შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში თავი 6


1-07-2018, 23:14
ავტორი n-strovet
ნანახია 1 815

-ძალიან არ მომწონს, ეს სიტვაცია-თავი გააქნია და ვისკის ბოთლს ხელი დაავლო
-ესე მარტივი არ არის, როგორც თქვენ გგონიათ, ჯერ მას კარგად არ ვიცნობ-ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული, კაცს არაფერი უთქვამს, ჭიქაში ვისკი ჩაასხა და ნელ-ნელა დაიყო, დალევა.
-მოკლედ, დათოს სუსტი წერტილი ლილიანია, მე კიდევ მინდა დარტყმა მივაყენო-ფეხზე წამოდგა და კედელთან მივიდა, სადაც ლილიანის და დათოს ფოტოები ჰქონდა, გაკრული- ყველაფერს წავართმევ, ვანანებ იმისთვის რაც თავად წამართვა-კბილებში გამოსცრა და ლილიანის ფოტოზე ჯაყვა დაარტყა-თუ საჭიროა შენს შარმსაც გამოიყენებ, გასაგებია?-მიუბრუნდა ბიჭს, რომელიც ვენებ დაბერილი უყურებ მამაკაცის თვითვეულ ქმედებას.
-ლილიანი, ამ საქმეში უდანაშაულოა, მას არ უნდა შევეხოთ-რაც შეეძლო მშვიდად უთხრა მამაკაცს, გვერდი აუარა და მის ფოტოს მიაშტერდა.
-და როდის მერე ფიქრობ ეგრე? ჩვენ რაზე შევთახმდით, აღარ გახსოვს? - გვერდით ამოუდგა და გაფართოებული თვალებით, შეხედა ბიჭს, რომელიც ლილიანის მზერით იყო გართული-არანაირი თანაგრძნობა, არც მამა და არც შვილი არ იმსახურებს ამას, გასაგებია? ისინი, შენთვის არაფერს არ წარმოადგენენ, მათ შენ ბავშვობა დაგინგრიეს.-მხარზე, დაკრა ხელი და ამაყად შეაცქერდა ბიჭს, რამდენიმე წამი უყურებდა, ესე ,შემდეგ ხელი ჩამოსწია ლევანის მხარიდან, ჯაყვა მოაცილა ლილიანის ფოტოს და ჯიბეში ჩაიდო-ეხლა წავალ და რამდენიმე წუთის შემდეგ შენც წამოდი.-მაგიდაზე დარჩენილი ვისკი, სულმოუთქმელად გადაცალა. კიდევ ერთხელ გახედა ბიჭს და იქაურობა დატოვა. ბიჭი კი სევდიანი თვალებით მისჩერებოდა, ლილიანის, ფოტოს რამდენჯერმე ხელიც წაიღო, რომ შეხებოდა, მის ფოტოს, მაგრამ..ვერ გაბედა. “შენ, როგორ უნდა დაგიშაო რამე? ,როგორ გატკინო..ლილიან?” ჩამწყდა ხმით ამოიჩურჩულა. რამდენიმე წამი თვალები დახუჭა, შემდეგ ისევ გაახილა, ღმად ჩაისუნთქა და თითები ფოტოს დაუსვა “ნეტავ შემეძლოს, ამის ნამდვილად გაკეთება” თბილი ღიმილი აიკრა სახეზე და მის თვალებში, ჩაიძირა “როდის გახდი, ესეთი ძვირფასი ჩემთვის ლილიან? ეს ყველაფერი, ჩემთვის ძალიან უცხოაა და ამოუხსნელი” იქვე სავარძელში ჩაჯდა და თბილი მზერით უმზერდა მის ფოტოს.
….
ლევანი ოთახში იწვა და ფიქრობდა, როგორ გაემხიარულებინა თავი, ტელეფონი მოიმარჯა და ფილმის ძებნა დაიწყო, თუმცა რაც შეხვდა თითქმის ყველა ნაყურები ჰქონდა, ამოიხვნეშა და მხარი იცვლა თვალები დახუჭა, რომ დაძინაბოდა, მაგრამ ლილიანის თვალები წარმოუდგა თვალწინ “დღეს არ მინახიხარ, პატარა ჭინკავ” გაიცინა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ლილიანის კარებს მიადგა, უნდა დაეკაკუნებია, როდესაც თეა გამოვიდა ოთახიდან “ეს სად გამოვიდა ეხლა” გაიფიქრა და თეასკენ შებრუნდა. გაუცინა და კითხვის ნიშნის მზერა მიაპყრო.
-მანდ რა გინდა?-ეჭვის თვალით შეათვალიერა თეამ
-მომენატრა, დაიკო და უნდა მენახა უფროსწორად ხმა უნდა გამეგონა, თორემ უკვე სუნთქვა მიჭირს, მის გარეშე-რაც შეეძლო აგდებულად წარმოთქვა სიტყვები და ლილიანის კარებისკენ გაიხედა.
-ოხ ლევან, წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ-ხელი მოხვია შვილს და ერთად ჩავიდნენ. მიმავალმა ლევანმა, უეცრად, მაგრამ მაინც გააპარა თვალი, ლილიანის ოთახის კარს. ყველანი მისაღებში დასხდნენ და ტელევიზორს მიაშტერდნენ. ლევანიმ თვალები გადაატრილა და ჯერ დედამის შემდეგ კი დათოს გადახედა, რომელიც გულმოდგინედ კითხულობდა გაზეთ. თავი გააქნია და უკან გაიხედა, სადაც სამზარეულოს გაღებულ კარს იქით დადარდიანებული ელზა ჩანდა, რა რთული მისახვედრი ეგ იყო, ვისგამო იყო ესე? რა თქმა უნდა ლილიანს ჯავრობდა, გამზადებული სინი წინ ედგა და დაშჩერებოდა, როგორც ჩანს ქალბატონმა, პროტწსტი გამოთქვა და საკვები არ მიიღო, მხოლოდ მისი საყვარელი ლინმის წვენი ჰქონდა დატოვებული “როდის მოასწარი მისი შესწავლა?” თავისთვის, გაიფიქრა და ელზას მზერა აარიდა. “ჯერ მის შესწავლამდე ბევრი მიკლია, ღმერთმა უწყის, ეს გიჟი გოგო რას გეგმას ოთახში” ფიქრებში გადაერთვა და ტელევიზორს მიაშტერდა.
-ლევან წამოხვალ დღეს კორპორტიულ წვეულებაზე?-სიჩუმე დაარღვია დათომ და გაზედის კითხვას, თავი დაანება.
-მე?-გაუკვირდა და საჩვენებელი თითი, მკერძე მიიდო.
-დიახ, ცოლ-შვილთან ერთად დამპატიჟეს, მას ვერ წავიყვან, ამიტომ შენთან და თეასთან ერთად წავალ.-მაგიდაზე დადო გაზეთი და მზრუნველი მზერა მიანათა ლევანს.
-იცით, არ ვარ ესეთ რაღაცეებს მიჩვეული-დაიჭყანა და კეფაზე გადაისვა ხელი.
-ხომ უნდა მიეჩვიო? წამოდი, დიდ პატივს დამდებ-არ ეშვებოდა დათო, იცოდა, ლევანის შესაძლებლობები და შეეძლო თამამად ერთქვა, რომ ამ ბიჭს, დიდი მომავალი ჰქონდა, რა თქმა უნდა, თუ ლევანი მოისურვებდა და იშრომებდა.
-კარგი -აყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც საბოლოო პასუხი უნთხრა და ოდნავ გაიღიმა.
-მაშინ კლასიკურ სტილში გამოეწყვე, მაგრამ შენ სულ სპორტულ სტილში გხედავ, თუ არ გაქვს მძღოლს შეგიძლია უთხრა.-ფეხზე წამოგა პიჯაკს ხელი დაავლო და გადახედა ლევანს.
-კარგი, ნამდვილად არ მაქვს, ისეთი ტანსაცმელი მანდ, რომ შესაფერისი იქნება.-თავი დაუკრა და მომღიმარ დედას გადახედა.
-შენ და თეა წადით და იყიდეთ, მე კიდე უნდა დაგტოვოთ საღამოს გამოგივლით, სახლში და წავიდეთ-პიჯაკი მკლავზე გადაიდო, სამზარეულოში გავიდა და სევდიან ელზას შეხედა-ელზა გამომყევი, გარეთ კარგი?
-ეხლავე ბატონო დავით -ფეხზე წამოდგა და დათოს გაყვა უკან.
-შენთან ერთდ ვერ ეტყოდა?-მათზე მიანიშნა და თეას გადახედა.
-ლევან!-გაუწყრა ქალმა და მზერა აარიდა.
-კარგი.-ხელი ჩაიქნია-მე აუცილებელი ვარ?-ამოიწუწუნა და მავედრებელი მზერა მიაპყრო
-ნუ აწყენინებ-მისკენ გაიხედა და გაუღიმა-პირველად წავალთ, როგორც ოჯახი.
-კი ოჯახი, როგორ არა.
-რა გინდა? დათოს რას უწუნებ ვერ ვხვდები რა არ მოგწონს მაგ კაცში?-გაგულისებულმა შეხედა და წარბები შეკრა
-ძან კარგად იცი და არ ამალაპრაკო ეხლა-კბილებში გამოსცრა და ბალიშს მოუჭირა ხელი, რომ თავზე კონტროლი არ დაეკარგა-დღემდე ვერ მომინელებია, ცოლად რომ გაყევი-ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა- კარგი, წავიდეთ ცოტა გავერთობი და გავალ სახლიდან, ეგებ პრესაშიც გაჟღერდეს ჩემი სახელი და გვარი.
-ზედმეტი ნუ მოგივა ყმაწვილო-გაუცინა-ზემოდ ავალ, ჩანთას ჩამოვიტან და წავიდეთ-მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია კიბეებზე ავიდა და ოთახს მიაშურა.
......
შუადღეს ელზამ ისევ დააწყო სინზე საკვები და რა თქმა უნდა ლილიანის საყვარელი ლიმნის წვენიც არ გამორჩენია, გადახედა, რამე ხო არ აკლდა, ხელში კომფორტულად მოაითავსა სინი და სამზარეულოდან გავიდა. კიბეებზე ფრთხილად ავიდა, ლილიანის კარებს, როდესაც მიუახლოვდა სინი ცალ ხელში მოიქცია და მეორე ხელით გასაღები ამოიღო, კარები ერთი ხელის გადატრიალებით გააღო, სახელური ჩამოსწია და ლილიანის ოთახში შევიდა, თუმცა იქ არავინ იყო “ალბად აბაზანაშია” გაიფიქრა. იქვე ტუმბოზე ჩამოდო , სინი და სააბაზამოს კარებისკენ დაიძრა.
-ლილიან, ფერია აქ ხარ?-სააბაზანოს კარებზე დააკაკუნა, თუმცა ხმა არავინ გასცა-ნუ მაშინებ! ლილიან! გამეცი ხმა-სახელურს დაწვდა თუმცა ჩაკეტილი იყო-ლილიან-სასოწარკვეთილმა წარმოთქვა, მისი სახელი და კარებს დაეჯაჯგურა-ნუ მიხეთქვა გულს! გამეცი ხმა-ამოიტირა და კარებს თავით მიეყრდნო-ლილიან!-დაიყვირა და კიდევ ერთხელ დაეჯაჯგურა კარებს, უცებ საკეტის გადაწევის ხმა გაიგონა და წამებში სააბაზანოს კარებიც გაიღო, იქედან პირსახოცშემოხვეული, ლილიანი გამოვიდა. ელზამ, როგორცკი დაინახა, ეგრევე გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა-როგორ შემაშინე საძაგელო გოგო!-თან ეფერებოდა თან ტიროდა
-კარგი, ელზა, მორჩი ისტერიკებს-მანაც მოეხვია და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-რატომ შემაშინე ეგრე ძალიან-ოდნავ მოშორდა და ნაწყენი მზერა მიაპყრო
-ნეტავ დათო რას იზამდა შენს მაგივრდა?-გვერდი აუარა და საწოლზე დასკუპტა
-ნუ ამბობ ეგრე-გაუწყრა ქალი და ისიც ჩამოჯდა საწოლზე-ხომ იცი, რომ ძალიან უყვარხარ, უბრალოდ ესე უნდა მკაცრი მამის როლის მორგება, უნდა აპატიო- სახეზზე ეფერებოდა და თბილად უღიმოდა.
-როგორ მიყვარხარ, ელზუნია-მანაც გაუღიმა და ჩაეხუტა-მომენატრე-ოდნავ უკან დაიხია და თავი მის კალთაში ჩარგო-ერთადერთი, ვისაც ვუყვარვარ და ვხედავ, ეს შენ ხარ, რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს, მიმატოვო კარგი?-აცრემებულმა ახედა და მის ხელს აკოცა-არც მე, მიგატოვებ არასდროს.
-ჩემო საოცრებავ-მთელი ძალით ჩაიხუტა, ლილიანი გულში და მთელი სახე დაუკოცნა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ,რამდენად ძლიერი იყო, მისი სიყვარული ლილიანის მიმართ, რას არ გასცემდა, გაღიმებული რომ ენახა. ერთი დანამდვილებით იცოდა, რომ ვერავინ წაართმევდა მის თავს, არასდროს დაუშვებდა ამას. რამდენიმე წუთი ესე ჩახუტებულები ყვნენ და თმებზე ეფერებოდა, ლილიანს.-როდის მოასწარი, გაზრდა ლილიან? შენ, ხომ ისევ ის პატარა არსება ხარ, რომელიც სულმოუთქმელად მელის ,როდისი მოვუტნ რძეს, რომ მალე დანაყრდეს და ისევ დაიძინოს , ღამე გამაღვიძოს საკვების გამო და მთელი სახლი აიკლოს თუ ორი წუთით მაინც დავუგვიანებდი საჭმელს, ასე როდის გაიზარდე ლილიან?- მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა-მოვრჩეთ სენტიმეტალურ საუბრას, ჭამის დრო არის, არ ჩაიცმევ? -გაუცინა ადგა და სინი სადაც ედო იმ მიმართულებით წავიდა.
-რაღაც მინდა გთხოვო-მორიდებით ახედა და საწოლიდან წამოდგა-უბრალოდ, ძალიან მინდა, ეს ჩემთვის გააკეთო
-რა ხდება, ლილიან?-გაუკვირდა და შეშინებულმა შეხედა
-არაფელი სანერვიულო-დაამშვიდა-მინდა რომ ტელეფონზე დამარეკინო.
-რა? გაგიჟდი, იცი რა მოხდება, რომ გაიგოს დათომ?-აქოთქოთდა უცებ და ყველა შესაძლო ცუდი ვარიანტის, განსახილველად მოემზადა
-მოიცადე ვერ გაიგებს, თუ არავინ ეტყვის-მიუახლოვდა და მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია-გთხოვ ნიკას უნდა დაველაპარაკო.
-ვის? რატომ?-წარბები ზემოდ აწკიპა და თავისი ხელი ლილიანის ხელებიდან დაიხსნა.
-იმიტომ,რომ... გაკვეთილები მიცდება-ძლივს მოიფიქრა პასუხი და გაეკრიჭა.
-როდის მერე ღელავ, შენ მაგასზე?-ხელები შემოიწყო თეძოებზე და პასუსხს დაელოდა.
-ელზა რა გინდა?-ამოიწუწუნა და მუდარით გახედა.
-ლილიან!-ხმა გაუმკაცრდა და საჩვენებელი თითი დაუქნია-მითხარი!
-ნუ..ხო, კარგი ბიჭია და მომეწონა რა, მომეცი ეხლა ტელეფონი დავრეკავ-ფეხები ააბაკუნა და ხელი გაუწოდა
-ერთი პირობით
-რა პირობით-გაუკვირდა და არ გამორჩენია, ელზას ეშმაკური გამოხედვა.
-ამ ყველაფერს მთლიანად შეჭამ-ხელი მიუთითა სინზე და კმაყოფილმა გადახედა.
-ჯანდაბა! გპირდები როდესაც დავამთავრებ საუბარს, შევჭამ-დანებდა და გაწვდილი ხელი გააქნია, იმის ნიშნად, რომ ტელეფონი დაედო.
-აჰა კარგი-მანაც ამოიღო ტელეფონი და ხელის გულზე დაუდვა, თვითონ კი ოთახი დატოვა.
სწრაფად აკრიბა ნიკას ნომერი, რომელიც დაზეპირებული ჰქონდა და დაელოდა როდის აიღებდა ბიჭი ყურმილს
-ალო-ტელეფონში გაისმა “საშინლად” თბილი და სასიამოვნო ხმა ან უბრალოდ ლილიანს ეჩვენებოდა ასე.
-ლილიაბნი ვარ, როგორ ხარ?-სიხარულით ,თვალები გაუბრწყინდა და ოთახში მო-მოსვლა დაიწყო.
-ლილიან? სად დაიკარგე? ვღელავდი შენზე-აშკარა იყო, რომ ბიჭსაც ძალიან გაუხარდა, მისი ხმის გაგონება
-მოკლედ გეტყვი, რატომ ვერ გნახულობ და გიცდენ გაკვეთილებს..მასწავლებელო-ბოლოს დაამატა და გაეცინა-სახლიდან გავიქეცი და დამსაჯერს. და რატომ გავიქეცი სახლიდან? იმიტომ, რომ მამას ვეჩხუბე. რატომ ვეჩხუბე? მგონი თავადაც მიხვდები ამას, მოკლედ, არ იღელვო ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს ეს კიდევ ჩემი ელზუნას ტელეფონია და მალე უნდა გავთიშო , როგორცც კი დავიხსნი თავს, პირველი შენ გნახავ და შევუდგეთ, კიდეც ჩვენ საქმეს-სარკესთან მივიდა და ჩაიხედა წარბები გადაისწორა და თავისი თავი შეათვალიერა-გესმის?
-მესმის მესიმის-ჩაიცინა-რა გიჟი ვიღაც ხარ? არ უნდა გაქცეულიყავი სახლიდან
-ვიცი, მაგრამ როდესაც ვხვდები რა არის სწორი უკვე გვიანია-გადაიკისკისა და საწოლზე დახტა.
-ხო ეგეც ახალი აღმოჩენაა ჩემთვის. რამდენი ხნით დაგსაჯა არ უთქვამს მამაშენს?-ამოიოხრა და ტელეფონს იქეთ დაელოდა პასუხს.
-არ ვიცი,ალბად მანამ სანამ არ ვისწავლი ჭკუას, ანუ მნახავ სადღაც 75 წლის ასაკში მეტი გვიან თუ არა-სიცილი დაიწყო და საწოლზე კომფორტულად გადაწვა.
-დამაიმედე-მანაც გაიცინა, მაგრამ უცებ დასერიოზულდა-მომენატრე, ამ დღეებში რაღაცს მივხვდი.
-რას არ მეყვი?-წარბები აწკიბა და თმებს დაუწყო თამაში
-გეტყვი, როდესაც დრო მოვა-არ დააყოვნა პასუხს და ლილიანმა იგრძნო, როგორ გაიღიმა და თავადაც გაეღიმა.
-კარგი უნდა გავთიშო არ მაქვს ამდენი დრო-ცოტა მოიწყინა და საწოლზე წამოჯდა
-კარგი
-ნიკა-ყოყმანის შემდეგ მაინც გაბედა და სათქმელად მოემზადა
-გისმენ-მანაც ყურები ცქვიტა და მომლოდინედ დაელოდა ლილიანის სიტყვებს
-მეც, მეც მომენატრე-ნაზად უთხრა ლოყაბი აეფარკლა და ტელეფონი სწრაფად გათიშა.
.........
ლევანი მაღაზიაში სიარულს, როგორც კი მორჩა ეგრევე ბიჭებს დაურეკა, მათი ადგილსამყოფელი შეიტყო და მათთან წავიდა.
ბარში, როგორც კი შევიდა ეგრევე სავარძელზე მოთავსდა და ამოიოხვრა.
-წყალი-მომტან გოგონას მომაკვდინებლად უთხრა და თავი უკან გადაწია.
-რა გჭირს?-გაუკვირდა დათას და სიცილით მიუჯდა ლევანს გვერდით
-დავიღალე-თავი წამოწია და მომავალ მინმტას მზერა მიაპყრო, გოგონაც მათ მაგიდასთან მივიდა ჭიქა უნდა დაედო ლევანიმ, რომ ააცალა ხელიდან და თვალისდახამხამებაში დაცალა-მადლობა, გეიზარდე დიდი ბოვში-იმერულ კილოზე უთხრა და გაიცინა, მიმტანმა ნაზად გაუღიმა და იქაურობას გაეცალა.-სად ვიყავი და მაღაზებში, დათოს მიყვები სადღაც კორპორატიულზე თუ წვეულებაზე, მგონი არც მე არ ვიცი-მხრები აიჩეჩა და ბარში მყოფ გოგონებს თვალი მოავლო.
-რა კორპორატიული? დღეს დაჩი ჩამოვიდა და წვეულებას ის მართავს, შენ სად მიდიხარ ვერ გავიგე-წამოენთო დათა და გაცეცხლებულმა შეხედა-შენ გელაპარაკები, სად იხედები? ვერ გაიგე რა გითხარი?
-გავიგე, მაგრამ რა ვქნა?-წამოიყვირა და დათას შეხედა-მაცადე, მაწყობს წასვლა და რა გავაკეთო ?
-რაში გაწყობს? შენ გელაპარაკები, რაში გაწყობს-თქო, მის წრეში შესვლა-არ ეშვებოდა დათა და თვალებიდან ცეცხლს ყრიდა-ნელ-ნელა ვეღარ გცნობთ, თითქოს ვალდებულების გამო გვხვდები ჩვენ, შენ ხომ შეგვპირდი, რომ წამოხვიდოდი დათოს გამო აღარ მოდიხარ?
-ვერ ვაწყენინებ , ეხლა იმ კაც-რაც შეეძლო დამაჯერებლად წარმოთქვა, თუმცა არც ერთ მათგანს ეს სიტყვები, არ დაუჯერებია.-და კიდევ ერთხელ გაიმეორებ მაგ სიტყვებს, ვითომ მე, თქვენ მოვალეობის მოხდის მიზნით გნახულობთ და ძვლებში დაგამტვრევ-დაუღრინა და იქვე მიდებული ბალიში ხეთქა-ეს კაი რამე დამიდეს აქ-ბოლოს გაიცინა.
-არა, რაღაც დაგენმართა აშკარად-საუბარში ჩაერთო სანდრო -ლევანი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს და ვიღცას ეწყინება თუ არა, საერთოდ არ ადარდებს თან მითუმეტეს დათოს, საერთოდ არ მოგწონდა, ეს კაცი
-ეხლა ესეა საჭირო, მთხოვა მისი ქაჯი შვილის ხელში კიდევ კარგად არის-გაიცინა და ეგრევე ლილიანის მწვანე თვალები გაახსენდა
-ისე, ეგ მაგარი ტიპი იქნება-წარბები გახსნა და გაიცინა დათამ
-არ მკითხო, ყველაზე საშინელი ადამიანია, მთელს დედამიწაზე, მზს სისტემაში და გალაქტიკაში საერთოდ. საზღვრებს ცდება-გადაიხარხარა და სანდროს კოქტეილის ჭიქა წაართვა-არ გინდა, ეს შენ-თვალი ჩაუკრა და თვითონ დაიწყო “წრუპვა”
-კარგი რა, ვერ დავიჯერებ ეგრე გძულს?-შეშფოთდა სანდრო და თავისი ჭიქის უკან დაბრუნება გადაწყვიტა თუმცა უშედეგოდ..
-რომ გაიცნობთ ნახავ თქვენც, მე გაგაფრთხილეთ-თითი დაუქნია და ჭიქა უკან მიუბრუნა-საზიზღრობააა-დაუჭყანა.
-ხოდა ნუ სვამ-გაგულისებულმა უთხრა და თავად დაიჭირა ხელში.
-ოღონდ შენ გაგვაცანი-ვედრებით წამოიძხა დათამ
-არ გვაღირსე მისი გაცნობა-აყვა სანდროც, მაგრამ ლევანი საერთოდ არ უსმენდა, მის გონებაში ყველაფერი ერთად აირია, მისი ფიქრები ერთმანეთს შეასკდნენ და დაებადა კიდევაც იდეა, რა იქნებოდა გართობა, ლილიანის გარეშე. -არ გვისმენ?, რაზე ფიქრობ?
-რაღაც მოვიფიქრე-ახუნტრუცებულმა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა
-რა?-ორივე ერთად დაუსვა კითხვა და ერთმანეც შეხედეს, გაოგნებული მზერით.
-მოვალ დღეს, მანდ თქვენ დამელოდეთ-გაიცინა და წასასვლელად მოემზადა სანდროს ხმამ გააჩერა.
-ეგ მოიფიქრე?-ცალი წარბი აზიდა ზემოდ, სანდრომ
-დანარჩენს ნახავთ-თავალი ჩაუკრა და იქაურობას გაეცალა.
ბარიდნა გამოსულმა აფთიაქს მიაშურა, თავისი გეგმის პირველი ნაწილი უნდა გაენხორციელებინა, შიძლება დიდ რისკზე მიდიოდა, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა, კიდევ ერთი თავგადასავალ უნდა შეემატებინა, თავის და ლილიანის ისტორიას “ცხოვრებაში სხვა არაფელი შეგრჩება” მისი დევიზი გაიხსენა და უფრო მხნედ დაიწყო მისწრაფება გეგმისკენ ,აფთიაქში საკმაოდ ძლიერი საძილე წამალი იყიდა სწრაფად გადაიხადა ფული და აფთიაქი დატოვა. ტაქსი გააჩერა და სალონში შეიარა, თმები ოდნავ აიპარსა, დაივარცხნა და ახალი სტილით დატოვა სალონი. სახლში, როდესაც მივიდა დედისგან ძალიან ბევრი კომპლიმეტი მიიღო, ოთხის კარამდე მიზდია, იმის ძახილით თუ როგორი სიმზატიური და ლამაზი შვილი ყავდა. ლევანის კარები, რომ არ მიეხურა და არ ეთქვა მარტოც შევძლებ გამოცვლასო, ალბად შეყვებოდა ოთახში, როდესაც ჩაიცვა და გამოვიდა კლასიკურ სტილში მაშინაც დაიწყო თეამ.
-დედა, დავიღალე-თვალები გადაატრილა და ისაყვედურა.
-ჩემო სიმპატიურო-გაუღიმა და აკოცა
-ქალბატონო თეა, მზად თუ ხართ შეგიძლია წახვიდეთ ბატონი დათო გელოდებათ-ელზა გასაფრთხილებლად მივიდა
-კი მზად ვართ წავედით?-გახედა ლევანს
-რათქმაუნდა-მობეზრებულად ამოილაპარაკა და გამართული ჩავიდა ქვემოთ.
დათომაც არაჩვეულებრივი კომპლიიმეტი უთხრა, თავის უმშვენიერეს მეუღლეს, მართლაც რომ აოცრად გამოეყურებოდა თეა გამოყვანილ სადა კაბაში რომელიც მის თვითვეულ ნაკვთს კვეთავდა. ლევანსაც მოუწონა ახალი სტილი და ასე კომპლიმეტებით წავიდნენ წვეულებაზე.
როდესაც იქ მივიდნენ უამრავი ჟურნალისტები დახვდათ. თეას და ლევანს მღელვარება დაეტყო, დათოს არ გამოპარვია და მისი გამამხნევებელი სიტყვის ჯერიც დადგა.
-არ შეგეშიინდეთ, გაიღიმეთ და ეცადეთ თვალები არ დახუჭოთ. არიფიქროდ რაც შეიძლება მალე გაეცალოთ იქაურობას და გასასვლელის ძებნა არ დაიწყოთ -მანქანიდან გადმოვიდნენ, მეუღლესთან ხელმკლავ გამოდებული გაიარა პრესის წინაშე. რათ ქმა უნდა ლევანი მის გვერძე მიყვებოდა და რამდენიმე წამი სიამაყის გრძნობაც კი დაეუფლა.
ლევანისთვის საკმაოდ მოსაწყენი ადგილილ გამოდგა ეს წვეულება, თეა ძალიან დაღლილი იყო, ფეხზე დგომით, მაგრამა არ იმჩნევდა არ უნდოდა მეუღლისთვის დისკომფორტი გამოეწვია, მისი იქ ყოფნით. დათო კი რა თმა უნდა მიჩვეული იყო ამ ყველაფერს და თავს მშვენივრად გრძნობდა.
-მეტი აღარ შემიძლია 5 საათია აქ ვართ, მგონი აუცილებელი არ არის ყველა სტუმარი მე გავაცილო-ამოიბუტბუტდა და მაგიდასთან მივიდა სადაც სასმელები იყო. წინასწარ დაფშვნილი, საძილე წამალი ჯერ ერთ ჭიქაში შემდეგ კი მეორეში ჩაყარა. მიმტანს კი თხოვა, დათოსთვის და თეასთვის მიეტანა, მიმტანმაც მითითება შეასრულა და მათ მაგიდასთან მივიდა.
-არა, მე არ ვსვამ-უიარი უთხრა თეამ დათომ კი უპრობლემოდ აიღო ჭიქა
-დედა ჩემი ხათრით-მიუხლოვდა ლევანი
-კი მაგრამ შვილო..
-დედა-გაუწყრა ლევანი-ერთი ჭიქა, ჩვენი ხათრით-ანიშნა დათოზე
-ნუ გეშინია ერთი ჭიქა არაფელს არ გიზამს-აყვა დათოც და ჭიქა მისკენ გაწია
-კარგი რახან არ იშლით-გაიცინა და ჭიქა ლანგრიდან აიღო
-ჩვენ გაგვიმარჯოს-ჭიქა მიუჭახუნა ლევანმა დათოს და თეას.
რამდენიმე წუთში თეას საშინლად დაეწტო მთქნარება დათოზე დიდად არ უმოქმედებია მაგრამ ისიც გრძნობდა საშინელ დაღლას.
-წავიდეთ არა?-თეას გადახედა, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე.
-შენ თუ გინდა…-უკვე აშკარა იყო, რომ ფეხზე ვერ დგემოდა და სადახაა მალე ჩაიკეცებოდა.
-ლევან წავედით-დათომ გადახედა ლევანს თეას ხელი მოხვია და იქედან წავიდნენ.
მალევე მივიდნენ სახლში, დათო და თეა სასწაფოდ თავის ოთახში წავიდნენ დასაძინებლად, ლევანი კი თავის ოთახში გამოსაცვლელად. სწრაფად გამოიცვალა და ქვემოთ ჩავიდა
-ელზა რა კარგია, რომ არ გძინვს-მხიალურად შესძახა ნახევრად თვალებ დახუჭულ ქალს რა ამხიარულებდა? ის, რომ მის გეგმის გასახორციელებლად მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდ
-რა მოხდა?
-ეხლა ქვემოთ, რომ ჩამოვდიოდი ლილიანის ხმა მომესმა, მივუახლოვდი და მითხრა, წყალი მინდაო-სამზარეულოს დახლს დაეყრდნო და თითები რიტმულად აათამაშა.
-კი, მაგრამ წყალი ოთახში აქვს-გაუკვირდა ლევანის მიაპყრო მზერა.
-ცივი მინდაო-წამში მოიფიქრა მეორე ტყუილი და გაიკრიჭა
-კარგი მივუტან მე-მაცივრის კარები გამოაღო და ბოთლი გამოიღო
-არა შენ დასაძინელად არ მიდიოდი? არ შეწუხდე მე ავუტან-სწრაფად მივიდა და გამოართვა ბოთლი.
-თქვენ, როგორ გაკადრებთ ამას?-იუარა და ჭიქას მოკიდა ხელი
-თქვენ არა შენ და მერე მეორე, ხელი მომტყდება, რომ მივუტანო?-ჭიქაში ჩაასხა წყალი და ბოთლი მაცივარში დააბრუნა.
-კარგი აჰა გასაღები, პირველი სრულდება დილას ვერ ავდგემი ადრე, წავედი.
-მადლობა-გაუშიმა და როდესაც ელზა შევიდა თავის ოთახში, მხოლოდ მაშინ ავიდა, კიბეებზე.
კარებზე დააკაკუნა გასაღები გადაატრიალა და დაელოდა როდის გასცემდა ხმას
-გღვიძავს?-დაბალი ხმით უთხრა და სახელურს ჩსჭიდა ხელი
-რა გინდა?
-შემოვდივარ და იცოდე-უთხრა და გადაატრიალა გასაღები, სახელური ჩამოწია და ფრთხილად შევიდა.
-რა გინდა-დოინჯებ დაწყობილი დაუდგა წინ-ვინ შემოგიშვა?-გაუკვირდა და უკან გაიხედა ვიმე ხომ არ მოყვაო.
-წყალი მოგიტანე-ჭიქაზე მიანიშნა
-არმინდა-ცხვირი აიბზუა.
-ვიცი-გაიცინა და მოსვა
-ეგ მგონი მე მომიტანე -ჭიქა წაართვა და იქვე ტუმბოზე დადო.
-საქმეზე გადავლ, მიმყავხა და არ გიგებ არანაირ მახეს ,ამ მომენტში მართლა გულწფელად გეუბნები, რომ წამოხვიდე ჩემთან ერთად წვეულებაზე, ნუ იტყვი არ მინდაო, დავიჯერო კედლების ყურება გირჩევნია გართობას? თუ გინდა შენი მეგობრებიც წამოიყვანე, ჩემები იქ იქნებიან და გაგაცნობ, იმის გამო, რომ აქედან გამეყვანე მამაშენი და დედაჩემი მკვდარივით დავაძინე და ელზა მოვატყუე, ნუ მეტყვი უარს-მომღიმარი დაელოდა ლილიანის პასუხს
-არა!-ცხვირი აიბზუა და გვერძე გაიხედა
-რატომ?-ღიმილი სახეზე შაშრა და გაკვირვებულმა კითხა-მართლა?
-არ გენდობი, რა ვიცი რომ არ მატყუებ?
-გეფიცები წამოდი რა გთხოვ-მუდარის მზერით გადახედა და ხელი გაუწოდა-მოდი გავიცნოდ ერთმანეთი თავიდან
-ბოლო შანსია იცოდე-თითი დაუქნია და ხელი შეაგება მის გამოწვდილ ხელი.
ლილიანმა მოემზადა, მისი მანქანის გასაღები, რომელიც დათოს კაბინეტში ჰქონდა შენახული აიღო და ჩუმად გავიდნენ ეზოში.
-დაცვები-ლილიანს ხელი დაავლო და ჩურჩულით უთხრა ლევანმა.
-მე დამმალე და შენ არაფელს გეტყვიან-მანაც დაუჩურჩულა და ფეხაკრებით დაიძრნენ მანქანისკენ.
ლევანიმ მართლაც ჩუმად ჩააჯინა მაქანაში, ლილიანი და იქაურობა დატოვა ისე რომ დაცვას რეაგირება არ მოუხდენია, როგორც კი სახლს გასცილდნენ ლილიანმა თავი ამოყო და გასწორდა, მანქანაში მუსიკა ჩართო და ცეკვა დაიწყო.
-თავი გადახადე მანქანას-მითითბა მისცა ლევანს
-რაა?-მუსიკას დაუწია და ლილიანს გადახედა
-მანქანას თავი დახადე-თქო-მანაც გაუმეორე მუსიკას ისევ აუწწია და დაელოდა, ლევანი, როდის გადახდიდა თავს მანქანას, მანაც არ დააყოვნა და მალევა იგრძნო ადრენალინის მოზღვავება. ლილიანი ფეხზე წამოხდა და მთელ ხმაზე დაიყვიდა
-თავისუფლებაა!-თმები გაიშალა და ხელები განზე გაშლა, შემდეგ კი აკისკისდა.
-რას აკეთებ არ გადავარდე-შეშინებული გახედა ლილიანს და ხელზე ხელი მოკიდა.
-მარცხნივ შეუხვიე, იქ არ არის ესეთი მოძრაობა, როდესაც შეუხვევ სიჩქარეს მოუმატე, ღვედი შეიხსენი დარწმუნდი, რომ საჭე არ გაგექცევა და ხელები ზემოდ ასწიე - მითითება მისცა ლევანის-ტელეფონი მათხოვე, უნდა მივწერო ნინელის-ლევანიმაც გაუწოდა ტელეფონი, რამდენიმე წამში დაამთავრა მესიჯის წერა ქალბატონმა და ლევანს გადახედა-რა გითხარი მე?
-სიცოცხლე არ მომბეზრებია, ლილიან-სერიოზულად გადახედა-ჩამოდი, ნუ იქცევი ბავშვივით.
-ვარ კიდევაც -გაეკრიჭა და სიმღერას აყვა-მიდი, გააკეთ ის რაც გითხარი, გთხოვ მიდი ლევან, დამიჯერე მოგეწონება-ლევანმა თავი გააქნია დანებების ნიშნად. ღვედი შიხსნა და სიჩქარეს მოუმატა, დარწმუნდა, რომ ყველაფფერი რიგზე იყო და ხელები ზემოდ ასწია-დაიღრიალე-დაუვირა ლილიანმა და კისკისით შეიგრძნო ჰაერი.
-თავისუფლებააა!-მანაც არ დააყოვდა და მთელი ძალით დაიღრიალა-ასწორებს-ლილიანს გადახედა ღიმილით, მაგრამ წამიერად შემდეგ კი, ისევ გზას გახედა.
-ხომ გითხარი-სიამაყით გადახედა და მიხვდა, რომ ეს იყო ის დღე, რომელიც მის მოგონებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა.



№1  offline მოდერი Someone wandering

პირველ რიგში, რაც საშინლად მოხვდა ჩემს თვალს არის გრამატიკული შეცდომა
რა არის ''სიტვაცია''? მოგწონსს ასეე??? ''სიტუაცია'' არის სწორი. კიდევ იყო შეცდომები სწორედ ამ მხრივ. მარგამ არაუშავს,ახლა ხომ მიხვდი?
ჰოდა მეორე, რა ვერ გავიგე იციი? თეას შვილი ლევანი აპირებს შურისძიებას? ანუ ლილიანი მოსწონს? ვერ გავიგეე. ჯაშუში ნიკა არის,ვითომ მხატვარი და რა ხდება ძალიან გაურკვევლად გაქვს სიტუაციაა.
მეგონა ლევანს და ლილიანს და-ძმური ურთიერთობა ექნებოდათ მეგონა ჯაშუში შეუყვარდებოდა შემდეგ ლილიანს,მარგამ აქ რა ხდება აზრზე არ ვარ საერთოოდ. გამაგებინე რაა.
არვიცი გაითვალისწინებ თუ არა ჩემ რჩევას,მარგამ გამიხარდება. იმედია ცუდად არ მიიღებ ამ კომენატრს. სხვა მხრივ კარგია,წერის სტილიც მომწონს. ცოტა გაადიდე თავები.

 


№2  offline წევრი talia

მაგარი იქნება ეს ორი თუ დამეგობრდება.

 


№3  offline წევრი n-strovet

MaaiKoo
პირველ რიგში, რაც საშინლად მოხვდა ჩემს თვალს არის გრამატიკული შეცდომა
რა არის ''სიტვაცია''? მოგწონსს ასეე??? ''სიტუაცია'' არის სწორი. კიდევ იყო შეცდომები სწორედ ამ მხრივ. მარგამ არაუშავს,ახლა ხომ მიხვდი?
ჰოდა მეორე, რა ვერ გავიგე იციი? თეას შვილი ლევანი აპირებს შურისძიებას? ანუ ლილიანი მოსწონს? ვერ გავიგეე. ჯაშუში ნიკა არის,ვითომ მხატვარი და რა ხდება ძალიან გაურკვევლად გაქვს სიტუაციაა.
მეგონა ლევანს და ლილიანს და-ძმური ურთიერთობა ექნებოდათ მეგონა ჯაშუში შეუყვარდებოდა შემდეგ ლილიანს,მარგამ აქ რა ხდება აზრზე არ ვარ საერთოოდ. გამაგებინე რაა.
არვიცი გაითვალისწინებ თუ არა ჩემ რჩევას,მარგამ გამიხარდება. იმედია ცუდად არ მიიღებ ამ კომენატრს. სხვა მხრივ კარგია,წერის სტილიც მომწონს. ცოტა გაადიდე თავები.

ვიცი გრამატიკული შეცდომები ბევრია და ეს უნდა გამესწორებინა ეს მოთხრობა დიდი ხნის წინ დავწერე და დარწმუნებული ვარ ძალიან სუსტი მოთხრობა არის რაცშეეხება სიტუაციას გაურკვეველი არის და თავიდანვე ეს მქონდა ჩაფიქრებული არ მინდა ყველაფერი წინასწარ ცოდნოდა მკითხველს და ნელ-ნელა დამელაგებინა სიტუაცია მადლობა რომ წაიკითხე და შთაბეჭდილებები გამიზიარე heart_eyes kissing_heart

 


№4  offline მოდერი Someone wandering

n-strovet
MaaiKoo
პირველ რიგში, რაც საშინლად მოხვდა ჩემს თვალს არის გრამატიკული შეცდომა
რა არის ''სიტვაცია''? მოგწონსს ასეე??? ''სიტუაცია'' არის სწორი. კიდევ იყო შეცდომები სწორედ ამ მხრივ. მარგამ არაუშავს,ახლა ხომ მიხვდი?
ჰოდა მეორე, რა ვერ გავიგე იციი? თეას შვილი ლევანი აპირებს შურისძიებას? ანუ ლილიანი მოსწონს? ვერ გავიგეე. ჯაშუში ნიკა არის,ვითომ მხატვარი და რა ხდება ძალიან გაურკვევლად გაქვს სიტუაციაა.
მეგონა ლევანს და ლილიანს და-ძმური ურთიერთობა ექნებოდათ მეგონა ჯაშუში შეუყვარდებოდა შემდეგ ლილიანს,მარგამ აქ რა ხდება აზრზე არ ვარ საერთოოდ. გამაგებინე რაა.
არვიცი გაითვალისწინებ თუ არა ჩემ რჩევას,მარგამ გამიხარდება. იმედია ცუდად არ მიიღებ ამ კომენატრს. სხვა მხრივ კარგია,წერის სტილიც მომწონს. ცოტა გაადიდე თავები.

ვიცი გრამატიკული შეცდომები ბევრია და ეს უნდა გამესწორებინა ეს მოთხრობა დიდი ხნის წინ დავწერე და დარწმუნებული ვარ ძალიან სუსტი მოთხრობა არის რაცშეეხება სიტუაციას გაურკვეველი არის და თავიდანვე ეს მქონდა ჩაფიქრებული არ მინდა ყველაფერი წინასწარ ცოდნოდა მკითხველს და ნელ-ნელა დამელაგებინა სიტუაცია მადლობა რომ წაიკითხე და შთაბეჭდილებები გამიზიარე heart_eyes kissing_heart

სულაც არ არის სუსტი, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია,თორემ არ წავიკიტხავდი. ჰოო ვერ გავიგე ლევანი არის ჯაშUში და უყვარს ლილიანი? ამაზე მაინც მიპასუხე. მე კიდევ ძალიან მინდა და-ძმური ურთიერთიბა ჰქონდეთ და დამეგობრდნენ

 


№5  offline წევრი n-strovet

MaaiKoo
n-strovet
MaaiKoo
პირველ რიგში, რაც საშინლად მოხვდა ჩემს თვალს არის გრამატიკული შეცდომა
რა არის ''სიტვაცია''? მოგწონსს ასეე??? ''სიტუაცია'' არის სწორი. კიდევ იყო შეცდომები სწორედ ამ მხრივ. მარგამ არაუშავს,ახლა ხომ მიხვდი?
ჰოდა მეორე, რა ვერ გავიგე იციი? თეას შვილი ლევანი აპირებს შურისძიებას? ანუ ლილიანი მოსწონს? ვერ გავიგეე. ჯაშუში ნიკა არის,ვითომ მხატვარი და რა ხდება ძალიან გაურკვევლად გაქვს სიტუაციაა.
მეგონა ლევანს და ლილიანს და-ძმური ურთიერთობა ექნებოდათ მეგონა ჯაშუში შეუყვარდებოდა შემდეგ ლილიანს,მარგამ აქ რა ხდება აზრზე არ ვარ საერთოოდ. გამაგებინე რაა.
არვიცი გაითვალისწინებ თუ არა ჩემ რჩევას,მარგამ გამიხარდება. იმედია ცუდად არ მიიღებ ამ კომენატრს. სხვა მხრივ კარგია,წერის სტილიც მომწონს. ცოტა გაადიდე თავები.

ვიცი გრამატიკული შეცდომები ბევრია და ეს უნდა გამესწორებინა ეს მოთხრობა დიდი ხნის წინ დავწერე და დარწმუნებული ვარ ძალიან სუსტი მოთხრობა არის რაცშეეხება სიტუაციას გაურკვეველი არის და თავიდანვე ეს მქონდა ჩაფიქრებული არ მინდა ყველაფერი წინასწარ ცოდნოდა მკითხველს და ნელ-ნელა დამელაგებინა სიტუაცია მადლობა რომ წაიკითხე და შთაბეჭდილებები გამიზიარე heart_eyes kissing_heart

სულაც არ არის სუსტი, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია,თორემ არ წავიკიტხავდი. ჰოო ვერ გავიგე ლევანი არის ჯაშUში და უყვარს ლილიანი? ამაზე მაინც მიპასუხე. მე კიდევ ძალიან მინდა და-ძმური ურთიერთიბა ჰქონდეთ და დამეგობრდნენ

როგორ გინდა პასუხის გაგება :დ რა გავაკეთო? უნდა მაპატიო რადგან ვერაფერს გეტყვი დაელოდე მალე გაიგებ ყველაფერს heart_eyes

talia
მაგარი იქნება ეს ორი თუ დამეგობრდება.

kissing_heart heart_eyes

 


№6 სტუმარი mariam

Saintereso siujetia da weris kargi stili gaqvs ^_^ liliani mouxedavad misi xasiatisa mainc sayvatelia, daucvel da susti bavshvia shinaganad da yuradgebis da sitbos migebas cota arasworad cdilobs... Male Dade ra

 


№7  offline წევრი n-strovet

mariam
Saintereso siujetia da weris kargi stili gaqvs ^_^ liliani mouxedavad misi xasiatisa mainc sayvatelia, daucvel da susti bavshvia shinaganad da yuradgebis da sitbos migebas cota arasworad cdilobs... Male Dade ra

მადლობა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent