შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომობანა (სრულად)


4-07-2018, 21:12
ავტორი რუთენა
ნანახია 3 737

რამდენი ადამიანის სიკვდილია საჭირო, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ დამრთავდეს? რამდენმა ბავშვმა უნდა დაკარგოს მშობლები, დები, ძმები ბავშობა და მომავალი, რომ ერთხელ და სამუდამოს მსოფლიოს ყველაზე მრისხანე დიქტატორებმა შეწყვიტონ და გაიზარონ, რომ ძალაუფლება არ ნიშნავს მსოფლიოზე საყოველთაო ბატონობას და რომ მათი უბრალო აკვიატება, იყვნენ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერნი და ცხოვრობდნენ ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უბრალოდ ავადმყოფობაა და მეტი არაფერი! მათი განდიდების მანია და ავადმყოფური სურვილი, რომ ყველას მათი უნდა ეშინოდეს დედამიწას აცამტვერებს! ადამიანთა მოდგმას აქრობს, სიყვარულს, რწმენას და იმედეს უკლავს ყველას! და მაინც რამდენი ადამიანის სიკვდილია საჭირო „სიმშვიდის’’ დასამყარებლად!?....
მახსოვს უკანასკნელი შემოდგომა , ჯერ კიდევ სიმწვანე მოსავდა დედამიწას! მახსოვს, ბავშები ეზოში წრეში ბურთს რომ თამაშობდნენ!, მახსოვს დედები, რომლების საღმოს ხანს ხეხილის ბაღებიდან დაბრუნებულები, როგორ დაუზარებლად იწყებდნენ საღამოს ვახშმის მომზადებას და მახსოვს მათი თვალები , მეუღლეების მოლოდნში , როგორ გაცქეროდნენ ეზოს და გაფაციცებით ელოდენენ მათ საყვარელ მამაკაცებს, და მახოვს მამააცები, რომლებიც სახლში დაღლილები მოდიოდნენ, მაგრამ თავიანთი პატარებისთვის ყოველთვის, რჩებოდათ დრო და ძალა, რომ მათთან ერთად დაჭერობანა ეთამაშათ! მახოვს უკანასკნელი შემოდგომა! ჩამავლი მზე, ხეხილის ბაღიდან მოსული ქალები, ბავშები და მამაკაცები.... მათი თვალები და მათ თვალებში რწმენა ხვალიდნელი დღის!
წელიწადში ოთხი დროა! გაზაფხული, ზაფხული, შემდგომა, ზამთარი.. ყველა დროს თავისი წილი ბედნიერება მოაქვს ადამიანთა ცხოვრებაში....გაზაფხული სამყაროს გამოღვიძების საწყისია, ზაფხული შუალედი ბედნიერებისა და შრომის დაფასებისა! შემოდგომა შრომის გამოჟღავნება და ზამთარი სასწაული წლის დასასრულისა! მაგრამ, ყველაფერი ცვალებადია! ზოგჯერ უბრალოდ ყველაფერი ირევა და იწყება ქაოსი!
ბავშობაში ბაბუა, მიყვებოდა ზამთრის შესახებ ! ცივი მომნუსხველი ზამთრის შესახებ... ჩემი და მისი ზამთარი, რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მისი ზამთრი ბნელი და ცივი იყო, უმეტეს შემთხვევაში წითელიც, თოვლზე ნაკვალების დატოვება ყველაზე იოლია, ის შეიძლება რამდენიმე საათში, ციდან ახალად წამოსულმა თოვლმა გადაფაროს, მაგრამ, როცა თოვლი დადენება იმ ადგილას ისევ გამოჩნდება ძველი ამბები! ის მიყვებოდა ომზე და ომის ყველაზე საშინელი მხარეებზე, მაშინ პატრა ვიყვავი და არ მესმოდა მისი ნაამბობიდან თითქმის არაფერი, მაგრამ მის თვალებში ვხედავდი ტკივილს, არა ამქვეყნიუერ ტკვივილს, რომელიც სამუდადმოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში..... მას გამუდმებით რაღაცის ეშინოდა, ხმაურზე გაფაციცებით გვეძებდა და სამალავში ჩავყავდთ, პანიკაში ვარდებოდა, როცა რომელიმე ჩვენგანს ვერ გვპოულობდა, და სიხარულით ივსებოდა როცა , ახალი დღე იწყებოდა! უყვარდა მზე და მზეზე მეტად უყვარდა სიყვარული! როცა, უმაღლესსში ჩავაბარე, არ უნდოდა ჩემი გაშვება დიდ ქალაქში! ყოველი წასვლის წინ მარიგებდა, შემდეგ მეხუტებოდა და მემშვიდობებოდა.... ყველაზე ამაყი, როცა დიპლომით დავბრუნდი სახლში, და უკანსკენლად მაშინ იყო ამაყი როცა, დიდი ბაბუა გახდა !.... შემდეგ მისი ზამთარი დაიწყო.... სულ მალე კი ჩვენი ზამთარი დაიწყო და დღემდე გრძელდება.... ადამიანებს, რომელსაც ჩენი თავი და ქვეყანა ვანდეთ, გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა მეტისმეტად პატარა იყო და გაფართოება დაიწყო! ადამიანებს კი, რომელსაც ჩვენი ქვეყანის დასუსტება ასე ძალიან აწყობდა, გეგმების განხორციელება დაიწყეს!...
ომში ყველაზე საშინელი ის არის, რომ ასეთ დროს არავინ ფიქრობს ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანებზე, რომლებსაც ისიც ყოფნის, რომ გათენებისას ცაზე მზე ამოდის!
-როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი ოდესმე დასრულდება ? გახსოვს ჩვენი ძველი მეზობლები ? არტური, ლინდსი და მათი 9წლის შვილი ? გუშინ სოფლიდან წასვლა უცდიათ, მდინარე გადაუკვეთიათ და ნაპირთან გუშაგებმა მოკლეს!
-დამიანე და ლილი გააფრთხილე, რომ ეზოს არ გაცდნენ! ხვალ ქალაქში უნდა წავიდე და ჩვენი მარაგი გავავსო, თითქმის არაფერი დაგვრჩა! ასე ზამთარს ვერ გადავიტანთ!
-იქნებ ჩვენს წამოვიდეთ შენთან ერთად!?
-თქვენ სახლში იქნებით და დამელოდებით! კარგი, წამოდით დავწვეთ, ცეცხლს ჩავაქრობ შეშა ცოტა დაგვრჩა!
დილის 10 საათიდან საღამოს რვა საათამდე შეგვეძლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გვესარგებლა და ქალაქში წავულიყავით საჭმლის და სხვა საჭირო ნივთების საყიდლად! ტრანსპორტი, რომელიც ჩვენმა „მზრუნველმა მთვარობამ’’ დაგვიანიშნა პატარა ფურგონი იყო, რომელიც 15 კაცს ძვლივს იტევდა, კვირაში 3 ჯერ და დღეში ორჯერ გადაადგილდებოდა ჩვენი სოფლიდან ქალქამდე! ისედაც ნაცრისფერ სამყაროს ეს ნაცრისფერი ფურგონი შიშს და უსიამოვნო გრძნობას ტოვებდა! მძღოლოს მხარეს სარკე მომძვრალი იყო, საქარე მინები თითქმის ჩალეწილი, კარი სანახევდროს იხურებოდა... სკამები კი თითქმის არ არსებობდა! ქალაქი, რუხი და ცივი ხალხით იყო სავსე! ყველა სადღაც გარბოდა, ბავშებს თითქმის ვერ ნახავდით, სახლები კატეგორიებად იყოფოდა: ოთხი საყრდენი ბოძი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, ეზოები რომლებსაც ძვლის შესამჩნევად ემჩენოდა ღობის ნაკვალევი და სახლები, რომლებშიც მდიდრები და ომს გადარჩენილები ცხოვრობდნენ, მათი სახლების საკვამურიდან ყოვლთვის მოჩანდა ჰაერში მოფარფატე შავი კვამლი ! ქვაფენილი სანახევროდ ამოყრილი იყო! სავაჭრო დახლებთან, ხალხი ბუზებივით ირეოდა, ერთმანეთს რიგის დაუცველად უდგებოდნენ წინ! ჯიბის ქურდბაცაცები გააქტიურებულები იყვნენ, ქუჩაში გადაადგილება ახლა უფრო საშიში იყო.... ყოველი ახალი გზის დასასწყისში სამი გუშაგი იდგა, საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ ადამიანის მოსაკლავდ! ყველაზე მეტად ისინი მეცოდებოდნენ! მათთვის არც კი უკითხავთ უნდოდათ თუ არა ადამინის მოკვლა, უბრალოდ ხელში იარაღი ჩაუდეს და აქ გამოუშვევს! შიში ოხერი რამ არის! გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ერთი გუშაგი მეორეს, რომ გუშინ პირველად მოკლა ადამიანი! ნეტავ გენახათ მისი თვალები, შიში, სიამოვნება, სიბრალული და საკუთრაი თვაის სიძულვილი ერთამენთს ადგილს როგორ ეცილებოდა! შინ მიმავალს, ვლოცულობდი, რომ ჩემი ოჯახის თითეული წევრი, ცოცხალი დამხვედროდა! წარმოვიდგენდი, ხოლმე ყველაზე საშინელს და მხოლოდ მაშინ ვმშვიდდებოდი, როცა სახლის კარს შევაღებდი მათ სახეებს მოვკრავდი თვალს!
-ეს მარაგი, დაახლოებით 2კვირა გვეყოფა, მერე ისევ წავალ! დღემ როგორ ჩაიარა ?
-წვნიანს გაგიცხელებ! ლილიმ კბილი ამოიღო! უნდოდა დაგლოდებოდა მაგრამ, ძალიან დაღლლილი იყო და ჩაეძინა, ტახტზე მწოლიარე ლილის გავხედე! ის ისეთი მშვიდი იყო, შემშურდა ! მის სახეზე მცირე ღიმილი შეიმჩნეოდა!
მახსოვს, როგორი შეშინებული, მოვიდა ჩემთან და მკითხა: -მა, ომი რა არის ? მაშინ ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა , ამ კითხვაზე პასუხი დღესაც არ მაქვს! და მაინც რა არის ომი ? რისთვის არის ის საჭირო ? კეთილდღეაობისთვის ? რა თქმა უნდა არა! არ შეიძლება კეთილდღეობის სისხლში და ბოროტებაში ამოსვრა! თუ უბრალოდ ომი ძალაუფლების მოყვარული ადამიანებითსთვის საოცარო დღეების თავგადასავალებით სავსე ნაკრებია? ! და ეს ყველაფერი მათ ბედნიერებას ანიჭებს ?! საიდან უჩნდებათ მათ ამის გაკეთების სურვილი ?!როგორ შეუძლია ადამიანს ღამე მშვიდად ეძინოს, როცა ქვეყნის სხვა მხარეში სხვები სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან ?!
-შენ როგორ ხარ ?
-მე? არც კი ვიცი! მეშინია, მეშინია, რომ ეს არადსდროს დამრთავდება! სულ ასე, რომ გაგრძელდეს რა უნდა ვქნათ ? მთელი ცხვორება შიშში უნდა გავლიოთ ?!
-რამე უფრო მარტივი მკითე, ის რაზეც პასუხი მაქვს! დამაიმედებელი პასუხი!
-მაგალითად?!
-არ ვიცი! უბრალოდ სხვა რამე მკითხე!
-მაშინ ჯობს დავიძინოთ! კარგი კითხვა არ მებადება!!!
იმ, ღამით კიდევ ერთხელ მოგვიწია სამალავში ჩასვლა და აჯანყებულებისგან დამალვა! ეს სამალავი დიდმა ბაბუამ თავის დროზე მიწის ქვეშ საკუთარი ხელით გააკეთა! ჩემს ბავშობაში ის უბრალოდ, დამალობანას თამაშის დროს საუკეთესო სამალავი იყო, ! ახლა კი სხვა დატვირთვა აქვა! აჯანყებულები ჩვენს სახლშიც შემოიჭრნენ! მესმოდა მათი ფეხის და საზარელი სიცილის ხმა!
-თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შენი საყვარელი ლარნაკი გატეხეს!
-მა, რა ხდება ?
-საყვარელო დაიძინე! მინდა, რომ არ შეგეშინდეს და ისევ ცადო დაძინება! შეძლებ ამას ?
-კარგი! ვეცდები!
მთელი ღამე სამლავშინ გავატარეთ, ცხოვრებში ასე ძალიან არასდროს შემშინებია! დილით სოროდან გამოვძვერით და სახლშ ავედით, არტ შევმცდარვარ, სარას საყვარელი ლარნაკი გაუტეხავთ! სახლის ყველა ოთახი არეული იყო! ნივთები ერთმანეთზე ეყარა! საჭმელი და სასმელი წყალი წაღებული დაგვხდა! რამდენიმე ტანსაცმელი და ნივთი გამქრალიყო!
-როგორ, ფიქრობ ისევ დაბრუნდებიან ?
-ისინი ? არა მგონია, მაგრამ სხვები აუცილებლად მოვლენ! ესენი უბრალოდ ქურდები იყვნენ! სხვა შემთევაში გვიპოვიდნენ და წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა!....
-აქაურობას უნდა მოვშორდეთ! აქ ცხოვრება აღარ შეიძლება!, გუშინ ყური მოვკარი, რომ რამდენიმე ჩვენს სოფლელს ფული გადაუხდიათ და საზღვარი გადაუკვეთიათ! მგონია, რომ დროა აქაურობა დავტოვოთ და სხვაგან წავიდეთ!
-მაინვ სად ? ასეთი ადვილი გგონია აქედან წავსლა ? ფული არ გვაქვს თუ არ ჩავთვლის რაღაც მცირე დანაზოგს, რომელითაც საკვებს ძვლის ვიყიდით!
-აბა რა ვქნათ ? აქ დავრჩეთ და დაველოდოთ, როდის შემოვლენ კიდევ ერთელ, როდის აგვაწიოკებენ დაა როდის მოგვიღებენ ბოლოს ?
-სარა, მისმინე! ვხდები, რომ ახლა ძალიან გეშინია, მეც მეშინია, მაგრამ ახლა უნდა დაწყნარდე და ეგ აზრი თავიდან უნდა ამოიგდო! დროებით მაინც! ახლა უბრალოდ მილაგებაში დამეხმარე, შემდეგ დავსხდეთ და წყნარად ვისაუბროთ!
სოფლიდან წასვლაზე თითქმის ყოველდღე ვფიქრობ, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია! უამრავმა ადამინმა სცადა თავი დაეღწია ჯოჯოხეთისთვის, მაგრამ შედეგები თითქმის საბედისწეროდ დასრულდა! ჩემი ოჯახი, ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას, თავს ვერასდროს მივცემ ისეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რომელიც პირველ რიგში ჩემს ოჯახს ავნებს! მაგრამ, სარა მართალია, აქედან უნდა გავაღწიოთ!...
-ბავშებო, თქვენს ოთახში წადით მე და დედამ უნდა ვისაუბროთ!
-კარგი მამა!
-სარა, თუ შეიძლება დაჯექი!
-რა ხდება საყვარელო ?
-მართალი ხარ, შენს ნათქვამზე ბევრი ვიფიქრე, მგონი ცოტა ფულის შოვნას შევძლებ, ზუსტად არვიცი თანხის შეგროვებას რამდენი დრო დაჭირდება, მაგრამ გპირდები! აქედან გავაღწევთ და როცა, უკვე სამშვიდობოს ვქნებით, გპირდები, რომ გექნება შენი ოცნების ბაღი, ბევრი ყვავილებით და ალუბლის ხეებით! საღაამოობით ხის ქვეშ დავსხდებით, მე შენ . დამიანე და ლილი, ცხელ შოკოლადს და შენს საოცარ ფუნთუშებს დავაგემოვნებთ!
-ეს ყველაფერი საოცრად ჟღერს, მაგრამ მეშინია! მგონია, რომ ეს არასსდროს დამთავრდება და ძალიან მალე დადგებ დღე, რომელსაც ასე ძალიან გავურბივართ!..
-ჩჩუ, ეს არასდროს თქვა! არადსდროს! მისმინე, მიყვარხარ და ჯერ კიდევ მჯერა, რომ სიყვარული გაგვაძლებინებს! დღემდე მოვედით და კიდევ ცოტასაც გავუძლებთ! ჩვენ ამას შევძლებთ!
რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის და რა ცოტაა საჭირო ომის დასაწყებად და იმ ადამნების დავიწყება, ვინც შენს გვერდით შენს ქვეყანში ცხოვრობს! ზოგჯერ ვცდილობ ჩვენი „კეთილმსურველების’’ გამართლებას, მაგრამ ისევ იმ ადგილს ვუბრინდები საიდანაც ფიქრი იწყება, ისინი უბრალოდ ბოროტები არიან და მორჩა! მათთვის ადვილია ქაღალდებზე ხელის მოწერა, სურვილების იარაღით ასრულება, მათთ არ გააჩნიათ სიბრარული, შეიძლება ამბობენ, რომ ყველაფერს ოჯახისთვის, საკუთარი ქვეყნის მოქალექეებისთვის აკეთებენ , მაგრამ ეს სიმართლე არ არის! არავინ დაიჯერებს, მათ მოყოლილ ამბებს! თითქოსდა მშვიდობა და სამართალი მხოლოდ ცეცხლის ტყვიებით და მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვით მიიღწევა!
-ზუსტად ერთი კვირის შემდეგ! ჩვენ ამას შევძლებთ! გესმის ? გამოგვივა! ერთი კვირაც და თავისუფლები ვიქნებით! საყვარელო!
-ედ, დაწყნარდი! რა მოხდა ? ამიხსენი!
-ჩვენ აქედან მივდივართ!
გაქცევა ყოველთვის ლაჩრობას არ ნიშნავს! ზოგჯერ გაქცევა საჭიროა გადასარჩენად! და ჩვენც გავრბივართ, გადარჩენისთვის!
დილა, უჩვეულოდ დაიწყო, ცაზე მზე ანათებდა, თითქოს მზე ჩვენს გვერდით იდგა და საქციელს გვიწონებდა, საღამოს ყველაზე რთული საათები იწყებოდა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთები შევაგროვეთ და ჩვენი სახლი სამუდამოდ დავტოვეთ! მახოვს შემოდგომა, ყველაზე ტკბილი ზაფხული და გაზაფხული და მახსოვს ზამთარი, რომელსაც გავურბოდით! გარეთ ჯერ კიდევ თოვდა, თუმცა დილის მზეს ოდნავი სითბო შემოენახა უკუნითი ღამისთვის!
-დააგვიანეთ!
-მოვედით და მზად ვართ!
-ფული ?
ფული სწრაფად გადათვალა !
-ძალიან კარგი! მაგრამ შეთანხმება შეიცვალა 2 000 უნდა დაამატოთ!
-რაა ? ჩვენ ასე არ შევთახმებულვართ! პირობებს ბოლო წუთებში ვერ შეცვლი!
-მისმინე ძმაო, კარგი ოჯახი ჩანხართ! მართლა მომწონხართ, მაგრამ ქვეყნაში ომია, და მხოლოდ მოწონება არაა საჭირო , აქ მთავარი ფულია! დაამატებ და რამდნენიმე დღეში ახლა ცხოვრებას დაიწყებ, მაგრამ შეგიძლია არ დაამატო და აქ დარჩე! შენი გადასაწყვეტია!
-მისმინე ამდენი ფული არ მაქვს! მე, მე არ ვიცოდი ... ჩვენ შევთახმდით! სულ სხვა რაღაცაზე შევთახმდით! ასე არ შეიძლება!
-ამატებ თუ არა ?
-მე ? მე მხოლოდ 1755 მაქვს , გეფიცები ესაა ყველაფერი რაც გამაჩნია!
-მაშინ ჩვენი შეთანხმება აქ მთავრდება!
-ძმაო, ასე არ შეიძლება, გთხოვ! დაგვეხმარე!
-ბოდიში ძმაო, მაგრამ მე რისკზე მივდივარ! ვწუხვარ!
-ეს ჩემი ოჯახია! გყავს ოჯახი ?
-კარგი რა! ახლა არ დაიწყო გულისამაჩუყებელი ისტორიის მოყოლა! ოჯახი მეც მყავს და მესმის , მაგრამ როგორც უკვე ვთვქვი ეს ომია, აქ არ ჭრის ჩვენი ცრემლები და ტკივილი! რამდენიმე წლის წინ, მეც მშვიდად ვახშმობდი ჩემს ოჯახთან ერთად, შემდეგ კარი ფორმაში გამოწყობილი ღიპიანი კაცები შეომოვიდნენ! ჩემთვის არც უკითხავს ისე მომცეს იარაღი და მითხრეს, რომ ჩემი ქვეყანა უნდა დამეცვა. მეც გავიჯგიმე და სიამაყით ავივსე!გარკვეული დავალება მოგვცეს , მაშინ პირველად მოვკალი ადამიანი! მოხუცი კაცი, რომელსაც უბრალოდ თავისი სახლის დაცვა უნდოდა! წამის მეასედებში ვფიქრობდი, სამართალზე, ჩემს ცხოვრებაზე და ოჯახზე! შემდეგ თავი დავაჯერე, რომ ეს ჩემი ქვეყნისთვის იყო უკეთესინ და მეორე ადამიანიც რამდენიმე საათში მოვკალი... ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის სახელით ვკლავდი ადამიანებს! ისინი მეხვეწებოდნენ! მემუდარებოდნენ! მიჩოქებდნენ! შემეძლო არ მომეკლა , მაგრამ შემეშინდა, ჩემი ზემდგომების შემეშინდა და ლულას თითი გამოვკარი! სახლში დაბრუნებულს საკუთარ სხეულს საათების განმავლობაში ვაშორებდი სისიხლს, წუხილს! ტკივილს! ტანსაცმელს ვწვავდი! შემდგეგ სუფრას მივუჯდებოდი და თითქოს არაფერი მომხდარიყო, ვახშმობას ვიწყებდი! იმ ხელებით, რომლითაც იარაღი მეჭირა, არ შემეძლო ჩემი შვილების ჩახუტება ! უკანასკნელი ტყვია, ბავშვს ვესროლე! შემდეგ გამოვიქეცი და დღეს აქ ვარ და , ვიცი, რომ ეს ომია! საკუთარ თავზე გამოვცადე ! მაიძულეს ! დამაჯერეს! მომატყეს და საკუთარი სურვლიების ასასრულებლად გამომიყენეს! ეს ომი არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილ დღეობისთვის! არცეთი ომი არ არის კარგი! უამრავი ადამიანი მკველი ხდება! ზოგიც მოკლული!
-შენ ეს სიყვარულისთვის გააკეთე! შენი ქვეყნის სიყვარულმა გაგაკეთებინა!
-კარგი ვინმე ხარ მაგრამ უფულო და მატყუარა! რომ, შეგეძლოს მუშტებს დამაყრიდი! ეს სიყვარულისთვის არ გამიკეთებია! მაგრამ ისიც კი არ ვიცი რისთვის გავაკეთე! მაგრამ, იცი რას გავაკეთებ სიყვარულისთვის ? თივაში დაიმალეთ! მეორეჯერ არ გამამეორებინოთ!
სამი დღის განმავლობაში, ვმგზავრობდით! ოცდახუთი შემოწმება გავიარეთ, თივაში დამალულებს ვილკებს გვასობდნენ! საშიშრობეა რომ, გამოვეჭირეთ ძალიან დიდი იყო! თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაძლებინებდა!
-რა ხდება ?
-კიდევ ერთი შემოწმება!
-მეგონა უკანსკენილი შემოწმება ერთი საათის წინ გამოვიარეთ!
-თუ შეიძლება ძრავი გამორთეთ და მანქანიდან გადმოდით! თივა ? სად მიდხართ ?
-მე?! მე უბრალოდ ფერმერი ვარ, მეზობელი სოფლიდან თივა ვიყიდე და შინ მიმაქვს! ძაღლი რა საჭიროა ?
............................
-შეგიძლიათ წახვიდეთ!
-რაა ? ანუ თავისუფალი ვარ ?
-მგონი ყველაფერი რიგზეა! თუ არ ჩავთვლით იმ ხალხს , რომლებიც შენს თივაში იმალებიან! სდა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზღვარს კვეთენ უკანონოდ!
-მე! ყველაფრის ახსნა შემიძლია!
-ახსნა საჭირო არ არის! ადამიანი ვარ! წადით! მე გიშვებთ! აქამდე მოხვედით და ომს გამოექეცით! წადით!
-მადლობა!
წელიწადში ოთხი დროა! გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი , ყველა დროს განსაკუთრებული თვისება აქვს! ასევეა ადამიანები! ყველა ადამიანი განსვავდება ერთმანეთისგან, ზოგს შეუძლია საკუთარი სიცოცხლე სხვას შესწიროს! იზრუნონ და დაიცვან სხვები! და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გავურბივართ! ყველა ადამიანიას გააჩნია საკუთარი აზრი, ოცნება, მიზანი.. და ისინი იბრძვიან, ყოველდღე ცდილობენ მწვერვალზე ასვლას! უბრალოდ, ზოგი მის ბედნიერებას ირჩევს და სხვის ცხოვრებას უკან სწევს! არ ფიქრობენ შედეგებზე, ზოგი მათგანი სარკეში ჩახედვას თავს არიდებს, ვფიქრობ საკუთარი თავის შიში იპრყობს! სარკის მეორე მხრიდან მონსტრს ხედავენ , რომელიც მათ სულში სახლობს და იბრძვის! ებრძვის ყველას და ყველაფერს! საკუთარ არარსებულ გულში ჩაძვრომას ლამობს, მათაც ეშინიათ! ჩვენზე მეტად ეშინიათ! და ეს შიში საკუთარ თავს და მსოფლიოს ანაგდურებს! მათვთვის არ არსებობს სიყვარული ! მაგრამ შესაძლოა, ამის შანსი თითქმის არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა ოდესმე , ! სხვა საუკუნეში , სხვა ხალხში გაჩნდეს მცირეოდენი გრძნობა, რომელიც რამდენიმე ათეულ, მოხუცს, ბავშვს თუ ახალგაზრდას გადაარჩენს! ...

თუ მოგეწონათ არ დაიზაროთ, დატოვეთ მცირე კომენტარი... მადლობა წინასწარ! grin heart_eyes



№1 სტუმარი ვანგოგა

ძალიან მაგარი ხარ ???????? მაოცებ ???? სად მალავდი ამ ნიჭს და აქამდე მე რატომ ვერ ვხედავდი ?!????????????

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Yvelasgan gansxvavebuli stili gaqvsss, ert adamianshi titqos mteli sazogadeobaa chasaxlebuli, saxelebi imitom hqviat rom ar agverioss, isedac chans leitmotivii, yochagggg, ai alber kanius hqonda daaxloebit eaeti stili

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

უბრალოდ გაოცებული ვარ❤️

 


№4  offline წევრი რუთენა

Qeti qimucadze
Yvelasgan gansxvavebuli stili gaqvsss, ert adamianshi titqos mteli sazogadeobaa chasaxlebuli, saxelebi imitom hqviat rom ar agverioss, isedac chans leitmotivii, yochagggg, ai alber kanius hqonda daaxloebit eaeti stili

ძალიან დიდი მადლობა <3 შენი სიტყვები მოტივაციას მიმაღლებს, რომ წერა გავაგრძელო და განვითარდე <3 მადლობა <3

ვანგოგა
ძალიან მაგარი ხარ ???????? მაოცებ ???? სად მალავდი ამ ნიჭს და აქამდე მე რატომ ვერ ვხედავდი ?!????????????

smile heart_eyes საგულდაგულოდ ვმალავდი :) მადლობა საყვარელო :)

სტუმარი თათია
უბრალოდ გაოცებული ვარ❤️

:) მიხარია თუ ეს გამომივიდა :) heart_eyes kissing_heart
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№5  offline წევრი რუთენა

ჰაიკო
უმაგრესია!!! მართლა! ოღონდ ერთი მცირე კრიტიკა, თხრობისას რიცხვებს ნუ იყენებ, სიტყვები გამოიყენე.

მადლობა <3 შენიშვნა მიღებულია, გავითვალისწინებ აუცილებლად <3
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent