შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი კავშირი (თავი 1,2 და 3)


30-06-2018, 21:34
ავტორი keti27
ნანახია 1 251

ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა სკოლა დავამთავრე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი. სკოლის დამთავრება გარკვეულ სენტიმენტებთან არის ხოლმე ასოცირებული,თუმცა ჩემთვის ძალიან ადვილი აღმოჩნდა სკოლასთან გამომშვიდობება.ბოლოს სკოლის ეზოში ფეხი გამოცდების დღეს შევდგი.დიახ,გამოცდებმა დაუდო საფუძველი ჩემი და სკოლის გაყრას :დდ საბედნიეროდ ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და ახლა უკვე ატესტატიანი ვარ ^_^ გაწყდა ჩემი კავშირი სკოლასთან და დავიწყე ახალი ცხოვრება,სკოლის გარეშე..ახლა მხოლოდ ეროვნულებზე გადავერთე...ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდებზე საუკეთესო შედეგის დადება,რადგან ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს დავადგი თვალი და ძალიან მინდა იქ მოხვედრა,რისთვისაც კარგი ქულებია საჭირო.
...
მანამ გავაგრძელებ და თავს მოგაბეზრებთ ჩემს გამოცდებზე საუბრით,უცებ გაგეცნობით. :დდდ მე ქეით მილსი ვარ(აწ უკვე თვრამეტი წლის) ჯორჯიის შტატიდან. აქ დავიბადე და ძალიან მიყვარს აქაურობა.მყავს დედა,მამა და და.სამივე ძალიან მიყვარს და მათთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი.მყავს ერთი საუკეთესო მეგობარი,ქეთრინი,რომელსაც სულ რაღაც სამი წელია რაც ვიცნობ.ჩემზე ორი წლით პატარაა,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი დამეგობრებისთვის. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ძალიან ახლოს ვართ,ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით..თუმცა არის ერთი რამ,რაც ჯერ მისთვის არ მითქვამს..სწორედ ამის მოყოლას ვაპირებ თქვენთვის.მოკლედ მოგეხსენებათ აბიტურიენტობა,როგორი ერთფეროვანი და დამღლელია,უნდა იარო რეპეტიტორებთან და მთელი კვირის განმავლობაში დავალებები აკეთო.თითქმის ყველა დღე ერთნაირად მიდის,შაბათ-კვირის გარდა.მხოლოდ ამ დღეებში ვახერხებ დასვენებას და ქეთრინთან ნორმალურად შეხვედრას,თუმცა ეს რა შუაშია,მე რის მოყოლასაც ვაპირებ არც შაბათს მომხდარა და არც კვირას,ძალიან შორს,რომ არ წავიდე გეტყვით:
ოთხშაბათი დღე იყო...სამის წუთებზე გამოვედი სახლიდან და უჩვეულო არაფერი მომხდარა,მასწავლებელთან წავედი..სადღაც ორი საათი ვიყავი იქ,ვიმეცადინე და წამოვედი დაღლილი. გავუდექი სახლის გზას.. როგორც ყოველთვის ისევ ჩვეული რიტმით მიედინებოდა ცხოვრება მანამ,სანამ მოკლე გზით არ გადავწყვიტე სახლში დაბრუნება.არ ვიცი რამ მიბიძგა,რომ განსხვავებული გზით წამოვსულიყავი,მითუმეტეს ხალხი არ მოძრაობს იქიდან თითქმის და ცოტა საშიშივით გამოიყურება,თუმცა სულ ხუთი წუთის სავალია და მალევე გადიხარ მთავარ გზაზე,საიდანაც უკვე ძალიან ახლოსაა ჩემი სახლი.მოკლედ დავადექი ამ გზას და ნახევარიც არ მქონდა გავლილი,უკნიდან რაღაც ხმა რომ მომესმა.ცოტა შემეშინდა...წამიერად თავში ათასმა აზრმა გამიელვა,თუ რისი ხმა შეიძლება ყოფილიყო .. რაც უფრო ახლოვდებოდა ხმა,თანდათან ვრწმუნდებოდი,რომ სწორედ ის იყო რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და საბოლოოდ დავრწმუნდი,როცა ძაღლის ყეფა მომესმა.ცოტახანში თვითონ ძაღლიც გამოჩნდა...ახლა ნათელი გახდა ყველაფერი,ძაღლი მორბოდა ძალიან სწრაფად და ამიტომ ისმოდა ასეთი უცნაური ხმა.ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,არ ვიცოდი რა მომემოქმედა, გაქცევას აზრი არ ქონდა, უთუოდ დამეწეოდა,ამიტომ შეშინებული ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.რაც უფრო ახლოს მოდიოდა,უფრო მკვეთრად ჩანდა მისი სახე,მიუხედავად იმისა,რომ ძაღლებში დიდად ვერ ვერკვევი, მისი ჯიში ვიცანი,თეთრი ლაბრადორი იყო..საყელური ეკეთა და გამიხარდა,ვიფიქრე აქვე იქნება პატრონი და იმედია მალე ისიც გამოჩნდება და დაიჭერს-მეთქი.მართლაც ძაღლის უკან ადამიანის ფეხის ხმაც მოისმა და ცოტათი დავმშვიდდი,თუმცა რათგინდა .. მანამ პატრონი დაიჭერდა,ძაღლი მთელი სისწრაფით ჩემსკენ გამოექანა,შემომახტა თავისი თათებით და ამომაყირავა :დდდ ამ მომენტში მთელმა ცხოვრებამ ჩამიარა,ვიფიქრე ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი,მაგრამ ჩემდა გასაკვირად ძაღლმა კბენის ნაცვლად ლოკვა დამიწყო :დდ თხუთმეტი წამი გაგრძელდა ეს ყოველივე დაახლოებით და შესაძლოა უფრო დიდხანსაც ვყოფილიყავი ძაღლის თათებს ქვეშ,რომ არ გამეგო ახალგაზრდა ბიჭის ხმა:
-ბობი ჩემთან.
მე ვერ დავინახე სახეზე,მაგრამ ნამდვილად ძაღლის პატრონი უნდა ყოფილიყო,რადგან მისი ხმის გაგონებაზე ეგრევე მისკენ გაიქცა.როგორც კი მომშორდა შვებით ამოვისუნთქე და მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე ბიჭი,რომელიც ძაღლს საყელურზე თოკს აბავდა.წამოდგომა დავაპირე ბიჭმა რომ შემომხედა,მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა,მეც დავეყრდენი და უცებ წამოვდექი.
-მადლობა-ვუთხარი,ზრდილობისთვის გავუღიმე და ტანსაცმელი ჩამოვიბერტყე. ლაპარაკის გაგრძელებას აღარ ვგეგმავდი,მით უფრო იმ ყველაფრის მერე რაც ცოტახნის წინ მოხდა და გზის გაგრძელება დავაპირე..
-ბოდიში,თუ შეგაშინეთ.მეც არ ვიცი რა მოუვიდა,მოულოდნელად გამოიქცა და ვერ შევაკავე.ზოგადად ძალიან წყნარია და მეც გამიკვირდა რა დაინახა ასეთი,რომ გაგიჟდა.-მითხრა მომღიმარი სახით ბიჭმა.
-კი ძალიან საყვარელია,-ვუთხარი ცინიკურად-არ ვიცი რა დაინახა,მაგრამ პირდაპირ მე შემომახტა,-ცოტა დავუსერიოზულე.
-შეიძლება შენ დაგინახა.-გაიღიმა და პირდაპირ თვალებში დამიწყო ყურება.
მე დავიბენი,არ ვიცოდი რა მეთქვა.. ამიტომ რამდენიმე წამი ბიჭს მივაშტერდი და მხოლოდ ახლა შევნიშნე მისი ხუჭუჭა ოქროსფერი თმები,ოდნავ მაღალი ჩანდა ჩემზე და გარეგნობითაც არაუშავდა.
-დაგინახა და მოეწონე,-განაგრძო მან-ამიტომ აგედევნა.
მის ხმაზე უცებ გამოვფხიზლდი,ჩაფიქრებულმა ვერ გავიგე რა თქვა ბოლოს,ამიტომ მოკლედ მოვუჭერი:
-ბოდიში მეჩქარება,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.-საბოლოოდ გავუღიმე და გამოვბრუნდი,აჩქარებული ნაბიჯებით გავუდექი გზას.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.-მომაძახა უკნიდან.
მე პასუხი აღარ გამიცია,უბრალოდ გამეღიმა ჩემთვის და განვაგრძე გზა.
სახლში რომ მივედი ამ ბიჭზე და მის თეთრ ლაბრადორზე დავიწყე ფიქრი..არვიცი,ზოგადად ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა,მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო,რაღაც ამოუხსნელი..მისი სახე სულ თვალწინ მიტრიალებდა და გონებიდან ვერ ამოვიგდე.
-რა სისულელეა,როგორ უნდა მოგეწონოს ბიჭი,რომლის სახელიც არ იცი,-გავიფიქრე და შევეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება,გადავწყვიტე ქეთრინისთვის მიმეწერა,ამიტომ ტელეფონს დავუწყე ძებნა,მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვნე.
-ღმერთო,ოღონდ იქ არ დამვარდნოდა,-წარმოვთქვი სასოწარკვეთილმა.

***
ყველაფერი კიდევ ერთხელ გადავქექე,სახლი ყირაზე დავაყენე, გამიმართლა მარტო რომ ვიყავი,შემსწრე არავინ მყავდა და ზედმეტ კითხვებსაც არავინ დამისვამდა...
უშედეგო ძებნის შემდეგ დავრწმუნდი,რომ ტელეფონი სახლში არ იყო და ნამდვილად გარეთ დამეკარგა.გარეთ ძებნას აზრი არ ჰქონდა,იქ ან დამხვდებოდა,ან არა თანაც არ ვიცოდი ზუსტად სად უნდა მეძებნა,ამიტომ გადავწყვიტე ქეთრინთან გასვლა დახმარების სათხოვნელად. შეძლებისდაგვარად მივალაგე სახლი და გამოვედი გარეთ.ქეთრინი ერთი ქუჩის იქით,ჩემს გვერდით სახლში ცხოვრობს,მისმა მშობლებმა ეს სახლი სამი წლის წინ შეიძინეს მონდგომერებისაგან. ქუჩა გადავკვეთე,მივედი კარებთან და დავაზარე.
-სახლში იყავი რა გთხოვ,-ვფიქრობდი ჩემთვის.
რამდენიმე წუთში კარი გაიღო.
-ქეით,გამარჯობა.-კარებში შემომეგება ქეთრინის დედა,ელა.
-გამარჯობა,როგორ ხართ? ქეთრინი სახლშია?-ცოტა დავიმორცხვე.
-კი,კი თავის ოთახშია,შემოდი,-მიმაცილა ოთახამდე და თვითონ სამზარეულოსაკენ გაემართა-ოთახში წვენს და ხილს შემოგაწვდით და ახლავე მოვალ-მომაძახა ქეთრინის ოთახის კარებთან მისულს.
მე ოთახში შევედი,ქეთრინი საწერ მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა,როგორც კი დამინახა წამოხტა და ჩამეხუტა.
-ქეით,რა სიურპრიზია,როგორ გამიხარდა შენი ნახვა,-ჯერ კიდევ აღტაცებული მესაუბრებოდა-სად დაიკარგე ამდენხანს?დღეს მთელი დღეა გწერ და პასუხი არ დაგიბრუნებია,რა ხდება?
-ქეთრინ სწორედ მაგის სათქმელად ვარ მოსული,-დაღონებულმა დავიწყე-ტე...ტელეფონი დავკარგე-ენის ბორძიკით ვუთხარი.
-რაა? სერიოზულაად? კი მაგრამ..ეგ ხომ..შენმა მშობლებმა გიყიდეს...ახლა დაბადების დღისთვის?-გაოცებული მეკითხებოდა.
-ხო ქეთრინ,ერთი კვირაც ვერ გავძელი და უკვე დავკარგე,ძალიან ვნერვიულობ,ჯერ მათთვის არაფერი არ მითქვამს,შენთან იმიტომ ვარ მოსული,უნდა დამეხმარო,როგორ ვიპოვნო?ჩემს ნომერზე,რომ დავრეკოთ,ვითომ უპასუხებენ?იქნებ ჯერ არც არავის უპოვნია,ან იქნებ ვინმე გულისხმიერმა იპოვნა და დამიბრუნოს-თვალებზე ცრემლები მომადგა თვითნებურად,ხელით მოვიწმინდე უცებ,თუმცა ქეთრინისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
-ქეით შენ რა ტირი? ნუ ნერვიულობ ვიპოვნით!-იმედიანად შემომხედა და მისმა ასეთმა თავდაჯერებულმა მზერამ დამამშვიდა.-ჯერ ის მომიყევი,როგორ დაკარგე,ყოველთვის ყურადღებიანი ხარ,ტელეფონს სულ იმოწმებ ხოლმე და ახლა რა მოხდა,როგორ მოხდა,რომ დაკარგე?-მომაყარა კითხვები,რომლებიც ჩემგან პასუხს მოითხოვდნენ.
-მე..მე არ ვიცი ჯიბეში მედო და ალბათ ამომივარდა,-მოკლედ მოვუჭერი-მასწავლებლიდან დაღლილი მოვდიოდი და ვერ შევნიშნე,როდის ამომივარდა.-თავდაჯერებული კილოთი ვუთხარი.
-კი მაგრამ...-აღარ გააგრძელა,მიხვდა რომ ამის დრო არ იყო და გაჩუმდა.
ჩვენ შორის წუთიერი დუმილი ჩამოწვა,რომელიც კარების ხმამ დაარღვია. გარედან დეიდა ელა შემოვიდა ლარნაკით ხელში.
-წვენი და ტკბილეული მოგიტანეთ,გემრიელად მიირთვით ბავშვებო.-გაგვიღიმა და გავიდა.
რა საყვარელი ქალია-ჩემთვის გავიფიქრე.
-მოდი ახლა შენს ნომერზე დავრეკოთ,-ტელეფონი აიღო და ჩემი ნომერი აკრიფა-გავიდა ქეით-რამდენიმე წამში გახარებულმა მომაწოდა ყურმილი.
-გამარჯობა-ყურმილიდან მოისმა ბიჭის ხმა.
-მიპასუხა,-ჩუმად ვუჩურჩულე ქეთრინს გახარებულმა და ყურმილს მივუბრუნდი -გამარჯობა,იცით,მე..
-თქვენ ტელეფონის პატრონი ხართ?-გამაწყვეტინა საუბარი-დღეს ძაღლს ვასეირნებდი,რომ ვიპოვნე.
-ძაღლს?-გაკვირვებულმა ჩემთვის გავიფიქრე,თუმცა აღმოჩნდა,რომ ხმამაღლა ვფიქრობდი,ამიტომ მოკლედ მოვუჭერი-დიახ,მე ვარ პატრონი,სად შეგიძლიათ,რომ მომაწოდოთ?
-ჩემთვის ნებისმიერი ადგილი ხელსაყრელია-თვითდაჯერებულმა მიპასუხა.
-კარგით,მაშინ როუსვუდის კვეთაზე,ხვალ თორმეტზე გაწყობთ?-მეც არჩევანში თავისუფალმა ჩემთვის უახლოესი ადგილი შევარჩიე.
-შევთანხმდით,მაგრამ..როგორ უნდა გიცნო?
-შავი ზედა და ჯინსი მეცმევა.
-კარგი,მაშინ ხვალამდე ახალგაზრდავ.
ყურმილი დავუკიდე და ცოტა გავბრაზდი-ვინ არის ამისი ახალგაზრდა-მერე ტელეფონის ამბავი გამახსენდა და დავმშვიდდი.
-ესეიგი ყველაფერი მოგვარდა?-ბედნიერი მიყურებდა ქეთრინი.
-ჰო,ვიღაცა ბიჭს უპოვნია და ხვალ დამიბრუნებს-მეც გახარებულმა ვუპასუხე.
-მაშინ ახლა შეგვიძლია მშვიდად ვისაუბროთ-რაღაცის მოყოლა დააპირა უცებ სახე რომ შეეცვალა და ნაწყენი კილოთი მითხრა-კულონს არ იკეთებ?არ მოგწონს ჩემი საჩუქარი?
-რა?როგორ არ...-ხელით შევიმოწმე და როცა დავრწმუნდი,რომ არ მეკეთა,მივხვდი ისიც უთუოდ ტელეფონთან ერთად დავკარგე,მაგრამ ქეთრინისთვის არ მითქვამს-იცი აბაზანაში მოვიხსენი და შეიძლება იქ დამრჩა-არ მინდოდა მისთვის გულისტკენა,ამიტომ მოვატყუე.
-კარგი,მაშინ ხვალ აუცილებლად გაიკეთე.
-კარგი ქეთრინ.წავალ ახლა,უკვე გვიანია,ჩემებიც მალე მოვლენ და სახლში რომ არ დავხვდე ინერვიულებენ,ტელეფონიც არ მაქვს,რომ დამირეკონ.-დავემშვიდობე და წამოვედი.ცოტა სინდისმა შემაწუხა,რომ მოვატყუე,თუმცა ახლა უკვე გვიანი იყო. სახლში დავბრუნდი და გათენების მოლოდინში თითქმის არ მძინებია...


***
გათენდა თუარა გამზადება დავიწყე და აქაც წინააღმდეგობას რომ არ შევხვედროდი,სხვანაირად როგორ შეიძლებოდა.ჯინსი,რომლითაც უნდა ვეცანი ადამიანს,რომელმაც ჩემი ტელეფონი იპოვნა და უნდა დაებრუნებინა,გარეცხილი და სველი აღმოჩნდა.სხვა გზა არ იყო,უნდა ამერჩია ახალი ლუქი და სასწრაფოდ გავსულიყავი სახლიდან,რადგან უკვე თორმეტი ხდებოდა და შეიძლება დამეგვიანა.მალე გადმოვალაგე ტანსაცმელები და შევარჩიე თეთრი შორტი და შავი ტოპი.
სახლიდან რომ გამოვედი უკვე ხუთი წუთი აკლდა თორმეტს,ეჭვგარეშე იყო,რომ დამაგვიანდებოდა. გარეთ ძალიან ცხელოდა და კიდევ კარგი შორტებზე შევაჩერე არჩევანი. ერთი ქუჩა გადავკვეთე და მთავარ გზას უნდა დავდგომოდი ,უეცრად ქეთრინი რომ დავინახე,პირდაპირ ჩემ წინ იდგა და ეშმაკურად მიყურებდა.
-ქეით,გელოდებოდი,აბა წავედით?
-მელოდებოდი?კი მაგრამ..საჭირო არაა შენი გამოყოლა,გამოვართმევ ტელეფონს და მალე დავბრუნდები..პირდაპირ შენთან მოვალ.
-არავითარ შემთხვევაში მარტოს არ გაგიშვებ,მეც მოვდივარ.-მოკლედ მომიჭრა და საუბრის გაგრძელებას,მით უფრო მის გადარწმუნებას აზრი აღარ ჰქონდა,მაინც უშედეგო იქნებოდა.
-კარგი წავედით-ვუთხარი და მთავარ გზას გავუყევი,საიდანაც ხუთი-ექვსი წუთის სავალია როუსვუდის კვეთამდე.
დანიშნულების ადგილზე ათი წუთის დაგვიანებით მივედით. ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა და ძნელი იყო იმის გარკვევა,ვის უნდა შევხვედროდით.
-ქეით,აქ ბევრი ადამიანია,მოდი შენს ნომერზე დავრეკოთ და გავარკვიოთ სად არის ის ბიჭი.
-ხო კარგი აზრია,-მოვუწონე იდეა და ტელეფონი გამოვართვი-დავრეკავ და გავიგებ სად არის.
ჩემი ნომერი ავკრიფე,ტელეფონი ყურთან მივიტანე და ზემოთ ამოვიხედე,მოშორებით თეთრი სილუეტი რომ შევნიშნე.თავიდან რეაქცია არ მქონია,მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი ვიცანი, ის იყო ..თეთრი ლაბრადორი იყო.
-ეს რა ხუმრობაა-გავიფიქრე და მალევე შევნიშნე მისი პატრონიც,ოქროსფერთმიანი,ხუჭუჭა ბიჭი,რომლის სახელიც არ ვიცოდი. უცებ შემოვტრიალდი ,რომ მას არ დავენახე,რა დროსაც ტელეფონში ხმა გაისმა:
-მე უკვე როუზვუდის კვეთაზე ვარ,თქვენ სად ხართ?
-მეც აქ ვარ-დაბნეულმა მალევე ვუპასუხე-შეგიძლიათ რამე დამახასიათებელი მითხრათ,რითიც ადვილად გიცნობთ?
-კი,რა თქმა უნდა,თან თეთრი ლაბრადორი მახლავს და ქუჩის კუთხეში ვდგავარ.
„ თეთრი ლაბრადორი მახლავს“ ?? თავში ყველაფერი ამერია.უბრალო დამთხვევა იყო,თუ ბედისწერა,რომელსაც ვერ ავცდებოდი? ქეთრინი გაურკვეველი სახით შემომყურებდა,ფიქრის დრო არ იყო,უნდა მემოქმედა.
-სხვა რა გზაა,მივალ,გამოვართმევ ტელეფონს,მადლობას გადავუხდი და წამოვალ-გავიფიქრე გულში-მაგრამ ქეთრინი?ქეთრინს რა ვუყო?
-ქეთრინ შენ თუ გინდა წადი,გამოვართმევ უკვე და დავბრუნდები მეც-ვუთხარი იმის იმედით,რომ დამთანხმდებოდა,მაგრამ უკვე ვიცოდი პასუხი.
-არა ქეით,მარტოს არ დაგტოვებ,სახლში ერთად დავბრუნდებით-პასუხმაც არ დააყოვნა.
-კარგი წავიდეთ მაშინ,ის ბიჭი იქ დგას.
მივუახლოვდით თუარა ძაღლი ჩემსკენ წამოვიდა დამსუნა და კუდის ქიცინი დამიწყო.
-ქეით ნახე ამ ძაღლს როგორ მოეწონე-აღტაცებულმა ქეთრინმა მითხრა და ძაღლს ფერება დაუწყო.
-გამარჯობა ქეით,-ბიჭმა თვალებში შემომხედა და გამიღიმა.
-გამარჯობა-არც ისე ბედნიერმა ვუპასუხე,ახლა უკვე ჩემი სახელიც გაიგო ქეთრინის წყალობით.
-შენი ტელეფონი გამომართვი-გამომიწონდა ხელი.
ტელეფონის დანახვაზე სახე გამიბრწყინდა და დავმშვიდდი არაფერი,რომ არ ჭირდა,ამიტომ გახარებული ბიჭთანაც მოვლბი.
-დიდი მადლობა,-გავუღიმე და ტელეფონი გამოვართვი.
-მგონი ესეც შენი უნდა იყოს-უცებ ჯიბიდან კულონი ამოიღო.
- ქეით ეს კულონი აბაზანაში არ დაგრჩა?ამას საიდან აქვს?-ქეთრინი გაოცებული მიყურებდა.
-ქეთრინ მერე აგიხსნი-ვუჩურჩულე ყურში.
-კარგი-ბიჭს მიუახლოვდა,კულონი თავად გამოართვა და გაუღიმა-დიდი მადლობა ბატონო..-მე მომიბრუნდა-რა ქვია?-ჩუმად მითხრა,მაგრამ ბიჭმაც გაიგო.
-მე..ლუკასი მქვია-ჩაიცინა და მე დამიწყო ყურება.
-მადლობა ლუკას,ახლა ჩვენი წასვლის დროა,ძალიან საყვარელი ძაღლი გყავს.-ქეთრინი დაემშვიდობა,ხელი ჩამკიდა და წამოვედით.ისე გამომაქცია მე ვერც კი მოვახერხე დამშვიდობება.
-ქეით ეს რა იყო? გამუდმებით შენ გიყურებდა,ახლა ჩემთან წავალთ და ყველაფერს მომიყვები.მეტყვი ვინ არის ეს ბიჭი და საიდან იცნობ.



№1  offline წევრი keti27

ჰაიკო
კარგია, მაგრამ მაინც გაქვს შეცდომები, მაგალითად "დავაზარე" - ზარი დავრეკე ;)
"არაფერი არ მითქვამს" - არაფერი მითქვამს, "ჩვენ შორის" - ჩვენს შორის. სასვენი ნიშნებიც გაკლია. სხვა მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ სამი თავის კვალობაზე ძალიან პატარაა, გაზარდე თავი. წარმატებები :)

მადლობა შეფასებისათვის :) ყველაფერი გასაგები და მისაღებია, მაგრამ.. 'ჩვენს შორის' არ არის სწორი ფორმა და სწორია მე როგორც მეწერა 'ჩვენ შორის',რადგან 'ს' ემატება მხოლოდ კუთვნილების გამომხატველ სიტყვებთან :)

 


№2 სტუმარი crazy girl

საინტერესოა ????

 


№3  offline წევრი keti27

crazy girl
საინტერესოა ????


მადლობა ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი

ძალიან კარგია heart_eyes heart_eyes როდის დადებ გაგრძელებას??? relieved

 


№5  offline წევრი keti27

სტუმარი
ძალიან კარგია heart_eyes heart_eyes როდის დადებ გაგრძელებას??? relieved

ვეცდები მალე გავაგრძელო <3

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია დზაან დზაან
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent