შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 10.


4-07-2018, 03:50
ავტორი zia-maria
ნანახია 2 808

   ლაშა მართლა ბევრს ფიქრობდა,ყველგან სადაც კი გაივლიდა აკვირდებოდა გოგოებს თუ გამონახავდა რომელიმესთან საერთო ენას,მაგრამ გულს არავინი არ ხვდებოდა და უკვე მოსვენებაც კი დაკარგა.სამი დღეც ამოეწურათ ბიჭებს დასვენების და დაუბრუნდნენ სამსახურს და  მოვალეობებს.დილით ადრე გასულს,საღამოს გემრიელი ვახშამი და საყვარელ ქალთან ერთად მისი ნერვების კიბორჩხალაც ხვდებოდა სახლში.ერთ საღამოს გიორგი ძალიან დაღლილი იყო და ასეთ დაღლილობას მხოლოდ ერთ ადგილზე მისვლით იქარვებდა.ეს იყო ადგილი სადაც ცხოვრობდა რამოდენიმე ღარიბი ოჯახი და ამ ოჯახებში ყველაფერს მოკლებული ბავშვებიც ცხოვრობდნენ,პატარები რომლებიც ყოველ დღე ვიღაცის მოლოდინში იყვნენ.გიორგის ეს ბავშვები ეცოდებოდა და ამიტომ მათ მოკიდებდა ხელს და წაიყვანდა,მათ გულს ახარებდა უფასოდ აჭმევდა,ყიდულობდა ჩასაცმელებს,სახარჯო ფულსაც აძლევდა მათ მშობლებს და ამით თავადაც მშვიდდებოდა.იმ ღამით შეეძლო მშვიდად დაეძინა კმაყოფილებით სავსეს.ანას ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდა ამ სამ დღეში და დილით ადრე წავიდა,ისე რომ გიორგი არ გააღვიძა და გიჟური დილა არ მოუწყო.გიორგი კი ადგა,მოემზადა და ანას ელოდებოდა,ბოლოს გაბრაზდა და ანას საძინებელში დაუკაკუნებლად შევარდა,მაგრამ გაოცებული უცქერდა ლამაზად გადასწორებულ საწოლს და ზედ საწოლზე კი რვეულის ფურცელს რომელიც ხელში აიღო და  ერთი თვალის გადავლებით ჩაიკითხა.
-გიორგუნა ვიცი ახლა გაბრაზებული რომ შევარდი ჩემს საძინებელში და რა ბედნიერი ვარ იქ რომ არ დაგხვდი,მაგრამ რა სამწუხაროა შენს სიბრაზისაგან დაქაჩულ თვალებს რომ ვერ ვხედავ.შენ უნდა იყო ჩემი უფროსი და მე შენი ხელქვეითი?მაგრამ რას ვიზამთ,ხანდახან უსამართლობასაც უნდა შევეგუოთ.ძილის გუდა მე უკვე ვმუშაობ და რომ წამოხვალ ყავა არ დაგავიწყდეს ჩემთვის,მეც მიყვარხარ იდიოტო.მპუაააა.გიორგის გაეცინა და თან გაბრაზდა.
-იცოდი ანა წასული რომ იყო? ჰკითხა მარიამს.
-წავიდა? რატომ წავიდა ასე ადრიანად?გაუკვირდა მარიამს.
-მგონი გამოსწორების გზას დაადგა.გაეცინა გიორგის და მარიამთან ერთად სახლი დატოვა.მარიამი სასწავლებელში დატოვა და თავად კომპანიაში წავიდა,ანას ყავა უყიდა და მაგიდაზე დაუდო უხმოდ,ანამ რომ ამოხედა დაღლილი თვალებით შეეცოდა მის ჩაწითლებულ თვალებს რომ შეხედა.
-ბევრი დაგრჩა გადასახედი?
-არა,თუ კდევ რამეს არ  მომიმატებ მალე დავასრულებ.
-დაასრულე ეს და წადი სახლში დაისვენე,მართლა მოსაკლავად კი არ მყავხარ გამეტებული.
-ოჰ,რას მივაწეროთ შენი ეს სიკეთე?გიორგიმ შეუბღვირა ანას.
-ხო კარგი,ვაღიარებ რომ მართლა გადავიღალე.გიორგი წავიდა და ისიც თავჩარგული იყო საბუთებში შუადღით ლაშამ და გელამ რომ  მიაკითხა.საუბრობდნენ ანა რომ შემოფრიალდა და გიორგის უთხრა.
-გიორგი შენი სიტყვა ძალაშია რაც დილით მითხარი?
-მორჩი?
-კი,მოვრჩი.
-ძალაშია,მაგრამ შეიძლება გავიგო სად მიბრძანდები ასეთი ჩაცმული?
-პაემანზე.მოკლე პასუხი ესროლა ანამ.
-მერე მეტი მოკლე არ გქონდა არაფერი რომ ჩაგეცვა?მე წაგიყვან სახლში, უჩემოდ ფეხს ვერ გაადგამ.
-არ მივდივარ ჯერ სახლში და შენ ძალით წამიყვან?
-შენი გულის ვარდი სად არის,რომ შეგხედოს რა ფორმაში ხარ დღეს.
-რა ფორმაში ვარ,რა არ მოგწონს?
-გამოფენაზე გყავს გამოყვანილი დღეს შენი ფეხები?უთხრა გაბრაზებულმა
-რა არ მოგწონს?
-მე მომწონს სხვას რომ ვუყურებ,თორემ ჩემსას რომ უყურებენ ეს არაა მოსაწონი.უთხრა გიორგიმ და თვალები დაუბრიალა.
-ნუ ატრიალებ მაგ თვალებს სოჩიკივით,ბევრ კალორიებს დაწვავ და კიდევ რატომ დავმალო ის რაც კარგი მაქვს?კაბინეტში ბექა შემოვიდა ქაღალდებით და გიორგის უთხრა.
-ანა სად წავიდა,ეს მისი საქმეა და კაბინეტში არ დამხვდა.
-აბა ეს ვინ არის,ვეღარ ცნობ?ბექამ გვერძე მიიხედა და ანა კმაყოფილმა შეათვალიერა,შემდეგ ანას თვალი ჩაუკრა და გიორგის მიუბრუნდა.
-შენ თვალები სად გაქვს დღეს,ვერ ხედავ ამას როგორაა?
-ჩემთან რა გინდა.გაუკვირდა გიორგის ბექასგან საყვედური.
-ასე რომ მოგყავდა სახლიდან ეს მე მომეწონებოდა, ყველას თვალები რომ ზედ ახატია?
-გამოიპარა სახლიდან დილით და ახლა ვნახე როგორც გამოიყურებოდა.მე გითხარი მოარჯულე თორემ მე მოვარჯულებ,სანამ არ შემომაკვდება ხელში არ დაისვენებს.
-ნუ იღრინები რა,შენ შენს კოკორს მიხედე.უთხრა გიორგის ენა გამოუყო და წავიდა,ისევ შემობრუნდა კარებთან მისული და ახლა ლაშასთან მივიდა.გიორგის ჩაეცინა და ლაშას უთხრა.
-შენ დარჩი გამოუცეკვებელი და შენთანაც მოვიდა.ანამ არ მიაქცია ყურადღება გიორგის ბუტბუტს და ლაშას უთხრა.
-ლაშიკო როგორაა შენი საქმე, ვერ ნახე დროებითი ქალი?მე მყავს მეზობელი 70 წლისაა და დაქორწინდი მასზე.
-ენა მწარე ხარ ანა არაფერს შენ ადამიანს არ ეტყვი სანუგეშოს.უთხრა გიორგიმ.
-თუ არ გინდა დაჯექი და იგლოვე შენი მილიონები რომელზედაც ხელი ვერ მიგიწვდება,მე რა მენაღვლება.ისე ჩვენ რომ მოვაწეროთ ხელი არ გინდა?
-ანაააა ნუ გიყვარს ადამიანის ნერვებზე თამაში,ნუ ხარ სადისტად დაბადებული.იმედი მაქვს ერთ დღეს ვიღაცა გცემს ისე მაგრად,რომ ის უჯრედი რომელიც არ მუშაობს შენს ტვინში ამუშავდეს.
-სულაც არ ვთამაშობ,იდიოტო მე ერთერთი ვარიანტი შევთავაზე.აქ ვინ მოუვა თავის ფეხით,უნდა გაინძრეს.მოიცადე,ისე არ გიფიქრია იმ შენს ადვოკატს რომ დაელაპარაკო?მან ხომ იცის ამ საქმის არსი რაც ხდება.ნუ მიყურებ მასე,გეფიცები მართლა სერიოზულად გეუბნები.ლაშამ გიორგის შეხედა,შემდეგ ანას და თითქოს გზა აჩვენა ანამ და სწორი მიმართულებით დააყენა ამ გზაზე.
-შენ მართალი ხარ ანა მაგრამ მომისმენს?
-ხოდა აქ რომ ზიხარ ბაციკუკუსავით,გაინძერი.
-შენმა ენამ რომ არ თქვას რამე განსაკუთრებული და განსხვავებული შეუძლებელია.უთხრა ლაშამ სიცილით.
-ოჰ მოვიდა საძმოს სიამაყე.მათ მხიარულ კომპანიას ალექსი შეუერთდა.
-ანა ცუდ ხასიათზე ვარ.
-რა ხდება,რა მოგივიდა.შეეკითხა ლაშა.
-ჩემს მეტი ვერ ნახა ვინმე მოსკოვში გასაგზავნად.
-მაგის გამო იშლი ნერვებს?წადი გაინავარდე,გაშალე ფრთები.
-მერე გაუშვი შენი ბექუშქუშა და გაინავარდოს გაშალოს მანაც ფრთები.
-შენ რა გინდა მითხრა,გოგოები არ გაინტერესებს?
-რა გამოხტომები გაქვს ხანდახან ანა.უთხრა სიცილით ლექსომ.
-მოამზადე ყველაფერი და უთხარი ზანდა დეიდას ბილეთი დაჯავშნოს.და ამას ნუ უსმენ თუ გინდა სრულ ჭკუაზე წახვიდე და მოხვიდე.უთხრა გიორგიმ ლექსოს.
-მოგვარებულია ყველაფერი და ზეგ სამი თვით დაგასვენებთ.
-უფ,ბევრია ბოს სამი თვე არ გეცოდება?
-შენც უნდა გაგიშვა სადმე სამი თვით არა,სამი წლით რომ სულიერად დავისვენო შენგან.
-ვერ ეღირსები მაგ დღეს.გამოაჯავრა ანამ გიორგი.
-ამ საბუთებს გადახედე,მაინც ტყულა ხარ.
-გინდ იყვირე,გინდ იღრიალე მე მივდივარ. დილით ხომ მითხარი ადრე წადი და დაისვენეო.
-რატომ?რაღაა დარჩენილი მოიცადე და ერთად წავიდეთ.უთხრა გიორგიმ.ანამ ეშმაკურად შეხედა და უთხრა.
-ჰმ,მე ჩემი დღის განრიგი შევასრულე.ახლა სხვაგან მივდივარ და სადაც მივდივარ იქ იმ სიაში შენ და თქვენ არ წერიხართ.
-არც მე არ ვწერივარ?გაკვირვებულმა კითხა ბექამ.
-არა,არცერთი თქვენთაგანი.შებრუნდა და კარებთან იყო მისული გიორგის ხმა რომ გაიგონა.
-ყველა ტვინით ავადმყოფს და დარტყმულს მე რატომ უნდა გადავეყარო,რომ მერე მომიბრუნდეს და ჩემს ნერვებზე ითამაშოს?
-შენს ნერვებზე ლეკურს რომ ვცეკვავ,აი მაშინ ვარ სწორედ არაჩვეულებრივ ხასიათზე.უთხრა სიცილით ანამ და გავიდა.
-წადი წაიყვანე სახლში,თორემ ვიცი ასე რომ გავიდეს შარს გადაეყრება გზაზე და მაგის ძებნის თავი არ მაქვს.უთხრა ბექას და ბექაც გაყვა ანას სახლში წაიყვანა და ბევრიც იცინა ორივემ გიორგის ბუზღუნზე,უეცრად რაღაც აზრი მოუვიდა თავში და ბექას უთხრა.
-ერთი კარგი გეგმა მაქვს,რომელსაც უკვე დიდი ხანია ვამზადებ,მხოლოდ გაფრთხილებ გული გაიმაგრე შენც ამ სიაში ხარ.
-რა არის,რა გეგმაა ნუთუუუუ.... ბექას თვალებში ეშმაკები ჩაუსახლდა
-მაპატიე,მაგრამ შენ რაც გაიფიქრე მე იქით არ მოვდივარ ჯერ-ჯერობით.ბექას უცებ შეეცვალა სახე და ანას სახლში შეყვა.
-რა გეგმა გაქვს რატომ არ მეუბნები.უთხრა ჩუმად მაგრამ ძალიან ვნებიანი ხმით.
-ბექა რა გჭირს.
-რა მჭირს?ვერ ხვდები რა მჭირს?წელზე მოხვია ხელი და თავის სხეულზერ აიკრა,შემდეგ კი ანას ბაგეებს შეეხო ჯერ ნაზად და შემდეგ უფრო მომთხოვნად
-ბექა არ შემიძლია,გთხოვ დრო მომეცი.უთხრა ანამ ჩურჩულით.
-რატომ,რატომ არ შეგიძლია,რამე შეიცვალა?
-არა,არა არაფერი არ შეცვლილა.
-ჩვენს შორის სიყვარულია,მოდი ხვალვე დავქორწინდეთულ და ყველას სიურპრიზი მოვუწყოთ.
-სულ ცოტა,სულ ცოტა დრო მომეცი რამდენიმე დღე.თხოვა ანამ.
-როდესაც შენ მზად იქნები,როდესაც შენ თავად მეტყვი რომ უკვე დროა,მაგრამ თუ დილამდე ვერ ვიცოცხლე ეს იცოდე შენს სინდისზე იქნება.
-დღეს არ მოკვდები,მაგის თავდებად მე დაგიდგები.თვალი ჩაუკრა ბექას და კარიც მიხურა.ბექა ისევ კომპანიაში წავიდა,ანა ქირქილით და სადისტური ღიმილით შემობრუნდა სახლში.ცოტა ხანში შეამოწმა ბექა სად იყო და დარწმუნების შემდეგ რომ გიორგი და ის ერთად იყო სახლიდან გავიდა.ტაქსი დაიჭირა და ბექას ბინაში წავიდა,იქ რამოდენიმე წუთი დაჰყო სამზარეულოში და ისევ სადისტური ღიმილით დაბრუნდა უკან.წყალი გადაივლო და გადიოდა უკვე მისმა ტელეფონმა რომ დარეკა,დახედა და ბექა იყო.
-ანა სახლში მივდივარ,დაღლილი ვარ და ამოვალ რა შენთან თუ გიორგისთან არ მიდიხარ დღეს.
-მივდივარ უკვე.
-კარგი მაშინ ტკბილი ძილი.
-ჯერ კი ვარ ტკბილად თუ გიურზამ არ გამაბრაზა და თუ გამაბრაზა დავსჯი.
-მაგარი ხარ შენ.გადაიხარხარა ბექამ და ტელეფონი გათიშა.
-თუ არ ვარ მაგარი,ხვალ გნახავთ აკანკალებულს.თქვა და ისევ ჩაიქირქილა.გიორგისთან ისე ჩუმად მივიდა სახლში რომ შევიდა ანას სიჩუმე თავად გიორგისაც კი გაუკვირდა.მარიამი და გიორგი ტელევიზორს უყურებდნენ,ორივემ რომ გახედა ანას ფრთხილად მოძრაობდა.
-ანა ავად ხარ?შეეკითხა გაკვირვებულმა,უფრო გაოცებულმა მარიამმა.
-ავად შენ ხარ,რა შემატყვე ავადმყოფობის ფერი არ მაქვს კარგი თუ ხორცი.
-სისინა ამდენი ხანი სად იყავი,რატომ დაიგვიანე.
-დავიბანე,დავსუფთავდი და ისე წამოვედი.მოიცადე,სახელი რატომ შემიცვალე ტომ?
-ტომი ვინ არის?
-თავად ჯერია და შენ ტომი ხარ.უთხრა სიცილით მარიამმა გიორგის.
-ხელს არ შეგიშლით გვრიტებო მე დავწვები.თქვა ანამ და წავიდა.
-მარიამ მე ეს სიჩუმე და სიწყნარე არ მომწონს.მარიამმაც სიცილით დაეთანხმა.
-გეთანხმები,რაღაც აქვს ჩაფიქრებული და იცოდე სერიოზული.
-მოიცადე,მაგას უნდა ვუყარაულო დღეს?
-წავიდა დასაწოლად,დაიძინებს დაღლილია.
-მანამ საერთოდ იცის დაღლა რა არის?მაინც არ ვენდობი,რაღაცას გამიჩალიჩებს დღეს გეფიცები თუ ასე არ იყოს.
-რაც გინდათ ის ქენით,მე დავწვები მეძინება ხომ არ გეწყინება.
-რა უნდა მეწყინოს მარიამ წადი დაისვენე,მაგრამ ჩემს საძინებელში დაწვები.
-კარგი,ნუ ბუზღუნებ.გაეცინა მარიამს.გიორგიმ ტელევიზორის ყურებას შეყვა,შემდეგ რაღაც ქაღალდებს გადახედა და ძალიან გვიანი იყო რომ დაწვა,დარწმუნდა რომ ანას ეძინა და თავადაც მშვიდად დაწვა,არადა ანამ ორჯერ ადგა და არ დაენახა გიორგის.სახლში სრული სიჩუმე სუფევდა,ანა რომ ადგა ისევ და ჩუმი ნაბიჯებით წავიდა სამზარეულოში.ჩქარა,ჩქარა ფუსფუსებდა და ცოტა ხანში ისევ საძინებელში დაბრუნდა,ჩაიცვა და ჩაცმული შეწვა,რადგან ყოველ წუთს ელოდა რაღაც საშინელს.როგორც იქნა 7 საათიც მოვიდა და ადგა,ჩუმად,უხმოდ გაიპარა სახლიდან.დილით მარიამზე ადრე გიორგიმ გაიღვიძა,კარებზე ზარი იყო და მარიამი არ გააღვიძა თავად გააღო კარი.
-რა მოხდა ამ დილა ადრიან,ან სად იყავით რას გავხართ.უთხრა კარებში მდგარ გელას და ლაშას.
-თქვენ რომ წამოდით ჩვენ მერე დავლიეთ.
-ბექა სად არის მერე.
-ბექა მალე მოვა ალბად,დაურეკე და გათიშული აქვს ტელეფონი.
-ამ დილა ადრიან რატომ აქვს ტელეფონი გათიშული.გაუკვირდა გიორგის.
-გიორგი ლუდი გვაქვს?ჰკითხა გიორგის გელამ.
-კი მაცივარშია.უთხრა გიორგიმ და გელაც წამოდგა სამზარეულოში წასასვლელად,მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ დაჯდა,გიორგიმ შეხედა და უსაყვედურა.
-რამ გადაგრიათ რომ ჩაწყდით წუხელ, დაჯექი მე მოგიტან.
-მიდი რა მომიტანე,თავი მისკდება ისე მტკივა.თხოვა გელამ და თვალები დახუჭა.გიორგი გავიდა მაცივარი გამოაღო და  მისმა ღრიალმა ყველა ფეხზე დააყენა,ლაშა და გელა ერთმანეთს მიაჩერდნენ მაგრამ წამოდგნენ ფეხზე და სამზარეულოში გაცვივდნენ,გიორგი გაფითრებული იდგა და მაცივარს უყურებდა აკანკალებული.
-რა მოხდა,რა მოგივიდა.ახლოს მივიდა გელამ მაგრამ გიორგი ისე იყო დაბნეული,ხმა ვერ ამოიღო და ხელით ანიშნა მაცივარზე,იქ ნახეო.გელამაც მაცივარი გამოაღო და მანაც ჯერ დააშტერდა რაღაცას,მიხურა მაცივრის კარი და შემდეგ იყვირა.
-რა ხდება ხალხო,ასე რამ დაგაფეთათ ანა ხომ არ ზის მაცივარში და გაშინებთ იქედან.
-ბექას,ბექას დაურეკე გთხოვ.თქვა გიორგიმ და გულზე მიიდო ხელი.
-ცოტა ხნის წინ დავურეკე ხომ გითხარი და შეტყობინება მოვისმინე,ავად ვარ და დამაგვიანდება დღეს მოსვლა მგონი გავცივდიო.გელამ გიორგის შეხედა,ისევ მივიდა მაცივართან და  ნელა ნელა გამოაღო და კარგად დააკვირდა რაღაცას,შემდეგ გაეცინა და გიორგის უთხრა სიცილით.
-შენ კი არა დღეს ისე შემაშინა მე მოვკლავ,ნუ გეშინია ანას მორიგი ხრიკია.
-როგორ ხრიკი,რას გულისხმობ.
-ბექას ფოტო აქვს ამობეჭდილი და ქილაში მოთავსებული, შემდეგ კი წყლითაა ავსებული,გეფიცები მაგარად შემეშინდა და კიდევ კარგი მაგარი ნერვები გვაქვს.გელამ მაცივიდან ქილა გამოიღო და ახლოდან აკვირდებოდა რომ ამ დროს მარიამი შემოვიდა სამზარეულოში და დაინახა თუ არა გელას ხელში ქილა,პირზე ხელი მიიფარა და საშინელი ყვირილი მორთო შემდეგ კი გიორგის ჩაუვარდა ხელებში გულშეწუხებული.
-მარიამ ეს ანას მორიგი ხუმრობა იყო.როგორც იყო მოაბრუნეს მარიამი ყველა შეშინებული უცქერდა მარიამს რადგან ყველას ძალიან შეეშინდა.გელამ რატის დაურეკა და ისიც მალე მოვიდა,გასინჯა მარიამი და გიორგის უთხრა.
-წნევა ძალიან დაბალი აქვს,გემოგლობილიც დაბალი ექნება და აუცილებლად ანალიზები უნდა აიღოს,ვიტამინები დაჭირდება მოსაძლიერებლად,სუსტად არის.
-არ მტკივა არაფერი,თქვენ მე ნუ მიყურებთ მე კარგად ვარ ბექასთან წადით და ის მოიკითხეთ მარტოა და ძალიან შეეშინდებოდა.ღმერთო როდის უნდა დასერიოზულდეს ეს გოგო.წყნარად თქვა მარიამმა და წამოდგომა სცადა,გიორგი იქვე იყო და შეეშველა წამოდგომაში.
-მართალია მარიამი რა დღეში იქნება ბექა მე წავალ მასთან.თქვა გელამ და ფეხზე წამოდგა,მას ლაშაც თან გაყვა.
-მოვკლავ,გეფიცები მოვკლავ შემომაკვდება ხელში.ღრიალებდა გიორგი და თან ღმუოდა.-საიდან მოიტანა ეს საშინელება,სად ნახა,სად ისწავლა.ისე უნდა შევაშინო,რომ ენა ჩავაგდებინო მაგ ვირთხას მაგას.
-აი ესაა სწორედ რომ არ უთმობთ ერთმანეთს და სანამ მართლა სერიოზულად არ დაუშავებთ ერთმანეთს და არ ატკენთ არ მოისვენებთ.არა,თქვენი ერთად ყოფნა ერთ სახლში კი არა,1000კმ-ის დაშორებაც ცოტა არის,რადგან იქაც მიწვდებით ერთმანეთს.არც შეგიძლიათ უერთმანეთოდ და ერთადაც არ შეიძლება თქვენი ყოფნა.ერთად თუ ხართ და იცინით,მეშინია იმ სიცილის რადგან სადისტური სიცილი გაქვთ ორივეს.მეშინია იმ დღეს,სერიოზულად მეშინია.ეს უკვე ზედმეტია გიორგი,ძალიან ზედმეტი.შეწყვიტეთ ერთმანეთის კბენა და ღეჭვა.სერიოზულად ნაწყენი იყო მარიამი ორივეზე.გიორგი რაღაცის თქმას აპირებდა,რომ ტელეფონზე ლაშამ დაურეკა რომელსაც უცებ უპასუხა.
-გისმენ ლაშა.
-გიორგი ბექა ცუდად არის მოდი რა საჩქარად.
-მოვდივართ,რატის დაურეკე და მოვალთ ჩვენც,ტელეფონი გათიშა და მარიამის ხმა გაიგონა.
-წამოდი ჩქარა,ნეტავი ვიცოდე ის თავად რას ფიქრობს ან სად არის,ნუთუ ვერ ხვდება რამხელა საშინელება ჩაიდინა.ბრაზობდა არა მარტო გიორგიზე,ბრაზობდა ანაზეც.ბექასთან ბინის კარები ღია დახვდა და ორივემ შევიდა ბინაში,რომ რატის ხმა შემოესმათ.
-რა ხდება ხალხო,იქეთ მარიამი იყო ცუდად აქეთ ეს,რაა დღეს აქეთ იქეთ უნდა ვირბინო?რა გეტაკათ,რამ დაგაფინათ ძირს.
-რამ კი არა,ვინ.თქვა გელამ.
-ჰპდა ვინ დაფინა,რა მოუვიდათ.გელამ ხელით ანიშნა გამომყევიო და რატიც გელას გაყვა სამზარეულოში,იქ მისულმა რატის თვალები გაუფართოვდა ერთ დიდ ქილაში გიორგის თავი რომ დაინახა მოთავსებული.
-ეს ნახა მარიამმაც?ვინ გააკეთა ეს,კიდევ კარგი გული რომ არ დაუსკდათ შიშისგან.რატის გაეცინა გულიანად და სული რომ მოითქვა სიცილით თქვა.-ანამ,ანამ გააკეთა ხომ?ანა,ანა არ დააფინე დღეს ეს ხალხი?
-ეს გოგო მართლა ეშმაკის მოციქულია.ეს რაც დღეს გააკეთა სასაცილო არ არის,მან სერიოზულად დაგვაფეთა ყველა და შესაძლებელი იყო სერიოზულად დაშავებულიყო რომელიმე ჩვენთაგანი,უფრო მარიამის შემეშინდა.ამიტომ სერიოზულად უნდა დაისაჯოს,რომ შეწყვიტოს ეს საშინელებები.რამე უნდა მოვიფიქრო,ჭკუა უნდა ვასწავლო.
-ამჯერად ვერ დაუძვრება იოლად დღევანდელ დღეს,მეც მოგეხმარები.ბექა დაეთანხმა გიორგის და ერთად გადაწყვიტეს ანას დასჯა.-იცის რაც მოხდა დღეს მარიამი რომ შეგვიწუხდა?არა გული რომ გაგვსკდომოდა ან მე ან მარიამს სად მიდიოდა მერე,რას აპირებდა ხომ გახდებოდა ორი ადამიანის მკვლელი.არა,უნდა დაისაჯოს და მწარედ უნდა დაისაჯოს.გიორგი რაღაც მოვიფიქრე და შენი დახმარება მჭირდება.
-აუცილებლად,მე შენს გვერდით ვარ.უთხრა გიორგიმ და გაუღიმა ბექას მაგრამ ეს ღიმილი არ იყო სიხარულისგან გამოწვეული ღიმილი,მას სევდის ფერი დაჰკრავდა.ფიქრობდა ბექა,მაგრამ გიორგიმ იცოდა რისი ეშინოდა ანას ყველაზე და ყველაფერზე მეტად.ანას ზაფხულის მოახლოება არც თუ ძალიან უხარია,ზაფხულზე ანას ისტერიოული შემოტევები ემართება უბრალოდ ფოთოლის გაშრიალებაზედაც კი.ვერსად მარტო ვერ მიდის,არც სკვერში და არც საცალფეხო ბილიკებით არ სარგებლობს.ერთხელ გიორგისთან ერთად მისეირნობდა ქუჩაში და შემთხვევით საცალფეხო ბილიკზე მიმავლებმა გიორგიმ წვრილი გველი მოკლა.მას შემდეგ ეშინია მარტო სიარულის,რამდენჯერ უთხრა გიორგიმ.
-არაფლის არ გეშინია დედამიწის ზურგზე და როგორმე დასძლიე ეს შიში და გააცნობიერე რომ არც ისეთი საშიშები არიან ეს არსებები.თუ არ ავნებ არ გერჩის,თავად შეძელი და მოახდინე მისი პროვოცირება.მაგრამ რა შიშის დაძლევა,ანა მის დანახვაზე ეგრევე ცუდად ხდება.
-გიორგი შენ კარგად ხარ?შიში როგორ დავძლიო,მეზიზღება რომ ვუყურებ.თუ ოდესმე გადაწყვიტავ და ამ საშინელი არსებით შემაშინებ,ჩათვალე რომ უფასო ბილეთი ამიღე ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში სამოგზაუროდ.გიორგის გაეცინა ძველი განვლილი კადრების გახსენებაზე და ბექს უთხრა.
-არ გაჩერდა თავად სანამ თავი არ ჩაიგდო იმ დღეში,რომელიც ვიცი არ მოეწონება.გაახსენდათ რომ სამუშაო დღე იყო და სამსახური იხმობდათ.ყველამ დატოვა სახლი და კომპანიაში მხიარული სახეებით შესულებს ბექს და გიორგის გაოცებული უცქერდა ანა.
-გამარჯობა ანაბელ.მხიარულად მიესალმა გიორგი ანას და ოჰ,ეს არ მოეწონა ანას.მიხვდა რომ რაღაც ახალს უნდა ელოდოს.ბექამ კი შეხედა ანას და წყნარად უთხრა.
-შამპანიური გახსენი და ილოცე,რომ დღეიდან 120 წელი იცოცხლო.
-შენთან ერთად?კითხვა დაუბრუნა ანამ.
-დღეს ნახავ ჩემთან ერთად თუ სხვასთან ერთად.ირონიულად უთხრა ბექამ რაზედაც ანას ჩაეღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა.
-არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ ორივემ,მაგრამ ეს თქვენი გამოწვევა მე უფრო ენერგიას მიმატებს.ვიცი რაღაც საშინელება გაქვთ ჩაფიქრებული,მაგრამ შევძლებ რომ გაგიმკლავდეთ ჯენლტმენებო.ანა დაღამებამდე მუშაობდა,გვიან დატოვა მისი სამუშაო ოთახი და დაღლილი წავიდა სახლში,მაგრამ ბექამ წაიყვანა და პირდაპირ გიორგისთან მივიდნენ წყნარად და უხმოდ.გიორგი კომპიუტერთან იჯდა და ბექაც მიუჯდა,რაღაც სახალისო თამაშს თამაშობდნენ და იცინოდნენ.მოულოდნელად გიორგი ანას მიუბრუნდა და უთხრა.
-აბა ჩემო ჯერი,არაფერი არ გაქვს ჩვენთვის სათქმელი?
-რას ითხოვთ ჩემგან,რა გინდათ რომ გითხრათ.გაიკვირვა ანამ.
-ეს შენი ბოლო სიტყვაა?სანამ იტყოდე თანხმობას,მე ერთ რჩევას მოგცემდი.
-გისმენ.
-ანა გულახდილი აღიარება შენ სასჯელს შეგიმსუბუქებს.
-არ მესმის რაზე საუბრობთ.
-ესე იგი არ გესმის რაზე ვსაუბრობთ?მაშ ასე,შეგახსენებ რომ ამ დილით ჩემსა და ბექას სახლში მოხდა საშინელი შემთხვევა,შემთხვევაა ისაა რომ ვიღაცას ჩვენი შეშინება უნდოდა ან უფრო მეტი,ჩვენი სიკვდილი.მე კი შენს ადგილზე სიმართლეს ვიტყოდი,თორემ ძალიან მძიმე სასჯელი ელის დამნაშავეს.
-და მაინც რა სააჯელი გაქვთ მოფიქრებული?
-სასჯელია ასეთი,დამნაშავეს როცა აღმოვაჩენთ ის პითონის ან გიურზას გემრიელი ლუკმა გახდება.თან აქაც და იქაც ორივეს სახლში,ქილას შენი თითების ანაბეჭდები ამშვენებდა.
-დამნაშავე სასჯელისთვის მზად არის,მაგრამ ამ სასჯელს გააპროტესტებს სტრანზბურგის სასამართლოში.
-აააა,თუ სააჯელის გაპროტესტებისთვის მზად ხარ,ესე იგი აღიარებ თავს რომ დააშავე და თავს დამნაშავედ ცნობ.გასაგებია ყველაფერი.გიორგიმ ბექას გახედა და თვალით ანიშნა რაღაც,ისიც წამოდგა და ახლოს დაჯდა ანასთან და უთხრა.
-დღეს გადავწყვიტეთ დავლიოთ და შენც დალევ,შემოგვიერთდები?
-რატომაც არა.ბეჭები აიჩეჩა ანამ.
-ღვინო თქვენ თავად აარჩიეთ პადვალშია,მაგრამ ვფიქრობ დღევანდელ საღამოს და ამ სიწყნარეს წითელი მშრალი ღვნო მოუხდებოდა.როგორც კი ჩახვალ მარცხენა მხარეს გოგის ღვინოების კოლექცია დევს და აიღეთ იქედან ორი ბოთლი და წამოიღეთ.
-კარგი.დაეთანხმა გიორგის ბექა და ანას ხელი გაუწოდა.
-მეც წამოვიდე?გაუკვირდა ანას.
-წამოდი ამოვიტანოთ ღვინო,მარიამმა გემრიელი ვახშამო მოამზადა და ღვინო წავა ზედ.ანას უცნაურად მოეჩვენა ბექას გამოხედვა,მაგრამ მაინც წამოდგა წინ ბექა წავიდა და ნელა-ნელა ჩაუყვა სარდაფის კიბეებს ქვემოთ.შეშინებულმა დაადგა ფეხი ანამ კიბის პირველ საფეხურზე და გაუბედავი ნაბიჯი გადადგა,მაგრამ მაინც მედგრად ჩაათავა ბოლომდე არც თუ ისე მაღალი კიბე.ბექა გოგის ღვინოების კოლექციას ათვალიერებდა და ანას უთხრა.
-მოდი შენ აარჩიე,რომელი ღვინოც შენ გინდა ის ავიტანოთ მაღლა.ანამ უყურა ბექას და შემდეგ უთხრა.
-რა გაქვს ჩაფიქრებული,დავიჯერო გამიმეტებ საშინელი სასჯელისთვის?
-შენ?შენ ხომ გაგვიმეტე მეც და მარიამიც ან გიორგი შეგვიცოდე რომელიმე?რა ჭკუამ მოგაფიქრა ეს რომ ქილაში მე გიორგის თავს ვნახავდი და ისე უბრალოდ შევხედავდი მასზე არ ვინერვიულებდი?რატომ არ ფიქრობ და ტვინს არ ატან ხანდახან რას აკეთებ.შენ წარმოდგენა გაქვს საერთოდ დღეს რა მოხდა?იცი მარიამი ძლივს რომ მოაბრუნეს და სასწრაფო გამოიძახეს მის მოსაბრუნებლად და შემდეგ მე დამემართა იგივე? იცი რომ ორი ადამიანის მკვლელი  გახდებოდი მარიამი რომ ვერ მოებრუნებინათ და შემდეგ მე?აზრზე ხარ საერთოდ?ანა თავდახრილი იდგა ბექას წინაშე და უკვე გულით ნანობდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.ბექა კი აგრძელებდა.
-შენ რა,გგონია მართლა ღვინის გამო ჩამოგიყვანე აქ?სადამდე არ ჩახვდები შენს დანაშაულს რა გააკეთე და რა შეიძლება მოჰყოლოდა დღევანდელ დღეს ძლიერი გული რომ არ მქონოდა,მანამდე ანა,მანამდე აქ იქნები.ანამ უეცრად თავი ასწია და ცრემლიანი თვალებით შეხედა ბექას.შეეცოდა,მართლა შეეცოდა ბექას რადგან პირველად ნახა ანას თვალზე სინანულის ცრემლი,მარამ გული გაიმაგრა და არ შეიმჩნია ნელა-ნელა მოშორდა ანას და ფეხი კიბეზე შედგა,ანას შეშინებული და აკანკალებული ხმა რომ გაიგონა.
-შენ მართლა აქ მტოვებ
-აქ გტოვებ,არ შეგეშინდება,რადგან მარტო არ იქნები აი იმ კუთხეში მიდი და ნახავ ორ შენსავეთ დაუნდობელ მეგობარს.ანამ გაიხედა საითკენაც ბექამ მიუთითა და თვალები გაუფართოვდა,ისევ ბექას შეხედა მაგრამ ბექა იქ აღარ დახვდა.
-ღმერთო,დღეს გადამარჩინე და საერთოდ არ გავიფიქრებ ამათ ნერვების მოშლაზე.ჩაილაპარაკა ანამ და იქვე ჩაიკეცა.თანდათან შიში გაძლიერდა და კანკალმა აიტანა,ცივი ოფლი ასხამდა და უკვე სადაც იყო ბოლო ხმაზე იყვირებდა მაგრამ უძლებდა.
-ღირსი ხარ ანა ღირსი ხარ,რაც დათესე იმას იმკი.უბრაზდებოდა თავის თავს.
-ღმერთო მომეცი ნებისყოფა,მომეცი ძალა რომ ამ სასჯელს გავუმკლავდე.თვალი გაექცა იმ კუთხისკენ სადაც დიდი ყუთი იდგა და შიგ უზარმაზარი პითონი იწვა,რომელიც ენას ასარსალებდა და მისი თვალები ანას უცქერდნენ თითქოს სწავლობდა ანას შორიდან.რა თქმა უნდა ყუთს თავზე ეფარა და იქედან ის ვერ ამოვიდოდა,მაგრამ ანას შიშისაგან გონება გაეთიშა და უგონოდ დაეცა ძირს.თვალი რომ გაახილა განათებულ ოთახში იყო,მის ახლოს გიორგი და ბექა დალანდა,მაგრამ ისეთი ძლიერი იყო შიში მასში ვერ შეძლო თვალები გაეხილა და ისევ ბურუსმა მოიცვა გარშემო ყველაფერი.
 სიჩუმე იდგა სახლში,ყველას გიორგისთან მოეყარა თავი და არცერთი ხმას არ იღებდა.ბექა დანაღვლიანებული გადი-გამოდიოდა და ძალიან ნერვიულობდა ანაზე.
-გიორგი ხომ კარგად ახურავს ყუთს.შეეკითხა გიორგის.
-ნუ გეშინია,არაფერი მოუვა მისგან მაგრამ რომ შეეშინდება ეს ვიცი.
-უნდა ჩავიდე,მეტს ვერ გავუძლებ.თქვა ბექამ და ერთი საათის გასვლის შემდეგ სარდაფის კარები გააღო,სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბე და შუქი აანთო,კუთხეში შეხედა ანას მოკუნტული იწვა.სასწრაფოდ მივიდა მასთან და ხელში გულწასული ანა შერჩა. სევდა,სინანული,ცრემლი ერთად მოერია და ხელი დასტაცა ანას მაღლა აიყვანა და რატის უყვირა.
-რატი გულწასულია უშველე ან საავადმყოფოში გადავიყვანოთ.
-ნუ გეშინია ეს ნერვიული სტრესია.
-რამე გააკეთე გონზე რომ მოვიდეს.
-მანიაკიც კი არ იზამს ამას რაც თქვენ გააკეთეთ,ასე რამ გაგაბოროტათ,ეს როგორ ჩაიდინეთ.უყვირა რატიმ ბექას და გიორგის.
-რა ვქნათ,არ აჯობებს საავადმყოფოში გადავიყვანოთ?კითხა ბექამ რატის.
-შოკშია ჩავარდნილი და მაღალი ტემპერატურა აქვს.რატიმ გადასხმა დაუდგა,ნემსები გაუკეთა ანას და ნელა ნელა კანკალი ჩაცხრა და ოფლიანობა შეწყდა.მოულოდნელად იქვე მჯდომმა ბექამ ანას ჩურჩული გაიგონა.
-არ დამტოვო,არ დამტოვო.
-ღმერთო ეს რა გავაკეთე,როგორ გავაწამე.
-უშენობა მომკლავს,უშენოდ ვერ ვისუნთქებ.
-ზედმეტი მოგვივიდა.უთხრა იქვე მდგარ გიორგის რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ ეშინოდა და მარტო სარდაფში ჩაკეტვაც საკმარისი იყო,მაგრამ ჭკუას ისწავლის და ასეთ საშინელებებს აღარ გააკეთებს.
-მადლობა თქვით რომ სერიოზული არაფერია,მალე მოვა აზრზე ეს მაღალი სიცხისგან არის ასე მოთენთილი და მიგდებული.თქვა რატიმ.
-მივდივარ,უნდა წავიდე.ჩემი აქ მოსვლით თქვენ აირიეთ,ამიტომ წავალ შორს ძალიან შორს.ბექამ საწოლთან ჩამოუჯდა და მანაც ჩურჩულით უთხრა.
-მაპატიე საყვარელო,შენ სიულელე ჩაიდინე და მე შენზე მეტი სულელი ვარ შენ რომ აგყევი მეც ზედმეტი მომივიდა,მაგრამ ძალიან გამაბრაზე ანა ძალიან.წასვლაზე ოცნება კი შეწყვიტე,მე არსად არ გაგიშვებ,მე შენ ვერ შეგელევი რადგან უშენოდ ვერ ვიცოცხლებ.მიუწვა გვერდით და მისი თავი მკერდზე დაიდო,ღრმად ჩაისუნთქა ანას სურნელი და თვალები მინაბა.-შენ რომ მიმატოვო ,მე გასაღები სად ვეძებო შენი გულის.
-ჩემი გულის გასაღები შენთანაა უკვე წელიწადზე მეტია,მაგრამ დღეიდან ჩამოგერთმევა ეს უფლებები.
-რას ჰქვია ჩამომერთმევა,შენ ამას სერიოზულად ამბობ?
-სახლში უნდა წავიდე,ერთ ადგილზე მაქვს დასარეკი.ანა ძალიან წყნარად საუბრობდა,რაც არ მოეწონა არც ბექას და არც გიორგის.მისაღებში ყველა წყნარად იჯდა და ელოდებოდნენ როდის აფეთქდებოდა ბომბი,მაგრამ ანამ გადასხმა მოიხსნა წამოდგა და ყველას გასაკვირად წყნარი მისალმება აჩუქა მეგობრებს.ყველას მოესიყვარულა თითქოს გრძნობდნენ ანა მათ დიდი ხნით ემშვიდობებოდა,მკრთალი ღიმილით ჰაროვანი კოცნაც დაუტოვა ბიჭებს და კარებისკენ წავიდა,გიორგიმ ვერ აიტანა ანას ეს სიჩუმე და წინ გადაუდგა.
-სად მიდიხარ ასე ჩუმად და უთქმელად,სად  მიიპარები ეს ხომ შენი სტილი არ არის ასეთი სიწყნარე შენ არ გჩვევია ჯერი.
-ვხმაურობდი და ვერ აიტანე ჩემით გამოწვეული ხმაური,იმდენად შეგაწუხე რომ პითონს და გიურზას მიუგდე ჩემი თავი შესაჭმელად.რა გარანტია მაქვს ახლაც არ მეთამაშები და არ შემომისხვამთ საწოლშიც,ამიტომ გამატარე დღეიდან მოგენატრებათ ეს ხმაურიც რადგან დაისვენებთ ჩემგან.ჩემი შემცვლელი ეძებე,მე იქ ხვალიდან აღარ მოვალ.თვალცრემლიანმა უთხრა გიორგის ანამ.
-შენ სულ გაუბერე ხომ?ის დილა რა დილაა სადაც შენ არ იქნები,ან ის სახლი რა სახლია სადაც შენ და შენი სიგიჟეები არ მეგულება.მაგრამ აღიარე,აღიარე ანა რომ შენ ხარ პირველი ამ ყველაფრის წამომწყები.
-წყნარი ცხოვრება ხომ გინდოდა და აჰა,მეც წყნარად გტოვებთ. რა არ მოგწონს ვერ გავიგე?
გვერდი აუარა გიორგის და ხმაურით მიიხურა კარები,კარებს მიღმა დატოვა გიორგი გაშტერებული და ბექა სახეაჭრელებული,ასევე ჩუმად მჯდარი სამეგობრო.თავად კი ცრემლით სავსე თვალებით დაადგა გზას ბინისაკენ.განა ვერ ხვდებოდა,განა არ იცოდა რომ ის იყო დამნაშავე,მაგრამ ასე თუ გაიმეტებდნენ ეს არ უფიქრია.ბინაში შევიდა და მისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა,არცერთი წუთით აღარ უნდოდა იქ გაჩერება,შეიძლება ენანა ეს მისი საქციელი,მაგრამ იმ წუთში უნდოდა გაქცეულიყო რაც შეიძლება შორს.მალე მოყვა უკან მარიამიც და თვალცრემლიანი ადევნებდა თვალს,არ უნდოდა ანას წასვლა რადგან ანას გარეშე გაუჭირდებოდა იმ ბინაში ცხოვრება.
-არ წახვიდე ანა ძალიან გთხოვ.უთხრა მარიამმა ტირილით.
-შენ რომ რამე მოგსვლოდა მარიამ მე როგორ უნდა მეცოცხლა,დარჩენას როგორ მთხოვ.
-გაიარა,კარგად ვარ ხომ ხედავ არაფერი არ დამმართნია.ბიჭები?ისინი მათთვის განა იოლია ეს ყველაფერი?იცი როგორ შეეშინდა გიორგის?აღარაფერს აღარ ვამბობ ბექაზე,ეს როგორ  მოიფიქრე და გააკეთე შედეგებზე არ იფიქრე?
-იმ წუთში არანაირ შედეგზე არ ვფიქრობდი მარიამ.
-დარჩი,აპატიეთ ერთმანეთს დღევანდელი დღე.
-მიუხედავად იმისა ორივე ძალიან მიყვარს,უზომოდ,უსაზღვროა ჩემი მათ მიმართ სიყვარული დღევანდელ დღეს ვერ ვაპატიებ ვერცერთს მარიამ.მარიამი და ანა ერთმანეთს ჩაეხუტა და ორივე ტიროდა,ორივეს უჭირდა ერთმანეთისაგან შორი-შორს ყოფნა.გიორგი ცუდად გახდა,ვერ აიტანა ანას ასეთი წასვლა და ბექას უთხრა მკაცრად.
-წადი,ახლავეს წადი ხელი მოკიდე და სადაც გინდა იქ გადამალე.მანამ არ ანახო მზის სინათლე,სანამდე წასვლის სურვილი არ გადაუვლის.ერთი დღეც არ მინდა ეს სახლი ანას სიგიჟეების გარეშე.ბექამ შეიკავა თავი ჯერ,მაგრამ მარიამმა დაურეკა და ტირილით უთხრა რომ ანა მიდიოდა ამ საღამოსვე.ფეხზე წამოხტა და გიჟივით გავარდა სახლიდან,მარიამმა კარი გაუღო და კარებთან ანას სავსე ჩემოდნებს წააწყდა ანა კი ტელეფონზე საუბრობდა,ბექამაც მის ბოლო სიტყვებს მოკრა ყური რამაც გააბრაზა და ანას მივარდა ტელეფონი გამოართვა და ძირს დაანარცხა,მისკენ შემოაბრუნა და კედელზე ააკრა და თვალებში ჩააჩერდა.ვეღარ აზროვნებდა რას აკეთებდა და რას ამბობდა სიბრაზისაგან.
-სად მიდიხარ,ნუთუ აქამდე მოგყვა მხოლოდ შენი ძლიერი გრძნობა და მხოლოდ ესაა შენი სიყვარული?მოგბეზრდი?შეგზიზღდი?ვის დაურეკე,ვის თხოვე შველა ძველ ბოინფრედი მოიკითხე?
-რას ამბობ,გააფრინე?თუ თავი მიარტყი რამეს?რა არ მოგწონს,რომ მივდივარ სამუდამოდ?რა მნიშვნელობა აქვს შენთვის აქ ვიქნები თუ სხვაგან ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა დღეს.
-ნუ აგრძელებ ისევ ისევეს და ნუ იწყებ ნელი სვლით ჩემს ნერვებზე ცეკვას ანა.შენ ვერსად ვერ წახვალ,აქ დარჩები მაგრამ არა აქ ამ ბინაში მარიამის გვერდით,ჩემთან წამოხვალ ჩემთან ერთად.არც დაელოდა ანას პასუხს მეშოკივით გადაიკიდა მხარზე,მარიამს გვერდი აუარა და ბინიდან გავიდა. მარიამი კი თან ტიროდა და თან იცინოდა შემდეგ გიორგის დაურეკა და ყველაფერი აკისკისებულმა მოუყვა,გიორგიმაც შვებით ამოისუნთქა ბექამ კი ანა ერთ-ერთ პატარა და მყუდრო სასტუმროში მიიყვანა და ის ღამე იყო მათი სიყვარულის ღამე.
-მე არ  მეშინია არავის დაკარგვის,რადგან მე არ ვკარგავ მათ,ვინც ძალიან მჭირდება ცხოვრებაში და ვინც ჩემი საკუთრებაა.იკარგებიან ისინი,ვინც გამოგზავნილი არიან ჩემთან გამოცდილებისთვის და რჩებიან ისინი,ვინც გამოგზავნილია ბედისგან.შენ ხარ ჩემი ბედი და ჩემი ცხოვრების ვარსკვლავი.
-მეზიზღები,მაგრამ ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე ვარ და არც გაბედო ჩემი გამოფხიზლება,არ ჩამოვალ ძირს.უთხრა ბექას სიცილით.
-მიყვარხარ ჩემო ქაჯანა ისე როგორც,ოცნებას უყვარს ფრენა და სანთელს ტირილი.უთხრა ბექამ და ორივე გადაეშვა სიყვარულის თავდავიწყების ვნების მორევში.ის ღამე იყო ორი უზომოდ გადარეული წყვილის ღამე,იმ ღამით ბექამ და ანამ ფეხი შედგა ცხოვრების ახალ საფეხურზე.ეს ღამე არის მათი საიდუმოებების ღამე,სიყვარულის ღამე.ბექა ძალიან ნაზი იყო და დარწმუნებული თავის ძალებში რომ ქალწულობის თაიგული უმტკივნეულოდ ჩაიბარა.დილით უჩვეულოდ ლამაზი იყო დილა,ოთახში სასიამოვნო არომატული სანთლები ენთო,რომლებმაც ანაში გააღვიძა ეროტიკული ლტოლვა.ვარდებით იყო ოთახი სავსე და ამ სილამაზემ ვნებიანი ღამის შემდეგ დაღლილობა სწრაფად მოუხსნა ვარდით და ჯასმინით იყო ის დილა გალამაზებული რომელიც სასიამოვნო ღამის შემდეგ ძალას ჰმატებს და კიდევ უფრო აღვიძებს სქესობრივ სურვილს.ჟასმინი უძველესი დროიდანაა ცნობილი,როგორც სიყვარულის ყვავილი და აღვიძებს ვნებას.ამ ულამაზესი დილის შემდეგ ანამ ყველა წყენა დაივიწყა და პირობა მისცა საყვარელ ადამიანს,რომ ის სანიმუშო მეუღლე იქნებოდა.ყველას გაუხარდა მათი ბედნიერება,უნდოდათ ნახვა მაგრამ ბექამ არ უთხრა სადაც იყო,მხოლოდ ერთხელ ესაუბრა გიორგის ტელეფონით და მთელი თვე არავის არაფერი არ სმენიათ მათზე.



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველი შემდეგ თავს.

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველი შემდეგ თავს.

laughing laughing ჩასაფრებული ხარ? kissing_heart

 


№3  offline წევრი naniko mindia

Sauketoso istoria, kargi xar, ragac satauri mashinebs cudat xom armtavrdeba? ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline მოდერი zia-maria

naniko mindia
Sauketoso istoria, kargi xar, ragac satauri mashinebs cudat xom armtavrdeba? ❤️❤️❤️❤️❤️

ამას თავად ისტორია გვეტყვის სულ მალე. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent