შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგზოტიკური კოცნები -7-


8-08-2016, 18:01
ავტორი Firefly
ნანახია 2 234

*რა უნდა ჩემგან!*-გადაღლილი ვეკითხები საკუთარ თავს და ნიკას ვცილდები.
-სასტუმროში მივდივარ.-ვამბობ და ზურგს ვაქცევ.ვერ გამიგია რა უნდა ჩემგან,ხანდახან ისეთი თბილი და მოსიყვარულეა ეჭვი მაქვს რომ ნამდვილად მისი მეორე ნახევარი ვარ,ხანაც იმდეანდ არაპროგნოზირებადია მინდა საკუთარი ხელებით მოვარხჩო!
მორჩა! ლოლა შენ აღარ აყვები თამაშში,გადაწყვეტილია!

***
ნომერში ასვლისთანავე სააბაზანოში შევდივარ და შხაპს ვიღებ.იქედან გამოსული საწოლზე ნებიერად ვგორდები, ბალიშს ვიხუტებ და დაძინებას ვცდილობ.
-ვიცი რომ არ გძინავს!-თავზე არსაიდან მოსული ნიკა მადგება.
-არ მძინავს,ვიძინებ.-ვპასუხობ თვალდახუჭული და საპირისპირო მხარს ვგორდები.
-ქალაქის დასათვალიერებლად მივდივართ. -თმაზე ხელს მისვამს.
-არ მინდა მე,თავი მტკივა და უმჯობესია დავიძინო.-ვფრუტუნებ დაბალ ხმაზე.
-კარგი,მაშინ არც მე წავალ.-ამბობს ნიკა და გვერდით მიწვება.
-თუარა და უჩემოდ წყალშიც კი არ ჩადიხარ.-ვბუტბუტებ დაბალ ხმაზე და საწოლიდან ვდგები.
-მოიცა,შენ რა ეჭვიანობ?-ფეხდაფეხ მომყვება ნიკა.
აღშფოთებული ვტრიალდები უკან, აღღვლიანს გამოსალანძღად თუმცა მის გულმკერს ცხვირით ვეწებები.
-რა მაქვს საეჭვიანო?!-წარბშეკრული ვუყურებ ყურებამდე გარეჭილ ნიკას.
-არაფერი, თუმცა ფატქი სახეზეა! შენ სალომეზე ეჭვიანობ!-გადაიხარხარა ნიკამ და გამომცდელად შემომხედა.
-სისულელეა!-ჩავილაპარაკე დაბალ ხმაზე, კარადიდან ჩემი ნივთები გამოვალაგე და სააბაზანოში შევედი გამოსაცვლელად.

დიდხანს ვჩერდები სააბაზანოში,ვერ ვხვდები რატომ არ გამოვაღებ კარებს და ნიკას ჩვეულებრივი გამომეტყველებით არ ვეუბნები რამე ზოგადს,უმნიშვნელოს.
სარკესთან ვდგავარ და ვხვდები რომ ეს თეთრი კარი უზარმაზარ ბარიერად მექცა!
სულელი ვარ, ნამდვილი სულელი საკუთარი თავი თვითონ დავიღუპე.არ უნდა გამოვქცეულიყავი ზღვიდან და ნიკაც ვერაფერს მიხვდებოდა!
ძლივს შეკოწიწებული გამბედაობით ვეხები კარებს და სააბაზანოდან მაქსიმალურად მშვიდად შევდივარ.
ნიკა ნომერში არ მხვდება და მეც მთელი სითამამით ვიკეთებ თმებს,სახეზე მკვებავს ხოლო ტუჩებზე კონტურს ვისვამ და სარკის წინ ვტრიალებ.ბრიტელებიანი,ღიაცისფერი კაბა ჰაერში ულამაზესად ფრიალებს და ჰაეროვან ელფერს მმატებს.სუნამოს ვისხამ,მხარზე თეთრ პატარა ზომის ჩანთას ვიკიდებ და გარეთ გამოვდივარ.
გუმანით ვხვდები რომ ჰოლში იქნბიან და მეც იქეთ მივდივარ.
-ბიცო!-ჩემკენ გაკრეჭილი მობაჯბაჯებს დემე და ფეხებზე მეხვევა.მეც ღიმილით ვიყვან ხელში და ორივე ლოყას ვუკოცნი.
-ვინ გითხრა დემე ასე დაუძახეო?-ვეკითხები კისკისით და ჩემიანებისკენ მივიწევ.
-ბუძამ თქვა ჩემი ცოლი გახდება მალეო,მერე მე გავბაზდი იმიტო რომ წაგიკვანს მასთან და ცემი ალ იქნები-სასაცილოდ შეკრა წარბები პატარა არღვლიანმა და მოყოლა განაგრძო.-ქოდა მელე მითქა ალ გაბაზდე ალ წაგალთმევ პილიქით სულ აქლოს იქნება იმიტომ ლომ შენი ბიცოლა იქნებაო.-სრული სერიოზულობით ჩამოარაკრაკა ბავშვმა და ხელიდან დამისხლტა.
ერთადგილას მივეყინე,გაოგნებული ვაფახულებდი წამწამებს და მეგონა მთელი სამყარო ჩემ გარშემო ტრიალებდა.
ვიცოდი,ვიცოდი რომ ემოციებს არ უნდა ავყოლოდი,ვიცოდი რომ არ უნდა გამხარებოდა,ვიცოდი რომ არუნდა შევჩვეოდი...
ვიცოდი რომ არ უნდა შემყვარებოდა...
თუმცა როდის იყო გული გონებას ეკითხებოდა რაიმეს?

მთელი გულით,სულით,ხორცით,არსებით,ყველა უჯრედით მიყვარდა ნიკოლოზ არღვლიანი,და სხვა დანარჩენს არ ჰქონდა აზრი,
წერტილი დასმული იყო,ყველაფერი ნათქვამი.

თავი რამდენჯერმე გავაქნიე და მხედველობა დავიწმინდე.ნიკა მიახლოვდებოდა ღიმილით.
-სად ხარ აქამდე?-მკითხა ინტერესით, ჩამოვარდნილი სალტი გამისწორა და მხარზე მაკოცა.-ლო!-თვალებთან ამიფრიალა ხელი.
-ჰო,რაიყო?-ვკითხე დაბნეულმა და თვალი ავარიდე.
-რაგჭირს?-ეჭვისთვალით მათვალიერებს.
-აა..რაფერი,წავიდეთ ხომ?-ვარიდებ თავს და ლილესკენ მივიწევ.
-მოიცა,გოგო სად გარბიხარ...-დამეწია ნიკა და წელზე ხელი მომხვია.


მთელი სეირნობის განმავლობაში, სრულიად გაფანტული ვმოძრაობ,არც გიდს ვუსმენ,არც ნიკას გამჭოლ მზერას და მოხვეულ ხელს ვიმჩნევ.მთლიანად ბურუსში ვარ გახვეული და ვიღიმი.
ლილე და ნინო იმიზეზებენ დავიღალეთ თან მოგვშივდა და სადმე დავსხდეთო.საბოლოოდ პატარა და მყუდრო,ზღვისპირა კაფეში ვსხებით სადაც სასიამოვნოდ ქრის ზღვიური ქარი.
-რას მიირთმევთ გოგონებო?-გვეკითხება გეგა.
-სალათის ფოთლებს, ბოლოკით და წყალი.-ტუჩაბზუებული ფრუტუნებს სალომე.
-მე მინდა უზარმაზარი შაურმა!-გაკრეჭილი ამბობს ლელე და ტუჩებს აცმაცუნებს.-კიდევ კოლა და დიდი ულუფა შოკოლადის ტორტი.-ასრულებს ჩამონათვალს არღვლიანების რძალი და ჩვენ გაოცებულ-შეშფოთებულ სახეზე ამატებს.-რა?
-არაფერი-ვიღიმი მე-მეც იგივეს შევჭამ რასაც ლილე.
-რა გჭირთ თქვენ?-კისკისით გვეკითხება სადედამთილო და უცნაურად გვიყურებს ხან მე და ნიკას ხან გეგას და ლილეს.-ორსულად ხომ არ ხართ?-თვალების ციმციმით გვეკითხება ნინო და ვგრძნობ როგორ მედება სახეზე ალმური.კბილებს ერთმანეთს ძლიერ ვაჭერ რომ არ ვიფეთქო და არ გადავიხარხარო,ნიკა ხვდება ჩემს მდგომარეობას და სხვებისგან შეუმჩნევლად მადებს ხელს ფეხზე.
-ლოლა?-სიცილით მეჩურჩუკება ნიკა.
-შესაძლებელია!-ვპასუხობ ყურებამდე გაკრეჭილი,ჩემი ფეხიდან მის ხელს ვიღებ და მუცელზე ვიდებ.
ღმერთო ჩემო,ნუთუ არ მეკუთვნის ოსკარი?
- ნიკუშა დე, რას ჩურჩულებთ მანდ?
-დედა რამდენჯერ გაგაფრთხილე ნუ მეძახი ნიკუშას-თქო!-წარბები შეკრა არღვლიანმა და ჩემს ჩაცინებას ყურადღება არ მიაქცია.-ჩურჩულითკი იმას ვჩურჩულებთ რომ დროა მუშაობა გავაძლიეროთ...-ამბობს წარბების ფახულით და ირონიულ ღიმილს მესვრის.
-საზიზღარო!-ვბუტბუტებ და შუმჩნევლად ვბწკენ გვერდებში.-მე შენ განახებ მუშაობას!-სიმწრით ვუღიმი და შაურმას გემრიელად ვკბეჩ.


დავაგვიანე.ბოდიში ჩემო საყვარლებო,მუზა დავკარგე და ვერაფერს ვწერდი იმედია გახსოვართ.
ველოდები შეფასებებს.



№1 სტუმარი Mariami

Araushavs agar daagviano xolme momwons es istoria da bevrs vxalisob xolme es tavi ki dzalian momewona

 


№2  offline წევრი Firefly

Mariami
Araushavs agar daagviano xolme momwons es istoria da bevrs vxalisob xolme es tavi ki dzalian momewona

გმადლობ
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი kaxelii

აღარ დაგვიანო რა, გელოდებიდი

 


№4  offline წევრი Firefly

kaxelii
აღარ დაგვიანო რა, გელოდებიდი

ვეცდები
--------------------
M.T

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

momwons es istoriaa magram dzalian daigvianee :( ase agar daigvianooo ♡♡♡ kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent