შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მასწავლებელი - 12 დასასრული


4-07-2018, 23:43
ავტორი D-roni
ნანახია 6 031

^^^
- შემომიშვი გოგო რას მიკეტავ კარს ყოველ ღამე ? - ჩურჩულით ეჩხუბებოდა შუა კარში ჩახერგილი და ძლივს შევიდა ოთახში. - მარიამ სულ გააფრინე და გარეკე? ორი დღეა არც კი მკოცნი!
- მათე , სირცხვილია მოიცა ... არც გაბედო , სახლში ბებიაშენი და ბაბუაშენი არიან ... ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს დედაჩემის და მამაჩემის გარემოცვაში რო გადავედი თავს , ამას ნუღა დამიმატებ , ღმერთო ნუ მიყურებს ასე უთხარით თორემ ორ წამში შემეცვლება აზრების თანმიმდევრობა ...
- გეშინია ? - ჰკითხა და საწოლზე მასთან ერთად ჩამოჯდა. - მოეშვი არაფერს არ ვაპირებ ... მითხარი რა ხდება მარიამ.
- მათე ამ ბოლო დროს ძალიან ვნერვიულობ , დედაჩემი და მამაჩემი რომ გაიგებენ გაგიჟდებიან ...
- მაგაზე ნუ ნერვიულობ !
- რას ქვია ნუ ვნერვიულობ ?
- მარიამ რომ გეუბნები ნუ ნერვიულობთქო ესეიგი არ უნდა ინერვიულო , მოვაგვარებ მაგას შენ დამშვიდდი კარგი ? არ მინდა რამეზე ინერვიულო ...
- მათე ... - ხელები კისერზე მოჰხვია და თავი გულზე მიადო. - უბრალოდ დავიძინოთ ...
- დავიძინოთ პატარავ ... - შუბლზე აკოცა და სხეულზე აკრულს თმაზე მოფერება დაუწყო. - სანამ მე ვარ შენს გვერდით ნუ გეშინია კარგი ?
- ცუდი შეგრძნებები მაქვს მათე ... მგონია რომ ამდენი კარგის მერე ძალიან ცუდი რაღაც მოხდება ...
- ასე ნუ ფიქრობ ჩემო ლამაზო , მე შენთან ვარ არაფერი არ მოხდება დამიჯერე!
- მეშინია ... - ამოისრუტუნა და მის კისერში ჩამალა ცხვირი.
- მარიამ ნუ მაგიჟებ რისი გეშინია , მგონია რომ რაღაცას არ მეუბნები ... ~
- არა ... დავიძინოთ ...

^^^
ეზოში იჯდა და ღიმილით უყურებდა ჰამაკში გაწოლილ საყვარელ სხეულს , როგორ კითხულობდა წიგნს და დროდადრო აქეთ-იქით ქანაობდა.
გვერდით თომა ბაბუ მიუჯდა და ღიმილით დაკრა მხარზე ნაზად რამდენჯერმე ხელი.
ღიმილით გახედა ბაბუს და იდაყვზე ნიკაპჩამოდებული მიაჩერდა კაცს.
- როგორ ხართ ?
- დაღლილი ვარ ბაბუ , დაღლილი ... იცი ასაკში რას ვერ ვიტან ? გაკეთება , რომ გინდა ყველაფერი რომ გიწყობს ხელს და ორ წამში ისე იღლები გგონია თუ არ გაჩერდები ცხოვრება თავზე ჩამოგენგრევა ...
- რას გულისხმობთ ?
- შენს მზერას ...
- ვერ მივხვდი ... - დარცხვენილმა აარიდა კაცს მზერა.
- 79 წლის ვარ ბაბუ ... ახლა ჩემს ცხოვრებას და შეცდომებს რომ ვუყურებ მეცინება , იცი რატომ მეცინება ? გვერდით ჩემი ცოლი მყავს და იმიტომ ... ახლა რომ ის გვერდით არ მყავდეს და მის მაგივრად სხვა ან სულ არავინ , რომ არ იყოს შენი აზრით ჩემს სიცოცხლეს სიცოცხლე ერქმეოდა ?
- ეს ჩემს მზერასთან რაიმე კავშირშია ? - ჰკითხა დაბნეულმა თვალების ფახულით.
- ახლა უბედნიერესი კაცი ვარ , მაგრამ ცხოვრებაში ერთი მაქვს ყველაზე სანანებელი გაკეთებული ...
- რა ? - ინტერესით მიაჩერდა კაცს.
- ხელი შევუშალე ოცნების ასრულებაში , ახლა თვითონაც ბედნიერია მაგრამ სინანულის გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ ...
- სამედიცინოს გულისხმობთ ?
- კი ბაბუ , მაგას ვგულისხმობ ...
- ხო მაგრამ თქვენ შექმენით ოჯახი და გაქვთ ისეთი ცხოვრება , როგორზეც ალბათ ყველა წყვილი ოცნებობს ... ერთმანეთი გიყვართ , შვილები და შვილიშვილები გყავთ , შვილთავშილებსაც მოესწრებით და ვინ იცის კიდევ რამდენ ბედნიერ მომენტს შეიგრძნობთ , მისთვის რომ სწავლა და კარიერული წინსწვლა გეცდიათ როგორ ფიქრობთ ახლა ასე იცხოვრებდით ?
- რისი თქმა გინდა ?
- შეიძლება იმ დროში რამე მომხდარიყო , რაიმე შეცვლილიყო , ახლა შეიძლება წარმატებული ექიმი ქალი ყოფილიყო მაგრამ პირადი ცხოვრება ? იცით დეიდაჩემი ... ისიც ექიმია , ხშირად მომიკრავს მისი ტირილისთვის თვალიც და ყურიც , ახლა ზუსტად მისი ისტორია გამახსენდა , სიყვარულზე რომ თქვა კარიერის გამო უარი , თითქოს ყველა ოცნება აისრულა და ყველა მიზანს მიაღწია ... მერე ? ბედნიერი იყო მაგრამ სრულყოფილებისთვის რაც სჭირდებოდა ის არ ჰქონდა ... თქვენ ? თქვენ შთამომავლობას ტოვებთ ... ყველაზე ღირებულს რაც კი შეიძლება მსოფლიომ შეიძინოს , ვინ იცის რა უბედურება აარიდეთ თავიდან მარო ბებოს ... ყველაფერს აქვს მეორე მხარე , როცა თავს დამნაშავედ იგრძნობთ ამაზე იფიქრეთ ...
- ჭკვიანი გოგო ხარ ბაბუ შენ ... - ღიმილით გადაჰხვია კაცმა ხელი .
- მაინც არ მითხარით ეს ლაპარაკი რატომ წამოიწყეთ ? - ჰკითხა სიცილით.
- რაღაც არ გასვენებს ...
- მათეც ამას მეუბნება ...
- იცი მათე ასეთი არასდროს მინახავს ... არასდროს არავინ მოუყვანია , გრძნობებს , სიყვარულს ყველაფერს ისე უყურებდა თითქოს რაღაც არარეალური ყოფილიყო ... არასდროს არ ყოფილა ასეთი თბილი ოჯახთან , სულ თბილი იყო მაგრამ ახლა ძალიან გამოხატავს , სახე სულ უღიმის , მანამდე უფრო ჩემნაირი იყო , ცოტა უხეში , ჯიუტი , სულ წარბებშეკრული , რამე თუ არ მოსწონდა პირდაპირ შეტევაზე გადადიოდა , თითქოს დამშვიდებულიაო , ძალიან შეცვლილია ჩემო გოგო , ძალიან ...
- მართლა ? ზოგჯერ გრძნობებს საერთოდ არ გამოხატავს , არ ვიცი ეს ჩემს თავთანაც არ მიღიარებია , ზოგჯერ მგონია რომ საერთოდ უცხო ვარ მისთვის ისე იქცევა ...
- ამ მცირე დროში იმდენად შეცვლილია ეს არაფერი ბაბუ , ძველ მათეზე ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი თუ გახდებოდა , არ ვიცი რა გაუკეთე მაგრამ ფაქტია მათე იმ ადამიანის სახეს დაუბრუნე რომელიც იყო და არა იმას , რომელიც გარემო პირობებმა ასეთად ჩამოაყალიბა.
- რამე სერიოზული მოხდა მის ცხოვრებაში ?
- თვითონ მოგიყვება ... მე არ მაქვს მის პირადზე საუბრის უფლება , არც შენ ჩააცივდე , როცა ჩათვლის საჭიროდ მოგიყვება , ეს მისთვის ძალიან რთული და მტკივნეული ნაწილია ...
- დაველოდები ...
- კარგი გოგო ხარ , წავედი წავედი ჩემი ცოლი მოვინახულო , 40 წუთია არ მინახავს და ცოტა მომენატრა უკვე , მიდი შენ მათესთან და ჩვენს გამო მასთან სიახლოვეს ნუ მოერიდები , ჩვენც ვყოფილვართ თქვენს ასაკში ! - გაუღიმა და სახლში შევიდა.

^^^
წამოსვლის წინ თომას და მაროს ძალიან დიდი სიყვარულით და ცრემლიანი თვალებით გამოემშიდობა და ბავშევბისკენ წავიდა.

- მოუარე ჩემს ბიჭს ჩემო გოგო ... შენი დამსახურებით ისევ იგივე მათეს ვხედავ , ამის მერე რაღა მომკლავს ...
- აუცილებლად ...
- არ დაგვივიწყოთ , კიდევ ჩამოდით !
- შევეცდებით , ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის , განსაკუთრებით ასეთი დახვედრისთვის !
- თემო , დატოვეთ მანქანა და ერთად წავიდეთ ...
- რატო ?
- რავი , რატო დავდივართ ექსვი კაცი სამი მანქანით თუ ვიგებდე თავი მომაჭერით !
- კაი მე დავრეკავ და მიმსამარტებზე გადაიტანენ მანქანებს , ბაბუ მოვლენ და არ გაგიკვირდეთ , აი გასაღებები ...
- კაი ბაბუ , მიდით ახლა კეთილი მგზავრობა!
- მაროო ბებოოოო , ძააან მასიმიოოორქ ! - გიო ბებოს ჩაეხუტა და ხარხარით წავიდა მანქანისკენ.
- ნაგიჟრები ! - სიცილით აეხუტა ქალი ქმარს და თვალებაცრემლებულმა გახედა მომღიმარ მათეს. - წარმოიდგენდი რო ეს კიდე ასე გულით გაიღიმებდა ?
- ვერა ... - გაიცინა კაცმა და ცოლთან ერთად სახლისკენ წავიდა.

^^^
მთელი გზა არ გაჩერებულან , ხან რა სიმღერა ჩართეს და ხან რა , ბოლოს ყვავილების დედოფალას რომ გიო აყვა ეგ იყო პიკი ზე პანიკა.
- ვაიმე გააჩუმეთ , ძალიან ყრუა ... - ყურებზე ხელები აიფარა ლიზამ.
- შენ რა , ჩემი ხმა არ გიყვარს ?- წარბები შეკრა ნაწყენმა .
- არა ჩემო სიცოცხლე , შენი ხმა ძალიან მიყვარს მაგრამ ჩემი ყურები უფრო ...
- აა შენ შენი ყურები ჩემს ხმაზე მეტად გიყვარს ? - თავი გაბუტულმა დაატრიალა ჰაერში.
- დაიწყეს !
- ყველაზე არაორდინალური წყვილი ხართ ვინც კი ცხოვრებაში თვალით მინახავს!
- მათეეეე დაუწიე , ძინავს ელენეს ! - სხეულზე მიკრულ გოგონაზე ანიშნა და თვალები სათითაოდ ყველას დაუბრიალა.
- თემურ ლენგ , არ გაგვჟლიტო ძმობას გაფიცებ ... - გადაიხარხარა გიომ.
- შენ ჩემს დას ძილს არ აცდი ? - ჰკითხა გაბრაზებულმა ლიზამ.
- ღმერთო ჩემო ! - ხელები ჰაერში აღაპყრო მარიამმა.

^^^

ეზოში ისხდნენ და მართა გაკეთებულ ხაჭაპურებს ჭამდნენ , გიომ ძლივს რომ ამოილაპარაკა პირგამოტენილმა.
- არა რა , აი ვაღმერთებ საქართველოს , იქით აჭარული ხაჭაპურიო , კიდე იქით მეგრულიოო , ახლა იმერულიო და ღმერთო კუჭი მტკივა უკვე ... - სახე დამანჭა და მეექსვე ნაჭერს დაარსო ჩანგალი. - ამდენი აღარ ჩამდის და იმენა წიხლით ვაწვები !
- აბა ვინ დალევს ? - წითელი ღვინო მიიტანა ზურამ მაგიდასთან . - ძალიან ცივიია !
- ოოო , მე მინდაა ! - ხელი წაავლო ბოთლს და ჭიქას თემომ და სიცილით გადახედა გაოგნებულებს. - მაგრად მცხელა და თან ისეთი მაგარი ფერი აქვს ვერ გავმზავ !
- წამო მარიამ მომეხმარე ... - მართამ შვილს გადახედა და ისიც მხრების ჩეჩვით გაჰყვა სამზარეულოსკენ.
- რა ხდება დე ?
- რატომ არ გვითხარი დედიკო მათეზე , გაგიბრაზდებოდით თუ რას გვიმალავდი ამდენ ხანს ? - ჰკითხა ნაწყენმა და დოინჯი შემოიდო. - მე მეგონა ასეთ რაღაცეებს არ დაგვიმალავდი , როდის იყო მონსტრებივით ვერეოდით შენს პირად სივრცეში?
- მოიცა , სიადან იცი ? მამამაც იცის ? ვაიმე ღმერთო ... საიდან ... მიხვდით ? რამე ისე გავაკეთეთ ? შეგვეტყო ?
- რა საიდან ვიცით გოგო , სამი თვეა ვიცით და გელოდებით როდის დაღერღავ ...
- მოიცა სამი თვე საიდან იცით ?
- ჯერ ერთი თვალები გვაქვს და ვხედავთ , მერე კიდე მათე დაელაპარაკა ზურას თავიდანვე მინდა იცოდეთო და თუ თქვენთვის ეს რაიმე დაბრკოლებაა შემიძლია სხვაგან გადავიდე საცხოვრებლადო , მაგრამო იცოდეთო რომ ჩემი გრძნობები მართლა ძალიან სერიოზულია მარიამის მიმართ და არ მინდა ეს სულ ბოლოს თქვენ გაიგოთო ... ისე რა კაი ბიჭია დედა ჰა ? ასეთი სასიძო მინდა მეორეც , რა იქნება ნინისაც რომ ასეთი შეხვდეს ...
- მოიცადე , ეს სამი თვის წინ გაარკვიეთ და მე ამდენ ხანს ტყუილად ვნერვიულობდი ?
- ხო ... მათემ უთხრა ზურას არ მინდა უპატივცემულოთ მოვიქცეო და პირველმა მინდა თქვენ იცოდეთო ... დედა რა კაი ბიჭია , ნაკლს ვერ ვპოულობ , მშვიდი , ჭკვიანი ...
- დედა მოიცადე ერთ წამს , მათეს მოვკლავ ! - გაბრაზებულმა შეკრა მუშტები.
- რისთვის კლავ გოგო ?
- რისთვის და რომ ხედავდა ვნერვიულობდი და არაფერს მეუბნებოდა !
- მე არ გითხარი არ ინერვიულოთქო ? - მოესმა ზურგსუკან ნაცნონბი , გაწონასწორებული , მშვიდი ხმა და დამფრთახლმა მიიხედა უკან.
- მე ...
- მოკლავს ... - ირონიულად ამოიქირქილა მისი რეაქციით გახალისებულმა მართამ.- კი აქვე და ახლავე ... - გაიცინა და გარეთ თეფშებით ხელდამშვენებული გავიდა.
- ვერ ვიჯერებ რომ არ მითხარი ...
- გითხარი მოვაგვარებთქო და არ ინერვიულოთქო !
- ანუ ... მოიცა ანუ ... იციან და საშიში ... საშიში არაფერია ?
- იციან , იციან ! - გაუცინა და თმაზე ფრთხილად მიაკრა ტუჩები.
- ბედნიერებაა შენნაირი ადამიანის გვერდით ცხოვრება ბაღათურია , ადამიანის რომლის მხარიც ყოველთვის მზადაა დაგიჭიროს ... - ლოყაზე აკოცა და ხელჩაკიდებული გაიყვანა იქიდან.
- ჩემი თავი ძააან არ მევასება ... - ამოიბურდღუნა წარბებშეკრულმა.
- რატო ? - გაკვირვებული მიუტრიალდა დაბნეულს.
- ახლა ვეღარ გამიგია ასეთი რაღაცეების მოსმენა უფრო მისწორდება თუ რომ მეფლირტავები და მაგიჟებ იმის ...
- მგონი ორივესი ...
- მგონი ეს უფრო გამისწორდა , ვერ მიყურებ ? დავყ*ლევდი ...
- დეგენერატი ხარ ... - გაიცინა და წინ წავიდა.
^^^

ეზოში იჯდა მარიამთან ერთად და მის მობილურში ფილმს უყურებდა , ის ის იყო უნდა ეთქვა მომბეზრდა გათიშეო ტელეფონზე რომ დაურეკეს , მესენჯერში ურეკავდნენ , ისევ ზურა იყო , ისევ ზურა ...
სახე გადაფითრებულ მარიამს გახედა , წამში გამოართვა მშვიდი გამომეტყველებით ტელეფონი და მის ჩატში გადავიდა , მარიამის არც ერთი პასუხი არ ყოფილა , ის კი წერდა და ურეკავდა , ორი კვირისწინდელი ზარებიც კი ნახა , გაოცებულმა ჩამოსქროლა ჩატი ისევ და თვალებჩამქვრალმა დაუბრუნა ტელეფონი პატრონს.

- მათე ... გეფიცები არცერთ ზარზე არ მიპასუხია ...
- მე შენ რა გითხარი 1 თვის წინ ?
- მე ...
- რა გითხარი მარიამ ? ხომ გაგაფრთხილე ისევ თუ ისევ გააგრძელებს მითხარითქო ? ხომ გაგაფრთხილე , რომ მერე შენზე გავბრაზდებოდი , თან ძალიან სერიოზულად ... მიპასუხე არ გითხარი ? - ტონისთვის ოდნავაც კი არ აუწევია , მხოლოდ მისი შავი თვალები იყო უფსკრულისფერი , უიმედო , ჩამქრალი და საშინლად გაბრაზებული.
- მინდოდა მათე ... მინდოდა მაგრამ შემეშინდა რომ რაიმეს იზავდი ... არ მინდა იჩხუბო , მეშინია , ასეთი რთულია ამის გაგება ? - ლამის ცრემლებამდე იყო მისული . - მათე ... - ფეხზე წამომდგარს უკან მიჰყვა. - მათე , მეჩხუბე , მიყვირე რაც გინდა ის ქენი ოღონდ ასე ნუ ხარ ... ასე ნუ ხარ გთხოვ ...
- მთელი თვე გირეკავდა და არაფერს არ მეუბნებოდი ... ეს არის ნდობა და არანაირი ტყუილი ამ ურთიერთობაში ? მიპასუხე მარიამ ეს არის ? - ისევ წყნარად ლაპარაკობდა ბაღათურია. - ადგილზე გაჩერდი და გამოყოლა არ გაბედო , არ გაბედო გაიგე ? - ჰკითხა საშინლად ცივი და მკაცრი ტონით და პასუხს არც დალოდებია ისე შევიდა სახლში.

ორ წუთში უკან გამოვიდა მართა და ზურა უკან მოჰყვებოდნენ და რაღაცას ეკიტხებოდნენ.

- მათე მშვიდობაა ? ასეთი სასწრაფო რა გამოგიჩნდა , ამ წვიმაში რომ არ წახვიდე ?
- მართა დეიდა არ არის წვიმა , თან მარტო არ წავალ ჩვენც გავყვებით ...
- რომელიმე დარჩით და ერთ-ერთი წამოდით , ძაან დიდი ბოდიში ასე უცებ რომ მომიწია , აი დღესვე თუ მოვახერხე ჩამოვალ , თუ არადა ხვალ საღამოდ აუცილებლად აქ ვიქნები, არ ინერვიულოთ კარგით ?
- კარგი შვილო მიდი ... - გიომ და თემომ ერთმანეთს გადახედეს , მერე გიომ ლიზას შუბლზე აკოცა და მანქანაში მათესთან ერთად ჩაჯდა.

მარიამმა სახე დაილაგა და ვითომც არაფერიო ღიმილით ანიშნა გოგონებს და თემოს მასთან მისვლა.
- მარიამ , შენ ხომ არ გააბრაზე ? - ჰკითხა ზურამ ეჭვანერევი სახით.
- არა მამა , საიდან მოიტანე ? მართლა საქმე გამოუჩნდა არ ინერვიულოთ , დღეს ან ხვალ ისევ ჩამოვა ...

მშობლები სახლში შევიდნენ , თემო მარიამს წინ დაუჯდა და ეჭვნარევი მზერა მიაპყრო.
- მოყევი !
- ზურას ჩატი ნახა ...
- მოიცა , რა ზურას ჩატი , გწერდა ? წერდი ? - ჰკითხა ელენემ.
- არა , მირეკავდა მთელი თვე , მეგონა გაჩერდებოდა რომ არ ვუპასუხებდი მაგრამ ახლაც დარეკა , ფილმს რომ ვუყურებდით , მერე ეს ამდენი მონაწერი და ნარეკი რომ ნახა სულ გაგიჟდა , ხომ გთხოვე რომ გეთქვაო , გაბრაზდა და წავიდა ... თემო ხომ არ იჩხუბებს , მეშინია ... - წამში ატირდა და ცხრარე ცრემლებით.
- მარიამ ვიცი , რომ შენს შეცდომას იაზრებ და ახლა იმაზე ცუდად ხარ ვიდრე ჩვენ ეს ოდნავ მაინც წარმოგვიდგენია , მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა , მათე ოდნავ მაინც თუ გაიცანი როგორ შეძელი და ეგ არ უთხარი , ადამიანი ბოლომდე ითმენდა იმ სი*რის გამოხტომებს და მხოლოდ ერთი გთხოვა , არ დაგემალა თუ კიდევ გააგრძელებდა შენთან რაღაცეების მცდელობებს , ახლა ვერაფერს გეტყვი , გააჩნია ის ისეთი შეუგენებელი თუა რომ ჭკუიდან გადაიყვანს ნამდვილად სცემს და საერთოდ არ მინდა წარმოდგენა რას დამართებს !
- თემო გეყოფა ! - თვალები უბრიალა ელენემ.
- რა მეყოფა , რა ? შენც რომ გააკეთო ასეთი რაღაც წინასწარ გაქვს მაგალითი რა მოხდება ! ლიზა , შენ თუ გიო ბულკი გგონია მაგ საკითხში შენც ცდები , ყველა ერთნაირები ვართ და კარგად დაიმახსოვრეთ , რომ არც ერთი არ ავიტანთ მსგავს რაღაცას , არ ვიცი აუცილებელი იყო ასე მომხდარიყო ? გეთქვა თავიდანვე და მოვაგვარებდით მშვიდობიანად , ერთი თვე რომ არ გაჩერდა ვერ მიხვდი რო მაგარი დედამო*ტყნული ტიპია და ეგ არც მეორე თვე დაგანებებდა თავს და არც მესამე ? მაგ სი*რს ეხა გონია რო თავს იფასებ , ან შეყვარებული გყავს და მაინც გსიამოვნებს მაგის ხვერწნა-მუდარა ! ამ დროს ის მათეზე რას ფიქრობს ? რო მაგარი ვაზელინა ტიპია და მაგას შეყვარებულიც ადვილად აეხევა , საერთოდ არ ფიქრობთ ამ ყველაფერზე ? სანამ თემა ახალი და ადვილია მანამდე უნდა აღმოიფვრას , ახლა ისხედით და დაძაბულები ელოდეთ რა მოხდება , ამის დედა მო*ტყან , როგორ არ გავყევი ! ან ჩემი მანქანით რატომ არ წამოვედი აქაც , ჯანდაბა!
- მართლა ასეთი ფსიხია მთათუმანი ? - იკითხა ელენემ და ქვედა ტუჩზე ფრთხილად იკბინა.
- კი , მერე მართლა მთათუმანი ხდება , როცა მაგის თავმოყვარეობას ეხებიან !
- ახლა მოვკვდები ! - თავი ხელებში ჩარგო და წამში დაუბრიალეს გოგონებმა თემოს თვალები .
მანაც თავი გადააქნია თვალების ტრიალით და წამში წამოაყენა მარიამი , გულში ჩაიკრა და ხელები მაგრად მოჰხვია.
- დავურეკავ გიოს და დაამშვიდებს ის , ნუ გეშინია , თუ ის არაა ძააან დედამოტ*ყნული იქნება რამე ... ახლა რომ მოთქვამ რამეს აიცილებ თავიდან ?
- მე რომ დავურეკო აზრი არ აქვს ხომ ? - ჰკითხა სრუტუნით.
- არა ღადაობ ? ეხა მაგრად გაგიჭედავს , მაგარი გაბრაზებულია , მაგ დროს არ უნდა მიაწვე , პირიქით უნდა აცადო დამშვიდება და მერე ცივ გონებაზე უნდა დაელაპარაკო თორე ერთი შეილება ისეთი გაჭედოს ქვესკნელში ჩაგვდოს ყველა ერთად , დიდიან-პატარიანა . - სიცილით დაუსვა თმაზე თითები. - კაი მაგარი მონსტრი დაგიხატე ეხა , არც ეგრეა საქმე , შეეცდება ჯერ სიტყვით მოგვარებას , აეე მე და ჩემი კუნთები გაგვიშვით გაგვატარეთ ტიპი ხო არაა , მარა იმან თუ აკენწლა კი არ მოუთმენს !
- ხო არ დავურეკო ზურას და ვუთხრა მოტყდეს ? - იკითხა ელენემ.
- მოგტეხავ ყბას ! - თვალები უბრიალა თემომ. - ზურაკსენ ხარ თუ ჩვენსკენ ?
- ყბას კი არა ენას მოგტეხავ , რა ლაპარაკია ? - გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა ხელები.
- ჩემი ელუსიი გაბრაზდაააა ... - გაიცინა და მარიამთან ერთად მიიხუტა გოგო.
- მეც მინდაა ... ჩემი გიუნააც ჩალურჯებული ჩამოვა ? - იკითხა აცრემლიანებული თვალებით.
- არა ტოო , იქეთ დაალურჯებენ იმას , თქვენ არ ინერვიულოთ !
- მე კი მყავს ჩემი რომეო აქ და თქვენ იკითხეთ ... - მოიშხამა ელენე და ღიმილით მოჰხვია კისერზე ხელები თემოს.
გადაფარებულში იჯდა და წამდაუწუმ ტელეფონს უყურებდა.
ერთხელ სცადა დარეკვა მაგრამ მაშინვე გაუთიშა ბაღათურიამ , იმის მერე აღარც უცდია , ნამდვილად არ უნდა უარესად გააღიზიანოს და მერე ამაზე ნერვებაშლილმა ის უბედური უარესად დაბეგვოს.

უკვე 6 საათზე მეტი იყო გასული მათი წასვლიდან , ჯერ არც გიოს ზარი არ ჩანდა , არც მათესი და არც თემოსგან ისმოდა რამე .
ტირილით ჩარგო თავი მუხლებში და აქსუტუნებულმა მიდო ჰამაკზე თავი.
ბოლომდე ითმინა ამ ბიჭმა და მართლა ერთი რაღაც სთხოვა , როგორ არ უთხრა? ახლა ფიქრობს და იგივე მათეს რომ გაეკეთებინა უარესი რეაქცია ექნებოდა.
ალაბათ როგორი ნაწყენია ახლა ბაღათურია ...
საშინლად მოუნდა ამ წამს მის გვერდით მჯდარიყო , მის მკერდზე ჰქონოდა მიდებული თავი და ისევ ეგრძნო საყვარელი თითები და ტუჩები თმაზე.
ასე ჯდომა ხომ მათეს ძალიან უყვარდა , მხოლოდ მის თმასთან თამაში და სხვა არაფერი.
უარესად ატირებულმა თავში წაიშინა ხელები , ის ის იყო გონება გათიშულს უნდა ჩასძინებოდა ეზოში შუქი , რომ გამოჩნდა , მერე ბორბლების ხმაც გაიგო და ჭიშკარში მანქანა შემოვიდა.
იმდენად უენერგიოთ იყო , რომ ფეხზე წამოდგომის თავიც კი არ ჰქონდა , მანქანიდან მათე რომ გადმოვიდა ძლივს მოიკრიბა ძალა და ფეხებარეული წამოდგა იქიდან , მისკენ მომზირალი ბაღათურიას სხეული წამში გაშეშდა , გიომ თავი ღიმილით გადააქნია მარიამის დანახვაზე და შინ შევიდა.
მათე გაშეშებული იდგა , მისკენ წასული გოგონასკენ დაიძრა და ის ის იყო ოდნავ სინათლეში გაარჩია მისი სახე მარიამის თვალები , რომ დაიხუჭა და ნაბიჯებიც აირია და რომ არა ბაღათურიას ჩქარი მოქმედება გოგონა პირდაპირ ნამიან მინდორზე დაეცემოდა.

- მარიამ ... მარიამ , გონს მოდი მარიამ ... ჯანდაბა , გაგიჟდება მართა , მარიაამ ... - ჩუმად ეჩხუებებოდა გოგონას , მერე ხელშიაყვანილი წავიდა კარისკენ და მაქსიმალურად ჩუმად ავიდა კიბეებზე , მისი ოთახის კართან გაჩერებულმა ფეხით გოგონების ოთახის კარზე დააკაკუნა , შემოდითო რომ გაიგო მაშინვე შევიდა შიგნით , ბიჭებიც იქ დახვდნენ , ყველა გაოგნებული წამოიშალა ფეხზე და მათეს მიესივნენ.
- ლიზა რამე სუნამო მოიტანე , მძაფრი სუნით ან ნიშადური , სწრაფად !
- რა მოუვიდა ? - იკითხა თემომ და საწოლზე დაწვენაში მოეხმარა . - მთელი დღე ტიროდა , ბიჭო ერთხელ მაინც გეპასუხა რა ჩემი ყ*ე გეტაკა ?მოკვდა გოგო ნერვიულობით !
- თუ ძმა ხარ რაა , ჩემი გაჭირვება მაქვს შენ რო არ დამიმატო , ლიზა !
- მოვდივარ , მოვდივარ ... აიი ... - ბოთლი მიაწოდა და წელში გასწორებული დააკვირდა ბიძაშვილს.
სწრაფად მიუტანა მათემ ნიშადურის ბოთლი ცხვირთან და მის შეფხიზლებას დაელოდა.
ძალიან ნელა შეირხა ჯერ მისი ცხვირი და შემდეგ ტუჩები , სახე დამანჭულმა გაახილა თვალები და მერე ისევ დახუჭა.
- არა , არ დაიძინო , გამოფხიზლდი ... გამოფხიზლდი მარიამ თორე მაგრად გცემ !
- რა ... რა ხდება ... - ამოილუღლუღა და თვალებზე ხელები აიფარა. - მათე ... - ორი წამი არ იყო გასული უცებ , რომ წამოიყვირა და საწოლზე წამოჯდა. - მათე ... აქ ხარ , აქ ხარ ... ჩემთან ხარ ... - ამოიოხრა და დაღლილმა მოჰხვია ხელები საყვარელ მხრებს.
- ასე მეორედ რომ შემაშინო ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ , გასაგებია ?! - გაბრაზებულმა მოჰხვია ხელები საყვარელ სხეულს.
- ძალიან ვინერვიულო ... - ამოილუღლუღა და დარცხვენილმა მოარიდა თვალი ასე ძალიან რომ უყვარს იმ შავებს .
- სანერვიულო არაფერი აღარ არის , საერთოდ ვეღარ გაიგებ მის სახელს და კიდევ ერთხელ იგივეს თუ გაიმეორებ ჩემს სახელსაც სამუდამოდ დაივიწყებ ! გაფრთხილებ მარიამ !
- არა , არა ... არაფერს აღარ დაგიმალავ , მაპატიე ჩემო სიყვარულო ... მაპატიე გთხოვ ! - ტირილით აეკრა და მათემაც ღიმილით მოჰკიდა პატარა ბავშივით ასლუკუნებულს ხელები.
- ტელემუნდო პრესენტაა ! - ირონიული ღიმილით ამოილაპარაკა მათ ყურებაში გართულმა თემომ. - 137 ე სერიის დასასრული !
- ღმერთო რა ცუდი ადამიანი ხარ ! - ელენემ მხარი სიცილით გაჰკრა შეყვარებულს და მარიამს ლოგინზე ჩამოუჯდა. - როგორ შეგვაშინე შე გველაძუა !
- მოტყდი მარიამ მოტყდი ! - დანანებით გადააქნია თავი თემომ.
- მოგტეხავ ძვლებში ახლა მე შენ ! - წამში დაუბღვირა ბიჭს და თავის თავზე გაეცინა.
^^^
- მათე ... გახსოვს შენს ბიძაშვილზე რომ ვიეჭვიანე ?
- მერე ? - ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ბაღათურიას.
- არ გამაცნობ ?
- დამშვიდებულია , შორიდან გიცნობს და ძალიან მოსწონხარ !
- მართლა ? - იკითხა გახარებულმა. - და რა სჭირდა ?
წამში შეეცვალა სახე , უცებ მოეღრუბლა და ყველა ძარღვი დაეჭიმა.
- თუ გინდა ნუ მეტყვი ... - სახეზე ფრთხილად ჩამოუსვა თითები.
- მაშოს დედა ადრეულ ასაკში დაეღუპა , მის მერე მამა და ბიძია ერთად ზრდიდნენ დედაჩემთან ერთად , მაშო სულ ჩემთან ერთად იყო , ჩემი დაა ... არ აქვს მნიშვნელობა ერთი დედ-მამის შვილები , რომ არ ვართ ის ჩემი დაა ... რაც უფრო ვიზრდებოდი მით უფრო მინდოდა რომ მასზე პასუხისმგებლობა მე ამეღო , ყველგან დამყავდა , ყველას ვაცნობდი როგორც ჩემს დას ... 24 საათი ერთად ვიყავით , თავის ურთიერთობებზეც კი მე მიყვებოდა პირველს და არა თავის დაქალებს ... ცოტა რომ წამოვიზარდეთ ერთი ტიპი გადაეკიდა , მე არაფერი არ მითქვამს მამასთვის და ბიძიასთვის ამის შესახებ , მე და ბიჭები მეგონა მოვაგვარებდით , ძალიან რომ გართულდა საქმე და მაშოს უკვე სახლიდან გაშვებაც კი საშიში , რომ გახდა მამას მოვუყევი , მამამ ბიძიას უთხრა , არ ვიცი რა გააკეთეს მაგრამ ცოტახანი ჩააშოშმინეს ის ტიპი , მერე ისე უცებ მოხდა ყველაფერი ვერც კი გავიაზრეთ , მაშოს ის ბიჭი შეუყვარდა , არ ვიცი როდის რა მოასწრეს , მოკლედ შეუყვარდაც არ ერქვა ამას მოეწონა , მერე ვიღაც კლასელი გამოჩნდა , რომელზეც გადაერთო და მიხვდა რო ის ზროსლი და ძველი ტიპი უნდა დაეკიდებინა , იმან ეს ვერ აპატია და ... - წამში დაიძაბა მისი სხეულის ყველა წერტილი. - გააუპატიურა ... ის ბიჭი დაიჭირეს , ლამის მოვკალი ისე ვცემე , ცხოვრებაში პირველად და უკანაკსნელად ვიყავი ისეთი აგრესიული , როცა დაუფიქრებლად შემეძლო ადამიანისთვის ყელი გამომეჭრა , ყველაზე რთული რაც ამ ამბავში იყო იმ ტიპის სიტყვებია ... ვერ დაიცავი ბაღათურია მაშოოო - ასე მითხრა , ვერც შენ , ვერც შენმა ფულიანმა მამიკომ და ვერც იმის ფულიანმა ძამიკომო ... წლები ჩემს თავს ვადანაშაულებდი , თვეები მაშოს ვერ ვეკარებოდი , მერე რომ მივხვდი რომ მისთვის ჩემთან ყოფნა წამალივით იყო გვერდიდან აღარ ვშორდებოდი , შეიცვალა მაშო , მისი ხასიათებიც , ჩემიც ის ყველაზე ეჭვიანონბდა , მხოლოდ გიოზე და თემოზე არ ჰქონდა რეაქცია , მერე ისე გადიოდა წლები რომ ერთმანეთის გარდა არავისთან ვიყავით ისე როგორც საჭირო იყო , მაშო ძალიან მომეჯაჭვა , ჩემს გარეშე ფაქტობრივად საჭმელსაც კი არ ჭამდა , ჩემი დაჟინებული თხოვნით საუკეთესო ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული , ახლა შეყვარებულები არიან ... - გაიღიმა და მარიამს სიცილით გადმოხედა , რომელსაც წამში შეეცვალა სახე. - ამის გამო წამოვედი ცოტა ხანს აქ , გარემოს გამოცვლა და რაიმე ახალი მინდოდა , მერე შენ გიპოვე , მაშოც ძალიან კარგად არის და შენი წყალობით მგონი მეც კარგად ვარ ...
- მიყვარხარ ბაღათურია , უზომოთ მიყვარხარ და მეშინია შენი სიყვარულისგან არ გავრეკო ...
- უნდა გარეკო , უზომოდ სიყვარული არ მყოფნის , მთლიანად შენი არსება მინდა ... მხოლოდ ჩემთვის ! - შუბლზე აკოცა და ბოლომდე აიკრა სხეულზე.
- ერთ-ერთმა ბაღათურიამ მითხრა , რომ მისი შვილიშვილი იმ ტყავს დავუბრუნე , რომელსაც ეკუთვნოდა ...
- ოჰ , მერე ? - ღიმილით აკოცა შუბლზე აჭიკჭიკებულს.
- მერე ? მერე ჩიქოვანის ქალმა მითხრა მიხედე ჩემს შვილიშვილსო ...
- მერე ? - ეშმაკურად ჩაეღიმა ბაღათურიას.
- მთელი ცხოვრება მინდა შენზე ზრუნვაში გავატარო და ამას მართლა მთელი გულით გეუბნები ...
- ვერ გეუბნები სიტყვა მიყვარხარს , მგონია რომ ძალიან სულელურად ჟღერს როცა ვცდილობ ამ ერთი სიტყვით აგიხსნა ჩემი გრძნობები შენს მიმართ , ვფიქრობ რომ ასეთი ყოვლისმომცველი გრძნობის შესაფერისი სიტყვა არ არსებობს , და თუ ეს იმის ნახევარს მაინც გამოხატავს რასაც მე ვგრძნობ კი ბატონო , უსასრულოდ შემიძლია გითხრა რომ ცამდე მიყვარხარ ! - მისი სახე ხელებში მოიქცია და საყვარელ ტუჩებს ძალიან ნაზად შეეხო.
- სიამოვნებით მოგისმენ მთელი ცხოვრება ... - გაუღიმა და მასზე მიხუტებულმა განაგრძნო მშვიდად სუნთქვა. - ახლა ბედნიერი ვარ ...
- მე კიდევ სრულყოფილი !

უდიდესი და უღრმესი მადლობა იმათ ვინც გვერდში მედგა იმედია იმედები არ გაგიცრუეთ , ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი kati

Rac kargia,male Ratom mtavrdeba?!

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

მე კიდევ სრულყოფილიო
მე კიდევ სრულყოფილიო
აუუუ
არ მინდა გააზრება
არ მინდა დასასრული
არ მინდა ეს რო იყოს ბოლო
მინდა მოგაწვეს ერტი თვი, ექვსი თვის ერთი წლის მერე ისევ მუზა
ისევ დაწერო სიფსიხეები შენ რო იცი და შენ რო გამოგდის მარტო ისეთი
მიყვარხარ მე შენ
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart heart_eyes

 


№3  offline წევრი Avrora-Gallagher

არმოგნატრებივართ კარგად თორეე ეს შენი ბოლო იატორია არ იქნებოდა❤️:((

 


№4 სტუმარი Mako

Chvenc mogvenatrebi.mtlad ar dagvivicyo xanadaxan mainc gagvaxare sheni tkbili istoriebit

 


№5  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, ახლა მართლა ვიტირებ sob sob რატომ დასრულდა, რატომ? sob უბრალოდ შეყვარებული ვარ თითოეულ პერსონაჟზე blush შენ ხომ არ იცი, როგორ მომენატრებით შენ და შენი პოზიტიური და მხიარული ისტორიები heart_eyes მიყვარხარ და წარმატებები heart_eyes

 


№6 სტუმარი ლაოე

მართლა ტელემუნდოაა რა ;დდდდ

 


№7  offline წევრი N..L

საუკეთესო იყოო.. არ შეწყვიტო ისტორიების წერა რრა. ♥♥☺☺

 


№8  offline წევრი Mariam Shengelia_3

აუუუუუუუუუ, საერთოდ არ ველოდი ჯერ დასასრულს. ამ ისტორიის ფაწრლვაზე არ ვიტყოდი უარს, ხოიცი რომ ვგიჟდები შენს ნაწერზე (ლაპარაკით მოყოლილი უფრო საყვარლობა იცი მარა მაინც :დდდ) ეს ისტორია კი ერთ-ერთ ფავორიტებში შევა! აი საოცრებაა❤ ძალიან ძალიან მომწონს და ერთი მათე ბიჭი მინდა მეც :დ შეილება იმასაც რამე დავუწუნო და შარი მივდო მარა ცდად ღირს აშკარად :დდ ❤❤❤

 


№9  offline წევრი tatuli)

rogor ar minda ro dasrulda <3 momicevs kidev tavidan cavikitxo :D netav meore nacilsac dacerde ra bedniereba iqneboda <3

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Yvela ertad cavikitxeeee, ver movaxerxe aqamdeeee, zalian visiamovnee, bedniereba da pozitivi gahyveboda yvela sityvasss, yochagg, imedia maleve shemogvtavazeb axal istorias

 


№11  offline წევრი კეროლაინი

კარგი იყო❤️

 


№12  offline მოდერი zia-maria

დამათენდა თავზე და აი უკვე დავასრულე კითხვა,ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე ყველა თავი ერთად.ძალიან მომეწონა კარგი ისტორიაა,კარგი პერსონაჟებით. kissing_heart

 


№13  offline მოდერი D-roni

ბავშვებო ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა , არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა იმ სიტყვებისთვის რომლებსაც ამ დროის განმავლობაში არ იშურებდით , ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველანი ერთად და სათითაოდ! heart_eyes heart_eyes

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

ყოჩაღ მთათუმანს თავიდანვე უფიქრია მარიამის მშობლებზე.შენ კი ჩემო კარგო სასწაული იყო სასწაული ისტორია თავისი გრძნობებით ,ემოციებით,ვნებებით.ძალიან კარგი იყო.ნამდვილად არ მინდა რომ ბოლო ისტორია იყოს შენი.მინდა რომ აგრძელებდე წერას ჩემო კარგო.ისეთ კარგ უსტლრუებს ქმნი რომ ნამვილად არ უნდა დაანებო თავი

[quote=სტუმარი თამო]ყოჩაღ მთათუმანს თავიდანვე უფიქრია მარიამის მშობლებზე.შენ კი ჩემო კარგო სასწაული იყო სასწაული ისტორია თავისი გრძნობებით ,ემოციებით,ვნებებით.ძალიან კარგი იყო.ნამდვილად არ მინდა რომ ბოლო ისტორია იყოს შენი.მინდა რომ აგრძელებდე წერას ჩემო კარგო.ისეთ კარგ ისტორიებს ქმნი რომ ნამვილად არ უნდა დაანებო თავი

 


№15 სტუმარი ტკბილი

საუკეთესო იყო <3 ბოლოს ყველაზე ტკბილობა მოიტოვე არა?

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

ასე უცებ არ მინდოდა დასრულებულიყოოოოო disappointed ძალიან მაგარი იყო.აი ძალიან ძალიან.თუმცა ჩვენი ნუცა ძალიან მომენატრება აქ kissing_heart
--------------------
ლანა

 


№17  offline მოდერი Someone wandering

ვააიმეე ჩემიი სიყვარულეეებიი
ჩემიი ცქნაფეებიიი
მიყვარს მე ეს ექვსი

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Vaime ra sayvarlebi arian yochag magari iyoo warmatebebii

 


№19 სტუმარი მარწყვის ჯემი

აუუ რატო დასრულდაა აუუ არა რა
ძაან მაგარიი იყოო

 


აი უუუუუძალიანესად მაგარი იყო????????????????????ვგიჟდები ბაღათურიაზე????????????ვგიჟდები მარიამზე, ელენეზე,თემოზე,ლიზიზე,გიორგიზე,მარო და თომა ბაბუზე,ყველაზე, ყველაზე ვგიჟდები???????????????? უუუმაგრესი იყო ვნებით,ცეხლით, პოზიტივით,ბედნკერებით და სიყვარულით????????????????

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

დასასრულისთვის არ მეყო...

 


№22  offline წევრი Mariami05

ცოტა მაკლდა რომ არ ბღავილი არ დამეწყოო ისიც იმიტომ შევიკავე თავი რომ ამ შუა ღამეს ვინმე არ დამეფრთხო
მომენატრებიიი
უზომოდ მომენატრები შენც და შენი ისტორიებიც
❤️❤️????

 


№23 სტუმარი Ekaa

Xom male dabrundebi axali istoriit??? Gamixalise ra zapxuli

 


№24  offline წევრი kethrine

საყვარელო დღეს დავამთავრე კითხვა, აქამდეც შემოვდიოდი საიტზე, უბრალოდ ვავლებდი თვალს სიახლეების ზოლს და შემდეგ ვხურავდი, დროის უქონლობის და სხვადასხვა მიზეზების გამო. პერიოდულად დადებული თავების კომენტარები არ წამიკითხავს, თუმცა წავიკითხე შენი თავებზე მინაწერები.
იცი რას ვფიქრობ?! რაც არ უნდა მოფიქრებული, დალაგებული, გააზრებული და დაწყობილი ისტორია "გედოს" გონებაში, თავებზე მიწერილი კომენტარები ყოველთვის მცირედით მაინც მოქმედებს, ისტორიის მიმართულებაზე. სამწუხაროდ ვფიქრობ რომ აქაც მასე მოხდა. შენს დამოუკიდებლად ალბათ მაგრამ მაინც მოხდა.
თავიდან მარიამის პიროვნება მესმის, ცვლილებასაც ვუგებ, რატომაც არა, მაგრამ დასასრული ცოტა სხვა ფორმით განვითარდა ვფიქრობ. მეთორმეტე თავში ვერ დავინახე ის შინაარსი რაც სათაურს ქონდა. საბოლოო ჯამში გეტყვი რომ მომეწონა ძალიან და არ ღირს შენი თითების კლავიატურიდან მოშორება ❤

რაც შეეხება მკითხველებს: მწერლები არ არჩევენ მკითხველებისგან, ეს მკითხველები ირჩევენ მწერლებს. თუ კითხულობთ რაიმეს, უნდა პატივი სცეთ ავტორის აზრს, შეხედულებებს და ღირებულებებს. თუ არ მოგწონთ რაიმეს კითხვა, უბრალოდ ნუ წაიკითხავთ და ამით მორჩება. წარმატებები d-roni, დიდი იმედი მაქვს დაბრუნდები ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent