შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..და ახლა...


23-02-2018, 13:34
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 496

ციდან ფოთოლი ცვიოდა ლურჯი,
ისეთი ლურჯი, როგორც იმედი,
იქ აღარ დამხვდა ჩემი საუნჯე,
წამოსაღებად როცა მივედი

მარტო მივყვები ბილიკებს ჩემთვის,
რამ არ ვახსოვარ, არსად, არავის,
თავს შემახსენებს ნაცნობი ჟესტით,
გულში გაშლილი მწვანე კარავი.

არ ვთოვარ უკვე ძვირფასო არსად,
ღამეულ ქალაქს უჩემოდ აწვიმს,
გუშინ დუმილის მეხი გავარდა,
ფრთებში დაეცა აფრენილ არწივს.

დღეა ნათელი, რუხი და მრუმე,
თავად არ ვიცი, რა მიხარია,
შეშლილ კარიბჭეს დავადებ რუნებს,
ეს არსებობაც ხომ სიზმარია.. არა?!

თუ არა.. წამოდგნენ მთები,
აღდგეს ბუნება თუნდ ერთხელ მკვდრეთით,
მელიცლიცება სახეზე თმები,
და ისევ ბალიშს მივეკვრი მკერდით.

რომ ეს არსება შენით სავსეა,
ამას რად უნდა, მითხარ, სამყარო?!
რომ შენ სხვისი ხარ და ეს ასეა,
რომ პლანეტიდან მინდა ჩაგვყარონ..

მოფრინავს ციდან ფოთლები ლურჯი,
როგორც სიზმარში შენი აჩრდილი,
მე დავიმონე.. ზმანება ურჩი,
და ახლა.. ბნელში გდია დაჭრილი...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰო, საშინელებაა და უფრო მეტად საშინელებაა როცა იცი რომ არ გაივლის

 


№2  offline მოდერი bla.ell

ლაზარე 13
ჰო, საშინელებაა და უფრო მეტად საშინელებაა როცა იცი რომ არ გაივლის

იქნებ გაიაროს...ეგ შენზეა დამოკიდებული გააჩნია რამდენს იფიქრებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent