სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 11.
ბედნიერებაა დილით ჩიტების ჭიკჭიკით გაღვიძება და არა საზარელი მაღვიძარას ხმა.აპრილის თვე,ყველაზე ლამაზი და მშვენიერი წელიწადის დრო.აყვავებული ტყემლისა და ატმის ხეები,ამ დროს ძალიან ლამაზია ირგვლივ გარემო.მზე საუცხოოდ აცხუნებს,ირგვლივ კი საამური სუნი ტრიალებს.ო რა სასიამოვნოა ახლად ამოსული მწვანედ აბიბინებული ბალახის ყურება,ირგვლივ სილამაზე რომ გათრობს და გატკბობს.აპრილის თვეც მალე დასრულდება და ლაშას ანდერძის დროც იწურება.ერთ დღეს თვალები უჩვეულოდ უციმციმებდა და ბაგეზე ნაზი ღიმილი დასთამაშებდა,განწყობა კი ძალიან ამაღებული ჰქონდა და თავს გრძნობდა ძალიან ლაღად,მსუბუქად რაც მეგობრებს შეუმჩნეველი არ დარჩენია მასში ეს ცვლილება.ლაშა თავადაც გრძნიბდა მასში გაჩენლ ცვლილებებს რომელმაც დიდი იმედიც გაუღვივა და უფრო დატვირთა ახალი იდეებით და ახალი მიზნებით.გული კი უფრო აჩქარებულად ძგერდა როგორც ,,არაგვი-არაგვიანი''.მისი ფიქრები მხოლოდ ერთ ადამიანზე იყი ჩაწიკლული და ვერც კი ფიქრობდა სხვა ვერაფერზე.ბევრჯერ შეამჩნია მეგობრებმა რომ ლაშა ფიქრებში ჩაძირული მარტო თავისთვის იცინოდა,ერთ დღეს ვეღარ მოითმინა გიორგიმ მისი ეს იდიოტური ქცევა და უთხრა. -რა გაცინებს იდიოტივით მარტო რომ იცინი,თქვი რაა სასაცილო და ჩვენც გავიცინებთ. -გიორგი გული მიფართხალობს მასზე რომ ვფიქრობ.იცი ის ყველაზე განსხვავებულია,ყველაზე ლამაზი და ამავე დროს ყველაზე ძლიერი.თქვა ლაშამ.გიორგი ღიმილით უსმენდა ლაშას და ბოლოს უთხრა. -მმმმმმმ,ხოოოოოო?მაინც როგორია,რას გულისხმობ განსხვავებულში. -გიორგი ის სულ სხვა დროიდან მოდის,არასოდეს არ მიგრძვნია სხვა დროს,სხვა ქალის შეხედვაზე ასეთი რამ რასაც ვგრძნობ მის მიმართ. -არასოდეს,არასოდეს არ გიგრძვნია? -კარგი რა შეწყვიტე გიორგი,მე სერიოზილად გესაუბრები.შემდეგ გელას მიუბრუნდა და შეეკითხა.-შენ შეხედე მის თვალებს როგორ ელავდნენ ისინი? -აი მაგაში მეც დაგეთანხმები,თვალებს გვერდს ვერასდროს ვერ ავუვლით.თქვა გელამ. -მომეჩვენა რომ მოწონება მისი მხრიდანაც არის. -მართლა?გაოცებულმა შეეკითხა გიორგიმ. -მართლა,ხო მართლა. -იცი რას ვფიქრობ?მან იცის რომ შენ უკვე მილიონერი ხარ,მიტომ ხომ არ უციმციმებს თვალები?ირონია იგრძნობოდა გელას ხმაში,რაც ლაშამ კარგად იგრძნო და გაბრაზებულმა უთხრა. -რატომ მეუბნები ასე ირონიულად. -ვფიქრობ აქ ფულის საკითხია,ყველას უყვარს მდიდრულად ცხოვრება.გელა მის ადვოკატურ ყნოსვას ყველგან დებდა და მწარეს თქმასაც არ ერიდებოდა. -კარგი რა ნუ ფიქრობ ასე,არ მგონია ამხელა თანამდებობის გოგო სიმდიდრეზე და ფულზე იყოს დახარბებული. -შენც მოსინჯე,დაელაპარაკე და აუხსენი ყველაფერი.უთხრა გიორგიმ -სამი დღეა დარჩენილი და ამ სამ დღეში უნდა მოაგვარო ყველაფერი.მართლა მიდი,დაელაპარაკე უთხარი რასაც გრძნობ მოდი გაიჭერი ველად და შეიგრძენი რომ შენც ამ ცხოვრების ნაწილი ხარ,მისი განუყოფელი ნაწილი.რაც უფრო გადადებ საუბარს,მით უფრო გაგიჭირდება გრძნობების გამხელა.წადი და გახადე რეალურად შენო ყოველდღიური დილა უფრო ხალისიანი,აღივსე ბედნიერებით.ლაშას მოეწონა გიორგის და გელას საუბარი და ფეხზე წამოდგა,ღიმილით დატოვა მეგობრები. -რას ფიქრობ,გამოვა რამე გაუმართლებს? -მე ვფიქრობ,თუ ვაჟკაცურად დაელაპარაკება უნდა გაამართლოს ამ გეგმამ. -ვნახოთ რა ამბებით დასრულდება.წავედი მე და შეგეხმიანები. -თუ დაგირეკოს,უთხარი ჩემთან მოვიდეს და შენც აქ მოდი. -რატომ? -ნუ შემეკითხები მოგვიანებით აგიხსნი. -კარგი,შენ თუ რამე ჩაიფიქრე მაინც ვერ გათქმევინებ და რა აზრი აქვს აქ რომ დავჯდე მთელი ღამე.გეცინა გიორგის გელას სიტყვებზე და თვალი ჩაუკრა. -იცი და გესმის ადამიანის ბუნება შესწავლილი გაქვს,ვაფასებ შენს ნიჭიერებას.უთხრა სიცილით გიორგიმ გელას და მანაც სიცილით დატოვა გიორგი მარტო.ლაშა კი მიდიოდა და ბედს მიანდო დღევანდელი დღის ბედი.მიდიოდა და მისთვის ღიღინებდა. -მხოლოდ ჩემი წერა ხარ ქეთევან,შენ ერთადერთი მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ,რომელიც ღრმად შემოვიდა ჩემს გულში.ქეთევანის კაბინეტის კარებთან რომ მივიდა,მიხვდა რომ ღრმად სუნთქავდა და შეეცადა სუნთქვის დარეგულირებას,ცოტა ხანში კი ფრთხილად დააკაკუნა კარებზე საიდანაც მოესმა ნარნარა ხმა. -მობრძანდით. -გამარჯობა, ქეთევან შეიძლება? -კი,შემობრძანდით. -როგორ ხარ?მოიკითხა შინაურულად,დიდი ხნის მეგობარივით რამაც ქეთევანი ცოტა არ იყოს გააკვირა. -გამარჯობა, ლაშა თავად როგორ ხარ. -ქეთევან დასალაპარაკებლად მოვედი. -გისმენ,მშვიდობაა? -კი,კი მშვიდობაა.მოდი პირდაპირ გეტყვი ჩემს სათქმელს,ანდერძის თაობაზე ამ საქმეში ერთად ხომ ვართ,ჩვენ ორნი? -კი ვართ.გაეღიმა ქეთევანს. -ერთობა როცაა ხომ ყველა საქმე უპრობლრემოდ წყდება,ასე არ არის? -კი ასეა,მაგრამ ვერ გავიგე საით მიდიხარ,პირდაპირ მითხარი. -სამი დღე,მხოლოდ სამი დღე დარჩა ანდერძს ვადის ამოწურვამდე.ქეთევან მოდი მომეხმარე რა,ძალიან გთხოვ. -მე რაში ან როგორ მოგეხმარო,რა გავაკეთო.დაიბნა ქეთევანი. -მოვაწეროთ ხელი რამოდენიმე თვით,ან წლით რომ ეს ყველაფერი გადმოვიდეს ჩემს სახელზე და შენც რა თქმა უნდა უსარგებლოდ არ დარჩები. -ლაშა......................... -ჩუუუუ,ნურაფერს მეტყვი კარგგად დაფიქრდი და ისე მითხარი პასუხი.შენს მშობლებს მე დაველაპარაკები ეს თუ არის შენი პრობლემა.ქეთევანი ჩაფიქრდა და თან ლაშას უცქერდა. -წადი ლაშა,იქნებ აქედან გასული უკეთესი გეგმა მოგაფიქრდეს.უთხრა მკაცრად ქეთევანმა. -ნუ აფეთქდები უცებ ქეთევან.ხვალ,ხვალ მოვალ და პასუხიც ხვალ მითხარი.ადგა თვალი ჩაუკრა და კაბინეტში დატოვა დაფიქრებული ქეთევანი,გზაში კი გელას დაურეკა. -გელუჩი სად ხარ?მოიკითხა მეგობარი ჯერ ლაშამ. -ოფისში ვარ,რა მოხდა რამე? -შენ კავკასიური ნაგაზივით ხომ გაქვს კარგი ყნოსვა? -მითხარი რა გინდა ნუ იცი ხოლმე ათასობით კილომეტრებით შემოვლა.გაეცინა გელას. -შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო ,ხომ გაგიგონია ეს ანდაზა.მიდი ახლა გადაჩხრიკე ყველაფერი ქეთევანზე მოიძიე დაწვრილებით ინფორმაცია და მეც მალე მოვალ. -აქ არა,გიორგისთან მიდი და მეც იქ მოვალ. -წასული რომ იყოს? -არა,იქაა ჯერ კიდევ ოფისში და მიუსწარი ახლა ველაპარაკე. -კარგი ბოს იქ გელოდები.ლაშამ ხმაურით შეაჭრა თითქმის დაცარიელებულ ოფისში სადაც რამოდენიმე ადამიანი შემორჩენილიყო და გიორგის კაბინეტში დაუკაკუნებლად შეაჭრა,იქვე მაგიდასთან მდგარ სავარძელში ჩაესვენა და ცოტა ხნით თვალები დახუჭა,გიორგი კი გაოცებული უცქერდა. -რა ხდება ლაშიტო მშვიდობა გვაქვს? -არც მე ვიცი რა ხდება,რა ვიბოდიალე რა ვილაპარაკე გეფიცები თუ მახსოვდეს. -რაო?მართლა იყავი მისული?უთხარი?რა გითხრა.ერთად მიაყარა ყველა შეკითხვა. -ხვალამდე მივეცი დრო,ხვალ უნდა მითხრას პასუხი. -ხვალ თუ გითხრა,ახლავეს მოვაწეროთ ხელიო?თქვა გიორგიმ და გულიანად გადაიხარხარა. -რა იდიოტი ხარ გიორგი.გაეცინა ლაშასაც. -მაშ ასე,ქეთევან მშვილდაძე.დედისერთა,ცხოვრობს მშობლებთან,24 წლის და არის მის ასაკში წარმატებული ადვოკატი.ასე რომ ღირს ამ გოგოზე საუბარი ლაშიტო.ფრიადოსანი მოსწავლესავით ჩააბარა პატაკი ლაშას გელამ და ისიც მის წინ დაჯდა. -გიორგი ალექსის არ დაურეკია?მოულოდნელად გელა გიორგის მიუბრუნდა. -ჩავიდა ეს ვიცი მხოლოდ,მიხედავს საქმეებს ალექსის არ მეშინია ის პროფესიონალია.თქვა გიორგიმ და მისმა ტელეფონმაც დარეკა,დახედა ნომერს და გაეცინა. -გეფიცები სუნი ეცა მასზე რომ ვლაპარაკობდით,ხო ალექს კარგი ყნოსვა გაქვს. -ჩემზე ჭორაობთ,შეგისწარით ხომ? -როგორ ხარ,როგორაა საქმეები. -კარგადაა ყველაფერი,კარგად მოვეწყვე დავისვემებ ორი დღით და მივხედავ საქმეებს,მაგრამ გიორგი ჩემი ვიზიტი მგონი კიდევ ორი თვით გადაიდება. -რატომ?ეს აუცილებელია. -როგორც პირველი შეხვედრისას შევატყვე ეს აუცილებელია და თან ჩვენმა ჯადოქარმა დამგესლა და ისე გამომიშვა,ჯერ არ ვარ დარწმუნებული,მაგრამ ორი თვის გამო საქმეს არ ავუჩქარდები,მეტიც რომ იყოს და ეს ჩვენს კომპამიის სასარგებლოდ ხომ იცი ჯობია დავრჩე. -ჩვენი ჯერი წინასწარმეტყველია,და როგორც შენ შეატყო ისე გააკეთე.ხო მართლა ანა და ბექა გაქრა და არ ვიცით სად არიან,არ გვიმხელენ სრულიად განტვირთვის დღეები მოიწყვეს და მარტოობით ტკბებიან,ქორწილი უშენოდ არ იქნება ალექს.მხიარული ხმა ბიჭებმაც გაიგონეს და ისინიც გახალისდნენ. -უიმეეე,მაგას მოარჯულებდეს და ქორწილის ხარჯებს მე გადავიხდი.მოესმათ ალექსის მხიარული ხმა და სამივემ გულიანად გაიცინა. -და კიდევ ახალი ამბავი,მეგობარო ლაშაც გვეცლება ხელიდან. -რა იყოთ მარტი დამთავრდა და საცაა მაისი დადგება,ასე ერთიანად რამ აახურა ყველა. -ასაკი,ასაკი ჩემო კარგო მაინც თავისას შვრება.უთხრა მხიარულად გელამ. -კარგია,კარგი.წავედი ახლა და დროს როგორც კი ვნახავ შეგეხმიანებით კიდევ. -თქვენ ორივე მანქანებით ხართ?შეეკითხა გიორგიმ ლაშას და გელას ორივემ უსიტყვოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.-ჰოდა დატოვეთ აქ მანქანები და ჩემთან წავიდეთ,მარიამი გემრელ ვახშამს დაგვახვედრებს და ერთად ჩავუჯდეთ. -შენთანაა მარიამი?კითხა ლაშამ. -ხო,ეშინია მარტო ბინაში და იქ ხომ არ დავტოვებდი მარტო. -არ გიფიქრია,რომ უფრო ღრმად უნდა მიუდგე ამ საქმეს,არ გინდა უფრო ოფიციალური სახე მისცე თქვენს ურთიერთობას? -ჯერ არა,ერთი ან ორი წელი მაინც უნდა დაველოდო.თქვა გიორგიმ და უკვე დაღამებული იყო სამივე რომ გავიდა ოფისიდან,გიორგიმ დაცვა გააფრთხილა რომ მანქანებს იქ ტოვებდა და სამივემ გიორგის მანქანისაკენ აიღო გეზი.ხუმრობდნენ და ღამის სიჩუმეს მათი ხარხარი არღვევდა,რომ უეცრად გიორგის ლაშამ მანქანის გაჩერება მოსთხოვა. -რა მოხდა ამ სიბნელეში რას შეხედე.ლაშამ ველური გამოხედვით შეხედა სიბნელეში მდგარ ქეთევანს რომელსაც ვიღაც ხმამაღლა ეჩხუბებოდა,ხელებით რაღაცას უხსნიდა და ეტყობოდა რომ ქეთევანი ანერვიულებული იყო. -გააჩერე რამე არ მოსწიოს რა ბნელი ადგილი შეურჩევია.გიორგიმ მანქანა გააჩერა და ყველა გადავიდა,ლაშამ ქეთევანთან მისვლამდე მისი განწირული ხმაც გაიგონა. -მიშველეეეთ,მიშველეეეეეთ. გაიქცა ლაშამ და ისიც მის გვერდით გაჩნდა. -ხელი გაუშვი ქალს ერევი შე ახვარო,ძლიერი ხარ?უყვირა ლაშამ. -შენ ვინ ხარ,რას ერევი ჩვენს საქმეში. -დროზე მოუსვი აქედან,თორემ ვერ გიცნობს შენი პატრონი.შეუღრინა გელამ. -დღეს გადამირჩი ადვოკატო,შენთვის უკეთესია მიფრთხილდე სულ არ გაგიმართლებს.გიორგიმ ქეთევანს შეაშველა ხელი და წამოაყენა. -საავადმყოფოში წაგიყვანთ. -არა,არა სახლში წამიყვანეთ მისამართს გეტყვით. -კარგი.უთხრა ლაშამ და მანქანის კარები გამოაღო. -ქეთევან იქნებ ჯობდა ექიმმა გნახოს.თხოვა გელამ. -არა,არა სახლში ჯობია წავიდე,მადლობა თქვენ რომ დამეხმარეთ.გიორგიმ უხმოდ დაძრა მანქანა და ქეთევანის ნათქვამ მისამართზე მივიდა.ქეთევანს უჭირდა ფეხზე დგომა, ლაშამ დაეხმარა და თავისი ხელით შეიყვანა ბინაში.სახლში ქეთევანს მშობლები ელოდებოდნენ,მიჩვეულები იყვნენ მის დაგვიანებას მაგრამ ახლა დედას რაღაც უცნაური გრძნობა ჰქონდა,უცხო ხალხის დანახვაზე და შვილს რომ შეხედა გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა ანერვიულდნენ. -რა მოხდა,ჩემს შვილს რა მოუვიდა.შეიცხადა შეშინებულმა ლედიმ და უცხო ხალხს მიაპყრო შეშინეული მზერა,თითქოს ახსნას ამ უცხო ხალხისგან ელოდა. -ქალბატონო მიხვედოთ ჯერ ქეთევანს და შემდეგ აგიხსნით ყველაფერს.უთხრა ლაშამ და ქეთევანი ლედის მითითებულ საძინებელ ოთახში შეიყვანა,გელამ და გიორგიმ კი ყველაფერი დაწვრილებით მოუყვეს ოჯახის უფროოს ბატონ გურამს თუ რა მოხდა. -რა ვთქვა არ ვიცი,მადლობა რომ საჭირო დროს,საჭირო ადგილას აღმოჩნდით.ლედიმ ქეთევანს მიეხმარა გამოცვლაში,გამსკდარი ტუჩი დაუმუშავა,ასევე გადაყვლეფილი ხელის გულები და უცხო ხალხსაც გულითადი მადლობა მოუხადა. -მადლობა,მადლობა შვილებო რომ ჩემი შვილი გადაარჩინეთ.მითხარით,მადლობა როგორ გადაგიხადოთ. -ასე ვერ წახვალთ ჩემი ოჯახიდან,მობრძანდით ცოტა ხნით დაბრძანდით და ახლოდან გავიცნოთ ერთმანეთი.თხოვა გურამმა სტუმრებს.სამივემ უხერხულად იგრძნო თავი და ცოტა ხნით დარჩნენ.ლედიმ საჩქაროდ გაშალა სახელდახელო სუფრა და სტუმრებიც მიიწვია მაგიდასთან.ცოტა-ცოტას სვამდნენ და უფრო მეტს საუბრობდნენ.ქეთევანიც შემოუერთდა მათ,ლაშა უფრო და უფრო იხიბლებოდა ქეთევანით. -რთული პროფესია გვაქვს არჩეული ქეთევან.უთხრა გელამ. -მართალია,ზოგს უხარია სამართლიანობის დადგენა,ზოგი წაგებას ვერ ეგუება და მუქარით ცდილობს გამარჯვება მოიპოვოს,მაგრამ მე არ ვწერივარ იმათ სიებში ვისაც ფულით მოისყიდიან და დააშინებენ,ვერც ვერავინ დამაჩოქებს,მე სიმართლის გვერდით დავდგები ყოველთვის,მაგრამ ეს მამაკაცი არ მახსოვს,ვფიქრობ ვინმეში ავერიე.გიორგი წამოდგა ფეხზე და თავისი მტკიცე ხმით თქვა. -კარგია თქვენთან საუბარი ბატონო გურამ მაგრაშ სახლში გველოდებიან და დროა დაგემშვიდობოთ. -მადლობა,კიდევ ერთხელ მადლობა და ვფიქრობ ღირს თქვენთან ურთიერთობა.ღიმილით თქვა გურამმა და ლაშას ეშმაკურად გადახედა,რადგან მას არ გამოპარვია ლაშას არცერთი გამოხედვა თუ როგორ აკვირდებოდა ქეთევანს. -ნახვამდის და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს,იმედია ძალიან მალე.თქვა გიორგიმ და გურამს თვალი ჩაუკრა.დამშვიდობებისას ლაშამ ქეთევანს უჩურჩულა,ვითომ შეუმჩნევლად მაგრამ გურამმა შეხედა და ჩაეღიმა,გიორგის შეხედა და თვალით ანიშნა ლაშაზე,გელა კი ამ ყველაფერს გაკვირვებული აკვირდებოდა და გიორგის თვალებით შეეკითხა რა ხდებოდა,გიორგიმ კი ლაშასგან ჩუმად უთხრა. -შემდეგ აგიხსნი ყველაფერს.დაამშვიდა მეგობარი და სახლიდან გავიდა გურამთან ერთად.ლაშამ მოასწრო და ქეთევანს დრო დაუნიშნა. -ხვალ 11 საათზე ველოდებვი შენს ზარს. -რატომ ხარ დარწმუნებული,რომ დაგირეკავ.ასევე ჩურჩულით უთხრა ქეთევანმა. -უბრალოდ ვიცი,შენი თვალები მეუბნებიან რომ კეთილი ხარ და გინდა დამეხმარო.უთხრა ლაშამ და თვალი ჩაუკრა. -მომეწონა მე ეს ხალხი.თქვა გელამ როცა მანქანაში ჩასხდნენ,გიორგის ტელეფონმა რომ დარეკა გაეღიმა და უპასუხა ბედნიერი ხმით. -მოვდივართ მარიამ.ვიცი რომ დამაგვიანდა,მაგრამ გვეპატიება სულ მალე სახლში ვიქნებით. -გიორგი ნელა იარე არ იჩქარო.მოესმა გელას მარიამის ხმა და გაეღიმა. -ლაშიტო ჩვენი,ადამიანების ცნობიერებაში არსებიბს სამი რამ და კარგად ჩაუფიქრდი სამივეს. 1.დრო,რომელიც გავიდა................ 2.სიტყვა რომელიც თქვი................ 3.შემთხვევა,რომელიც ხელიდან გაუშვი ან შენთან დაიტოვებ.შენ იფიქრე და მე ჩემს ვარიანტს გეტყვი რომ ეს შემთხვევა რაც ცოტა ხნის წინ ჩვენს თვალის წინ მოხდა,მე დავგეგმე. -როგორ?კითხა გაოცებულმა ლაშამ. -შენ როგორ დაგეგმე.არანაკლებ გაოცებული იყო გელაც. -დავგეგმე,როგორმე რომ შეგვეღწია ქეთევანის ოჯახში.ეს გოგო შენი ბედია და არ გაუშვა ხელიდან და შენ კიდე რომ იღიმები ჩუმ-ჩუმად შენ და ალექსი დარჩით მეწყვილეს გარეშე,იმედია მალე თქვენც იპოვნით თქვენი გულის ვარდს. -რატი?მესამე რატი არის.თქვა ლაშამ. -რატი რაღაცეებს გვიმალავს,მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე დაამღერებს. -გიორგი ამ ხალხს საიდან იცნობ?კითხა გელამ. -გურამი მშვილდაძე ჩვენი ახალი პარტნიორია,ასე რომ არ დაგიმალავ და მას შენზე ველაპარაკე და ის თანახმაა,ახლა მხოლოდ დედოფალი უნდა დაითანხმო,თუ არ დაგთანხმდა შემდეგ რაღაც უნდა მოვიფიქროთ უცბად რომ დათანხმდეს. -შენ ვინ ხარ,ასე ჩუმად როგორ აგვარებ ყველაფერს.გაოცებული იყო გელა. -უჩინ-მაჩინზე გსმენია რამე?გაეცინა გიორგის.-ასე ჯობდა გელა ახლა მარიამის გემრიელი ვახშამი მივირთვათ და ვისაუბროთ ტკბილად. -მადლობა გიორგი,შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.მხიარულად შეაბიჯა სამივემ სახლში და გემრიელად მიირთვეს ვახშამიც,ბევრი რამ გაიხსენეს ბავშვიბის ლამაზი მოგონებებიდან და ბევრიც იმხიარულეს. მშვენიერი საღამოა,ლაშას არ დაეძინა და ვერანდაზე გავიდა.გულზე სევდის ღრუბელს შემოწოლილს ქეთევანზე შემოეძალა ფიქრი,ფიქრი ხვალინდელ დღეზე და მის პასუხზე.რამდენადაც მეტს ფიქრობს ქეთევანზე ტანში ჟრუანტელი ვერცხლისწყალივით იწყებს სრიალს და გაზაფხულის დაბერილი კვირტივით რაღაც აფეთქების ზღვარზეა მის არსებაში და რა არის ეს თუ არა სიყვარული, ასე მოულოდნელად და ასე დაუკითხავად რომ შემოიჭრა და ააფორიაქა?რა არის სიყვარული და როგორია ლაშას თვალით და გრძნობით დანახული ეს გრძნობა?სიყვარული ძლიერია,მკურნალია,წმინდაა,ნაზია და ფაქიზია.მას სათნო ძალა აქვს და დაუმარცხებელია უკვდავია,ურყევია,სიმშვიდეა,სინათლეა,სპეტაკია,ყველგან მყოფია,მარადიულია,სრულყოფილებაა,ჯადოსნურია,უშრეტი წყაროა სიკეთისა.ის მოულოდნმელად და დაუკითხავად,ასევე გაუფრთხილებლად მოდის ჩვენთან ჩვენს გულებს იპყრობს რადგან გულის გარდა სხვაგან ვერ მოთავსდება,იცის იქ არის მისი ადგილი. -ქეთევან,ქეთავან ამ ბნელშიდაც გასულს, გზა შენამდე მომიყვანს.როგორ მოულოდნელად და როგორ ღრმად შემოხვედი ჩემს გულში და თან მოთავსდი,გული რომელიც შენ დაიმონე.გვიან დაწვა,მაგრამ მაინც ადრე გაეღვიძა მხოლდ არ ამდგარა არ უნდოდა მისი სიფხიზლით სხვაც გამოეღვიძებინა,მაგრამ მარიამმა ლაშას საძინებლის კარი შეაღო და მისი ტანისამოსიც ისე მოაწესრიგა როგორც სხვების,შემდეგ კი ჩამოუარა და ყველა დააღვიძა. -ადექით,გვეჩქარება და გველოდებიან,დღეს დიდი დღეა დიდიიი.ახმაურდა სახლი და ყველამ ღიმილით გაუდგა გზას მთაწმინდისკენ.მხოლოდ ლაშა იყო მოწყენილი და წუთი-წუთზე ტელეფონს დასჩერებოდა,შესრულდა თუ არა 11 საათი მისი ტელეფონიც აწკრიალდა და გულიც აუფრიალდა. -გისმენ ქეთევან.სევდიანად და უხალისოდ მიესალმა. -ლაშა მე ბევრი ვიფიქრე,ძალიან მიჭირს და რთულია ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ მე,მე თანახმა ვარ მოგეხმარო და გავაფორმოთ ფიქტიური ქორწინება. -სად მოგაკთხო ქეთევან.სიხარულისგან მთელი სხეული უკანკალებდა ლაშას. -არსად წასვლა არ გინდა რადგან მე უკვე აქ ვარ, შენს უკან.მიუბრუნდა ლაშა და ქეთევანი კრემისფერ შარვალში იყო ზემოდან კი თეთრი გადმოშვებული ზედა ამშვენებდა მის სილამაზეს.უხდებოდა დღევანდელი ჩაცმულობა და ძალიან ლამაზი იყო,ლაშამ ხელი მოკიდა მის ხელებს და უთხრა. -მზად ხარ ნამდვილად ამ ნაბიჯისთვის?ქეთევანი ჩაფიქრდა ის ხომ თეთრ საოცნებო კაბაზე ოცნებობდა და მას ყოველთვის უნდოდა დედოფლად მყოფს ატმისფერი კაბა ჩაეცვა.ახლა კი დგას უბრალოდ გამოწყობილი და ხელი უნდა მოაწეროს მამაკაცთან რომელსაც არ იცნობს,არ იცის ვინ არის.ლაშან შეხედა ჩაფიქრებულ ქეთევანს და უთხრა. -მე ვხვდები რომ გიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ მე არაფერს გაძალებ გარდა იმისა რომ დამეხმარო,სულ რაღაც გარკვეული დროით. -ვიცი,ეს ფიქტიური ქორწინებაა მაგრამ მაინც რთულია.ლაშას ჩაეცინა,დაიხარა და მოულოდნელად აკოცა ქეთავანს. -აი ახლა კი გაგვიადვილდება იქ კოცნა.უთხრა დაბნეულ ქეთევანს და თვალი ჩაუკრა.ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -მაპატიე,მაპატიე რომ დავაგვიანე შენი პოვნა,გიპოვნე და ურთიერთობაც ფიქტიურად დავიწყეთ.მაპატიე,რომ ოცნებები წაგართვი და მზის მწველი სხივი მოგპარე. -არა უშავს,ეს ხომ ყველაფერი დროებითია.უთხრა ქეთევანმა ცივად,მაგრამ ამ სიცივის მიღმა დიდი ღამეების ფიქრების გატეხვა და გულში დიდი კოცონის ნაპერწკალი,რომელსაც მხოლოდ ერთი ძლიერი სულის შებერვა უნდოდა.მეგობრები ჩასაფრებულები იყვნენ და მანქანიდან უთვალთვალებდნენ,დაინახეს თუ არა საქმე კარგი სვლით მიდიოდა გადმოვიდნენ მანქანიდან და წყვილთან მივიდნენ.მარიამმა თეთრი ვარდების თაიგული მიართვა პატარძალს და ბედნიერებმა შეაბიჯეს ფეხი საქორწილო სახლში.მოაწერეს ხელი და გახდნენ ერთმანეთის სულის ნაწილი,წყვილმა ქორწინების სახლიდან რესტორანში გადაინაცვლა და იქ აღნიშნეს წყვილის ბედნიერება.ლაშა გაკვირვებული იყო რესტორანში მისვლისას უამრავი ხალხი რომ დახვდა,ასევე ქეთევანიც რომელიც გაკვირვებული უცქერდა მის წინ მდგარ მომღიმარ მშობლებს. -გეგონა საიდუმლოდ აკეთებდი ყველაფერს,მაგრამ შენმა მშობლებმა რომ ყველაფერი იცოდა ეს შენ არ იცოდი.მომწონს შენი არჩევანი ქეთევან და გულით გილოცავ ბედნიერებას. -მამა მაპატიე,ეს ფიქტიური ქორწინებაა.უთხრა ჩუმად მამას,სხვებს რომ არ გაეგონა.გურამმა მრისხანედ შეხედა შვილს და ასევე ჩუმად,მაგრამ გაბრაზებულმა უთხრა. -ერთი წლის შემდეგ რა ვუთხრა ხალხს,ნათესავებს,მეგობრებს ის ფიქტიური ქორწინება იყო და მალე ნამდვილ ქორწილში დაგპატიჟებთთქო?სადარდებელი არაფერი გაქვს ჩემო გოგო,მე ვიცი შენ ბედნიერი იქნები. -მამა......ქეთევანს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. -ყველა ჩვენ გვიყურებს და ეგონებათ,მამა-შვილი კამათობენო.დამშვიდდი,მე დარწმუნებული ვარ ეს ცრემლები მალე ბედნიერების ცრემლები იქნება შვილო.უზომოდ გახარებული იყო ლაშას დედა,უხაროდა მის ერთადერთ შვილს რომ ხედავდა ბედნიერებით შევსებულს და ასევე მოსწონდა მისი არჩევანი.მან არაფერი არ იცოდა არც ანდერძზე და არც მამისგან დატოვებულ ქონებაზე,არც ფიქტიურო ქორწინების შესახებ.ლაშა და გელა იქვე იდგნენ და საუბრობდნენ,რომ მარინას მათი ნაცნობი მისალმა და მოიკითხა. -როგორ ხარ მარინა,გილოცავ ლაშას ბედნიერებას. -მადლობა საყვარელო,გაიხარე.ღიმილი შეაგება ბედნიერმა დედამ ქალბატონს. -ძალიან მომეწონა პატარძალი. -არ ვიცოდი შეყვარებული თუ იყო,მეც ძალიან მომეწონა პატარძალი.უთხრა მარინამ ღიმილით. -როგორ ხარ,დიდი ხანია არ მინახიხარ.ჯამრთელობით ხომ კარგად ხარ,რაღაც ფერი არ მომწონს შენი. -უკეთესია თუ არ მკითხავ.სევდანარევი ხმით უთხრა მარინამ. -სერიოზული გჭირს რამე?გულის ამბავია? -არა,გული კარგად მაქვს,თავში მაქვს წამონაზარდები. -ამიტომ გტკივა ასე საშინლად თავი ხშირად. -ამიტომ,ამიტომ ვერ ვაყუჩებ ტკივილებს ზოგჯერ. -ლაშამ იცის?ექიმები რას ამბობენ. -უკვე დაგვიანებულია მკურნალობა,არა არაფერი იცის ლაშამ ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს და მეც არ დაუმატე ჩემი ტკივილი. -მარინა ეს შესაძლებელია შეცდომაა,მე წაგიყვან ხვალვე სხვა ექიმთან და გადავამოწმოთ. -არ ვიცი,არ ვიცი ღმერთმა ქნას შეცდომა იყოს.ლაშა დედისკენ გაიწია,მაგრამ გელამ დააკავა. -შენ გიფრთხილდება ხომ ხედავ,აქ არა არ დაელაპარაკო ამ თემაზე.ფეხზე იდგა და ეგონა ფეხები მოეკვეთა აკანკალდა,გელამ შეაშველა ხელი და ლაშამ უთხრა. -გარეთ გამიყვანე.გელამ ვერანდაზე გაიყვანა. -წამოდი,დამშვიდდი და მალე შემოვიდეთ ისევ. -სად ხართ,აქ რას აკეთებთ.გიორგიმ მოიკითხა ყველასგან განმარტოვებით მდგარი მეგობრები,გელამ კი უთხრა რაც მოისმინეს და გიორგის სახე შეეცვალა. -შეუძლებელია,წარმოუდგენლად მიძნელდება დავიჯერო რომ მარინა დეიდას ასეთი რამ ჭირდეს.ლაშა ყველაფერს ვიღონებთ,საუკეთესო კლინიკაში და საუკეთესო ექიმების ხელში.გურამმა თვალი მოკრა გიორგის რომელმაც თვალზე ცრემლი მოიწმინდა მასთან მივიდა,რა თქმა უნდა ეწყინა და ლაშას თანაგრძნობით უთხრა. -მის გვერდით იყავი,არ ვიცით როგორი სიტუაციაა ამიტომ დღეიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მას მიუძღვენი.ლაშამ საუკეთესო ექიმები მოახვია მარინას თავზე,ყველა მის გვერდით იყო არ ტოვებდნენ მარტო.ქეთევანის სამსახურიდან გამოსული ჯერ საავადმყოფოში გაივლიდა და მოინახულებდა.ერთ დღეს როცა სახლს ალაგებდა წიგნებში ერთი ძველი ყდაგაცრეცილ რვეულს წააწყდა,გადაშალა და იქ მარინას სულიერი სამყარო აღმოაჩინა.მისი ლექსები,უბრალო ფანქრით ნახატები,ჩანაწერები რომლებიც რამოდენიმეჯერ გადაიკითხა და ცრემლები დაუკითხავად მოგზაურობდა მის სახეზე.მარინას ყველა ლექსი თუ ჩანახატი მის გაუმართლებელ სიყვარულზე და ტკივილზე მიუთითებდა.უცებ სახე დაიბანა,რვეული შეინახა და შესაფერის დროს და მომენტს დაელოდა როდის ეტყოდა ლაშას ამ რვეულის არსებობის შესახებ. ყველასათვის საყვარელი თვე მაისი,ვარდობის თვე.პირველი დღე მაისის მზიანი და თბილი,მაგრამ წინ სრული ოცდაათი დღე გვაქვს.რუსომ ეზოში მშვენიერი ყვავილების ბაღი გააშენა და მარიამს იქ უყვარს ყოფნა,უყვარს თავდახრილი ყავილებში ჩაჯდომა და მათ ეჩურჩულება,შემდეგ კი თითქოს მარიამის ჩურჩულზე ყვავილებიც იცინიან.დაიწყო მარიამისათვის ტანჯული თვე,გამოცდებისათვის მზადება და ისევ თავაუღებლად მეცადინეობა,ისევ გამოფიტვა მისი და გადაღლა.აქ ყოფნა კი ავიწყებდა ყველაფერს და მშვიდდებოდა.გონებას ყველანაირი უარყოფითისაგან ინთავისუფლებდა და წამიერად ივიწყებდა ყველა პრობლემას.ერთ კვირა დღეს ანა ესტუმრა და დიდხანს იჭორავეს გოგონებმა,საღამოს კი ანას ბექამ მოაკითხა,მარიამი უეცრად წამოდგა კარები რომ გაეღო ბექასთვის,მაგრამ უეცრად თავზე მოიკიდა ხელი,გონება გაეთიშა და ანას ფეხებში უგონოდ წაიქცა.ტუჩები გაულურჯდა,ფერი დაეკარგა და ანას შეეშინდა მისმა ისტერიკულმა კივილმა ბექა დააბნია და კარებზე ბრახუნს უმატა,როგორც იქნა მოიფიქრა ანამ და კარი გააღო, ბექა კი შეშლილი სახით შემოვარდა სახლში. -რა მოხდა,რა გაკივლებს. -მიშველე მარიამს გული წაუვიდა.ბექამ მარიამი ხელში აიყვანა და იქვე შემოსასვლელში მდივანზე დააწვინა,როგორც იქნა შეძლო და გონს მოიყვანა,შემდეგ გიორგის დაურეკა და ისიც გაგიჟებული შემოვარდა ბინაში. -სასწრაფოში დარეკეთ?იკითხა გიორგიმ და ამ საუბარში ანას თვალთ დაუბნელდა და გიორგის ხელებში დაკარგა გონება.ბექა დაიბნა და გიორგიმ ანას მოსულიერება სცადა,სასწრაფოც მოვიდა და ანასთან მივიდა ექიმმა,მარიამმა კი თვალი გაახილა და გიორგის შეხედა. -მარიამ მერამდენედ დაგემართა ასე,ხვალ აუცილებლად ანალიზებს აიღებ და ექიმის კონტროლის ქვეშ იქნები. -არ მინდა ანალიზები,უცებ წამოვდექი და თავბრუ დამეხვა. -რა ხდება ექიმო,რამე სერიოზულია?მოესმა მარიამს ბექას შეშინებული ხმა და გიორგის შეეკითხა ჩუმად. -ანას რა ჭირს? -თქვენ მეუღლე ხართ? -დიახ,მეუღლე ვარ. -არ შეშინდეთ,ბუნებრივია მის მდგომარეობაში ეს გულის წასვლები და ნორმალური. -რატომ?ექიმს გაეცინა ბექას დაბნეულ სახეს რომ შეხედა და ღიმილით უთხრა. -გილოცავთ თქვენი მეუღლე ფეხმძიმედ არის.ბექა ჯერ გაშეშდა და შემდეგ გაეღიმა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.დაიბნა გიორგიც და ღიმილით ჩაიკრა გულში ანა თან ყურში უჩურჩულა. -დროებით შეწყვიტავ ყოველგვარ სისულელეს.მარიამის გასინჯვა არცერთს აღარ გაახსენდათ,ფეხზე იდგა და ანას ღიმილით უცქერდა თან ხელით ჯერ კიდევ შეუმჩნეველ მუცელზე ეფერებოდა.მოულოდნელად გიორგომ ხელი მოკიდა მარიამს და მის გვერდით დაიჯინა, თან მკაცრად უთხრა. -მარიამ თავი გააკონტროლე და მეცადინეობას ცოტა მოუკელი.შენ ყოველთვის ამ დროს გემჩნევა გადაღლა და გეწყება გულის წასვლები,ძილი გაკლია და ვიტამინები გინდა.დღეიდან მე გაგაკონტროლებ 12 საათზე არ იქნები დაწოლილი და მოვალ ძალით დაგაწვენ და ყველა წიგნს ფანჯრიდან მოვისვრი.უთხრა მკაცრად გიორგიმ და მარიამს თავზე აკოცა,ჩუმად კი ყურში უჩურჩილა.-ძალიან შემაშინე მარიამ.ჩაიარა ნერვიულობამ და ბექა სიხარულს გიორგიც სიხარულით შეხვდა,სხვებმაც გაიგო და პირველი პატარა სამეგობროში მაგრამ არის კი პირველი? -პირველი პატარაა სამეგობროში.თქვა ღიმილით მარიამმა. -გეშლებათ,ჩემს შვილს ნუ ჩამოართმევთ პირველობას.თქვა კარინამ და ალიკამ ვერ გააცნობიერა კარინას ნათქვამი სიტყვები,მაგრამ მთელი ტანით მიბრუნდა კარინასკენ და წარბაწეულმა შეეკითხა. -შენ იყავი ახლა რომ დაილაპარაკე? -გეგონა მე ვიყავი?კისკისით უთხრა ალიკას მარიამმა და მას აყვა ყველა,ალიკა კი წამოდგა და კარინა გულში ჩსიხუტა. -რატომ არ მითხარი აქ მოსვლამდე. -ვაპირებდი თქმას,მაგრამ მარიამმა რომ დამირეკა და მითხრა ანას მდგომარეობა გადავწყვიტე აქ მეთქვა,ასე უფრო ეფექტური გამოვიდა. -ორი პატარა,ორი სიხარული ეს ხომ ბედნიერებაა,ვიზრდებით და ვფართოვდებით.თქვა გიორგიმ ღიმილით.ლაშამ კი ქეთევანს გადახედა,როგორ უნდოდა მასაც ეგრძნო ეს სასიახრულო წუთები ქეთევანისგან.მეგობრებთან ხალისობს,მაგრამ მისი გული საავადმყოფოს თეთრ დერეფნებში დაძრწის.მოჩვენებითია მისი სიხარული,სულში დიდი ტკივილი და გულში სიცარიელეა.არ უნდოდა მეგობრებისათვის სიხარული გაექრო და ისინი დროზე ადრე დატოვა,ქეთევანი სახლში მიიყვანა და თავად საავადმყოფოში დაბრუნდა.საავადყოფოში შესულმა ფრთხილად შეაღო დედის პალატის კარი.ეგონა ეძინა მაგრამ არა,არ ძინავდა სუსტი ხმა მოესმა და მასთან მივიდა. -რატომ მოხვედი შვილო,ქეთევანი მარტო დატოვე? -აქ უფრო მნიშვნელოვანი ვარ დედა. -არა,ის არის შენთვის მნიშვნელოვანი.ბავშვები როგორ არიან.მარინას როგორც ლაშა ისე უყვარდა ყველა მისი მეგობარი. -კარგად არიან,დღეს კარინამ და ანამ სიხარულით აგვავსო ყველა მათ ერთდროულად შეეძინებათ პატარა ბჟღარტები.დედა სამეგობრო უკვე ორ პატარას ველოდებით. -როგორ მინდოდა,მეც მოვსწრებოდი შენს პატარას ლაშა მაგრამ ბედნიერი ვარ,რომ შენს გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანია.ჩაეძინა მარინას და ლაშას გარშემო სიჩუმემ დაისადგურა,ეს სიჩუმე კი ჩახველების ხმამ დაარღვია და ლაშამაც თავი მიაბრუნა,მასთან ახლოში ქეთევანი იდგა. -რატომ მოხვედი ქეთევან.მსუბუქად უსაყვედურა,მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან გაუხარდა. -ვერ გავჩერდი სახლში,აქ მირჩევინია შენს გვერდით რომ ვიყო. -გაგიჭირდება მთელი ღამე აქ ყოფნა. -არა უშავს,როგორაა.გაიგო აქ რომ ხარ? -კი იცის,ცოტა ვილაპარაკეთ და ჩაეძინა. -წამლებისგან არის ასე,რომ ტკივილი შეუმსუბუქოს ძილში უნდა გაატაროს უმეტესად დრო. -წამოდი სახლში წაგიყვან ვერ გაძლებ დილამდე,გადაიღლები. -არა,არა აქ ვიქნები შენთან ერთად. -ხვალ მუშაობ და უძილობისგან გონება გაგეთიშებ,შეცდომას დაუშვება. -არა,არა გთხოვ გული მიგრძნიბს რომ აქ უნდა ვიყო. -კარგი როგორც გინდა,მე ყავა უნდა მოვიტანო გინდა შენ? -მოგვიანებით,ახლა არა.ექიმი ნახე? -ვნახე და მდგომარეობა უცვლელია,უფრო უარესობისკენ არის წასული. -ლაშა გაუძელი,თორემ ფიზიკურად განადგურდები. -დამშვიდდი,კარგად ვიქნები.უთხრა ქეთევანს ხელი მოხვია და გულზრ მიიხუტა,რა ცუდია ზოგჯერ ცდუნებას რომ ვერ უმკლავდები.სახე ახლოს მიუტანა ქეთევანს და ნაზად შეეხო მის გამობურცულ ბაგეებს.არ გაუპროტესტებია ქეთევანს კოცნა, პირიქით ვერც მან სძლია ცდუნებას და ლაშას კოცნაში აჰყვა.თეთრად გათენებულმა ღამემ,დილით თავის ტკივილი მოუტანა ორივეს,ლაშა ყავის მოსატანად წავიდა და ყავით ხელში უკან დაბრუნებულს ბიჭები შემოეგება წინ. -შეიძლება ყავა მარინა დეიდასთვის?იკითხა გაოცებულმა ბექამ. -არა,ქეთევანისთვის მიმაქვს. -აქ იყავით წუხელ? -სახლში დავტოვე და მოგვიანებით თავად მოვიდა.ჩაეღიმა ლაშას. -რატომ არ გვითხარი აქ თუ მოდიოდი.ექიმი რას ამბობს. -უკვე ვეღარაფერს,ტკივილის შეჩერება არ შეუძლიათ და წამლებით აძინებენ.ცუდად არის დედა ბექა მე კიდევ უარესად,რომ ვუყურებ და ვერაფერს ვერ ვშველი. -ლაშა შენ რაც შეგეძლო გააკეთე,ასე მოხდა და უნდა შეეგუო ამ მდგომარეობას.უთხრა გიორგიმ. -რამხელა ტკივილი გქონდა და გუშინ ჩვენთან ერთად მხიარულობდი,უნდა გეთქვა აქ თუ მოდიოდი.გაბრაზებულმა უთხრა ბექამ.ფეხის ხმა გაიგონეს და სამივემ მიიხედა,ქეთევანი მოდიოდა ჩქარი ნაბიჯით. -ლაშა ექიმი გამოვიდა და მითხრა რომ ორივეს დედა გვეძახის.გიორგის შეაჩეჩა ხელში ცხელი ყავა და ქეთევანთან ერთად აირბინა კიბეები,კარებთან მისულმა სუნთქვა დაიმშვიდა და ისე შევიდა დედასთან.ღიმილით შეხედა მარინამ ორივეს და ბედნიერი ხმით თქვა. -ძალიან მიყვარხართ. -ყველაფერი კარგად იქნება დედა. -არა,აღარაფერი არ იქნება ჩემთვის კარგად.მე მხოლოდ ის მინდა თქვენ მყავდეთ კარგად,ერთი საიდუმლო მინდა გითხრა ლაშა.შენი მამა................. -არ მომკვდარა,ის მოულოდნელად გაუჩინარდა.ვიცი დედა,მე ყველაფერი ვიცი. -როგორ,საიდან.გაუკვირდა მარინას. -მან თავად მომძებნა და ამიხსნა ყველაფერი.ყველაფერი მოუყვა დედას და ისიც გაოცებული უსმენდა. -მაშ ცოცხალია? -არა,ცოცხალი არ არის ჩანაწერები დატოვა და ანდერძი. -ესე იგი აღარაა ცოცხალი?იმედია იქ მაინც ვნახავ.მარინას თვალებში დიდმა სევდამ დაიდო ბინა. -დედა........... -ლაშა მარტო დამტოვე ქეთევანთან.ლაშა წამოდგა დედას შუბლზე აკოცა და ქეთევანთან ერთად მარტო დატოვა.მარინამ ნაზად მოეფერა რძალს და უთხრა. -გიყვარდეს და დააფასე,ის სულ მარტო დარჩა.ქეთევან შენ ხარ ახლა ლაშას საყრდენი,შენ და მისი მეგობრები. -ექიმმა თქვა,რომ კრიზისი გადატანილია. -არა,შვილო ნუ დაუჯერებთ და ნურც იმედს ჩაიდებთ გულში.მე აქედან ვეღარ გავალ,ძალიან გთხოვ მიმიხედე ჩემს ერთადერთ სანთელს. -აუცილებლად,არ იდარდოთ ლაშაზე პირობას გაძლევთ რომ მის გვერდით ვიქნები. -მიხარია რომ გაუმართლა ჩემს შვილს,ახლა კი მარტო დამტოვე.ქეთევანმა მარინას გაუღიმა და დატოვა მარტო,ცოტა ხანში კი ექიმმა უთხრა ლაშას. -ქალბატონმა თავისი ცხოვრების მისია შეასრულა და მისი დრო ამოიწურა,ლაშა დედამ დაგვტოვა.ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ამ ტკივილის დაამება.ძნელია და უძნელესი საყვარელ ადამიანთან განშორება,მაგრამ გვახსოვდეს არც განშორებაა მუდმივი.დრო რაც არ უნდა ხანგრძლივი არის,ის მაინც მალე მთავრდება.მთავარია ისე ვიცხოვროთ,რომ უფლის წიაღში ვიყოთ ერთად.დედამიწა სამოთხე არ არის,არამედ სამოთხიდან განდევნის ადგილია მარადიულ სასუფევლამდე.მშობლის სიკვდილი რთული და ძალიან მწარეა, ამ დროს შესაძლებელია შენთვის სრულიად უცხო განცდებთან მოგიწიოს ბრძოლა. -ნუ შეიკავებ ცრემლს,ტირილი ტკივილს შეგიმსუბუქებს და შენს გრძნობებს არ ჩაკეტავს სევდა,ვერ მოგერევა. -ყოველ საღამოს ძილის წინ ვკოცნიდი დედას,მხოლოდ ახლა არ ვიყავი მის გვერდით.თავს საშინლად ვგრძნობ ქეთევან. -აქ იყავი,მხოლოდ მის ახლოს არ ყოფილხარ.შენ არ ხრ დამნაშავე,დარდს გულში ნუ ჩაიკლავ ასე გაგიჭირდება მწუხარებასთან გამკლავება.ტკივილი ერთ დღეში არ ქრება,არც სისუსტის ნიშანია.მწუხარებისას ტირილისგან თავს ვერავინ ვერ იკავებს,ამიტომ მიეცი გზა მწუხარების ცრემლებს შენთან ერთად შენმა ცრემლმაც იტიროს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.