შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ლორდი [ნაწილი 3]


4-07-2018, 15:26
ნანახია 1 217

ისევ საავადმყოფოში გამეღვიძა,ტკივილი მკლავს,თვალების გახელის თანავე ისევ ის გოგო მიდგას წინ.
და არა...
მას ჩემი მოკვლა უნდა...
თუ მეჩვენება?
***
ეს კომა ბოლოს მომიღებს,რა თქმა უნდა,დაახლოებით ვიცი,რაც არის ეს მდგომარება.
შესაძლოა იყოს გამოწვეული:1მწვავე მოწამლისაგან 2შაქრიანი დიბეტის დროსაც და კიდევ სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ დროს თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ,დამიქვეითდა სუნთქვის რიტმი,ასევე ვგრძნობ ჯერ კიდევ კარგად მომუშავე რეცეპტორებით,როგორ მინელდება ან პირიქით,მიჩქარდება,მაჯისცემა.
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს დაკვირვებული ვარ,როცა თვალებს ვხუჭავ საავადმყოფოში ვიღვიძებ ხოლმე,თან ისე არ მახსოვს რა მოვიმოქმედე ბოლო წამებში.
ოთახში ექთანი შემოვიდა. დასწვდა ჩემს ხელს და ნესმი გამიკეთა. ეს წრიპინა აპარატურა უფრო და უფრო მიშლის ნერვებს.
ნელ-ნელა ყველაფერი თავდაყირაზე დგება და ვითიშები.
***
-როგორ ფიქრობ როდის გაიღვიძებს ძმაო?-ამბობდა ნაცნოხი ხმა. თვალებს კიდევ ვერ ვახელ.
-არვიცი დაიკო,ნეტა ჩვენი თუ ესმის?-უპასუხა ბოხმა ხმამ.
როგორც,იქნა გავახილე თვალები და ვხედავ დაღონებულ იოანეს და დიანას,რომლებიც ისე დამყურებენ გეგონება საფლავის ქვას შესცქერიანო.
-რამდენადაც ვიცი,კი ესმის ჩვენი-დიანა დაიხარა და ხელზე შემეხო,უნდა ვაღიარო ვიგრძენი. გაყინული ხელი აქვს,როგორც ყოველთვის- ახლა მხოლოდ ის მინდა გავიგოთ ვინ ერჩის ლუკას სხვა არაფერი არ მინდა.
-შენს ადგილას დარწმუნებული არ ვიქნებოდი-ყავის დასასხმელად წამოდგა იოანე.
-მაგით რისი თქმა გინდა?
დაახლოებით ვიცი,რისი თქმა უნდა თავის ძმას. იოანე გამოირჩევა დაკვირვებულობით, ხშირად მქონია მომენტი,როცა სრულიად უცხო გამვლელზე ერთი შეხედვით უთქვამს, თუ როგორი ტიპი არის და ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდებოდა ხოლმე.
ამ შემთხვევაში კი,მგონია კახიზე უნდა საუბარი.
ცოტახანში უკან დაბრუნდა ორი ჭიქით ხელში,ყავის სურნელი შევიგრძენი და სურვილი გამიჩნდა მეც დამელია.
-შენ იცი რასი თქმაც მინდა დიანა.
-მე ბევრი რამ მიტრიალებს თავში,მაგრამ ახლა რაზე გინდა კონკრეტულად?
-კახიზე.
სახელის გაგონების თანავე დიანა წამოხტა ფეხზე,მოსვენება დაკარგა.
-რატომ ნერვიულობ?-ინტერესის მზერა ესროლა იოანემ და ყავა მოსვა.
-საერთოდაც არ ვნერვიულობ მე!-გაუმკაცრდა ხმა.
-მაშინ დაჯექი ნუ დადიხარ წინ და უკან.
-ძმაო,მომისმინე არ ვიცი რა დაინახე,მაგრამ მე მაგრა არ მაინტერესებს კახიზე რამის გაგონება,ის იდიოტია!-მიმიკური ჟესტიკულაციით საუბრობდა.
-მაგრამ გიყვარს ხო?
დიანამ გაოგნებული შეხედა მას,ორჯერ გააღო პირი,მაგრამ დახურა იმ წამსვე. რა უნდა ეთქვა? თვითონაცვე ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს. ერთხელ,როცა თომა შეუყვარდა,მის მერე უფრთხილდება თავის გულს რაიმე ზიანი არ მიიღოს.
არც,არაფერი უთქვამს,რადგან ოთახში სანდრო შემოვარდა,სადაც არის გული ამოუვარდება, ვგრძნობ გულის ბაგა ბუგს,ნორმალური გულის ცემის სიხშირე(ნორმალური პულსი)მერყეობს
60-დან 80-მდე,მაგრამ თავისი,ალბათ 90-დან 110-მდე იქნება.
სამივე მას მივაშტერდით,თავზე ქათმის ბუმბულები უფრიალდება,მისმა გამოხედვამ ჩემში ღიმილი გამოიწვია.
-სანდრო საქათმიდან მორბიხარ?-ტუჩის კუთხე ჩატეხა იოანემ.
-არა...უჰ...ვაიმე...წყ...-კედელს მიეყრდნო სულის მოსათქმელად,დიანა მიცუნცულდა და წყალი მიაწოდა.
-მშვენიერი ვარცხნილობაა,აი სუფთა ქათმური-განაგრძობდა შაყირს იოანე-ალბათ მამალს მოეწონე და გამოგეკიდა.
-ძმაო!აცალე სულის მოთქმა ვააა-გამწარდა დიანა.
როგროც,იქნა სული მოითქვა და პულის სიხშირეც ნორმაში ჩაუდგა,ჰაერში ქათმის სუნი შევიგრძენი,არა მარტო ქათმის,ასევე ძაღლის მოსაქმულში ჩაკრული ფეხსაცმლის არომატიც.
-აუჰ,ძალიან დავიღალე-ადუდღუნდა ხრიწინა ხმით სანდრო.
-მოყვები დღეს რა დაგემართა?შევღონდი უჰ-აენთო დიანა.
-შემოსასვლეში ძაღლების არმია დამესხა თავს-შეწუხებული სახით დაეშვა სკამზე.
-მერე ეგ ქათმის ბუმბულები საიდან?-გადაიხარხარა იოანემ.
-ჯანდაბა და ჭირი ამ ბუმბულებს,ღამით ვერ დავიძინე და ლუკას ოთახში გავედი,ამ შეჩვენებულს-ხელი ჩემი სხეულისკენ გამოიშირა სანდრომ-ბუმბულები ჩაუტენია ბალიშში და რო გავიღვიძე ქათმის სუნად ვყარდი-მის ნათქმაზე ყველას გაგვეცინა.
სინამდვილეში ჩემმა ბლაყუა ძმამ გამიტენა ქათმის ბუმბულებით ბალიში. შურის საძიებლად მოიმოქმედა ვითომ?ერთი კვირის წინ ტომატი გადავასხი თავზე,რადგან გამამწარა,ალბათ ეს ამ მიზნით გააკეთა,თუმცა კარგია სანდროს გრძელთმებს უფრო მოუხდება,ვიდრე ჩემს ქერა,მოკლე თმას.
-სახლში აბაზანა არ გაქ?თუ ჩვენც გინდა რო აგვაყროლო?-გაუმკაცრდა ხმა იოანეს.
-არა მომისმინეთ ახლა უფრო ბევრად სერიოზული,რაღაც მოვიპოვე-სამივეს დაგვეძაბა ყურადღება-ის ნაჭერი შენ რომ იპოვე გუშინ ხო იცი?-იოანემ თავი დაუქნია-მაგ ნაჭერის პატრონი ვიპოვე.
-ჰა?და ვინ არის? ან როგორ იპოვე?-წამოენთნენ და-ძმანი.
-შენობის თავზე ორი კამერა აღმოვაჩინე,ერთი გაფუჭებულია,აი მეორე კი გაურკვეველია, ხოდა მივედი ღამე შესამოწმებლად,სადღაც პირველი საათისკენ,მერე იქ გოგონდა დამხვდა, თუმცა დაფრთხა და გაიქცა.
-და რა იცი რომ მისი ნაჭერია?-ჩემი კითხვა აღმოხდა დიანას.
-ზუსტად ისეთივე მაისური ეცვა,როგორიც ჩვენი ნაპოვნი ნაჭერია,თანაც სისხლიანი.
ოღონდაც ეს არა აპარატი აწრიპინდა,ეს მგონი ჩემი გულის სიხშირის დაცემის ხმაა,ირგვლივ ისევ ატრიალდა ყველაფერი,ამჯერად ყურების წუილიც დამემატა,ასევე შევიგრძენი კანკალი და სხეულის ტემპერატურის აწევა,თითქოს ყელში მიჭერდნენ,შევძელი წამოყვირება ამდენი ხნის მერე. გაგუდული ხმები ერთმანეთში აირ დაირია,თვალები დამეხუჭა და კიდევ ის გოგო გამომეცხადა.
ჩემსკენ წამოიწია,მის თითოეულ ნაბიჯს უფრო საშინელი ხმა აქვს ვიდრე იმ აპარატს. ცოტაც და გავაფრენ,მარცხენა თვალიდან სისხლი,ხოლო მარჯვნიდან შავი სითხე გადმოსდის,პირის გაღებისას მწვანე ნივთიერებას გამოყოფს,რომელიც ჰაერში იფანტება.
-1 კვირაში მოკვდები!-ისე თქვა ძლივს გავიგონე.
-რა?
რაა???მე ლაპარაკი შევძელი?ჩემმა ხმამ გამაკვირვა,მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.
-ჰეი სად მიდხარ,დაბრუნდი,სახელიც არ გითქვამს ჰეიი-გავეკიდე ბნელ გამოქვაბულში.
-ლორდი-თქვა და გაქრა.
აჰა მშვენიერია,ლორდიო?
***
რამდენიმე საათი ჭერს ვუყურებდი,ლაპარაკი შევძელი,მაგრამ რას ნიშნავდა იმ გოგოს სიტყვები?ნუთუ მართლა ერთ კვირაში მოვკვდები?არა ეს სიმართლე ვერ იქნება,მაგრამ რაც მე მხდება თავს ეს ხო არი რა სიმართლეე. როგორმე გზა უნდა ვიპოვო და ჩემს მეგობრებს დავუკავშირდე,მაგრამ როგორ?
სანამ მე ჩემს თავთან ვსაუბრობ მოულოდნელად კარი გაიღო და ნინი შემოვიდა. გაოცებული სახე ჰქონდა,ნაბიჯი შეანელა და ახლა დამდგარი შემომცქეროდა. ის სურვილი რომ მივვარდე და ჩავეხუტო კიდევ გამომიცოცხლდა და მკლავს ეს, აი მისი გამოხედვა კი მაჩოქებს. რახან ერთი კვირა დამჩა ვადა სიცოცხლისა,იმედია სამოთხეში სიყვარული ცოდვა არ არის,თორემ ცოდვილი ვიქნები და მუდამ დაჩოქილი.
და თუ მაინც გარდავიცვლები მინდა ვარსკვლავად ვიქცე,რადგან ნინის გზა გავუნათო და ერთ მშვენიერ ღამეს მის თვალწინ მოვწყდე და ყველაზე ლამაზი სურვილი ავუსრულო. სიკვდილის არ მეშინია,რადგან როცა მე ვარ ის არ არის, ხოლო როცა ის არის მე აღარ ვაარ.
ნინიმ,როგორც იქნა ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ,ხელებ აკანკალებული სახეზე შემეხო, ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის არის,რომ მე ეს ვიგრძენი,მისი მუდამ თბილი ხელები.
ნელ-ნელა თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა,ნუთუ ის ჩემს გამო ტირის?და მე დებილი რომ არ შემიძლია შეხება ასე უნდა ვიყო?ეს ხომ სრული სიგიჟეა!!
-ლუკა-მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო,მთელი სხეულით მომეკრო და ცხარედ ტიროდა.
გალაქტიონს უთქვამს რომ უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, მის გარეშე უკვდავება და სილამაზე არ არსებობს. მათ, ვისაც უცნაური, არალოგიკური სიყვარული ეწვევა, მას ბრმად თვლიან. უიღბლოებისათვის სიყვარული ცალმხრივია. ხოლო ბითლზებისათვის კი სიყვარული იყო ის ყველაფერი, რასაც თვლიდნენ რომ ადამიანს ჭირდებოდა.
და მე როგორი ვარ?ან საერთოდ ვარ?ვინ ვარ?
უიღბლო?
არაა უიღბლოს ვერ დავარქმევ ჩემს თავს,რადგან ამისთვის უამრავი მიზეზი მაქვს,მყავს ოჯახი,საყვარელი ქალი,მეგობრები,მაგრამ მე ვინ ვარ?
ერთი გაურკვეველი ტიპი!
ამწამს ორ რაღაცას ვგრძნობ,პირველი იმას რომ ნინი მეხვევა და მეორე იმას რომ მას იგივეთი ვერ ვპასუხობ.
ღია კარში უცნობი ბიჭი ჩნდება,მაღალი,მხარბეჭიანი ხორბლისფერი ტიპი,უახლოვდება ნინის და თავის მკერდზე იხუტებს.
და თქვენი აზრით მე რას ვგრძნობ ახლა?
გამახსენდა ის მესიჯი "ძილინებისა ჩემო პრინცესა",ნუთუ უიღბლო ვარ?
არა...
არააა...
მე მე დაწყევლილი ვარ.



№1  offline წევრი სამხარა ძეეე

და მადლობა შენ კითხვისათვის:))

 


№2  offline წევრი სამხარა ძეეე

გავითვალიდწინებ

 


№3  offline წევრი triniti

Rogor mainteresebs ra moxdeba ert kvirashi ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent