შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში თავი 3


19-06-2018, 20:27
ავტორი n-strovet
ნანახია 2 071

-დილამშვიდობის ლილიან-მხიარულად შეეგება თეა-მოდი გარეთ გრილა ამიტომ ტერასაზე გავშალე სადილი
ხმა არ ამოუღია ისე გაყვა უკან, როგორც კი ლევანი დაინახა ეგრევე წარბები შეკრა, ცხვირი აუბზუა და მოწიწებით მიუჯდა სუფრას. ოო ღმერთო, მისთვის ეს ყველაფერი, როგორი ტანჯვა იყო, ეყურებინა დედა-შვილისთვის და არაფელი არ ერთქვა.
-ლილიან ეს სალათი გადაიღე ჩემი რეცეპტით არის-წინ გაუწოდა სალათი. როგორ ცდილობდა ოდნავ მაინც ესიამოვნებინა, ამ ჯიუტ გოგოსთვი. ლილიანი დაიჭყანა უხეშად, მაგრამ მაინც მშვიდად უთრა
-არ მინდა, ჭამეთ თქვენ.
აშკარად ეწყინა, ნაღვლიანად დადო თავის ადგილას სალათა და განაგრძო ჭამა.
ყველანი ჩუმად იყო არცერთი მათგანი არაფელს არ ამბობდა, თითქოს ამით რაიმე დაშავდებოდა. ლევანი ტელეფონს დასჩერებოდა, თან ჭამდა და თან რაღაცაზე იცინოდა რაც ლილიანს აღიზიანებდა. რატომ?, ეგ თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ მისი ყველანაირი მოძრაობა, მისთვის გამაღიზიანებელი იყო და მთელი გულით უნდოდა, ამისთვის გამოელანძღა. შეიძლება მიზეზი ის იყო, რომ მასთან ესე ადვილად ვერ გაიმარჯვებდა.
-არა, არ აიღო ეგ. მდოგვი ვუქენი, მეორე გავაკეთე შენთვის, გავიგე არ გყვარებია-ეგრევე წამოიძახა, როდესაც დაინახა კერძის გადასაღბად რომ წაიღო ხელი. ლილიანს, მეტის მოთმენა არ შეეძლო, თუნდაც მამამის დაესაჯა ჩუმად ვეღარ იქნებოდა, ფიქრობდა, თუ შეარჩენდა სიტყვას მის თვალში დამცირდებოდა.
-შენ თეფშს რომ მიხედო არ გინდა? მე როგორმე მივხედავ ჩემს თავს-რაც შეეძლო ცინიზმი გაურია, ხმაში და ხელში დაჭერილი კერძი, რომელიც უნდა გადაეღო, მაგიდაზე დააგდო.
-ლილიან,ერთი დღე შემარგე სახლში ჭამა-მშვიდა გამოსცრა კბილებში დათომ
-კი ბატონო ჭამეთ, მაგრამ ყველამ თავის თეფშს მიხედოს
-მიხედავს ეხლა კი ჭამე-როგორაც შეეძლო მშვიდათ უთხრა.
ლილიანის სახეზე უკმაყოფილება გამოისახა. ლევანი არ აყვა!, არა და როგორ უნდოდა ერთი კარგად გამოელანძღა და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მისთვის, როგორი საცოდავი იყო.
-აუ ელზა, ეს ლიმნის წვენი, როგორ გაგახსენდა რომ გამიკეთე?-სიხარულით გახედა იქვე მოფუსფუსე ქალს.
-მე არ გამიკეთებია-თავი გააქნია ისე რომ თავის საქმე არ შეუწყიტავს.
-მე გაგიკეთე, თუ ეგ არ გინდა ახალი დაწურული ფორთოხლის წვენი არის და ის დალიე-მხიარულად და რაც შეეძლო მზრუნველად უთხრა თეამ.
-რაიყო შენ, რაც 38 წლის ასაკში არ გიჭამია და გისვია ეხლა ინაზღაურებ?-თვალმოჭუტული შეხედა და მის თავს უმაღლესი ქულა დაუწერა, ესეთი სიტყვების მოფიქრებისთვის.
-ლილიან-დათომ მუჭი დაკრა, მაგიდას და ინექრციით ჩანგალი ზემოდ ავარდა-რადგან არ გსჯი, თავს ნუ გაგივიდა.
-აბა შემეშვას, არ მჭირდება მისი მზრუნველობა -ფეხზე წამოხტა
-დაჯექი და ჭამე-ისიც წამოდგა და უღრიალა
-ყოჩახ, ყვირილი გაკლდა, ჩემს მიმართ და ეგეც დაამატე-ყელში ბურთი გაეჩხირა, როგორ უნდოდა ეტირა, მაგრამ არა! ამას არ გააკეთებდა, ლევანს და თეას არ დაანახებდა რომ სტკივა და სუსტია.
-რის მიღწევას ცდილობ?-შედარებით დამშვიდებულმა ჰკითხა.
-მე კი არა, ეს რის მიღწევას ცდილობს? უნდა დედაჩემის როლი შეასრულოს? ფიქრობს, რომ ამით თავს მომაწონებს? -თეასკენ გაიხედა-თუ ეგრე ფიქრობთ ძლიან შემცდარხართ, ეგრე უფრო მაზარებთ თავს.
-გოგო შენ თავს გაგივიდა არა? მოუხადე დროზე დედაჩემს ბოდიში-დიდი ხნის ორჭოფის შემდეგ მაინც გადაწყვიტა, ამ პატარა ალქაჯს აყოლოდა და ჯანდაბა! დედამისისთვის მიცემულ პირობას, რომ თავს აარიდებდა ლილიანის სიტყვებს, ეს უკვე მისთვის პიკი იყო.
-მეტი საქმე არ მაქვს-ალმაცერად შეხედა და როგორც ჩვევია ცხვირი აიბზუა.
-გოგო ბოდიში მოუხადე-მეთქი-მაჯაში წვდა და თვალები უბრიალა.
-ხელი გამიშვი-დაიწაწკანა და თვალები აემღვრა. რა ექნა, არ არის ესეთ მოპყრობას მიჩვეული. ბავშვობიდან ყველანი თავს ევლებოდა და ეხლა ეს ორმეტრიანი გორილა უხეშდ ექცევა და უბღვერს.
-ლევან რას აკეთებ?-სწრაფად მივარდა თეა და ხელი გააშვებინა.
-მართალია ლევანი, ბოდიში მოუხადე თეას-ლევანის საქციელი არ მოეწონა, მაგრამ მაინც მისი მხარე დაიჭირა. ჩათვალა, რომ ლევანისთვის შენიშვნის მიცემა ლილიანს უფრო გაათამამებდა.
-და რაატომ მამა? იმიტომ, რომ იმ ქალის ადგილს იკავებს, რომელმაც ვერავინ თვით დედაჩემმა ვერ შეძლო? ამიტომ მოვუხადო ბოდიში? არა, არ მოვუხდი და შენც ძალიან კარგად იცი, რატომაც. დავიღალე უკვე. -თალები აბრიალა და ლევანს ზიზღიანი მზერა სტყორცნა.
-თავს რამდენის უფლებას აძლევ?-მაინც ცდილობდა ბრაზი და ხმა ეკონტროლებინა, მიუხედავად ყველაფრისა, ის მისი შვილი იყო და იცოდა მისი ასეთი საუბარი მას სტკენდა.
-ყოველშემთხვევაში ლევანზე მეტი უფლება მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავფარე მისი ხმა. იმხელაზე ღრიალებს-ცდილობდა არ გამტყდარიყო და ხმაში ის ბზარი არ შეემჩნიათ, რომელიც მამის სიტყვებიდან იყო გამოწვეული.
-რატომ გინდა, ამოგლიჯო ენა?-ლევანი მისკენ წავიდა, მაგრამ თეამ დააკავა.
-ყველამ თავისი ადგილი იცოდეს. თქვენ კიდევ-მიუბრუნდა თეას-არ გაბედოთ მეორეჯერ ჩემზე ზრუნვა, რაც გინდოდა აგიხდა ხოდა ჭამე და შეირგე მამაჩემის ფულები მე თავი დამანებე.-გამწარებულმა თითის ქნევიდა გააფრთხილა და იქაურობა დატოვა.
-მის მაგიერ მე გიხდი ბოდიშს. ძალიან დიდი მადლობა, რომ არ აყევი არის რაღაც პრობლემები.
-შეგიძლია მითხრა-სკამზე ჩამოჯდა
-მე დაგტოვებთ-ლევანმა ნებართვა აიღო და ტერესა დატოვა.
მისაღებში გავიდა, ერთ ხანს უყურა კიბეებს. გონებაში ორჭოფობდა და ცდილობდა სწორი სვლა გაეკეთებინა. ბოლოს გადაწყვიდა, გამბედაობა მოიკრიფა და ავიდა. ნელ-ნელა მიაბიჯებდა კიბეებს ლილიანის ოთახის კარს მიუახლოვდა. ხელი ზემოდ აწია დასაკაკუნებლად, მაგრამ ჩამოწია და ისე შეიჭრა მის ოთახში.
-მწვანეთვალება, აქ ყოფილხარ-ისე მხიარულად შეაღო კარები და დაუძახა, თითქოს ორი წუთის წინ, ტერასაზე, ის ამბავი არც მომხდარა და ლილიანს ეს ყველაფერი დაესიზმრა.
-რატომ ხარ ეგეთი თავხდი?-საწოლიდან წამოვარდა და გამწარებული მივიდა მასთან.
-რაო მწვანეთვალებავ გაგიბრაზდა მამიკო?-ვითომ ძან შეწუხებულმა უთხრა.
-რატომ გინდა თავში ის მოგხვდეს რაც მე მენანება?-მანაც არ დააკლო სარკაზმი
-ხოო? და რა გენანება-წარბები აწკიპა და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-შენზე ყველაფერი -დამცინავად ახედა და პასუხი “მიუგდო”
-იყოს ეგრე,-ჩაიცინა-დროებით.
უკან გამოვიდა და თავის ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა და ტელეფონში თამაში დაიწყო. თუმცა ლილიანზე ფიქრი არ შეუწყვეტია, როგორ უნდა ებრძოლა მასთან, ისე რომ ოდნავაც არ დავარდნილიყო მისი ქულები? ეს მისთვის ძალიან დიდი გამოწყვევა იყო.
ლილიანმა ჩანთიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო, ტელეფონზე ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის აიღებდა ნომრის ავტორი ყურმილს.
-გისმენთ-გაისმა ტელეფონს იქეთ ბიჭის ხმა
-ნიკა ლილიანი ვარ
-უი ლილიან, ვერ გიცანი ხმაზე. აბა მოიფიქრე?
-კი, ძალიან მინდა ვხატო-ამოილაპარაკა და მისი ლურჯი თვალები წინ დაუდგა.
-ძალიან კარგი, ხვალიდან დავიწყოთ და თან უფრო კარგად გაგიცნობ- მის ხმაში სიხარულის ნოტები გამოიკვეთა
-კარგი ხვალამდე-ტელეფონი გათიშა და საწოლზე დაწვა, ათას რამეზე დაიწყო ფიქრი. მისი ფიქრების შესახებ ცოტას გიამობობთ.
ყოველთვის ფიქრობდა თავის იდიალურ ცხოვრებაზე, სადაც ის, მამა და ელზა ერთად ბედნიერები ცხოვრობდნენ. სად იყო დედა…? დედაზე არც უოცნებია, მისი ფიქრებში დედის ადგილი არ იყო, მას მხოლოდ მამა და ელზა სჭირდებოდა. ყოლოდა მეგობარი...ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდით დაუდგებოდა მას. ყოლოდა გვერდით მამაკაცი, როგმელსაც ბოლომდე დაეყრდნობოდა. თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი მის გვერდით კი თავს ნამდვილ ქალად იგრძნობდა. და ამ ფიქრებში მშვიდად ეძინებოდა.
................
-ელზა სად მიდიხარ?-კითხვისნიანი მზერა მიაპყრო ჩანთაში მძრომიალე ელზას.
-ბატონ დათოდან თავი გავითავისუფლე და ჩემს ძმასთნ მივდივარ, დილას დავბრუნდები.-მანაც უპრობლემოდ უპასუხა და ისევ ჩანთაში ქექვა დაიწყო.
-და თვითონ სად წავიდა?-მაცივართან მივიდა, გამოაღო წყალ გამოიღო, ჭიქაში ჩაასხა და მოსვა.
-ქალბატონ თეასთან ერთად დაბადების დღეზე, უკვე ვახშამი კი ჭამე, მაგრამ თუ მოგინდება მაცივარში არის საჭმელი.-როგორც იქნა საჭირო ნივთს მიაგნო და ლევანს მიუბრუნდა.
-მადლობა, შენ წადი ჩემს თავს მივხედავ თუ დამჭირდება-თბილად გაუღიმა თვალი ჭაუკრა და მაცივარში ბოთლი დააბრუნა.
-კარგი მაშინ მე წავალ-გაუღიმა და ჩანთა გადაიკიდა
-ის ქალბატონი სად ბრძანდება?
-ძინავდა, მაგრამ მგონი გაიღვიძა და იმ ოთახშია, სადაც მისი საკრავი ინსტუმენტებს ინახავს.
-კარგი წადი შენ-კიდევ ერთხელ გაუღიმა და წყალი მოსვა ისევ.
უკან გამობრუნდა და ლილიანის ოთახისკენ წავიდა , ამჯერად დააკაკუნა ცოტახანი იდგა და ელოდა პასუხს, მაგრამ რომ არ გასცა კარები შეაღო, იქ კი არავინ დახვდა მესამე სართულზე ავიდა.
-სად არის ის ოთახი?-ერთ ადგილას დაიწყო ბრუნვა. უცებ ჩონგურის ხმა მოესმა-არა, ეხლა იქ რომ შევიდე და ვნახო ის უკრავს ნამდვილად გავვგიჟდები-გადაიხარხარა და ხმას გაყვა.
ოთახის კარს მიუახლოვდა ცოტათინ შეღებული იყო ხელით ფრთხილად მიაწვა და ფართოდ გააღო, ლილიანს კი სიმღერაში გართულს, არ გაუგონია კარის ჭრიალის ხმა.
დედი, სახვალიოდ საგზალი გამიმზადე,
უნდა გადავიარ ჭაუხ -ნისლიანი,
კაი რას დარდობ, აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა შავი და ჭიანი.
დედი, ალბად გახსოვს ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს ავყევ დეკიანის
მაინც არ იშლიდი, მაინც ჩამაცმიე
პაპის ქალბანნი და პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ ქარაფს დავეკიდე,
დედი, მაპატიე სანამ დავენარცხე
შენზე ვფიქრობდი და ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი, მე მოვკვდი და ესეც მაპატიე,
იცი? იმ ხარჯიხვსაც შვილი დასტიროდა
ახლა ალბად მამაც ჭიქას აიღებს და
ჩემის მასპინძლობით იტყვის უდროოთას.
დედი, ჩემს საფლავზე იმ შენს იასამნებს,
უდგათ პერიოდი, ლურჯად შეფერების
იცი? ყოველ ღამით შენთნ მოვდივარ და
შენს თმაში ჭაღარებს ჩუმად ვეფერები.
იდგა და უსმენდა მის ტკბილ ხმას, ერთი წუთიდ დაავიწყდა რომ ის ლილიანი იყო, გოგო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მის დამცირებას. ეხლა იმ ჯიუტ, ანჩხლი გოგოს ნაცვლად ულამაზეს მწვანეთვალება გოგოს ხედავდა, რომელიც მთელი გული და გრძნობით მისი განცდები ჩაექსოვებინა მის ხმაში და ჩონგურზე უკრავდა.
-ულამაზესი ხმა გაქვს-ამოიჩურჩულა და ოთხში შევიდა-ამ ყველაფერზე შენ უკრავ?-
მი-მოიხედა ოთახში, სადაც უამრავი საკრავი ინსტრუმენტი იდგა.
-აქაც არ მასვენე? რა გინდა? არ გაქვს სხვა საქმე, ჩემს თვალთვალის გარდა?
-ნწ-თვი გააქნია
-ან ეს ნწ რა არის? გადი მოცილდი აქედან-ხელი კარისკენ გაიშვირა
-სად წავიდე?-გაიკვირვა.
-შენს სოფელში-დაეჭყანა
-შენ თუ გგონია, ამით მამცირებ ან გულს მტკენ შეცდი. რადგან სოფელში ვიზრდებოდი თითმის სულ ქუჩაში ვიყავი, მეგობრებთან ერთდ, ამიტომ ასე თუ ისე ვისწავლე ადამიანების ამოცნობა, მითუმეტეს შენაირების. ნიღაბს ამოფარებულხარ და რა ამით? იმდენად მიეჩვია ამ როლს დაგავიწყდა სინამდვილეში, როგორი ხარ. იცი როგორი ხარ? ძალიან თბილი და საყვარელი გოგო, მაგრამ რადგან ირგვლივ მყოფებიდან ვერ მიიღე იგივე სითბო, გადაწყვიტე, შენც ის გაგეცა რაც სხვა გაძლევს და გგონია ეს გაძლიერებს. სინამდვილეში აუტანელს გხდის, იმდენად ხარ მიჩვეული სიცივეს, ვერ ეგუები,დამამცირებლად მიგაჩნია ვინმემ თუ იზრუნა შენზე,ამიტომ ეჩხუბები დედაჩემს, ყოველ წამს. იმის მიუხედავად ყველას საკადრის აძლევ მამაშენთან ეს არ გამოგდის, როგორც არ უნდა დამალო ეგოისტობ, რომ არ გაძლევს იმ სითბოს რაც მისგან და დედისგან გაკლია, ერთადერთი ვისაც უღიმი, ეს ელზაა, რომელმაც გაგზარდა და ალბად შენთვის სულსაც დათმობს. ესეთი ხარ სინამვილეში და ჩემი ადამიანური/ძმური რჩევა იქნება მოიცილე ეგ ნიღაბი და აჩვენე შენი სახე, თუნდაც შენს ოჯახის წერვებს-გაუღიმა-ხელს აღარ შეგიშლი იმღრე-ოთახიდან გავიდა ლილიანი კი გაშტერებული იდგა და ვერც ვერაფელს ამბობდა.
...................
ახლანდელი დღე....
-ის შენ გიყვარდა?
-კი, ყველაზე მეტად, ვიცი არ მქონდა მისი შეყვარების უფლება, მაგრამ შემიყვარდა
-როგორ მოხდა ეს?
-არვიცი-მხრები აიჩეჩა-ისიც არ ვიცი გამიგებ თუ არა, უბრალოდ ერთ დღეს დავინახე, როგორ გადმოდიოდა მის თვალებიდან ცრემლი და მაშინ მივხვდი აღარ დავუშვებდი მას ოდესმე ეტირა, ისე მოხდა რომ ის ჩემთვის ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ჩემთვის, იმასაც დიდი მნიშვმელობა ჰქონდა ჭამდა თუ არა, როგორ სძინავდა მე მინდოდა, რომ ის ყოველთვის ჩემს გვერდით ყოფილიყო და ჩამხუტებოდა, მხოლოდ ჩემთვის დაეკრა, ემღერა და დაეხატა. მე უბრალოდ მინდოდა მასთან ვყოფილიყავი ახლოს. მე მომწონდა და მსიამოვნებდა იმის ყურება, თუ ,როგორ ჭამდა მის საყვარელ ტკბილეულს, შემდეგ სახე მოეთხუპნებოდა და სულელურად იწმენდდა პირს. მას არასდროს შერცხვენია ჩემი და ყოველთვის, თამამად ამბობდა, “მე, ჩემი საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ და მუდამ ესე იქნება”. ის არ ჰგავდა სხვას, მას არ ვუყვარდი ისე, როგორც სხვებს ვუყვარვარ, მას მე ვუყვარდი ჭეშმარიტად და ჯიუტად მე კი ის ძალიან ძალიან, ის იყო ჩემი პატარა გოგო, და ის ყოველთვის ესე დარჩება.
....................
პირველ რიგში მოგესამლებით !
არც ვიცოდი ჩემს მოთხრობას ვინმე თუ წაიკითხავდა. და მიხარია რომ წინა თავში კომენტარები დამხვდა. გეტყვით, რომ არ ვიყავი ამ საიტის მომხმარებელი და იმ იმედით დავიწყე მოთხრობის დადება რომ ოდნავ მაინც გამზრდის და წამწევს წინ მე მოხარული ვიქნები თუ თქვენ გულწრფელ ემოციებს გამიზიარებთ მეტყვით რა მოგწონთ და რა არა მე ამას გავითვალისწინებ აუციკებლად.
ხო რაც შეეხება მოთხრობას ეს მოთხრობა დიდი ხნის დაწეერილი მაქვს უბრალოდ მომინდა დამედო ამიტომ არ დავაგვიანებ შემდეგ თავების დადებას :დ იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline მოდერი Someone wandering

ვერ გავიგე. ლევანს უყვარს ლილი? ოღონდ ეს არაააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent