შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზესავით თბილი და ცასავით უ'საზღვრო [სრულად]


4-07-2018, 17:35
ავტორი Mathew
ნანახია 2 460

წვიმაში იდგა,
მორბენალ ხალხს აკვირდებოდა.
სხვები კი მას აკვირდებოდნენ.
მათთვის გიჟს გავდა.
შავი,მხრებამდე თმები გაეშალა
და ტანზე ქონდა დაყრილი.
მუქ,ლურჯ თვალებს უმისამართოდ დააცეცებდა.
თითქოს ვიღაცას ეძებდა,თითქოს ვიღაცას ელოდა.
ყვითელი,გაშლილი კაბა ეცვა.
თეთრ ტანზე მიკვროდა კაბა.
მის წვრილ ხელებზე კი ლურჯი ვენები მკვეთრად ჩანდა.
თლილი თითები ერთმანეთში აეხლართა და ათამაშებდა.
წვიმის მიუხედავად მაინც ელოდა,ელოდა იმას ვინაც ლურჯი შეაყვარა.
ბოლოს დაინახა.
ხალხში მორბოდა,ლურჯი პერანგი ტანზე ჰქონდა აკრული.
მუქი შავი თმები დასველებულიყო, და მისი წვეთები სახეზე მოთამაშე წვიმის წვეთებს ერწყმოდა.
მუქ ყავიფერ სფეროებს იქეთ-აქეთ დაათამაშებდა,ზოგჯერ მათშო მორბენალი მწვანე ფერი გამოანათებდა.
უცებ შენიშნა ხალხში,ყვითელ კაბაში გამოწყობილი გოგონა.
მიუახლოვდა და ხელები მთელი ძალიან მოხვია.
მის თმაში ჩარგო ცხვირი,და ღრმად შეისუნთქა მისი გამაბრუებელი სურნელი.
გოგონამაც გამოაძვრინა თხელი ხელები,ის ის იყო ბიჭისთვის უნდა მოეხვია,როცა ლურჯი გაქარა.
აღარც ბიჭი ჩანდა.
^^^
საწოლიდან წამოხტა და სააბაზანოში შეიკეტა.
სახეზე წყალი შეისხა და უცებ გაუსწორა თვალი მის ანარეკლს.
გლოვობდა.
მისტიროდა დაკარგულს,მაგრამ სხვებთან თავს ძლიერ გოგოდ ასაღებდა.
განა სუსტი იყო?
არა!ვერ იტანს სუსტებს!
მაგრამ წარსულმა ატკინა.
იმ წარსულმა,რომელიც ვერ მოიშორა.
ვერ დაივიწყდა!
არც უნდოდა დავიწყება!
ვერ გაიქრო მისი კვალი!
წარსულმა ატკინა,რომელმაც ლურჯი დააკარგვინა.
ლურჯის დაკარგვას ყვითლის დაკარგვაც მოყვა.
ასე გაქრა მზესავით თბილი და ცასავით უ'საზღვრო!
მხოლოდ შავი დარჩა!
წყვდიადისფერი შავი!
ისიც უყვარდა,მაგრამ მზეს და ცას ვერ შეუცვლიდა!
ტკიოდა ოთოს დაკარგვა,მაგრამ ჯეროდა,რომ ადრე თუ გვიან შეხვდებოდა.
მის შეხვედრამდე წითელიც უნდა ენახა.
აი,ის მუქი წითელი მისი ვენებიდან რომ გადმოვიდოა.
მზად იყო ამისთვის!
არ აინტერესებდა სხვა.
მხოლოდ ლურჯის ნახვა უნდოდა.
მისი გული ყვითლად ცემდა.
ოთოს გული ლურჯად.
როცა ოთოს გული გაჩერდა,მისი გაშავდა.
ფეთქავს,მაგრამ ძალიან უჭირს.
არ იცით თქვენ რა ძნელია,ყვითელი ლურჯის გარეშე.
არ იცით თქვენ ყვითელი ლურჯს როგორ უხდება,ან ლურჯი ყვითელს!
არ იცით როგორ არიან ერთმანეთთან დამოკიდებულნი!
ყოველი შემთხვევისთვის იყვნენ მაინც,სანამ ყვითელის ლურჯი სილურჯის სამეფოში არ ავიდა.
ხო აი ასე,გაუფრთხილებლად აფრინდა სხვა ლურჯებთან.
ძნელი იყო.
განა არ იქნებოდა.
საყვარელი ადამიანი დაკარგა.
ის,რომელიც მუდამ მასთან ყოფნას ეფიცებოდა
ის რომელიც ბედნიერებას პირდებოდა.
ის,რომელმაც ლურჯი შეაყვარა.
ის,რომელმაც დაანახა თუ რამხელა ძალა აქვს ერთად ლურჯს და ყვითელს.
და ის,ვინაც სიყვარული მხოლოდ ხუთი სიტყვით აუხსნა.
-მზესავით თბილი და ცასავით უ'საზღვროო უთხრა.
ლურჯი სიყვარულის ფერიაო,ორივე ამას გაიძახდა.
ყვითელი ბედნიერების და სითბოს ფერიაო.
ორივე უსასრილო და უსასზღვრო უნდა ყოფილიყო.
მაგრამ გაქრა.
წავიდა ოთო და ლურჯიც წაიღო.
მარტო დარჩა ანინე.
ყვითელიც წაიღო ოთომ და ახლა მხოლოდ შავი დარჩა.
შავი,რომელიც შიგნიდან ღრღნის.
შავი,რომელიც სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
შავი,რომელიც გულს უჩერებს.
უნდა ანინეს გულის გაჩერება.
არ უნდა,რომ თავი მოიკლას.
ამას მხოლოდ სუსტები აკეთებენო ოთომ უთხრა,მაგრამ სუსტები ამას მაშინ აკეთებენ როცა გონიათ,რომ ყველაფერი დამთავრდა.
საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას ართმევენ.
ანინემ კი იცის,რომ ბედნიერი მაშინ იქნება თუ ის,ისევ გაყვითლებული აფრინდება ლურჯების სასახლეში.
იცის,რომ ბედნიერი მაშინ იქნება თუ ისევ მოეხვევა ოთოს.
იცის,ყველაფერი იცის,მაგრამ არ იცის ის თუ როდის გააკეთოს ეს.
ვერ ნახავდით ოთოს ანინეს გარეშე.
ერთი მთლიანი იყვნენ,აი ასე,უბრალოდ!
ოთოსთან წასვლამდე მისი საბოლოოდ ნახვა გადაწვიტა,მას კი მხოლოდ სიზმარში ხედავდა.
შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ,მაგრამ სჯერა ანინეს,რომ ზემოთ ასვლისას ის მას ნახავს.
თვითონ თუ არა,ოთო მაინც იგრძნობს მის მოსვლას და ისევ ისე ჩაეხუტება.
მაგრამ ახლა,უნდა რომ საბოლოოდ ნახოს მისი სახე.
შეიძლება ვერ იგრძნოს ოთომ,შეიძლება ვერც თვითონ ნახოს ან საერთოდ დაბნელდება და მორჩა,ვერ ავიდეს ზემოთ.
ვერ მოხვდეს ლურჯების სამფლობელოში,სადაც ის იქნება ერთადერთი ყვითელი.
ის იქნება პირველი ყვითელი,რომელიც ლურჯს ეკუთვნის.
^^^
საწოლზე კომფორტულად მოთავსდა,ბალიშს ხელები მოხვია და დაძინება სცადა.
ძილის წინ ისევ ოთოზე ფიქრობდა.
მისი ღიმილიანი სახე წარმოიდგინა,ტანში გასცრა.
საოცრება იყო!
ერთადერთი იყო ოთო!
გამორჩეული და განსაკუთრებული!
მოკაშკაშე თაფლისფერი თვალები,რომელშიც მწვანე ფერიც საოცრად დაცურავდა და შეუდარებელ კონტრასტს ქმნიდა.
ხშირი შავი თმები ქონდა,მუდამ აბურდული,მაგრამ სასტიკად სიმპატიური იყო.
სწორი ცხვირი ქონდა და მუქი,სქელი ტუჩები.
ღიმილის დროს თვალებს ხუჭავდა,ლოყაზე კი ნაკეცები უჩნდებოდა!
წვერი მუდამ დაბალზე ქონდა.
საოცრება იყო ოთო,მაგრამ ის მხოლოდ ანინესიბიყო!

^^^
ზაფხული იყო მაშინ.
ანინესთვის ზაფხული ყვითელია,ყვითელი წელიწადის დრო.
ყაზბეგში იყო,ბუნების მშვენიერებით ტკბებოდა და ლურჯ ცასთან უფრო ახლოს იყო.
მაშინ,სახლიდან მოშორებით,ტრიალ მინდორში იწვა და ლურჯ ცას შეჰყურებდა.
-ლამაზია არა?-უცებ მოესმა ზურგს უკან ბოხი ბარიტონი,რომელმაც ტანში თავიდან ბოლომდე დაუარა.
-კი,ლამაზია ცა.მითუმეტეს მაშინ როცა ლურჯს მზის ყვითელი ერევა.
-იცი, ერთადერთი ხარ ვინც ცას ლურჯი უწოდა-უკან არ შეუხედავს,მიხვდა,რომ ბიჭი უღიმოდა.
-შენც გგონია რომ ლურჯია?
-კი,ის ხომ უსასრულოა.-ახლა ანინესთან ახლოს მივიდა და გვერდით მიუჯდა.
-ანუ ლურჯი უსასრულობის ფერია.
-ხო,ლურჯი უსასრულობის და სიყვარულის ფერია.
-ნეტა ზემოთ როგორია?
-ზემოთ,ცაში.იქ ლურჯების სამფლობელოა,ყველა ვინც იქაა ლურჯია,მაგრამ მაშინ ,როცა მათთან მათი მეორე ნახევარი მივა ,ყველას ეყოლება მისი ფერადი მხარე.
-ნეტავ იქ ლურჯს თავისი ყვითელი თუ ჰყავს?
-არა.
-შენ საიდან იცი?
-შენ ყვითელი არ ხარ ანინე?
-კი ვარ.-არ უნდოდა ის ეკითხა თუ საიდან იცოდა უცნობმა მისი სახელი,პირიქით,ესიამოვნა კოდეც ეს.
-შენ ჯერ აქ ხარ,ის ლურჯი კი რომელსაც ეკუთვნი შენ გვერდით.
-ანუ მე შენი ფერადი მხარე ვარ.
-ყოჩაღ ანინე.
-და ჩემ ლურჯს რა ქვია?
-ოთო.
-ლურჯი ოთო?სასაცილოდ ჟღერს.
-მართალია.ამიტომ მარტო ოთო დამიძახე,ან მხოლოდ ლურჯი.
-ლურჯო როგორ მიპოვე?
-არ ვიცი,,შენამდე გაუაზრებლად მოვედი,ალბათ ასე იყო საჭირო.
-ისევ შევხვდებით?
-ყოველ დღე ანინე.
-იცოდე ვიმახსოვრებ ოთო-ფეხზე ნელა წამოდგა,ლოყაზე ტუჩები მიაკრა და წავიდა.სიმწვანეში გაუჩინარდა ყვითელი.
მართლაც აასრულა ოთომ მისი პირობა,ყოველ დღე ხვდებოდა ანინეს.
ყოველ დღე საუბრობდნენ,ერთმანეთს უკეთ იცნობდნენ.
ბოლოს,უბრალოდ აღარ შეეძლოთ უერთმანეთოდ.
ანინე ქალაქში დაბრუნების წინ ძალიან ღელავდა.
არ უნდოდა ოთოს დატოვება,უნდოდა ის სამი თვე უფრო გაგრძელებულიყო,მაგრამ მაიმც უწევდა უკან დაბრუნება.
საშ ნლად გრძნობდა თავს,იმის გაფიქრებაც კი ტკენდა,რომ ოთოს ვეღარ ნახავდა.
ეს აღარ იყო ადამიანზე დამოკიდებულება.
ამას სიყვარული ერქვა.
გრძნობა,რომელმაც ლურჯი და ყვითელი გააერთიანა.
მზესავით თბილი და ცასავით უ'საზღვრო!

^^^
საწოლიდან წამოდგა,კარადა გამოაღო და მთლიან,ლურჯ კაბას დაავლო ხელი.
ტანსაცმელი გაიხადა და სარკის წინ დადგა,ლურჯ ვენებს გააყოლა თითი.
შემდეგ ლავიწებზე გადაისვა,ტუჩებზე და ნეკნებზე.
ბოლოს,საბოლოოდ შეხედა თავის თავს,ერთხელ გაუღიმა და ლურჯი კაბა გადაიცვა.
ფეხზე ყვითელი კეტები ჩაიცვა,თმა გაიშალა და სააბაზანოში შევიდა.
წითელს უნდა შევხვდეო გაიფიქრა,ერთხელ შეათამაშა ბასრი საგანი ხელში და სწრაფად გადაისვა წვრილ მაჯაზე.
ლურჯი ვენები გაწყდა,იქედან კი მუქი წოთელი სითხე წამოვიდა.
თეთრი წითელმა შეცვალა,ის კი ნელ-ნელა სუსტდებოდა.
ძირში დაეცა,თვალები ეხუჭებოდა,საბოლოოდ წასვლამდე კი ხმადაბლა დაიჩურჩულა.
-მზესავით თბილი და ცასავით უ'საზღვრო.
ოთო,მე მოვდივარ,მე ამოვალ და შენ იპოვი შენ ფერად მხარეს-გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა და საბოლოოდ დაბნელდა.

^^^
დიდი კარები შეაღო და ირგვლივ მიმოიხედა.
მართლაც,ირგვლივ ლურჯები იყვნენ.
ისიც ლურჯი იყო,მაგრამ თან არ ყოფილა.
იქ რომ ყოფილიყავით,მიხვდებოდით,რომ ის ყვითელი იყო,ყვითელი რომელიც ლურჯებში ლურჯად მოვიდა,მაგრამ იმ ერთი ლურჯისთვის მაინც ყვითელი იყო!
კიბეები ნელი ნაბიჯით ჩაიარა.
შეცვლილიყო.
აღარ ტკიოდა.
ისევ ანათებდნენ ლურჯი თვალები.
ნელი ნაბიჯებით მიდიოდა და ისევ ისე დააცეცებდა თვალებს,თითქოს ვინმეს ეძებსო.
იცოდა,რომ იქ იყო.
იცოდა,რომ ხედავდა,მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა
იცოდა,რომ ეშინოდა.
ცენტრში დადგა,დატრიალდა.
ბოლოს გაჩერდა და დაიჩურჩულა.
-მზესავით თბილი და ცასავით უ'საზღვრო.-უცებ გამოიჭრა წინ ოთო,გოგოსთან მივიდა და ხელები მთელი ძალით მოხვია.
ხელები გამოაძვრინა ანინემ და შემოხვია.
აღარ გამქრალა ოთო,ისევ თავის ადგილას იყო.
ანინეს ხელზე აღარ ქონდა სიწითლის კვალი.
ახლა ორივე ცაში იყო.
თან მიწაშიც.
ყველაგან ერთმანეთის გვერდი-გვერდ იყვნენ.
ვთქვი,ყვითელი ლურჯის გარეშე ვერ იარსებებს,ვერც ლურჯი ყვითელის გარეშე-მეთქი
ერთმანეთს ეკუთვნოდნენ,ერთნი იყვნენ!
ხო,აი ასე,უბრალოდ!
ლურჯი და ყვითელი!
ყვითელი და ლურჯი!
ცა და მზე!
მზე და ცა!
სითბო და უ'საზღვრობა!
უ'საზღვრობა და სითბო!
ბედნიერება და სიყვარილი!
სიყვარული და ბედნიერება!


უნდა დამეწერა!
უმდა ამეტვირთა!
იმედია გამომივიდა და გასიამოვნებთ ^^
და ხო,ეს ისტორია საჩუქარია.
საჩუქარია ანასთვის,რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს.
დავპირდი და ვალდებულიც ვიყავი!
ჩემი ლურჯია ის და ეს ისტორია მისია!
შეიძლება ვერ
მიხვდეთ,მაგრამ ანა გაიგებს.ვიცი,რომ თქვენც მოხვდებით,ყველაფერს თუ არა ნაწილს მაინც.
მადლობა^^



№1  offline მოდერი Mathew

ელპინი
ვაიმეეეეეეე!!!!
ცოტა ძაან გიჟი ხარ, შენ თავს ვფიცავარ. გუშინ რომ მითხარი - საჩუქარიც იქნებაო, გულმა რამდენი დარტყმა გამოტოვა, არც კი მახსოვს.
ველოდებოდი დღეს, მაგრამ ასეთსაც არა.
შენ ყველაზე კარგად იცი, რამდესაც ნიშნავს ჩემთვის ლურჯი და უკვე ყვითელიც.
ღმერთს გეფიცები, ახლა ტირილისგან თვალები მტკივა უკვე და ხო გითხარი, გამიფრთხილდი, ასე ხშირად ნუ მატირებ-მეთქი.
აღარ ვიცი, რამდენი მადლობა ან რა სიტყვები უნდა გითხრა. არც კი იცი, რა დამმართე და საერთოდ რას მიკეთებ.
რა გინდა, ადამიანოოოოო?!
გინდა, რომ გული გამისკდეს, ხო?!
ეს ერთი ციდა გოგო, რანაირად ახერხებ ამდენს ჩემთვის და სულ ჩემზე როგორ ფიქრობ, მიკვირს.
ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ მე შენით!
გოგას მადლობა უნდა გადავუხადო, საიტი, რომ შექმნა და შენი თავი მაჩუქა.
დღეს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი დღე მაქვს და ყველა ორიგინალური საჩუქარი შენი იყო, დამიჯერე, დაო.
თუ რამე საჩუქარი მივიღე, ყველას გადაწონის აბსოლიტურად ეს და ჩათვალე, რომ ყველაზე დიდი საჩუქარია, რისი გაკეთებაც ჩემთვის შეგიძლია. ამაზე დიდს, ვეღარაფერს მაჩუქებ!
ყველაზე, ვაფშე ყველაზე მაგარი გოგო ხარ, დაო!

არც ერთი სიტყვა არ გადმოსცემს შენს ჩემდამი სიყვარულს!
და ვერც ვერასდროს ავხსნი იმას, როგორ გაფასებ.
არც ის ვიცი, რას გეუბნები ახლა ამ მერე რა სიტყვები უნდა გითხრა, საშინლად დაბნეული და გულაჩქარებული ვარ, მაგრამ იცოდე, რომ შენ საუკეთესო ხარ ჩემს ცხოვრებაში!
ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი ხარ, დაო!
დღეის მერე, ათასმაგად მიყვარხარ და ჩემი სიამაყე ხარ შენ!
გუშინ იმხელა ტექსტი მომწერე და მე დებილმა, ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ წესიერად მეპასუხა შენთვის და არა, ბანალურად, როგორც ყველას, მაგრამ შენ ხომ იცი ჩემთვის რამდენსაც ნიშნავ.
ისე ვიყავი გათიშული, იმდენი რამის თქმა მინდოდა და რეალურად ვერაფერი გითხარი.
მადლობა, მადლობა და კიდევ ათასი მადლობა აბსოლიტურად ყველაფრისთვის.
საუკეთესო ხარ, ყველაზე გიჟი და არანორმალური ერთი ციდა გოგო ხარ!!!
ჩემი ბედნიერება და ყველაფერი ხარ!!!
სიგიჟე ხარ შენ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მაგარი და დიდი სიგიჟე!!!
ვგიჟდები შენზე, მიყვარხარ უზომოდ და სუნთქვა ხარ ჩემი, დაო!!!

სათაურზე გულმა ხუთი დარტყმა გამოტოვა და სუნთქვაც დამავიწყდა.
ისევ ვტირი და აღარ ვიცი, რა უნდა ვქნა ახლა.
დედას ვფიცავარ, მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა, მაგრამ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა.
მადლობა ლურჯისთვის,
მადლობა ყვითლისთვის,
მადლობა ოთოსთვის,
მადლობა ანინესთვის!!!
ყველა გრძნობისთვის მადლობა.
აქ დაწერილი ყველა სიტყვისთვის მადლობა, ყველა მძიმე და წერტილისთვის.
მადლობა, რომ დამითმე დრო.
რომ ასე გიყვარვარ და რომ ამდენს ვნიშნავ შენთვის!!!
ჩემთვის არასდროს გეზარება რამის გაკეთება და ყოველთვის მზად ხარ ჩემთან იყო.
მადლობა, რომ მისმენ ყოველთვის და რჩევებს მაძლევ.
კიდევ ძალიან ბევრი მადლობის თქმა მინდა, მაგრამ სიტყვები მეკარგება ისე ვარ ემოციებში.
უზომოდ ბედნიერი ვარ შენით!!!
მიყვარხარ უსაზღვროდ.
და ზუსტად ისეთი დასასრული იყო მე, რომ ვგიჟდები და მიყვარს.
არაფერი დაგიკლია, ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო ყველაფერი და კიდევ მადლობა!!!
მიყვარხააააარ!!!
და მინდა კიდევ ბევრჯერ გაგიმეორო ეს, არასდროს დავიღლები!!!

გიჟი ხარ,
არანორმალური,
ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი,
ყველაზე ლამაზთვალება გოგო
და ყვითელზე შეყვარებული!!!
მადლობააააა!!!!!!
მიყვარხარ, მიყვარხარ და მიყვარხარ!!
გკოცნი ბევრს, დაო!!
ჩემი გული ხარ შენ და ყოველთვის ჩემთან იქნები, ვიცი.
საუკეთესო ხარ!!
ყველაზე პატარა გოგო, ყველაზე დიდი გულით და მადლობა, რომ ასე გიყვარვარ!!!
ჩემო გულო!!!
❤❤❤❤❤❤

ახლა რა უნდა გითხრა?
ხო გიჟი ვარ,მაგრამ მხოლოდ შენი!
შენთვის რასაც ვაკეთებ,დამიჯერე ესეც არაფერია!
მინდოდა,რომ რაღაც მეჩუქებია.
შეიძლება სხვისთვის ეს არაფერი იყოს,მაგრამ შენთვის და ჩემთვის ბევრს ნიშნავს!
არ მინდოდა მხოლოდ ის 532 სიტყვა,მეტი მინდოდა და ახლა ვხვდები რომ გამომივიდა.
გოგას მადლობას მეც გადავუხდი.
გეფიცები,ახლა მეც უზომოდ ბედნიერი ვარ!
მადლობა,ყველაფრისთვის და ახლა ეს თითოეული შენი დაწერილი სიტყვა,ჩემთვის ძალიან ბევრს უდრის.
დასასრული-აქ საქმე ძალიან კარაგდ წავიდა!
იცი რატო?
კარგიცაა და ცუდიც-ჩვენ ვართ!
ეს ისტორიაც ჩვენ ვართ!
მაგრამ შენია!
შენ გჩუქნი!
ჩემი ლურჯი ხარ!
და ეს ისტორიაც ლურჯისაა!
არაფრის დაო!
და კიდევ ერთხელ გილოცავ!
ადრე თუ შენი ანუკი ვიყავი,ახლა შენი გიჟი ვარ ^^

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის წაკითხვა და კკიდევ უფრო სასიამოვნოა ასეთი ურთიერთობის ხილვა როგორიც თქვენ გაქვთ heart_eyes

 


№3  offline მოდერი Mathew

ბელუ შეროზია
ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის წაკითხვა და კკიდევ უფრო სასიამოვნოა ასეთი ურთიერთობის ხილვა როგორიც თქვენ გაქვთ heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ^^
მგონი ჩემთან პირველად გამოჩნდი და ძალიან მიხარია შენგან ასეთი დადებითი შეფასება ^^

 


№4  offline წევრი Ninuca)

Auu rakargi ikoo❤unarebis gamocdis damgleli dgis shemdeg damshvideba am istoriashi vpove..da kide mixaria rom tkven ors egeti tbili urtiertoba gakvt..minda sul egre tkbilad ikot ertmanettan da tkvenimegobroba didxans gagrdzeldes❤

 


№5  offline მოდერი Mathew

Ninuca)
Auu rakargi ikoo❤unarebis gamocdis damgleli dgis shemdeg damshvideba am istoriashi vpove..da kide mixaria rom tkven ors egeti tbili urtiertoba gakvt..minda sul egre tkbilad ikot ertmanettan da tkvenimegobroba didxans gagrdzeldes❤

აუუ შენ როგორ გამახარებახკა არ იციი ^^ ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ^^

 


№6  offline წევრი Ninuca)

Girl with pretty smile
Ninuca)
Auu rakargi ikoo❤unarebis gamocdis damgleli dgis shemdeg damshvideba am istoriashi vpove..da kide mixaria rom tkven ors egeti tbili urtiertoba gakvt..minda sul egre tkbilad ikot ertmanettan da tkvenimegobroba didxans gagrdzeldes❤

აუუ შენ როგორ გამახარებახკა არ იციი ^^ ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ^^

არა რისი მადლობა საყვარელო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent