტყუნით შევაღე.
-მომე გამოგართმე პარკებს.-მეუბნება ქეთი და ჩემსკენ მოდის.
-მე ამ პროდუქტისგან გაკეთებულ საჭმელს არ შევჭამ.
-რატო?
-იმიტომ რომ მაგ პროდუქტმა ლამისაა და შემიწირა.-ვასრულებ და თან მოსანცმელს ვიხდი.
-რა მოხდა მეტყვი?
-რა და მარკეტიდან გამოვედი და გზა უნდა გადამეჭრა, როდესაც ვიღაც მანქანით გამოვარდა და პარკებიანად ამომატრიალა.
-დაშავებულის არაფერი გატყვია.- მეუბნება დამცინავად.
-ღმერთს მადლობა, თორე ახლა ორმოცი მექნებოდა.
-და მძღოლზე რას მეტყვი?
-იდიოტი, ნაგავი და რავი კიდე რა გითხრა, ერთი სიტყვით სუფთა "უხსენებელია" რა.
-ნენე მაგაზე არ გეკითხები, როგორი აღნაგობის ბიჭია?
-რავი მაღალი და ნავარჯიშევ ფორმაში.
-ვაიმე ნენე!, ლამაზიათქო ამის თქმა მინდოდა!.
-შავგრემანი და ცისფერ თვალება, არა ლამაზი კი იყო, მაგრამ.
-რა მაგრამ?-მეკითხება სიცილით ქეთი.
-ქეთი იმის მაგივრად რომ მკითხო, რაიმე ხომ არ გჭირსო, შენ რეებს მეკითხები? და საერთოდ წავედი დავიძინე მე.-ვეუბნები და ოთახში მივდივარ.
ტანსაცმელს ვიხდი, პერანგს ვიცმევ და საწოლში ვწვები. უეცრად კი ათასმა აზრმა განირბინა თავში. "საერთოდ რომ არ ჩავსულიყავი მარკეტში, არაფერიც არ მოხდებოდა და თან იმ ბიჭის სიფათსაც არ გადავეყრებოდი.. ან საერთოდ რომ მოვკვდარიყავი". უჰ ნენე რეებზე ფიქრობ რა, ჩავიბურტყუნე ჩემთვის და თავალები დავხუჭე დასაძინებლად.

დილით ჩემი ადრე გაღვიძება, მზის სხივების კიარა, არამედ ჩემი მაღვიძარას დამსახურება იყო. ზლოზინით ავდექი საწოლიდან და უკან ისევ დავეშვი. რადგან ძილი ძალიან მიყვარდა და ყველაზე დიდი მნიშველობა ჩემს ცხოვრებაში დილის ძილს ჰქონდა. ჩემთვის ვფიქრობდი რომ, ამ მდგომარეობას უნდა შევჩვევოდი რადგან, ჩემი რუტინა გახდებოდა ეს მომენტი. პირველი სააბაზანოსკენ ავიღე გეზი, რაათა გამოვფხიზლებულიყავი, იქედან გამოსულმა კი ტანსაცმელი გამოვაწყვე და ჩაცმას შევუდექი. ამერიკული ჯინსი და თეთრი ზედა ჩავიცვი, ხოლო ფეხზე თეთრი ფეხსაცმელები ამოვიცვი. შემდეგ კი თმის გაკეთებასაც შევუდექი, თმები მაღლა ავიწიე და უკან გრძლად გადმოვიყარე. ამასობაში კი ათიც დაწყებულა. ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი.
წინ კი ქეთი შემეჩეხა.
-წარმატებები ნენე.-მეუბნება და ლოყაზე მაგრად მკოცნის.
-მადლობა, კარგი წავედი თორემ პირველ დღესვე დავაგვიანებ.-ვეუბენბი და სახლიდან გავდივარ. ჩემი სახლიდან სულ რაღაც ათი წუთის სავალზე იყო ჩემი სამსახური. ფურცელზე დაწერილ ნომერს შევხედე რადგან, სხვა სახლში არ მივსულიყავი.
"და აი ეს სახლია", ვამბობ ჩემთვის გონებაში და გაშეშებული რამოდენიმე ხანი ვდაგავარ. ჩემს წინ დგას უზარმაზარი თეთრი ფერის სახლი, რომელსაც ნაწილ-ნაწილ შავი ფერის ფილები ამკობს. "ეს სახლია თუ ზებრა" ვამბობ ჩემთვის და სიცილს ვიწყებ ჩემი ფიქრებიდან გამომდინარე.
სახლის წინ კი ორი დაცვა იდგა. უეცრად კი წინ შემომეგება ვიღაც ქალი.
-ალბათ შენ ახალი მოსამსახურე ხარ.
-დიახ, დღეს დამიბარეს.
-ძალიან კარგი. წამომყევი და ყველაფერს აგიხსნი რაც გევალება.
-კარგი.-ვეუბნები და უკან წყნარად მივყვები.
-ნენე, აქ ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ, თუმცა ხანდახან ჩემი საქმეებიდან გამომდინარე გამგზავრება მიწევს, ამიტომ თუ რაიმე დაჭირდება შენ გააკეთებ.
-დიახ ყველაფერი გასაგებია.-ვეუბნები და მთელი სინაზით ვუღიმი, შემდეგ კი ჩემს მოქმედებაზე მართლაც რომ მეცინება.
-ნენე ასევე სახლში გვყავს დამლაგებელი, რომელიც ყოველდღე ალგებს სახლს ასე რომ, შენ დალაგება და მსგავსი რამ არ გევალება, და კიდევ ქალატონოთი მომართვა და მსგავსი რამ დაივიწყე, უბრალოდ ნანათი მომართე.-ამთავრებს და თავზე ხელს მისვამს. "როგორც ჩანს ძალიან თბილი ქალია, უიმე საყვარელი", ჩემი ფიქრებიდან კი ქალბატონ ნანას, უფრო სწორედ კი ნანას გამოვყავარ.
-ჩემი ბიჭი კი გართობით არის დასაქმებული, ამიტომ სახლში მხოლოდ იმ დღეებშია როცა ძალიან გადაღლილი არის, ამიტომ იმედია ხელს არაფერში შეგიშლის. მე კი ხვალ მივდივარ ქვეყნიდან და დაახლოებით ერთ თვეში ჩამოვალ.
-გასაგებია.
-და კიდევ თუ რაიმე დაგჭირდეს, ჩვენს დამლაგებელს უთხარი და მასაც მიეხმარე რაიმე საქმეზე, ძალიან საყავრელი ქალია, იმედია შევთანხმდით არა?.-მეუბნება და თბილად მიღიმის.
-კი ყველაფერზე შევთანხმდით, და ფორმა?.
-ფორმა საჭირო არ არის, შეგიძლია თავისუფალი ტანსაცმლით იარო. მთავარია ჩემი შვილის ლუკას ბრძანებები შეასრულო.
-დიახ დიახ.-ვეუბენი და სავარაუდოდ სამზარეულოსკენ მივდივართ, სადაც დამლაგებელი ნინო გვხვდება.
-გაიცანი ეს ნენეა, მე რომ გეუბნებოდი, ძალიან საყვარელი გოგოა.-ამბობს და მხარზე ხელს მხვევს.
-მე ნინო ვარ დამლაგებელი, მაგრამ აქ უკვე 5 წელია ვმუშაობ, ეს ჩემი მეორე ოჯახია, ამიტომ შეგუება არ გაგიჭირდება მთავრია ბატონ ლუკას შეეგუო და მერე ყველაფერი კარგად იქნება.
-ჭირვწული ბავშვია?-ვეკითხები გაკვირვებული.
-23 წლისაა და ძალიან პრეტენზიულია.-ამბობს ნინო სიცილით. ნანას კი წასვლის წინ დავემშვიდობეთ.
ნინოს კი ცოტა რაღაც საქმეებში მივეხმარე, ხოლო მთავრი კი რაც იყო, ლუკას მოსვლას ველოდი.
"ნეტავ რა პრეტენზიული 23 წლის ბიჭი უნდა იყოს, იმედია მალე შევეჩვევი", ვბუტბუტებ ჩემთვის.
-ნენე აქ ასევე ერთი ბიჭი მუშაობს მათე, ისეთ საქმეებში გვეხმარება რაც შესაკეთებელი და გადასაადგილებელია, ამიტომ მსგავსი საქმისთვის მას მიმართე.
-კარგი, ყველაფერი გასაგებია.-ვეუბნები ნინოს და სამზარეულოდან გავდივარ. უეცრად კი კარებზე ვიღაც აკაუნებდა. "მიდი ნენე შეასრულე შენი სამუშაო", ვამხნევებ ჩემს თავს და კარების გასაღებად მივიწევ.
როგორც კი გავაღე კარები, იმწამს ადგილს მივეყინე, თითქოს მიწა ჩამივარდა და ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ჩემს წინ დგას პიროვნება რომელმაც, ლამისაა და სიცოცხლეს გამომასალმა.

ჩემო კარგებოო დაგიბრუნდითაბა შემიფასეთ????გავაგრძელო თუ არა:)) ყველამ დაწერეთ თქვენი აზრითითოეული ადამიანის კომენტარი მნიშვნელოვანია ჩემთვის:დ მივარხართ



№1 სტუმარი სტუმარი Elle

dzalian momewona ❤❤

 


№2  offline წევრი Avrora-Gallagher

სტუმარი Elle
dzalian momewona ❤❤


❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ვალერიანი

ჩემო ავრორაა ძალიან კარგიაა❤️❤️შენს ყველა ახალ ისტორიაას ძალიან ემოციურად ვკითხულო:)) ამ ისტორიაშიდაც ბევრი ვიხალისეე:);) და იმედია მიმდევნოზეც ასეე გვახალისებ:)) ნენე მართლაც რომ ძალიან გიჟი და მხოარული გოგოაა,:)) ხოლო ლუკაზე რა მოგახსრნოო ალბათ აწი ისიც დასერიოზულდება:))) ძალიან საყვარლები არიან ორივენი:))) რაიმე არ დაგვიტრიალო ახლა ცუდი ამბებკ აქ❤️❤️მიყვარხარრ❤️ :)

 


№4  offline წევრი Jane Rouse

ვუჰუუ არა რაც კარგია კარგიიაა:))) მალე დადე რა მომდევნო ზალიან მაინტერესებs????❤️

 


№5  offline წევრი Avrora-Gallagher

ვალერიანი
ჩემო ავრორაა ძალიან კარგიაა❤️❤️შენს ყველა ახალ ისტორიაას ძალიან ემოციურად ვკითხულო:)) ამ ისტორიაშიდაც ბევრი ვიხალისეე:);) და იმედია მიმდევნოზეც ასეე გვახალისებ:)) ნენე მართლაც რომ ძალიან გიჟი და მხოარული გოგოაა,:)) ხოლო ლუკაზე რა მოგახსრნოო ალბათ აწი ისიც დასერიოზულდება:))) ძალიან საყვარლები არიან ორივენი:))) რაიმე არ დაგვიტრიალო ახლა ცუდი ამბებკ აქ❤️❤️მიყვარხარრ❤️ :)


მადლობა ჩემო საყვარელო❤️❤️შენ მამხნევებ მე:))ძალიან მიყვარხარ❤️❤️ვნახოთ დაველოდოთ მოვლენებს❤️????

Jane Rouse
ვუჰუუ არა რაც კარგია კარგიიაა:))) მალე დადე რა მომდევნო ზალიან მაინტერესებs????❤️


მადლობა :D

 


№6 სტუმარი სტუმარი დეფნე

მალედადებმომდევნოს? ?ძალიანმომეწონა????

მომდევნოდადერაა

 


№7  offline წევრი Avrora-Gallagher

სტუმარი დეფნე
მალედადებმომდევნოს? ?ძალიანმომეწონა????

მომდევნოდადერაა


მადლობა საყვარელო❤️ :) დღეს დავდებ❤️

 


№8  offline წევრი .M.A.R.I.

ძალიან კარგიაა❤

 


№9  offline წევრი Avrora-Gallagher

.M.A.R.I.
ძალიან კარგიაა❤


მადლობა❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიანა

აქ ვარ :)) მიყვარს შენი ისტორიებიო :)) ნუ ამაზე აღარაფერს ვამბობ :))<3 ეს სასწაულიაა...ხელებს ვწევ ზემოტ <33

 


№11  offline წევრი Avrora-Gallagher

სტუმარი მარიანა
აქ ვარ :)) მიყვარს შენი ისტორიებიო :)) ნუ ამაზე აღარაფერს ვამბობ :))<3 ეს სასწაულიაა...ხელებს ვწევ ზემოტ <33



უღრმესი მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent