როცა მოვკვდი (თავი მეცხრე)
თავადაც გაოცებული ვიყავი ვერც კი გავაცნობიერე რა ვუთხარი “მამაჩემს” სებასტიანს ვუყურებდი და გული მიკვდებოდა, საყვარელ ადამიანს ასე გულს ვინ ტკენს ?! როგორც ჩანს მე ასეთი ვიყავი, როგორც ჩანს პირველ ადგილას საკუთარ თავს ვაყენებდი. ეს უნდა გამომესწორებინა მაგრამ როგორ, რა უნდა მეთქვა სებასთვის რომ ვწუხვარ?! რომ ამის ცოდნა არ ჭირდებოდა და ამიტომ დავუმალე?! სებასთან მივედი. -საყვარელო, გამომხედე..-ხელები სახეზე მოვკიდე და თავი შემოვაბრუნებინე.-სება საყვარელო, გთხოვ შემომხედე…-მაგრამ სებას რეაქცია არ ქონდა გაშეშებული იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა, ცრემლები აღარ მოდიოდა მაგრამ ვხედავდი მის სველ სახეს. დანამდვილებით არ ვიცოდი ჩემი ხმა ესმოდა თუ არა. -სება გთხოვ შემომხედე.-თითქოს გაიღვიძაო ისე მოიფშვნიტა თვალები და გამომხედა. რამოდენიმე წამს მიყურა მერე კი ძლიერად მომეხვია. -შეგაშინე? მაპატიე..-მხოლოდ ეს ორი სიტყვა მითხრა და ძლიერ მოხვეული ხელები გამიშვა. ფეხზე წამოდგა, ხელებს ნერვიულად ისრესდა. კარებისკენ წავიდა. -სება, არ დამტოვო..-გამომხედა გამიღიმა და გავიდა. წარმოდგენაც არ მქონდა რას ფიქრობდა ახლა ვეცოდებოდი?! ვებრალებოდი?! თუ მადანაშაულებდა რომ ასე მოუწია ამ ამბის გაგება. ვინ იცის იქნებ “მამაჩემი” რომ არ მოსულიყო ვერც გაეგო, იქნებ ასე ჯობდა. არ მინდოდა ჩემი ტრაგედიით ვინმე დამემძიმებინა და განსაკუთრებით სება. *სებასტიანი* კარი გავაღე თუ არა მივხვდი ის კაცი კარგს არაფერს მოგვიტანდა. თავიდანვე მინდოდა სახლიდან გამეგდო ისე რომ მზეოს არც ენახა, მაგრამ ნახა. როცა გავიგონე რომ ის მზეოს მამა იყო. მამაჩემი გამახსენდა, რომელიც არც კი ვიცოდი როგორი იყო იქნებ ის არ გავდა მზეოს მამას. მაგრამ მაინც მომინდა აგრესია რომელიც მთელი ცხოვრებაა მამას მიმართ მქონდა მასზე მეყარა. ეს ჩემი ბრძოლა არ იყო ეს წამებში გავაცნობიერე და გადაწყვეტილება მზეოს მივანდე როგორც მოუნდებოდა ისე უნდა მოქცეულიყო.. ვუსმენდი ამ სასმლით აყროლებულ კაცს რომელსაცსახეზე ეწერა მისი განზრახვა, მინდოდა დამერტყა, ცემაში მომეკლა რადგან მზეოს გული ასე ტკიოდა უმშობლობის გამო, მე კი ვერ დავუშვებდი კიდევ ერთხელ ამ კაცს ჩემი მზის გული მოეკლა, მისი ბრწყინვალება გაექრო. საუბრობდა ძირითადად ტყუილებს, არც კი ვიცი ადამიანს ასე ნამუსი გარეცხილი როგორ უნდა ქონდეს რომ ჯერ საკუთარ შვილს, საკუთარ სისხლსა და ხორც მარტო ტოვებ, ყოველგვარი ზრუნვის გარეშე და მერე მოდიხარ და ორგანოს თხოვ. მზეო მიუხედავად მისი მძიმე ყოფისა ძალიან ძლიერი იყო და ვიცოდი არასწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და ამ კაცს ღვიძლს კი არა თმის ღერსაც კი არ მისცემდა. მშვიდად ვიყავი რადგან მას არ ჭირდებოდა ჩემი დახმარებაა შეეძლო სიტყვით მოეგვარებინა ის რასაც მე მუშტით მოვაგვარებდი. სიმართლე უნდა ვთქვა და ასეთი ბრაზიანი მზეო არასდროს მინახავს, ხშირად მოუმართავს ჩემსკენ თავისი ბრაზი მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, ზიზღით სიძულვილით გაჯერებული ბრაზი რასაც ვერც თავს დააღწევ და ვერც გაუმკლავდები. ვხედავდი ნელ-ნელა როგორ ეძაბებოდა სახის კუნთებდი. ვუყურებდი ამ ორ ადამიანს და ვხედავდი რომ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა გარდა წინა ორ კბილს შორის დაშორებისა. თავიდან მეგონა მომესმა მეგონა ვიღაც სხვა ამბობდა ამას. ვერ და არ დავუშვი რომ ეს მზეოს თავს ოდესმე მოხდა, გააზრებისთვის დრო არ მეყო ისე ჩავიკეცე კედელთან და ძალაუნებურად ცრემლები წამსკდა. უამრავი ემოცია დამიტრიალდა სხეულში, მზეო შემეცოდა, შემებრალა, მერე მივხვდი რომ შესაცოდი არაფერი ჭირდა. რომ ეს უკვე გადალახა და მე რაც შემეძლო მხოლოდ მისი გულში მაგრად ჩაკვრა იყო. მაგრამ ადგილიდან ვერ ვინძრეოდი, მინდოდა ავმდგარიყავი და მკლავებში მომექცია მისი სხეული მაგრამ არ შემეძლო საკუთარი სხეულის მორჩილება დავკარგე. ვიცოდი რომ ადამიანებს მსგავსი რაღაცები ემართებოდათ, რომ შეშდებოდნენ და ვეღარ მოძრაობდნენ მაგრამ რეალობად არასდროს მიმაჩნდა. და მითუმეტეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს შეიძლება მე დამმართნოდა. გამახსენდა სანაპიროს ღამე. მაშინ ვერ ვხვდებოდი მზეოს ასეთ სიბრაზეს ახლა კი გავიაზრე რა ჩავიდინე. წარმოვიდგინე როგორ ეშინოდა მაშინ მზეოს. როგორ ახსენდებოდა მისი ტანჯვის წამები და როგორ ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა. იბრძოდა იმისთვის რომ არ გაეხსენებინა უკვე მომხდარი და არ ეფიქრა შესაძლო განმეორებაზე. დამნაშავე ვიყავი და მზადაც რომ ეს ამეღიარებინა. მხოლოდ და მხოლოდ ისევ მზეოს ხმამ გამომაფხიზლა. დარჩენილი ენერგია ძლივს მოვიკრიბე და მოვეხვიე, კიდევ რამდენიმე წუთი რომ იქ დავრჩენილიყავი აუცილებლად შემატყობდა რომ მეცოდებოდა, რომ იმ ადამინების მოკვლის სურვილი მახრჩობდა. მასაც და მეც ახლა მარტო ყოფნა გვჭირდებოდა და ასეც მოვიქეცი, ავდექი და მარტო დავტოვე. მაგრამ არ გავქცეულვარ, აუცილებლად დავბრუნდებოდი მაგრამ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებდით. ვერც ახლა და ვერც მომავალში. ეს ისე გაანადგურებდა მას როგორც მე. არ მინდოდა მისი წარსულის ქექვა. მინდოდა მისი ლამაზი მომავლის დასაწყისი ვყოფილიყავი. სახლში წავედი, იმ დღეს აღარ მინახავს. არც მას გამოუთქვამს სურვილი. ღამე ვერ ვიძინებდი, მასზე ფიქრი მშორდებოდა იმდენად მივეჩვიე რომ ყოველდღიურად ვიცოდი რას და როგორ აკეთებდა, უცნაური გრძნობა იყო როცა მისი სახლისკენ გავიხედე სინათლე ენთო, მასაც ეღვიძა და არვიცოდი რას აკეთებდა. დიდხანს ვიფიქრე მივსულიყავი თუ არა მასთან და გადავწყვიტე დრო მიმეცა რომ დამშვიდებულიყო დღეს მომხდარი გადაეხარშა. გამთენიისხანს ჩამეძინა. მხოლოდ და მხოლოდ დაღლილობისგან ჩაცმულს. გაღვიძებისთანავე არც გამომიცვლია ისე გადავირბინე მზეოსთან. მის ფანჯარაში კვლავ შუქი ენთო. ზამთრის ყველა დღე იმდენად ბნელი იყო რომ არ გამკვირვებია. კარზე მორიდებით დავაკუკენ და მისი ფეხის ხმას დაველოდე, ის არჩანდა. გაღება გადავწყვიტე მაგრამ დაკეტილი იყო. წამიერად გავიაზრე რამდენად სულელი ვიყავი, სახლში ადამიანი მარტო დავტოვე, განსაცდელში, და ამ ადამიანმა, ჩემმა ადამიანმა. ბევრჯერ თავის მოკლვა ცადა. წამებში გავიაზრე ყველაფერი ეს და მთელიძალით დავარტყი ფეხი კარს. გამიჭირდა ახალი კარის შემტვრევა . მეგონა სადაცაა ფეხი მომტყდებათქო მაგრამ მოვახერხე. სახლში გიჟივით შევვარდი. აბაზანიდან წყლის ხმა მოდიოდა. იქ არ იყო. მისაღებში შევედი ჭერზე თოკი ჩამოეკიდებინა. მაგრამ არც იქ არ იყო, წამებში მოვიარე ერთი ციცქნა სახლი და ვერსად ვიპოვე. სანამ პანიკაში ჩავვარდებოდი გამახსენდა აივანი. კარი გავაღე, კუთხეში იჯდა, მუხლები ხელებში მოექცია და თავი მუხლებზე დაედო. -მზეო. კარგად ხარ?-ნელა მივუახლოვდი. ის არინძრეოდა. ხელი მხარზე გადავუსვი და ვიგრძენი ნელ ნელა როგორ აუთრთოლდა მხარი.-ჰეი, გამომხედე, როგორ ხარ?-თავი აწია,თვალები ჩაწითლებული და წარბები ძირს ჩამოშვებული ქონდა. ცრემლები მოვწმინდე.-აღარ შემაშინო კარგი? -იცი?! მე, მე ვეღარ გავბედე… ვერ გავბედე რომ ჩემი სიცოცხლე მომესპო, ჩემი უვარგისი, გამწარებული სიცოცხლე, ჩემი ცხოვრება დამესრულებინა ვერცერთხელ გავბედე. -კარგი, დამშვიდდი. ანუ შენი სიცოცხლე უკვე ღირებულია, ადრე ამას დაუფიქრებლად აკეთებდი. -არა, არა, ღირებულება არაფერ შუაშია, უბრალოდ ახლა შენ მყავხარ, შენ ვისაც დაუფიქრებლად მივუძღვნი საკუთარ თავს. ახლა ჩემი ცხოვრება, ჩემი სხეული მხოლოდ მე აღარ მეკუთნის. -გამეღიმა ხელი მოვხვიე და თავი მხარზე დამადო.-ადრე შემეძლო არ მეფიქრა იმაზე ვინმეს ვატკენდი თუ არა გულს, რადგან ვიცოდი ასეთი არავინ იყო ვინც ჩემზე იდარდებდა. ახლა კი შენ მყავხარ. შენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე.-ტირილს არ წყვეტდა, უკვე აღარ ვიცოდი ჩემი არსებობით ვახარებდი თუ გულს ვტკენდი.-როცა წახვედი ვიფიქრე რომ აღარ დაბრუნდებოდი, ვიფიქრე რომ მიმატოვე და ჩემი ერთადერთი საზრუნავი ისევ და ისევ იმ ალკოჰოლიკი, “მამად” წოდებული კაცის გამო დავარგე. -არა, არა, მე შენ არ გტოვებ გესმის, ხედავ?! აქ ვარ, შენთან ვარ და არც მიფიქრია რომ დამეტოვებინე. უბრალოდ ვიფიქრე რომ მარტო ყოფნა გინდოდა. -მომინდებოდა ეს რომ ერთი წლის წინ მომხდარიყო, მაგრამ დღეს დღეს შენ ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი ოჯახი, ჩემი ძვირფასი ადამიანი, და არ მინდა არც ჭირში და არც ლხინში შენ გარეშე ყოფნა. -თუ გინდა მამაოს მოვიყვან და ბარემ ჯვარი დავიწეროთ.-ყურში ღიმილით ჩავჩურჩულე და თავზე ვაკოცე. მასაც გაეცინა. მზეოს მამის გამოჩენა არამარტო მას მეც დიდი საფიქრალი გამიჩინა,რა მოხდებოდა თუ ერთ დღესაც ჩემი რომელიმე სისხლით ნათესავი გამოჩნდებოდა და კარზე დამიკაკუნებდა, რა მოხდებოდა თუ მემკვიდრეობით რაიმე დაავადების მატარებელი ვიქნებოდი. ჩემთან არავინ მოსულა მაგრამ მე კი მინდოდა მისვლა, მინდოდა ჩემი და გამეცნო, ადამიანი რომელიც არც კი მახსოვდა მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი სისხლი და ხორცი, მეტიც ჩემი ტყუპისცალი იყო. ამაზე მზეოს არ ვესაუბრებოდი ვიცოდი აუცილებლად ვიჩხუბებდით. ერთერთ სააგენტოს მივმართე რომელიც ადამიანებს დაკარგული ნათესავების პოვნაში ეხმარებოდა. მეც მჭირდებოდა დახმარება. დამოუკიდებლად მას ვერ ვიპოვნიდი, ან საიდან უნდა დამეწყო ძებნა. რადგან ის ჩემი იდენტური იყო პოვნა არ გაუჭირდებოდათ და მეც დიდი იმედით შევაბიჯე სააგენტოში. -გამარჯობათ. ვის შეიძნება გავესაუბრო… -გთხოვთ დაიცადეთ. -სად? -აი იქ დაბრძანდით და ახლავე მოგაქცევთ ყურადღებას.-გოგონამ გამიღიმა და სკამისკენ მიმითითა, ერთ ადგილასვერ ვჩერდებოდი, მიუხედავად იმისა რომ ეს პირველი ნაბიჯი იყო და ამით ფაქტობრივად არაფერი იცვლებოდა მაინც ძალიან ვღელავდი. როგორც იქნა გოგონამ მომართა, წუთები საუკუნეებად გაიწელა. -გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?-მაგიდიდან თავი არ აუწევია ისე მომესალმა -იცით, მე… მე ბავშვთა სახლში გავიზარდე… -მშობლებს ეძებთ? -არა, ისინი ვიცი რო დაიღუპნენ, მე შემს დასვეძებ. -დაახლოებით რამდენი წლის არის თქვენი და? -ჩემი ტყუპისცალია.-გოგონამ ამომხედა, თვალები მოჭუტა და კარგად დამაკვირდა. -ეს მარტივი იქნება. ჩემი სააგენტო რეგიონებშიც ფუნქციონირებს თუ გაგვიმართლა და თქვენი დაც გეძებთ ძალიან მარტივად ვიპოვით. -და თუ ასე არ მოხდა? -მერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებ რომ და იპოვნოთ.-რაღაც საბუთებზე მომაწერინა ხელი. მონაცემები ჩაიწერა და დამემშვიდობა. *ორი კვირის შემდეგ* მე და მზეო ვსაუზმობდით როცა ტელეფონის ხმა მომესმა, მეორე ოთახში გავედი და ვუპასუხე. -გამარჯობათ, სებასტიანს ვესაუბრები? -დიახ, და თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე სააგენტოდან გიკვშირდებით. -სააგენტოდან? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.