შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მასწავლებელი - 11


3-07-2018, 22:18
ავტორი D-roni
ნანახია 4 800

^^^
პლეაჟზე ერთამანეთზე ახუტებულები ისხდნენ და სიმშვიდეში უსმენდნენ ტალღებისა და ქვების ურთიერთობას.
ახლა ხვდება , რომ ბედნიერია ...
ახლა იაზრებს რომ რაც აქამდე გამოუვლია არაფერი ყოფილა ...
გრძნობს რომ უყვარს , გრძნობს რომ გული ძალიან სწრაფად უცემს და მზადაა მთელი ცხოვრება არც შეეხოს და უბრალოდ უყუროს.
მგონი ეს ის სიყვარულია , რომელზეც ლაპარაკობენ ხოლმე ... რომელიც გაუგია , წაუკითხავს ... მგონი ისაა , კი ნამდვილად ისაა !
^^^
დილით ძალიან ადრე ადგნენ , მთქნარებით შეხვდნენ ერთმანეთს პირველ სართულზე და ნახევრად მძინარეები გავიდნენ პლეაჟზე.
- ვინმე ამიხსნის 7 საათზე რატომ გავიღვიძეთ ? - იკითხა ბურდღუნით ელენემ.
- არ ვიცი , ვისი აზრი იყო ? - წუწუნში აჰყვა მათე.
- უიმეე , რანაირები ხართ ! - სახე დამანჭა მარიამმა. - დილის 7 საათზეა მზე და ზღვა , აბა მერე ფერი რომ ეცვლება ყველაფერს ეგ მოგწონთ ? თან ნახეთ ლამის მარტო ვართ ... - გაიცინა და სწრაფად შეხტა წყლაში.
დარეტიანებულები მიყვნენ ყველა , ცივმა წყალმა უცებ შეაფხიზლა ექვსივე , ლიზა ცოტახანს თემოს და მათეს ხელებზე ქანაობდა , გიომ ერთხელ მაინც გავცურავ ნორმალურად სანამ წყალი გატენილი არ არის ხალხითო.
ღიმილით იდგა ელენე და ყველას ფოტოებს უღებდა , მარიამმა რომ აწია ლიზა ფეხებით , ბიჭებმა ხელებით და წამში მოიცვა მისმა კივილმა მთელი ტერიტორია.
- ვაიმე , რას აკეთებთ , არანორმალურებოდა , სადისტებო , ელენე დას გიკლავენ , გიორგიიიიიი , გიო მიშველეეე , პირველი ღამე მაინც მომესწროოოო , ჯანდაბა დამსვით , წყალში არ ჩამაგდოოთ თორემ არც ერთს არ გაპატიებთ ! - გაჰკიოდა და თან მაგრად უჭერდა ხელებს მოხარხარე მათესა და თემოს.
- კაი გააფრინეთ ? ეშინია რას უკეთებთ ! - წარბებშეკრულმა გადაიყვანა აფართხალებული შეყვარებული თავის ხელებში გიორგიმ და ლიზამაც სწრაფად მოჰხვია ბიჭს ხელები.
- ჩემო გმირო , ჩემო სუპერმენო , შენ რომ არა ... საკუთარი ბიძაშვილი მწირავდა , საკუთარი და მწირავდა ... სასიძოები მწირავდნენ ... გესმის ?
- ახლა თუ არ გაჩუმდები იცოდე მეც გაგწირავ ! - თვალები უბრიალა გიორგიმ და ლიზაც სიცილით მოდუნდა მის ხელებში.
- შენ ხომ არასდროს არ გამწირავ ჩემო ცეცხლოვანო ბიჭო ? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით.
- არა ... - სიცილით გადააქნია თავი გიორგიმ და დამშვიდებული ოდნავ ღრმად შეიყვანა წყალში. - ასე მოგწონს?
- იცი რა მომწონს შენში ? - ჰკითხა მომღიმარმა.
- კი , ყველაფერი ... - გაუღიმა თვითკმაყოფილმა.
- ნწ , ანუ არა კაცო ყველაფერი კი მომოწნს , მაგრამ განსაკუთრებით რა მომწონს ეგ იცითქო ?
- ნწ ... აბა მითხარი .
- რომ არ იღლები ჩემით ის ... მე შენს ადგილზე დავიღლებოდი ... მხარზე იდაყვით დაეყრდნო მოცინარს.
- შენი ხელით ტარებით როგორ უნდა დავიღალო ? - თვალებგაბრწყინებულმა მოჰხვია ხელები სხეულზე.

^^^

- ისე იმათ შეხედე , ყველაზე საყვარლები ეგენი არიან ჩვენს შორის ... - ღიმილით ამოიბურტყუნა ელენემ და დამცავი მისცა თემოს . - წამისვი რა ზურგზე.
- ხო , იმიტო რო ლიზაც ძააან ბავშვური და უპრობლემოა და გიორგიც ... გიო სულ ასეთი იყო .
- ჩვენ პრობლემურები ვართ ? - ჰკითხა და მშვიდად გაწვა შეზლონგზე.
- არა , ჩვენ პრობლემურები არ ვართ ... ჩვენ სხვანაირი ხასიათები გვაქვს მათთან განსხვავებით მაგრამ მგონი არცერთი არ ვართ ტვინის ტყ*ვნა წყვილი , არა?
- ხო ... ჯერ-ჯერობით ...
- ჯერ-ჯერობით ? - წარბაწეული ჩაეკითხა მისკენ მომზრიალს.
- თემო ... ძალიან მეშინია ...
- რისი ? - სწრაფად შეკრა წარბები და წინ წამოიწია.
- ისეთი ბედნიერები ვართ , ისეთი უპრობლემოები ... არ მჯერა რომ ყველაფერი ასე კარგად მიდის , მგონია რომ რაღაც მოხდება , მეშინია ან მგონია ... ფაქტია გული ცუდს მიგრძნობს.
- გაგიმხილო მე რაზე ვნერვიულობ ყველაზე მეტად ?
- რაზე ?
- მარიამის მშობლებზე ...
- რატო ?
- არაფერი არ იციან მათეზე და მარიამზე , იასნია მაგრად გაჭედავენ არა ?
- აუუუუ , მაგაზე კი არ მიფიქრია , მათემ გითხრა შენ რამე ?
- არა , არაფერი არ უთქვამს ერთხელ ვკითხე და არ ჰქონია რაღაც ისეთი სახე ... -- - ნეტავ ხომ არ დაელაპარაკა ?
- არამგონია , ხომ გვეტყოდა კაცო ...
- არ ვიცი მაგრამ ზურა არ არის ძალიან ღრუზინი ტიპი , ძააან ბუნჩულაა , არც მართაა დიდად ეგეთი მაგრამ არ გამიკვირდება მართას ცუდი რეაქცია რომ ჰქონდეს ...
- კაი ?
- სიმართლე არ უნდა გაიგონ არასდროს ... მაგათმა რომ გაიგონ იქ დაიწყო ყველაფერი და თან ასე აქტიურ ფაზაში გადაირევიან !
- რაზე ლაპარაკობთ ? - სიცილით ჩამოჯდნენ შეზლონგებზე ლიზა და გიორგი.
- მართაზე და ზურაზე ... რომ გაიგებენ რა რეაქცია ექნებათ მაგას ვარჩევთ ...
- ზურას არამგონია რამე მძაფრი ჰქონდეს , მთავარია სწორი მიდგომა და ყველაფერი ქუუულ იქნება ... - მხრები აიჩეჩა ლიზამ.
- ხო მეც ეგრე ვფიქრობ , მაგრამ მართა ?
- მართას ზურა მოუვლის ... - გაიცინა ლიზამ და გიორგის გახედა. - რა სახით ზიხარ ?
- მე მგონია რო სერიოზულად გაჭედავენ თუ გაიგებენ , რომ იქ დაიწყო ამათი ამბები ... მაინც რავიცი , მეც გავჭედავდი ანალოგიური ჩემს შვილზე რომ გამეგო.
- ვაიმე ჩემი ღრუზინი ვინააა ?
- ღრუზინი რა შუაშია ლიზა , პროსტა ზურასთან ეგ ოფიციალური სახით მივა და იმდენად არ გაბრაზდება , მაგრამ ეგრე რამდენსაც შემოვუშვებ ჩემთან იმდენზე ეჭვი უნდა მქონდეს რომ ჩემს შვილს შებმას დაუწყებს ? პატივისცემაა ელემნტალური , მათეს ადგილზე ვინმე მაგარი გაიძვერა რო ყოფილიყო და მარიამი მოეტყუებინა მერე ეგ ზურას , რომ გაეგო არ მოკლავდა ?
- რატომ ართულებთ ? ყველაფერი კარგად არის , სერიოზული ურთიერთობა აქვთ და ძალიან უყვართ ერთმანეთი , რეებს განიხილავ შეჩე*მა ? - ჰკითხა თემომ.
- ო რავიცი , ამან ამკენწლა ! - ლიზაზე ანიშნა თვალით .- ვუაიმე გამიბრაზდი ჩემო პატარა ? - ჰკითხა წარბებშეკრულს და ტუჩებმოკუმულს.
- კი !
- რა გავაკეთო რო მაპატიო ?
- წამოდი ისევ წყალში !
- წამოდი ! - სიცილით წამოდგა ფეხზე და გოგოს უკან გაჰყვა.
- აუუუუ ... რომ ვუყურებ მშურს ! - ამოთქვა ელენემ ღიმილით მათ შემხედვარე.
- რისი გაფიცებ ?
- ვითომ არც მე არ ვიცი ცურვა , წამოდი მასწვალე ! - ფეხზე წამოხტა გაბუტული.
- წამოდი ... - ღიმილით წამოდგა ფეხზე თემოც.
- მოიცა , არ წუწუნებ ?
- შენ რა იყო , წარმოდგენები შეგეცვალა ჩემზე ? - წარბი აუწია ჰაერში თემომ.
- არა ... ეგ რა შუაშია ?
- აბა რაზე უნდა ვიწუწუნო ? სიამოვნებით გასწავლი ცურვას მეორედ ! - უცებ აიტაცა ხელში და სიცილით გაიქცა ზღვისკენ.

^^^
საღამოს თავისუფლად გამოეწყვნენ და მალევე დაიძრნენ ციცინათელასკენ.
მგონი ყველა ატრაქციონზე დასხდნენ და უბევრესი ფოტოც გადაიღეს.
პიკი ის იყო გოგონებმა რომ აიტეხეს საქანელებზე უნდა დასვხდეთ ყველაო.
- თქვენ შოკში ხო არ ხართ ? რა საქანელები აგიტყდათ ? - წარბები შეკრა მათემ.
- მე მომწონს ეგ აზრი ... - მხრები აიჩეჩა გიომ და ლიზას სიცილით გაჰყვა უკან.
- ღადაობს ? - თემოს გაოცებულმა ჰკითხა.
- არა , მეც მომწონს ... - ეშმაკური ღიმილით გაჰყვა უკან ელენესთან ერთად წყვილს და ღიმილით მიაძახა მათეს მალე მალეო .
-არ წამოხვალ ? - ჰკითხა კნუტის თვალებით მარიამმა . - თუ არ გინდა მე არ დაგაძალებ მართლა არ მეწყინება ...
- შეგჭამო ? - ჰკითხა და მაგრად ჩაეხუტა საყვარელ სხეულს. - შენთან ერთად იმ ჭიქების ატრაქციონზეც დავჯდები ! - ცხვირზე მოწყვეტით აკოცა და უკან აედევნა მეგობრებს.
- აუ მიყვარხარრრრ! - აკოცა ლოყაზე გახარებულმა და სიცილით ჩამოჯდა ერთ-ერთ საქანელაზე.

ყველა მათ უყურებდა , რამდენიმემ ფოტოც კი გადაუღო ამხელა კაცებს , როგორ ისხდნენ საქანელაზე და როგორ არ აინტერესებდათ რამდენი წლისები იყვნენ.

^^^
ზღვაზე კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდნენ , ერთი კვირის შემდეგ ერთად აიბარგნენ და სახლის კარი გამოიკეტეს.
ახლა სამეგრელოს ჯერი იყო , მანქანაში რომ ჩასხდნენ მარიამი თითქოს მერე დაფიქრდაო და თავბრუდახვეულმა გაჰხედა ბაღათურიას.
- მოიცა ... იქნებ ... არ გვინდა და პირდაპირ ჩემთან წავიდეთ ? ან აქ დავრჩეთ ... არ გვინდა რა სამეგრელო ...
- რამ წამოგიარა ? - სიცილით დაქოქა მანქანა და ეზოდან პირველი გავიდა.
- მათე ...
- რა იყო ? - გაჰხედა ეშმაკური ღიმილით.
- აუ იქ შენებიც არიან ხო ? აუ მათე ... მოდი არ გვინდა ...
- რა განერვიულებს არ მესმის , 6 თვე ვიცხოვრე შენებთან და დაჟე ერთ კვირაში ისევ იქ მოგყვები და თან მაგარი სიხარულით და შენ ჩემების გაცნობის გეშინია ? თან მარტო ბებო და ბაბუ არიან იქ ...
- მართლა ? მარტო ბებო და ბაბუ ? მითხარი რომ ბუნჩულები არიან ...
- უბუნჩულესები ...
- მაშინ კარგი ...
ირონიული ღიმილით გადახედა უცებ დამშვიდებულს და სიცილით გადააქნია თავი.
მისი ბავშვურობა აქამდე ხო აგიჟებდა და ახლა საერთოდ ბოლოს უღებს.

^^^
სიმწვანეში ჩაკარგულ ეზოსთან გაჩერდა მანქანა და წამში შეშინებულმა დაჭყიტა თვალები მარიამმა.
რატომ გაიაზრა ეს ყველაფერი წამოსვლამდე და არა მაშინ , როცა მათეს სოფელში ჩასვლის იდეამ გაიჟღერა ?
სწრაფად შეიყვანეს მანქანები და წამში გამოჩნდა სახლთან ჩამომდგარი ორი ადამიანი.
ყველა გადასული იყო მანქანიდან , მათემ მარიამს ხელი ღიმილით მოჰკიდა და ბებია-ბაბუასკენ წავიდა.
ქალი ცრემლიანი თვალებით მოეხვია შვილიშვილს , კაცის რიგი , რომ დადგა მანაც მაგრად მოჰხვია ხელები შვილიშვილს და წამში მიიქცია უკან ჩამომდგარმა მარიამმა ყურადღება.
- ოოო , მარო ბებოოოოოოო ... - მისკენ სიცილით წავიდა თემო და ქალს მაგრად მოეხვია. - ნეტა იცოდე როგორ მომენატრა შენი მეგრული ხაჭაპურებიიი!
- მოდი ბებო მოდიიი ! - ღიმილით ჩაიკრა გულში შვილიშვილის მეგობარი. - ყველაფერი მაგიდაზე გელოდებათ !
- თომა ბაბუ როგორ ხარ ? - მომღიმარი ჩაეხუტა გიო ჯერ ბაბუს და შემდეგ ბებიისკენ გადაინაცვლა.- მარო ბებო ეს თუ შენი ხაჭაპურების სუნიააა , ახლავე მოვკვდები !
- ღორმუცელებოოო , არ გამაცნობთ ამ ანგელოზივით გოგონებს ?
- ეს ჩემი ანგელოზია ... - ღიმილით მოჰხვია ხელი ლიზას და გოგომაც მორცხვი ღიმილით გაუღიმა ქალს.
- ეს კიდე ჩემი ! - სიცილით აუფრიალა წინ ელენე და წამში მოჰხვია ხელი წელზე.- მარო ბებო , ხო ასწავლი ამათაც მაგ ხაჭაპურების ცხობას ?
- რას ვიზავ აბა ბებო , მშვირებს ხომ არ დაგტოვებთ ! - სიცილით დაარტყა მხარზე ბიჭს ხელი და ეშმაკურად გახედა შვილიშვილს. - ბებო შენ რატო დგახარ მანდ ? - ჰკითხა სახეგადაფითრებულ მარიამს. - მოდი ჩვენთან ... შენ ამის ანგელოზი ხარ ხო ? - ჰკითხა მათეზე და გოგონამაც მორცხვად აიჩეჩა მხრები.- ალბათ ძალიან კარგი ანგელოზი ხარ რადგან აქ ჩამოგიყვანა ... - ამაყმა გახედა ბიჭს და მაგრად ჩაიკრა გოგონა გულში.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბებო ...
- ჩემთვისაც ჩემო გოგო მაგრამ ხო ხედავ ბიჭები შენობით მომმართავენ , არ გამაგონოთ თქვენ , მარო ბებოც საკმარისია ! - გაუღიმა და ქმარს გახედა. - თომა რას გაშეშებულხარ კაცო ?
- ამდენი სილამაზე შენს მერე არ მინახავს მარო ... - ღიმილით გადახედა გოგონებს და ცოლს სიყვარულით მოჰხვია ხელი.
გოგონებმა ერთმანეთს თვალებგაფართოებულებმა გადახედეს და შემდეგ სიამოვნებისგან გაიღიმეს .
- ბაბუს ძალიან გავხარ ... - ასჩურჩულა მათეს. - მასსავით ყორნისფერი თვალები და სწორი ცხვირი გაქვს , ტუჩები მაროსი გაქვს ?
- ტუჩები მამაჩემის მაქვს ... - ეშმაკურად დასჩურჩულა და შუბლზე აკოცა. - წამოდით ვჭამოთ !

^^^

იმდენი იარეს პირველივე დღეს კინაღამ მოკვდნენ , მარიამმა აიტეხა დღესვე რომ არ ვნახო კანიონი გავგიჟდებიო .
იქ მისულმა ისეთი საოცარი სურათი დაინახა , ეგონა ფოტოშოპით გალამაზებულ პეიზაჟს უყურებდა და კინაღამ გული ამოუვარდა.

- ულამაზესია ... - ამოილუღლუღა მარიამმა.
- თქვენ რატომ არ ხართ გაკვირვებულები ? - სიცილით გადახედა გიორგიმ გოგონებს.
- ჩვენ ნამყოფები ვართ , ისე რას წარმოვიდგენდი სიძე შე ძველო აქ ასე ახლოს თუ იყავი ...
^^^
- დაგეხმარებით ... - როგორც კი ჭამას მორჩნენ მაშინვე წამოდგა ფეხზე მარიამი და ღიმილით აედევნა ქალს უკან.
- შენ თუ გინდა მელაპარაკე , ისე არაფერი არაა ბევრი გასაკეთებელი ! - გაუღიმა და კარადასთან ჩამოდგა. - სად ცხოვრობდი ბებო შენ თბილისამდე ? თუ იქ ხარ დაბადებული ?
- იმერეთში ...
- წელს დაამთავრე ხო ?
- დიახ ...
- მერე კმაყოფილი ხარ გამოცდების ქულებით ?
- კი , მაგრამ ჯერ ეროვნულების პასუხები არ ყოფილა და ცოტა ვღელავ ...
- სად გინდა ჩაბარება ?
- სამედიცინოში ... - გაიცინა და ქალს თვალებმოჭუტულმა გახედა. - რატომ არ გაქვთ ჩამქრალი სახე ?
- ეჰ , მეც სამედიცინოში მინდოდა მაგრამ გავთოხვდი და ვეღარ ვისწავლე , არ გადაიფიქრო ბებო მაგრამ მთლად იმდენ ხანსაც არ ისწავლო ჩემი ბიჭი რომ დატანჯო ...
- აქამდე ვფიქრობდი , რომ სწავლას და პირადს ერთმანეთს ვერ შევუთავსებდი მაგრამ რაც მათე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ორმაგი ძალით და ჩქარა ვაკეთებ რომ მთელი დრო მას დავუთმო ...
- ეჰ ბებო , რომ იცოდე როგორ ვნანობ რომ ვერ ავისრულე ოცნება ...
- რამდენი წლის გათხოვდით ?
- 17 ... არ დაუშვა ეგ შეცდომა ბებო , ჯერ რა დროს გათხოვებაა , ისწავლე და ყველაფერს მოასწრებ მერე.
- შეყვარებულს მიგიჟებ ბებო ? - ჰკითხა მათემ და ღიმილით აეხუტა უკნიდან მაროს.
- კაი ბავშვია და შენ არ გააგიჟო გირჩევნია , ჯიშში გაქვთ ბაღათურიებს ექიმი ქალები , ხოდა ეს გოგო რომ ექიმი ვერ გახდეს მე შენ გაჩვენებ მერე სეირს ! - დატუქსასავით შვილიშვილი და მარიამსაც წამში გაეღიმა.
- ტყუილად აძლევთ შენიშნვნას , ძალიან მეხმარება და ხელს მართლა საერთოდ არ მიშლის , პირიქით როცა რაღაც მეზარება ყოველთვის ცდილობს რომ მაინც გამაკეთებინოს ...
- ბებო მე დამემსგავსე შენ ალბათ , თორე ბაბუაშენი და ჩემი შვილი სულ შენი დიდი ბაბუის ჯიშზე არიან !
- თქვენ რა გვარი ხართ ?
- ჩიქოვანია , ჩიქოვანი ! - გაუცინა და მარომაც წამში მოიღერა ამაყად კისერი.

^^^

ეზოში იდგნენ და ყველა ერთმანეთის მიყოლებით კრეფდა ხილს.
ზოგი რის ხესთან იდგა და ზოგი რისთან.
მარიამი შუა ხეზე იყო შემომჯდარი და სოფლის მწვანე ვაშლს ნეტარეთ ამტბარუნებდა.
ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაღაც საოცრებას ჭამდესო.
- ვგიჟდები სოფლის ვაშლზე !
- გეტყობა , მგონი ჩემზე მეტად გიყვარს ! - წარბებშეკრულმა ახედა ქვემოდან ბაღათურიამ.
- შენზე გემრიელი მაინც ვერ არის ჩემო ტკბილო !
- კაი რა , ჯერ მაგარი მჟავეა რა გაჭმეეევს !
- რავი მჟავე გამისწორდა ეხა ძაან უცებ ...
- ვაიმე მარიამ , ორსულად ხო არ ხარ ? - სიცილით გადახედა გვერდითა ტოტიდან ელენემ.
- ახლა თუ გკარი ვირის წიხლი მერე ნახე ორსულობა ! - წარბებშეკრულმა დაუბღვირა გოგოს ჩუმად. - კი ელე , ჩემს გოგოს ვაშლი უნდა ... - ხმამაღლა თქვა და მუცელზე მეამიტი ღიმილით დაისვა თითები.
- რაო ? - თვალებდაქაჩული წამოხტა ხის ძირიდან ბაღათურია. - რაო ვის რა უნდაო ? ჩემს ვისსო ?
- აუ სახე გაუნათდა ამ ჩემისას ... - სიცილი ატეხა თემომ. - რა იყო ბიჭო ეგრე ძაან გინდა ბავშვი ?
- ოხ მარიამ გიორგაძე , ერთხელაც შემიწირავ შენი ხუმრობებით და მერე იჯექი მაგ ხეზე და ჭამე ეგ მჟავე ვაშლი ! - წარბებშეკრულმა დაუბღვირა და სახლისკენ წავიდა.
- მართლა გაბრაზდა? - იკითხა ლიზამ.
- არა , უეჭველი რაღაცას უმზადებს , მარო არ გაყვე ვაფშე გააფრენს ! - გაუცინა ბოროტულად გიომ.
- რა ცუდი ხარ და როგორ მიყვარხარ , არც ვაპირებდი ! - გაუცინა და ვაშლის ჭამა განაგრძო.


მადლობა ბავშვებო თითოეული სიტყვისთვის , სათითაოდ ვერ გცემთ პასუხს გადარბენებზე ვარ უნიში , დიდი დიდი მადლობა და მიყვარხართ ველი თქვენს აზრს ამასაც უნივერსიტეტიდან ვდებ :დ heart_eyes



№1  offline წევრი Avrora-Gallagher

კარგი იყოთქო რომ გითხარ მოგატყუებ:)) უბრალოდ არა:)) სასწაულად უმაგრესი იყოო❤️ძალიან კარგიიი❤️❤️ყველაზე მაგარი ისარუსრომ თითოეულ სიტყვას მთელი ემოციუთ ვკითხულობ:)) იმიტომ რომ:)) იმირომტომ:)) შენგაქვს ესეთი კარგი წერის მანერაა❤️❤️დაა არგამაგიჟო და აწი ართქვა რო ბოლო ისტორიაა ესს:)) თორე სადაც ცხოვრობ ჩამოგაკითხავ და გცემმ მაგრად:))❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.ძალიან მომეწონა.არ მყოფნის სულ მინდა რო გაგრძელდეს და ვიკითხო.იმედია მარიამის მშობლებთან ყველაფერი რიგზე ექნება მათეს.ველი შემდეგ თავს.

 


№3  offline მოდერი Mathew

ვგიჟდებიიი!ჭკუა მეკეტებააა!!!
ახლა ვფიქრობ რა მოხდება შემდეგ და თავში ათასი იდეა მიტრიალებს და საშინლად ვარ აჟიტირეული.
აი ხო დიდი თავებია,მაგრამ არ მყოფნისს!
რა ვქნა?
რა გავაკეთო?
რა მო-ვი-მო-ქმე-დოოო?!
ვგიჟდები უკვეე!!

 


№4  offline წევრი magdamargia

იმდენად ჩამითრია 11-ვე თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე <3 შენი ისტორიები საერთოდ სასწაულია , აქრიურად ვკითხულობ შენს ისტორიებს (ყველა წაკითხული მაქვს) უზომოდ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა <3 ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე <3 ძალიან კარგი ხარ <3 საუკეთესო <3 ისტორიაა საოცრება <3 მადლობა ამისთვის <3 მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავ <3

 


№5  offline მოდერი abezara98

სასწაული, ძალიან კარგი, შესანიშნავი, რავი კიდევ რა, მგონი გამომელია საქებარი სიტყვები sweat_smile მშვენიერი იყო და მართლა სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას heart_eyes ისე, ჩემი ეჭვები გამოთქვეს ზემოთ იმ ოთხეულმა და ხომ მშვიდობა იქნება? smile საუკეთესო ხარ და გელი heart_eyes

 


№6 სტუმარი თამუნე (ბიბო)

ჩემი ყველაზე სასწაული გოგო
საოცრება ხარ
პატარა კამფეტო
უბრალოდ სიგიჟე ხარ
ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ
უბრალოდ ვგიჟდები მე შენზე
შნუცის
პატარა ქალო
მაგიჟებ მე შენ
მე ძალიან ძალიან
ძალიან
მიყვარძარხარ

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ეეეე რა მაგარია,
და რა ცუდია რომ ინდა დასრულდეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent