უ'საზღვროდ /20/
მთელი კოსმეტიკის ჩანთა ამოაყირავა, მართალია ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა მაგრამ ყველა დეტალს აკვირდებოდა. კაბის შერჩევისას ბევრი არ უფიქრია, სადა ,ელეგანტური მუქი მწვანე კაბა შეარჩია, შავი ფეხსაცმელი და ამავე ფერის ჩანთა .თმები გაშლილი ჰქონდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა. ოთახიდან გავიდა და ქვემოთ ჩასულს ბიჭები რომ დახვდნენ ჩამწკრივებულები -ასე რატომ მიყურებთ? რა ხდება -წარმატება გვინდა გისურვოთ -არ მეგონა ასე სადად თუ გამოეწყობოდი -მე კი ზუსტად ვიცოდი რო არ გადაიპრანჭებოდა,შესანიშნავი ხარ თინათინ -ვიცი ,გმადლობთ ყურადღებისთვის. მგონი ნიკუშაც მოვიდა ...წავედი - მობილურზე შეტყობინება მოუვიდა და მაშინვე კარისკენ წავიდა . ნიკუშა მანქანასთან იდგა ,მაშინვე მოეხვია და ტუჩები დაუკოცნა-ნიკოლოოზ ...იმედია არ დავიგვიანე ხო? -შენ გელიან ბოლო რამდენიმე წელია და ცოტა ხანს გაუძლებენ - გაიცინა და მანქანის კარი გაუღო-გთხოვთ ქალბატონო თინათიინ -გმადლობთ ბატონო ნიკოლოზ მანქანას ნელა ატარებდა,თითქოს დროს წელავდა. თინათინი მიხვდა რომ რაღაც აწუხებდა -მითხარი - ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და გაუღიმა - ნენე ხომ კარგადაა...მგზავრობამ ცუდად ხომ არ იმოქმედა -კარგადაა...ბედნიერია რომ დაბრუნდა . უბრალოდ იქ რომ მივალთ მინდა გახსოვდეს რომ ისინი არიან ადამიანები რომლებიც უზომოდ მიყვარს, ვაფასებ ,პატივს ვცემ, მაგრამ მათგან სრულიად დამოუკიდებელია ჩემი ცხოვრება -ხომ იცი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შენ ხარ, ის რაც შენშია .ჩემთვის მხოლოდ შენი გრძნობებია მნიშვნელოვანი - ლოყაზე აკოცა და შემდეგ თითები თითებზე მოუჭირა. -ხომ იცი რომ უსაზღვროდ ბევრი ხარ ჩემში -უსაზღვროდ ! მანქანა უზარმაზარ შავ ჭიშკართან გააჩერა კარი შიგნიდან გაუღეს და გამოჩნდა კიდეც ეზოს ცენტრში სახლი. თინის გაეცინა და თვალები წამით დახუჭა, მიხვდა რასაც გულისხმობდა, ბევრი რამ გახდა ნათელი ,მაგრამ მაინც უმნიშვნელო იყო ყველაფერი. ნიკოლოზმა მანქანის კარი გაუღო და ხელი გაუწოდა -კეთილი იყოს შენი მობრძანება -იმედია კეთილი იქნება- თითები მოუჭირა და კიდევ ერთხელ შეავლო მზერა წინ აღმართულ სახლს-მითხარი რომ ლილი აქ არის-სახლში შესვლისთანავე უთხრა და სვლა შეაჩერა -აქ არის ,ნუ ღელავ -არ ვღელავ, უბრალოდ ... არ მიყვარს ასეთი სახლები .თითქოს რაღაც წესებს გიწესებს და გზღუდავს -გულწრფელად უთხრა და მშვიდად განაგრძო სვლა. მეორე სართულზე ავიდნენ . მისაღებს უახლოვდებოდნენ უკეთ ისმოდა იქ შეკრებილების საუბარი. აშკარად მათ ელოდნენ, მშვიდად იყო,თან ღელავდა. მიუხედავად ყველაფრისა არ უნდოდა ნიკუშას მის გამო პრობლემები შეჰქმნოდა, ზურასთან პირველი სეხვედრაც გაახსენდა,მისი სიტყვები და წამით სუნთქვაც კი შეეკრა.უკვე ოთახში იყო, ანტიკვარებით სავსე სივრცეში, სოლიდურად გამოწყობილი ადამიანების წინ რომელთა ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი,უკლებლივ ყველა მას უყურებდა. რა თქმა უნდა პირველი ლილი შეეგება -ჩემო მშვენიეროო...მოუთმენლად გელოდი , ჩემმა დახატულმა რომ მითხრა მოხვიდოდი ისე გამიხარდაა -ლილი ბებოო - ქალს მოეხვია და ჩუმად თქვა -დამშვიდდი , ცოტა ხანს სვავებივით გიყურებენ მერე მტრედებად გადაიქცევიან- ზურდზე დაუსვა ხელი და ჩუმად ჩასჩურჩულა -ქალბატონო ლილი თქვენ ხომ დიდი ხანია იცნობთ ახლა მოგვეცით უფლება ჩვენც გავიცნოთ ნიკოლოზის რჩეული ქალი - რა თქმა უნდა საყვარელო სიძევ - კაცს გაუღიმა და გვერდით გადგა -თინათინ გაიცანი დიმიტრი და სესილია , ნენე და მახო ლორთქიფანიძეები ზურას იცნობ - ნიკოლოზმა მარტივად წარუდგინა მშობლები,ბიძა და დაიკო . ყველას სათითაოდ მიესალმა და როგორც იქნა შვება იგრძნო. ნენე ისე უღიმოდა დამამშვიდებელივით მოქმედებდა საოცარი ფერის თვალები ჰქონდა ,თითქოს ნიკუშას მსგავსი ,მაგრამ მაინც სხვაგვარი. -სასიამოვნოა ,თან ძალიან სასიამოვნოა ...უკვე მეგონა რომ ღრმა სიბერეში გაგვაცნობდა ქალს რომელიც მის გულამდე მიაღწევდა- დიმიტრი გულწრფელად უღიმოდა.სესილია კი ცოტა შემფასებლური თვალით უცქერდა და დუმილს ინარჩუნებდა. თინის რამდენიმეწუთიანი დაძაბულობა მალევე გაიფანტა და ჩვეულ ამპლუაში დაბრუნდა. -ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აქ რძლის ამპლუაში ვარ არადა მეგონა უბრალოდ თქვენს გასაცნობად მოვდიოდი -ნიკუშას გახედა და გაუღიმა -უბრალოდ ზედმეტ ემოციებში არიან...იმდენად რომ ნენეს ჩამოსვლაც კი დაივიწყეს - ხელი წელზე მოხვია და ოჯახისწევრებს გადახედა-მგონი დროა დავსხდეთ ,თუ შეიძლება დედა ვახშმობას შევუდგეთ უკვე მეშინია რომ გამექცევა თინათინი -დავსხდეთ ... ყველანი მაგიდისკენ დაიძრნენ. თინათინი ნიკუშას მიჰყვებოდა გვერდით ,ოდნავ შეჩერდა და ყურში ჩასჩურჩულა-იქნებ აქამდე გეთქვა რომ დედაშენი ყოფილი მინისტრია -ვიცოდი რომ არ გაინტერესებდა -ჩემნაირ უკონტროლო ადამიანს ასეთი რამეები მაინც უნდა უთხრა,მოულოდნელობისგან საოცრებები რომ არ თქვას -მე შენში ეჭვი არ მეპარება არც შენ ქცევაში - ლოყაზე აკოცა და წამსვე დაადუმა. სკამი გამოსწია და თინათინიც მშვიდად მოთავსდდა მის გვერდით. წინ ნენე და ლილი ისხდნენ. თინის გვერდით კი ზურა დაჯდა . ორმა დამხმარე ქალმა შემოიტანა კერძები, თინი კიდევ უფრო უხერხულად გრძნობდა თავს აუტანელი იყო მისტვს სხვა რომ ემსახურებოდა. -ნანიკოო არ გაიცნობ ნიკუშას გოგო?- ზურამ ხელზე აკოცა ფუმფულა ქალს და ყურებამდე გაეკრიჭა -გავიცნობ როგორ არ გავიცნობ...მადროვე ბიჭო დამეწვება ყველაფერი იქ - უცებ აქოთქოთდდა ხელი გამოსტაცა ზურას და წავიდა -გულს მტკენ ნანიკოოო .... ნანიკოოო ჩემთვის რამე დიეტური არ გაქ? -იქნებ აქედან არ იყვირო ზურაბ -აუუ ბიცო არ გვინდა ეს დაძაბულობა რა...თინის მე ვიცონბ და ახლა ისეთი შებოჭილია მეშინია გული არ გაუსკდეს . ისე მოვიქცეთ როგორც ყოველთვის ,ჩვეულებრივ ვახშამზე თორემ მერე ნიკოლოზა ყველას დაგვერევა - გაიცინა და ბიცოს თვალი ჩაუკრა- ნენეჩკა რამდენი ხნით რჩები? -დიპლომი ავიღე ასე რომ ... მანამ დავრჩები სანამ არ მომბეზრდება -ჩვენთვის არ გითქვამს ეგ - წამსვე გახედა დიმიტრიმ- მამას გოგო სახლში დაბრუნდა? -დეედუუ მართლა რჩები? -ხო ...ოღონდ მარტოს მინდა გადასვლა,ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.ხომ იცით ნანას კერძებს რომ მივირთმევ არ მიყვარს საუბარი -ისე ხომ რას ამბობ არ წყვეტ საუბარს- ლილიმ გაიცინა და ხელზე მოეფერა- ჩემთან დარჩი ხოლმე...ამათ მაინც არავინ ახსოვთ ერთმანეტის მეტი ,გაგიჟდები ახალდაქორწინებულები რომ იყვნენ მაშინ არ მიშლიდნენ ასე ნერვებს -ქალბატონო ლილიი დანაშაულია ასე რომ მიყვარს თქვენი შვილი? -როგორი ზრდილობიანი ხარ ,გაგიჟება შეიძლება -დედა გეყოფა ,გთხოვ დღეს მაინც შეიკავეთ თავი -მაპატიეთ მე აუცილებლად უნდა წავიდე...სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. იმედია მალე შევხვდებით...ბიძი შემოგვიარე სახლში,ბოცოლასაც გაახარებ- ზურას მამა მოულოდნელად წამოდგა და ყველას დაემშვიდობა -სად მიდიხარ მამა -მეჩქარება ზურაბ... -ახლა რამდენჯერად დაგირეკავს იმდენჯერ უნდა გავარდე ? -მაგიდასთან დაბრუნდი და მაცადე სიბერე მაინც გავატარო მშვიდად -ჩუმად უთხრა და წავიდა. ზურამ მაშინვე შეიგინა და სკამზე დაჯდა -ზურაა -ბოდიში ბიცო უბრალოდ ყელში მაქვს უკვე ეგ და მაგის ლიტველი ნაშა ... შენ მაინც უთხარი რო ტეხავს ჩემი ასაკის გოგოსთან რომ იჭერს საქმეს. არ გამიკვირდება მალე რომ გამოაცხადოს ფეხმძიმედ ვარო და ცოლადაც შეირთოს. ნუ გამაგიჟებს უთხარი თორემ იმ ქალს იცი რასაც ვუზამ -როგორც ყოველთვის მშვიდად ვახშმობა გამორიცხულია...მგონი ჩემი წასვლის შემდეგ უფრო გაგიმწვავდა ნევროზი ბიძაშვილო - ნენე მშვიდად იჯდა ძმის მსგავსად და ისე უყურებდა ყველაფერს -ნენეკო შენ თუ მიშველი სხვა ვერავინ...მალე გამაგიჟებენ -საწყალოო... საბრალოვ როგორ გიჭირს თავდაცვა -ნეენ ,გთხოოვ ცინიზმის გარეშე -მომენატრეეეთ - უცებ განაცხადა და ღვინით სავსე ჭიქა მაღლა ასწია - ნააანუუუ არ მოდიხაარ? -მოვდივარ საყვარელო...აი მეც აქ ვარ -ნანუ ხომ გეუბნებით რომ უნდა დაისვენო...მოდი დაჯექი , წითელი ღვინო თუ თეთრი? -დიმიტრიი წნევა აუწევს ისევ ... არ უნდა ღვინო -კარგი რა სესილია ერთი ჭიქა რას უზამს ხო მართალი ვარ ქალბატონო ლილი? -ყველაფერს როგორ უჯერებ , სულ დაკარგე ხასიათი -დედა რატომ დამცინით? -დედა ? შენი დედობაღა მაკლია სრული ბენიერებისთვის -სადღეგრძელოს თქმას ვაპირებდი... მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს, მუდამ მრავალფეროვან,ემოციურ, არეულ,ქაოსურ და მაინც ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ ოჯახს ჩვენი ახალი წევრით ,რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ ,ძალიან ბევრ წელს გაატარებს ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს ძლიერი ხარ და არ შეიშლები ,ანდაც გაგვიმართლა და შენც ცოტას აფრენ -ღიმილით დააყოლა ბოლო სიტყვები და ჭიქა შეახო თინის ჭიქას-იცოდე რომ კაპასი მულიც შემიძლია ვიყო -ვისი შვილია , როგორი საოცარი სიტყვები იყო ვერაფერს დავამატებ ...კეთილი იყოს შენი დაბრუნება ნენე და შენი გაცნობა თინათინ-დიმიტრიმ განაცხადა ამჯერად. ყველამ დალია,თინიმაც ასწია ჭიქა და ყველას გაუღიმა -მიხარია რომ გაგიცანით... ახლა უკვე ვიცი რატომ არის ავთ..ნიკოლოზი ასეთი უსაზღვროდ გამორჩეული .რაც შეეხება სიგიჟეს ჩემ ელფერს მეც შემოვიტან - გაიცინა და ნენეს თვალი ჩაუკრაა -მინდა წინასწარ იცოდე ,ამ ოჯახის კანონიერი რძალი რომ გახდები ჩემი ატანა მოგიწევს რადგან სესილიას არაკანონიერი შვილი ვარ და ნებისმიერ დროს შეიძლება მოვვარდე და დავრჩე ასე რომ შენი ავთანდილის ბიძაშვილი კი არა ძმა ვარ, იმედია აქვს ნათქვამი -შენი ადგილი მის გულში ისედაც ნათელია,ზედმეტ სიტყვებს არ საჭიროებდა ზურა -შესანიშნავი...ჩვენ გაგვიმარჯოს იმედია კიდევ უფრო გაიზრდება ლორთქიფანიძეების რიცხვი ხომ მეთანხმები ლილი ბებო?- ზურამ გაიცინა და ლილის თვალი ჩაუკრა -სხვათაშორის აუცილებელი არ არის ნიკოლოზმა იმუშაოს პირველად ბავშვზე,მე რომ დიდედა გავხდე შენც შეგიძლია იმოქმედო ბატონო ზურაბ... -მე? კაი რა ბებო მე და ბავშვი ,გამორიცხულია.არ არსებობს დედამიწაზე ქალი ვისაც ჩემი შვილის გაჩენის უფლებას მივცემ -ღმერთო გვიშველე ,სულ ნუ გადამირევ ამ ბიჭს- სესილიამ ჩაილაპარაკა და თვალები დაუბრიალა ბიჭს-რას ამბობ ზურა? -ნანუუ შენ მაინც უთხარი ამათ რომ ჩემი შესაფერისი ქალი არ არსებობს , სულ მეუბნებოდი ყველაზე კარგი ხაროო ნანუუუ - ქალს მიუბრუნდა თვალების ციმციმით -ყველაზე გადარეული ხარ შენ და საწყალი ის გოგო ვისაც შენ თვალს დაადგამ -გულს მტკენ ნანუუ ... მე ცოლად მოვიყვან ისეთ ქალს შენზე გემრიელ ნამცხვრებს რომ გამიკეთებს -ზურიკოო -ნუ მეძახი ეგრე-თქო რამდენჯერ გითხარი ნანუ? თინი უკვე სიცილს ვეღარ იკავებდა, ნიკუშას თითები რომ შემოეხვია მაჯაზე ჟრუანტელმა დაუარა მაშინვე მისკენ გაიხედა და ნაცრისფერებში ჩაიკარგა. ცოტა ხანში მხიარულებამ გაიდგა ფესვები , თინიც ჩაერთო საუბარში. სესილიამ მშვიდად გამოსძალა ინფორმაცია მომავალ სარძლოს რაზეც თინი ღიმილს ვერ იკავებდა. ბოლოს ნიკოლოზს ამოეწურა მოთმინება და იქაურობას გააშორა -სად მიგყავარ...ნიკოლოზ ფეხი გადამიბრუნდება ასე - როგორც კი დაიწუწუნა მაშინვე ჰაერში აღმოჩნდა- რას აკეთებ...ვაიმეე გაგიჟდი -ჭკუა დამაკარგვინე,მორჩა მოვკვდები ახლა თუ არ გაკოცებ- ხელში ჰყავდა აყვანილი ტუჩები რომ დაუკოცნა.კარი გააღო და საძინებელში შეიყვანა -ნიკოლოზ რატომ ცელქობ? კაბა გამიფუჭდება -მოვაგვარებთ- მარტივად აუკეცა და მუცელზე შეისვა , ტუჩებში აკოცა და მერე ყელზე გადაინაცვლა -ყველა იფიქრებს რომ ცუდი გოგო ვარ -ნწ,შენ ძალიან ძალიან ცუდი გოგო ხარ -და შენ? -მეც ძალიან ,ძალიან ,ძალიან ცუდი ბიჭი ვარ- გაიცინა და ტუჩებში ხმაურით აკოცა -ვიღაც ძალიან ბედნიერია და მიყვარს შენი თვალები ასე რომ ანათებენ ...ხშირად უნდა გაგაბედნიერო -შენ მე დიდი ხანია გამაბედნიერე -ხო ,მაგრამ ბედნიერების დონე უნდა შევცვალო ხოლმე - თითებს მის თმაში დაატარებდა და ღიმილით უყურებდა- შენ ოთახში ვართ? -აჰაამ... -საოცარი დახვეწილობაა -შენი კაბა უხდება ამ ოთახს ...-ერთ ერთ კედელზე ნახატი იყო , ფერები ქაოტურად იყვნენ არეულნი მწვანე ფონზე -ლამაზია ... -ზურას შემოქმედებაა, ბავშვობაში მაჩუქა -ხატავს? -ხატავდა...თინეიჯერობისას რომ გიჟობდა ხოლმე სესილიამ ხატვაზე მიიყვანა,ფსიქოლოგთანაც და ასე დევნიდა უარყოფით ემოციებს -რატომ არ მითხარი იმ საღამოზე ... -რომელ საღამოზე -ნახატს თვალი მოაშორა და კედელზე მიყრდნობილ თინის გახედა -უნდა მცოდნოდა მაშოსთვის რაც გააკეთე -გეწყინა რომ არ გითხარი? უბრალოდ ,ზურა ზოგჯერ იმის საპირისპიროდ იქცევა როგორიც არის...იმედია მაშო დავიწყებას შეძლებს,მე მართლა ვწუხვარ იმ საღამოს გამო -შენ არ უნდა წუხდე, ის უნდა წუხდეს ვინც დამნაშავეა...მე არ მწყენია ,არც გავბრაზებულვარ უბრალოდ ეგოისტურად მიხარია რომ გიპოვნე . მაშოს არაფერი უთქვამს ზურას ქცევასთან დაკავშირებით,მხოლოდ ის მითხრა რომ მისგან დაიხსენი და რომ იქედან ვერ წამოვიდოდა ასე მარტივად შენ რომ არ ჩარეულიყავი...ისიც მითხრა რომ საუკეთესო მყავხარ - ხელები ყელზე მოხვია და ფრთხილად შეეხო მის სისხლისფერ ტუჩებს მალევე დაბ;რუნდნენ უკან , კიდევ ცოტა ხნით დარჩნენ შემდეგ კი ერთად დატოვეს ლორთქიფანიძეების სახლი. -ქალაქში რჩები? -ხვალ რომელ საათზე გაქვს ლექცია? - ჭინკებათამაშებული მზერით უყურებდა და ტუჩებს იწვალებდა -შემიძლია ეს ღამე გავათენო , თუ რაიმე საინტერესო შემოთავაზება გაქვს ავთანდილ -დიდი ალბათობით დაგაინტერესებს -არააა მოიცადეეე...- უცებ წამოიკივლა -რა ხდება -არ ვაპირებ იმ საწოლზე , დივანზე თუნდაც ხალიჩაზე დავწვე სადაც ის ბეწვიანი არსება ყრის დორბლებს და დახტუნავს...ეგღა მაკლია მძინარეს მომიცუცქდეს -გადაეჩვიე ამ შეცხადებებს თორემ ერთხელ გულს გამიხეთქავ -სახლში წამიყვანე...იყიდე საწოლი რომელზეც ის არსება არ იბოგინებს და მერე შემომთავაზე საინტერესო წინადადებები ! -სერიოზულად? -მოგეპოვება ადგილი სადაც ის არაა ნამყოფი? -არაა ახლა იქ ... რონისთან ერთადაა ზურასთან -არ მაინტერესებს ... მისი კვალი დარჩენილი იქნება -მეგონა შეგიყვარდა ... -სულ ტყუილად გეგონა, უბრალოდ თავიდან მოშორებას აღარ გთხოვ. -იმ საწოლზე შენი აზრით არ იყო ნამყოფი ? -მაშინ ... მაშინ ვერ ვაზროვნებდი -ანუ არ გინდა ჩემთან დარჩენა, კარგი სახლში წაგიყვან -არ მეუბნები რომ იმ არსებას საძინებელში არ შეუშვებ? -შენ რომ არ გძნავს ჩემ გვერდით ის მოდის და თავისთვის მშვიდად წვება ...ყოველ დღეს და ღამეს რომ გაატარებ ჩემთან მერე ავუკრძალავ საძინებელში შემოსვლას და ჩვენც მხოლოდ იქ გვქონდეს სექ** თუ ასეთი ერთფეროვნება გინდა -აუტანელი ხარ ... მეუბნები სახლში წაგიყვანო და მაინც იქეთ მიდიხარ. თან მეუბნები არ შევუშვებო თან არა , მე რატომ მივდივარ დათმობაზე? -იმიტომ რომ ისევე გინდა ჩემთან როგორც მე...ეს კაბა ისეთი მთელი საღამოა მინდა მოგაშორო,მგონია რომ სულს გიხუთავს -სულის ხუთვები აშკარად შენ გაქვს -იცინე , ცოტა ხანში ვნახავთ ვინ როგორ იქნება -რა სასიამოვნო მუქარები გიყვარს ვგიჟდები სანამ თინათინი ავთანდილის ბინისაკენ მიაბიჯებდა გიგი ტყუპებს ბინის კართან იდგა და ელოდა ნიცას გამოჩენას. კარი რომ გაიღო და გოგონა გამოჩნდა წამით დააკვირდა -ზურაა ? არ გელოდი ... შემოდი -ნუცა...როგორ ხარ?- გოგოს აკოცა და ბინაში შევიდა-იმედია ძალიან გვიანი არ არის, უბრალოდ მთელი დღე დაკავებული ვარ... მე ნიცას ნახვა მინდოდა ქორწილთან დაკავშირებით -ქორწილთან? - წარბები მაღლა აზიდა და ბიჭს მზერა გასუწორა- ნიცა არ არის სახლში... -სად არის ამ დროს? - ინსტიქტურად დახედა მაჯაზე მორგებულ საათს და სვლა შეწყვიტა -გიგი ...შემთხვევით ვისარგებლებ და გეტყვი ,რომ შეწყვიტო ეს გაუგებრობა. დარწმუნებული ვარ არც კი იცი ნიცასგან რა გინდა, ის რომ შენი რიგითი გოგო ვერ იქნება ეგ ცხადზე ცხადია მეეჭვება სერიოზული ურთიერთობა გინდოდეს, ყველამ კარგად ვიცით რომ არ გიყვარს გართულება. განა აუცილებელია რომ გოგო სიგიჟემდე გიყვარდეს, უბრალოდ არ მინდა ნიცა დაიტანჯოს. ჩემგან განსხვავებით ფლირტიც კი არ უყვარს და მისი ხასიათის მიღმა ყველაზე ემოციური ქალი იმალება ,ვერ გადაიტანს შენ მიმართ გრძნობები რომ გაუჩნდეს -არ ვიცი ჩემზე როგორი წარმოდგენა გაქვს ნუცა,მაგრამ არ მიყვარს სხვისი გრძნობებით თამაში ...წინასწარ იმის განსაზღვრა ადამიანთან რამდენ დროს გაატარებ ეგ შეუძლებელია. არ მეტყვი სად არის ნიცა? -კლუბში წავიდა მეგობრებთან ერთად ... ქორწილში წასვლას მართლა აპირებთ? რამდენჯერაც ვკითხე თემა შეცვალა სულ ,მგონი არც გისაუბრიათ ხო? -ვუთხარი რომ მისი მეწყვილე ვიქნებოდი, თუ გადაიფიქრებს ეგ უკვე მისი საქმეა . ხვალ არის ხომ ?ამიტომ ხარ სახლში? არ მითხრა დეპრესია მაქო -არაა ... არც ისე ცუდად ვარ როგორც ყველას ჰგონია, უფრო გაბრაზებული და ანწყენი ვარ ვიდრე გულმოკლული ჯულიეტა. „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ -გაიცინა და გიგიც აიყოლია -მითხარი რომელ კლუბშია -გეტყვი,მაგრამ მე არაფერი მითქვამს -გასაგებია , მადლობა - გოგონას დაემშვიდობა და წავიდა. მანქანაში იჯდა და ფიქრობდა, მერე გაეცინა და პირდაპირ შეაჭრა კლუბში. როგორ უნდა დამალულიყო არ იცოდა, მაგრამ როგორღაც მოახერხა მოშორებით დაჯდომა. ათასი ვინმე რომ მივიდა უკვე ყელში ჰქონდა ამოსული, ნიცა რომ დაკარგა და ვეღარ ხედავდა სულ გაგიჟდა.ჭიქა დადო და მაგიდას ხელი დაარტყა-ჯანდაბაა -აქ რას აკეთებთ ბატონო გიგი? - ყურში მისი ხმა რომ გაიგო და თმების სურნელი იგრძნო ღიმილი ვერ შეიკავა -ნიცა თუ ნუცა? -ვეღარ მცნობთ? რეცეპტორი დაიკარგა? -ნიცა ,როგორ ხარ? კარგად ერთობი მეგობრებთან ერთად? -თავიდან საკაიფოდ ვერთობოდი...მერე ვიღაც მოვიდა დაჯდა და მთელი სხეული ამიწვა , არადა იკრძალება დაჟინებული მზერა მითუმეტეს ასეთი თვალებით -რატომ მეგონა რომ ვერ მიგრძნობდი? -ვერ მიგრძნობდი რაღაც უცნაურად ჟღერს...სხვაგან წაიყვანს გარყვნილი აზროვნების მქონე ადამიანს -სასმელი შენზე საოცრად მოქმედებს -არა , არავარ მთვარლი ... რა გინდა მითხრა რომ ცუდად ვიქცევი? -მთვრალი უფრო საყვარელი ხარ...ფხიზელი ემოციებს აკონტროლებ,ცდილობ ყოველ შემთხვევაში -შენ ასე არ ხარ? -არა...მე მთვრალიც ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ისევ ისეთი გარყვნილი და აუტანელი ვარ -გიხდება ეგ გარყვნილობა...აუტანელიც ხარ - ტუჩის კუთხე ასწია და წარბები შეჭმუხნა -ხვალ ქორწილში თუ მივდივართ მომზადება არ დაგჭირდება? -წამოხვალ? ამდენი ადამიანი გაიგებს რომ ნუცასთან ხარ -საკუთარ თავზე იეჭვიანებ? -სულაც არა ... უბრალოდ შენთვის ვამბობ. ჯერ არავისთან ყოფილხარ, მე როგორც ვიცი -ფაქტობრივად უმწიკლო გამომიყვანე -ეგ არ მიგულისხმია ხომ იცი -შენ გინდა რომ იქ გაერთო და გაამწარო შენი დის ყოფილი თუ არა -მინდა, საშინლად მინდა -მაგრამ ეს აზრი არ მოგწონს ხომ? -ხოო ... ნუცა რომ მოდიოდეს უკეთესი იქნებოდა. მგონი მე უფრო გავბრაზდი ვიდრე თავად -უნდა გაბრაზებულიყავი,სრულიად ბუნებრივია -ნიიც სად წახვედი , არ ვიცეკვოთ?- ვიღაც ყურებამდე გაკრეჭილი ბიჭი მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა -თუ ისევ უნდა გადამაგდო -ვსაუბრობ ვერ ხედავ? ახლა არ მინდა ცეკვა -მერე ისაუბრე... -როგორმე თავად გადავწყვეტ როდის რა გავაკეთო- წამსვე გაკაპასდა წარბი მაღლა აზიდა და ისე ახედა ბიჭს მაშინვე უკან დაიხია -ნამდვილი ალქაჯი ხარ, მაგრამ კარგი იყოს ისე როგორც გინდა -აუტანელი ...-ჩუმად ჩაილაპარაკა და კოქტეილი მოსვა -ასე მარტივად იშორებ მოუსვენარ თაყვანისმცემლებს? -შეგნებული შეუგნებლები არიან ,იციან რომ გადამეკეტება მერე საშიში ვხდები -მაინც რამდენად საშიში,მეც უნდა მეშინოდეს? -მხოლოდ იმათ ვაშინებ ვინც იმსახურებს და ვისი შეშინებაც მინდა...შენ ვერცერთ კომპონენს აკმაყოფილებ -დავმშვიდდი...მეც უარს მეტყვი ცეკვაზე? -ვიცეკვოთ- წამოდგა და მოცეკვავე წყვილებისკენ დაიძრა. განათება, მუსიკა , ადრენალინი, ცოტა სასმელი სხვა რა იყო საჭირო ნიცასთვის. ისე ცეკვავდა გონებას აგირევდა, საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე რომ გიგის ააღელვებდა.უბრალოდ თვალებანთებული უყურებდა , ხელები ყელზე მოვია და ტეძოების რხევა დაიწყო-ასეთი პლასტიკა თუ გქონდა ვერ ვიფიქრებდი - გაიცინა, ყურთან მიუტანა ტუჩები და ისე უთხრა გიგის კი უკვე მოთმინება ეწურებოდა, მისი მოძრაობა, ხმა, სიცილი,თვალები და ეს დამღუპველი სიახლოვე გონებას ურევდა -განგებ აკეთებ ხო?- თითები თმაში შეუცურა, ერთი ხელი წელზე მოხვია და სეულზე აიკრა -რას ვაკეთებ?- ნამდვილად გაუკვირდა და თვალები დააწვრილა-არ ვარ მთვრალი , სულ კი არ ვსვამ .ორი ჭიქა დავლიე სულ , მე ასეთი ხასიათი მაქვს-სულ სხვა რამეზე ფიქრობდა ნიცა -წამოხვალ? -სად -ჩემთან ერთად -ხო ,მაგრამ სად -სადაც მარტო ვიქნებით -აქ ცეკვისთვის მოვედი შენთან საუბარს სხვა დროსაც შევძლებ -მე და შენ ვიცეკვოთ -რა უნდა ვიცეკვოთ ან სად... აქ არ ხარ? -ნიცა არაფერს დაგიშავებ უბრალოდ წამომყევი -ეგ არც მიფიქრია...უბრალოდ ვერ გავიგე რა უნდა მითხრა ისეთი აქ რომ ვერ მეტყვი -იმაზე რთული ხარ ვიდრე ვიფიქრებდი - თვალები აატრიალა ხელი მოხვია და მაგიდისკენ წაიყვანა .მისი ჩანთა აიღო და გაკვირვებულ გოგოს გაოცებულმა შეხედა-რა? -არ მითქვამს რომ წამოვალ -არც უარი გითქვმს -ახლა რასაც შემომთავაზებ ყველაფერი პირდაპირ უნდა გააკეთო თუ დამაგვიანდა პასუხი? -გააჩნია რამდენად მენდომება...მეეჭვება უკმაყოფილო დარჩე შედეგებით -რატომ მგონია რომ უცნაური ფორმით ცდილობ ჩემ დაკერვას -ვერ ვიტან მაგ სიტყვას... -ძირითადად შენ გკერავენ და იმიტომ? -მაგ თემაზე საუბარი არ მინდა, შენ თუ გინდა მაშინ ვისაუბროთ -მეც არ მინდა ... ანუ ხვალ ერთად წავალთ იმ ხისთავიანის ქორწილში? -ის ხისთავიანი შენც ხომ არ მოგწონდა -რა? -ტყუპებს ხშირად ერთნაირი გემოვნება აქვთ, ნუცა შენგან განსხვავებით გახსნილია თავისუფალია და შენს მსგავსად ჯიუტი არ არის -ამდენი რამ ერთი შეხვედრის შემდეგ დაასკვენი? ნუცას არც კი იცნობდ...საერთოდ არ გვაქვს ერთნაირი ხასიათი მითუმეტეს გემოვნება, ვერ გიტანს -ანუ შენ მოგწონვარ? -შენ ხომ მშვენივრად იცი ეს ...უაზრობაა ისეთი კითხვის დასმა რომელზე პასუხიც გაქვს , სისუსტის ნიშანია -დარწმუნებული უნდა ვიყო -და რომ არ მომწონდე რა იცვლება? -ცხოვრებაში პიველად მომეწონებოდა გოგო რომელსაც არ მოვწონვარ და დავისტრესებოდი-გაიცინა და საჭეზე თითები აათამაშა -ასეთი პირდაპირობას არ ველოდი -რატომღაც არ მინდა შენთან უაზრო კინკლავში დავხარჯო დრო , ნერვებზე თამაში კარგია ,მაგრამ უკეთესი რამეებიც არსებობს -იქნებ მე მირჩევნია ნერვებზე თამაში -არ გამოგივა...არც ისე მარტივია მშვიდ ადგილას იყვნენ, კუთხეში ისხდნენ,სასიამოვნო მუსიკის ხმა ისმოდა და მათი დიალოგი მცირე კამათით იმდენად სასიამოვნო გამოვიდა რომ ორივეს დრო გაექცა. უკვე შუაღამე იყო იქაურობა რომ დატოვეს. ნიცა უყვებოდა როგორ ცვლიდნენ ის და ნუცა ადგილებს და ბავშვობის გახსენებისას ბოლო ხმაზე კისკისებდა. გიგისაც ეცინებოდა ,უფრო მეტად მისი სიცილი მოსწონდა. არაფერი იყო ნიცაში ყალბი, მთლიანად ბუნებრივი იყო რასაც ასე ძალიან იყო მოკლებული სხვა მის ირგვლივ მყოფი ქალები. პატარა ბავშვს ჰგავდა, ლაღი,ჭირვეული,ჯიუტი და გულწრფელი. ანჩხლიც იყო , მწარე ენა ჰქონდა,მაგრამ მაინც უჭირდა ემოციების მალვა -საღამოს შევხვდებით...გამოიძინე თორემ თვალები დაგისივდება და მაკიაჟის გაკეთებაც არ გიშველის -როგორ გეტყობა მოდელებთან რომ მუშაობ ... მე მაინც ლამაზი ვიქნები ასე რომ დამშვიდდი-ლოყაზე ხმაურით აკოცა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. -რა მეშველება, დამშვიდობებამდე ისე მაკოცა ვითომ მისი ბავშვობის მეგობარი ვიყო- ჩუმად ჩაიბურდღუნა, უყურებდა სადარბაზოსკენ მიმავალ გოგოს . შესვლამდე გამოხედა თითები დაუქნია და სიბნელეში მიიმალა- მგონი გავგიჟდი ,კი ნამდვილად გავგიჟდი ......................... დილიდან მარტო იყო, მაშო სამსახურში წავიდა .ლექციები არ ჰქონდა და მათეც არ პასუხობდა.შუაღამით მისწერა „მომენატრე“ და პასუხიც არ მიუღია. გაბრაზებული,გულნატკენი და მოწყენილი იჯდა ტელევიზორთან ცოტაც და ტირილს დაიწტებდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. მშვიდად დაიძრა კარის გასაღებად, მათე რომ დაინახა წამით გონება დაებინდა -უკაცრავად აქ ერთ გოგოს ვენატებოდი და აქ არის-კედელზე იყო მიყრდნობილი და იღიმოდა ,ისე უნათებდა თვალები ლეას რომ უყვარდა . წამითაც არ უფიქრია ისე დაფარა მანძილი და ყელზე მოეხვია , მთელი სახე დაუკოცნა და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია ,ისე კოცნიდა მათეს რომ ჩვეოდა ,ბიჭმა ღიმილი ვერ შეიკავა. ხელები მოხვია ,მუცელზე შეიცვა და ისე შევიდა ბინაში. კოცნა არ შეუწყვეტია ტუჩებიდან ყელზე გადავიდა მინდვრის ყვავილების თავიგული მაგიდაზე დადო და თმები გაუშალა -აუტანლად მომენატრე ... ასე აღარ დამტანჯო თორემ მოვკვდები - თლილ თითებს სახეზე უსვამდა და უღიმოდა ;-ჯიუტი რომ ხარ მაგის ბრალია...იმედია მიხვდი რომ უნდა მითხრა ის რასაც განიცდი რომ აღარ გეტკინოს -შენ არ უნდა ხვდებოდე უთქმელადაც? -აი ისევ იწყებ...კოპებს ყრი და მაგიჟებ- წარბებსშორის აკოცა და მერე ცხვირის წვერზე გადავიდა -დაჯექი ...წელი გეტკინება- თავი მის ყელში ჩამალა, იატაკზე დადგომა არც უფიქრია,ტკიპასავით მიეკრო და ცოტა ხანში ცრემლები წამოუვიდა . მათე თავიდან ვერ მიხვდა მერე თავი ააწევინა და დაწითლებულ თვალებზე დააკვირდა -ტირი ? ლია რატომ გიყვარს ჩემი გაგიჟება? - ცრემლები შეუმშრალა და წარბები შეკრა-რატომ ტირი -არ ვიციი ... ემოციები რომ მეძალება მეტირებაა. ზედმეტი სიხარულისგანაც მეტირება მე -ცხვირაწითლებულმა თქვა და თვალებზე აიფარა ხელები - ვიცი რო ვერ იტან როცა ვტირი ,მაგრამ რა ვქნაა? - ცრემლებით დანამულ ტუჩებს აწვალებდა და ჩუმად ბუტბუტებდა,თითები ისევ სახეზე ჰქონდა აფარებული -ტირილის დროს ისეთი ლამაზი ხარ მეშინია ერთ დღეს შენი ატირება არ მომინდეს...ნუ მირევ ტვინს უარესად ,გთხოვ - ქვედა ტუჩზე მოსდო ტუჩები , მერე ზედაზე გადავიდა .თითებიც დაუკოცნა და თვალებიც -რა იქნებოდა რომ გეთქვა მენატრებიო -მე სულ მენატრები და სულ ჩემთან ხომ არ იქნები...იქ აშკარად მოგწონდა და თანაც აშკარად ელოდი როდის გეტყოდი- ჩუმად თქვა ისევ, ლოყები აწითლებული ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა -შეგიძლია სულ შენთან მამყოფო,მაგრამ სულელი გოგო ხარ და საერთოდ არ იყენებ შენ ადგილს ჩემ ცხოვრებაში - გაიღიმა და თვალები დაუწვრილდა -ასეთ რამეებს ნუ მოუბნები -რომ გითხრა ჩემთან მინდა იცხოვრო-თქო ისევ იტირებ ? ცოლობა რომ გთხოვო ალბათ საერთოდ ისტერიკა დაგეწყება- წამსვე დაბრუნდა ძველი მათე და უკვე ხმამაღლა გაიცინა -ცუდი ბიჭი ხარ -სამაგიეროდ შენ ხარ ძალიან კარგი და ვაბათილებთ ერთმანეთს ... შვილები გვეყოლება სტაბილურად კარგებიც და გიჟებიც -მათეე ასეთ თემებზე ნუ მელაპრაკები,არ გინდა -იმ ეტაპზე არ ვართ ჯერ რომ ამიკრძალო იმის თქმა რაც მინდა ... ყვავილები რატომ დამიიგნორე? - თაიგულისკენ ანიშნა და წარბები შეკრა -არ შემიმჩნევია...რალამაზია როგორი ფერადია - წამში წამოხტა და მაგიდიდან თაიგული აიღო -ასეთი სად იყიდე -არ მიყიდია...იქ იმდენი ყვავილები იყო ისე ვერ წამოვედი . არც ისე მარტივი ყოფილა მაგათი დაკრეფა, ნერვები დამაწყდა. შეკვრაში დედაჩემი დამეხმარა თორემ საბოლოოდ გავაფრენდი - უცებ აჯუჯღუნდა და წარბები შეკრა - არ მითხრა არ მიყვარს მინდვრის ყვავილებიო თორემ დაგშორდები - დივანზე გაწვა და მერე უცებ წამოსწია თავი -მომესმა ხო? მგონი სიზმარში ვარ და გავგიჟდები ისევ თუ არ დაბრუნებულხარ- ხელზე იჩქმიტა და რომ ეტკინა სახე დამანჭა- არა აქ ხარ და რა გამოდის რომ შენ ,მათე თოიძემ ჩემთვის ყვავილები დაკრიფე იქედან აქ რომ ჩამოგეტანა და მერე დედაშენს შეაკრევინე ამ ლამაზი ლენტით? -სხვათაშორის დედაჩემმა ტვინი მატკინა იმდენი კითხვა დამისვა შენზე და რომ ვუთხარი ერთად ვართ-თქო მატყუებო ,იმ გოგომ მითხრა მეგობრები ვართო და ლამის მცემა. რომ ბრაზდება უკონტროლო ხდება , მოეწონე. ჯადოქარი ხარ მოკლედ,ყველას მოსწონხარ მალე პირდაპირ მეტყვიან ამ გოგოს უკეთესი ბიჭი შეეფერებაო - მშვიდად ლაპარაკობდა და ლეას უფრო ურევდა გონებას. ყვავილები ისევ უკან დადო და დივანზე ჩამოჯდა,მერე ჩაეხუტა და ისევ აკოცა -მერე შენ უთხარი ყველას რომ მე თუ არ ვეყოლები არც არავინ ენდომება-თქო -რომ მოგინდეს ხომ გაგიშვებ - მათე სად წავიდოდა? ისევ იქ არ იყო? -ხოდა ნუ გამიშვებ, შენც არ წახვიდე ოღონდ -რომ წავიდე რას იზამ -მოგკლავ და მერე თავს მოვიკლავ -წესით ეს მუქარა არ უნდა მომწონდეს ,მაგრამ მშვენიერია.უკვე მეგონა რომ ჩემ გამო საერთოდ არ იბრძოლებდი- წამსვე წამოსწია თავი ლეამ და წარბშეკრული მიაჩერდა -და ბრძოლა მომიწევს? გგონია იმისთვის შევიწუხებ თავს ვინც ჩემი არ იქნება? -აბა ვინ ჯანდაბის ვარ...აუ როგორ ჭედავ ხოლმეე რომ შემოგიტევს ეს ჭვიანი გოგოს ინტელექტი ...აქ მოდი .დაწექი...იმდენ ხანს ვიჯექი საჭესთან ხერხემალი მტკივა ,მშვიდად მინდა ყოფნა და მადროვე ნერვებს ნუ ამიშლი -ვერ დავეტევით აქ...საძინებელში წამოდი -ყვავილები დავუკრიფე და უკვე საძინებელში მეპატიჟება. ნწ ნწ ნწ -მათეე - წელზე უჩქიმიტა მან კი ხელი დაუჭირა და თითები დაუკოცნა-აქ მართლა ვერ დავწვები -მოვახერხებთ რამეს-ხელი მოხვია და ზემოდან მოიქცია - აი ასე ... ღმერთო რა უცებ აფართოებს ამ თვალებს მგონია რომ მშთანთქავს- ისევ ჩუმად თქვა და წელიდან ხერხემლისკენ აასრიალა თითები- მოდუნდი და დასწიე თავი თორემ მოგაშორებ ამ კაბას -ასე წოლა არ მინდა..რა წესია.მძიმე არ ვარ ,მაგრამ მაინც ვერ მოისვენებ ასე. დავიღალეო და სიმძიმე უარესად არ გატკენს -ნუ ბუტბუტებ და იქნებ ასე მაინც შეგაჩვიო თორემ შიშველს მგონი ვერც გნახავ...დამაბერებ მანამდე -მათეეე -დაიწყო ისევ ... -გამიშვი რაა -ეს დისკომფორტები,სირცხვილები და ათასი უბედურება თუ არ მოიშორე ლია გეფიცები ძალიან გავგიჟდები -ნუ მიყვირიიი -გამაგიჟებ, დაგიყვირე და მოშორების მაგიერ მომეწებე წეხან მშვიდად გელაპარაკებოდი და გარბოდი. ისევ გეშინია?-უცებ დაასკვნა და თავი ააწევინა-შემომხედე -არა ...არ მეშინია ,საერთოდაც ვერ ვიტან რომ ბრაზდები -ხოდა ნუ გამაბრაზებ -რომ გიხდება სულ ცოტათი გაბრაზება? -უკაცრავად? მომესმა? -სულ ცოტა -თავი მის მხარზე ედო და ქვემოდან უყურებდა-ასე მართლა კომფორტულად ხარ? -ნებას გაძლევ სულ ზემოდან იყო... -მათეე -რომ ჰკითხო წესიერი გოგოა და ყველაფერს კი ხვდება, გარყვნილი ფანტაზიები რომ გაქვს ხომ აშკარაა? -გარყვნილი ფანტაზია რა შუაშია...სულელი ხომ არ ვარ? -აბა ვინ ხარ, როგორ შეიძლება ჭკვიან გოგოს ჩემნაირი ბიჭი ჰყავდეს და არ ეფერებოდეს -შენ მგონი დიდი ხანია ქალთან არ ყოფილხარ და უკვე ცუდად გრძნობ თავს -როგორ მიხვდი ...კარგი გამახსენე წავალ ,ვინმეს ვიპოვნი ცხოველური ინსტიქტის თუ სურვილის დასაკმაყოფილებლად და მერე დავბრუნდები ისევ -თოიძე გეყოფა -მე კი არა შენ გეყოფა ! -ჯობს გავჩუმდეთ,თორემ აშკარად ვიჩხუბებთ -ხომ ნათელია რომ შენ მიწვევ -გაჩუმდი -მაჩუმებ ? -დიახ -კარგი თუ მაჩუმებ უსიტყვოდ გამაჩუმე როგორმე -უსიტყვოდ... -დიახ- გაუღიმა და თითები წელზე აათამაშა -ანუ უსიტყვოდ გაგაჩუმო - ნელა წამოიწია ,ხელისგულებით მკერდზე დაეყრდნო.მის ბარძაყებზე იჯდა და წინ იყო გადახრილი,შემდეგ ზემოთ აიწია და სუნთქვაშეკრულ თოიძეს ტუჩებზე შეეხო, შემდეგ ყბაზე და ბოლოს ყურთან -ასე? -ნწ , ასე არა ... ეს გამოფხიზლებაა , ყველაფრის- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ყელში აკოცა-ჩემი გამოწვევა არ შეიძლება ,ხომ იცი როგორ მეკეტება ხოლმე -დაძარღვული ხელები წელიდან საჯდომზე გადაიტანა ,ერთი ხელი მოშიშვლებულ ფეხზე ააყოლა და გოგოს სუნთქვა რომ შეეკრა შემდეგ მოშორდა მის ყელს-აი ასე უნდა გაჩუმება ვერ გეტყვით მათი ერთად წოლა დივანზე როგორ დასრულდებოდა,მაგრამ კარზე ზარის ხმამ კოცნა რომ შეაწყვეტინათ ეგ ფაქტი იყო. ლეა მაშინვე მოშორდა, არეული ნაბიჯებით გაემართა კარისაკენ. სახე სულ აწითლებული ჰქონდა და დაბნეული იყურებოდა. თინი კარის გაღებას ელოდა პირდაპირ შეიჭრა -ჩემთან საგიჟეთია ... იმათი ნერვები არ მაქ. მომენატრე პაწაწოოო, გავიგე მარტო ხარ და შენი სიმარტოვის ტალკვესი მოვედი. ის ბიჭი ჩამობრძანებას აღარ აპირებს ახლა ასე უნდ აგტანჯოს ?ასეთი წამოწითლებული და გათიშული რატომ ხარ ძვირფასო? არ მითხრა ზედმეტად მომენატრა და ვიცელქეო.... არ გინდა რომ ჩავუხტე და მივახრჩო? -ფრთხილად დამახრჩე რამე არ დაიშაო ... მარტო არ არის შეგიძლია წახვიდე , კარგაად? -შანსი არაა...მოიცა შენ დაბრუნდი მანდ ხარ წამოგორებული ეს ასე გაშტერებული იყურება... ეშმაკმა დამლახვროს ხელი შეგიშალეთ? - უცებ შეიცხადა -თინიიი გეყოფაა -ღმერთია მოწმე არ მინდოდაა....აბა მე რა ვიცოდი ასეთ სიურპრიზს თუ მოუწყობდი და ჩამობრძანდებოდი ბატონო მათეე .იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ლეას შეცდენას თუ შეძლებდი -ლეა დიდი ხნის წინ შევაცდინე ,ჩემგან დამოუკიდებლად და ახლა იმდენად მეკუთნის მეტჯერ ვაკოცებ თუ ნაკლებად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მე ის მაგიჯებს შენ რომ სულ მასთან ხარ -ჩემზე ეჭვიანობას როდის გადაეჩვევი ბიჭო? -ლეასთან ყოფნას რომ დამაცდი მაშინ -შენ სულ სადღაც დააბოტებ გენაცვალე და მე სულ ლეასთან ვარ, ვიქნები კიდევ უსასრულობაში . ცოლად რომ შეირთო ,ჯვარი დაიწეროთ და ასი წლის შემდეგ ზეცაშიც ერთად იყოთ იქაც ვიპოვნი მე ჩემ ლეას -ღმერთმა დამიფაროს -ააჰ ანუ ცოლად შერთვაზე არ ვფიქრობთ -არა შენი იქ ყოფნისგან ... შენ მგონი ბავშვზე მუშაობასაც არ დაგვაცდი. ცოლად რომ გამომყვები პირველ ღამესაც ჩვენთან იქნება? -როგორ გადაფსიხდა უცებ ნახე რაა ... შენთან რა ჯანდაბა მინდა. მეჯვარე ვიქნები და მერე ერთი ორი კვირა არ შეგაწუხებთ. მაინც როდის აპირებ რომ ვიცოდე , კაბა მჭირდება და ათასი რამ .ბავშვი იმედია ლეას დაემსგავსება -თინათინ იქნებ შეწყვიტო ჩემ ქორწილზე საუბარი , ვინ აპირებს საერთოდ გათხოვებას. რა ბავშვზე ლაპარაკობ თოიძე? -ხო ისე მართალია...ეს თუ ასე შემოგვეჭრა სულ არც ბავშვი იქნება და არც ქორწილი -კარგი თქვენი ქორწილი იქეთ იყოს და შენი ძმა ექიმია ხო? -მიხვდი რო გჭირდება ექიმი? ფსიქიატრი არაა თერაპევტია -ვაიმეეე იუმორის გრძნობა მაოცებს ...მგონი დროა გადაიყვარო და მე დამიბრუნდე ჩემო მარმელადო -ადრე ასეთი აუტანელი არ იყავი -მე უნდა ვიჯდე და თქვენს ჩხუბს ვუყურო? რა გჭირთ კარგიით რაა -ეს ყვავილები შენ მოუტანე? იცოდი რომ უყვარს მინდვრის ყვავილები? - თინიმ თაიგული აიღო და ღიმილით დააკვირდა -არ ვიცოდი,მივხვდი ყვავილიც თავისნაირი რომ მოეწონებოდა ლამაზი ,ფერადი და ნაზი - ისე თქვა თითქოს უბრალო წინადადება იყო. თინის გაეღიმა ,უცებ დაავლო ჩანთას ხელი .ხმაურით აკოცა დივანზე მჯდომ თოიძეს შუბლზე -მაგარი ბიჭი ხარ შენ... - მერე ლეას აკოცა და სწრაფად წავიდა -მათეე კარგიი რაა...იქნებ რისი თქმა უნდოდა -სხვა დროს გეტყვის ...სადღაც გავჩერდით მგონი აქ ვიწექით ხო? -მათეე გეყოფა -რა მეყოფაა ...სად მიდიხარ -ყვავილებს წყალი სჭირდებათ- საყვავილე აიღო და სამზარეულოში გაიტანა. ყვევილები წყალში ჩაალაგა და მაგიდის ცენტრში დადო. მერე უცებ გაახსენდა ფოტო და სწრაფად გამოართვა მობილური მათეს -რას აკეთებ? -შეტყობინების ნახვას არ ვაპირებ...ჩემი ფოტო მაინტერესებს-საკუთარი სახე რომ დაინახა გაუკვირდა-ეს როდის გადამიღე -არ მახსოვს... -ამ დროს ერთად არ ვიყავით მათე ... კიდევ გაქვს ჩემი ფოტოები? -რა დამნაშავესავით მიყურებ ...ჩემი ფოტო ხომ გაქვს -მაქვს,მაგრამ ჩუმად არ გადამიღია...სული გოგო რომ გიწერია გავბრაზდი -შენი გაბრაზება რომ მახსოვს ეს ნამდვილად არაა ის ბრაზი,ასე რომ არაუშავს- მობილური დაიბრუნა და შეტყობინების წერა განაგრძო -მე უნდა წავიდე, სახლში მივალ და მერე დაგირეკავ - აკოცა და წავიდა . ............... კარზე დააკაკუნა და დაელოდა როდის გაუღებდა ბატონი . როგორც იქნა მიაღწია , შარვალი ეცვა მხოლოდ -ვინმე გყავს? -არაა შემო ...როდის დაბრუნდი? დანარჩენებიც ჩამოვიდნენ? -არაა მარტო მე ...ისინი ისვენებენ -აკოს გაკვეთილები არ აქვს? -აცდენს ექიმო...რას აკეთებდი? - მინის მაგიდაზე ლეპტოპი იდო და ვიღაცის სიმღერის ხმა ისმოდა - თავისუფალ დროს რას აკეთებ ... ეს ევა არ არის? - დივანზე დაჯდა და ნახევრად შიშველ გოგოს დააკვირდა -შენც იცი? -ვინ არ იცის ... მაგარი გარყვნილი ვინმეა- გაიცინა და ეკრანს დააკვირდა- ეს ვიდეო როდის დაიდო -ახლახანს...შემთხვევით შემხვდა . -შენ როდიდან უყურებ ასეთ რაღაცებს გაბრიელ? -ასე ნუ მიყურებ ... -საფერფლე არ არის ამ ბინაში? აივანზე ხო არ გავალ -რომ წახვალ მერე მოწიე -აბა რატომ დავინტერესდიო ევათიო? -კლინიკაში გავიცანი...აზრზე არ ვიყავი ვინ იყო და გაგიჟდა -ევა როგორ არ იცოდი ... საოცარი გარეგნობა აქვს ,მაგრამ გიჟია -ხო , მივხვდი მეც რომ გიჟია . სიგიჟეს ზოგჯერ , უმრავლესად გარემო განაპირობებს, ადამიანები და მათი ქცევა -მოგეწონა თუ რა ჯანდაბაა -არ შეიძლება? -თუ დაკერავ სავარაუდოდ კარგ დროს გაატარებ მასთან ... -გაიცინა და სიგარეტს მაინც მოუკიდა- შენ სერიოზულად ხო არ გევასება . გაგიჟდი ხო? -რომ მომწონდეს რა -რა რაა კარგი ტრ*კი რადგან აქვს უნდა შეგიყვარდეს? შენ სულ გარეკე იმ კლინიკაში ხო? ასეთ ქალთან სერიოზული ურთიერთობა გამორიცხულია, ჯერ მეეჭვება თვითონ უნდოდეს ეგ და მერე მეორეც ნახევარმა დედამიწამ ვიცით როგორია. ფოტოები მაინც არ გინახავს? ვიდეოები და ინტერვიუები ნახე რას ლაპარაკობს, რა აცვია, როგორ იქცევა და საერთოდ რამდენი კაცი ჰყავს ერთად და რამდენი ჰყოლია . საშენო ქალი რომ არ არის ვერ ხვდები? -უმცროსო თოიძე ,როგორმე თავად მივხედავ საკუთარ პირად ცხოვრებას და რა დრამა დამიდგი არ მითქვამს მიყვარს და ცოლად ვირთავ-თქო -უბრალოდ გართობის გამო არ ნახავდი მის ფოტოებს და ვიდეოებს ... კარგად გიცნობ და არც იფიქრო! -ხმას ნუ უწევ და დაეტიე მანდ - ფანჯარასთან იდგა ფეხზე წამოვარდნილ მათეს რომ დაუყვირა- მეჭიმება აქ . ჩემ სანახავად მოხვედი თუ საჭორაოდ -დან*რეული რომ გაქ ვერ ხვდები ? რომ დაგიკიდებს ან მთელი ქვეყანა რომ გაიგებს და შენც მის ყოფილების სიას მიეწერები მერე გაგიჟება გვიანი იქნება... -ჯერ უნდა გავიცნო და გავიგო როგორია...მისი საჯდომი და მკერდი ნაკლებად მაინტერესებს -შენ შ*გ ხო არ გა* აბა რა გაინტერესებს...ამასთან დიალოგის მერე რა გაინტერესებს მითხარი -გაჩუმდი თორემ ჩემი ქალის სტატუსით რომ გაგაცნობ გაგიტყდება მერე -ხომ გითხარი გაგიჟებულხარ_თქო ... რა ჯანდაბად გინდა ქალი რომლის სხეულზე რამდენი ხალია ის იცის ხალხმა და ნახევარი საქართველო ან**ევს -ცხოვრების აზრზე არ ხარ და არც იქნები , შენი ტვინგამორეცხილი აზროვნებით შორს ვერ გაფრინდები,მაგრამ იღბლიანი ხარ და იმ არაჩვეულებრივ გოგოს უყვარხარ, შენი სისულელეით თუ არ დაკარგავ იმასაც -მეღადავები ხო? კაი ბაზარი არაა თუ გოგო მოგწონს და მაგარი ხასიათიც აქვს მნიშვნელობა არააქ რამდენი კაცი ჰყავდა,მაგრამ ევა? შენ და ეს ქალი ერთად როგორ წარმოგიდგენია,როგორაც არ უნდა ილაპარაკო ხომ ვიცი როგორ ჭედავ ათას რამეზე -წინასწარ ვერაფერს გეტყვი ,შეიძლება არც არაფერი მოხდეს და თუ მოხდება იმ ქალთან ყოფნას არაფერი სჯობს რომლის სხეულის ყველა კონტური იციან ,ყველა გიჟდება და ის მხოლოდ შენია ! -არანორმალური ხარ ! -თოიძეებს ღვთისგან გვაქვს დაბერტყებული ეგ არანორმალურობა... ........... იმედია მოგეწონათ ეს თავი ველი თქვენს შეფასებებს ტრადიაციად მექცა მგონი გამოცდის წინა დღეს დადება იმედია კიდევ პოზიტივით დავიხუნძლები და ისევ ჩავაბარებ მიყვარხართ მაბედნიერებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.