მივიწყებული გრძნობა (პირველი თავი)
თბილი სიო ნელა არხევდა გამჭირვალე,აბრეშუმის ფარდებს.სადღაც შორიდან კი გარკვევით მოისმოდა არეული ხმები.ალბათ ვიღაც ნასვამია,ჩავიბურდღუნე და უკვე მეასედ გადავტრიალდი,თან ბალიში ერთი ხელის მოსმით მოვითავსე თავზე.ხმა უფრო ძლიერდებოდა.გაურკვეველ ბოდვას კი უნიჭო ღიღინი ემატებოდა,რომელიც ღრიალს უფრო მოგაგონებდათ. -მოკეტოს რაა,მეძინება!-თათული,ჩემი დაქალი, შევაჯანჯღარე და გასაქცევად მოვემზადე. -გოგოო შენ სიცხეე ხო არ გაქ რატო მაღვიძებ-დამიკივლა, მე კი უფრო მოშორებით გავიწიე. -მე არ მეძინება და შენ რატო უნდა გეძინოს???-ენა გამოვუყავი და ერთი ხელის მოსმით ყველა ნათურა ავანთე-შენი გიჟი მეზობლები არ მასვენებენ ადექი და გამართე -ნუ ხარ ეგოისტი,მეძინება შენ კიდე არ მასვენეებ.დამაძინეე რა -არამეთქი ადექი და შენი მეზობლები გააჩუმე,სანამ მე ავუვარდი და ავკუწე ყველა. -მიდი მაარ ძაან მაინტერესებს როგორ აკუწავ ორმეტრიან ბიჭებს,პატარა,წრიპა გოგო. -აბაა კიი ავკუწავ კი არა გავგლეჯ შუაზე,არავის მივცემ ჩემი ძილის დაფრთხობის უფლებას. -აი,მაგ ლოგიკით მართლა ხო უნდა დაგანაკუწო შეგწვა და შეგჭამო???-უცებ გავინაბე, თვალები ავაფახულე და ხმა დავინაზე -არაა თაათ, ჩვენ ხო ფაქტიურად დები ვართ.ხო იცი როგორ მიყვარხაარ, ჩემო პინგვინო-თათული ეშმაკურად მიყურებდა და კუთხეში იღიმოდა,ბოლოს კი მითხრა -კაი წიწილ,მოიტა ლეპტოპი და რამე ფილმს ვუყუროთ ესენი მაინც არ გაჩერდებიან. ნელა მივუახლოვდი საწოლს და ასევე ფრთხილად ჩამოვჯექი.მეშინოდა თათოს შური არ ეძია და როცა თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი სწორედ მაშინ მომხვდა რაღაც ძლიერი თავში. -ვაი,მეტკინაა-ამოვიგმინე და გასაქცევად მოვემზადე,თუმცა ალქაჯი თმებში მწვდა და მთელი ძალით დამახეთქა. -ვინ გააღვიძე გოგო შეენ-მთელ ხმაზე იღრიალა და მეზობლის მუსიკაც შეწყდა -თათ მგონი შეეშინდათ შენი კივილის და დაგვნებდნენ,ეგ რომ მცოდნოდაა აქამდე მცემოდი-გახარებული ვკისკისებდი,იმის პერსპექტივით რომ მალე ტკბილად დავიძინებდი.თათულიც თვითკმაყოფილი ღიმილით მომშორდა და ის ის იყო გამარჯვების აღსანიშნავიი ცეკვა უნდა დაეწყო,მუსიკის ხმა ორმაგად გაძლიერდა.მე კი თათოს იმედგაცრუებულ სიფათზე უფრო ავხარხარდი. -მაგარი ვირი მეზობლები გყავს თათ -აუ ამათ მუხლზე გადავიმტვრევ -ერთი საათია მაგას გეხვეწები, ავჯანყდეთთქო და ვერ დაგძარი -გოგო რანაირად უნდა აჯანყდე რა სისულელეებს ამბობ -ჩაიცვი მხეცო, მაგათ ვუჩვენებ სეირს,მე არ ვიყო მარიამ ბრეგაძე ეგენი თუ არ დავაჩოქო. ზუსტად 15 წუთში მე და თათული მაღლა სართულზე მეზობლის კარებთან ატუზულები,მამაცურად ვაბრახუნებდით.მალევე მუსიკა გაჩერდა და კარები გაიღო.წინ უზარმაზარი არსება აისვეტა.მის მკერდს მივჩერებოდი და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მაღლა უნდა ამეხედა, როცა თათულიმ ზურგზე მიჩქმიტა.ჩემი შემართება სადღაც გაქრა,როცა მივხვდი,აჯანყების გეგმა არ გაამართლებდა. ჩემ წინ მდგარი ახმახი რომ მოენდომებინა ერთ დასლოკინებაში გადამსანსლავდა. -მგონი აქ წითელქუდას და მგლის ამბავი გათამაშდება-წამჩურჩულა თათულიმ,მე კი უფრო გავინაბე. -იციით ბატონოო,ძალიან გვინდაა დაძინება და თუ არ შეწუხდებიით,დიდად დამავალებთ თუ ცოტათი მუსიკას დაუწევთ,ცუდად არ მიიღოთ ბატონო,არ გაბრაზდეთ თუ გინდათ ნუ ჩაუწევთ უბრალოდ დიდი ხმა აქვს დაა არ გვეძინება მაგრამ არ გეწყინოთ,ისე ძალიანაც არ გვეძინება და… - ჩემ დაბნეულობაზე ორმეტრიანს გაეღიმა და მარგალიტის კბილები ერთმანეთის მიყოლებით გამოაჩინა -ნუ ღელავ,პირიქით ბოდიშს გიხდით,მაგრამ ბატონოთი არ მომმართოო ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ. -კარგით ბატ… -გიორგიი მქვია -კარგი გიორგი,მადლობ-აშკარად ვგრძნობდიი როგორ ამიხურდა სახე თითქოს ცეცხლი წამეკიდაო,უცებ შემოვტრიალდი და კიბეებზე დავეშვი -ნახვამდიის,მაგრამ სახელი არ გითქვამს-უკნიდან ხმა მომესმა -მარიამი და თათული,ნახვამდის.-ვგრძნობდი თათული როგორ ფხუკუნებდა და ნერვებიი მეშლებოდა-უბრალოდ არ მინდოდა შენ მეზობლებთან ურთიერთობა გამეფუჭებინა და იმიტომ მოვიქეცი ასე -თავი გავიმართლე და ალმაცერად გავხედე -ხო აბა რა მარ,მჯეერა-ვიცოდი არ ჯეროდა თუმცა არც მართლების თავი მქონდა.როგორც კი სახლში შევედი,ემოციებისგან დატვირთული საწოლზე გავიშოტე და გავითიშე ისევ ვგრძნობდი ფარდის ნაზ რხევას,მზის სხივების ათინათი კი ერთმანეთის მონაცვლეობით მეცედმოდა სახეზე.ნელა გავახილე თვალები და აღმოვაჩინე რომ მარტო ვიყავი,სწორედ მაშინ გავიგონე კარების ხმა და ფეხის ფლატუნით თათული შემოლასლასდა. -სად იყავი ამ დილაუთენია? -ჰო აბა დილაუთენია, ორისნახევარზე -აუუ,ამდენი ხანი მეძინაა?!სად იყავიი შენ? -საჭმელები მოგიტანე,აბა შენ ვინ გაგაძღებს-ენა გამომიყო მე კი მთელი ძალით ვესროლე ბალიში -ნელა მარ თორე ბატონი ორმეტრიანი ჩამოვა და დაგტუქსავს-ხარხარს უმატაა და სავარძელში ჩაეშვა -ნუ ხარ ბოროტი,ხო აგიხსენი რატომაც მოვიქეცი ეგრე -კაი,კაი როგორც იტყვი.თეკლემ დამირეკა, ჩამოვედი სოფლიდან,გამოგივლითო -ოხხ თეკლუნა, რამდენი ხანია აქეთ არ ყოფილა,სულ დაგვივიწყა და ზაფხულის დაქალებში გაგვცვალა-თეკლუნა,ჩემი და თათოს ძალიან მაგარი მეგობარი იყო.იმ დღეს ჩამოვიდა სოფლიდან დასვენებული, ცხელ-ცხელი ამბებით.როგორც კი სახლში შემოვიდა ყველაფერი დადებითად დაიმუხტა.ის ხომ გოგო პოზიტივია. -ჰეიი გიიირლზზ რას შვებოდით უჩემოდ,ხო ჩამოგიდნათ ისედაც ჩამომდნარი ლოყები მოწყენილობით-როგორც ჩვეოდა პირი დააღო და თვალი ჩაგვიკვრა.ჩვენ კი ხითხითით გადავეხვიეთ მონატრებულ მეგობარს. -რას ვშვებოდით კი არაა რას არ ვშვებოდით.ჯერ შენ მოგვიყევი ამბები და მერე მე მოგიყვები წიწილას კოდევ ერთი შერცხვენის ამბავს-ახარხარდა თათო -ჭიჭილას კიდევ ერჩი შერჩხვენიშ ამბავს-გაბრაზებულმაა გავაჯავრე და მთელი ძალით ვუჩქმიტე. -ნუ ხარ ბუზღუნა,წამო ყავა გაგიკეთოთ-მითხრა თათომ და მეც,კმაყოფილი სახით,უკან ავედევნე. დილით ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა.გულში ვიწყევლებოდი,ხმა რატომ არ გამოვურთეთქო მაგრამ რაღას შევცვლდი.ყურზე ცივი მობილური დავიდე და ამოვიბურტყუნე -რომელი ხარ-ხმას არავინ იღებდა-თქვენი ხმა არ ისმის რომელი ხართ?ვინ გნებავთ?-თუმცა უშედეგოდ, ყურმილში მხოლოდ სუნთქვის ხმა ისმოდა,ცოტა არ იყოს შემეშინდა და სწრაფად გავთიშე. ძილის შებრუნება ვცადე,მაგრამ ისევ გაისმა ზარის ხმა.მეც გაშმაგებული ვეცი ტელეფონს.ბოლოს და ბოლოს ხმას ამოიღებ თუ არათქო.ამჯერად თათული აღმოჩნდა. -რა გაღრიალებს გოგო,ომი დაი წყო და მე არ ვიცი? -ჯერ არ დაწყებულა მაგრამ მე დავიწყებ ცოტაა ხანში წესიარად ძილს თუ არ მაცდით -რა დღეში გაქვს ნერვები.ნწნწ,ვინ გაგიბედა დილის პირველის ნახევარზე გაღვიძება ჰაა? -ვიღაც დეგენერატმა დამირეკა და ხმას არ იღებდა.შენ ვინ წამოგაგდო გეხვეწები -დილით საყიდლებზე გავედიი.დღეს დედა და სალო ჩამოდიან. ვიფიქრე რამეს დავახვედრებდი და არ გაინტერესებს ვინ ვნახე??? -ვინ ნახე??-ინტერესისგან ფეხზე წამოვხტი და აქეთ იქით სიარული დავიწყე. -ვერც კი წარმოიდგეენ.აი,იდეაშიც კი არ მოგივა -დროზეე თქვი გამძვრა სული -ვინ და..ნიკა -ვინ ნიკა -ვინ და სკოლაში რომ მომწონდა მე გამოშტერებულს,ნიკა ნემსაძე. -არ არსებოობს,ეგ ვაფშე ცოცხალიაა??მერე, მერე რა მოხდა -მერე და მერე, არაფერი ისეთი,თვალი ავარიდე მაგრამ მგონი მიყურებდა -კაიიიი,ძველმა გრძნობებმა ხო არ გაიღვიძეს შენში ცუნცუუულ. -ძველმაა გრძნობებმა არა კვახი.ვერ ვიტან მაგ ბიჭს,წავიდეს,მოშორდეს. -კაი,კაი საღამოს როგორც შევთანხმდით ბაღთან შევხვდეთ და ერთად მივიდეთ კლუბში.შეურჩიე საჩუქარი ქეთის? -არაა ახლა გავივლი და ავარჩევ რამეს -კაი მეც მოვწესრიგდები და გავალ.7ზე გელოდები,გაკოცე -მეც,აბა ჰე როგორც მიხვდით ნიკა ნემსაძე თათულის პირველი სიყვარული იყო.მართალია ამას უარყოფს თუმცა მე ვერ მომატყუებბს.ვიცი რომ მართლა მოსწონდა,ასაკის სხვაობის გამო კი მათი ურთიერთობა ვერ შედგა.მარტივად რომ ვთქვათ ეს იყო შორიდან ტკბობა ერთურთისა. საჩუქარი მალე შევარჩიე.სახლში წავედი და მოვწესრიგდი,შემდეგ კი გოგოებს დათქმულ ადგილას შევხვდი.კლუბში მალე მივედით.უამრავი ნაცნობ თუ უცნობ გოგო-ბიჭს მოეყარა თავი.იუბილარი დიდი ხანი არ გვენახა ამიტომ საერთო მეგობრების გარდაა,სხვა საკმაოდ დიდი სანაცნობო ყავდა.ქეთი ხეცურიანი,ცანცარა და ძალიან საყვარელი გოგონა ჩემი თათულისა და თეკლეს საერთო მეგობარი იყო.ადგილები დავიკავეთ და აქეთ_იქეთ ხალხის თვალიერება დავიწყე, თან წვენს ვწრუპავდი.უეცრად ისეთ ვიღაცას მოვკარი თვალი, სულ დამავიწყდა რომ პირი სავსე მქონდა.ჩემი წამოძახილი და პირიდან ფორთოხლის შადრევანიი ერთი იყო.გადავრჩი დაა გოგოების გარდა ვერავინ შეამჩნია. -გოგომ რა იყო გველეშაპი ხო არ დაგინახავს-გაკვირვებული სიცილნარევი ხმით მკითხა თეკლემ -ვაიმე ხო ჯობდა გველეშაპი დამენახა. ჩემთვის კი არა, თათულისთვის ნამდვილად აჯობებდა -რაა?-თვალები დამიქაჩა თათომ -ხო გეუბნები შენი ბედიათქო და არ გჯერა!წინ გაიხედე,ოღონდ ნელა.-მანაც ჩემს მითითებას დაუჯერა და ყბა ჩამოუვარდა.იქ ნიკა იჯდა, ვიღაც ბიჭთან ერთად რომელიც ძალიან მეცნობოდა -ამას აქ რა ჯანდაბა უნდა-გაცეცხლდა და ფეხზე წამოიჭრა.იმხელა ნაბიჯებს ადგამდა ძლივს დავეწიე. -არა კაცმა რომ გკითხოს არ გაინტერესებს,მაგრამ ახლა კი მირბიხარ მათრახდარტყმული ცხენივით.-უცებ დაასტოპა და ჩემკენ შემოტრიალდა.სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული,რაც ნამდვილად არ მომეწონა.-იცი რას გეტყვი, ქალბატონო,თავს ნუ აჩვენებ თითქოს მარტო მე ვიყო ცუდ დღეში.მის გვერდით რომ ბიჭი იყო წამოჭიმული,ის ხომ არ გავიწყდება?? -ეგ ჩემთან რა შუაშია -შუაში კი არაა თავშია.ის საღამო გაიხსენე,ლამის ხელებში რომ ჩააკვდი:ბატონო,თუ შეიძლებაა მუსიკას ჩაუწიეთ მაგრამ თუ გინდათ იყოს. ხელს არ მიშლის-ჩემი გაჯავრება დაიწყო და თვალები ამითამაშა.უცებ ყველაფერი გამახსენდა და თავში სისხლი ამივარდა.აღარ მინდოდა შიგნით შესვლა,კიდევ ერთ შერცხვენას ვეღარ გადავიტანდი.თათულის წასვლა შევთავაზე და ისიც დამთანხმდა. ამ დროს თეკლა გამოჩნდა.რა თქმა უნდა დაგვტუქსა,ლექციები წაგვიკითხა და კლუბში უპატრონო ცუგებივით შეგვყარა. -მგონი აქეთ იყურებიან,ამათ ცხელი ტაფა ხო არ უნდათ სიფათზე.აბა,მიდი კითხე-წაიჩურჩულა თათომ -მემგონი თავზე ქვაბი ჯობს-თვალებმოჭუტულმა ვუპასუხე -აბა ეხა ორივეს გეყოფათ.წესიერად მოიქეცით და არაფერი არ მოხდება და თუ ამ ეჭვმიტანილის როჟებს მოიშორებთ კანფეეტ. სახეები დავილაგეთ და როცა მათთვის უნდა ჩაგვეარა ორივე ფეხზე წამოდგა -ვააა,თეკლააა, როგორ ხაარ?-წამოიძახეს და ერთმანეთის მიყოლებით თეკლას გადაეხვივნენ -ეს ბავშვი გამაგიჟებს,ყველას როგორ იცნობს-გადმომიჩურჩულა თათომ -გიოო, ნიკა,რამდენი ხანია არ მინახავხაართ,სად დაიკარგეთ. -რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი.ძმაკაცებმა ველქამ ფართი მომიწყვეს და მგონი შენი მეგობრები შევაწუხეთ-თქვა გიორგიმ და ღიმილით გადმოგვხედა. -არაა რას ამბობ- წამოვწითლდი და დაბნეულობისგან რა მექნა ვერ მოვიფიქრე. -კარგი მაშინ თუ შევრიგდით,აქ არავის ვიცნობთ და თქვენკენ გადმოვალთ.თან ნიკა მიყვებოდა რომ ძველი ნაცნობები ხართ. -კაი კაცო,საიდაან??-ვითომ გაუკვირდა თათულის,მე კი სიცილს ვეღარ ვიკავებდი.იმ წამს ყველაფერს დავთმობდი ოღონდაც ერთი კარგად გადამეხარხარა.ვიცოდი სიბრაზისგან ცოტაც და აფეთქდებოდა. თეკლამ სიტუაციის განმუხტვა სცადა და ბიჭებს ჩვენი ადგილებისკენ მიუთითა. მერე კი თვალები დაგვიბრიალა, წესიარად მოიქეცითო.ნიკა თათულის მომღიმარი სახით წამოუსკუპდა მე კი გოგონების შუაში, თავს დაცულად ვგრძნობდი.თავიდან ხმას არ ვიღებდი შემდეგ კი, როცა მივხვდი გიორგი არ გადამყლაპავდა, საუბარში ჩავერთე.ნიკა მთელი დღე ისევ თათულის უჟუჟუნებდა თვალებს,ის კი ებღვირებოდა.მალევე სიმღერა ჩაირთო,ისევ ჯანომ იმძლავრა და ყველა ფეხზე წამოგვყარა.ბევრი ვიცეკვეთ ვიმხიარულეთ და 2საათზე მივხვდით რომ სახლში დაბრუნება ჯობდა.ბიჭებმა წაყვანა შემოგვთავაზეს, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც დაგვითანხმეს. მანქანაში ჩაჯდომისთანავე,თვალდახუჭულმა ფანჯარას თავი მივადე.შუაში თათული დაჯდა.საჭესთან კი ნიკა.სიჩუმე სწორედ მან დაარღვია.სკოლის წლებს გვახსენებდა.ჩვენც საკმაოდ კარგად ვახსოვდით. -თათული ხმას რატომ არ იღებ? -იმიტომ რომ არ მინდა, შენ რა პრობლემა გაქვს? -არანაირი უბრალოდ სხვანაირი მახსოვხარ -ვა დაჟე გახსოვარ?რა კარგი მეხსიერება გქონია!წარმომიდგენია სხვები როგორ კარგად გემახსოვრება-ცეცხლდებოდა თათო -მე შენ ყველაზე კარგად მახსოვხარ.-დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა,თათო კი დამუნჯდა.გამეღიმა და თვალები გავახილე,სარკეში კარგად ვხედავდი გიორგის სახეს.ბიჭმაც შემამჩნია და თვალი ჩამიკრა.მივხვდი,ისიც იმავეს ფუქრობდა რასაც მე და კიდევ უფრო დიდზე გამეღიმა.რა თქმა უნდა, ნიკა არ იყო გულგრილი თათოს მიმართ.ისევ დავხუჭე თვალები და თავი მეგობარს დავადე.წინ ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდა,ძალიან საინტერესო და მე ამას ვგრძნობდი… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.